განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №270100118002674432 (1/69-18)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს
მაგისტრატი სასამართლო წა-–------ის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ
ნინო დიხამინჯიას მდივნობით
პროკურორ - მა---------ას,ბრალდებულ შმა-------------ას, პლ----------------ას და
ადვოკატ - რე-----------ს
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის მა---------ას შუამდგომლობა
ბრალდებულ შმა-------------ას მიმართ
დაბადების თარიღი: 26-------8 წელი,პირადი ნომერი: 62--------4,საქართველოს მოქალაქე,დაოჯახებული,მისამართი: წა-–--------------–----–----------------------––-------------6,ბრალდებულ პლ----------------ას მიმართ
დაბადების თარიღი: 09-------9 წელი,პირადი ნომერი: 51--------7,საქართველოს მოქალაქე,დაოჯახებული,მისამართი: წა-–--------------–----–-------------------------–---–--------6,სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
დადგენილია, რომ შმა-------------ამ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
შმა-------------ას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის ივლისის თვეში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, შმ-------------ამ წა-–------ის რაიონის სოფელ მუ–--ას ტერიტორიაზე, ოხ-----ეს უბანში შპ----------------------------------------–-------–----------ოს“ კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონოდ მოჭრა ხუთი ძირი წიწვოვანი ჯიშის ხე, რომლისგანაც გამოვიდა 14 (თოთხმეტი) ცალი სხვადასხვა ზომის მორი, რასაც 2018 წლის 12 ოქტომბერს, შმ-------------ა პლ----------------ასთან ერთად ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა პლ----------------ასთან ერთად ამ უკანასკნელის კუთვნილი „კა----ის" მარკის სახ. ნომრით DD-------M ავტომანქანით, რითაც დაზარალებულს მიადგა 2213,64 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
დადგენილია, რომ პლ----------------ამ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
პლ----------------ას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის ივლისის თვეში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, შმ-------------ამ წა-–------ის რაიონის სოფელ მუ–--ას ტერიტორიაზე, ოხ-----ეს უბანში შპ----------------------------------------–-------–----------ოს“ კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონოდ მოჭრა ხუთი ძირი წიწვოვანი ჯიშის ხე, რომლისგანაც გამოვიდა 14 (თოთხმეტი) ცალი სხვადასხვა ზომის მორი, რასაც 2018 წლის 12 ოქტომბერს, შმ-------------ა პლ----------------ასთან ერთად ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა პლ----------------ასთან ერთად ამ უკანასკნელის კუთვნილი „კა----ის" მარკის სახ. ნომრით DD-------M ავტომანქანით, რითაც დაზარალებულს მიადგა 2213,64 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2018 წლის 14 ოქტომბერს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის მა---------ას, ბრალდებულებს შმა-------------ას, პლ----------------ას და ადვოკატ რე-----------ს შორის.
საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლო სხდომაზე დარწმუნდა, რომ ბრალდებულები შმა-------------ა და პლ----------------ა აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედებათ ბრალი, სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებენ, მათთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.
ბრალდებულები შმა-------------ა და პლ----------------ა აცნობიერებენ, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.
ბრალდებულები აცნობიერებენ, რომ მათ აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის თაობაზე, ასევე სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების, თუ ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს.
ბრალდებულები შმა-------------ა და პლ----------------ა ეთანხმებიან ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს.
ბრალდებულებს და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში.
ბრალდებულები და მათი ადვოკატები სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულების მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, განემარტა ბრალდებულს, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
პროკურორი მა---------ა შუამდგომლობს შმა-------------ას და პლ----------------ას მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე და ითხოვს:
ბრალდებული შმა-------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
ბრალდებული პლ----------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
საქმეზე ამოღებული 14 (თოთხმეტი) ცალი სხვადასხვა ზომის მორი, რომელიც ინახება წა-–------ის რაიონული სამმართველოს ჯვარის პოლიციის განყოფილებაში დაუბრუნდეს შპ----------------------------------------–-------–----------ოს“.
ბრალდებულები და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი რე----------- დაეთანხმნენ ბრალდებულის მიმართ ზემოთაღნიშნული სასჯელის გამოყენებას.
შმა-------------ასა და პლ----------------ას ბრალეულობა დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:
1.ბრალდებულ პლ----------------ას გამოკითხვის ოქმი; 2. ბრალდებულ შმ-------------ას გამოკითხვის ოქმი; 3. მოწმე ირ---–---------ის გამოკითხვის ოქმი; 4. მოწმე ლე-----------ას გამოკითხვის ოქმი; 5. მოწმე კა------------ის გამოკითხვის ოქმი; 6. მოწმე ალ-----------ას გამოკითხვის ოქმი; 7. მოწმე სა---------ას გამოკითხვის ოქმი; 8. მოწმე ირ---–--–------ას გამოკითხვის ოქმი; 9. მოწმე თე--------------ას გამოკითხვის ოქმი; 10. ამოღების ოქმი და ამოღებული მანქანა და მორები; 11. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი.
სასამართლომ განიხილა რა საქმეში არსებული მასალები, გაეცნო და გაანალიზა ბრალის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებანი, მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს, მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია და მივიდა შემდეგ დასკვნამდე:
გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ შმა-------------ამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც მათ უნდა დაედოთ მსჯავრი.
გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ პლ----------------ამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც მათ უნდა დაედოთ მსჯავრი.
შმა-------------ასა და პლ----------------ას მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს მხედველობაშია მიღებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მათი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
შმა-------------ასა და პლ----------------ას მიმართ მიზანშეწონილია საქართველოს სსკ-ს 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმის გამოყენება.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს მიდგომას საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან მიმართებაში:
საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom ).
ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 209-ე, 210-ე, 212-213-ე, 214-215-ე, 216-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის მა---------ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მა---------ას, ბრალდებულ შმა-------------ას, პლ----------------ას და მათი ინტერესების დამცველ ადვოკატ რე-----------ს შორის;
ბრალდებული შმა-------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
შმა-------------ას სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან;
შმა-------------ას ძირითადი სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის პერიოდი, 2018 წლის 12 ოქტომბრიდან 2018 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით;
შმ-------------ას მიმართ გამოყენებული საპროცესო იძულებითი ღონისძიება - დაკავება გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, შმა-------------ას ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს პრობაციის ბიურომ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
ბრალდებული პლ----------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
პლ----------------ას სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან;
პლ----------------ას ძირითადი სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის პერიოდი, 2018 წლის 12 ოქტომბრიდან 2018 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით;
პლ----------------ას მიმართ გამოყენებული საპროცესო იძულებითი ღონისძიება - დაკავება გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, პლ----------------ას ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს პრობაციის ბიურომ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
საქმეზე ამოღებული 14 (თოთხმეტი) ცალი სხვადასხვა ზომის მორი, რომელიც ინახება წა-–------ის რაიონული სამმართველოს ჯვარის პოლიციის განყოფილებაში დაუბრუნდეს შპ----------------------------------------–-------–----------ოს“.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე;
განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში (თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, საქმის განმხილველმა მოსამართლემ უგულებელყო XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები), ხოლო პროკურორს ერთი თვის ვადაში შესაბამისი გარემოებების დადგენიდან (მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა) უფლება აქვთ ზემდგომ სასამართლოში წარადგინონ საჩივარი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე;
განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა