გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.09.2018
საქმის ნომერი
330210118002485209
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
28.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1-----18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი - თეკლა გრიგალაშვილი

 

მოსარჩელეები - ლი----------–-ა, ლე-------------ე.

 

მოპასუხე - თე-------------------ე

მოპასუხე - სს ,,თი---------ი“

წარმომადგენელი - ა---------–--–---–-.

 

დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ყადაღისაგან გათავისუფლდეს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ №A-------- სააღსრულებო საქმეზე, ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში ჩამოთვლილი ნივთები: 1. ტელევიზორი SAMSUNG შავი ფერის; 2. ლეპტოპი Hp შავი ფერის; 3. პიანინო; 4. ნაჭრის სამეული; 5. ჟურნალების მაგიდა, ღია ყავისფერი, ხის საშუალო ზომის; 6. ჭურჭლის კარადა; 7. ლეპტოპი Hp მუქი ლურჯი ფერის; 8. კომპიუტერის მაგიდა; 9. პერსონალური კომპიუტერი (კომპლექტი); 10. სარეცხის მანქანა SAMSUNG; 11. საძინებლის კომპლექტი (კრემისფერი); 12. ნაჭრის დივანი; 13. მაცივარი SAMSUNG რუხი ფერის; 14. 4 ცალი სკამი;

 

მოსარჩელეთა განმარტებით, 201--–-–------------–ს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა კო----------ამ, სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დააყადაღა ლი----------–-ას და ლე-------------ის მოძრავი ნივთები, რომელიც არ წარმოადგენს სააღსრულებო წარმოების მონაწილე მხარის - მოვალე თე-------------------ის კუთვნილ ნივთებს. სულ ყადაღა დაედო 14 დასახელების ნივთს კერძოდ: 1. ტელევიზორი SAMSUNG შავი ფერის; 2. ლეპტოპი Hp შავი ფერის; 3. პიანინო; 4. ნაჭრის სამეული; 5. ჟურნალების მაგიდა, ღია ყავისფერი, ხის საშუალო ზომის; 6. ჭურჭლის კარადა; 7. ლეპტოპი Hp მუქი ლურჯი ფერის; 8. კომპიუტერის მაგიდა; 9. პერსონალური კომპიუტერი (კომპლექტი); 10. სარეცხის მანქანა SAMSUNG; 11. საძინებლის კომპლექტი (კრემისფერი); 12. ნაჭრის დივანი; 13. მაცივარი SAMSUNG რუხი ფერის; 14. 4 ცალი სკამი;

 

აღწერილი ქონების ჯამური ღირებულება არის 5170 ლარი, საიდანაც 4870 ლარის ღირებულების ნივთების - ტელევიზორი SAMSUNG; ლეპტოპი Hp შავი ფერის; პიანინო; ნაჭრის სამეული; ჟურნალების მაგიდა; ჭურჭლის კარადა; კომპიუტერის მაგიდა; პერსონალური კომპიუტერი (კომპლექტი); სარეცხის მანქანა SAMSUNG; საძინებლის კომპლექტი; ნაჭრის დივანი; მაცივარი SAMSUNG და 4 ცალი სკამი, არის ლი----------–-ას საკუთრება, მათ შორის პიანინო, ჟურნალების მაგიდა და ჭურჭლის კარადა მიღებული აქვს მზითვის სახით, ხოლო დანარჩენი ნივთები შეძენილი აქვს პირადად მას. რაც შეეხება ლეპტოპს Hp მუქი ლურჯი ფერის, მისი ღირებულება არის 300 ლარი და წარმოადგენს ლე-------------ის საკუთრებას.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სს ,,თი---------ი“ -ს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სს ,,თი---------ი“ ცნობს სარჩელს ლე-------------ის მიმართ. ასევე მოპასუხე ცნობს სარჩელს ლი----------–-ას მიმართ - პიანინოს, ჟურნალების მაგიდის და ჭურჭლის კარადის ყადაღისაგან გათავისუფლების ნაწილში. რაც შეეხება სხვა ნივთებს მოპასუხე ადასტურებს, რომ აღნიშნული ნივთები - ტელევიზორი SAMSUNG; ლეპტოპი Hp შავი ფერის; ნაჭრის სამეული; კომპიუტერის მაგიდა; პერსონალური კომპიუტერი (კომპლექტი); სარეცხის მანქანა SAMSUNG; საძინებლის კომპლექტი; ნაჭრის დივანი; მაცივარი SAMSUNG და 4 ცალი სკამი, ნამდვილად შეძენილია ლი----------–-ას მიერ, მაგრამ აღნიშნული ნივთები წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას და შესაბამისად ისინი არ უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან.

