განაჩენი

სისხლის სამართლის 16.10.2018
საქმის ნომერი
270100118002677804
დავის ტიპი
177 2 ა
თარიღი
16.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №270100118002677804 (1/70-18)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს

მაგისტრატი სასამართლო წა-–------ის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ

სალომე ქობალიას მდივნობით,პროკურორ - მა----------ს,ბრალდებულ - ფრ--------------ას და

ადვოკატ - რო---------------ას

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მა----------ს შუამდგომლობა

 

ბრალდებულ ფრ--------------ას მიმართ,მამის სახელი: გუ----ი,დაბადების თარიღი: 22-------6 წელი

პირადი ნომერი: 19--------2,საქართველოს მოქალაქე,საშუალო განათლების მქონე,დაოჯახებული,მისამართი: ქ. ზუ---------------–-------------7

 

სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

დადგენილია, რომ ფრ--------------ამ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში

 

2018 წლის სექტემბრის თვის დასაწყისში, ფრ-------------ამ წა-–------ის რაიონის სოფელ ჭალ----ან მდებარე ტყის მასივში შპ--------------------------------------ალ დეველოპმენტ კოს“ კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონოდ მოჭრა ხუთი ძირი წიწვოვანი ჯიშის ხე, რომლისგანაც დაამზადა 37 ცალი სხვადასხვა ზომის მორი, რასაც 2018 წლის 19 სექტემბერს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა, რითაც დაზარალებულს მიადგა 2102 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2018 წლის 16 ოქტომბერს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მა----------ს, ბრალდებულ ფრ--------------ას და ადვოკატ რო---------------ას შორის.

 

საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლო სხდომაზე დარწმუნდა, რომ ბრალდებული ფრ--------------ა აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი, სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს, მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.

 

ბრალდებული ფრ--------------ა აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.

 

ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის თაობაზე, ასევე დავრწმუნდი, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების, თუ ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს.

 

ბრალდებული ფრ--------------ა ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს.

 

ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში.

 

ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, განემარტა ბრალდებულს, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

პროკურორი შუამდგომლობს ბრალდებულის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე და ითხოვს:

 

ბრალდებული ფრ-------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ბრალდებულ ფრ-------------ას საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

 

ნივთიერი მტკიცებულება: - საქმეზე ამოღებული 37 მორი დაუბრუნდეს შპ-----------------------------------------–-------–----------ოს“;

-დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული საშუალება ბენზოხერხი, ჩამოერთვას ფრ-------------ას სახელმწიფოს სასარგებლოდ;

-კამაზის მარკის სატვირთო ავტომანქანა, სანომრე ნიშნით FA----9 დაუბრუნდეს ფრ-------------ას.

ბრალდებული და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი რო---------------ა ეთანხმებიან ბრალდებულის მიმართ ზემოთაღნიშნული სასჯელის გამოყენებას.

 

ფრ--------------ას ბრალეულობა დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:

 

1. ბრალდებულ ფრ-------------ას გამოკითხვის ოქმი;

2. მოწმე ელ---------------------ას გამოკითხვის ოქმი;

3. მოწმე ბე–-----------ს გამოკითხვის ოქმი;

4. მოწმე ამ---------–--------ს გამოკითხვის ოქმი;

5. მოწმე კო--------------ას გამოკითხვის ოქმი;

6. მოწმე ზვ------–----ას გამოკითხვის ოქმი;

7. ამოღებული მორები და ბენზოხერხი;

8. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი;

9. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი;

 

სასამართლომ განიხილა რა საქმეში არსებული მასალები, გაეცნო და გაანალიზა ბრალის დასადასტურებლად წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს, მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია და მივიდა შემდეგ დასკვნამდე:

 

გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ფრ--------------ამ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.

 

ფრ--------------ას მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს მხედველობაშია მიღებული ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

ფრ-------------ას მიმართ მიზანშეწონილია საქართველოს სსკ-ს 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმის გამოყენება.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს მიდგომას საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან მიმართებაში:

 

საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom ).

 

ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).

 

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy).

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 209-210-ე, 212-213-ე, 214-215-ე, 216-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

პროკურორ მა----------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორს მა----------ს, ბრალდებულ ფრ-------------ას და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ რო---------------ას შორის;

 

ბრალდებული ფრ-------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ბრალდებულ ფრ-------------ას საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

 

ნივთიერი მტკიცებულება: - საქმეზე ამოღებული 37 მორი დაუბრუნდეს შპ-----------------------------------------–-------–----------ოს“;

-დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული საშუალება ბენზოხერხი, ჩამოერთვას ფრ-------------ას სახელმწიფოს სასარგებლოდ;

-კამაზის მარკის სატვირთო ავტომანქანა, სანომრე ნიშნით FA----9 დაუბრუნდეს ფრ-------------ას.

ფრ-------------ას სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან;

 

საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, ფრ-------------ას ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს პრობაციის ბიურომ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში (თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, საქმის განმხილველმა მოსამართლემ უგულებელყო XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები), ხოლო პროკურორს ერთი თვის ვადაში შესაბამისი გარემოებების დადგენიდან (მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა) უფლება აქვთ ზემდგომ სასამართლოში წარადგინონ საჩივარი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე;

 

განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა