განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ს--------------------------------
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მამია ფხაკაძემ
ბადრი ოთარაშვილის მდივნობით,პროკურორ - ხა-----------------ს,ბრალდებულ - ჯა--------------ს,ადვოკატ - ზა------------–---–-ს,თარჯიმან - გუ-----------------–-ს,მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ:
ჯა------------–---------------------------------–-------–-–--------------------------------–------------------------------–----–----------–------------------–--------------------------------–---------------------–-----------------------------------------------------------–------------------------–---------------------------------------------------------------- მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. ქმედების კვალიფიკაცია პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:
2018 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 10:30 საათზე, ჯა-------------- მივიდა ქ-----------–-------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, სადაც თავის ყოფილ მეუღლეს მ-------------------–---–ს პოლიციის გამოძახების გამო მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და გაიწია მისკენ დასარტყმელად. ამ დროს მის შეჩერებას ცდილობდა მ-------------------–---–ის დედა, მ------–--–---–-–---–ი. ჯ--------------მა მისი ყოფილი მეუღლის დედის მ------–--–---–-–---–ის წინააღმდეგობა გადალახა მისთვის მუშტის შუბლში დარტყმით და ხელის კვრით, რის შემდეგაც იგი მივიდა მ-------------------–---–თან და მუშტი ჩაარტყა მარჯვენა საფეთქელთან. აღნიშნული დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მ-------------------–---–ი წაიქცა, ხოლო ჯ--------------მა წაქცეულ მდგომარეობაში მყოფსაც რამდენჯერმე დაარტყა გაშლილი ხელი მარჯვენა მკლავში, ხოლო ერთხელ დაარტყა ფეხი მარჯვენა ფერდში. ჯა--------------ს ძალადობრივი ქმედებით მ------–--–---–-–---–მა და მ-------------------–---–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
აღნიშნული ქმედებისთვის ჯ--------------ს ბრალი წარედგინა დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.
2. სასამართლომ დაადგინა:
ჯ--------------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 10:00 საათზე, ჯა-------------- მივიდა ქ-----------–-------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, სადაც თავის ყოფილ მეუღლეს მ-------------------–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ჯა--------------ს ძალადობრივი ქმედებით მ-------------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. დანაშაულებრივი ქმედების სამართლებრივი აღწერა:
- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის, ფორმა N1-ს მიხედვით: სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე გამოძიება დაიწყო 2018 წლის 05 ივლისს, დანაშაულის ნიშნებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, ბარათი შედგენილია გამომძიებელ ნა----–-----------–---–ის მიერ. ბარათის მიხედვით, 2018 წლის 05 ივლისს მ-------------------–---–ს მისმა ყოფილმა მეუღლემ ჯ--------------მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. (ტ.1. ს.ფ. 1)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N1------ შეტყობინების თანახმად: (05.07.2018წ. 10:11 სთ.) ინიციატორს მ-------------------–---–ს კონფლიქტი მოუვიდა ყოფილ მეუღლესთან. (ტ.1. ს.ფ. 3)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N1-------–ეტყობინების თანახმად: ქ. რუსთავში, გიორგაძის ქუჩა N22/21-ში მცხოვრებმა მ-------------------–---–მა განაცხადა, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ ჯ--------------მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც აქვს სისტემატური ხასიათი. აღნიშნულ ფაქტზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი. (ტ.1. ს.ფ. 2)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების გამომძიებელი - ნა----–-----------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 5 ივლისს, შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, კერძოდ, მ-------------------–---–ის მიმართ, მისი ყოფილი მეუღლის - ჯა--------------ს მიერ განხორცილებეული ოჯახური ძალდობის ფაქტზე. აღნიშნული საქმის ირგვლივ მის მიერ გამოიკითხა, დაზარალებულები: მ-------------------–---–ი და მ------–--–---–-–---–ი, ასევე გააცნო დადგენილება მათი დაზარალებულად ცნობის შესახებ და განუმარტა უფლებები. მის მიერ გამოტანილ იქნა დადგენილება დაზარალებულების მიმართ სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. მოწმის განმარტებით მას აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგებში ჰყავს გამოკითხული პატრულ ინსპექტორები და მ-------------------–---–ის ძმა - რო----------------–---–ი, ბრალდებულ- ჯ--------------ს წარუდგინა დადგენილება ბრალდების შესახებ და გამოკითხა ბრალდებულის სახით. მოწმე- ნა----–-----------–---–ის განმარტებით, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე გარდა ბრალდებულის დაკავებისა ყველა სხვა საგამოძიებო მოქმედება თავად აქვს ჩატარებული, რომლის კანონიერებასაც ადასტურებს. მოწმე- ნა----–-----------–---–მა დაადასტურა, რომ საქმის გამოძიების ეტაპზე დაზარალებულები: მ-------------------–---–ი და მ------–--–---–-–---–ი განმარტავდნენ, რომ 2018 წლის 5 ივლისს, მათ მიმართ ფიზიკური ძალადობა განხორციელა ბრალდებულმა - ჯსპრიტ სინგჰმა. (ტ.2. ს.ფ. 76 -78)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა საპატრულო პოლიციის ინსპექტორი დ-------------ე, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 5 ივლისს, მის მეწყვილესთან - გ-------------–----ესთან ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას (პატრულირებდა) რა დროსაც, რადიოსადგურ „ალგეთის“ მეშვეობით მიიღეს შეტყობინება, ქ.რუსთავში, ინტერნატებში ოჯახური კონფლიქტის თაობაზე. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე მისვლისას დაზარალებულმა - მ-------------------–---–მა განაცხადა, რომ მის მიმართ მეუღლის მხრიდან ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. აღნიშნული გარემოება თავის მხრივ დაადასტურა იქვე მყოფმა მ-------------------–---–ის დედამ-მ------–--–---–-–---–მა. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე გარდა ზემოთ აღნიშნული პირებისა იმყოფებოდნენ: მ-------------------–---–ის ძმა- რო----------------–---–ი და მ-------------------–---–ის მეუღლე - ჯა--------------, რომელთაგან ჯა-------------- პოლიციის გამოცხადების მიუხედავად აგრძელებდა მ-------------------–---–ისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფების მიყენებას ქართულ ენაზე. მოწმის განმარტებით, ვინაიდან, სახეზე იყო ხილული ოჯახური ძალადობა, ბრალდებულ- ჯა--------------ს მიმართ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, რითაც მ-------------------–---–ი ცნობილი იქნა მსხვერპლად, ხოლო ჯა-------------- მოძალადედ. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ვინაიდან, მსხვერპლთან მიმართებაში იკვეთებოდა ფიზიკური ძალადობის ნიშნები შემდგომი სამართალწარმოების მიზნით საქმე გადეცა კრიმინალურ პოლიციას.
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერის გამოწერისას მოხდა ორივე მხარესთან გასაუბრება, განემარტათ შემაკავებელი ორდერის არსი. ჯ---------------- პოლიციას განუცხადა, რომ მეუღლეს კრა ხელი. (ტ.2. ს.ფ. 83 - 90)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა საპატრულო პოლიციის ინსპექტორი გ-------------–----ე, რომელმაც სრულად დაადასტურა მოწმე დ-------------ის ჩვენება და განმარტა, რომ 2018 წლის 5 ივლისს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას (პატრულირებდა) რა დროსაც, რადიო სადგური „ალგეთის“ მეშვეობით მიიღეს გამოძახება ქ-----------–--------------–----------–---–--------------------------ში ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. შემთხვევის ადგილზე მისვლისას დახვდათ გამოძახების ინიციატორი- მ-------------------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ მის მიმართ განახორციელა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ გამოძახების ინიციატორი - მ-------------------–---–ი და მისი დედა-მ------–--–---–-–---–ი იყვნენ აღელვებულები. მ------–--–---–-–---–მა განუმარტა, რომ ყოფილმა სიძემ (ჯ--------------მა) მის შვილს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო მ-------------------–---–მა განაცხადა, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი წარსულშიც ჰქონია და მეტის მოთმენას აღარ აპირებდა. (ტ.2. ს.ფ. 79 - 83)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა შსს. რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილების გამომძიებელი ზ---------–---- რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 5 ივლის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას საპატრულო პოლიციიდან მიღებული იქნა ინფორმაცია, რომ ქ-----------–-----------------------–-, განხორციელდა ოჯახური ძალადობა, კერძოდ, ჯ--------------მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის მეუღლეს მ-------------------–---–ს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე გავიდა გამომძიებელ ლ------------ასთან ერთად, სადაც დახვდათ კონფლიქტური სიტუაცია, კერძოდ, ჯა-------------- ქართულ ენაზე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მის მეუღლეს- მ-------------------–---–ს. მოწმის განმარტებით მ-------------------–---–ი და მ------–--–---–-–---–ი აცხადებდნენ, რომ ჯა--------------ს მხრიდან მათ მიმართ განხორციელდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩადენილი ქმედებების გამო ზ---------–---ის მიერ მოხდა ჯა--------------ს დაკავება. მოწმის განმარტებით, მართალია ჯა-------------- ფლობდა ქართულ ენას, მაგარმ არ იცოდა წერა, რის გამოც გამოძახებულ იქნა ინდური ენის მცოდნე თარჯიმანი, რის შემდეგაც თარჯიმნის დახმარებით გაეცნო უფლებები, გაეცნო, თუ რა ბრალდებასთან დაკავშირებით მოხდა მისი დაკავება და გადაეცა დაკავების ოქმის ასლი. (ტ.2. ს.ფ. 56 - 57)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ბრალდებულ ჯა--------------ს დაკავების ოქმით: 2018 წლის 05 ივლისს 12:30 საათზე, შსს ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელ ზ---------–---ის მიერ, ქ-----------–-----------------------------–- ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა - ჯა--------------, დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. ბრალდებულის დაკავებაში მონაწილეობას იღებდნენ ამავე განყოფილების გამომძიებლები ლ------------ა და ინდური ენის მცოდნე თარჯიმანი სუმა მია. ჯა--------------ს დაკავების ოქმი შედგენილია ფაქტობრივი დაკავების ადგილზე და გადაყვანილია შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში. (ტ.1. ს.ფ. 7-12)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი ბ-------------–--ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 06 ივლისს გაცემული N--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:
მ-------------------–---–ს (05.07.18წ) ობიექტური შემოწმებით აღენიშნება ნაჭდევი და სისხლნაჟღენთი მარჯვენა ზედა კიდურზე, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
დასკვნის გამოკვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ (ობიექტური შემოწმების მონაცემები) მ-------------------–---–ის შემოწმება ჩატარდა 05.07.18 წლის 17:10 საათზე. უჩივის ტკივილს მარჯვენა ზედა კიდურისა და წელის მიდამოში.
