განაჩენი

სისხლის სამართლის 16.10.2018
საქმის ნომერი
120100118002632907
დავის ტიპი
273
თარიღი
16.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 18002632907-1/364-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

11 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი

სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ------------–---–---–ი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - მ--–------------–--- - საქართველოს მოქალაქე, პირადი № 1----------, დაბადებული 1----–-–----------–---, დაოჯახებული მცხოვრები - ქ---------------------–---–------------------

 

ადვოკატი - პ------------–-–---–-

 

სხდომის სახე - ღია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით.

 

განსახილველი საკითხი: ბრალდებულ მ--–------------–---ს მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. საპროცესო შეთანხმების არსი:

1.1. შუამდგომლობის მიხედვით, მ--–------------–---ს ბრალდება გამოიხატა შემდეგში -2017 წლის 1--------- მ--–------------–--- ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გასამართლებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით. მიუხედავად აღნიშნულისა მ--–------------–---მ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, იგი 2018 წლის 2-------- შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ შემოწმებული იქნა ნარკოლოგიურ კაბინეტში, რა დროსაც დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების ამფეტამინისა და მეტამფეტამინის მოხმარების ფაქტი.

 

1.2. ამდენად, მ--–------------–---მ ჩაიდინა პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1 მ--–------------–---ს მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: მოწმეთა - დ--------------------–------------–-----------------------–---- გამოკითხვის ოქმები, ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის დასკვნა, ნასამართლეობის ცნობები, დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, 2017 წლის 1---------ს განაჩენი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

3.1. ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზემდგომი პროკურორის თანხმობით, პროკურორ გ------------–---–---–ს, ბრალდებულ მ--–------------–---ს და მის ადვოკატს პ------------–-–---–ს შორის.

 

3.2. პროკურორმა გ------------–---–---–მა ახალციხის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა და ითხოვა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ მ--–------------–---ს მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

3.3. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ პროკურორის შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა გ------------–---–---–მა, ბრალდებულმა მ--–------------–---მ და მისმა ადვოკატმა პ------------–-–---–მა.

 

3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მიიჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის; ამასთან, ბრალდებული სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსსა და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.

 

3.5. სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული მ--–------------–--- სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებები - დაცვის უფლება; უფლება, უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ; უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის შესახებ.

 

3.6. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების ან ისეთი დაპირების, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში და რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1 საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111-ე ნაწილით გათვალისწინებული მტკიცებულებები მ--–------------–---ს მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისათვის, ამასთან სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------------–---–---–ი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111-ე ნაწილის, 209-216-ე, 258-260-ე, 268-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------------–---–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. დამტკიცდეს პროკურორსა და ბრალდებულ მ--–------------–---ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

 

3. მ--–------------–--- (პირადი №1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1---------ს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავარი 3 (სამი) წელი.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით.

 

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად ასევე მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 1200 (ათას ორასი) ლარის ოდენობით.

 

7. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ--–------------–---ს ძირითადი სასჯელების სახით და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 (სამი) წელი.

მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 1200 ( ერთი ათას ორასი) ლარის ოდენობით.

 

8. მ--–------------–---ს მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება გირაო, რომელიც უზრუნველყოფილი არ არის, გაუქმდეს.

 

9. არასაპატიმრო სასჯელის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ მ--–------------–---ს მიმართ კონტროლი განახორციელოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

10. ჯარიმის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე მსჯავრდებულ მ--–------------–---ს მიმართ კონტროლი განახორციელოს სააღსრულებო ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

11. მ--–------------–---ს (პ/ნ 1----------) „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე 06 (ექვსი) თვით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველლობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

12. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

13. მსჯავრდებულს უფლება აქვს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები;

 

14. თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი