განაჩენი

სისხლის სამართლის 17.10.2018
საქმის ნომერი
010100118002343486
დავის ტიპი
143 (1) 3 გ
თარიღი
17.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002343486

საქმე #1-221/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა

ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორის _ ვ-–--------------------ის

ბრალდებულის - დ--–------- რ------------ს

ადვოკატის - მ-------------ის

თარჯიმნის - ი-----------ს

 

მონაწილეობით, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №170150118001 საქმე,ბრალდებულ დ--–------- რ------------ს მიმართ,მამის სახელი: ა-----------

დაბადებული: 11.06.1--- წელი

მოქალაქეობა: უზბეკეთის რესპუბლიკის

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არმქონე

რეგისტრირებული მისამართზე: უ--------------------–-----------------

დროებითი საცხოვრებელი ადგილი: ქ. ბ-------------------------–-------------------------–-----------------------

 

კვალიფიკაცია :

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქ/პუნქტი - ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე დ--–------- რ------------, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) განზრახვით, 2017 წლის ივლისის თვეში, საქართველოდან ტელეფონით დაუკავშირდა აზერბაიჯანში მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე დ--–------ ა----–----ს, რომელსაც ცრუ დაპირებით აღუთქვა საქართველოში საკუთარი ხარჯებით ჩამოყვანა და სამუშაოზე დასაქმება, კერძოდ, მოატყუა ის, რომ ქ. ბათუმში დაასაქმებდა რესტორანში მზარეულად და ექნებოდა მაღალი ანაზღაურება, რასაც ეს უკანასკნელი დათანხმდა.

 

დ--–------- რ------------მ, დ--–------ ა----–----ს მიმართ უკანონო გარიგების განხორციელების მიზნით, თავისი ნაცნობის მეშვეობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ა----–----ს გადასცა 150 აშშ დოლარი, რითიც ა----–----მ სამგზავრო ბილეთები შეიძინა და შესაბამისად, დ--–------- რ------------მ უზრუნველჰყო 2017 წლის 26 ივლისს, დ--–------ ა----–----ს აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოში ჩამოყვანა, რის შემდეგაც საცხოვრებლად მოათავსა ქ. ბათუმში, აფ-----------------–-----------------------ში მდებარე დროებით ნაქირავებ ბინაში, ჩამოართვა უზბეკეთის რესპუბლიკის პასპორტი, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში და მის მიმართ თავისუფალი გადაადგილების კონტროლით, დამაშინებელი გარემოს შექმნით, სავაკო კაბალის დადებით, ფიზიკური ანგარიშსწორებით, ცემით, მუქარით და იძულებით მოახდინა მისი გადაბირება, დაჰყავდა ხელვაჩაურის რაიონში მდებარე სხვადასხვა ღამის კლუბებში და სასტუმროებში, განახორციელა მისი პროსტიტუციაში ჩაბმა და მამაკაცებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევის იძულება. შესაბამისად, დ--–------- რ------------, 2018 წლის 12 იანვრამდე პერიოდში ახორციელებდა დ--–------ ა----–----ს სექსუალურ ექსპლუატაციას, ხოლო ექსპლუატაციის გზით გამომუშავებულ თანხებს ისაკუთრებდა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა :

 

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი):

 

2. დაზარალებულმა დ--–------ ა----–----მ საქმის არსებითი განხილვისას განმარტა, რომ არის უზბეკეთის მოქალაქე. იმის გამო, რომ სამშობლოში სამსახური ვერ იშოვა, 2016 წლის ოქტომბერში სამუშაოდ წავიდა აზერბაიჯანში ქ. ბაქოში, სადაც მზარეულად მოეწყო. იქვე გაიცნო ქალბატონი, სახელად ზ---–----, რომელსაც შესჩივლა, რომ მცირე ხელფასის გამო ოჯახის რჩენა უჭირდა, ეს უკანასკნელი კი დაპირდა საქართველოში მყოფ თავის მეგობართან, რომელიც ასევე უზბეკი ეროვნების იყო, დააკავშირებდა, მას საკუთარი რესტორანი ჰქონდა ბათუმში და მაღალანაზღაურებად სამუშაოზე დაასაქმებდა. ზ---–----ს მეგობარი ქალი აღმოჩნდა ბრალდებული დ--–------- რ------------, იგივე დ----, რომელიც 2017 წლის ივლისის დასაწყისში თავად დაუკავშირდა ინტერნეტ-ქსელით - ე.წ. "იმოთი" და დაარწმუნა ჩასულიყო საქართველოში, კერძოდ კი ქ. ბათუმში, სადაც დაახვედრებდა კარგ სამსახურს, კარგი ანაზღაურებით, მისსავე რესტორანში მოაწყობდა მზარეულად. დაპირებებით დაიმედებული ა----–---- დათანხმდა შეთავაზებას. გზის ფული 150 დოლარი დ--–-------მ გამოუგზავნა და გადასცა ზ---–----ს ხელით. 26 ივლისს ბათუმში ჩამოსულს კი ტაქსით მიაკითხა და წაიყვანა თავის ნაქირავებ ბინაში, რომელიც გონიოს დასახლებაში მდებარეობდა. სახლში მისვლისთანავე მოსთხოვა პასპორტი გადაეცა მისთვის, რადგან სამსახურში დასარეგისტრირებლად მისი მონაცემები სჭირდებოდა, თან შეუნახავდა, რომ არ დაკარგვოდა. ა----–----ს არაფერი უეჭვია და დაუფიქრებლად გადასცა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მეორე დღეს, როდესაც ფიქრობდა, რომ დ--–------- დაპირებულ სამსახურში წაიყვანდა, ამ უკანასკნელმა გამომწვევად ჩაცმა და რესტორანში გაყოლა მოსთხოვა, გაკვირვებულს კი განუცხადა, რომ არანაირი რესტორანი არ ჰქონდა და არც არსად აპირებდა მის დასაქმებას, რომ უნდა დაკავებულიყო პროსტიტუციით და სექსუალური მომსახურება გაეწია კლიენტებისთვის, რომელსაც თავად მიუყვანდა. ა----–---- შეეწინააღმდეგა, უთხრა, რომ არ დაკავდებოდა პროსტიტუციით, მოსთხოვა პასპორტი დაებრუნებინა და წავიდოდა საქართველოდან, რასაც რ------------ს მუქარა მოჰყვა, რომ მოკლავდა და მის გვამს ვერავინ იპოვიდა, რომ ქართველ პოლიციელებს გადასცემდა, ისინი კი დააკავებდნენ. შეეხო ფიზიკურადაც, სკამი ჩაარტყა თავში, შემდეგ კი სცემა, ხელებს და ფეხებს ურტყამდა, თან ეუბნებოდა, რომ მისი საქართველოში ჩამოყვანა 10 000 დოლარი დაუჯდა, რაც ა----–----ს ვალად ედო და უნდა გამოემუშავებინა ეს თანხა პროსტუტუციით. შეშინებული ა----–---- რ------------ს მოქმედებებით დარწმუნდა, რომ მართლაც მოკლავდა, თუ ისევ უარს ეტყოდა პროსტიტუციით დასაქმებაზე და დათანხმდა. იმ საღამოს აღარ წაუყვანია კლუბში კლიენტებთან შესახვედრად, რადგან სახეზე ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებები ეტყობოდა. მეორე დღეს კი აიძულა გამომწვევად ჩაეცვა და ტაქსით წაიყვანა კლუბ "ლიდერში", აუკრძალა ხალხთან საუბარი, მიიყვანა მასთან თურქი ეროვნების მამაკაცი, რომელსაც გამოართვა 300 თურქული ლირა. ტაქსით სამივე წავიდა რ------------ს ნაქირავებ ბინაში, სადაც მამაკაცმა ა----–----სთან დაამყარა სქესობრივი კავშირი. იგივე განმეორდა მომდევნო დღეებში, რ------------ თავად ურიგდებოდა კლიენტებს, ართმევდა მათ თანხას და ა----–----ს აიძულებდა სექსუალური მომსახურეობა გაეწია ამ მამაკაცებისთვის. ხან ნაქირავებ ბინაში, ხან კი სასტუმრო "ველუქსში" ტაქსით დაჰყავდა ა----–---- და თურქი მამაკაცი. სასტუმროში მისვლისას ფოიეში რჩებოდა თავად და ელოდებოდა ნომერში ასული ა----–----ს და მამაკაცის გამოსვლას, შემდეგ ა----–---- ტაქსით მიყავდა ნაქირავებ ბინაში. სისტემატურად მეორდებოდა ერთი და იგივე და 2017 წლის 28 ივლისიდან 2018 წლის 12 იანვრამდე პერიოდში სექსუალური მომსახურება გაუწია ასეულობით თურქ მამაკაცს, თანხას ყოველთვის რ------------ იღებდა და ისაკუთრებდა, თავადვე ურიგდებოდა მამაკაცებს, არასდროს ყოფილა განსხვავებული შემთხვევა. ა----–----ს აკრძალული ჰქონდა რ------------ს გარეშე სხვებთან კომუნიკაცია, არ ტოვებდა მარტო, უარის თქმის შემთხვევაში უსწორდებოდა ფიზიკურად და ემუქრებოდა. ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს ადგილი ჰქონდა კლუბ "ლიდერშიც", რაც გამოწვეული იყო ა----–----ს უარით სექსუალური მომსახურება გაეწია რ------------ს მიერ მიყვანილი მამაკაცისთვის. რ------------მ სცემა ის, რაც დაინახეს კლუბში მყოფებმა, მათ შორის უზბეკმა გოგონამ სახელად ლ---–-, რომელმაც იკითხა უთანხმეობის მიზეზი, რ------------მ მოატყუა,რომ დეიდაშვილები იყვნენ და გაარკვევდნენ ერთმანეთში ურთიერთობას, ა----–----ს კი არ მისცა ამ გოგონასთან დალაპარაკების საშუალება. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ მაინც მოახერხა ა----–----მ ლ---–-სთან გასაუბრება, როდესაც სულ მცირე ხნით საპირფარეშოში მარტო „გაუშვა“რ------------მ. ლ---–-მ თავისი ბინის მისამართი მისცა და დახმარება შესთავაზა. 2018 წლის 12 იანვარს დ--–-------მ ისევ წაიყვანა დისკო-კლუბ "ლიდერში", თავს შეუძლოდ გრძნობდა და სთხოვა სახლში გაეშვა, დ--–-------მ თავად წაიყვანა ტაქსით ა----–---- და სახლში დატოვა. მოგვიანებით დ--–------- სახლში დაბრუნდა ნ-------------------სთან და სამ თურქ მამაკაცთან ერთად, გააღვიძა ჩაძინებული ა----–---- და მოსთხოვა ამდგარიყო და სექსუალური მომსახურება გაეწია ერთ-ერთი მამაკაცისთვის. უარს მოჰყვა რ------------ს გაბრაზება. ცემა დაუწყო, ურტყამდა სხეულის სხვადასხვა არეში, ესროლა ჭურჭელი, ა----–----ს დაუზიანდა სახე მარჯვენა თვალის არეში და მიიღო ნაკაწრებიც, გაშველებას ცდილობდნენ ნიმატოვა და რ------------ს ნაქირავებ ბინაში მცხოვრები კიდევ ერთი გოგონა, ასევე თურქი მამაკაცები, რომლებსაც ბოლოს შეეშინდათ და გაიქცნენ. ა----–----ს ცემით გული რომ იჯერა, რ------------მ ჩაკეტა ბინის კარი და გასაღები ჯიბეში შეინახა. მეორე დღეს 13 იანვარს, როდესაც დ--–------- აბაზანაში შევიდა, ა----–----მ ამოიღო მისი ჯიბიდან გასაღები, გააღო კარი, გაიქცა ქუჩაში და სირბილით მივიდა ლ---–-ს მიერ მიცემულ მისამართზე, რომელიც არც თუ ისე შორს მდებარეობდა მათი ბინიდან. ლ---–-ს - იგივე ჰი-–---–-----------------ს მოუყვა ყველაფერი, მისი რჩევით კი მიმართა სამართალდამცავებს.

 

3. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის მიხედვით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებაში 2018 წლის 15 იანვარს გამოძიება დაიწყო სსკ-ის 1431 მუხლის პირველი ნაწილით, დ--–------ ა----–----ს მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე.

 

4. იმავე დღეს გამომძიებელ გ----------–--ის მიერ თარჯიმნის და თავად ა----–----ს მონაწილეობით შედგა ოქმი „ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, ა----–----სთვის მოსაფიქრებელი ვადის უფლების განმარტების შესახებ. ამავე ოქმის თანახმად, ა----–----მ უარი განაცხადა მოსაფიქრებელი ვადით სარგებლობაზე და გამოთქვა სურვილი გამოკითხულიყო მის მიმართ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის ფაქტის ირგვლივ. იმავე დღეს გამომძიებელ გ----------–--ის მიერ დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ა----–----ს სხეულზე არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით.

 

5. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 02 თებერვლის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №000675418 დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემების შესაბამისად, 2018 წლის 15 იანვარს, დ--–------ ა----–----ს აღენიშნებოდა ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა არეში, კერძოდ: მარცხენა თვალბუდის არეში აღენიშნებოდა მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი, ასეთი სისხლნაჟღენთი აღენიშნებოდა გულმკერდის წინა ზედაპირზე. სახის არეში, ცხვირის ზემოთ, წარბებშუა მიდამოში აღენიშნებოდა მუქი მოწითალო ფერის ფუფხით დაფარული, ოვალური ფორმის ნაჭდევი, ასეთივე ნაჭდევი მარჯვენა ყვრიმალის არეში, მარჯვენა ლოყის არეში, მარცხენა ყვრიმალის არეში. მარცხენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე, მარცხენა მხრის უკანა ზედაპირზე. დასკვნის თანახმად, დაზიანებები განვითარებულია რამე მკრივი ბლაგვი საგნ(ებ)ის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

6. დასკვნას ერთვის ფოტოილუსტრაცია, ფოტოებზე ნათლად ჩანს ა----–----ს სახის არეში არსებული დაზიანებები.

 

7. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სრულად დაადასტურა საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - ლ-----------------ემ.

 

8. 2018 წლის 29 იანვარს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, დაზარალებულმა დ--–------ ა----–----მ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში უშუალოდ ყველა ადგილის მითითებით, სადაც მისი ექსპლუატაცია ხორციელდებოდა, ადგილზე გასვლით აღწერა და დაადასტურა ჩვენებაში მითითებული გარემოებები. ოქმს ერთვის ფოტო-მასალა, სადაც აღბეჭდილია საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა.

 

9. მოწმე ჰი-–---–-----------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის აგვისტოს თვეში მეგობარ გოგონებთან ერთად იმყოფებოდა დისკ-კლუბ "ლიდერში". ერთ-ერთ მაგიდასთან შენიშნა უზბეკი ეროვნების დ----, იგივე დ--–------- რ------------ და მასთან ერთად მჯდარი ქერათმიანი ქალი, რომელიც დაღონებული იყო და საერთოდ არ საუბრობდა. დაინახა როგორ მივიდა დ----სთან თურქი მამაკაცი, ესაუბრა, თანხა გადასცა, რომლიც დ----მ ჯიბეში ჩაიდო, შემდეგ კი გვერდით მჯდარ ქალს დაუწყო საუბარი, რაც მალე კამათში გადაიზარდა. აშკარად ჩანდა, რომ ქერათმიანი ქალი დ----ს რაღაცაში არ ეთანხმებოდა და წინააღმდეგობას უწევდა, ეს უკანასკნელი თმებში ჩააფრინდა მას, ხელი შემოარტყა სახეში. ამის შემხედვარე ჰილ---–- მივიდა მათ მაგიდასთან და დ----ს ჰკითხა რატომ სცემდა ქალს, მან კი უპასუხა, რომ ერთმანეთის დეიდაშვილები იყვნენ და პირად საკითხებზე იკამათეს. ნაცემ ქალს არაფერი უთქვამს, დ----მ ის მალევე წაიყვანა კლუბიდან. ამის შემდეგ რამდენჯერმე ისევ ნახა მათი წყვილი იმავე კლუბში, არც ერთ ჯერზე არ მიეცა ქერა ქალთან - დაზარალებულ დ--–------ ა----–----სთან, რომელსაც ა-–-ს ეძახდნენ, საუბრის საშუალება, დ--–------- მას მარტო არასდროს ტოვებდა. გამონაკლისი აღმოჩნდა დეკემბერში მომხდარი შემთხვევა, როდესაც აბდურაიმოვამ კლუბში მყოფ ა----–----ს დ----სგან მალულად ანიშნა საპირფარეშოში გასულიყო. შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ დროის სიმცირის გამო დიდხანს ვერ ისაუბრეს, ა----–----ს ეშინოდა დ----ს არ შეემჩნია. სახლის მისამართი გადასცა მას და უთხრა, რომ ნებისმიერ დროს შეეძლო მიემართა დახმარებისთვის. 2018 წლის 13 იანვარს მასთან სახლში მივიდა ნაცემი დ--–------ ა----–----, რომელმაც ტირილით მოუყვა თავისი ამბავი, რომ რესტორანში მზარეულად დასაქმების დაპირებით ჩაიყვანა რ------------მ ბათუმში, ჩამოსვლისთანავე პასპორტი წაართვა, მუქარით და ცემით აიძლებდა სექსუალური მომსახურება გაეწია მის მიერ შერჩეული მამაკაცებისთვის, მომსახურების თანხას თავად ითვისებდა. მისი რჩევით რ------------მ გადაწყვიტა მომხდარის თაობაზე ეცნობებინა პოლიციისთვის.

 

10. მოწმე ხ-------------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ უზბეკეთის მოქალაქეა, საქართველოში ცხოვრობს რამდენიმე წელია. 2017 წლის გაზაფხულზე იჯარით აიღო ქ. ბათუმში, ანდრია პირველწოდებულის ქუჩაზე მდებარე ფართი, სადაც გახსნა დისკო-კლუბი „ლიდერი“. ყოველდღიურად იმყოფება კლუბში და აკონტროლებს მის საქმიანობას. კლუბში ხშირად იკრიბებიან მსუბუქი ყოფაქცევის ქალები, რომლებსაც სექსუალური მომსახურების გაწევაზე ურიგდებიან კლუბში მისული თურქი მამაკაცები. კლუბის ხშირ კლიენტებს იცნობს კარგად, მათ შორისაა დ--–------- რ------------ს, იგივე დ----, რომელიც 2017 წლის აპრილის თვიდან სისტემატურად დადიოდა კლუბში და ურიგდებოდა თურქ მამაკაცებს სექსუალური მომსახურების გაწევაზე, შემდეგ მათთან ერთად მიდიოდა კლუბიდან. 2017 წლის ივლისის ბოლოდან დ----სთან ერთად კლუბში გამოჩნდა ახალგაზრდა ქალი, რომელიც დ----ს თქმით იყო მისი დეიდაშვილი დ--–------ ა----–----, მეტსახელად ა-–- და არ ფლობდა უზბეკურის გარდა სხვა ენას. ორივენი დასხდნენ ერთ-ერთ მაგიდასთან, ა----–---- მოწყენილი იყო და არ საუბრობდა. მათთან მივიდა თურქი მამაკაცი, ელაპარაკა დ----ს, გადასცა 300 თურქული ლირა, შემდეგ კი სამივენი გავიდნენ კლუბიდან. იგივე განმეორდა მეორე დღესაც, მამაკაცს ყოველთვის დ---- ესაუბრებოდა, ართმევდა ფულს და შემდეგ სამივე ერთად ტოვებდა კლუბს. დ--–------ და დ--–------- ყოველთვის ერთად მოდიოდნენ კლუბში, დ--–------ არასდროს ყოფილა მარტო, არავის ესაუბრებოდა, იჯდა დაღვრემილი, შემდეგ კი დ--–-------სთან და მამაკაცთან ერთად გადიოდა კლუბიდან. ნიმატოვა შეესწრო ამ ორი ქალის ხმამაღალ კამათსაც, რაც მოჰყვა თურქი მამაკაცის და დ--–-------ს საუბარს და მამაკაცისგან ამ უკანასკნელისთვის თანხის გადაცემას. დ--–------- თმებში წვდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დ--–------ს, კლუბში მყოფებმა გააშველეს, დ--–------ ტიროდა, შემდეგ კი დ--–-------სთან და მამაკაცთან ერთად დატოვა კლუბი. ბოლოს დ--–------- და დ--–------ 2018 წლის 12 იანვარს მივიდნენ ერთად კლუბში. დ--–------ ჩვეულებისამებრ მოწყენილი იყო, დ--–-------მ წაიყვანა ის ტაქსით, თვითონ კი მიბრუნდა უკან და გააგრძელა დალევა ნ-------------------სთან და სამ თურქ მამაკაცთან ერთად. შემდეგ ხუთივემ ერთად დატოვა კლუბი.

 

11. მოწმე ნ-------------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ხშირად სტუმრობს დისკო-კლუბ „ლიდერს“, სადაც გაიცნო დ--–------- რ------------, იგივე დ----, რომელიც ბოლო პერიოდში უზბეკ ქალთან, სახელად ა-–-სთან ერთად დადიოდა კლუბში. რამდენჯერმე შეესწრო ფაქტს როგორ აიღო ფული თურქი მამაკაცისგან დ--–-------მ, შემდეგ კი ამ მამაკაცთან და ა-–-სთან ერთად გავიდა კლუბიდან. შეესწრო ასევე ქალებს შორის მომხდარ კონფლიქტსაც, დაინახა როგორ უყვიროდა დ---- ა-–-ს, რომელიც მოწყენილი და დაღვრემილი იჯდა მაგიდასთან. თმებში წვდა და ხელიც გაარტყა. კონფლიქტი დასრულდა იმით, რომ ნაცემმა ა-–-მ, დ----სთან და თურქ მამაკაცთან ერთად დატოვა კლუბი. 2018 წლის 12 იანვარს ღამით კლუბში შეხვდა ა-–-ს და დ----ს, ა-–- ცუდად იყო და დ----მ სახლში წაიყვანა ტაქსით. თვითონ კი დაბრუნდა კლუბში და გააგრძელა დალევა ნარგიზასთან ერთად. მათ სამი თურქი მამაკაციც შეუერთდა, შემდეგ კი ყველანი ერთად დ----ს ბინაში წავიდნენ. ბინაში მისვლისას დ----მ გააღვიძა ა-–- და მოსთხოვა ერთ-ერთ თანმხლებ მამაკაცთან სექსუალური ურთიერთობის დამყარება, ა-–-მ უარი უთხრა, დ----მ დაუწყო ყვირილი, ცემა, ემუქრებოდა მოკვლით, ესროლა სამზარეულოში არსებული თეფშები და ჭიქები, წააქცია და დაუზიანა სახე. ცდილობდნენ მის შეჩერებას ნარგიზი და ბინაში მყოფი კიდევ ერთი გოგონა, სახელად შირინი, ასევე თურქი მამაკაცებიც, შემდეგ კი ისინი საერთოდ გაიქცნენ ბინიდან. ა-–-ს ცემის შემდეგ ბინის კარი გასაღებით ჩაკეტა დ----მ, შემდეგ კი ყველამ დაიძინა. მეორე დღეს აღმოაჩინეს, რომ ა-–- ბინიდან გაპარულიყო.

 

12. მოწმე ს-----------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს დისკო-კლუბ „ლიდერში“ მიმტანად და კარგად იცნობს კლუბის ხშირ სტუმრებს, მათ შორის დ--–------- რ------------ს, რომელსაც ყველა დ----ს ეძახის. ეს უკანასკნელი 2017 წლის პრილიდან სისტემატურად დადიოდა კლუბში, ივლისის ბოლოდან კი მასთან ერთად გამოჩნდა უზბეკი ეროვნების ქალი,დ--–------ ა----–----, მეტსახელად ა-–-. ეს ორი ქალი სულ ერთად დადიოდა კლუბში, ა-–- ყველთვის მოწყენილი იყო და არავისტან კონტაქტობდა. დ---- ესაუბრებოდა თურქ მამაკაცებს, ართმევდა მათ თანხას, შემდეგ კი სამივე ერთად ტოვებდა კლუბს.

 

13. მოწმე გ--------–----ის ჩვენებით ირკვევა, რომ თავისი კუთვნილი ავტომანქანით ემსახურება მგზავრებს - ტაქსაობს, ჩერდება გონიოში მდებარე რესტორნებთან და დისკო-კლუბებთან და ელოდება კლიენტს. 2017 წლის მაისში გაიცნო ბრალდებული დ--–------- რ------------, იგივე დ----, რომელსაც გაცნობის შემდეგ სისტემატურად, თითქმის ყოველდღიურად ემსახურებოდა თავისი ავტომანქანით, გადაჰყავდა სხვადასხვა ადგილებში. დ---- კარგად საუბრობდა თურქულად, ამ ენას ფლობს მოწმეც, ამიტომ კომუნიკაცია არ უჭირდათ. 2017 წლის ივლისის ბოლოს დ---- ინტერნეტ ქსელის „ვატსაპის“ საშუალებით დაუკავშირდა და თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში მისვლა სთხოვა, რომელიც მდებარეობდა გონიოს დასახლებაში. მიაკითხა დ----ს, რომელიც დაჯდა მანქანაში და უთხრა წასულიყო ახალსოფელში, სადაც საქართველოში ჩამოსულ უზბეკ ქალს, თავის დეიდაშვილს, უნდა შეხვედროდა და თავის ბინაში წაეყვანა. მართლაც ახალსოფლიდან წამოიყვანეს ეს ქალბატონი,რომელსაც ერქვა დ--–------, მეტსახელად ა-–-. გზაში ქალები ხან უზბეკურად, ხანაც თურქულად საუბრობდნენ ერთმანეთში. დაეხმარა მათ ბინაში შეეტანათ ა-–-ს ბარგი, რად დროსაც გაიგონა როგორ უთხრა დ----მ ა-–-ს თურქულად პასპორტი გადაეცა მისთვის, მიზეზად კი სამსახურში დარეგისტრირება დაუსახელა. ა-–-მ ამოიღო პასპორტი ჩანთიდან და გადასცა დ----ს, რომელმაც ის თავის ხელჩანთაში შეინახა. ამ დღის შემდეგ დ---- სისტემატურად იძახებდა თავისი ბინის მისამართზე, ა-–-სთან ერთად, რომელიც სულ მოწყენილი და დაღონებული იყო, მიჰყავდა დისკო-კლუბ „ლიდერში“, იქიდან კი ორივენი თურქი მამაკაცის თანხლებით ხან მათივე დროებით საცხოვრებელ ბინაში, ხან კი სასტუმრო „ველუქსში“ გადაჰყავდა. სასტუმროში თავად დ--–-------ც რჩებოდა, შემდეგ კი უკავშირდებოდა, იბარებდა სასტუმროსთან, საიდანაც დ--–------სთან ერთად გამოდიოდა და ორივე დ----ს ბინაში მიჰყავდა.

 

14. მოწმე მ----–--------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ 2017 წლის აპრილში ქ. ბათუმში, ა-----------------–-------------ში მდებარე თავისი ბინა მიაქირავა დ--–------- რ------------ს, იგივე დ----ს, რომელიც ბინაში მარტო ცხოვრობდა, ივლისის თვიდან კი მასთან ერთად დასახლდა უზბეკი ქალი, სახელად ა-–-. დ----ს თქმით ა-–- მისი ნათესავი იყო და გარკვეულ დროს მასთან ერთად იცხოვრებდა. რამდენჯერმე შეხვდა ბინაში მისვლისას ა-–-ს, რომელიც სულ დაღონებული იჯდა, არ ლაპარაკობდა. 2018 წლის 13 იანვარს გადაწყვიტა სახლში მიეკითხა დ----სთვის, რადგან ამავე კორპუსში მცხოვრები მეზობლებისგან შეიტყო წინა ღამით ბინიდან გამოსული ხმაურის თაობაზე. სახლში მისულს ყველაფერი არეული დახვდა, ჭურჭელი გატეხილი, დ----მ აუხსნა, რომ ღამით ა-–-სთან ჩხუბი მოუვიდა, ეს უკანასკნელი სახლიდან გაიქცა და არ იცოდა სად იყო. ზიანს კი აუცილებლად აუნაზღაურებდა, ფულს ა-–-ს გამოართმევდა, ჩანთიდან ამოიღო და დაანახა პასპორტი, რომელიც მისი თქმით ა-–-ს ეკუთვნოდა და მანამ არ დაუბრუნებდა, სანამ ეს უკანასკნელი სახლში არ მივიდოდა.

 

15. მოწმე ნ-------------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ მუშაობს ქ. ბათუმში, ა---------------––---------–--------------------ში მდებარე სასტუმრო „ველუქსში“ ადმინისტრატორად. მასთან ერთად იმავე პოზიციაზე მუშაობს ი--------------–--ე და დღეგამოშვებით ენაცვლებიან ერთმანეთს. 2018 წლის იანვრის თვეში საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად სასტუმროში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, უზბეკი ეროვნების ქალთან ერთად, რომელიც თურქულად საუბრობდა. ახლდათ თარჯიმანიც. ეს ქალბატონი იცნო მოწმემაც, ის რამდენჯერმე იყო მისული სასტუმროში 2017 წლის აგვისტო-სექტემბერში თურქი ეროვნების სხვადასხვა მამაკაცთან ერთად. მის დარეგისტრირებას ვერ ახერხებდა ვერასოდეს, რადგან არ ჰქონდა პასპორტი და ნომერი ყოველთვის მამაკაცის მონაცემებზე რეგისტრირდებოდა. მათთან ერთად სასტუმროში ყოველთვის მიდიოდა შავთმიანი ქალი - ბრალდებული რ------------, რომელიც სასტუმროს ფოიეში რჩებოდა, როდესაც ქერათმიანი ქალი თურქ მამაკაცთან ერთად ნომერში ადიოდა, სასტუმროს ეზოში კი მუდმივად ელოდებოდათ ტაქსი. ნომრიდან ჩამოსვლის შემდეგ ქერა ქალბატონი შავთმიანთან ერთად ტოვებდა სასტუმროს, ჯდებოდა ტაქსში და მიდიოდა.

 

16. ანალოგიური განმარტებები მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა ი--------------–--ემ, რომელიც იმავე სასტუმროში მუშაობს ადმინისტრატორად და მასაც რამდენჯერმე ჰყავს ნანახი დაზარალებული ა----–---- ბრალდებულ რ------------სთან და თურქ მამაკაცთან ერთად სასტუმროში მისული. ა----–----ს პასპორტი თან არასდროს ჰქონდა, ბრალდებული კი ჯდებოდა სასტუმროს მისაღებში და ელოდებოდა მამაკაცთან ერთად ნომერში ასულ ა----–----ს. შემდეგ კი ქალები ერთად მიდიოდნენ სასტუმროდან.

 

17. მოწმე ი--------–--ემ, სასტუმრო „ახალი ველუქსის“ ადმინიტრატორმა სასამართლოს განუმარტა, რომ 2017 წლის შემოდგომაზე მათ სასტუმროშიც არის რამდენჯერმე ნამყოფი დ--–------ ა----–---- თურქ მამაკაცთან ერთად. მამაკაცი ქირაობდა სასტუმროს ნომერს თავის საპასპორტო მონაცემებზე, ა----–----ს არასდროს ჰქონდა თან პასპორტი. ადიოდნენ ნაქირავებ ნომერში ერთად, სასტუმროს მისაღებში კი მუდმივად იმყოფებოდა და ა----–----ს ნომრიდან გამოსვლას ელოდებოდა შავგვრემანი ქალი, ბრალდებული რ------------. ა----–----ს გამოსვლისთანავე ისინი ჯდებოდნენ ეზოში მომლოდინე ტაქსში და მიდიოდნენ.

