გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
100210018002358264
# 2/102-2018 წ.
დ ა მ ა ტ ე ბ ი თ ი გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12.10.2018 წ. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ივანე ყიფიანი
მოსარჩელე: სს „ფ----------------------–ო“
მოპასუხე: ნ------- ა-----ე, ლ--–- ჭ------ე
დავის საგანი: ვალდებულების შესრულება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სამოქალაქო საქმეზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი
გამოარკვია
საჩხერის რაიონული სასამართლოს სარჩელით მომართა სს „ფ----------------------–ო“-ს (ს.ნ.2--------) წარმომადგენელმა, მოპასუხეების - ნ------- ა-----ის (პ.ნ.3----------) და ლ--–- ჭ------ის (პ.ნ.5----------), მიმართ, ვალდებულების შესრულების თაობაზე.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოსარჩელე - სს ”თიბისი ბანკი”-ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, კერძოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი ფორმით:
1. მოსარჩელე - სს „ფ----------------------–ო“-ს (ს.ნ.2--------) სარჩელი, მოპასუხეების - ნ------- ა-----ის და ლ--–- ჭ------ის, მიმართ, ვალდებულების შესრულების თაობაზე, დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს - ნ------- ა-----ეს და ლ--–- ჭ------ეს, სს „ფ----------------------–ო“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3167.24 (სამი ათას ასსამოცდაშვიდი ლარი და 24 თეთრი) ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა არის -2293.68 ლარი, სარგებელი - 692.25 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 181.31 ლარი.
3. სს „ფ----------------------–ო“-ს მოთხოვნა სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. მოპასუხეებს - ნ------- ა-----ეს და ლ--–- ჭ------ეს სს „ფ----------------------–ო“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ (სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა) 100 (ასი) ლარის გადახდა.
5. განემარტოს მოპასუხეს, რომ მას შეუძლია შეიტანოს საჩივარი საჩხერის რაიონულ სასამართლოში (მის: საჩხერე, დავით აღმაშენებლის ქ. N3) ამ გადაწყვეტილებაზე 10 (ათი) დღის განმავლობაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში და იგი აღარ შეიძლება გასაჩივრდეს.
6. გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, საჩხერის რაიონულ სასამართლოში 12 დღის განმავლობაში მოსარჩელისათვის განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან, რის შემდეგაც კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ”გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე, აგრეთვე მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესზე.
აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს მსჯელობა მოიცავდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოპასუხეებზე დაკისრებას, ხოლო რაც შეეხება მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილ სახელმწიფო ბაჟს, ასევე საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების საფასურს და საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის საფასურს, აღნიშნულზე სასამართლოს არ უმსჯელია, რაც წარმოადგენს ხარვეზს გადაწყვეტილებაში.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია თავისი ინიციატივით იმსჯელოს გადაწყვეტილებაში დაშვებული ხარვეზის ირგვლივ, გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების საკითხი, რის თაობაზეც დანიშნა საქმის განხილვა.
ამასთან მოსარჩელე მხარემ 2018 წლის 11 ოქტომბერს განცხადებით მომართა სასამართლოს და ითხოვა დამატებითი გადაწყვეტილებით, მოპასუხე მხარეზე (დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკისრებულ სასამართლო ხარჯებთან ერთად), სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების საფასურის - 22 ლარის და საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 41 ლარის დაკისრება.
სასამართლომ განიხილა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ გამოტანილი უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველის ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად ”გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.” საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-31 ნაწილის შესაბამისად ”ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.” საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი მთლიანად დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების - სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების საფასურის - 22 ლარის და საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 41 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს, მოსარჩელის სასარგებლოდ.
სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად მიიღოს დამატებითი გადაწყვეტილება, ვინაიდან 2018 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებაში, რომლითაც დაკმაყოფილდა სს „ფ----------------------–ო“-ს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების - ნ------- ა-----ის და ლ--–- ჭ------ის მიმართ, სასამართლოს სრულად არ გადაუწყვეტია სასამართლოს ხარჯების საკითხი.
მოცემულ შემთხვევაში დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი წესით, დამატებითი გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საჩხერის რაიონული სასამართლოში (მის: საჩხერე, აღმაშენებლის ქ.№3)
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე, 53-ე, 261-ე, 284-285-ე. 414-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი პუნქტი;
მოპასუხეებს - ნ------- ა-----ეს და ლ--–- ჭ------ეს, მოსარჩელე - სს „ფ----------------------–ო“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ, სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების საფასურის - 22 (ოცდაორი) ლარის და საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 41 (ორმოცდაერთი) ლარის ანაზღაურება.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი წესით, დამატებითი გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საჩხერის რაიონული სასამართლოში (მის: საჩხერე, აღმაშენებლის ქ.№3)
მოსამართლე: ივანე ყიფიანი