გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.10.2018
საქმის ნომერი
020210118002272889
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
12.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020210118002272889 (2/116-18)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - სალომე ქობალია

 

მოსარჩელე - სს ,,თი---------ი’’

წარმომადგენელი - თა-----------ძე

 

მოპასუხე - ნი-----–--კავა

წარმომადგენელი - ან–--–----------ვა

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხე ნი-----–--კავასათვის მოსარჩელე სს „თი---------ი"-ს სასარგებლოდ 2----–-–-- 1------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 10 370,91 ლარის დაკისრება;

 

1.2.მოპასუხე ნი-----–--კავასათვის სს ,,თი---------ი”-ს სასარგებლოდ 2----–-–-- 1------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 26.10.2--- წლიდან მიუღებელი შემოსავლის სახით ვალდებულების სრულად შესრულებამდე ძირ თანხაზე - 9 252,21 ლარზე ყოველთვიურად 15,5 %-ის ანაზღაურების დაკისრება;

 

1.3.მოპასუხე ნი-----–--კავასათვის სს ,,თი---------ი”-ს სასარგებლოდ 2----–-–-- 1------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 26.10.2--- წლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ძირ თანხაზე - 9 252,21 ლარზე 0,5 %-ის ოდენობით ყოველდღიური პირგასამტეხლოს დაკისრება, მაგრამ არაუმეტეს 3000 ლარისა (---------------–------------------------------–-–--------------–---------------------

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხე ნი-----–--კავამ საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლოს სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მხოლოდ ძირი თანხის დაკისრების ნაწილში, განმარტა, რომ თანხების დაანგარიშების სისწორეს სადავოდ არ ხდის, თუმცა მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით მოითხოვა სხვა თანხების შემცირება (----–--------–--------------–-–--------------–---------------------

 

3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.2----–-–-- 15 დეკემბერს სს ,,თი---------სა’’ და ნი-----–--კავას შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობები: კრედიტის თანხა - 10 000 ლარი; კრედიტის მოქმედების ვადა - 1470 დღე (24.12.2-------ე); წლიური საპროცენტო განაკვეთი - 15,5 %; პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის 20 ლარი ერთჯერადად და ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - დავალიანების 0,5 %; სიცოცხლის დაზღვევა ჯამში - 164,06 ლარი.

 

კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიური შენატანის გადახდის გზით ყოველი კალენდარული თვის 24 რიცხვში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი და შესაგებელი;

-ხელშეკრულება;

-სესხის დაფარვის გრაფიკი;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (ი--------------–-–--------------–------------------).

 

3.1.2.დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება კრედიტის დაფარვის თაობაზე, სახელდობრ, მან ბოლოს ვალდებულება შესრულება შეასრულა 2----–-–-- ივნისი თვეში, მანამდე კი პერიოდულად არღვევდა ხელშეკრულებას.

 

ხელშეკრულების დარღვევის გამო 26/10/2----–-–-- მდგომარეობით საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანებამ მოსარჩელე სს ,,თი---------ი’’-ს მიმართ ძირი თანხის სახით შეადგინა 9 252,21 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-26.10.2----–-–-- ცნობა დავალიანების შესახებ;

-ხელშეკრულება;

-სესხის დაფარვის გრაფიკი;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (ი--------------–-–-------------------.

 

3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.მოსარჩელე ასევე ითხოვს მოპასუხისათვის პროცენტის სახით - 576,22 ლარის, პირგასამტეხლოს სახით - 519,89 ლარის და სიცოცხლის დაზღვევის თანხის - 22,59 ლარის დაკისრებას.

 

აღნიშნულ თანხების გადახდაზე უარს ამბობს მოპასუხე მხარე, ამასთან, მსესხებელი მოპასუხე ნი-----–--კავა სადავოდ არ ხდის მითითებული თანხების დაანგარიშებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის (თანასწორობის) პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ საქმეზე ვერ უზრუნველყო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და მოპასუხის მხრიდან სადავო ქცეული თანხების გადახდევინების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დამდგენი მტკიცებულებების წარმოდგენა, მოპასუხემ პოზიცია ვერ დაასაბუთა იმ გარემოებებით, რომელიც გამორიცხავდა დარიცხული პროცენტის, პირგასამტეხლოს და დაზღვევის თანხის დაკისრების მოთხოვნას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი და შესაგებელი;

-26.10.2----–-–-- ცნობა დავალიანების შესახებ;

-ხელშეკრულება;

-სესხის დაფარვის გრაფიკი;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (ი--------------–-–-------------------.

 

3.2.2.დადგენილია, რომ მოსარჩელე დამატებით ითხოვს ნი-----–--კავასათვის ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან - 26.10.2--- წლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ძირ თანხაზე - 9 252,21 ლარზე 0,5 %-ის ოდენობით ყოველდღიური პირგასამტეხლოს დაკისრებას, მაგრამ არაუმეტეს 3000 ლარისა. ასევე, მისი მოთხოვნაა ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან - 26.10.2--- წლიდან მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას ძირ თანხაზე ყოველთვიურად 15,5 %-ის სახით.

 

ამრიგად, სარჩელით მოთხოვნილია როგორც დარიცხული, ისე დასარიცხი პირგასამტეხლოს გადახდევინება და ზიანის ანაზღაურება. სასამართლო კი თვლის, რომ მითითებული თანხები შეუსაბამოდ მაღალია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი და შესაგებელი;

-26.10.2----–-–-- ცნობა დავალიანების შესახებ;

-ხელშეკრულება;

-სესხის დაფარვის გრაფიკი;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (ი--------------–-–-------------------.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1.საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ეს უფლება მოიცავს პიროვნების განსავითარებლად საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, რომელთა შორისაა ხელშეკრულებების დადების სფერო, რაც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსით, რომლის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. სწორედ აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, მხარეთა მიერ სამოქალაქო უფლებათა რეალიზაციის შედეგია სს ,,თი---------სა’’ და მოპასუხეს შორის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების არსებობა. 6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. დადგენილია, რომ ნი-----–--კავას სასარგებლოდ გაიცა კრედიტი განსაზღვრული ვადით, რა დროსაც ხელშეკრულებაზე გათვალისწინებული იქნა პროცენტის, დაზღვევის თანხისა და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ ვითარებაში სახეზეა კერძო სამართლებრივი ურთიერთობა, რა დროსაც როგორც ზემოთ აღინიშნა მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს თავისუფლად, მხარეთა ნების შესაბამისად, ხელშეკრულების დადებას და მისი შინაარსის განსაზღვრას. ამდენად, აღნიშნულ პრინციპზე დაყრდნობით, მხარეები თავად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ძირი თანხისა და საპროცენტო განაკვეთის ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით გადახდის პირობაზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებაში სესხის გამცემად გამოდის საკრედიტო დაწესებულება და მის მიერ გაცემული სესხი, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასყიდლიანია, რაც გულისხმობს ძირი თანხის პროცენტით გაცემას და რაც მიუთითებს მასზედ, რომ დაწესებულება ორიენტირებულია, პროცენტის დაწესებით მიიღოს სარგებელი (მოგება). ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს პირისათვის სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი (---------------–--------------------------–---------–-------–--------------------). აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალში დამკვიდრებული ძირითადი პრინციპიდან - Pakta suntan servanda (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს). ამრიგად, ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, მასში მითითებულ პირობებს დაეთანხმა მსესხებელი - ნი-----–--კავა, რითაც მან აიღო ვალდებულება შეასრულოს ისინი, დათქმულ დროს გადაიხადოს ძირი თანხა, მასზე დარიცხული პროცენტი, დაზღვევის თანხა და დარიცხული პირგასამტეხლო, რაც სასამართლოს მოსაზრებით არ სცდება გონივრულობის ფარგლებს. ნაკისრი ვალდებულება ნი-----–--კავას მხრიდან ნებაყოფლობით არ შესრულდა, რის გამოც მოსარჩელე იძულებულია სასამართლოს წესით მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის, დაზღვევის თანხის, დარიცხული პროცენტის და პირგასამტეხლოს გადახდევინება, შესაბამისად, მისი მოთხოვნა დასაბუთებულია. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ნი-----–--კავამ ცნო სარჩელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - ძირი თანხის დაკისრების ნაწილში. ეს გარემოება კი წარმოადგენს მის მიმართ სარჩელის მითითებულ ფარგლებში დაკმაყოფილების საფუძველს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ანალოგიით, იგივე წესი შეიძლება გავრცელდეს მთავარ სხდომაზე სარჩელის ცნობისას. ამავე ნორმატიული აქტის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი ითვალისწინებს დისპოზიციურობის პრინციპს, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოპასუხის მიერ სარჩელის ზემოთ მითითებულ ნაწილში ცნობა მისაღებია, იგი კანონიერ საპროცესო-სამართლებრივ საფუძველზეა დამყარებული, რამდენადაც მისი პოზიცია გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალწარმოებაში აღიარებული ერთ-ერთი მთავარი პრინციპიდან - დისპოზიციურობიდან. 6.3.სამართლებრივი შეფასების მიღმა ვერ დარჩება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით, ხელშეკრულების შეწყვეტიდან - 2----–-–-- 26 ოქტომბრის (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღიდან) სესხის ძირი თანხის 9252,21 ლარის წლიური 15,5% სარგებლის ყოველთვიურად გადახდის დაკისრების თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როგორც ზემოთ აღინიშნა, ხელშეკრულების ვადა იყო 1470 დღე, ხოლო მსესხებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეწყვიტა 2----–-–-- ივლისის თვიდან. შესაბამისად, სახეზეა ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება, რის გამოც იგი მოსარჩელის ინიციატივით შეწყდა 2----–-–-- 26 ოქტომბერს. გამომდინარე აქედან, სასამართლო იზიარებს სს ,,თი---------ის’’ მიერ სარჩელში მითითებულ პოზიციას მასზედ, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით და ხელშეკრულების შეწყვეტით მოსარჩელემ დაკარგა ის საპროცენტო სარგებელი, რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დამთავრებამდე - 2020 წლის 24 დეკემბრამდე და რომელსაც ბანკი მიიღებდა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ დაბრუნებული თანხით ახალი კლიენტის დაკრედიტების შედეგად. თუმცა ასეთი თანხა შესაძლოა არ ყოფილიყო ყოველთვიური შემოსავალი ძირი თანხის - 9252,21 ლარის 15,5%-ის ოდენობით, რადგან საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით 2----2018 წლებში გაცემულ სესხებზე წლიური საშუალო საპროცენტო განაკვეთი 12,2-12,7%-ია. ამგვარად, ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოსარჩელე მიიღებდა შემოსავალს ძირი თანხის წლიური 12,5-ის ოდენობით მაინც (---------------------------------------–-–---------------–------------–-----------------–-----------–-–------------------------------------–-------–----- აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს მოპასუხისაგან ხელშეკრულების შეწყვეტიდან ყოველთვიურად უნდა აუნაზღაურდეს მიუღებელი შემოსავალი ძირი თანხის 12,5 %-ის ოდენობით. ამასთან, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ბუნებრივია მოსარჩელის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის ხელშეკრულების დარღვევის დროს სავარაუდო უნდა ყოფილიყო ზიანი, რომელიც დადგებოდა მოსარჩელის მიმართ მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე და 412-ე მუხლების შესაბამისად, ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს პირისათვის სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. ამგვარად, ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც ოდენობის დადგენას. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილშიც სს ,,თი---------ის’’ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია ნაწილობრივ და უნდა დაკმაყოფილდეს. 6.4.დასარიცხ პირგასამტეხლოს მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლითაც სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ კუთხით სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მოცემულ ვითარებაში, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს, რომლის შეუსაბამოდ მიჩნევისათვის აუცილებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეული გარემოებების ერთობლიობაში შეფასება. კერძოდ, როდის დაიდო ხელშეკრულება, რამდენია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, რა პერიოდია გასული ხელშეკრულების დადებისა და მისი მოპასუხის მიერ დარღვევის შემდეგ, სცილდება თუ არა პირგასამტეხლო ძირითადი თანხის ოდენობას, რომელი პერიოდის მდგომარეობითაა მოთხოვნილი პირგასამტეხლო, მხედველობაშია მისაღები დავის საგნის მთლიანი მოცულობა და ა.შ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. წინამდებარე გადაწყვეტილების 3.1.1. პუნქტით დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე. სასამართლო თვლის, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მოთხოვნა დარიცხული პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა, ხოლო ამით განხორციელდა მოსარჩელისთვის მიყენებული შესაძლო ზიანის კომპენსირება, დამატებით დასარიცხი პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაყენება დაუსაბუთებელია, რადგან მისი დაკისრება გამოიწვევს მოპასუხისათვის ზიანის მიყენებას. 6.5.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

7.საპროცესო ხარჯები

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. სარჩელის ძირი თანხის ნაწილში ცნობისა და სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის შემცირების, ასევე სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 198,78 ლარი, ხოლო მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 257,03 ლარის, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების - აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარის გადახდა. 7.2.რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას იურიდიული მომსახურებისათვის გათვალისწინებული საფასურის - 500 ლარის მოპასუხეზე დაკისრების შესახებ, რის შესახებაც საქმეში წარმოდგენილია გადახდის ქვითარი. ამ კუთხით აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, რომლის მიხედვით განმცხადებელს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაასაბუთებს, რომ ეს ხარჯები ფაქტობრივად და უდავოდ გასწია და რომ ეს თანხა გონივრული იყო (სხვა პრეცედენტთა შორის იხ. Nilsen and Johnsen v. Norway [GC], no. 23118/93, §62, ECHR 1999-VIII, შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ). სასამართლო აღნიშნავს, რომ სსს კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-3 წინადადების მიხედვით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. გამომდინარე აქედან, კანონმდებლის მიერ ქონებრივ დავაზე დადგენილია იურიდიული მომსახურების ხარჯის გონივრული ოდენობა პროცენტული მაჩვენებლით. შესაბამისად, აღნიშნული ნორმის საფუძველზე, მოსარჩელეს მოპასუხისაგან უნდა აუნაზღაურდეს წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე - 300 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.სს ,,თი---------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1.მოპასუხე ნი-----–--კავას მოსარჩელე სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2----–-–-- 1------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 10 370,91 ლარის გადახდა;

 

1.2.მოპასუხე ნი-----–--კავას მოსარჩელე სს ,,თი---------ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, კერძოდ, 26.10.2--- წლიდან 2----–-–-- 1------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 9 252,21 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველთვიურად წლიური 12,5 % სარგებლის გადახდა;

 

2.სარჩელი სხვა მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

 

3.მოპასუხეს მოსარჩელე სს „თი---------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 207,03 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის შუამდგომლობაზე გადახდილი სახელწმიფო ბაჟის - 50 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარის და იურიდიული მომსახურების ღირებულების - 300 ლარის ანაზღაურება;

 

4.მოსარჩელე სს ,,თი---------ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე 1--------- წელს №- საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 590 ლარიდან - 198,78 ლარი;

 

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით;

 

6.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა