გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.10.2018
საქმის ნომერი
330210018002611351
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
11.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/25700-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

11.10.2018 წ. ქ. თ---–---

 

შესავალი ნაწილი

თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე ნინო მამულაშვილი

სხდომის მდივანი თამთა ყრუაშვილი

 

მოსარჩელე - ქ--–--------–----------–----–----------------------–--------------------------ა

წარმომადგენელი - ნ----------–---–ი

 

მოპასუხეები - მ-------------ე, მ-----------–--ე

წარმომადგენლები - გ--------------ე, ნ-----–----------–---–ი

 

დავის საგანი - დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე მ------------ეს ქ--–--------–----------–----–----------------------–--------------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება - 87135.2 ლარის ოდენობით;

 

1.2 მოპასუხე მ-----------–--ეს ქ--–--------–----------–----–----------------------–--------------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება - 19152.8 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის მოთხოვნა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ქ--–--------–----------–----–----------------------–--------------------------ა, თ---–---ს საკრებულოს 2----–-–------------------------ გადაწყვეტილების საფუძველზე, 2013-2014 წლებში ახორციელებდა ქვეპროგრამას ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაკმაყოფილდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავჯდომარეთა განცხადებები და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების შიდა სარემონტო სამუშაოებისათვის ქვეპროგრამის ასიგნებებიდან გამოიყო თანადაფინანსებული თანხები. სამუშაოთა შესრულების მიზნით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ, ხელშეკრულებები გაფორმდა ი.მ მ-------------ესთან და ი.მ მ-----------–--ესთან.

 

აღნიშნულ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, შემდგომში აღიძრა N------------ სისხლის სამართლის საქმე. მითითებულ საქმეზე ნ----–--------------------------ა ცნობილ იქნა დაზარალებულად და მიენიჭა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი უფლება-მოვალეობანი. გამოძიებით დადგინდა, რომ მ------------ის და მ-----------–--ის მიერ შედგენილი შესრულებული სამუშაოს აქტებში (ფ---------) მითითებული თანხები ხელოვნურად იყო გაზრდილი, რამაც გამგეობისათვის გამოყოფილ საბიუჯეტო სახსრებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, კერძოდ, მ------------ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მოსარჩელეს მიადგა ზიანი 87135.2 ლარის ოდენობით, ხოლო მ-----------–--ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად - 19152.8 ლარის ოდენობით.

 

მოპასუხეები მსჯავრდებულები არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილი ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2013-2014 წლებში ი.მ მ-------------ემ და ი.მ მ-----------–--ემ ქ. თ---–---ს ნ----–--------------------------ის დაფინანსებით შეასრულეს თ----------ის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმები);

- თ---–---ს საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------------ი (ს.ფ 20-28).

 

3.1.2. თ---–---ს საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------------ით (საქმე N1-------), რომლიც შესულია კანონიერ ძალაში, მ-----------–--ე და მ-------------ე ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე თ---–---ს ნ----–--------------------------ა ცნობულ იქნა დაზარალებულად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თ---–---ს საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------------ი (ს.ფ 20-28);

- 0--------- წლის დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ (ს.ფ 18-19);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე 4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ამდენად, კანონმდებელმა ერთის მხრივ, განსაზღვრა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტი, ხოლო მეორეს მხრივ, დაადგინა მტკიცებულებათა დასაშვებობის კრიტერიუმები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენას ყოველთვის წინ უძღვის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასება, რაც მოიცავს მტკიცებულებების შემოწმებას დასაშვებობის, შემხებლობის და უტყუარობის კუთხით, აგრეთვე მტკიცებულებათა საკმარისობაზე მსჯელობას და მათ შეფასებას ერთობლიობაში. მტკიცებულებათა დასაშვებობა შესაძლებელია დადგენილი იყოს როგორც მატერიალური კანონით, ასევე საპროცესო კანონით.

 

3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი.

 

ხსენებული ნორმის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის არსებობა იმთავითვე მოიცავს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედების არსებობას, იმდენად რამდენადაც, სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალიწინებულ, მართლსაწიინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას. შესაბამისად, თუ პირის მიმართ არსებობს სასამართლო განაჩენი, რის საფუძველზეც დაზარალებული ითხოვს ზიანის ანაზღაურებას, იგი იმთავითვე გულისხმობს დელიქტური ვალდებულების განმსაზღვრელ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების არსებობას და მოსარჩელე არ არის ვალდებული დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენით ამტკიცოს ზიანის არსებობის ფაქტობრივი გარემოება.

 

კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–----------------------ით დასტურდება, რომ მოპასუხეები მსჯავრდებულ იქნენ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ამავე განაჩენით დადგენილია, რომ 2013-2014 წლებში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების სარემონტო სამუშაოების წარმოებისას, ნ----–-----------------------------ათვის წარდგენილ შესრულებულ სამუშაოთა აქტებში _ ფ----------ში როგორც მ-----------–--ემ, რომელიც დამკვეთებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში წარმოადგენდა ი/მ „მ-----------–--ეს“, ასევე მ------------ემ, რომელიც წარმოადგენდა ი-------------------“ დიდი ოდენობით თანხების დაუფლების მიზნით შეიტანეს ყალბი მონაცემები და ხელოვნურად გაზარდეს შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებები.

 

3.2.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით _ თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–----------------------ით _ არ დასტურდება ქ--–--------–----------–----–----------------------–--------------------------ისათვის მოპასუხეთა დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით, ზიანის მიყენების ფაქტი.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს ზიანის სახით მ------------ისათვის _ 87135.2 ლარის, ხოლო მ-----------–--ისათვის 19152.8 ლარის დაკისრებას და საკუთარ მოთხოვნას ზიანის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით აფუძნებს 2----–-–----------------------ზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლის მე-2 ნაწილის რეგულირების სფეროს წარმოადგენს სასამართლო განაჩენის დანიშნულება ზიანის ოდენობის განსაზღვრისას. აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/ თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას,¸ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დაკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია, იმის თაობაზე რომ თ---–---ს საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------------ი შეიცავს მოპასუხეთა მიერ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ზუსტ გაანგარიშებას და მიუთითებს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს დაზარალებულისათვის მოპასუხეების მიერ მიყენებული ზიანის შესაბამის გაანგარიშებას და შემოიფარგლება მხოლოდ მითითებით კონკრეტულ თანხებზე, რაც ქ--–--------–----------–----–----------------------–--------------------------ისათვის ჯამში 106 288 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების გარემოების დასადგენად საკმარის მტკიცებულებად, საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ ვერ შეფასდება.

 

3.2.3. საქმეში არსებული განაჩენის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, მოსარჩელისათვის თითოეული მოპასუხის არაუმეტეს 10001 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოხსენებული 30917-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, თუ სისხლის სამართლის კონკრეტულ საქმეზე განაჩენით პირის ქმედების კვალიფიკაციისას გათვალიწინებული იქნა ზიანის ოდენობა, მაშინ სამოქალაქო სამართალწარმოებისას აღნიშნული განაჩენი წარმოადგენს ზიანის ოდენობის დამადასტურებელ საკმარის წინაპირობას, თუმცა მხოლოდ კვალიფიკაციისათვის საჭირო ოდენობის ფარგლებში..

 

სარჩელზე თანდართული თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–----------------------ით დასტურდება, რომ მოპასუხეები მსჯავრდებულნი არიან, მაკვალიფიცირებელ გარემოებებში ჩადენილი დანაშაულისათვის და ერთ-ერთ მაკვალიფიცირებელ გარემოებას სწორედ ქ--–--------–----------–----–----------------------–--------------------------ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლება წარმოადგენს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამავე კოდექსის 25-ე თავის მიზნებისათვის (რომელიც ასევე მოიცავს 180-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის შემადგენლობას) დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.

 

შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ N1------- სისხლის სამართლის საქმეზე, 2----–-–----------------------ით ცალსახად დადასტურებულია თითოეული მოპასუხის მიერ ქ--–--------–----------–----–----------------------–--------------------------ისათვის 10 000 + 1 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი, განსახილველ სამოქალაქო დავაში, სამართლებრივი სისტემის ერთიანობის ზოგადსამართლებრივი პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო ასევე დადასტურებულად მიიჩნევს აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას, ხოლო აღნიშნულის მიღმა არსებული ზიანი, ექცევა მტკიცების ჩვეულებრივ სტანდარტში და მისი დადასტურება მოსარჩელის ვალდებულებაა.

 

დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავო არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა ქ--–--------–----------–----–----------------------–--------------------------ას სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი, სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახედ დელიქტურ ვალდებულებას განსაზღვრავს. ამგვარი ვალდებულებები, არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა.

 

სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ: უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული მოქმედების უშუალო შედეგი. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს მითითებულ კონსტრუქციას და მათგან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავოა რომ მხარეთა შორის არსებული ვალდებულება წარმოშობილია ზიანის მიყენების - დელიქტის საფუძველზე. შესაბამისად, მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების მიზნით მოსარჩელემ წარმოადგინა თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–----------------------ი (საქმე N1-------) და ითხოვა საქმის განხილვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით დადგენილი _ ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესით.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენას ყოველთვის წინ უძღვის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასება, რაც მოიცავს მტკიცებულებების შემოწმებას დასაშვებობის, შემხებლობის და უტყუარობის კუთხით, აგრეთვე მტკიცებულებათა საკმარისობაზე მსჯელობას და მათ შეფასებას ერთობლიობაში. მტკიცებულებათა დასაშვებობა შესაძლებელია დადგენილი იყოს როგორც მატერიალური კანონით, ასევე საპროცესო კანონით.

 

ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის გამარტივებული წესით განხილვის მარეგულირებელი ნორმებით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავი) მოწესრიგებულია როგორც წმინდა პროცესუალური საკითხები (დასაშვებობა, განსჯადობა და ა.შ.), ასევე მტკიცებულებათა დასაშვებობასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ 30920 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით.

 

აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ცალსახად დგინდება, რომ დელიქტით გამოწვეული ზიანის ოდენობის დასადგენად კანონმდებელი დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნევს კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც განსახილველ შემთხვევაში სახეზეა. თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------ის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით (საქმე N1-------) უტყუარად დასტურდება მ-----------–--ის და მ-------------ის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი.

 

6.3. რაც შეეხება დამდგარი ზიანის ოდენობას, სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ნორმის დანაწესზე, რომლის თანახმადაც, თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.

 

მითითებული ნორმის განმარტებიდან ცალსახად დგინდება, რომ დელიქტით გამოწვეული ზიანის ოდენობის დასადგენად მართალია კანონმდებელი დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნევს კანონიერ ძალაში შესულ სასამართლოს განაჩენს, თუმცა განაჩენი შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს იმ შემთხვევაში თუ, იგი არ შეიცავს ზიანის შესაბამის გაანგარიშებას; ხოლო იმ შემთხვევაში თუ განაჩენი ზოგადად ადგენს ზიანის მიყენების ფაქტს და არ შეიცავს მიყენებული ზიანის ოდენობის დასაბუთებას, ასეთ შემთხვევაში, სასამართლო 105-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, იკვლევს სადავო ფაქტობრივ გარემოებას დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის შესახებ და მხოლოდ მას შემდეგ გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არასებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავო გარემოების დადგენის თვალსაზრისით სასამართლომ იხელმძღვანელა საქმეში არსებული მტკიცებულებებით და მათი შეფასებისა და გამოკვლების შედეგად, მიიჩნია, რომ ქ--–--------–----------–----–----------------------–--------------------------ისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენილად მიჩნევისათვის, მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ხელმძღვანელობა არ არის საკმარისი, იმდენად რამდენადაც იგი არ შეიცავს ზიანის ოდენობის გაანგარიშებას. სარჩელზე კი არ არის დართული და არც შემდგომში არ წარმოუდგენია მოსარჩელეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ისეთი დოკუმენტი, რომელიც მოიცავდა ზიანის გაანგარიშებას და დაასაბუთებდა განაჩენში მითითებული ზიანის ოდენობას.

 

შესაბამისად, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა შეფასება სასამართლომ განახორციელა სსსკ-ის 105ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად და გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტში განვითარებული მსჯელობის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოებები _ მ------------ის მიერ დანაშაულებრივი ქმედებით მოსარჩელისათვის 87135.2 ლარის, ხოლო მ-----------–--ის მიერ დანაშაულებრივი ქმედებით მოსარჩელისათვის 19152.8 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების თაობაზე. თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხეებს ბრალად შეერაცხათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მაკვალიფიცირებელ გარემოებებში დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სასამართლო მართებულად მიიჩნევს, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თითოეულ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი განაჩენით დადასტურებადი (180-ე მუხლის მესამე ნაწილი „ბ“ ქვეპუნქტით) და ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული დიდი ოდენობით ზიანის მინიმალური ოდენობის -10001 ლარის ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე მ------------ეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, უნდა გადახდეს - 300.03 ლარი, ხოლო მ-----------–--ეს - 303.03ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 30921-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ქ--–--------–----------–----–----------------------–--------------------------ას სარჩელი მ-------------ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. მ-------------ეს მოსარჩელე ქ--–--------–----------–----–----------------------–--------------------------ას სასარგებლოდ დაეკისროს 10001 ლარის გადახდა.

 

2. ქ--–--------–----------–----–----------------------–--------------------------ას სარჩელი მ-----------–--ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

2.1. მ-----------–--ეს მოსარჩელე ქ--–--------–----------–----–----------------------–--------------------------ას სასარგებლოდ დაეკისროს 10001 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე მ------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 300.03 ლარის გადახდა.

 

4. მოპასუხე მ-----------–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 300.03 ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–---ს სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–---ს საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–---ს საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო მამულაშვილი