გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№2/18251-18 წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ცისანა სირბილაძე
სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი
მოსარჩელე - შპს „თ---–--------
წარმომადგენელი - ა-----–------–-–---–-
მოპასუხე - შპს „თ---–-----------------------–ი“
წარმომადგენელი - ლ-–---------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 შპს „თ---–-----------------------–ს“, შპს „თ---–---------ს სასარგებლოდ, დაეკისროს 9 677.10 ლარის გადახდა;
1.2 შპს „თ---–-----------------------–ს“, შპს „თ---–---------ს სასარგებლოდ, დაეკისროს სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯების 2 457.35 ლარის გადახდა.
სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
მოვალე, შპს „თ---–-----------------------–ი“, შპს "თ---–------ას" მიმართ, 2018 წლის 18 მარტის მდგომარეობით, აღიარებდა ფულადი დავალიანების 10 677.10 ლარის არსებობას. ამასთან, კისრულობდა გრაფიკით გადახდის ვალდებულებას. მოპასუხემ გადაიხადა მხოლოდ ერთხელ -1 000 ლარი.
შპს „თ---–------ის“ დირექტორმა 2018 წლის აპრილისა და მაისის თვეში, საკომინიკაციო საშუალებებით არაერთხელ მიმართა ვალდებულებების ჯეროვად და კეთილსინდისიერად შესრულების მოთხოვნით, თუმცა, ყველა მიმართვა დარჩა რეაგირების გარეშე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო დავალიანების 9 677.10 ლარის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს „თ---–-----------------------–ის“ დავალიანება შპს „თ---–------ას“ მიმართ შეადგენს დავალიანება 9 677.10 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა - განმარტება
- შედარების აქტი (ს.ფ. 26)
- შეთანხმება დავალიანების გადახდის თაობაზე (ს.ფ 27)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
შპს „თ---–---------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან დადგენილი იქნა დავალიანების არსებობის ფაქტი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე, 208-ე, მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
ამავე კოდექსის 208-ე მუხლის 3-ე პუნქტის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ზემოთ დასახელებული სამართლის ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ საქმის განხილვაში მონაწილე პირებს - მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები და ამ უფლებათა დაცვის საშუალებები. მოსარჩელის უფლებაა აღძრას საქმე, განსზაღვროს სარჩელის საგანი, საფუძველი და ა.შ. ანალოგიურად ვრცელდება პროცესის დისპოზიციურობა მოპასუხეზე, რომელსაც დასახელებული პრინციპის ფარგლებში შეუძლია ცნოს სარჩელი.
შპს „თ---–-----------------------–“-მა სარჩელი ცნო 9 677.10 ლარის ნაწილში. შესაბამისად, შპს „თ---–---------ს მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2 რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები. ამავე კოდექსის 268.11-ე მუხლის მიხედვით კი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა, კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, გამოიწვევს თუ არა გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნება გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, თავისი შინაარსით ემსახურება მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის დაცვას აღუსრულებლობისაგან, რათა სააპელაციო თუ საკასაჩიო საჩივრით მოპასუხე მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, არ მოხდეს გადაწყვეტილების აღუსრულებელ გადაწყვეტილებად ქცევა, რითაც ფაქტიურად აზრი ეკარგება მოსარჩელის უფლებების სასამართლოს გზით დაცვას.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საფუძველი, რამაც შემდგომში შესაძლოა გააძნელოს მისი აღსრულება. ზოგადად ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს კრედიტორისათვის ზინაის მოტანას, თუმცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად გადაცემისათვის ეს მნიშვნელოვანი ზიანი უნდა იყოს, სადაც მხედველობაში მიიღება გადაწყვეტილებით დადგენილი შესასრულებელი ვალდებულების შინაარსი და ხასიათი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოპასუხემ მოსამზადებელ ეტაპზე ცნო სარჩელი 9 677.10 ლარის გადახდის ნაწილში. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 340.35 ლარის ოდენობით.
სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი. უზრუნველყოფის შესახებ განცხადება არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, გადახდილი სახელმწიფო უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
მოსარჩელე სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით ითხოვს 12 ლარს მინდობილობა/რწმუნებულების დამოწმებისათვის, 6 ლარს საფოსტო/საკურიერი მომსახურებისათვის, 100 ლარს - იძულებითი აღსრულების მომსახურების ღირებულებისათვის. თუმცა, წარმოდგენილია, მხოლოდ მინდობილობა/რწმუნებულებისათვის და საფოსტო/საკურიერო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულება. შესაბამისად, სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით მოპასუხეს უნდა დაეკისროს 18 ლარის გადახდა.
მოსარჩელე მოითხოვს იურიდიული მომსახურებისათვის 2 000 ლარის დაკისრებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს იურიდიული მომსახურებისათვის უნდა დაეკისროს გონივრული ოდენობით ხარჯის გადახდა დავის საგნის ღირებულების 4 %, რაც შეადგენს 387.08 ლარს (9 677.10 4 %= 387.08).
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 259-1, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „თ---–---------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. შპს „თ---–-----------------------–ს“, შპს „თ---–---------ს სასარგებლოდ, დაეკისროს 9 677.10 ლარის გადახდა;
3. შპს „თ---–-----------------------–ს“ შპს „თ---–---------ს სასარგებლოდ, დაეკისროს 18 ლარის გადახდა.
1.
4.შპს „თ---–-----------------------–ს“, შპს „თ---–---------ს სასარგებლოდ, დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის 387.08 ლარის გადახდა;
5.შპს „თ---–---------ს დაუბრუნდეს (17.06.2018 წარდგენის თარიღი, 18.06.2018 მიღების თარიღი) სს „საქართველოს ბანკი“-ს N 660 საგადახდო დავალების საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 290.35 ლარის ოდენობით;
6.არ დაკმაყოფილდეს შპს „თ---–---------ს შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე;
7.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ცისანა სირბილაძე