გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №020210018002259009 (2/80-18)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 ოქტომბერი, 2--- წელი ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა
სხდომის მდივანი - სალომე ქობალია
მოსარჩელე - სს ,,თ-----------’’
წარმომადგენელი - თა----------აძე
მოპასუხეები: გი-----------უა, თა--------–-–ია
დავის საგანი: თანხის დაკისრება, ზიანი ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხე გი-----------უასა და თა--------–-–იასათვის მოსარჩელე ს----------------------------------------- სასარგებლოდ 20---–-–---------–---ს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 5909,51 ლარის დაკისრება;
1.2.მოპასუხე გი-----------უასა და თა--------–-–იასათვის სს ,,თ-----------”-ს სასარგებლოდ 20---–-–---------–---ს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 29.11.2----–-–----ნ მიუღებელი შემოსავლის სახით ვალდებულების სრულად შესრულებამდე ძირ თანხაზე - 4040,28 ლარზე ყოველთვიურად 15,3 % სარგებლის ანაზღაურების დაკისრება;
1.3.მოპასუხე გი-----------უასა და თა--------–-–იასათვის სს ,,თ-----------”-ს სასარგებლოდ 20---–-–---------–---ს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 29.11.2----–-–----ნ ვალდებულების სრულად შესრულებამდე ძირ თანხაზე - 4040,28 ლარზე 0,5 %-ის ოდენობით ყოველდღიური პირგასამტეხლოს დაკისრება, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა;
1.4.თავდების - თა--------–-–იას თავდებობის მაქსიმალური პასუხისმგებლობის ლიმიტი განისაზღვროს 10 500 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხეებმა საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლოს სხდომაზე სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, მხოლოდ ძირი თანხისა და პროცენტის დაკისრების ნაწილში (იხ. შესაგებელი, 12.10.2----–-–--------------–-------------------).
3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.201--–-–----------------ს სს ,,ბ--------------–--ა’’-სა (უფლებამონაცვლე - სს ,,თ-----------’’) და გი-----------უას შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობები: კრედიტის თანხა - 7900 ლარი; კრედიტის მოქმედების ვადა - 36 თვე (24.07.2----მდე); წლიური საპროცენტო განაკვეთი - 15,3 %; პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის 10 ლარი ერთჯერადად და ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - დავალიანების 0,5 %.
კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიური შენატანის გადახდის გზით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი და შესაგებელი;
-ხელშეკრულება;
-სესხის დაფარვის გრაფიკი;
-ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 12.10.2--- წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.2.გი-----------უასთან გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია 2015 წლის 24 ივლისს სს ,,ბ--------------–--ის’’ (უფლებამონაცვლე - სს ,,თ-----------’’) მიერ დადებული თავდებობის ხელშეკრულებებით, რომლის 2.2. პუნქტით, თავდებმა პირმა - თა--------–-–იამ იკისრა ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება.
თავდები პირის სოლიდარული პასუხისმგებლობის ლიმიტი განისაზღვრა 10 500 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
-განცხადება და თავდებობის ხელშეკრულება;
-ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 12.10.2----–-–--------------–-------------------).
3.1.3.დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება კრედიტის დაფარვის თაობაზე, სახელდობრ, მან ბოლოს ვალდებულება შესრულება შეასრულა 2017 წლის აპრილის თვეში, მანამდე კი პერიოდულად არღვევდა ხელშეკრულებას.
ხელშეკრულების დარღვევის გამო 2--------- წლის მდგომარეობით საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეების დავალიანებამ მოსარჩელე სს ,,თ-----------’’-ს, როგორც სს ,,ბ--------------–--ა’’-ს უფლებამონაცვლის მიმართ შეადგინა ძირი თანხის სახით - 4040,28 ლარი, ხოლო პროცენტის სახით - 526,38 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-29.11.2017 წლის ცნობა დავალიანების შესახებ;
-საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
-განცხადება და თავდებობის ხელშეკრულება;
-სესხის დაფარვის გრაფიკი;
-ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 12.10.2--- წლის სხდომის ოქმი).
3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.დადგენილია, რომ მოსარჩელე დამატებით ითხოვს მოპასუხეებისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს - 1342,85 ლარის და ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან - 29.11.2----–-–----ნ ვალდებულების სრულად შესრულებამდე ძირ თანხაზე - 4040,28 ლარზე 0,5 %-ის ოდენობით ყოველდღიური პირგასამტეხლოს დაკისრებას, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა. ასევე, მისი მოთხოვნაა ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან - 29.11.2----–-–----ნ მიუღებელი შემოსავლის - სარგებლის ანაზღაურებას ყოველთვიურად ძირი თანხის 15,3 %-ის სახით.
ამრიგად, სარჩელით მოთხოვნილია როგორც დარიცხული, ისე დასარიცხი პირგასამტეხლოს გადახდევინება და ზიანის ანაზღაურება. სასამართლო კი თვლის, რომ მითითებული თანხები შეუსაბამოდ მაღალია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი და შესაგებელი;
-29.11.2017 წლის ცნობა დავალიანების შესახებ;
-საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
-განცხადება და თავდებობის ხელშეკრულება;
-სესხის დაფარვის გრაფიკი;
-ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 12.10.2--- წლის სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ეს უფლება მოიცავს პიროვნების განსავითარებლად საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, რომელთა შორისაა ხელშეკრულებების დადების სფერო, რაც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსით, რომლის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. იმავე კოდექსის 199-ე მუხლის მიხედვით, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). სწორედ აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, მხარეთა მიერ სამოქალაქო უფლებათა რეალიზაციის შედეგია სს ,,თიბისი ბანკსა’’, როგორც სს ,,ბ--------------–--ის’’ უფლებამონაცვლესა და მოპასუხეს შორის საბანკო კრედიტისა და თავდებობის ხელშეკრულებების არსებობა. 6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. დადგენილია, რომ გი-----------უას სასარგებლოდ გაიცა კრედიტი განსაზღვრული ვადით, რა დროსაც ხელშეკრულებაზე გათვალისწინებული იქნა პროცენტის გადახდის ვალდებულება. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ ვითარებაში სახეზეა კერძო სამართლებრივი ურთიერთობა, რა დროსაც როგორც ზემოთ აღინიშნა მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს თავისუფლად, მხარეთა ნების შესაბამისად, ხელშეკრულების დადებას და მისი შინაარსის განსაზღვრას. ამდენად, აღნიშნულ პრინციპზე დაყრდნობით, მხარეები თავად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ძირი თანხისა და საპროცენტო განაკვეთის ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით გადახდის პირობაზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებაში სესხის გამცემად გამოდის საკრედიტო დაწესებულება და მის მიერ გაცემული სესხი, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასყიდლიანია, რაც გულისხმობს ძირი თანხის პროცენტით გაცემას და რაც მიუთითებს მასზედ, რომ დაწესებულება ორიენტირებულია, პროცენტის დაწესებით მიიღოს სარგებელი (მოგება). ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს პირისათვის სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი (---------------–--------------------------–---------–-------–---------------------. აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალში დამკვიდრებული ძირითადი პრინციპიდან - Pakta suntan servanda (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს). ამრიგად, ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, მასში მითითებულ პირობებს დაეთანხმა მსესხებელი - გი-----------უა, რითაც მან აიღო ვალდებულება შეასრულოს ისინი, დათქმულ დროს გადაიხადოს ძირი თანხა, მასზე დარიცხული პროცენტი, დაზღვევის თანხა და დარიცხული პირგასამტეხლო, რაც სასამართლოს მოსაზრებით არ სცდება გონივრულობის ფარგლებს. ნაკისრი ვალდებულება როგორც გი-----------უას, ასევე თავდების - თა--------–-–იას მხრიდან ნებაყოფლობით არ შესრულდა, რის გამოც მოსარჩელე იძულებულია სასამართლოს წესით მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის და დარიცხული პროცენტის სოლიდარულად გადახდევინება, შესაბამისად, მისი მოთხოვნა დასაბუთებულია. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - ძირი თანხის დაკისრების ნაწილში. ეს გარემოება კი წარმოადგენს მათ მიმართ სარჩელის მითითებულ ფარგლებში დაკმაყოფილების საფუძველს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ანალოგიით, იგივე წესი შეიძლება გავრცელდეს მთავარ სხდომაზე სარჩელის ცნობისას. ამავე ნორმატიული აქტის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი ითვალისწინებს დისპოზიციურობის პრინციპს, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოპასუხის მიერ სარჩელის ზემოთ მითითებულ ნაწილში ცნობა მისაღებია, იგი კანონიერ საპროცესო-სამართლებრივ საფუძველზეა დამყარებული, რამდენადაც მისი პოზიცია გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალწარმოებაში აღიარებული ერთ-ერთი მთავარი პრინციპიდან - დისპოზიციურობიდან. 6.3.სამართლებრივი შეფასების მიღმა ვერ დარჩება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით, ხელშეკრულების შეწყვეტიდან - 2017 წლის 29 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღიდან) სესხის ძირი თანხის - 4040,28 ლარის წლიური 15,3% სარგებლის ყოველთვიურად გადახდის დაკისრების თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როგორც ზემოთ აღინიშნა, ხელშეკრულების ვადა იყო 36 თვე, ხოლო მსესხებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეწყვიტა 2017 წლის ივლისის თვიდან. შესაბამისად, სახეზეა ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება, რის გამოც იგი მოსარჩელის ინიციატივით შეწყდა 2017 წლის 29 ნოემბერს. გამომდინარე აქედან, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით და ხელშეკრულების შეწყვეტით მოსარჩელემ დაკარგა ის საპროცენტო სარგებელი, რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დამთავრებამდე - 2--- წლის 24 ივლისამდე და რომელსაც ბანკი მიიღებდა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ დაბრუნებული თანხით ახალი კლიენტის დაკრედიტების შედეგად. თუმცა ასეთი თანხა შესაძლოა არ ყოფილიყო ყოველთვიური შემოსავალი ძირი თანხის - 4040,28 ლარის 15,3%-ის ოდენობით, რადგან საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით 2017-2--- წლებში გაცემულ სესხებზე წლიური საშუალო საპროცენტო განაკვეთი 12,2-12,7%-ია. ამგვარად, ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოსარჩელე მიიღებდა შემოსავალს ძირი თანხის წლიური 12,5-ის ოდენობით მაინც (---------------------------------------–-–---------------–------------–-----------------–-----------–-–------------------------------------–-------–----- აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს მოპასუხისაგან ხელშეკრულების შეწყვეტიდან ყოველთვიურად უნდა აუნაზღაურდეს მიუღებელი შემოსავალი ძირი თანხის 12,5 %-ის ოდენობით. ამასთან, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ბუნებრივია მოსარჩელის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის ხელშეკრულების დარღვევის დროს სავარაუდო უნდა ყოფილიყო ზიანი, რომელიც დადგებოდა მოსარჩელის მიმართ მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე და 412-ე მუხლების შესაბამისად, ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს პირისათვის სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. ამგვარად, ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც ოდენობის დადგენას. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილშიც სს ,,თ-----------ს’’ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია ნაწილობრივ და უნდა დაკმაყოფილდეს. 6.4.პირგასამტეხლოს მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლითაც სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ კუთხით სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მოცემულ ვითარებაში, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს, რომლის შეუსაბამოდ მიჩნევისათვის აუცილებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეული გარემოებების ერთობლიობაში შეფასება. კერძოდ, როდის დაიდო ხელშეკრულება, რამდენია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, რა პერიოდია გასული ხელშეკრულების დადებისა და მისი მოპასუხის მიერ დარღვევის შემდეგ, სცილდება თუ არა პირგასამტეხლო ძირითადი თანხის ოდენობას, რომელი პერიოდის მდგომარეობითაა მოთხოვნილი პირგასამტეხლო, მხედველობაშია მისაღები დავის საგნის მთლიანი მოცულობა და ა.შ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამდენად, სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - გადასახდელი თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რადგან თვეში იგი შეადგენს 15%-ს, ხოლო წელიწადში 180%-ს, რაც ყოველმხრივ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მსესხებელმა სესხის დაფარვის ვალდებულება შეწყვიტა 2017 წლის მაისის თვიდან. ამ პერიოდიდან გონივრულ ვადაში, რაც სჭირდება მოპასუხე მხარისათვის გაფრთხილების წერილების გაგზავნას და დამატებითი ვადის მიცემას, მოსარჩელეს წარმოეშვა უფლება შეეწყვიტა სახელშეკრულებო ურთიერთობა მოპასუხე მხარესთან. მოსარჩელეს კი საკრედიტო ურთიერთობა არ შეუწყვეტია და პირგასამტეხლოს დარიცხვას აგრძელებდა 2017 წლის 29 ნოემბრამდე. შესაბამისად, რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა ისედაც მაღალი პროცენტული მაჩვენებლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დარიცხვა, რამაც უდავოდ გამოიწვია მისი ოდენობის შეუსაბამოდ გაზრდა. მითითებული გარემოებების, ასევე მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის და მოსარჩელის ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და მოპასუხეებს პირგასამტეხლოს სახით სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 500 ლარის გადახდა. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მოთხოვნა დარიცხული პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა, ხოლო ამით განხორციელდა მოსარჩელისთვის მიყენებული შესაძლო ზიანის კომპენსირება, დამატებით დასარიცხი პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაყენება დაუსაბუთებელია, რადგან მისი დაკისრება გამოიწვევს მოპასუხისათვის ზიანის მიყენებას. 6.5.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
7.საპროცესო ხარჯები
7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. სარჩელის ძირი თანხის და პროცენტის ნაწილში ცნობის, ასევე სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 136,99 ლარი, ხოლო მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება. 7.2.რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას იურიდიული მომსახურებისათვის გათვალისწინებული საფასურის - 350,55 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ, რის შესახებაც საქმეში წარმოდგენილია გადახდის ქვითარი. ამ კუთხით აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, რომლის მიხედვით განმცხადებელს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაასაბუთებს, რომ ეს ხარჯები ფაქტობრივად და უდავოდ გასწია და რომ ეს თანხა გონივრული იყო (სხვა პრეცედენტთა შორის იხ. Nilsen and Johnsen v. Norway [GC], no. 23118/93, §62, ECHR 1999-VIII, შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ). სასამართლო აღნიშნავს, რომ სსს კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-3 წინადადების მიხედვით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. გამომდინარე აქედან, კანონმდებლის მიერ ქონებრივ დავაზე დადგენილია იურიდიული მომსახურების ხარჯის გონივრული ოდენობა პროცენტული მაჩვენებლით. შესაბამისად, აღნიშნული ნორმის საფუძველზე, მოსარჩელეს მოპასუხისაგან უნდა აუნაზღაურდეს წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე - 350,55 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.სს ,,თ-----------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1.მოპასუხეებს გი-----------უას და თა--------–-–იას მოსარჩელე სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 201--–-–---------–---ს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, ძირი თანხის - 4040,28 ლარის, პროცენტის - 526,38 ლარის და პირგასამტეხლოს - 500 ლარის გადახდა;
1.2.მოპასუხეებს გი-----------უასა და თა--------–-–იას მოსარჩელე სს ,,თ-----------’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ზიანის ანაზღაურება, კერძოდ, 29.11.2----–-–----ნ 20---–-–---------–---ს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 4040,28 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველთვიურად წლიური 12,5 % სარგებლის გადახდა;
1.3.თავდების - თა--------–-–იას თავდებობის მაქსიმალური პასუხისმგებლობის ლიმიტი განისაზღვროს 10 500 ლარის ოდენობით;
2.სარჩელი სხვა მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
3.მოპასუხეებს მოსარჩელე სს „თ-----------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის და იურიდიული მომსახურების ღირებულების - 350,55 ლარის ანაზღაურება;
4.მოსარჩელე ს------------------- სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე 2----------–--–----- საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 262,92 ლარიდან - 136,99 ლარი;
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით;
6.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა