განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №--------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ნინო ნაჭყებია
სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ----–----------ე
დაცვის მხარე:
1. ბრალდებული - ი-------- ფ------ის ძე გ---------ი - დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---------------------–--------------–------------–--–-----------0-ში
ადვოკატი - ი-–-------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტები
2. ბრალდებული - გ---–----- კ------ის ასული გ---------ა - დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------–-----------–--------------–------------–--–-------------ში
ადვოკატი - ა-----–------–-–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტები
თარჯიმანი - ე-–---------------------–-------------ი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ი-------- გ---------ის ეპიზოდი
1. სასამართლომ დაადგინა:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 ივლისის განაჩენით, ი-------- გ---------ი არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით ნასამართლევი - ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, გასაღებისთვის.
მან უკანონოდ, არაერთგზის, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ – 0.0823 გრამის ოდენობით, რაც 2018 წლის 29 მაისს, ფულადი თანხის 200 ლარის სანაცვლოდ არაერთგზის გაასაღა გ------- მ--–--ეზე, ქ. თბილისი, ს------–-----------–--------------–------------–--–-------------ში.
აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლების მიერ გ------- მ--–--ისგან იქნა ამოღებული ქ.თბილისი, ს------–-----------–--------------------------------------------ის და თავისუფლების პირველი შესახვევის კვეთაზე.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთა ჩვენებები; ქიმიური ექსპერტიზის №---------------- დასკვნა; ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ვიდეოჩანაწერები და კრებსები, რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და სხვ.) ერთობლიობა ი-------- გ---------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი-------- გ---------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტებით.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ი-------- გ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული ი-------- გ---------ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება მის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთის პირობებში, ამასთან ი-------- გ---------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ” საქართველოს კანონის თანახმად, უნდა ჩამოერთვას ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული უფლებები.
გ---–----- გ---------ას ეპიზოდი
1. საპროცესო შეთანხმების არსი:
შუამდგომლობის მიხედვით, გ---–----- გ---------ას ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგში:
გ---–----- გ---------ამ ერთიანი განზრახვით, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს.“
2018 წლის 23 მაისს, გ---–----- გ---------ამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი 0,3785 გრამის ოდენობით უკანონოდ გაასაღა გ------- მ--–--ეზე, ქ.თ---–------------–-----------–--------------–------------–--–-------------ში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლების მიერ გ------- მ--–--ისგან იქნა ამოღებული, ქ.თბილისი, გ-------–----–---------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე.
2018 წლის 3 ივნისს, გ---–----- გ---------ამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინი 0,2938 გრამის ოდენობით უკანონოდ გაასაღა გ------- მ--–--ეზე, ქ.თ---–------------–-----------–--------------–------------–--–-------------ში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლების მიერ გ------- მ--–--ისგან იქნა ამოღებული, ქ.თბილისი, ს------–-----------–--------------------------------------------ის და თავისუფლების პირველი შესახვევის კვეთაზე.
გ---–----- გ---------ამ ზ/აღნიშნული ქმედებისათვის ცნობილი იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეუნქტებით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
გ---–----- გ---------ის მიერ ზ/აღნიშნული დანაშაულის ჩადენას ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენები, ამოღების ოქმები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ვიდეოჩანაწერები და კრებსები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
2018 წლის 26 სექტემბერს, საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, ადვოკატისაგან კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, ბრალდებულ გ---–----- გ---------ასა (მისი ინტერესების დამცველი ადვოკატისა და თარჯიმნის მონაწილეობით) და ქ.თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ვ----–----------ეს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე, რომლის მიხედვითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ გ---–----- გ---------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 4 (ოთხი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) წელი ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 (ოთხი) წელი; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით. გ---–----- გ---------ას, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვას:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.
ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
2018 წლის 5 ოქტომბერს, საქმის არსებითად განხილვისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მომართა ქ.თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ვ----–----------ე ბრალდებულ გ---–----- გ---------ასთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
საქართველოს სსსკ-ის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის ბრალდებულის წერილობითი განცხადება (რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული, მისი ადვოკატი და თარჯიმანი), სადაც დადასტურებულია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ბრალდებულმა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა, რომ სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.
სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა ვ----–----------ე, ბრალდებულმა გ---–----- გ---–---ამ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-----–------–-–---–მა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის.
სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. გარდა ამისა, ბრალდებულისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები: დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ან სხვა ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქმის მასალების და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები), ხოლო სასჯელი - კანონიერი და სამართლიანი. ამდენად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკანონმდებლო საფუძვლები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ.თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ვ----–----------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-213-ე, 215-216-ე, 225-ე, 258-260, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით, საქართველოს კანონით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ.თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ ვ----–----------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
დამტკიცდეს პროკურორ ვ----–----------ესა და ბრალდებულ გ---–----- გ---------ას შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
გ---–----- გ---------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 4 (ოთხი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) წელი ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 (ოთხი) წელი;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ გ---–----- გ---------ას მიმართ შეფარდებული ა/ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 21 ივლისიდან.
გ---–----- გ---------ას, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვას:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
გ---–----- გ---------ას ზ/აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს გამოსაცდელი ვადის დაწყების მომენტიდან.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, მსჯავრდებულ გ---–----- გ---------ას დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ი-------- გ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ი-------- გ---------ის მიმართ შეფარდებული ა/ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 21 ივლისიდან.
ი-------- გ---------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვას:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
ი-------- გ---------ს ზ/აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- 2018 წლის 29 მაისს და 2018 წლის 3 ივნისს ამოღებული ნარკოტიკული საშულებები ჰეროინი (ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- გ------- მ--–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული, 0.3785 გრამის ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის (ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში) ბედი გადაწყდეს გამოყოფილ სს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას;
- ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი დისკები 2 (ორი) პაკეტად (ერთვის სს საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;
- გ---–----- გ---------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ორი ცალი მობილური ტელეფონი, მის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, საფულე და ფულადი თანხა 1595 ლარის ოდენობით (ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს;
- ი-------- გ---------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, საფულე და ფულადი თანხა 270 ლარის ოდენობით (ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს;
- გ---–----- და ი-------- გ---------ების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 395 ლარის ოდენობით (ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი მსჯავრდებულ ი-------- გ---------ის მიმართ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
განაჩენი მსჯავრდებულ გ---–----- გ---------ას მიმართ ექვემდებარება გასაჩივრებას საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სხვა შემთხვევაში განაჩენი არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ნინო ნაჭყებია