გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№საქმე №2/7179-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
01 ოქტომბერი, 2018წ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ზოია კვარაცხელია
სხდომის მდივანი: ანა კალანდაძე
მოსარჩელე - ქნ-----------------ა
წარმომადგენელი - მე---------------ე, გი------------ა
მოპასუხე - ქრ--------------------ი
წარმომადგენელი - თე-----------------ე
დაინტერესებული პირი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ი--------------ს სოციალური მომსახურების ცენტრი
წარმომადგენელი: რუ--------------–---–ი
დავის საგანი - არასრულწლოვან შვილიშვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ქნ------------------ს არასრუწლოვან შვილიშვილებთან, 2009 წლის 29 იანვარს დაბადებულ სო---------------ასთან და 2012 წლის 26 სექტემბერს დაბადებულ და----------------თან ურთიერთობისათვის ნახვის დღეების განსაზღვრა, კერძოდ, ნება დაერთოს ბებიას მიეცეს უფლება ყოველი კვირის პარაკევ დღეს სკოლიდან გამოიყვანოს სო-----------------ი და კვირა დილის 10:00 საათამდე დაიტოვოს თავისთან სახლში, აგრეთვე, კვირის სხვა დღეებში შეძლოს მოინახულოს სკოლაში, ყოველი კვირის შაბათ დღეს 10:00 საათზე და----------------ი წაიყვანოს სახლში და დაიტოვოს საღამოს 19:00 საათამდე.
სარჩელის საფუძვლები:
დ-----------------სა და ქრ--------------------ს შეეძინათ ორი შვილი, 2009 წლის 29 იანვარს დაბადებული სო----------------ი და 2012 წლის 22 ივნისს დაბადებული და----------------ი. მათი ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია. მოსარჩელე ქნ-----------------ა არის არასრულწლოვანთა ბებია. ბავშვები განქორწინების შემდეგ ცხოვრობენ დედასთან ერთად, რომელიც ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ხელს უშლის ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობაში. მოსარჩელე არის პედაგოგი, აქვს მოზარდებთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება, აქვს სათანადო საყოფაცხოვრებო პირობები და სურს შეიტანოს წვლილი ბავშვების აღზრდაში, საზოგადოების სრულყო---ლ წევრებად მათ ჩამოყალიბებაში. არასრულწლოვანთათვის ოჯახური გარემოს შექმნის მიზნით მიზანშეწონილია მოსარჩელის ურთიერთობის წესი განისაზღვროს სარჩელით მოთხოვნილი ხანგრძლივობითა და პერიოდულობით, რაც უპირველესად შეესაბამება ბავშვების საუკეთესო ინტერესებს.
მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებზე: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1203-ე მუხლი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სარჩელი ( იხილეთ ს. ფ. 1-14),მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ქრ--------------------ი არ დაეთანხმა სარჩელს და აღნიშნა, რომ იგი ზოგადად არ იყო წინააღმდეგი ბავშვებს ურთიერთობა ჰქონოდათ ბებიასთან, აძლევდა კიდეც მათ ამის საშუალებას, მაგრამ დ-----------------ასთან მისი დაშორების შემდეგ, ქნ-----------------ა არ წყვეტდა არასრულწლოვნებზე ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ, ხვდებოდა მათ ქუჩაში, აკითხავდა სკოლაში, უარყო---თად განაწყობდა დედის მიმართ, რის გამოც შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------- სამმართველოს მე-8 განყო---ლების მიერ 2018 წლის 09 მარტს გამოცემულია შემაკავებელი ორდერი. მოსარჩელეს აეკრძალა შვილიშვილებთან ახლოს მისვლა. მას შემდეგ ბავშვებს თავადვე არ სურთ ბებიის ნახვა, მასთან ურთიერთობა.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელე არის ასაკოვანი, 80 წლის, ცხოვრობს მარტო, მცირე ფართის ბინაში მდებარე ქ.თბილისი, ჯა-------------ს-------------- არ აქვს ნორმალური საცხოვრებელი პირობები, რაც სარჩელის დაკმაყო---ლებაზე უარის თქმის დამატებითი საფუძველია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
შესაგებელი (იხილეთ ს. ფ. 26-35),მოპასუხის ახსნა-განმარტება. (იხ.სხდომის ოქმი)
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ წარმოდგენილი დასკვნის #7----ის (11/04/2018წ) მიხედვით, ბავშვთა კეთილდღეობის დაცვის მიზნით მნიშვნელოვანია ორივე მშობლის აქტიური ჩართულობა ბავშვის აღზრდის საკითხებში მათი ინტერესების გათვალისწინებით. ასევე, მნიშვნელოვანია ბავშვისთვის უსაფრთხო გარემოში აღზრდა, რისი პირობაც ქრ--------------------ის ოჯახში იკვეთება თანადგომის ქსელის გათვალისწინებით.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნაში #8---- (17/04/2018წ) მითითებულია, რომ ბავშვების ნორმალური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მათ ურთიერთობა ჰქონდეთ ორივე მშობლის ოჯახთან. მოსარჩელე ქნ-----------------ის ოჯახში ბავშვისთვის იკვეთება უსაფრთხო გარემო. იგი შეძლებს ოჯახში ბავშვზე სათანადოდ ზრუნვას. სოციალური მუშაკი იმედოვნებს, რომ მხარეები შეთანხმდებიან და იმოქმედებენ ბავშვების უპირატესი ინტერესების დაცვით.
სასამართლო სხდომაზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა მიუთითა, ბებიასა და შვილიშვილებს შორის ურთიერთობის შეზღუდვა ხდება მაშინ, როდესაც სახეზეა ცუდი ზეგავლენის მოხდენის, ძალადობის რისკი, რასაც ბავშვები ვერ იხსენებენ. შესაბამისად, რაიმე სახის დამაბრკოლებელი გარემოება ურთიერთობაში არ არსებობს. მას აქვს დაწყებისა და გაგრძელების პერსპექტივა და წინაპირობები. არასრულწლოვანთა მხრიდან ნახვაზე კატეგორიული უარი არ დაფიქსირებულა. სო-----------------მა დაასახელა შედარებით თავისუფალი დღეც. უმცროსი კი ამბობს, რომ ბებია ცუდია, მაგრამ მიზეზს ვერ იხსენებს. სოციალური მუშაკის მიერ წარმოდგენილი დასკვნით პირობები დამაკმაყო---ლებელია. მოსარჩელესთან შეხვედრა ბავშვების სურვილის მიხედვით უნდა მოხდეს და რეკომენდირებულია მათი ურთიერთობა ერთდროულად. ამასთან, ვინაიდან არის ურთიერთობაში წყვეტა, საწყის ეტაპზე, შეჩვევის მიზნით - 3-დან 6 თვემდე ნახვის უფლების მინიჭება უნდა განხორციელდეს ღამით დარჩენის გარეშე, ხოლო შემდეგ პერიოდში, ღამით დარჩენითაც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნა #7---, 11/04/2018წ ( ს. ფ. 58-59),მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნა #8---- 17/04/2018წ (ს.ფ 62-63)
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დ-----------------ა და ქრ--------------------ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2008 წლის 19 დეკემბრიდან 2016 წლის 22 ივნისამდე. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, 2009 წლის 29 იანვარს დაბადებული სო-----------------ი და 2012 წლის 22 ივნისს დაბადებული და----------------ი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ქორწინების მოწმობა #0---------- (ს.ფ.20);
-განქორწინების მოწმობა #0---------- (ს.ფ.21);
-და----------------ის დაბადების მოწმობა #0---------- (ს.ფ.16);
-სო----------------ის დაბადების მოწმობა #0---------- (ს.ფ.18);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.2. დ-----------------ასა და ქრ--------------------ს შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია. არასრულწლოვნები ცხოვრობენ დედასთან, მოპასუხე ქრ--------------------თან ერთად მისამართზე - თბილისი, ვ---------–----------–--------------------------------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.3. ქნ-----------------ა არის 2009 წლის 29 იანვარს დაბადებული სო-----------------ის და 2012 წლის 22 ივნისს დაბადებული და----------------ის ბებია, მამის მხრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-დ-----------------ის დაბადების მოწმობა #0---------- (ს.ფ.15).
3.1.3. სო----------------ი არის 9 წლის, სწავლობს კლასიკურ გიმნაზიაში. და----------------ი არის საბავშვო ბაღის აღსაზრდელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი);
-სოციალური მუშაკის დასკვნა #7---, 11/04/2018წ (ს.ფ.58-59).
3.1.4. ქნ-----------------ასა და ქრ--------------------ს შორის კონფლიქტური და გამწვავებული ურთიერთდამოკიდებულებაა.
საქმეში წარმოდგენილი შსს ქ.თბილისის დეპარტამენტის ი-------------- სამმართველოს მე-8 განყო---ლების მიერ 2018 წლის 09 მარტს გაცემული შემაკავებელი ორდერის მიხედვით, ქნ-----------------ის მიმართ სო----------------ასთან ურთიერთობაში გამოიცა შემაკავებელი ორდერი #0------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი);
- შსს ქ.თბილისის დეპარტამენტის ი-------------- სამმართველოს მე-8 განყო---ლების მიერ 2018 წლის 09 მარტს გაცემული შემაკავებელი ორდერი #009489 (ს.ფ.40).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის #8------------ 19/02/2016წ მიხედვით, ქნ-----------------ას სახელზე ირიცხება საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე ქალაქი თბილისი, ჯა-------------ს-------------------- ფართი 30.80 კვ.მ.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ შედგენილი დასკვნის #8---- 17/04/2018წ მიხედვით, მოსარჩელე ბინაში ცხოვრობს მარტო. საცხოვრებელში არის ერთი დიდი ოთახი, მისაღებით, სამზარეულო და აბაზანა-ტუალეტით. აღნიშნული ბინა ოჯახის საკუთრებაა. საცხოვრებელი უზრუნველყო---ლია საჭირო ნივთებით, ტექნიკითა და ავეჯით. ოჯახში არის ბავშვების განვითარებისათვის ხელისშემწყობი სათამაშოები. საყოფაცხოვრებო პირობები და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა სრულად არის მოწესრიგებული, გარემო უსაფრთხო და მშვიდია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საჯარო რეესტრის ამონაწერი #8------------ 19/02/2016წ (ს.ფ.43-44);
-მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ შედგენილი დასკვნა #8---- 17/04/2018წ (ს.ფ.62-63.)
3.2.2. ქნ------------------ა არის პედაგოგი, 54 წლიანი გამოცდილებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.3. საქმის მასალებით არ დასტურდება ქნ------------------ას მხრიდან შვილიშვილების მიმართ განხორციელებული რაიმე ფორმის უარყო---თი ზეგავლენის ფაქტი. ბავშვები ასეთს ვერ იხსენებენ, რაც შეეხება შემაკავებელ ორდერს, იგი გამოწერილია მხოლოდ ერთი თვის ვადით და მხოლოდ აღნიშნული ადმინისტრაციული აქტი, უარყო---თი გავლენის მოხდენის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა.
3.2.4. სასამართლო იზიარებს სოციალური სამსახურის წარმომადგენლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მიზანშეწონილია ბებიასა და შვილიშვილებს შორის აღდგეს ურთიერთობა, ბავშვების სურვილის შემთხვევაში კი ისინი ბებიასთან დარჩნენ ღამითაც
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყო---ლი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყო---თი, არახელსაყრელი შედეგი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ ბებიას უფლება აქვთ ურთიერთობა იქონიონ არასრულწლოვან შვილიშვილებთან, ასევე სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, ქნ-----------------ას თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან ურთიერთობისათვის უნდა განესაზღვროთ დროის გარკვეული მონაკვეთი შემდგომში პერიოდის გაზრდის წესით ბავშვების თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის უფლებით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1203-ე მუხლი.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-8 მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ქნ-----------------მა მოითხოვა არასრულწლოვან შვილიშვილებთან, 2009 წლის 29 იანვარს დაბადებულ სო-----------------ასთან და 2012 წლის 26 სექტემბერს დაბადებულ და----------------თან ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრა, კერძოდ, ნება დაერთოს ბებიას მიეცეს უფლება ყოველი კვირის პარაკევ დღეს სკოლიდან გამოიყვანოს სო-----------------ი და კვირა დილის 10:00 საათამდე დაიტოვოს თავისთან სახლში, აგრეთვე, კვირის სხვა დღეებში შეძლოს მოინახულოს სკოლაში, ყოველი კვირის შაბათ დღეს 10:00 საათზე და----------------ი წაიყვანოს სახლში და დაიტოვოს საღამოს 19:00 საათამდე.
დადგენილია, რომ არასრულწლოვანი სო-----------------ი და და----------------ი არიან დ-----------------ას და ქრ--------------------ის შვილები, რომლებიც დაიბადნენ 2009 წლის 29 იანვარსა და 2012 წლის 26 სექტემბერს. ქნ------------------ა წარმოადგენს არასრულწლოვნების ბებიას (მამის დ-----------------ის დედას). არასრულწლოვნები, სო---ო და და----------------ები ცხოვრობენ დედასთან, ქრ--------------------თან ერთად. მხარეებს შორის დაძაბული ურთიერთობაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1203-ე მუხლის თანახმად, პაპასა და ბებიას უფლება აქვთ, ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან მაშინაც, როცა ისინი უშუალოდ არ მონაწილეობენ შვილიშვილების აღზრდაში. თუ მშობლები ან მეურვე/მზრუნველი უარს ეუბნებიან პაპასა და ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობაზე, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს მშობლები ან მეურვე/მზრუნველი, საშუალება მისცენ პაპასა და ბებიას, ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან სასამართლოს მიერ დადგენილი წესით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს ხელს არ შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას არ მოახდენს მათზე.
საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი -„ბავშვის უფლებათა კონვენცია“ ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის.
„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის შესაბამისად „ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ, ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გათვალისწინება.“
„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყო---ს საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
ბავშვის საუკეთესო ინტერესები, კონვენციის მიხედვით, გულისხმობს მისი ფსიქიკური, გონებრივი, ემოციური, ფიზიკური განვითარების ინტერესს. ყველა ცალკეულ შემთხვევაში, საუკეთესო ინტერესი და მისი შინაარსი უნდა შეფასდეს კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე.
ზემოხსენებული სამართლებრივი რეგულაციების განმარტებიდან გამომდინარე, მშობელს უფლება აქვს ურთიერთობა იქონიოს შვილთან, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა მის აღზრდაში, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია, დაავალდებულოს მშობელი, საშუალება მისცეს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესს.
მართალია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1203-ე მუხლით დადგენილი, საერთაშორისოდ აღიარებული უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით. ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული ,,ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.
ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმის უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მშობელთან ურთიერთობის წესის დადგენისას სასამართლოს განსახილველია არა მშობლის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ შვილთან და ნახოს იგი, არამედ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, ჰქონდეს მას ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდა-განვითარებისათვის ყველა პირობა, რათა კონტაქტი არ დაიკარგოს მშობელთან, მიუხედავად მშობლების დაშორებისა. ,,ბავშვები უნდა იყვნენ განხილული არა როგორც მშობლების საკუთრება, არამედ, როგორც საკუთარი უფლებებისა და საჭიროებების მქონე ინდივიდები“. (ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, 31-ე სესია, რეკომნდაციები ბავშვთა უფლებების ევროპულ ქარტიაზე, ტექსტი მიღებული 04.10.1979წ)
,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მათ შორის მოქალაქეობა, მსახელი და ოჯახური ურთიერთობა, როგორც გათვალისწინებულია კანონით, ამასთან, არ დაუშვან კანონსაწინააღმდეგო ჩარევა.
ბავშვის ინტერესში იგულისხმება უპირველეს ყოვლისა მისთვის ოჯახური გარემოს შექმნა, მშობლიური სითბოსა და თანაგრძნობის გამოვლენა. ბავშვის უპირატესი ინტერესია ჰქონდეს მშობლებთან, ოჯახის სხვა წევრებთან, ნათესავებთან ურთიერთობის შესაძლებლობა იმ შემთხვევაშიც, როცა ისინი ბავშვისგან განცალკევებით ცხოვრობენ. მშობელთან, ასევე, ოჯახის სხვა წევრებთან ბავშვების ურთიერთობის საშუალება შესაძლებელია, მნიშვნელოვნად შეიზღუდოს ან საერთოდ არ დაიშვას, თუ მშობლები სასტიკად ექცევიან შვილს, არ ზრუნავენ მასზე, თავიანთი საქციელით მავნე ზეგავლენას ახდენენ ბავშვის განვითარებაზე, რის გამოც ვერ უზრუნველყოფენ შვილის საზოგადოების ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებას.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ მოითხოვა არასრულწლოვან შვილიშვილებთან ურთიერთობისათვის წესის განსაზღვრა, ვინაიდან აღნიშნულის თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია ბავშვის დედასთან, ქრ--------------------თან.
მოპასუხე ქრ--------------------ი წინააღმდეგია მოსარჩელეს ურთიერთობა ჰქონდეს არასრულწლოვან შვილიშვილებთან, აღნიშნავს რა, რომ ბებია ბავშვებზე ახდენს ფსიქოლოგიურ ძალადობას, ამასთან, არ აქვს ნორმალური საცხოვრებელი პირობები. ბავშვებს არ აქვთ მისი ნახვის სურვილი. მოპასუხის მიერ მითითებული აღნიშნული გარემოებები საქმის მასალებით უტყუარად და ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება.
საქმის მასალებით არ დასტურდება ქნ------------------ას მხრიდან შვილიშვილების მიმართ განხორციელებული რაიმე ფორმის უარყო---თი ზეგავლენის ფაქტი. ბავშვები ასეთს ვერ იხსენებენ, რაც შეეხება შემაკავებელ ორდერს, იგი გამოწერილია მხოლოდ ერთი თვის ვადით და მხოლოდ აღნიშნული ადმინისტრაციული აქტი, უარყო---თი გავლენის მოხდენის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა.
ქნ------------------ა არის პედაგოგი, 54 წლიანი გამოცდილებით. მოსარჩელე ბინაში ცხოვრობს მარტო. საცხოვრებელში არის ერთი დიდი ოთახი, მისაღებით, სამზარეულო და აბაზანა-ტუალეტით. აღნიშნული ბინა ოჯახის საკუთრებაა. საცხოვრებელი უზრუნველყო---ლია საჭირო ნივთებით, ტექნიკითა და ავეჯით. ოჯახში არის ბავშვების განვითარებისათვის ხელისშემწყობი სათამაშოები. საყოფაცხოვრებო პირობები და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა სრულად არის მოწესრიგებული, გარემო უსაფრთხო და მშვიდია. დასკვნა სადავოდ არ გამხდარა მხარეთა მიერ, შესაბამისად, სასამართლო მოპასუხის მოსაზრებას ქნ-----------------ას არადამაკმაყო---ლებელი საყოფაცხოვრები პირობების შესახებ, ვერ გაიზიარებს. შეჩვევის და ურთიერთობის აღდგენის შემდეგ, ბებიის არასრულწლოვან შვილიშვილებთან ურთიერთობისათვის თავის საცხოვრებელი ადგილას წაყვანის უფლების მინიჭების საწინააღმდეგო მითითება არ არის მეურვეობისა და მზრუნველობის დასკვნაში და აღნიშნული არც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებით დასტურდება.
სასამართლო იზიარებს სოციალური სამსახურის წარმომადგენლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბებიასა და შვილიშვილებს შორის ურთიერთობის შეზღუდვა ხდება მაშინ, როდესაც სახეზეა ცუდი ზეგავლენის მოხდენის, ძალადობის რისკი, რასაც ბავშვები ვერ იხსენებენ. შესაბამისად, რაიმე სახის დამაბრკოლებელი გარემოება ურთიერთობაში არ არსებობს. მას აქვს დაწყებისა და გაგრძელების პერსპექტივა და წინაპირობები. არასრულწლოვანთა მხრიდან ნახვაზე კატეგორიული უარი არ დაფიქსირებულა. სო-----------------მა დაასახელა შედარებით თავისუფალი დღეც. უმცროსი კი ამბობს, რომ ბებია ცუდია, მაგრამ მიზეზს ვერ იხსენებს. სოციალური მუშაკის მიერ წარმოდგენილი დასკვნით პირობები დამაკმაყო---ლებელია. მოსარჩელესთან შეხვედრა ბავშვების სურვილის მიხედვით უნდა მოხდეს და რეკომენდირებულია მათი ურთიერთობა ერთდროულად. ამასთან, ვინაიდან არის ურთიერთობაში წყვეტა, საწყის ეტაპზე, შეჩვევის მიზნით - 3-დან 6 თვემდე ნახვის უფლების მინიჭება უნდა განხორციელდეს ღამით დარჩენის გარეშე, ხოლო შემდეგ პერიოდში, ღამით დარჩენითაც.
ამასთან, ისეთ ვითარებაში, როდესაც მხარეთა შორის დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობაა, მიზანშეწონილია არასრულწლოვან სო---ო და და----------------ების მოსარჩელესთან ურთიერთობა მოხდეს მოპასუხისა და მისი ოჯახის წევრებისაგან განცალკევებულად, თავად ბავშვების სურვილის გათვალისწინებით.
სამოქალაქო კანონმდებლობა საოჯახო ურთიერთობათა რეგულირებისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ოჯახის ყველა წევრის, მათ შორის ბებიის ურთიერთსიყვარულის, პატივისცემისა და თბილ გარემო პირობებში ცხოვრების შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ კანონით გათვალისწინებული იქნა ბებიისა და პაპის შვილიშვილთან ურთიერთობის უფლება. მათ ეს უფლება გააჩნიათ არა მარტო იმ შემთხვევისათვის როცა ისინი მშობლების თხოვნით მონაწილეობას ღებულობდნენ შვილიშვილების აღზრდაში, არამედ მაშინაც, როცა მათი ასეთი მონაწილეობა არ მიუღიათ. იმ მშობელთან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი, ბებიამ ვერ მიაღწია შეთანხმებას ბავშვთან ურთიერთობის თაობაზე, ბებიას აქვს უფლება მოითხოვოს ბავშვის ნახვა და მასთან ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრა. ბავშვის სწორად აღზრდის ინტერესებიდან გამომდინარე, ბებიისა და შვილიშვილს შორის ურთიერთობის დარეგულირება უნდა მოხდეს უპირველსად, ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით ისე რომ ზიანი არ მიადგეს არასრულწლოვანის უფლებას - იზრდებოდეს უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემოში.
მხარეებს, ქნ------------------ასა და ქრ--------------------ს შორის დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობაა. სწორედ აღნიშნული დაძაბული ურთიერთდამოკიდებულების გამო, ვერ მოხდა შეთანხმება მხარეთა შორის არასრულწლოვანი შვილიშვილთან ურთიერთობისათვის გარკვეული დროის განსაზღვრის შესახებ. აღნიშნული დაძაბული ურთიერთობა, არ უნდა გახდეს გადამწყვეტი ბავშვებსა და ბებიას შორის ურთიერთობის განსაზღვრისას, თუმცა ამ პირობებში აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვანის უფლება - დაცული იქნეს ყოველგვარი მავნე ზემოქმედების და უარყო---თი გავლენისაგან მესამე პირებისაგან.
მხარეთა განმარტებით, მოსარჩელე გარკვეული პერიოდულობით ნახულობდა სო-----------------ს სკოლაში, ხოლო ბოლო თვეებია მას არ უნახავს არასრულწლოვანი შვილიშვილი. მნიშნელოვანია ის გარემოება, რომ ბებიას არასრულწლოვან შვილიშვილებთან, სტაბილური, ნორმალური და ჯანსაღი ურთიერთობდამოკიდებულება ბოლო თვეებია არ ჰქონია. მითითებული პერიოდის გათვალისწინებით, არასრულწლოვნების ასაკიდან და მათი ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მათ ბებიასთან ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი განესაზღვროთ თავდაპირველად დღის საათებში, მათი სურვილის გათვალისწინებით, შემდგომში პერიოდის გაზრდის წესითა და მოსარჩელის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის უფლების მინიჭების გზით. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანის აღსაზრდელად არსებულმა გარემომ ხელი უნდა შეუწყოს ბავშვის ფსიქო-ემოციურად და ინტელექტუალურად უკეთ განვითარების პროცესს.
ამდენად, ქნ------------------ას სარჩელი არასრულწლოვან შვილიშვილებთან, 2009 წლის 29 იანვარს დაბადებულ სო-----------------თან და 2012 წლის 26 სექტემბერს დაბადებულ და----------------თან ურთიერთობის წესის განსაზღვრის ნაწილში უნდა დაკმაყო---ლდეს ნაწილობრივ და ურთიერთობისათვის უნდა განესაზღვროს დრო შემდეგი წესით: პირველი - ორი თვე: ყოველი კვირის შაბათი დღის 10 საათიდან 18 საათამდე არასრულწლოვანი შვილიშვილების მათი საცხოვრებელი ადგილიდან წაყვანის უფლებით და 18:00 საათზე დედის საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების ვალდებულებით; ორი თვის შემდეგ, ბებიას, ქნ-----------------ას არასრულწლოვანი სო----------------თან და და----------------თან, ურთიერთობის წესი (არასრულწლოვნების სურვილის შემთხვევაში და მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით), განესაზღვროს ყოველი თვის ყოველი კვირის პარასკევს, სასწავლო პროცესის დამთავრების შემდეგ, მათი საცხოვრებელი ადგილიდან წაყვანის უფლებით და კვირას 18:00 საათზე, დედის საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების ვალდებულებით;
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყო---ლდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყო---ლებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან სარჩელი დაკმაყო---ლდა ნაწილობრივ, არსებობს საფუძველი მოპასუხე ქრ--------------------ს (პ--------------), დაეკისროს მოსარჩელე ქნ-----------------ას (პ/-------------) სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ.ბაჟის სახით ჩარიცხული 100 ლარიდან, 25 (ოცდახუთი) ლარის და წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯიდან 300 (სამასი) ლარიდან ნახევრის - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა;
მოსარჩელე ქნ-----------------ას (პ/-------------) მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ.ბაჟის სახით ჩარიცხული 100 (ასი) ლარიდან, 25 (ოცდახუთი) ლარი ჩაითვალოს გადახდილად;
დაუბრუნდეს მოსარჩელე ქნ-----------------ას (პ/-------------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ.ბაჟის სახით ჩარიცხული 100 ლარიდან, რომელიც ჩარიცხულია 09/03/2018წელს , სს ,,თ------------–ი“, მიმღების ანგარიში: 300773150, ზედმეტად გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 46-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1.ქნ-----------------ას სარჩელი დაკმაყო---ლდეს ნაწილობრივ;
2..ქნ-----------------ას არასრულწლოვანი შვილიშვილების: 2009 წლის 29 იანვარს დაბადებული სო----------------თან და 2012 წლის 22 ივნისს დაბადებული და----------------თან, ურთიერთობის წესი განესაზღვროს შემდეგნაირად:
2.1. პირველი - ორი თვე: ყოველი კვირის შაბათი დღის 10 საათიდან 18 საათამდე არასრულწლოვანი შვილიშვილების მათი საცხოვრებელი ადგილიდან წაყვანის უფლებით და 18:00 საათზე დედის საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების ვალდებულებით;
2.2. ორი თვის შემდეგ, ბებიას, ქნ-----------------ას არასრულწლოვანი სო----------------თან და და----------------თან, ურთიერთობის წესი (არასრულწლოვნების სურვილის შემთხვევაში და მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით), განესაზღვროს ყოველი თვის ყოველი კვირის პარასკევს, სასწავლო პროცესის დამთავრების შემდეგ, მათი საცხოვრებელი ადგილიდან წაყვანის უფლებით და კვირას 18:00 საათზე, დედის საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების ვალდებულებით;
3. მოპასუხე ქრ--------------------ს (პ--------------), დაეკისროს მოსარჩელე ქნ-----------------ას (პ/-------------) სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ.ბაჟის სახით ჩარიცხული 100 ლარიდან, 25 (ოცდახუთი) ლარის და წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯიდან 300 (სამასი) ლარიდან ნახევრის - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა;
4. მოსარჩელე ქნ-----------------ას (პ/-------------) მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ.ბაჟის სახით ჩარიცხული 100 (ასი) ლარიდან, 25 (ოცდახუთი) ლარი ჩაითვალოს გადახდილად;
5. დაუბრუნდეს მოსარჩელე ქნ-----------------ას (პ/-------------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ.ბაჟის სახით ჩარიცხული 100 ლარიდან, რომელიც ჩარიცხულია 09/03/2018წელს , სს ,,თ------------–ი“, მიმღების ანგარიში: 300773150, ზედმეტად გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყო--- იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ზოია კვარაცხელია