გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.10.2018
საქმის ნომერი
330210117001963794
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
15.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/15320-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27.09.2018 წ. ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

სხდომის მდივანი: ნატო ხელაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსამენით

 

მოსარჩელე: ნ-------------–---–ი

 

მოპასუხე: თ-------------ე

 

დავის საგანი: ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გაუქმდეს ნ-------------–---–სა და თ-------------ეს შორის 2016 წლის 7 ივნისის ჩუქების ხელშეკრულება, უძრავ ნითზე მდებარე ქ. თ---–------------------------------. ს/კ 0----------------------

 

1.2. გაუქმდეს ნ-------------–---–სა და თ-------------ეს შორის 2016 წლის 7 ივნისის ჩუქების ხელშეკრულება, უძრავ ნითზე მდებარე ქ. თბილისი, დ--------------------------. ს/კ 0----------------------

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 7 ივნისს ნ-------------–---–მა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადასცა თ-------------ეს ორი უძრავი ქონება. ჩუქების ხელშეკრულება განპირობებული იყო ჯანმრთელობის და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. მიუხედავად არსებული შეთანხმებისა, რომ თ-------------ის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში იგი დაეხმარებოდა მოსარჩელეს, იგი ექცევა მას დამამცირებლად, აყენებს შეურაცხყოფას სიტყვიერად. მოსარჩელეს არ გააჩნია სახსრები წამლების შესაძენად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2017 წლის 31ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შესაგებელი წარმოადგინა, რითიც სარჩელი არ ცნო. მოპასუხემ განმარტა, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნებს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ნ-------------–---–სა და თამარ არჩავძეს გააჩნიათ ნათესაური კავშირი, კერძოდ, ნ-------------–---–ი წარმოადგენს თ-------------ის დედას.

 

3.1.2. 2016 წლის 17 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ საკუთრებში გადასცა მოპასუხეს უძრავი ქონება მდებარე. ქ. თბილისი, შ------------------, 103 კვ.მ. ს/კ 0----------------------.

 

3.1.3. 2016 წლის 17 ივნისს მხარეთა შორის ასევე გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ საკუთრებში გადასცა მოპასუხეს უძრავი ქონება მდებარე. ქ. თბილისი, შ------------------, 110,19კვ.მ. ს/კ 0----------------------.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი არემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა ნ-------------–---–ის სარჩელი, შეისწვლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამეა მოტხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ჩუქების ხელშეკრულების უსასყიდლო ხასითი მის ძირითად მაკვალიფიცირებელ წინაპირობას წარმოადგენს. ამიტომ, იგი შესაძლებელია, სხვადასხვა მოტივებით იყოს განპირობებული, რომლებიც ძირითადად მორალური ნიშნებით არის განსაზღვრული. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩუქების მოტივი ყოველთვის გამომდინარეობს გამჩუქებლის მხრიდან დასაჩუქრებულის მიმართ არსებული პოზიტიური დამოკიდებულებიდან. ამგვარი ურთიერთობები კი, როგორც წესი, გარკვეული დროის განმავლობაში ყალიბდება და საფუძვლად უდევს მხარეთა შორის არსებული მადლიერება, კეთილგანწყობა, ან დამკვიდრებული ჩვეულებებით დადგენილი ერთგვარი მორალური ვალდებულება. ამდენად, კეთილგანწყობილი ურთიერთობა ან მჭირდო ნათესაური თუ სხვაგვარი დამოკიდებულება, რაც დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, გარკვეულ მორალურ ვალდებულებებს წარმოშობს, წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულების მნიშვნელოვან მოტივს.

