განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/------
(#004241217004)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20სექტემბერი,2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნათია გუდაძემ
ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების _ თ--------------–--ის, დ---------------ს,ბრალდებულ _ გ-----------------ის,ადვოკატ _ გ---–---------------–---ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ გ-----------–-----------------ის (დაბადებული 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-----–----–----–---------------------–----------–------------------------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დაადგინა:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 სექტემბრის განაჩენით, გ-----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 აპრილის განაჩენით, გ-----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
2017 წლის 24 დეკემბერს, დაახლოებით 13:00 საათისთვის, გ-----------------ე იმყოფებოდა თბილისში, „ლ--–-------–------------ში, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ხ---------------–--ის კუთვნილ საფულეს, მასში მოთავსებული ფულადი თანხით 350 ლარის ოდენობით, რის შედეგადაც დაზარალებულ ხ---------------–--ეს მიადგა 350 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით:
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ა). ბრალდების მხარის მტკიცებულებები:
დაზარალებულ ხ---------------–--ის ჩვენებით, 2017 წლის 24 დეკემბერს, იმყოფებოდა თბილისში, ლ--–---------------------------------------ში, სადაც მაღაზიაში შვილისთვის შეიძინა ე.წ. „როლიკები“. საფულის ზურგჩანთაში ჩადებისას შენიშნა ბრალდებული გ-----------------ე, რომელიც აკვირდებოდა დაჟინებით, ხოლო მაღაზიიდან გამოსულს აედევნა. მოულოდნელად უკნიდან იგრძნო დაჯახება და როდესაც მიბრუნდა დაინახა გ-----------------ე, რომელიც მიტრიალდა და წავიდა მისი მოძრაობის საპირისპიროდ, ხოლო ჩანთაში ნახა, რომ აღარ ედო საფულე, რაშიც მოთავსებული ჰქონდა ფულადი თანხა 350 ლარის ოდენობით. მის დასახმარებლად ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს მიუთითა გ-----------------ეზე, რომელიც შეჩერებულ იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ და ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი ქურთუკის გარეთა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა მისი კუთვნილი საფულე და ფულადი თანხა 350 ლარის ოდენობით.
მოწმე კ---------–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 24 დეკემბერს დაიწყო გამოძიება გ-----------------ის მიერ ხ---------------–--ის კუთვნილი ფულადი თანხის და პირადი ნივთების ქურდობის ფაქტზე, რასთან დაკავშირებითაც დაკითხა მოწმეები, დანიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა და გ-----------------ეს წარუდგინა დადგენილება ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის თაობაზე.
მოწმე ლ--------------–---–ის ჩვენებით, 2017 წლის 24 დეკემბერს, ჯ-------------–---–თან, გ----------------–--ესთან და მ--–-------------ესთან ერთად, იმყოფებოდა ლ--–-----------------------------------------------------------------------------ში, რა დროსაც შემოესმათ ქალის ყვირილი, რომელიც ითხოვდა დახმარებას და იძახდა „საფულე მომპარესო“. ადგილზე მისვლისას, დაზარალებულმა ხ---------------–--ემ მიუთითა მისი საპირისპირო მიმართულებით, სწრაფი ნაბიჯით მოძრავ გრძელთმიან და მოკლეწვერიან მამაკაცზე, რომელმაც მოჰპარა საფულე და ფულადი თანხა. გ----------------–--ე დარჩა დაზარალებულთან. თავად მოახდინეს აღნიშნული პიროვნების შეჩერება, რომელიც აღმოჩნდა გ-----------------ე. მ--–-------------ემ გააცნო გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩატარების დადგენილება და ჩაუტარა ჩხრეკა, რა დროსაც მისი ქურთუკის გარე მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა დაზარალებულის კუთვნილი, მწვანე ფერის საფულე ოქროსფერი დეტალებით, მასში მოთავსებული ფულადი თანხით 350 ლარის ოდენობით, ორმოცდაათლარიანი, ოცლარიანი, ათლარიანი და ხუთლარიანი კუპიურების სახით, ასევე ხ---------------–--ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობით. გ-----------------ისგან ასევე ამოღებულ იქნა შავი პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული ჰქონდა ე.წ. „დუტის“ ქურთუკი და ბრალდებულის პირადი ნივთები, რის შემდეგაც მ--–-------------ემ გააცნო უფლებები და მოხდა მისი დაკავება. დაზარალებულის და ბრალდებულის ნივთები დაილუქა ცალ-ცალკე. შევსებულ იქნა დაკავების ოქმი და ბრალდებული გადაყვანილ იქნა ი----------------------------–-------------------–---–-- გ-----------------ეს გადაეცა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩატარების თაობაზე და დაკავების ოქმის ასლი, თუმცა ხელის მოწერაზე ბრალდებულმა უარი განაცხადა.
მოწმე ჯ-------------–---–ის ჩვენებით, 2017 წლის 24 დეკემბერს, ლ--------------–---–თან, გ----------------–--ესთან და მ--–-------------ესთან ერთად, იმყოფებოდა ლ--–-----------------------------------------------------------------------------ში, რა დროსაც შემოესმათ ქალის ყვირილი, რომელიც ითხოვდა დახმარებას და იძახდა, რომ მოჰპარეს საფულე. ადგილზე მისვლისას, დაზარალებულმა ხ---------------–--ემ მიუთითა მისი საპირისპირო მიმართულებით, სწრაფი ნაბიჯით მოძრავ გრძელთმიან და რამდენიმე დღის გაუპარსავი წვერით მამაკაცზე, რომელსაც ტანთ ეცვა ქურთუკი და ლურჯი ჯინსის შარვალი. მისივე განმარტებით, სავარაუდოდ აღნიშნულმა პიროვნებამ მოჰპარა საფულე და ფულადი თანხა. გ----------------–--ე დარჩა დაზარალებულთან. თავად ლ--------------–---–თან და მ--–-------------ესთან ერთად, დაახლოებით 10-15 მეტრში მოახდინეს აღნიშნული პიროვნების შეჩერება, რომელიც აღმოჩნდა გ-----------------ე, რა დროსაც მას ხელში ეჭირა შავი პოლიეთილენის პარკი, მასში მოთავსებული ქურთუკით. მ--–-------------ემ გააცნო გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩატარების დადგენილება და ჩაუტარა ჩხრეკა, რა დროსაც მისი ქურთუკის გარე მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა დაზარალებულის კუთვნილი საფულე, მასში მოთავსებული ფულადი თანხით 350 ლარის ოდენობით და ხ---------------–--ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობით, რაც დაილუქა. გ-----------------ისგან ასევე ამოღებულ იქნა მისი მობილური ტელეფონი და საფულე. შემდეგ მოხდა მისი დაკავება და გადაიყვანეს ი----------------------------–-------------------–---–-- გ-----------------ემ ჩხრეკის და ამოღების ოქმების ჩაბარებაზე და ხელის მოწერაზე გაურკვეველი მიზეზით უარი განაცხადა. მას ჩხრეკის და დაკავების დროს ადვოკატი არ მოუთხოვია.
მოწმე გ----------------–--ის ჩვენებით, 2017 წლის 24 დეკემბერს, ჯ-------------–---–თან, ლ--------------–---–თან და მ--–-------------ესთან ერთად, იმყოფებოდა ლ--–-----------------------------------------------------------------------------ში, რა დროსაც შემოესმათ ქალის ყვირილი, რომელიც ითხოვდა დახმარებას და იძახდა, რომ მოჰპარეს საფულე. ადგილზე მისვლისას, დაზარალებულმა ხ---------------–--ემ მიუთითა ჩქარი ნაბიჯით მიმავალ პიროვნებაზე, რომელმაც მოჰპარა საფულე და ფულადი თანხა. მისი თანამშრომლები: ჯ-------------–---–ი, ლ--------------–---–ი და მ--–-------------ე გაიქცნენ იმ მიმართულებით, საითაც მიუთითა დაზარალებულმა. თავად დარჩა ხ.კ------–--ესთან, რომელთან ერთადაც განაგრძო სვლა ნელი ნაბიჯებით იმავე მიმართულებით. მისმა თანამშრომლებმა მოახდინეს აღნიშნული პიროვნების შეჩერება, რომელიც აღმოჩნდა გ-----------------ე. ჩაუტარეს გარეგნული დათვალიერება, შემდეგ ჩხრეკა, რა დროსაც ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოუღეს ხ---------------–--ის მწვანე ფერის საფულე, მისივე პირადობის მოწმობასთან და სხვა ნივთებთან ერთად. შარვლის უკანა ჯიბიდან კი ამოღებულ იქნა გ-----------------ის საფულე. ადგილზე შედგა ჩხრეკის ოქმი.
მოწმე მ--–-------------ის ჩვენებით, 2017 წლის 24 დეკემბერს, ჯ-------------–---–თან, გ----------------–--ესთან და ლ--------------–---–თან ერთად, იმყოფებოდა ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე და მოძრაობდნენ NE6 რიგში, რა დროსაც შემოესმათ ქალის ყვირილი, რომელიც იძახდა „მიშველეთ საფულე მომპარესო“. ადგილზე მისვლისას, დაზარალებულმა ხ---------------–--ემ მიუთითა სწრაფი ნაბიჯით მოძრავ, გრძელთმიან და მოკლეწვერიან მამაკაცზე, რომელსაც ეცვა მუქი ფერის ქურთუკი და ჯინსის შარვალი. გ----------------–--ე დარჩა დაზარალებულთან. თავად მოახდინეს აღნიშნული პიროვნების შეჩერება, რომელიც აღმოჩნდა გ-----------------ე. მან გააცნო გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩატარების დადგენილება და ჩაუტარა ჩხრეკა, რა დროსაც მისი ქურთუკის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა დაზარალებულის კუთვნილი, მომწვანო ფერის საფულე ოქროსფერი სიმებით, მასში მოთავსებული ფულადი თანხით 350 ლარის ოდენობით, ოთხი ორმოცდაათლარიანი, ოთხი ოცლარიანი, ხუთი ათლარიანი და ოთხი ხუთლარიანი კუპიურების სახით, ასევე ხ---------------–--ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობით და პლასტიკური ბარათებით, რაც დაილუქა. გ-----------------ისგან ასევე ამოღებულ იქნა და ცალკე დაილუქა შავი პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული ჰქონდა ე.წ. „დუტის“ ჟილეტი და ლურჯი ცხვირსახოცი. მისგანვე ამოიღეს გ-----------------ის მობილური ტელეფონი, რაც დაილუქა ცალკე, ხოლო შარვლის უკანა ჯიბიდან - მისივე მუქი ფერის საფულე, ხურდა ფულით, მის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობითა და პლასტიკური ბარათებით, რაც ასევე დაილუქა ცალკე. მოხდა მისი დაკავება, განემარტა უფლებები, ადგილზე შედგა დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმები, რომელთა ხელმოწერაზეც ბრალდებულმა უარი განაცხადა გაურკვეველი მიზეზით, რის შემდეგაც იგი გადაყვანილ იქნა ი----------------------------–-------------------–---–-- დაკავებისას და პირადი ჩხრეკის დროს გ-----------------ეს არანაირი განმარტება არ გაუკეთებია და არც ადვოკატი მოუთხოვია.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ დ--------------ის ჩვენებით, 2018 წლის 28 იანვარს, მის მიერ ექსპერტ მ---------------–---სთან ერთად, გაცემულ იქნა სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N--------- დასკვნა, რომლის თანახმადაც, გ-----------------ეს აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ორგანული პიროვნული აშლილობა. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს გ-----------------ე დაავადებული იყო არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობით - ორგანული პიროვნული აშლილობით და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით გ-----------------ეს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. გ-----------------ეს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. იგი ისეთი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. გ-----------------ეს აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. გ-----------------ე თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იძულებით მკურნალობას, ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.
ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, გ-----------------ე ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 2017 წლის 24 დეკემბერს, 13:46 საათზე.
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ, 2017 წლის 26 დეკემბერს გ-----------------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია:
დაზარალებულ ხ---------------–--ის ჩვენებით, 2017 წლის 24 დეკემბერს, ბრალდებულ გ-----------------ის ქმედებით მიადგა 350 ლარის ზიანი.
მოწმე ლ--------------–---–ის ჩვენებით, 2017 წლის 24 დეკემბერს, ბრალდებულ გ-----------------ის ქურთუკის გარე მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა დაზარალებულის კუთვნილი, მწვანე ფერის საფულე ოქროსფერი დეტალებით, მასში მოთავსებული ფულადი თანხით 350 ლარის ოდენობით, ორმოცდაათლარიანი, ოცლარიანი, ათლარიანი და ხუთლარიანი კუპიურების სახით, ასევე ხ---------------–--ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობით.
მოწმე ჯ-------------–---–ის ჩვენებით, 2017 წლის 24 დეკემბერს, ბრალდებულ გ-----------------ის ქურთუკის გარე მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა დაზარალებულის კუთვნილი საფულე, მასში მოთავსებული ფულადი თანხით 350 ლარის ოდენობით და ხ---------------–--ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობით, რაც დაილუქა.
მოწმე მ--–-------------ის ჩვენებით, 2017 წლის 24 დეკემბერს, გ-----------------ის ქურთუკის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა დაზარალებულის კუთვნილი, მომწვანო ფერის საფულე ოქროსფერი სიმებით, მასში მოთავსებული ფულადი თანხით 350 ლარის ოდენობით, ოთხი ორმოცდაათლარიანი, ოთხი ოცლარიანი, ხუთი ათლარიანი და ოთხი ხუთლარიანი კუპიურების სახით, ასევე ხ---------------–--ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობით და პლასტიკური ბარათებით, რაც დაილუქა.
პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, გ-----------------ის პირადი ჩხრეკისას, მისი ქურთუკის გარეთა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა მომწვანო ფერის მოგრძო ფორმის ქალის საფულე ოქროსფერი ტყავით გაწყობილი, რომელშიც სხვა პირად ნივთებთან ერთად, მოთავსებული იყო: ხ---------------–--ის სახელზე გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მის სახელზე გაცემული პლასტიკური ბარათები, ასევე ოთხი ორმოცდაათლარიანი, ოთხი ოცლარიანი, ხუთი ათლარიანი და ოთხი ხუთლარიანი კუპიურა.
ქმედების ჩადენა იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 სექტემბრის განაჩენით, გ-----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
გ-----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2013 წლის 03 თებერვლიდან.
N------- ცნობის შესაბამისად, გ-----------------ემ სასჯელის მოხდა დაასრულა 2014 წლის 31 მარტს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 აპრილის განაჩენით, გ-----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 02 (ორი) წელი და 06 (ექვსი) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი და 06 (ექვსი) თვე.
გ-----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 09 მარტიდან.
N------- ცნობის თანახმად, გ-----------------ე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2017 წლის 08 სექტემბერს.
ბ). დაცვის მხარის მტკიცებულებები:
ბრალდებულ გ-----------------ის ჩვენებით, 2017 წლის 24 დეკემბერს, ტანსაცმლის და სხვა პირადი ნივთების შესაძენად იმყოფებოდა ლილოს ბაზრობაზე, სადაც თან ჰქონდა დედის - მ--------------ის მიერ ნაჩუქარი 400 ლარი. ბაზრობაზე ყოფნისას მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც საბუთების გადამოწმების შემდგომ გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც ბრალი დასდეს ქურდობის ჩადენაში, რის შემდეგაც ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოუღეს მისი კუთვნილი საფულე და ფულადი თანხა 365 ლარის ოდენობით. ბრალდებულის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ითხოვდა ადვოკატთან შეხვედრას, ამის საშუალება პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს.
მოწმე მ--------------ის ჩვენებით, ბრალდებული გ-----------------ე არის მისი შვილი, რომელსაც ფინანსური პრობლემები არ ჰქონია. 23 დეკემბერს, ტანსაცმლის და სხვა პირადი ნივთების შესაძენად სხვადასხვა კუპიურების სახით გადასცა 400 ლარი. მოწმის განმარტებით, შემთხვევის დღეს გ----------ცვა ჯინსის შარვალი, სვიტრი და ლურჯი, შავ ფერში გარდამავალი კაპიუშონიანი ქურთუკი.
მოწმე პ--------–--ის ჩვენებით, მუშაობს „ლ--–-------–ის“ უსაფრთხოების სამსახურში. მისი მორიგეობის პერიოდში გ-----------------ესთან მიმართებით ქურდობის ფაქტს არ შესწრებია. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ხელმძღვანელის მითითებით ადვოკატს დაათვალიერებინა „ლ--–-------–ის“ „------------ის ერთ-ერთი რიგი, ადგილზე არსებული ვიდეოკამერების განლაგებასთან დაკავშირებით.
მოწმე გ-----------ის ჩვენებით, „ლ--–-------–ის“ „------------ის მე-6 რიგში საკუთრებაში აქვს N17 მაღაზია. დეკემბრის თვეში, მასთან მივიდა ადვოკატი, რომლის შეკითხვაზეც უპასუხა, რომ ერთი კვირის მანძილზე, მაღაზიიდან ათი მეტრის რადიუსში რაიმე ინციდენტი ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით მოხდა თუ არა, არ იცის. მას რაიმე სახის განსაკუთრებული ხმაური არ გაუგია. შესაძლოა მოხდა და თავად არ ყოფილა იქ, რადგან ხანდახან მაღაზიას ამუშავებს მისი შვილი. მისივე განმარტებით, N6 რიგი არის დაახლოებით 150 მეტრი სიგრძის, ხოლო ერთი მაღაზიის სიგრძე არის, დაახლოებით ორი მეტრი.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ-----------------ის ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).
სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს აფასებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება საპირისპირო ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოსთვის სახელმწიფო ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების უარყოფის ან მათ უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა, ანდა დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ რომელიმე პირს რაიმე ინტერესი ამოძრავებდა მიეცა მამხილებელი ჩვენება გ-----------------ის წინააღმდეგ.
იმისთვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, საჭიროა სახეზე გვქონდეს პირის სურვილი და ნება, რომ მას სურს ამ ქმედების ჩადენა. ქურდობა კი, თავისი საკანონმდებლო კონსტრუქციით მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. ქურდობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია მისი ფარული ხასიათი, როდესაც ქმედების ჩადენა შეუმჩნეველი ხდება სხვა პირებისთვის. ამასთან, ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის სახით.
იმისთვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის.
რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმს, იგი მდგომარეობს თვით დამნაშავის სურვილში - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს. სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც პირს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ნივთს. ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს ან მფლობელს და მაინც სურს ამ შედეგის დადგომა.
სასამართლო განმარტავს, რომ გ-----------------ის ქმედება შეიცავს დანაშაულის, კერძოდ, ქურდობის შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რაც გამოიხატა გ-----------------ის მიერ ფარულად სხვისი ქონების დაუფლებაში და ხელყოფილ სამართლებრივ სიკეთეს - დაზარალებულ ხ---------------–--ის საკუთრების უფლებას.
გ-----------------ის მიერ „ლ--–-------–ის“ NE6-ე რიგში ხ---------------–--ის კუთვნილი საფულის და 350 ლარის ქურდობის ფაქტი სრულად დასტურდება, როგორც დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით, ისე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით: კერძოდ, დაზარალებულ ხ---------------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ სწორედ ბრალდებული გ-----------------ე იყო ის პიროვნება, რომელიც საფულის ზურგჩანთაში ჩადებისას, დაჟინებით აკვირდებოდა მას. მაღაზიიდან გამოსულს აედევნა და იმ მომენტში, როდესაც უკნიდან იგრძნო დაჯახება, შებრუნდა, რა დროსაც დაინახა მისი მოძრაობის საპირისპიროდ სწრაფი ნაბიჯით მიმავალი ბრალდებული, ხოლო ჩანთაში აღარ ჰქონდა საფულე, ფულადი თანხით 350 ლარის ოდენობით. დაზარალებულის ჩვენებით, მართალია მას ჩანთიდან საფულის ამოღების ფაქტი არ დაუნახავს, თუმცა კატეგორიულად გამორიცხა მისი დაკარგვის ან სხვა პიროვნების მხრიდან ამოცლის თაობაზე. მან დარწმუნებით მიუთითა გ-----------------ეზე, რომ სწორედ იგი იყო ის პიროვნება, რომელიც მისი მითითების საფუძველზე შეჩერებულ იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ და მისი პირადი ჩხრეკისას, ქურთუკის ჯიბიდან ამოღებულ იქნა მისი კუთვნილი საფულე და ფულადი თანხა, რაც ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმით, რითაც დგინდება, რომ 2017 წლის 24 დეკემბერს, გაჩხრეკილ იქნა გ-----------------ე, რომლის ქურთუკის გარეთა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა მომწვანო ფერის მოგრძო ფორმის ქალის საფულე, ოქროსფერი ტყავით გაწყობილი, რომელშიც სხვა პირად ნივთებთან ერთად, მოთავსებული იყო: ხ---------------–--ის სახელზე გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მის სახელზე გაცემული პლასტიკური ბარათები, ასევე ოთხი ორმოცდაათლარიანი, ოთხი ოცლარიანი, ხუთი ათლარიანი და ოთხი ხუთლარიანი კუპიურა, სულ 350 ლარის ოდენობით, რაც დაზარალებულის ჩვენების თანახმად, წარმოადგენს მის საკუთრებას.
ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებული ინფორმაცია სრულ თანხვედრაშია მოწმეების: ლ--------------–---–ის, ჯ-------------–---–ის, გ----------------–--ის და მ--–-------------ის ჩვენებებთან, რომლის მიხედვითაც 2017 წლის 24 დეკემბერს, ლ--–---------------------------------------ში მყოფმა დაზარალებულმა ხ---------------–--ემ მიუთითა მისი საპირისპირო მიმართულებით სწრაფი ნაბიჯით მოძრავ მამაკაცზე, რომელმაც მოჰპარა საფულე და ფულადი თანხა. მოახდინეს აღნიშნული პიროვნების შეჩერება, რომელიც აღმოჩნდა გ-----------------ე. მას ადგილზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკის, რა დროსაც მისი ქურთუკის გარე მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ხ---------------–--ის საფულე, ფულადი თანხა 350 ლარის ოდენობით და მის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობით.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სტაციონალური სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილზე, რითაც დადგენილია, რომ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს გ-----------------ეს შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით გ-----------------ეს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. გ-----------------ე იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. იგი თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იძულებით მკურნალობას, ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.
რაც შეეხება ბრალდებულ გ-----------------ის და დაცვის მხარის მოწმე მ--------------ის ჩვენებას ბრალდებულის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა, გ-----------------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა იყო მისი საკუთრება, რაც ტანსაცმლის საყიდლად მას გადასცა მ--------------ამ, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მათი ეს ჩვენებები არის არასარწმუნო, არათანმიმდევრული და წინააღმდეგობაში მოდის როგორც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობასთან, ისე საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოწმე მ--------------ა არის ბრალდებულის დედა, შესაბამისად, აღნიშნული ჩვენებები მიზნად ისახავს გ-----------------ისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას, ხოლო რაც შეეხება დაცვის მხარის მოწმე გ-----------ის ჩვენებას იმასთან დაკავშირებით, რომ დეკემბრის თვეში, ერთი კვირის მანძილზე, „ლ--–-------–ის“ „------------ის მე-6 რიგში მდებარე მისი N17-ე მაღაზიიდან ათი მეტრის რადიუსში, მას რაიმე ინციდენტი ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, ან რაიმე სახის განსაკუთრებული ხმაური არ გაუგია, არ გამორიცხავს გ-----------------ის მხრიდან ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენას, ვინაიდან თავად მოწმე გ-----------ის ჩვენებით, პერიოდულად, მის მაღაზიას ამუშავებს მისი შვილი და ის ყოველთვის არ იმყოფება მაღაზიაში.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, ბრალდებული გ-----------------ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ხ---------------–--ის საფულეს, ფულადი თანხით 350 ლარის ოდენობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
განსახილველ შემთხვევაში იმისთვის, რომ მოცემული დანაშაულის შემადგენლობა გვქონდეს სახეზე, მის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ნივთის მესაკუთრისთვის ან სხვა კანონიერი მფლობელისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან მიმართებით, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით, ხოლო დიდ ოდენობად - 10 000 ლარის ზევით.
იმის შესაფასებლად, დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულს ნამდვილად მიადგა თუ არა მნიშვნელოვანი ზიანი, სასამართლო ითვალისწინებს მოწმეების: ლ--------------–---–ის, ჯ-------------–---–ის, მ--–-------------ის, დაზარალებულ ხ---------------–--ის ჩვენებებს და ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმს, რომელთა მიხედვითაც დადგენილია, რომ გ-----------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ამოღებულ იქნა ხ---------------–--ის კუთვნილი მომწვანო ფერის მოგრძო ფორმის საფულე, ოქროსფერი ტყავით გაწყობილი, რომელშიც მოთავსებული იყო ფულადი თანხა 350 ლარის ოდენობით, რაც მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ 150 ლარს.
რაც შეეხება ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენას იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის, სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 სექტემბრის განაჩენით, გ-----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 აპრილის განაჩენით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, ამასთან მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ხ---------------–--ის კუთვნილი საფულის ფარულად დაუფლების დროს - 2017 წლის 24 დეკემბერს, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ გ-----------------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, როგორც ორჯერ ნასამართლევმა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე გამოკვლეულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ბრალდებულების დამნაშავედ ცნობის საკმარისობის თვალსაზრისით, საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდებულ გ-----------------ის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა გ-----------------ემ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულ გ-----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, ხოლო დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ მან დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის გასვლამდე.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან ათ წლამდე ვადით.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, დამნაშავის მიერ ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ქცევას, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე.
სასამართლო აგრეთვე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ გ-----------------ის რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულების პიროვნების და იმის გათვალისწინებით, რომ მიუხედავად შერაცხადობისა, აქვს ფსიქიკური ნაკლი და დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის გასვლამდე, მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, თავისუფლების აღკვეთის სახით, განაჩენთა ერთობლიობით, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
ხ---------------–--ის საფულე, პირადი დოკუმენტები და ფულადი თანხა, ხელწერილით დაბრუნებული აქვს დაზარალებულს.
გ-----------------ისგან ამოღებული პირადი ნივთები, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–---------------------------------------------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ-----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 აპრილის განაჩენით, გ-----------------ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 06 (ექვსი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 აპრილის განაჩენით, გ-----------------ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ-----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, გ-----------------ის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ გ-----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 24 დეკემბრის 13:46 საათიდან.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
გ-----------------ისგან ამოღებული პირადი ნივთები, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–---------------------------------------------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნათია გუდაძე