განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-------
(№0----------3)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნათია გუდაძემ
სხდომის მდივნის - ნინო ვარაზაშვილის,სახელმწიფო ბრალმდებლების - ვ----–----------ის, მ------–--------ს,ბრალდებულების - კ--------------ის, დ----------------ის,ადვოკატების - რ------------–--ის, არ---–-–---–---–-ს, მ--–--------–-----ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულების: კ-------------------------ის (დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, არასრული უმაღლესი განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–--------------------------–-------------ში) მიმართ, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით;
დ-------------------------------ის (დაბადებული 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–--------------------------–-------------ში) მიმართ, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 02 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, დ----------------ემ და კ--------------ემ, უკანონოდ შეაღწიეს თ---–--–---–-------------------ში მდებარე „ე-----------ის“ სალაროში, სადაც პისტოლეტისმაგვარი საგნის დემონსტრირებით, მოლარე-ოპერატორებს: მ---------–------ეს და თ----------–--ეს სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, გასტაცეს შპს „ჩ--------------“-ის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა - 165 000 ლარი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, საცავში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით:
დაზარალებულ მ---------–------ის ჩვენებით, მუშაობს თ---–--–---–-------------------ში მდებარე შპს „ე-----------ის“ ინტერნეტ სალაროში მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე. სალაროში თანხის შეტანა ხორციელდება საბანკო ინკასაციის მეშვეობით და ვიდეოკამერების კონტროლის ქვეშ. 2017 წლის 28 დეკემბერს, სალაროში საბანკო ინკასაციის მეშვეობით, თავდაპირველად მიტანილ იქნა 200 000, ხოლო შემდგომ დამატებით - 100 000 ლარი. რაც შეეხება 2018 წლის 02 იანვარს, დაახლოებით 19:53 საათზე, მას შემდეგ, რაც დაამთავრა სამუშაო საათები და მოლარე-ოპერატორ თ-------–--ეს ცვლასთან ერთად, გადააბარა თანხა 179 660 ლარის ოდენობით, აპირებდა სალაროს ოთახიდან გამოსვლას, რა დროსაც ოთახში შევარდა მამაკაცი, რომელსაც მალევე შეჰყვა მეორე პიროვნებაც. მამაკაცს, რომელიც პირველი შევიდა ოთახში, ხელში ეჭირა პისტოლეტი, ეცვა შავი ტყავის ქურთუკი, ეკეთა „ბაიკერის“ ხელთათმანი, სახეზე - ნიღაბი და ეფარა მოტოციკლის ჩაფხუტი, ხოლო მეორე თავდამსხმელს - ხელში ეჭირა ქისისმაგვარი ტომარა. თავდამსხმელები ითხოვდნენ თანხის გადაცემას, ხოლო წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით. თავდამსხმელებმა გამოაღეს სეიფის კარი, რაც ნაწილობრივ იყო ღია მდგომარეობაში და თანნაქონ ტომარაში ჩაალაგეს ფულის კუპიურები 165 000 ლარის ოდენობით, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილი დატოვეს მოტოციკლით და გაემართნენ ბავშვთა სამყაროს მიმართულებით.
მოწმე თ------–----–--ის ჩვენებით, მუშაობს თ---–--–---–-------------------ში მდებარე „ე-----------ის“ ინტერნეტ სალაროში მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე. 2018 წლის 02 იანვარს, დაახლოებით 08:30 საათზე, სამუშაო საათების დასრულების შემდგომ, მოლარე-ოპერატორ მ---------–------ეს ცვლასთან ერთად, გადააბარა სალაროში არსებული ფულადი თანხა, დაახლოებით 180 000 ლარის ოდენობით. თავად დაყაჩაღების ფაქტს არ შესწრებია და მომხდარის შესახებ შეიტყო მეორე დღეს.
მოწმე შ-----------------ის ჩვენებით, მუშაობს თ---–--–---–-------------------ში მდებარე „ე-----------ში“ მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე. მის მოვალეობაში შედის ონლაინ თამაშებზე მოგებული თანხის გაცემა. თანხის შეტანა სალაროში ხდება საბანკო ინკასაციის მეშვეობით, რის შესახებაც შესაბამისი სამსახური წინასწარ ატყობინებს მათ. სამუშაო საათების დასრულების შემდგომ, სხვა მოლარეზე თანხის გადაბარება ხდება დახურული ჟალუზის მიღმა, ვიდეოკამერების მეთვალყურეობის ქვეშ. 2018 წლის 02 იანვარს მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის შესახებ ცნობილი გახდა მ---------–------ისგან.
მოწმე ზ--------------–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 02 იანვარს, დაწყებულ იქნა გამოძიება „ე-----------ის“ დაყაჩაღების ფაქტზე. მიღებული ინფორმაციის თანახმად, მომხდარ ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით, გარკვეულ ინფორმაციას ფლობდნენ კ--------------ე, დ----------------ე და მის ძმა - მ---------------ე. დაკითხვისას დ----------------ემ აღიარა კ--------------ესთან ერთად, „ე-----------ის“ დაყაჩაღების ფაქტი, რის შემდეგაც იგი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით, რომლის პირადი ჩხრეკისას სხვა პირად ნივთებთან ერთად, ამოღებულ იქნა ფულადი თანხა, კერძოდ 52 ორმოცდაათლარიანი, 11 ოცლარიანი და 11 ცალი ხუთლარიანი კუპიურა.
მოწმე ბ------------ის ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მოწმის სახით დაკითხა მ---------------ე, რის შემდგომაც იგი დააკავა ბრალდებულის სახით და ჩაუტარა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც სხვა პირად ნივთებთან ერთად, ამოღებულ იქნა ფულადი თანხა, რაც მ.მ---------ის განმარტებით გადასცა მისმა ნათლიამ - კ--------------ემ.
მოწმე ს-----------–-----ის ჩვენებით, 2018 წლის 06 იანვარს, მიღებულ იქნა ინფორმაცია მასზედ, რომ „ე-----------ის“ ყაჩაღობაში მონაწილე პირების მიერ დანაშაულის ჩადენის დროს გამოყენებულ იქნა ლ----------–-–---–ის კუთვნილი, თეთრი „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანა. მოწმის სახით გამოიკითხა ლ----------–-–---–ი, რომელმაც დაადასტურა დ----------------ეზე ავტომანქანის მიქირავების ფაქტი და გამოძიებას წარუდგინა მასთან 01 იანვარს გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულების, პირადობის მოწმობის და მანქანის ტექნიკური პასპორტის ასლები.
მოწმე გ----------–---–ის ჩვენებით, მოწმის სახით დაკითხა კ--------------ე, რის შემდეგაც დააკავა ბრალდებულის სახით და ჩაუტარა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა ფულადი თანხა 2 331 ლარის ოდენობით და სხვა პირადი ნივთები. კ--------------ის მონაწილეობით, ასევე ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი.
მოწმე ლ----------–-–---–ის ჩვენებით, დაახლოებით ერთი წელია დაკავებულია ავტომანქანების დღიურად გაქირავებით. საკუთრებაში ჰყავს თეთრი ფურგუნის სტილის „ფორდ ტრანზიტის“ სატვირთო ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით: C--------. 2018 წლის 01 იანვარს, დაუკავშირდა დ----------------ე, რომელმაც მისი ტელეფონის ნომერი მოიძია ინტერნეტ გვერდიდან, სადაც განთავსებული აქვს განცხადება მანქანის გაქირავებასთან დაკავშირებით. შეხვდა დ----------------ეს და გააფორმა მასთან იჯარის ხელშეკრულება. იჯარის თანხის გადახდის შემდგომ კი, სარგებლობაში გადასცა ავტომანქანა, ხოლო მისი პირადობის მოწმობის და მანქანის ტექნიკური პასპორტის ასლები დაიტოვა თავად. დ----------------ისთვის არ უკითხავს თუ რისთვის სჭირდებოდა მანქანა. 06 იანვარს გამომძიებელთან შეხვედრისას გაიგო მომხდარი ფაქტის შესახებ.
მოწმე ქ----------------------ს ჩვენებით, შპს „ჩ--------------“ ფლობს სასაქონლო ნიშანს „ე-----------ს“ და თავად მუშაობს აღნიშნულ კომპანიაში იურისტის თანამდებობაზე. 2018 წლის 02 იანვარს განხორციელებული ყაჩაღობის შედეგად, კომპანიამ განიცადა 165 000 ლარის მატერიალური ზიანი.
მოწმე დ-----------–-–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 02 იანვარს დაიწყო გამოძიება „ე-----------ის“ სალაროს დაყაჩაღების ფაქტზე. დაკითხა მოწმეები, დანიშნა სხვადასხვა სახის ექსპერტიზა და დაათვალიერა ვიდეოჩანაწერები, რასთან დაკავშირებითაც შედგენილ იქნა შესაბამისი ოქმები.
მოწმე ლ-–--------–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 07 იანვარს, დ----------------ის მონაწილეობით ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი. ბრალდებულმა დეტალურად მიუთითა დანაშაულის ჩადენის დღეს მისი გადაადგილების მარშრუტი და აღწერა „ე-----------ზე“ განხორციელებული ყაჩაღობის და ფულის გატაცების დეტალები.
მოწმე გ------------–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 02 იანვარს, ექსპერტ-კრიმინალისტების და კინოლოგიის სამსახურის თანამშრომლების მონაწილეობით, დაათვალიერა თ---–--–---–-------------------ში მდებარე შემთხვევის ადგილი, საიდანაც აღებულ იქნა სუნის და ხელის კვლის ნიმუშები, ასევე ანაწმენდები.
მოწმე გ---------------–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 06 იანვარს, პირადმა კონტაქტმა აცნობა, რომ მ---------------ე, დ----------------ე და კ--------------ე ფლობდნენ მნიშვნელოვან ინფორმაციას „ე-----------ზე“ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, რის შესახებაც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას, ასევე მიიღო ინფორმაცია მასზედ, რომ კ--------------ეს გ-----ს რაიონში ჰქონდა სოფელი, სადაც სავარაუდოდ ინახავდა „ე-----------იდან“ გატაცებულ ფულად თანხას.
მოწმე ქ------–-------------ს ჩვენებით, 2018 წლის 06 იანვარს, კ-----------–-ის ქუჩაზე შენიშნა თეთრი ფერის მანქანა, სადაც იმყოფებოდნენ: კ--------------ე, დ----------------ე და მ---------------ე. პირად საუბარში კ--------------ემ განუმარტა, რომ ფლობდა ინფორმაციას ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა არ სურდა მისი ნათქვამის ოფიციალურად დაფიქსირება. ამის შემდგომ, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედება და ფარულად იქნა ჩაწერილი კ--------ესთან საუბარი, რომელმაც აღიარა ჩადენილი დანაშაული და დეტალურად აღწერა თუ როგორ დაგეგმა და განახორციელა „ე-----------ის“ სალაროს დაყაჩაღება დ----------------ესთან ერთად, საიდანაც გაიტაცეს დიდი ოდენობით ფულადი თანხა.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ დ-----------------ს ჩვენებით, 2018 წლის 11 იანვარს, სასჯელაღსრულების N8-ე დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულ დ----------------ისგან აიღო სუნის ნიმუში, რაც დალუქული სახით შემდგომი საექსპერტო კვლევის მიზნით გადასცა გამომძიებელს.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ პ--------------ის ჩვენებით, 2018 წლის 02 იანვარს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე ი-----–--------–--ესთან ერთად, გამოცხადდა თ---–--–---–-------------------ში, სადაც ადგილი ჰქონდა „ე-----------ის“ დაყაჩაღების ფაქტს. მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, საიდანაც ამოღებულ იქნა სუნის კვლის ნიმუშები ორ ქილად, რაც შემდგომი საექსპერტო კვლევის მიზნით, დალუქული სახით გადასცა გამომძიებელს.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ თ------------------–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 02 იანვარს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე ნ------–-----სთან ერთად, გამოცხადდა თ---–--–---–-------------------ში, სადაც ადგილი ჰქონდა „ე-----------ის“ დაყაჩაღების ფაქტს. მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, საიდანაც აღებულ იქნა ანაწმენდები და ხელის კვლები, ასევე ამოღებულ იქნა ფულადი თანხა, რაც დალუქული სახით გადაეცა გამომძიებელს.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ მ----------------ის ჩვენებით, 2018 წლის 29 იანვარს, მის მიერ გაცემულ იქნა ოდოროლოგიური ექსპერტიზის N4------- დასკვნა, რომლის თანახმადაც, თ---–--–---–-------------------ში მდებარე შპს „ე-----------ის“ სალაროს დაყაჩაღების ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ, სალაროს ოთახში იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვლის ნიმუშები იდენტურია კ-------------------------ისგან და არაიდენტურია მ--------------ის ძე მ---------ისგან აღებული სუნის კვლის ნიმუშების. მის მიერ ასევე გაცემულ იქნა ოდოროლოგიური ექსპერტიზის N4------- დასკვნა, რომლის თანახმადაც, თ---–--–---–-------------------ში მდებარე შპს „ე-----------ის“ სალაროს დაყაჩაღების ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ, სალაროს ოთახში იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვლის ნიმუშები იდენტურია დ-------------------------------ისგან აღებული სუნის კვლის ნიმუშის.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ მ-----------–--------ს ჩვენებით, 2018 წლის 06 იანვარს, მონაწილეობა მიიღო კ--------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, რა დროსაც საცხოვრებელი სახლის სარდაფიდან ამოღებულ იქნა ფულადი თანხა, იარაღი და ზურგჩანთა. მოწმის განმარტებით, სარდაფიდან ამოღებულ იქნა 66 500 ლარი, ხოლო საძინებლიდან 1 800 ლარი და 100 აშშ დოლარი, რაც დალუქული სახით გადაეცა გამომძიებელს.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ გ------------–---ს ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მეწყვილე გ-------------------თან და გამომძიებელ გ------------------სთან ერთად, მონაწილეობა მიიღო დ----------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, რა დროსაც ამოღებულ იქნა მომწვანო ფერის ზურგჩანთა, მასში მოთავსებული მინის ქილებით, რაშიც ელაგა ფულის კუპიურები, მთლიანობაში 40-45 000 ლარის ოდენობით. მოწმის განმარტებით, კომოდიდან ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონი და უცხოური ვალუტა ევროს სახით, თუმცა რა ოდენობით, ზუსტად არ ახსოვს.
ბრალდებულებმა: დ----------------ემ და კ--------------ემ, დასკვნით სიტყვებში და საბოლოო სიტყვებით გამოსვლის დროს, თავი სრულად ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვეს კანონით გათვალისწინებული შეღავათების გაწევა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თ---–--–---–-------------------ში განთავსებულ „ე-----------ის“ სალაროში, რომელიც მდებარეობს მრავალსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებულ იქნა 200 ოცლარიანი და 100 ხუთლარიანი კუპიურა, ასევე 80 ორლარიანი მონეტა, სეიფის გასაღები, ხუთი დაქტილოფირი, რვა ბიოლოგიური ანაწმენდი, პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკი, მასში არსებული ფულადი თანხით და სუნის კვლის ნიმუშები ორ ქილად, რაც დალუქული სახით, შემდგომი საექსპერტო კვლევის მიზნით გადაეცა გამომძიებელს.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, კ--------------ე ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 2018 წლის 06 იანვარს, 21:05 საათზე, რომლის პირადი ჩხრეკისას მისი მუქი ლურჯი ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ფულადი თანხა ჯამში 2 331.40 ლარის ოდენობით.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის საფუძველზე, დ----------------ე ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 2018 წლის 06 იანვარს, 22:00 საათზე, რომლის პირადი ჩხრეკისას, მისი შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა შავი ტყავის საფულე, მასში მოთავებული, მის სახელზე გაცემული ID ბარათით, მართვის მოწმობით, მოტოციკლის სარეგისტრაციო მოწმობით, პლასტიკური ბარათებით და ფულადი თანხით ხუთი ლარის და 80 თეთრის ოდენობით.
დ----------------ის საცხოვრებელი სახლის და სახლის დამხმარე ფართის ჩხრეკის ოქმის შესაბამისად, საცხოვრებელი სახლის ეზოში შესასვლელიდან ხელმარცხნივ არსებულ ოთახში, ტანსაცმლების ტუმბოდან ამოღებულ იქნა ორი „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი. ტელეფონის შალითიდან კი, 550 ევრო. კარადის მარჯვნივ არსებული სივრციდან ამოღებულ იქნა მწვანე ჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო სამი მინის გამჭვირვალე ქილა, რომელშიც ეწყო ფულადი თანხა, კერძოდ, N1 ქილაში - 20 000 ლარის, N2-ე ქილაში - 7 460 ლარის, ხოლო N3-ე ქილაში - 15 000 ლარის ოდენობით. გარდა აღნიშნულისა, ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონები, ტელეფონის ყუთები, „ქსენონის“ ფირმის ფოტოაპარატი აქსესუარებით და მწვანე ზურგჩანთა.
ბრალდებულ კ--------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, სახლი მდებარეობს თ---–--–--------------------------–-------------ში, რომელიც წარმოადგენს კერძო საცხოვრებელ სახლს და გააჩნია ეზო და სარდაფი. სარდაფის ჩხრეკისას ლურჯი პლასტმასის კასრში ნანახი იქნა შავი მწვანე ფერით გაწყობილი ნაჭრის სპორტული ზურგჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო შავი პისტოლეტის მსგავსი საგანი, ერთ მჭიდით და შვიდი ვაზნით. ამავე ზურგჩანთაში ნანახი იქნა შავი ფერის ნაჭრის ტომრის მსგავსი ჩანთა, რომელშიც ეწყო ფულადი თანხა, კერძოდ, 15 შეკვრა ხუთლარიანი კუპიურა, სულ 1 500 ხუთლარიანი, ანუ 7 500 ლარი; სამი შეკვრა ათლარიანი კუპიურა, სულ 300 ათლარიანი, ანუ 3 000 ლარი; რვა შეკვრა 800 ოცლარიანი კუპიურა, სულ 16 000 ლარი; ექვსი შეკვრა 600 ორმოცდაათლარიანი კუპიურა, სულ 10 000 ლარი და ერთი შეკვრა 100 ასლარიანი კუპიურა, სულ 10 000 ლარი. ტომარაში მოთავსებულმა თანხამ შეადგინა 66 500 ლარი, ასევე ამოღებულ იქნა ერთი წყვილი რეზინის თეთრი ხელთათმანი, პისტოლეტის განმუხტვისას გამოყენებული ერთი წყვილი ლურჯი რეზინის ხელთათმანი, 1 800 ლარი და 110 აშშ დოლარი.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ბრალდებულების: დ----------------ის და კ--------------ის, ასევე ექსპერტების მონაწილეობით, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ბრალდებული პირების მითითებით გასვლა მოხდა თ---–--–--------------------------–-------------ე საცხოვრებელი სახლის ჭიშკრის წინ, სადაც 2018 წლის 02 იანვარს იდგა დ----------------ის მიერ ნაქირავები სამარშრუტო მიკროავტობუსი, რომელშიც მან თავისი მეგობრის - კ--------------ის დახმარებით, აიტანა მისი კუთვნილი შავი მოტოციკლი, გამოიცვალეს ტანსაცმელი და დაიხურეს მოტოციკლის ჩაფხუტები. ამის შემდგომ, გასვლა ხდება თ---–--–----------------–-------------ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც დ.მ---------ემ მიუთითა ის ადგილი, სადაც კ--------------ესთან ერთად, გააჩერა სამარშრუტო მიკროავტობუსი, გადმოიღეს მოტოციკლი და დააყენეს. დ----------------ემ და კ--------------ემ ასევე მიუთითეს იმ ადგილზე, რომელიც წინასწარ ჰქონდათ შერჩეული. ვინაიდან იქ არ იყო ვიდეოკამერები, დატოვეს მიკროავტობუსი. თ---–--–---------------------------ე კორპუსთან მიუთითეს იმ ადგილზე, სადაც 2018 წლის 02 იანვარს, კ--------------ემ და დ----------------ემ გამოიცვალეს ტანსაცმელი, ჩაიცვეს შავი სპორტული ჩასაცმელი, გადმოიტანეს ჩაფხუტები, ავიდნენ თ---–--–---–-----------------ზე, გააჩერეს კერძო ტაქსი და წავიდნენ კ------------–-ს ქუჩაზე. მათივე განმარტებით, ამ დროს თან ჰქონდათ პისტოლეტები. კერძოდ, დ----------------ეს ჰქონდა სათამაშო პისტოლეტი, ხოლო კ--------------ეს - სპორტულ-ხმოვანი პისტოლეტი. მივიდნენ იმ ადგილზე, სადაც გაჩერებული ჰყავდათ მოტოციკლი. დ----------------ე დაჯდა საჭესთან, უკან დაუჯდა კ--------------ე და გაემართნენ ც----ის ქუჩაზე მდებარე „ე-----------ის“ სალაროსთან. დ----------------ისთვის და კ--------------ისთვის წინასწარ იყო ცნობილი იმის შესახებ, რომ სალაროში მომუშავე თანამშრომელი იცვლებოდა 19:30 საათზე. ამის გამო შეარჩიეს ის დრო, როდესაც მოხდებოდა ოპერატორების შეცვლა. დ.მ---------ემ მიუთითა იმ ადგილზე, სადაც გააჩერა მოტოციკლი, რომელიც მდებარეობდა ინტერნეტ სალაროს მოპირდაპირე მხარეს. დაელოდნენ მოლარე-ოპერატორის შეცვლის დროს და სალაროს კარის გაღებისთანავე, კ.კ--------ე პისტოლეტით ხელში შევიდა ინტერნეტ სალაროში. მოლარეებს იარაღის გამოყენების მუქარით, მოსთხოვა სეიფის გაღება, თუმცა დ----------------ის განმარტებით, სეიფის კარი იყო ნაწილობრივ ღია მდგომარეობაში. დაიწყეს ფულის აღება და თანნაქონ შავ ხელჩანთაში ჩალაგება. დ.მ---------ის განმარტებით, თავდაპირველად იგი იმყოფებოდა მოტოციკლთან და გარედან უყურებდა სიტუაციას, ხოლო შემდეგ, თავადაც შეირბინა სალაროსთან და კ.კ--------ესთან ერთად, სეიფიდან აიღო ფულადი თანხა, რაც ჩადეს შავ ხელჩანთაში. შემდეგ კი მოტოციკლით გაემართნენ თ-----------------–-ს ქუჩის მიმართულებით. დ----------------ემ მიუთითა იმ ადგილზე, საიდანაც კ.კ--------ესთან ერთად, გადავიდა სარკინიგზო ლიანდაგზე და მოკლე გზით მივიდნენ რკინიგზის ქუჩაზე, სადაც დატოვებული ჰყავდათ სამარშრუტო მიკროავტობუსი. მიკროავტობუსში ჩადეს მოტოციკლი, გამოიცვალეს ტანსაცმელი და ამავე მიკროავტობუსით წავიდნენ დ.მ---------ის საცხოვრებელი სახლის ზედა ქუჩაზე, კერძოდ, ს-----------ს ქუჩაზე. დ.მ---------ემ მიუთითა ს-----------ს ქუჩაზე მიკროავტობუსის გაჩერების ადგილზე, რომლის საბარგულშიც დაიწყეს ფულის გაყოფა და მოტოციკლის დაშლა. დ.მ---------ის განმარტებით, თ---–--–--------------------------–------------ბ-ში მდებარე სახლის ეზოში, წინა მარჯვენა კუთხეში დააგდო გაყოფილი თანხა და ი----------------------–-------------------–ის მოპირდაპირე მხარეს დააყენა მიკროავტობუსი. მანვე მიუთითა საცხოვრებელ სახლში რამდენიმე შუშის ქილაში შენახულ, სალაროდან გატაცებულ ფულად თანხაზე. დ----------------ის და კ--------------ის მითითებით, გასვლა მოხდა მცხეთის მიმართულებით, რა დროსაც გააჩერეს სოფელ მეტეხზე გადასასვლელ ხიდდთან, შემდეგ მიუთითეს იმ ადგილზე, სადაც გააჩერეს მიკროავტობუსი და ხიდის შუა ნაწილიდან გადაყარეს მოტოციკლის ნაწილები და ტანსაცმელი.
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ, 2018 წლის 07 თებერვალს, დ----------------ეს და კ--------------ეს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისთვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულების: დ----------------ის და კ--------------ის სისხლის ბრალდების სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები, კერძოდ, დაზარალებულ თ----------–--ის, მოწმეების: მ-----–-------–---–ის, მ---------------ის, ზ---- კ--------ის, გ-------------------ის, თ----------------–---–ის, გიორგი მ---------ის, ლ--------–-----ს, ი-----–-----–-–---–ის, ს----–---------–---ის, გ-----------------ის, ა--------–------–---–ის, ჰ----------------ის, ზ-------------ის, გ----------------–---–ის ჩვენებებით, კ--------------ის და დ----------------ის ხელის კვლების, ნერწყვის და სუნის ნიმუშები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ფულადი თანხა, ანაწმენდები, სეიფის გასაღები, დაქტილოფირები, სუნის ნიმუშები, შპს „ჩ--------------“-ის სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, შპს „ს–----------------ის“ სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, შპს „კ------–---ის“ სამეთვალყურეო კამარების ჩანაწერები, ი/მ გ-----------–-–---–ის ლომბარდის სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, შპს „მ-----------------------–ის“ სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერი და საქმეზე წარმოდგენილი სხვა ნივთიერი მტკიცებულებანი, მხარეების მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად სხდომაზე გამოკვლევის გარეშე.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის, ბრალდებულების დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდებულების: დ----------------ის და კ--------------ის მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ყაჩაღობას, ესე იგი თავდასხმას სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დასჯადია ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, საცავში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.
სასამართლო განმარტავს, რომ დ----------------ის და კ--------------ის ქმედება შეიცავს დანაშაულის - ყაჩაღობის შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რაც გამოიხატა დ----------------ის და კ--------------ის მიერ ძალადობის გამოყენების მუქარით, ფულადი თანხის დაუფლებაში და ხელყოფილ სამართლებრივ სიკეთეს - დაზარალებულის საკუთრების უფლებას.
ის ფაქტი, რომ 2018 წლის 02 იანვარს, თ---–--–---–-------------------ში მდებარე „ე-----------ის“ სალაროში ნამდვილად განხორციელდა ყაჩაღური თავდასხმა ორი პირის მიერ, დასტურდება დაზარალებულ მ---------–------ის ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ თავდასხმა მოხდა უეცრად, აგრესიული მოქმედებით და ძალადობის გამოყენების მუქარით, რა დროსაც დაახლოებით 20:00 საათზე, „ე-----------ის“ სალაროში შევიდა ორი მამაკაცი, რომლებიც იარაღის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დაეუფლნენ სალაროში არსებულ ფულად თანხას 165 000 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც მათ დატოვეს შემთხვევის ადგილი. დაზარალებულის ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ თავდამსხმელებს სახეზე ეკეთათ ნიღბები, თავზე ჩამოფარებული ჰქონდათ მოტოციკლის ქუდი, ეცვათ „ბაიკერის“ ხელთათმანები და სალაროდან გასვლის შემდგომ, წავიდნენ მოტოციკლით.
მ---------–------ის ჩვენება სრულ თანხვედრაშია მხარეთა მიერ უდაო მტკიცებულებად დადგენილ დაზარალებულ თ----------–--ის ჩვენებასთან, რითაც ასევე დასტურდება თ---–--–---–-------------------ში მდებარე „ე-----------ის“ სალაროს დაყაჩაღების შედეგად 165 000 ლარის გატაცების ფაქტი.
„ე-----------ის“ სალაროზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმისა და ფულადი თანხის გატაცების ფაქტს, ასევე ადასტურებს დაზარალებულის წარმომადგენელი ქ----------------------, რომლის ჩვენებითაც დადგენილია, რომ შპს „ჩ--------------“, რომელიც ფლობს სასაქონლო ნიშანს „ე-----------ს“, 2018 წლის 02 იანვარს განხორციელებული ყაჩაღობის შედეგად მიადგა 165 000 ლარის მატერიალური ზიანი.
მოწმე ზ--------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციით, დ----------------ე, მ---------------ე და კ--------------ე გარკვეულ კავშირში იმყოფებოდნენ 02 იანვარს, „ე-----------ის“ სალაროზე განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში, რის გამოც მოხდა მათი მოწმის სახით დაკითხვა, რა დროსაც დ----------------ემ სრულად აღიარა კ--------------ესთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით „ე-----------ის“ სალაროს დაყაჩაღებაში მონაწილეობის ფაქტი. მან დეტალურად აღწერა და მიუთითა აღნიშნულ დღეს მათი გადაადგილების მარშრუტი, ასევე თითოეული მათგანის როლი აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში. მისივე ჩვენებით, დ----------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ამოღებულ იქნა მის მიერ მართლსაწინაღმდეგოდ დაუფლებული ფულადი თანხა, კერძოდ 52 ორმოცდაათლარიანი, 11 ოცლარიანი და 11 ცალი ხუთლარიანი კუპიურა. ანალოგიური დადასტურდა მოწმის სახით დაკითხულ გ---------------–---–ის ჩვენებითაც, რომელიც ასევე ფლობდა ოპერატიულ ინფორმაციას დ----------------ის და კ--------------ის „ე-----------ზე“ განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობის შესახებ.
მოწმე გ----------–---–ის ჩვენებით კი, ბრალდებულის სახით დაკავებული კ--------------ე სრულად აღიარებდა დ----------------ესთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, „ე-----------ის“ სალაროზე თავდასხმას და ფულადი თანხის გატაცების ფაქტს, რომლის ნაწილიც 2 331 ლარის ოდენობით, ამოღებულ იქნა მისი პირადი ჩხრეკისას. ამასთან, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს, კ--------------ემ დეტალურად აღუწერა დანაშაულის ჩადენის დღეს, დ----------------ესთან ერთად, გადაადგილების მარშრუტი. მიუთითა იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რითაც ახდენდნენ გადაადგილებას, აჩვენა ის ადგილები, სადაც დ----------------ემ და მან გაინაწილეს „ე-----------იდან“ გატაცებული ფულადი თანხა, კვალის დამალვის მიზნით, გადაყარეს ნივთმტკიცებები.
ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, „ე-----------იდან“ გატაცებული თანხის და დანაშაულის ჩადენის იარაღის ამოღებას, გარდა დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებისა, სრულად ადასტურებს თავად ბრალდებულ კ--------------ის პირადი ჩხრეკის ოქმი, რომლის თანახმადაც, მისი მუქი ლურჯი ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ფულადი თანხა ჯამში 2 331.40 ლარის ოდენობით, ხოლო კ.კ--------ის საცხოვრებელი სახლის სარდაფის ჩხრეკისას, ნანახი იქნა ლურჯი პლასტმასის კასრში მოთავსებული შავი მწვანე ფერით გაწყობილი ნაჭრის სპორტული ზურგჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო შავი პისტოლეტის მსგავსი საგანი, ერთ მჭიდით და შვიდი ვაზნით. ამავე ზურგჩანთაში ნანახი იქნა შავი ნაჭრის ტომრის მსგავსი ჩანთა, რომელშიც ეწყო ფულადი თანხა 15 შეკვრა ხუთლარიანი კუპიურა, სულ 1 500 ცალი ხუთ ლარიანი ანუ 7 500 ლარი; სამი შეკვრა ათლარიანი კუპიურა, 300 ათლარიანი ანუ 3 000 ლარი; რვა შეკვრა 800 ოცლარიანი კუპიურა, სულ 16 000 ლარი; ექვსი შეკვრა 600 ორმოცდაათლარიანი კუპიურა, სულ 10 000 ლარი და ერთი შეკვრა 100 ასლარიანი კუპიურა, სულ 10 000 ლარი. ტომარაში მოთავსებულმა თანხამ შეადგინა 66 500 ლარი. გარდა აღნიშნულისა, ასევე ამოღებულ იქნა 1 800 ლარი და 110 აშშ დოლარი. რაც შეეხება დ----------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმს დადგენილია, რომ ტანსაცმლის ტუმბოდან ამოღებულ იქნა ტელეფონის შალითაში მოთავსებული 550 ევრო. კარადის მარჯვნივ არსებული სივრციდან ამოღებულ იქნა მწვანე ჩანთა, მასში მოთავსებული სამი მინის გამჭვირვალე ქილით, რომელშიც ეწყო ფულადი თანხა, კერძოდ, N1 ქილაში - 20 000 ლარის, N2-ე ქილაში 7 460 ლარის, ხოლო N3-ე ქილაში 15 000 ლარის ოდენობით.
ბრალდებულების: დ----------------ის და კ--------------ის ჩხრეკის შედეგად, დიდი ოდენობით ფულადი თანხის ამოღების ფაქტს ასევე ადასტურებენ მოწმის სახით დაკითხული ექსპერტები: მ-----------–-------- და გ------------–---, რომელთა ჩვენებებითაც დადგენილია, რომ კ--------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სახლის სარდაფიდან ამოღებულ იქნა ფულადი თანხა 66 500 ლარის ოდენობით, იარაღი და ზურგჩანთა, ხოლო საძინებლიდან ამოღებულ იქნა 1 800 ლარი და 100 აშშ დოლარი. რაც შეეხება დ----------------ისგან ამოღებულ ფულად თანხას, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა მომწვანო ფერის ზურგჩანთა, რაშიც მოთავსებული იყო მინის ქილები, რომელშიც ელაგა ფულის კუპიურები მთლიანობაში 40-45000 ლარის ოდენობით.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, ბრალდებულები: დ----------------ე და კ--------------ე, 2018 წლის 02 იანვარს, დანაშაულის ჩადენამდე და ჩადენის შემდგომ გადაადგილდებოდნენ მოტოციკლით და სპეციალურად აღნიშნული დანაშაულის ჩასადენად, დ----------------ის მიერ ნაქირავები, თეთრი „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანით, რაც ასევე დადასტურდა მოწმე ს-----------–-----ის ჩვენებით, რომლის მიერაც მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ თეთრი, „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანა, რითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ, წარმოადგენდა ლ----------–-–---–ის საკუთრებას, რაც შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე მიქირავებული ჰქონდა დ----------------ისთვის. აღნიშნული სრულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ლ----------–-–---–მა და მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ საკუთრებაში ჰყავს ფურგუნის სტილის, „ფორდ ტრანზიტის“ სატვირთო ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით: C--------, რომელიც 2018 წლის 01 იანვარს, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, მიაქირავა დ----------------ეს.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სხდომაზე გამოკვლეულ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნებზე, რომელთა სისწორეც სრულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ----------------ემ და განმარტა, რომ თ---–--–---–-------------------ში მდებარე, შპს „ე-----------ის“ სალაროს დაყაჩაღების ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ, სალაროს ოთახში იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვლის ნიმუშები იდენტურია კ-------------------------ისგან აღებული სუნის კვლის ნიმუშების, ხოლო იმავე სალაროს ოთახში, იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვლის ნიმუშები იდენტურია დ-------------------------------ისგან აღებული სუნის კვლის ნიმუშის.
„ე-----------ის“ სალაროზე განხორციელებულ ყაჩაღობის ფაქტს და დ----------------ის და კ--------------ის ბრალეულობას ასევე ადასტურებს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოკამერების ჩანაწერები, სადაც დეტალურად და თანმიმდევრულად არის აღწერილი კ--------------ის და დ----------------ის ქმედებები დანაშაულის ჩადენის დროს. კადრში ჩანს უნომრო მოტოციკლი, რომელზეც ზის ორი ჩაფხუტიანი, შავებში ჩაცმული პირი და მიდის ც----ის ქუჩაზე. ამავე ჩანაწერების თანახმად, კადრში ასევე ჩანს თეთრი „ფორტ ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანის გადაადგილების მარშრუტი, ხოლო 20:08:53 საათზე, კადრში ჩნდება ორი შავებში ჩაცმული, ჩაფხუტიანი პირი, რომლებიც შედიან სალაროში, დაახლოებით 15 წამში კი გამოდიან უკან, ჯდებიან მოტოციკლზე და მიდიან ც----ის ქუჩაზე თ--------–ის ქუჩის მიმართულებით.
ბრალდებულების: კ--------------ის და დ----------------ის მიერ „ე-----------ის“ სალაროს დაყაჩაღების ფაქტს სრულად ადასტურებს მათივე მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, რითაც დადგენილია, რომ მას შემდეგ, რაც დ----------------ემ და კ--------------ემ აღიარეს წარდგენილი ბრალდება, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ბრალდებულებმა მიუთითეს ი----------------------–-------------ე საცხოვრებელი სახლის წინ, სადაც 2018 წლის 02 იანვარს გააჩერეს მათ მიერ ნაქირავები სამარშრუტო მიკროავტობუსი, რომლის საბარგულშიც მოთავსებული ჰქონდათ შავი მოტოციკლი, ასევე მიუთითეს კ------------–------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც მიკროავტობუსიდან გადმოიღეს მოტოციკლი და დააყენეს მოცემულ ადგილას. ბრალდებულებმა დეტალურად აღწერეს მათი გადაადგილების მარშრუტი და განმარტეს, რომ აღნიშნულ დროს შეიარაღებული იყვნენ სათამაშო და სპორტულ-ხმოვანი იარაღებით, რომელთა გამოყენებითაც შეძლეს „ე-----------ის“ სეიფიდან დიდი ოდენობით ფულადი თანხის გატაცება. მოცემული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, ასევე დადგენილ იქნა ის ადგილი, სადაც დ----------------ემ და კ--------------ემ ერთმანეთში გაინაწილეს გატაცებული ფულადი თანხა და თავადვე მიუთითეს თანხის გადამალვის ადგილზე.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების შედეგად მოპოვებულ ჩანაწერებზე, სადაც დ----------------ე და კ--------------ე სრულად აღიარებენ წარდგენილ ბრალდებას, დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერენ, თუ როგორ დაგეგმეს წინასწარ და როგორ შეაღწიეს 2018 წლის 02 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათისთვის, თ---–--–---–-------------------ში მდებარე „ე-----------ის“ სალაროში, საიდანაც პისტოლეტისმაგვარი საგნის დემონსტრირებით, მოლარე-ოპერატორებს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, გასტაცეს დიდი ოდენობით ფულადი თანხა - 165 000 ლარი. მოპოვებული ჩანაწერებით ასევე დგინდება, რომ მას შემდეგ, რაც მართსლაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ დიდი ოდენობით ფულად თანხას, გაინაწილეს და გადამალეს საცხოვრებელ სახლებში, ხოლო ტანსაცმელი და სხვა ნივთები გადაყარეს მდინარეში.
რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ რამდენად რეალურად აღიქვეს მუქარა მ---------–------ემ და თ----------–--ემ და ნამდვილად გაუჩნდათ თუ არა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხედველობაშია მისაღები დამმუქრებლების პიროვნება, დამოკიდებულება მუქარის ობიექტის მიმართ, მუქარის გამოხატვის ხერხი, არაერთგზისობა და სხვა გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით, სახეზეა გარემოება, რომ ბრალდებულები: კ--------------ე და დ----------------ე, დაზარალებულებს: მ---------–------ეს და თ----------–--ეს, იარაღისმაგვარი საგნის გამოყენებით, რაც დაზარალებულთა მიერ აღქმულ იქნა, როგორც ცეცხლსასროლი იარაღი, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, აიძულებდნენ ფულადი თანხის გადაცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საფუძვლიანია დაზარალებულთა შიში, მუქარის რეალურად განხორციელებასთან დაკავშირებით. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულთა შემადგენლობას მიეკუთვნება და დასრულებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად შეძლო თუ არა თავდამსხმელმა სხვისი ქონების დაუფლება.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები პირდაპირ მიუთითებს დ----------------ის და კ--------------ის დანაშაულებრივ განზრახვაზე, რომ სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით, იარაღის გამოყენებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინათ შპს „ჩ--------------“-ის კუთვნილი ფულადი თანხა, რაც მათ მიერ სისრულეში იქნა მოყვანილი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს ქმედება, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.
იმისთვის, რომ მოცემული დანაშაულის შემადგენლობა გვქონდეს სახეზე, მის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ნივთის მესაკუთრისთვის ან სხვა კანონიერი მფლობელისთვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან მიმართებით, დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარს ზევით.
იმის შესაფასებლად, დ----------------ის და კ--------------ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, ნამდვილად მიადგა თუ არა დაზარალებულს დიდი ოდენობით ზიანი, სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებს, ბრალდებულთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის ოქმებს და თავად მათ აღიარებას, რითაც დასტურდება, რომ 2018 წლის 02 იანვარს, დ----------------ის და კ--------------ის მიერ „ე-----------ის“ სალაროდან გატაცებული ფულადი თანხა შეადგენდა 165 000 ლარს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნით განსაზღვრულ 10 000 ლარს.
ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა უშუალო მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, ასევე იმ მტკიცებულებებით, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ბრალდებულების: დ----------------ის და კ--------------ის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დ----------------ემ და კ--------------ემ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, საცავში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულებს: დ----------------ეს და კ--------------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნიათ, ხოლო პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს წარმოადგენს ის, რომ ისინი წარსულში ნასამართლევი არ არიან. ამასთან, გულწრფელად აღიარებენ და ინანიებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, საცავში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით - ისჯება თავისუფლების აღკვეთით რვიდან თორმეტ წლამდე ვადით.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავეთა შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულების მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში, დამნაშავეთა პიროვნებას, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულების ქცევას, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ დ----------------ის და კ--------------ის რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულების პიროვნების და იმის გათვალისწინებით, რომ ისინი წარსულში ნასამართლევი არ არიან, გულწრფელად აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, მათ სასჯელი უნდა დაენიშნოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული: ფულადი თანხა, რომლის ნაწილი გადაგზავნილია ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ნაწილი ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში; მ---------------ის, დ----------------ის და კ--------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა; ფულადი თანხა 42 460 ლარისა და 550 ევროს ოდენობით; ფულადი თანხა 68 300 ლარისა და 100 აშშ დოლარის ოდენობით, რაც ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში; მობილური ტელეფონები; საფულეები; პირადობის მოწმობები; ბარათები; მობილური ტელეფონი დამტენით; საკიდი; მოტოციკლის სარეგისტრაციო მოწმობა; სეიფის გასაღები; დ----------------ის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე ფართის ჩხრეკის შედეგად ამოღებული: „სამსუნგის“ ფირმის ორი მობილური ტელეფონი, მობილური ტელეფონების ყუთები, „ქენონის“ ფირმის ციფრული ფოტოაპარატი დამტენით, „LG“-ის ფირმის კომპიუტერის პროცესორი, ხელჩანთა და სამი მინის გამჭვირვალე ქილა; კ--------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული: სპორტული ზურგჩანთა და ტომრის მსგავსი ჩანთა, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------------------------------–--- ადმინისტრაციულ შენობაში; მოტოციკლი, რაც ინახება დ----------------ის საცხოვრებელი სახლის დამხმარე ფართში და ლ----------–-–---–ისგან ამოღებული ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით: C--------, რაც ინახება ლ----------–-–---–თან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;
ანაწმენდები; დაქტილოფირები; შ-----------------ის, თ----------–--ის, თ------–----–--ის და მ---------–------ის ხელის კვლების ნიმუშები; ხელის კვლების და ნერწყვის ნიმუშები; როლანდ აბრამიანის ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები, რომლებიც გადაგზავნილი იყო ექსპერტიზაზე; სუნის ნიმუშები; მ---------------ის, კ--------------ის და დ----------------ის სუნის ნიმუშები; კ--------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ერთი წყვილი რეზინის ხელთათმანი და სამი მცირე ზომის პოლიეთილენის პარკი, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------------------------------–--- ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
კ--------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული: შავი პისტოლეტის მსგავსი საგანი, ერთი მჭიდითა და შვიდი ვაზნისმაგვარი საგნით, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------------------------------–--- ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;
ლ----------–-–---–ისგან ამოღებული დ----------------ის სახელზე გაცემული პირადობისა და მართვის მოწმობის ქსეროასლები; ავტომანქანის იჯარის ხელშეკრულებები; შპს „ჩ--------------“-ს სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, ორ კომპიუტერულ დისკზე; შპს „ს–----------------ის“ სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, ერთ კომპიუტერულ დისკზე; შპს „კ------–---ის“ სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, ერთ კომპიუტერულ დისკზე; ი/მ გ-----------–-–---–ის ლომბარდის სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, ერთ კომპიუტერულ დისკზე; შპს „მ-----------------------–ის“ სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, ერთ კომპიუტერულ დისკზე; დ----------------ესთან ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ამსახველი კომპიუტერული დისკი; კ--------------ესთან ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ამსახველი კომპიუტერული დისკი; შპს „ლ----------იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; ჩუღურეთის რაიონის სამხედრო განყოფილებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; შპს „ვ-----–----------–--------------იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; შპს „ფინ კრედიტიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; თბილისის მთავარი ბიბლიოთეკიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; შპს „ჯ-------დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; შპს „პ-------დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; შპს „ვ-----–----------–--------------ადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; ი/მ ბ------------------ისგან გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; შპს „ს------------–-დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; შპს „ი-----დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; ჯ---–---------------ისგან გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; შპს „ე-----დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; საცხოვრებელ კოპლექს „კ-----------იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; შპს „ს-------------------------დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; შპს „ო----------იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე და სსიპ „1--“-დან გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------------------------------–--- ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნეს მისი შენახვის ვადით, ხოლო ფოტოილუსტრაცია, ორ კომპიუტერულ დისკზე; დ----------------ის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე ფართის ჩხრეკის ფოტოილუსტრაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; კ--------------ის საცხოვრებელი სახლის ფოტოილუსტრაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; დ----------------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოილუსტრაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე და კ--------------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოილუსტრაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
მსჯავრდებულ კ--------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 06 იანვრის 21:05 საათიდან.
დ----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
მსჯავრდებულ დ----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 06 იანვრის 22:00 საათიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 08 იანვრის განჩინებით, კ--------------ის და დ----------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული: ფულადი თანხა, რომლის ნაწილი გადაგზავნილია ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ნაწილი ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში; მ---------------ის, დ----------------ის და კ--------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა; ფულადი თანხა 42 460 ლარისა და 550 ევროს ოდენობით; ფულადი თანხა 68 300 ლარისა და 100 აშშ დოლარის ოდენობით, რაც ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში; მობილური ტელეფონები; საფულეები; პირადობის მოწმობები; ბარათები; მობილური ტელეფონი დამტენით; საკიდი; მოტოციკლის სარეგისტრაციო მოწმობა; სეიფის გასაღები; დ----------------ის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე ფართის ჩხრეკის შედეგად ამოღებული: „სამსუნგის“ ფირმის ორი მობილური ტელეფონი, მობილური ტელეფონების ყუთები, „ქენონის“ ფირმის ციფრული ფოტოაპარატი დამტენით, „LG“-ის ფირმის კომპიუტერის პროცესორი, ხელჩანთა და სამი მინის გამჭვირვალე ქილა; კ--------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული: სპორტული ზურგჩანთა და ტომრის მსგავსი ჩანთა, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------------------------------–--- ადმინისტრაციულ შენობაში; მოტოციკლი, რაც ინახება დ----------------ის საცხოვრებელი სახლის დამხმარე ფართში და ლ----------–-–---–ისგან ამოღებული ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით: C--------, რაც ინახება ლ----------–-–---–თან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;
ანაწმენდები; დაქტილოფირები; შ-----------------ის, თ----------–--ის, თ------–----–--ის და მ---------–------ის ხელის კვლების ნიმუშები; ხელის კვლების და ნერწყვის ნიმუშები; როლანდ აბრამიანის ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები, რომლებიც გადაგზავნილი იყო ექსპერტიზაზე; სუნის ნიმუშები; მ---------------ის, კ--------------ის და დ----------------ის სუნის ნიმუშები; კ--------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ერთი წყვილი რეზინის ხელთათმანი და სამი მცირე ზომის პოლიეთილენის პარკი, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------------------------------–--- ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
კ--------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული: შავი პისტოლეტის მსგავსი საგანი, ერთი მჭიდითა და შვიდი ვაზნისმაგვარი საგნით, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------------------------------–--- ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;
ლ----------–-–---–ისგან ამოღებული დ----------------ის სახელზე გაცემული პირადობისა და მართვის მოწმობის ქსეროასლები; ავტომანქანის იჯარის ხელშეკრულებები; შპს „ჩ--------------“-ს სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, ორ კომპიუტერულ დისკზე; შპს „ს–----------------ის“ სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, ერთ კომპიუტერულ დისკზე; შპს „კ------–---ის“ სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, ერთ კომპიუტერულ დისკზე; ი/მ გ-----------–-–---–ის ლომბარდის სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, ერთ კომპიუტერულ დისკზე; შპს „მ-----------------------–ის“ სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, ერთ კომპიუტერულ დისკზე; დ----------------ესთან ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ამსახველი კომპიუტერული დისკი; კ--------------ესთან ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ამსახველი კომპიუტერული დისკი; შპს „ლ----------იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; ჩუღურეთის რაიონის სამხედრო განყოფილებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; შპს „ვ-----–----------–--------------იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; შპს „ფინ კრედიტიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; თბილისის მთავარი ბიბლიოთეკიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; შპს „ჯ-------დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; შპს „პ-------დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; შპს „ვ-----–----------–--------------ადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; ი/მ ბ------------------ისგან გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; შპს „ს------------–-დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; შპს „ი-----დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; ჯ---–---------------ისგან გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; შპს „ე-----დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; საცხოვრებელ კოპლექს „კ-----------იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; შპს „ს-------------------------დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; შპს „ო----------იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე და სსიპ „1--“-დან გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------------------------------–--- ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნეს მისი შენახვის ვადით, ხოლო ფოტოილუსტრაცია, ორ კომპიუტერულ დისკზე; დ----------------ის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე ფართის ჩხრეკის ფოტოილუსტრაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; კ--------------ის საცხოვრებელი სახლის ფოტოილუსტრაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; დ----------------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოილუსტრაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე და კ--------------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოილუსტრაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნათია გუდაძე