 

2.2. მოპასუხე თე-------------------ემ სარჩელი ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება. მოპასუხის განმარტებით სესხი რომელიც მის მიერ იქნა აღებული და რომლის საფუძველზეც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, აღებული იქნა მის მიერ იმ კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელშიდაც მუშაობდა. შესაბამისად სესხის თანხა ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე არ ყოფილა განკარგული.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 20---–-–---------ს გაცემულ №2-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, დაწყებული №A-------- სააღსრულებო წარმოება, სადაც მოვალეს წარმოადგენს თე-------------------ე, ხოლო კრედიტორია სს ,, ბა---------------–--ა’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სააღსრულებო ბიუროს №A---------0------;

 

3.1.2. დადგენილია, რომ 201--–-–------------–ს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ №A-------- სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, მისამართზე ქ. თბილისი, ად----–------ს ქ. №---, ბ-------, ყადაღა დაედო მოძრავ ნივთებს: 1. ტელევიზორი SAMSUNG შავი ფერის; 2. ლეპტოპი Hp შავი ფერის; 3. პიანინო; 4. ნაჭრის სამეული; 5. ჟურნალების მაგიდა, ღია ყავისფერი, ხის საშუალო ზომის; 6. ჭურჭლის კარადა; 7. ლეპტოპი Hp მუქი ლურჯი ფერის; 8. კომპიუტერის მაგიდა; 9. პერსონალური კომპიუტერი (კომპლექტი); 10. სარეცხის მანქანა SAMSUNG; 11. საძინებლის კომპლექტი (კრემისფერი); 12. ნაჭრის დივანი; 13. მაცივარი SAMSUNG რუხი ფერის; 14. 4 ცალი სკამი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი;

 

3.1.2. დადგენილია, რომ მოვალე თე-------------------ე 198--–-–--------------იდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ლი----------–-ასთან და ისინი ცხოვრობენ მისამართზე ქ. თბილისი, ად----–------ს ქ. №---, ბ-------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელე ლი----------–-ას განმარტება;

- მოპასუხე თე-------------------ის განმარტება;

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მხარეები საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს სადაოდ არ ხდიან.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ლე-------------ის მიმართ სრულად, ხოლო ლი----------–-ას მიმართ სს ,,თი---------მა’’ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლე-------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ლი----------–-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე მუხლები;

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე, მე-40, 44-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 1158-ე და 1170-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხე თე-------------------ემ სარჩელი ცნო სრულად, ხოლო სს ,,თი---------მა’’ ლე-------------ის მიმართ სრულად და ლი----------–-ას მიმართ ნაწილობრივ, კერძოდ - პიანინოს, ჟურნალების მაგიდის და ჭურჭლის კარადის ყადაღისაგან გათავისუფლების ნაწილში.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით ლე-------------ის სარჩელი, რომლითაც იგი ითხოვს ყადაღისაგან გათავისუფლდეს 201--–-–------------–ს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ №A-------- სააღსრულებო წარმოების ფარგლებში დაყადაღებული ლეპტოპი Hp მუქი ლურჯი ფერის (აქტის მე-7 პოზიცია), უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ასევე უნდა დაკმაყოფილდეს ლი----------–-ას სარჩელი იმ ნაწილში, რომლითაც იგი ითხოვს ყადაღისაგან გათავისუფლდეს 201--–-–------------–ს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ №A-------- სააღსრულებო წარმოების ფარგლებში დაყადაღებული - პიანინო (აქტის მე-3 პოზიცია); ჟურნალების მაგიდა, ღია ყავისფერი, ხის საშუალო ზომის (აქტის მე-5 პოზიცია) და ჭურჭლის კარადა (აქტის მე-6 პოზიცია).

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

 

ამავე კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას. ხოლო ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). აღნიშნული ნორმის თანახმად ყადაღას ექვემდებარება მხოლოდ მოვალის საკუთრებაში არსებული ქონება. ამასთან, ამავე კანონის მე-40 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება აღნიშვნა. აღმასრულებელი იმავდროულად განუმარტავს პირს მის უფლებას - მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. აღნიშნული ეხება ე.წ. საკუთრების პრეზუმფციას, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი და მოსარგებლე მისი მესაკუთრეა, სანამ ამის საწინააღმდეგო არ დამტკიცდება, ე.ი. სანამ დადგენილი წესით უარყოფილი არ იქნება მოცემული ვარაუდი.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ტელევიზორი SAMSUNG შავი ფერის; ლეპტოპი Hp შავი ფერის; ნაჭრის სამეული; კომპიუტერის მაგიდა; პერსონალური კომპიუტერი (კომპლექტი); სარეცხის მანქანა SAMSUNG; საძინებლის კომპლექტი; ნაჭრის დივანი; მაცივარი SAMSUNG (რუხი ფერის) და 4 ცალი სკამი, შეძენილია მოსარჩელე ლი----------–-ას მიერ, თუმცა მოპასუხე მიუთითებს, რომ აღნიშნული ნივთები წარმოადგენს მეუღლეთა საერთო საკუთრებას.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის შესაბამისად მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი ადგენს მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების მათ საერთო ქონებად, თანასაკუთრებად არსებობის პრეზუმფციას. ნორმა განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების მიმართ და ემსახურება ოჯახის ინტერესების დაცვის მიზანს, კერძოდ, ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის, საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამდენად, დავის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი (კანონით დადგენილი გამონაკლისების გარდა) საკმარისი საფუძველია ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადაო არ არის ის გარემოება, რომ ტელევიზორი SAMSUNG შავი ფერის; ლეპტოპი Hp შავი ფერის; ნაჭრის სამეული; კომპიუტერის მაგიდა; პერსონალური კომპიუტერი (კომპლექტი); სარეცხის მანქანა SAMSUNG; საძინებლის კომპლექტი; ნაჭრის დივანი; მაცივარი SAMSUNG (რუხი ფერის) და 4 ცალი სკამი, შეძენილია მოსარჩელე ლი----------–-ას მიერ. ასევე სადაო არ არის ის გარემოება, რომ მოვალე თე-------------------ე 198--–-–--------------იდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ლი----------–-ასთან და ისინი ცხოვრობენ მისამართზე ქ. თბილისი, ად----–------ს ქ. №---, ბ-------, სადაც მოხდა ზემოაღნიშნული ნივთების დაყადაღება. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ყადაღა დადებული ნივთები წარმოადგენს მოვალე თე-------------------ის თანასაკუთრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ვალდებულება (სესხის თანხა) რომლის არსებობის გამოც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება და დაყადაღებულია სადაო ნივთები, არ იყო გამოყენებული მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ლი----------–-ას სარჩელი რომლითაც იგი ითხოვს ყადაღისაგან გათავისუფლდეს - ტელევიზორი SAMSUNG შავი ფერის; ლეპტოპი Hp შავი ფერის; ნაჭრის სამეული; კომპიუტერის მაგიდა; პერსონალური კომპიუტერი (კომპლექტი); სარეცხის მანქანა SAMSUNG; საძინებლის კომპლექტი; ნაჭრის დივანი; მაცივარი SAMSUNG (რუხი ფერის) და 4 ცალი სკამი, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

გათვალისწინებით იმისა, რომ მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით ლე-------------ის მიმართ სარჩელი ცნეს, ლე-------------ეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი, ხოლო ლი----------–-ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20---–-–----------ის განჩინებით დაკმაყოფილდა ლი----------–-ას და ლე-------------ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და დავის საბოლოო გადაწყვეტამდე შეჩერდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ №A-------- სააღსრულებო საქმეზე, ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში ჩამოთვლილი ნივთებზე: 1. ტელევიზორი SAMSUNG შავი ფერის; 2. ლეპტოპი Hp შავი ფერის; 3. პიანინო; 4. ნაჭრის სამეული; 5. ჟურნალების მაგიდა, ღია ყავისფერი, ხის საშუალო ზომის; 6. ჭურჭლის კარადა; 7. ლეპტოპი Hp მუქი ლურჯი ფერის; 8. კომპიუტერის მაგიდა; 9. პერსონალური კომპიუტერი (კომპლექტი); 10. სარეცხის მანქანა SAMSUNG; 11. საძინებლის კომპლექტი კრემისფერი; 12. ნაჭრის დივანი; 13. მაცივარი SAMSUNG რუხი ფერის; 14. 4 ცალი სკამი, აღსრულება ლი----------–-ას და ლე-------------ის სარჩელზე სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

გათვალისწინებით იმისა, რომ ლე-------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ყადაღისაგან უნდა გათავისუფლდეს 201--–-–------------–ს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ №A-------- სააღსრულებო წარმოების ფარგლებში დაყადაღებული ლეპტოპი Hp მუქი ლურჯი ფერის (აქტის მე-7 პოზიცია), ასევე გათვალისწინებით იმისა, რომ ლი----------–-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს იმ ნაწილში, რომლითაც იგი ითხოვს ყადაღისაგან გათავისუფლდეს 201--–-–------------–ს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ №A-------- სააღსრულებო წარმოების ფარგლებში დაყადაღებული - პიანინო (აქტის მე-3 პოზიცია); ჟურნალების მაგიდა, ღია ყავისფერი, ხის საშუალო ზომის (აქტის მე-5 პოზიცია) და ჭურჭლის კარადა (აქტის მე-6 პოზიცია), შესაბამისად დასახელებულ ნივთებთან მიმართებაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20---–-–----------ის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გაუქმდება, ხოლო სხვა ნაწილში უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ლე-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს 201--–-–------------–ს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ №A-------- სააღსრულებო წარმოების ფარგლებში დაყადაღებული ლეპტოპი Hp მუქი ლურჯი ფერის (აქტის მე-7 პოზიცია).

3. ლი----------–-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ყადაღისაგან გათავისუფლდეს 201--–-–------------–ს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ №A-------- სააღსრულებო წარმოების ფარგლებში დაყადაღებული - პიანინო (აქტის მე-3 პოზიცია); ჟურნალების მაგიდა, ღია ყავისფერი, ხის საშუალო ზომის (აქტის მე-5 პოზიცია) და ჭურჭლის კარადა (აქტის მე-6 პოზიცია).

5. ლი----------–-ას სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

6. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20---–-–----------ის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც დაკმაყოფილდა ლი----------–-ას და ლე-------------ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და დავის საბოლოო გადაწყვეტამდე შეჩერდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ №A-------- სააღსრულებო საქმეზე, ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში ჩამოთვლილი ნივთებზე: 1. ტელევიზორი SAMSUNG შავი ფერის; 2. ლეპტოპი Hp შავი ფერის; 3. ნაჭრის სამეული; 4. კომპიუტერის მაგიდა; 5. პერსონალური კომპიუტერი (კომპლექტი); 6. სარეცხის მანქანა SAMSUNG; 7. საძინებლის კომპლექტი კრემისფერი; 8. ნაჭრის დივანი; 9. მაცივარი SAMSUNG რუხი ფერის; 10. 4 ცალი სკამი, აღსრულება ლი----------–-ას და ლე-------------ის სარჩელზე სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე.

7. ლე-------------ეს დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი (გადახდის თარიღი 7 ივნისი, 2018 წელი, გადამხდელი ლი----------–-ა, გადამხდელის ბანკი სს ,,თი---------ი’’, საგადასახადო დავალება 0, სახაზინო კოდი 300773150).

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გენადი მაკარიძე