 

წარმოდგენილი ანალიზი ცხადჰყოფს, რომ ანალოგიურ ვითარებაში მყოფი გონიერი ადამიანი ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებისას ხელმძღვანელობს სწორედ აღნიშნული მოტივებით. ხოლო როდესაც მხარეთა შორის არ არსებობს არანაირი მორალური მოტივები და მათი ურთიერთობა მხოლოდ ყოფით საწყისებზეა აგებული გონივრულობის სტანდარტის გათვალიწინებით, ამგვარი ვითარება ვერ გახდება ჩუქების ხელშეკრულების წინაპირობა, შესაბამისად, ალბათობის მაღალი ხარისხით არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებისას გამჩუქებელი ხელმძღვანელობდა არა ამ ტიპის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი მოტივებით, არამედ გარკვეული კომერციული ინტერესით.

 

მიუხედავადა ამისად, სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლი, პოზიტიური განწყობის საწინააღმდეგო დამოკიდებულების პირობებში, ითვალისწინებს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას, თუ დასაჩუქრებულის ქცევა გამჩუქებლის მიმართ შეურაცხმყოფელია, ან ავლენს დიდ უმადურობას. შეურაცხყოფა, როგორც სუბიექტური კატეგორიაა გამოხატავს პირის ფსიქო-ემოციურ დამოკიდებულებას, ამიტომ საკუთრების უფლების შეცილება მხოლოდ ინდივიდუალურ წარმოდგენებზე დაყრდნობით დაუშვებელია. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოთ მოყვანილი ნორმის ჭრილში, ქცევის სტანდარტის, როგორც შეურაცხმყოფელი მოქმედების შეფასება უნდა მოხდეს სუბიექტური და ობიუქტური ტესტის გათვალისწინებით. ამ კუთხით, მოსარჩელის ვერსია შეურაცხმყოფელი ქცევის აღწერის კუთხით ორ წინაპირობას ეფუძნება: სიტყვიერი და ფიციკური შეურაცხყოფა და დასაჩუქრებულის მიერ გამოთქმული მოსაზრება საცხოვრებელი სახლის გასხვისების და იპოთეკით დატვირთვის თაობაზე. უპირველესყოვლისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ „შეურაცხყოფა“, როგორც შეფასებითი კატეგორია დამოუკიდებლად არ ექცევა მტკიცების ფორმატში და უნდა შეიცავდეს წინაპირობებს, რომელიც იძლევა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას. ამიტომ, ამგვარი აბსტრაქტული მოცემულობა „სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის“ მოითხოვას მკაფიო ფაქტობრივი საფუძვლების მითითებას. შეურაცხყოფის კონტექსტში ნ-------------–---–ის სარჩელი არ არის წარმოდგენილი დასაბუთებილი შინაარსით. ჩუქების ხელშეკრულებაის არსებობა, თუნდაც მორალური კატეგორიების გათვალისწინებით, არ ანიჭებს გამჩუქებელს საკუთრების უფლების კონტროლის შესაძლებლობას.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან ნ-------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს არ ეკისრება სახელმწიფო ბაჟი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ივნისის განჩნებით გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფა, რომელიც უნდა გაუქმდეს;

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამარტლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-ე, 244-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. ნ-------------–---–ის სარჩელი თ-------------ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ივნისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის გატარების თაობაზე და ყადაღა მოეხსნას თ-------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას: ქ. თ---–------------------------------. ს/კ 0---------------------- და ქ. თბილისი, შ------------------, 110,19კვ.მ. ს/კ 0----------------------.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

საქმე #2/15320-17

 

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

სარეზოლუციო ნაწილი

27.09.2018 წ. ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

სხდომის მდივანი: ნატო ხელაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსამენით

 

მოსარჩელე: ნ-------------–---–ი

 

მოპასუხე: თ-------------ე

 

დავის საგანი: ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამარტლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-ე, 244-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. ნ-------------–---–ის სარჩელი თ-------------ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ივნისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის გატარების თაობაზე და ყადაღა მოეხსნას თ-------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას: ქ. თ---–------------------------------. ს/კ 0---------------------- და ქ. თბილისი, შ------------------, 110,19კვ.მ. ს/კ 0----------------------.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი