გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110310018002447300
N3/64-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20.11.2018 წელი ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი
სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი
მოსარჩელე ზ------ი მ--------,მოპასუხე ა(ა)იპ ს----------–---------–-----–---------------–-------------–-----------–-----–-----------------–---–-----------------------––---------–--------–--------------ა;
მესამე პირი: სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, საქართველოს საპატრიარქო წმ.მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრი,დავის საგანი: სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
აღიარებულ იქნას ზ------ მ--------- (პ.ნ 5----------, დაბადებული 1----–-–----- თებერვალს) მიერ შპს ,,ხ---------–---–-----------------------––---------–--------–----------------ში" (ამჟამინდელი ა(ა)იპ ს----------–---------–-----–---------------–-------------–-----------–-----–-----------------–---–-----------------------––---------–--------–--------------ა) სრული ზოგადი განათლების ლიცენზირებულ რეჟიმში მიღების ფაქტი (სრული კურსი დაამთავრა 2004 სასწავლო წელს);
მოსარჩელის პოზიცია: 2004 წელს დაამთავრა შპს ,,ხ---------–---–-----------------------––---------–--------–----------------" - ამჟამინდელი ა(ა)იპ ს----------–---------–-----–---------------–-------------–-----------–-----–-----------------–---–-----------------------––---------–--------–--------------ა. ატესტატი დაკარგული აქვს. ატესტატის დუბლიკატის მოთხოვნით მიმართა სერვისების განვითარების სააგენტოს, რაზეც უარი ეთქვა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ა(ა)იპ ს----------–---------–-----–---------------–-------------–-----------–-----–-----------------–---–-----------------------––---------–--------–--------------ამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე წარმომადგენელმა ნა----–ა კა-----ძემ სარჩელი ცნო სრულად და დაადასტურა ზ------ მ--------- მიერ შპს ,,ხ---------–---–-----------------------––---------–--------–----------------ში" - ამჟამინდელ ა(ა)იპ ს----------–---------–-----–---------------–-------------–-----------–-----–-----------------–---–-----------------------––---------–--------–--------------აში - 2004 წელს სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი;
3. მესამე პირების პოზიცია:
3.1. მესამე პირმა - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. სასამართლო სხდომაზე მესამე პირის წარმომადგენელი ნ--- ოდ---ძე დაეთანხმა წარმოდგენილ შესაგებელს.
3.2. მესამე პირმა - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. სასამართლო სხდომაზე მესამე პირის წარმომადგენელი მ--ა მ-------- დაეთანხმა წარმოდგენილ შესაგებელს.
3.3. მესამე პირმა - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა წარმოადგინა პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ ის არ წარმოადგენს მოცემული დავის ფარგლებში ულებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს. სასამართლო სხდომაზე მესამე პირის წარმომადგენელი თ----ა ან---ა დაეთანხმა წარმოდგენილ წერილობით მოსაზრებას.
3.4. მესამე პირმა - საქართველოს საპატრიარქო წმ.მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო. სასამართლო სხდომაზე მესამე პირის წარმომადგენელი არ გამოცხადდა.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. 2004 წელს ზ------ მ--------მ დაამთავრა შპს ,,ხ---------–---–-----------------------––---------–--------–----------------" - ამჟამინდელი ა(ა)იპ ს----------–---------–-----–---------------–-------------–-----------–-----–-----------------–---–-----------------------––---------–--------–--------------ა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სარჩელი;
- მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება;
- ა(ა)იპ ს----------–---------–-----–---------------–-------------–-----------–-----–-----------------–---–-----------------------––---------–--------–--------------ის მიერ 2018 წლის 10 იანვარს გაცემული ცნობა N4-01;
- ა(ა)იპ ს----------–---------–-----–---------------–-------------–-----------–-----–-----------------–---–-----------------------––---------–--------–--------------ის მიერ 2018 წლის 20 ივნისს გაცემული ცნობა N4-30;
4.1.2. მოსარჩელე ზ------ მ--------- სახელზე ა(ა)იპ ს----------–---------–-----–---------------–-------------–-----------–-----–-----------------–---–-----------------------––---------–--------–--------------ამ, ყოფილი შპს ,,ხ---------–---–-----------------------––---------–--------–----------------" - გასცა ატესტატი ნომრით 0004091.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ა(ა)იპ ს----------–---------–-----–---------------–-------------–-----------–-----–-----------------–---–-----------------------––---------–--------–--------------ის მიერ 2018 წლის 10 იანვარს გაცემული ცნობა N4-01;
- ა(ა)იპ ს----------–---------–-----–---------------–-------------–-----------–-----–-----------------–---–-----------------------––---------–--------–--------------ის მიერ 2018 წლის 20 ივნისს გაცემული ცნობა N4-30;
4.1.3. მოსარჩელემ ატესტატის მიღების მოთხოვნით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რომელმაც უარი უთხრა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის გაცემაზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 07 მარტის N28/79488 პასუხი;
4.1.4. მოპასუხე ა(ა)იპ ს----------–---------–-----–---------------–-------------–-----------–-----–-----------------–---–-----------------------––---------–--------–--------------ის (შპს ,,ხ---------–---–-----------------------––---------–--------–----------------" ) წარმომადგენელმა სარჩელი ცნო და დაადასტურა ზ------ მ--------- მიერ აღნიშნულ გიმნაზიაში 2004 წელს სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სხდომის ოქმი;
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22-24-ე მუხლების საფუძველზე;
7.2. განსახილველ შემთხვევაში სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოსარჩელის მიერ შპს ,,ხ---------–---–-----------------------––---------–--------–----------------ში" 2004 წელს სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი.
7.3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებით დამტკიცებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემაზე უარის თქმის ან მისი განმეორებით მიღების სურვილის შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს (სამოქალაქო რეესტრის სამსახური) ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში მოსწავლის მონაცემების არარსებობის შემთხვევაში ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მისაღებად პირს შეუძლია წარადგინოს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:
ა) შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ან საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს დაინტერესებული პირის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის სათაური, ნომერი და გამოცემის თარიღი; ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი ან სასამართლოს გადაწყვეტილება საბაზო ან სრული განათლების აღიარების შესახებ;
7.4. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სახელმწიფოს მიერ შესაბამისი დოკუმენტით ამის დადასტურებას. სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს და სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ამავე კანონის მუხლი მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.
7.5. ,,სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება და სააღმზრდელო დაწესებულება, რომლებიც ლიცენზირებას ექვემდებარებოდა ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მაგრამ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე არ ექვემდებარებოდა ლიცენზირებას და საქმიანობას ახორციელებდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, აგრეთვე სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებული დაწესებულების მიერ 100%-იანი წილით დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულებები, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებები, ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და სახელმწიფოს მიერ 2010 წლის 1 სექტემბრამდე ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით დაფუძნებული დაწესებულებები ლიცენზირებულად ითვლება.
7.6. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის N113/ნ ბრძანების დანართი N1-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.
7.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს მხარეთა დისპოზიციურობის პრინციპს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით.
7.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები;
7.9. სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ზ------ მ--------მ დაამტკიცა მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და აღსანიშნავია ისიც, რომ, მოპასუხემ სარჩელი ცნო.
7.10. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ზ------ მ--------მ 2004 წელს დაამთავრა შპს ,,ხ---------–---–-----------------------––---------–--------–----------------" - ამჟამინდელი ა(ა)იპ ს----------–---------–-----–---------------–-------------–-----------–-----–-----------------–---–-----------------------––---------–--------–--------------ა . შესაბამისად, მოსარჩელე ითხოვს სასამართლოს მიერ სრული საშუალო განათლების მიღების ფაქტის აღიარებას;
7.11. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა სახეებს წარმოადგენს მხარეთა (მესამე პირი) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტის დასკვნა. ძირითადად, მტკიცებულებათა შეგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოებების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას (საქართვლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებას თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არარსებობის შესახებ;
7.12. მიუხედავად იმისა, რომ სარჩელის ცნობის შემთხვევაში, სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო თავის გადაწყვეტილებას აფუძნებს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობასა და გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება მოსარჩელის მიერ საშუალო განათლების მიღების ფაქტი. შესაბამისად, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯები მოიცავს სახელწიფო ბაჟის სახით გადახდილ თანხებს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი, იგი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 208-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ზუ---- მ--------- სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. აღიარებულ იქნას ზ------ მ--------- (პ.ნ 5----------, დაბადებული 1----–-–----- თებერვალს) მიერ შპს ,,ხ---------–---–-----------------------––---------–--------–----------------ში" (ამჟამინდელი ა(ა)იპ ს----------–---------–-----–---------------–-------------–-----------–-----–-----------------–---–-----------------------––---------–--------–--------------ა) სრული ზოგადი განათლების ლიცენზირებულ რეჟიმში მიღების ფაქტი (სრული კურსი დაამთავრა 2004 სასწავლო წელს);
3. მოსარჩელე ზ------ მ--------ს (პ.ნ 5----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი, რომელიც ჩარიცხულია შემდეგ ანგარიშზე: 300193150 (საგადახდო დავალება №101, გადახდის თარიღი 16.07.2018წ, გადამხდელი ზ------- მ--------);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. № 32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ზესტაფონი, წერეთლის ქ. №7).
მოსამართლე: მიხეილ ბებიაშვილი