ობიექტურად აღენიშნება: მარჯვენა მხარის უკანა ზედაპირზე ქვედა მესამედში ზერელე ნაჭდევი ზომით 2x1სმ, მოწითალო შემშრალი ფსკერით; მარჯვენა უკანა ზედაპირზე შუა მესამედში მოწითალო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 4x1 სმ.
ექსპერტიზის დასკვნის გამოყენებულ მასალებში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე შემოწმებულია მ-------------------–---–ი (დაბ. 28.04.1995 წელს) შემოწმება ჩატარებულია ბუნებრივი და ხელოვნური განათების პირობებში. (ტ.1. ს.ფ. 24-26)
მოწმე ბ-------------–--ემ დაკითხვისას დამატებით განმარტა, რომ მკვრივ ბლაგვ საგნად სხვა საგნებთან ერთად მოიაზრება ადამიანის მუშტი. დაზარალებულისთვის დაზიანების მიღების თარიღთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ სისხლნაჟღენთების ფერის მიხედვით, ცდომილება შეიძლება იყოს ერთი ან ორი დღე. მოცემულ შემთხვევაში ფაქტი არის მომხდარი 2018 წლის 05 ივლისს და დაზიანების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგებოდა შემთხვევის თარიღს. (ტ.2. ს.ფ. 166 – 168).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი ა-–-------------–---–-- რომელმაც დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 09 სექტემბერს გაცემული N--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, აღნიშნული დასკვნის თანახმად:
მ------–--–---–-–---–ს (06.07.18წ) ობიექტური შემოწმებით აღენიშნება სისხლნაჟღენთი შუბლის მიდამოში, ნაჭდევები მარცხენა ზედა კიდურის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. (ტ.2. ს.ფ. 161-164)
მოწმემ სხდომაზე დაკითხვისას მის მიერ გაცემული ექსპერტიზის კანონიერება დაადასტურა და ამასთან დაზიანებების მიღების თარიღთან დაკავშირებით მიუთითა, რომ სისხლნაჟღენთების ფერის მიხედვით დაზიანება შესაძლოა მიღებულიყო შემოწმებამდე ერთი ან ორი დღით ადრე. (ტ.2. ს.ფ. 174 – 177).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N------ შემაკავებელი ორდერის თანახმად:
მსხვერპლი - მ-------------------–---–ი, დაბადებული 28.04.1995 წელს, მცხოვრები: ქ.რუსთავი, გ------------------------ მოძალადე- ჯა--------------, დაბადებული 19.06.1989 წელს, ფაქტობრივად მცხოვრები ქ.რუსთავი, გ------------------------ შემთხვევის თარიღი- 2018 წლის 05 ივლისს, შემთხვევის ადგილზე მისვლის დრო - 10:15 საათი. ძალადობის სახე- ოჯახური ძალადობა, კერძოდ მ-------------------–---–ს მისმა ყოფილმა მეუღლემ ჯ--------------მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც ითხოვა კანონით გათვალისწინებული დაცვა. შემაკავებელი ორდერის მიხედვით მოძალადე აღიარებს ძალადობის ფაქტს. შემაკავებელი ორდერი გამოიცა 30 (ოცდაათი) დღე-ღამის ვადით. შემაკავებელ ორდერი შედგენილია პატრულ-ინსპექტორ- დ-------------ის მიერ. ორდერს ხელს აწერს მოძალადე-ჯა-------------- და მსხვერპლი-მ-------------------–---–ი. (ტ.1. ს.ფ. 43-44)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებულ მ-------------------–---–ის ძმა - რ-------–--–---–-–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ მ-------------------–---–ი არის მისი და, მ------–--–---–-–---–ი არის დედა, ხოლო ჯა-------------- არის მ-------------------–---–ის მეუღლე და შესაბამისად მისი სიძე.
მოწმის განმარტებით, 2018 წლის 05 ივლის, დაახლოებით დილის 07 საათიდან 07:30 საათამდე პერიოდში გავიდა სახლიდან სამუშაოზე (ეწვა ჯართის შეგროვებას და რეალიზაციას), სახლში დაბრუნებისას დახვდა პოლიცია, თუმცა რა მიზეზით იყო მისული პოლიცია მისთვის უცნობია. მისივე განმარტებით, მას პირადად არ დაუნახავს, მისმა სიძემ-ჯ--------------მა მიაყენა, თუ არა ფიზიკური შეურაცხყოფა მ-------------------–---–ს. მოწმის განმარტებით, მისი სიძე-ჯა-------------- და და-მ-------------------–---–ი ხშირად კამათობდნენ, რის გამოც პოლიცია ხშირად ყოფილა გამოძახებული მათ სახლში.
ადვოკატის კითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ ჯა-------------- მეგობრული პიროვნებაა იგი არ არის დამოკიდებული ალკოჰოლზე.
მოსამართლის დამაზუსტებელ კითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ 2018 წლის 05 ივლისს, ჯა--------------სა და მ-------------------–---–ს შორის მომხდარ კონფლიქტს არ შესწრებია.
(ტ.2. ს.ფ. 91 - 97)
სასამართლოს მოსაზრებით მოწმე-რ-------–--–---–-–---–ის ჩვენება, იმ ნაწილში სადაც ეს უკანსაკნელი განსხვავებით გამოძიების ეტაპზე, გამოკითხვისას მიცემული განმარტებისა უარყოფს ჯა--------------ს მხრიდან მ-------------------–---–ზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს არ უნდა იქნას გაზიარებული, ვინაიდან, სასამართლოს მოსაზრებით მოწმის ამგვარი ქმედება მიზნად ისახავს მცდელობას ბრალდებულ-ჯ--------------ს აარიდოს მოსალოდნელი პასუხისმგებლობა. სასამართლოს ამგვარი დასკვნის საფუძველს იძლევა ის გარემოება, რომ მოწმე რ-------–--–---–-–---–ის ჩვენება არსებით წინააღმდეგობაშია საქმეზე დაკითხულ სხვა მოწმეთა ჩვენებებთან. კერძოდ, პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც გამოცხადებული იყვნენ შემთხვევის ადგილზე და უშუალოდ შეესწრნენ ბრალდებულ ჯა--------------ს მხრიდან დაზარალებულ მ-------------------–---–ზე ფიზიკური ძალადობის შემდეგ ფსიქოლოგიური ძალადობის გაგრძელებას, კატეგორიულად უთითებენ, რომ რ-------–--–---–-–---–ი მათი შემთხვევის ადგილზე მისვლისას იქ იმყოფებოდა და არ მისულა მათი მისვლის შემდეგ, როგორც ამას მიუთითებს თვითონ რ-------–--–---–-–---–ი.
სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა: მ-------------------–---–მა და მ------–--–---–-–---–მა, საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე შეცვალეს მათი დამოკიდებულება ბრალდებულ ჯა--------------ს მიმართ და შეეცადნენ განეხორციელებინათ მოქმედებები, რითაც მოხდებოდა ბრალდებულ ჯა--------------ს სამართლებრივი მდგომარეობის შემსუბუქება, კერძოდ, 2018 წლის 21 აგვისტოს, ბრალდებულ ჯა--------------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დააყენა რა შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება- პატიმრობა შეცვლილიყო უფრო მსუბუქი სახის აღკვეთის ღონისძიებით, წარმოდგენილ იქნა დაზარალებულების: მ-------------------–---–ის და მ------–--–---–-–---–ის ერთობლივი განცხადება, შემდეგი ტექსტით: მიუხედავად იმისა ისინი დაზარალებულები არიან ჯა--------------ს მხრიდან, შეურიგდნენ ჯ--------------ს, მასთან აქვთ კარგი ურთიერთობა, ბავშვებს ენატრებათ მამა, სურვილი აქვთ (მ-------------------–---–ს და მ------–--–--–-–---–ს), რომ ოჯახი იყოს მყარი, რათა ოჯახში შენარჩუნდეს კეთილდღეობა. (ტ.2 ს.ფ.67-68)
იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებული მ-------------------–---–ი და მ------–--–---–-–---–ი საქმის სასამართლო განხილვისას აქტიურად ცდილობდნენ ბრალდებულ ჯა--------------სთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შემსუბუქებას, ნათლად მიუთითებს ის ფაქტიც, რომ მათ ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს მიეცათ ახლო ნათესავის- ჯა--------------ს მიმართ დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი ჩვენებები.
(ტ.2. ს.ფ.58 და ტ.2. ს.ფ.90-91)
დაზარალებულების პოზიციაზე, რომ საქმის სასამართლო განხილვისას ცდილობდნენ ემოქმედათ ბრალდებულ ჯა--------------ს სასარგებლოდ, ნათლად მეტყველებს ის გარემოებაც, რომ 2018 წლის 31 აგვისტოს ბრალდებულ ჯ--------------ს სასამართლოს გადაწყვეტილებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეეცვალა რა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების ისეთი სახით, როგორიცაა გირაო- 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, გირაოს თანხის უზრუნველსაყოფად დაზარალებულმა - მ-------------------–---–მა განაცხადა წერილობითი თანხმობა ყადაღა დადებოდა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. (ტ.2 ს.ფ.137)
ბრალდებულმა ჯ--------------მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
4.ბრალდების შეცვლის საფუძველი და მოტივები:
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ დასტურდება ჯა--------------ს მხრიდან მ------–--–---–-–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი. სასამართლო სხდომაზე აღნიშნულ საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა მ------–--–---–-–---–მა და ფაქტის უშუალო შემსწრე მოწმემ მ-------------------–---–მა ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, ხოლო დანარჩენი მოწმეები (გ-------------–----ე, ნა----–-----------–---–ი, ზ---------–----, რ-------–--–---–-–---–ი, დ-------------ე), რომლებიც დაიკითხნენ სასამართლო სხდომაზე, არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრე მოწმეები, მათ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ირიბადაც კი არ დაადასტურეს ჯ--------------- მხრიდან მ------–--–---–-–---–ზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი. ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც ბრალდების მხარის მიერ მ------–--–---–-–---–ის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე მეტყველებს არის ექსპერტ ა-–-------------–---–ის მიერ 2018 წლის 09 სექტემბერს გაცემული N--------- დასკვნა და მისი ჩვენება, რომელითაც დგინდება მ------–--–---–-–---–ის სხეულზე დაზიანებების არსებობის ფაქტი, თუმცა აღნიშნული დასკვნით და დასკვნის გამცემი ექსპერტის ჩვენებით არ დგინდება, კონკრეტული პირის მხრიდან ამ შემთხვევაში ჯა--------------ს მხრიდან მ------–--–--–-–---–ზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი.
სასამართლო განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში (მ------–--–---–-–---–ის მიმართ) ადგილი არ ჰქონდა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, ჯა--------------ს ბრალდების დამადასტურებელ პირდაპირ მტკიცებულებად მ------–--–---–-–---–ის ეპიზოდში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ჯა--------------ს ბრალეულობაში.
ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯა--------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს მის სასარგებლოდ, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ადასტურებენ ბრალდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას (მ-------------------–---–ის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში) ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
5. სამართლებრივი შეფასება:
ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობის ფორმაა. იგი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს. ოჯახში ძალადობას ახასიათებს ფარული და განგრძობადი ხასიათი და აღნიშნული სპეციფიური დანაშაულია რადგან ხორციელდება ოჯახის წევრის ან წევრების მიერ სხვა ოჯახის წევრის(ების) მიმართ. ოჯახში ძალადობად ითვლება ოჯახის წევრის მიმართ განხორცილებული: ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა, სექსუალური ძალადობა და იძულება .
„ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლებრივი რეგულირების საკითხი დღის წესრიგში დადგება თუ ოჯახის წევრებს შორის განხორციელებული ძალადობა შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს. “ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი წარმოადგენს ოჯახში ძალადობის სისხლისსამართლებრივ რეგულაციას, რომლის თანახმად, ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაფუძნება დაკავშირებულია შემდეგ ქმედებასთან და მის შედეგთან: „ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოყოლია ჯანმრთელობის თუნდაც მსუბუქი დაზიანება.“
ოჯახში ძალადობა ხშირ შემთხვევაში იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას, რომლიც შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს.
სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ქმედების სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება, სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
აღნიშნული დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული.
შესაბამისად მსხვერპლიც უნდა იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ შემდეგ ალტერნატიულ ქმედებებში -ძალადობა, სისტემატურ შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება; მართლსაწინააღმდეგო შედეგში - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, თუმცა უფრო გავრცელებულია მისი ჩადენა შურისძიების, ეჭვიანობის, სიძულვილის მოტივით და სამაგიეროს მიზღვის ან პირის დამორჩილების მიზნით.
ბრალის ფორმის მიხედვით სახეზეა განზრახი დანაშაული (როგორც პირდაპირი ისე არაპირდაპირი განზრახვით)
დაზარალებულ მ-------------------–---–ის პოზიციის მიუხედავად (უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე), სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით - მოწმეების: (გ-------------–----ე, ნა----–-----------–---–ი, ზ---------–----, დ-------------ე, ბ-------------–--ე და რ-------–--–---–-–---–ი) ჩვენებებით და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული: 2018 წლის 06 ივლისს გაცემული N--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და ჯა--------------ს მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით უტყუარად დასტურდება, რომ 2018 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 10:00 საათზე, ქ-----------–-------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ჯ--------------მა ყოფილ მეუღლეს მ-------------------–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „Barberà, Messegué, Jabardo v. Spain“, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე „Bulychevy v. Russia“, პუნქტი 32.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებებს ბრალდებულის უდანაშულობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ დაცვის მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აქარწყლებს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს. ის გარემოება, რომ მ-------------------–---–ზე ჯ--------------მა იძალადა და მიაყენა დაზიანებები, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, დასტურდება მოწმე (ექსპერტი) ბ-------------–--ის ჩვენებით, რაც გამყარებულია მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც ჩატარდა 2018 წლის 05 ივლისს. მართალია, სასამართლო სხდომაზე დაზარალებულს განცდილ ფიზიკურ ტკივილთან დაკავშირებით არ უსაუბრია (ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა), მაგრამ სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ მისი სუბიექტური აღქმა არ შეიძლება იყოს დანაშაულებრივი ქმედების განმსაზღვრელი (მაგალითად: დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა არის თუ არა ფიზიკური ტკივილის გამომწვევი, სასამართლოს აზრით, უნდა შეფასდეს არამარტო სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებითაც, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენა ნებისმიერ შემთხვევაში ობიექტურად შეუძლებელია). ის ფაქტი, რომ მ-------------------–---–მა მეუღლის ჯა--------------ს მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებით განიცადა ფიზიკური ტკივილი, მან დააფიქსირა და აისახა შესაბამის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნაში სადაც მ-------------------–---–ი უჩივის ტკივილს მარჯვენა ზედა კიდურისა და წელის მიდამოში.
მ-------------------–---–ზე ბრალდებულ ჯა--------------ს მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტი დასტურდება, ასევე 2018 წლის 05 ივლისის შემაკავებელი ორდერით, რომელიც გამოცემულია ჯა--------------ს მიმართ სადაც აღწერილია, რომ მ-------------------–---–ს მისმა ყოფილმა მეუღლემ ჯ--------------მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც ითხოვა კანონით გათვალისწინებული დაცვა, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აღნიშნული შემაკავებელი ორდერი ჯა--------------ს მხრიდან გასაჩივრებული არ არის. ასევე გასათვალისწინებელია პოლიციელების: გ-------------–----ის, დ-------------ის და ზ---------–---ის ჩვენებები, რომლებმაც განმარტეს, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლისას დაზარალებულმა მ-------------------–---–მა განაცხადა, მის მიმართ მეუღლის (ჯა--------------ს) მხრიდან სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფის ფაქტზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის სახით დაკითხული პატრულ-ინსპექტორები: გ-------------–----ე, დ-------------ე და გამომძიებელი ზ---------–----, რომელთაც დანაშაულებრივ ფაქტთან ჰქონდათ მყისიერი შემხებლობა დეტალურად გადმოსცემენ დაზარალებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას, რის გამოც მათი ჩვენებები განხილული უნდა იქნეს როგორც პირდაპირი მტკიცებულება. ხსენებული პირები ადასტურებენ, რომ 112-ზე ინიციატორის მ-------------------–---–ისაგან შეტყობინება შევიდა დახმარების დროულად აღმოჩენის თხოვნით, შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავებს კი ადგილზე დახვდათ დაზარალებული მ-------------------–---–ი, მისი დედა მ------–--–---–-–---–ი და ძმა რ-------–--–---–-–---–ი, ამ დროს დაზარალებული მ-------------------–---–ი და დედა მ------–--–---–-–---–ი იყვნენ აღელვებულები. პოლიციელების განმარტებით დაზარალებულმა მ-------------------–---–მა, ფაქტის შემსწრე მოწმემ დედამ მ------–--–---–-–---–მა და ძმამ რ-------–--–---–-–---–მა განაცხადეს რომ მ-------------------–---–ის მიმართ ბრალდებულ ჯა--------------ს მხრიდან განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არ იყო პირველი შემთხვევა (რაც ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ოჯახში კონფლიქტების რეაგირების ოქმით, რომლის მიხედვითაც 2017 წლის 08 დეკემბერს მ-------------------–---–ს სიტყვიერი შეკამათება მოუვიდა მეუღლესთან ჯ--------------თან ტ.1. ს.ფ.41). აღსანიშნავია, რომ ბრალდებული ჯა-------------- არც სამართალდამცავებს მორიდებია და მათი თანდასწრებით განაგრძობდა მეუღლის სიტყვიერ შეურაცხყოფას.
ამდენად, 2018 წლის 05 ივლისს განვითარებული მოვლენების ლოგიკური ანალიზი ადასტურებს შემდეგს: რომ არა ჯა--------------ს მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედება, ადგილი არ ექნებოდა მ-------------------–---–ის მხრიდან 112-ში შეტყობინების განხორციელებას, შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მისვლას, დაზარალებული მ-------------------–---–ი, აგრეთვე ფაქტის შემსწრე მოწმე მ------–--–---–-–---–ი ვერ დახვდებოდნენ ისეთ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაში, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაში იყო, რომ არა მ-------------------–---–ის და მ------–--–---–-–---–ის მიერ პატრულ-ინსპექტორების, გამომძიებლის და ექსპერტის (---------------–---) ინფორმირება მომხდარი დანაშაულის თაობაზე, ხსენებული პირები სასამართლოს ვერ მიაწოდებდნენ ისეთ დეტალურ ინფორმაციას საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულის მ-------------------–---–ის პოზიციის მიღმა არსებულ მოტივებს, რაც როგორც წესი განპირობებულია დანაშაულის ხასიათით - საუბარია ოჯახურ დანაშაულზე. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მეუღლისა და მეუღლის დედის პოზიციის მიღმა არსებულ მოტივს ნათლად ასახავს მათი 2018 წლის 21 აგვისტოს საქმის არსებით განხილვის სხდომაზე ბრალდებულ ჯა--------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ზა------------–---–-ს მიერ წარმოდგენილი განცხადება, რომლის მიხედვითაც მ-------------------–---–ი და მ------–--–---–-–---–ი განმარტავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საქმეზე ისინი დაზარალებულები არიან ჯა--------------ს მხრიდან, შეურიგდნენ ჯ--------------ს, აქვთ მასთან კარგი ურთიერთობა, ბავშვებს ენატრებათ მამა, სურვილი აქვთ რომ ოჯახი იყოს მყარი, რათა ოჯახში შენარჩუნდეს კეთილდღეობა და სურთ მისი ოჯახში დაბრუნება, რაც მიუთითებს არა იმ ფაქტზე, რომ ჯა--------------ს მხრიდან დანაშაულებრივ ქმედებას მ-------------------–---–ის მიმართ ადგილი არ ჰქონია, არამედ მიმტევებლობის გამო არ საუბრობენ მომხდარზე. გარდა ამ მოტივისა, სასამართლო არ გამორიცხავს დაზარალებულის პოზიციის მიღმა ასევე სხვა მოტივის, კერძოდ, ბრალდებულისადმი მატერიალური დამოკიდებულების არსებობასაც.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად:
სისხლის სამართლის საქმეში შესაძლოა არსებობდეს ირიბი ჩვენება, რომელიც განსხვავებული გარემოებების დასამტკიცებლად იქნება წარმოდგენილი და რომელიც სხვა რელევანტურ ინფორმაციასთან ერთად შექმნის მტკიცებულებათა ერთობლიობას. ირიბი ჩვენება, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება, შესაძლოა პირდაპირ მიუთითებდეს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ან იყოს „დამხმარე“ ხასიათის, ადასტურებდეს საქმისთვის მნიშვნელოვან „გვერდით“ ფაქტს ან გარემოებას. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ასეთი ჩვენების სათანადო შემოწმება. ამიტომ კანონი მკაფიოდ უნდა განსაზღვრავდეს, თუ რა შემთხვევებშია დასაშვები ირიბი ჩვენების გამოყენება, მკაცრი და ზედმიწევნით ზუსტი უნდა იყოს მისი დასაშვებობის პირობები. რამდენადაც მაღალია ირიბი ჩვენების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის მნიშვნელობა ბრალის დადასტურების საკითხში, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება წესი, რომელიც ასეთი ჩვენების გამოყენებას შესაძლებელს ხდის (პუნქტი 27).
სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია, ვინაიდან სასამართლო შეზღუდულია შესაძლებლობაში, შეამოწმოს ინფორმაციის გამავრცელებელი პირის განწყობა, მისი დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც სისხლისამართლებრივ საქმეს უკავშირდება. ასევე რთულია იმის განჭვრეტა, თუ როგორ ჩვენებას მისცემდა ეს პირი, ის რომ სასამართლოში გამოცხადებულიყო (პუნქტი 29).
საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი როგორც მოწმის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ - მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და სწორედ ამიტომ, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობს (პუნქტი 36).
ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობის და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს გარემოებები, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ (პუნქტი 37).
ირიბი ჩვენების გამოყენების პრაქტიკული მაგალითების წარმოსაჩენად საინტერესოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა. როგორც წესი, ირიბი ჩვენება გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მოწმე (ინფორმაციის პირველწყარო) გარკვეული მიზეზით თავად ვერ ან არ ცხადდება სასამართლოში და ეს მიზეზი სასამართლოსთვის ცნობილია. საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „Horncastle and Others v. The United Kingdom“ საჩივარი: N4184/10). თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, თუ ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც ირიბი ჩვენების გამოყენების შედეგად დაცვის მხარისთვის წარმოიშვება, სათანადოდ არის დაბალანსებული (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06) (პუნქტი 39).
სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯა--------------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმე წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ სწორედ იმ გამონაკლის შემთხვევას, რომელიც არ გამორიცხავს ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას და გამართლებულად მიიჩნევს აღნიშნულს, კერძოდ:
მ-------------------–---–მა და მ------–--–---–-–---–მა გამოიყენეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ბრალდებულ ჯა--------------ს წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.
„დამხმარე“ ხასიათის მტკიცებულებები - ექსპერტის, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისა და გამომძიებლების ჩვენებები, რომლებიც გარკვეულწილად ემყარება სხვა პირთა მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას (თუმცა დაზარალებულთან მ-------------------–---–თან და მოწმე მ------–--–---–-–---–თან მყისიერი შემხებლობიდან გამომდინარე, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ცალკეულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში პირდაპირი მოწმეებიც არიან) სასამართლოს მიერ სათანადოდ შემოწმებულია და მიაჩნია, რომ ხსენებული ჩვენებები სანდო და სარწმუნოა, არ არსებობს მათ სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი, ვინაიდან სასამართლომ შეამოწმა ინფორმაციის გამავრცელებელი პირების - მ-------------------–---–ის და მ------–--–---–-–---–ის განწყობა და დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც სისხლისამართლებრივ საქმეს უკავშირდება და მიაჩნია, რომ რთული არაა იმის განჭვრეტა, თუ რატომ განაცხადეს უარი ჩვენების მიცემაზე და არ დაადასტურეს მ-------------------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი.
არსებობს მართლმსაჯულების ინტერესი და ბრალდებულის მიერ ოჯახის წევრების კეთილგანწყობით სარგებლობის თუ მათი დაშინების გამო არ უნდა შეფერხდეს მართლმსაჯულების განხორციელება ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე.
მართლმსაჯულების ინტერესის კონტექსტში პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ, ზოგ შემთხვევაში კი მიდიან ლეტალურ შედეგებამდე. მსხვერპლის უსაფრთხოებას ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხე, როდესაც მას რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდება კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობს გაერიდოს ძალადობრივ გარემოს.
სწორედ ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობისა თუ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი დანაშაულების პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.
გამომდინარე აქედან, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ჯა--------------ს (მ-------------------–---–ის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში) დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ჯსპრიტ სინგჰს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
6. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.
კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.
კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი ოჯახის წევრია.
აღსანიშნავია, ასევე გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე X და Y საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი №24/2009), რომელიც საერთაშორისო ორგანოს მიერ საქართველოში ოჯახში ძალადობის შესახებ მიღებული პირველი გადაწყვეტილებაა და შეეხება სახელმწიფოს მიერ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობას. ხსენებული გადაწყვეტილებით კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლის (ბ)-(ვ) პუნქტები, პირველ და მე-5(ა) მუხლებთან და კომიტეტის „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ №19“ რეკომენდაციასთან ერთობლიობაში და გარდა მომჩივანთა დარღვეული უფლებების აღსადგენი კონკრეტული ნაბიჯების მითითებისა, საქართველოს მთავრობას მიმართა რეკომენდაციით სხვა ქალებისა და ბავშვების დასაცავად გააძლიეროს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები და ქალთა მიმართ ძალადობასთან, უფრო კონკრეტულად, ოჯახში ძალადობასთან მიმართებით გაატაროს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა. ამასთან, სახელმწიფოს დაევალა 6 თვის ვადაში კომიტეტისათვის წერილობითი პასუხის წარდგენა და ინფორმაციის მიწოდება კომიტეტის დასკვნებისა და რეკომენდაციების ფონზე განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებებზე.
ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ასევე ყურადღებას მიაქცეს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პრინციპები კრიმინალიზაციის პროცესის მომწესრიგებელი ნორმატიული მოთხოვნებია, რომელსაც საქმიანობის პროცესში, როგორც კანონმდებელი, ასევე სამართალშემფარდებელი (მოსამართლე) მკაცრად უნდა იცავდეს. სისხლის სამართლის ყველა პრინციპი საქმის განმხილველი მოსამართლის საქმიანობას უნდა განსაზღვრავდეს და განსაკუთრებით, ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის დანიშვნისას, მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს. მოსამართლემ სისხლის სამართლის კანონი მხოლოდ ამ პრინციპების ზედმიწევნითი დაცვით უნდა გამოიყენოს.
სასჯელის დანიშვნისას, სხვა ზოგადსამართლებრივი თუ სისხლის სამართლის პრინციპების დაცვით, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპით - „არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე“ (nulla poena sine lege), რომლის მიხედვითაც დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრა, თუ არა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. ანალოგიურ მოთხოვნას აწესებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიც, რომლის თანახმად, ქმედების დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს (სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით (სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული კონკრეტული სანქციის საფუძველზე, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, რომელიც, თავის მხრივ, მიღებული და ამოქმედებულია კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი საკანონმდებლო ნორმების დაცვით.
კანონიერების ზოგად სამართლებრივი პრინციპი სისხლის სამართალში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვლინდება სასჯელის ასპექტით. სასჯელის სახეები ზუსტადაა ჩამოთვლილი სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში, ასევე კონკრეტულად არის მითითებული კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლების სანქციებში. ამდენად, გარდა ზემოაღნიშნული გამონაკლისებისა, თუ მხარეთა შორის არ არის მიღწეული საპროცესო შეთანხმება, ან თუ საკითხი არ ეხება კანონის უკუძალით ამოქმედებას, კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციაში მოუხსენიებელი სასჯელის თვითნებურად გამოყენება, თუნდაც პასუხისმგებლობის შემსუბუქების კუთხით, დაუშვებელია, არ გამომდინარეობს მატერიალური სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაწესიდან და პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის გარეშე სასჯელის დანიშვნის აკრძალვის საერთაშორისო პრინციპს. საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს, კრძალავს სამოსამართლო სამართალს, როგორც სამართლის წყაროს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას პასუხისმგებლობის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, თუმცა განსახილველ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ეს გარემოება წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშანს - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონმდებლის ნება პასუხისმგებლობის ისეთი დამამძიმებელი გარემოებებისადმი, როგორიცაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, აისახა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილში და ამავე ნიშნების, პასუხისმგებლობის დამატებით დამამძიმებელ გარემოებებად გამოყენება სასამართლოს გაუმართლებლად მიაჩნია.
სასაჯელის კონკრეტილი სახის და ზომის განსაზღვრისას საყურადღებოა, რომ ბრალდებულ - ჯა--------------ს მიმართ შერაცხული ბრალდება, ძირითადი სასჯელის სახით ითვალისწინებს ორ ალტერნატივას. კერძოდ, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. ანუ კანონმდებელი არ ადგენს სასჯელის მხოლოდ ერთ სახეს, რომელიც უპირობოდ დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან და საქმის განმხილველ სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, დაადგინოს სასჯელის ისეთი სახე, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ზა------------–---–-ს დასკვნით სიტყვაში მითითებულ განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც, მართალია ბრალდებული თავს არ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა მან კარგად გაათვითცნობიერა და იგემა ოჯახურ დანაშაულთან მიმართებით საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის სიმკაცრე (ჯა-------------- ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქეა) 2018 წლის 05 ივლისიდან 2018 წლის 31 აგვისტომდე პატიმრობაში ყოფნით, იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ დაადგა გამოსწორების გზას, დაიწყო მუშაობა, (ტურისტები გადაყავს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში) და დაუბრუნდა ოჯახურ ცხოვრებას. ადვოკატის აღნიშნულ განმარტებას დაეთანხმა თავად ბრალდებულიც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯა--------------ს მხრიდან ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივ საფრთხის, ხასიათის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) მისაღწევად არ არის საჭირო ისეთი მკაცრი სახის სასჯელის დანიშვნა, როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისად ბრალდებულ - ჯა--------------ს მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება ისეთი სახის სასჯელის დანიშვნით, როგორიცაა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ხანგრძლივობით, რომელიც მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით უნდა ჩაეთვალოს მოხდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 268-277-ე, 280-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯა-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ-------------------–---–ის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ხანგრძლივობით;
2. ჯ--------------ს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფის ვადა (2018 წლის 05 ივლისის 12:30 საათიდან 2018 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით) ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად;
3. ჯა--------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს, ასევე გაუქმდეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხის უზრუნველყოფის მიზნით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 სექტემბრის განჩინებით მ-------------------–---–ის (პ/ნ 35401129148) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე ქ. რუსთავი გიორგაძის ქუჩა N 22-ში, ბინა N11 (ს/კ 02 05 02 233 01/514 ფართობი 16 კვ.მ)) დადებული ყადაღა;
4. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე მამია ფხაკაძე