 

18. მოწმე თ-----------მა სასამართლოს განუმარტა, რომ 2016 წლიდან ცხოვრობს საქართველოში და გართობის მიზნით ხშირად სტუმრობს სხვადასხვა დისკო-კლუბებს. იცნობს დ--–------- რ------------ს, იგივე დ----ს, რომელმაც ერთ-ერთი შეხვედრისას აუწყა, რომ ერთ კვირაში აზრებაიჯანიდან საქართველოში უნდა ჩამოეყვანა თავისი დეიდაშვილი, აჩვენა მისი სურათი და უთხრა, რომ თუ ექნებოდა მასთან სქესობრივი კავშირის სურვილი, დაეხმარებოდა. 2017 წლის ივლისის ბოლოს, საღამოხანს, დ---- დაუკავშირდა სოციალური ქსელი „ვატსაპის“ საშუალებით და დაიბარა დისკო-კლუბ „ლიდერში“, სადაც მისი გადმოცემით თავადაც მიდიოდა იმ ქალბატონთან ერთად, რომელზეც მანამდე ესაუბრა. მივიდა კლუბში, შეხვდა დ----ს და უზბეკი ეროვნების ქერათმიან ქალს, გააცნო რომ იყო დ--–------ ა----–----, მეტსახელად ა-–-. ეს უკანასკნელი არ საუბრობდა და მოწყენილი იყო. დ---- შეუთანხმდა ამ ქალბატონის მიერ გასაწევი სექსუალური მომსახურების ფასზე, გამოართვა 300 თურქული ლირა, გამოიძახა ტაქსი და სამივე ტაქსით მივიდნენ დ----ს დროებით საცხოვრებელ ბინაში, სადაც დაამყარა სქესობრივი კავშირი ა-–-სთან. 2017 წლის ოქტომბრის თვეში ისევ დაუკავშირდა დ---- და შესთავაზა ა-–-სთან სექსუალური კავშირი 100 დოლარის სანაცვლოდ, რასაც მოწმე დათანხმდა. მივიდა კლუბ „ლიდერში“, შეხვდა ა-–-ს და დაინას, გადასცა ამ უკანასკნელს 100 დოლარი. დ---- მიუბრუნდა ა-–-ს და უზბეკურად რაღაც უთხრა, ა-–-მ კი იყვირა, პასუხად დ----მ მაგიდაზე მდგარი ჭიქიდან ლუდი შეასხა, თმებში წვდა და ცემა დაუწყო. კლუბში მყოფ გოგონებთან ერთად გააშველა ქალები. დ----მ გვერდით გაიყვანა ა-–-, რაღაცას ესაუბრა, შემდეგ კი უთხრა თუფანს, რომ პრობლემა მოგვარებული იყო და გაჰყოლოდა მათ ნაქირავებ ბინაში. სამივე ტაქსით წავიდნენ მითითებულ ადგილას, სადაც დაამყარა სქესობრივი კავშირი ა----–----სთან. 2018 წლის 12 იანვარს დღის საათებში გონიოს დასახლებაში შეხვდა დ----ს და უთხრა, რომ სურდა ა-–-სთან სქესობრივი კავშირი, დ----მ წინასწარ გამოართვა 100 დოლარი მომსახურების საფასურად და საღამოს კლუბ „ლიდერში“ დაიბარა, სადაც დაპირდა, რომ შეახვედრებდა ა-–-ს. გვიან ღამით მივიდა კლუბში, სადაც იმყოფებოდნენ დ----, ა-–- და კიდევ ერთი უზბეკი ქალბატონი, ასევე ორი თურქი მამაკაცი, რომელსაც მოწმე არ იცნობდა. ყველანი ერთ მაგიდასთან დასხდნენ. დ----მ ა-–-ს რაღაც უთხრა უზბეკურად, ა-–-ს რეაქციაზე მოწმე მიხვდა, რომ ის წინააღმდეგი იყო შეესრულებინა დ----ს მოთხოვნა. დ----მ მოწმეს განუცხადა, რომ სახლში წაიყვანდა ა-–-ს და მოგვიანებით მასაც მიყვანდა ა-–-სთან. ტაქსით წაიყვანა ა-–- კლუბიდან, თვითონ კი მალევე დაბრუნდა დ ალკოჰოლური სასმელის დალევა განაგრძო, დათვრა, შემდეგ ყველანი თავის ბინაში მიიპატიჟა. დაახლოებით ღამის სამ საათზე მივიდნენ დ----ს ბინაში, დ----მ გააღვიძა მძინარე ა-–-, უზბეკურად დაუწყო ყვირილი, თმებში წვდა და საწოლიდან გადმოაგდო, დაუწყო ცემა, ყველა შეეცადა მათ გაშველებას და დ----ს დაწყნარებას, ის კი ისევ ყვიროდა, ჭურჭლის სროლა დაიწყო ა-–-ს მიმართულებით, დაუზიანა სახე. ა-–-ს და დ----ს კამათიდან, რომელიც ხან უზბეკურ, ხან თურქულ ენაზე მიმდინარეობდა, მიხვდა, რომ ა-–-მ უარი თქვა მასთან სქესობრივ კავშირზე, რამაც დ----ს გაბრაზება გამოიწვია.

 

19. მოწმე თ-----------ის მიერ ჩვენებაში მითითებული გარემოებები დასტურდება მის მიერ ა----–----ს პირადი ამოცნობის და რ------------ს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით.

 

20. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის N11/ბ-22/17 განჩინების საფუძველზე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს გამომძიებლის ზვიად აბაშიძის მიერ 2018 წლის 16 იანვარს ჩხრეკა ჩატარდა ქ. ბათუმში, აფ-----------------–-----------------------ში მდებარე დ--–------- რ------------ს დროებით საცხოვრებელი ბინაში. ჩხრეკას ესწრებოდა დ--–------- რ------------, რომელიც უზუნველყოფილი იყო თარჯიმნით. ჩხრეკის ოქმის თანახმად, საძინებელი ოთახში საწოლის გვერდით არებულ ტუმბოზე მოთავსებული შავი ფერის ხელჩანთაში სხვა პირად ნივთებთან ერთად აღმოჩენილი იქნა უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე დ--–------ ა----–----ს სახელზე გაცემული 36 გვერდიანი №--------- პასპორტი. ჩხრეკის მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა, მათ შორის დ--–------- რ------------ს მხრიდან რაიმე პრეტენზია და შენიშვნა არ გამოთქმულა. ჩხრეკის ომში მითითებული გარემოებების სისწორე დაადასტურა ხელის მოწერით. ჩხრეკის ოქმს ერთვის ფოტო-მასალა, რომელზეც აღბეჭდილია ჩხრეკის მიმდინარეობა.

 

21. დ--–------- რ------------ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ჩამტარებელმა გამომძიებელმა ზვიად აბაშიძემ სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას დაადასტურა ჩხრეკის ოქმში მითითებული ჩანაწერების სისწორე, განმარტა, რომ რ------------ პირადად ესწრებოდა და აკვირდებოდა ჩხრეკის მიმდინარეობას, პასპორტის აღმოჩენის შემდეგ აღელდა და დაიწყო ტირილი, გახდა ცუდად. ჩხრეკის შედეგებთან დაკავშირებით პრეტენზია ან შენიშვნა არ გამოუთქვამს.

 

22. იგივე გარემოებები დაადასტურეს ჩხრეკაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლებმა გ--–-------–--ემ და რ------------ემ სასამართლოში მოწმედ დაკითვისას.

 

23. 2018 წლის 20 იანვარს შედგენილი დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკის ჩატარებიდან ოთხი დღის შემდეგ, დ--–------- რ------------ დაკავებულ იქნა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის ახალციხის მონაკვეთზე, N171 სასაზღვრო ნიშნის რაიონში საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას.

 

24. ბრალდებულმა დ--–------- რ------------მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ არასდროს ჰქონია ადგილი მისი მხრიდან დ--–------ ა----–----ს სექსუალურ ექსპლუატაციას და რომ დაზარალებული ყველაფერს იგონებს.

 

25. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი და საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის, ობიექტური შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, სასამართლო ცალსახად დადასტურებულად მიიჩნევს დ--–------- რ------------ს მიმართ წარდგენილ ბრალდებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ერთმანეთის თანხვედრი, დამაჯერებელი და მყარი მტკიცებულებების უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. ბრალდების ყველა მოწმე დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აღწერს საქმესთან დაკავშირებით მათთვის ცნობილ გარემოებებს. დაზარალებული ა----–----ს ჩვენებაში მითითებული ფაქტები, სადაც დეტალურად აღწერს რ------------ს მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ძალადობის, დაშინების, მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენების, სექსუალური ექსპლუატაციის ფაქტებს, სრულად დასტურდება პირდაპირი მოწმეების ჩვენებებში მითითებული გარემოებებით და სრულ თანხვედრაში მოდის მათთან. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოწმეების ნაწილი რ------------სთან მეგობრულ ურთიერთობაში მყოფი უზბეკი ქალბატონები არიან, რასაც თავადაც ადასტურებენ და რ------------ც. შესაბამისად, მათი მხრიდან რაიმე დაინტერესება ცრუ ინფორმაციის მიწოდებით შეცდომაში შეიყვანონ სასამართლო და განზრახ დაადანაშაულონ ბრალდებული, ნაკლებ სარწმუნო და არადამაჯერებელია.

 

26. დაზარალებული დ--–------ ა----–----ს და მოწმეების - ჰი-–---–-----------------ს, ხოსიიატ ტურევას, ს-----------------ს, ნ-------------------ს, მ----–--------ის, გ--------–----ის, თ-----------ის, ნ-------------ის, ი--------------–--ის, ი--------–--ის ჩვენებების ერთობლივი ანალიზით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ცრუ დაპირებით, თითქოს მატერიალურად შეჭირვებულ, სარჩოს საძებნელად უცხო ქვეყანაში (აზერბაიჯანში) ჩასულ თვისტომს დაეხმარებოდა და მაღალანაზღაურებად სამსახურში - საკუთარ რესტორანში დაასაქმებდა, დ--–------- რ------------მ ნდობით განაწყო ა----–----, დაარწმუნა ჩამოსულიყო საქართველოში, გაუგზავნა გზისთვის საჭირო თანხა, ანუ შექმნა ყველა პირობა, რომ როგორმე ბათუმში ჩამოეტყუებინა. ამ დროს კი უკვე ჰქონდა განზრახვა და დასახული გეგმა როგორ ევაჭრა მისი სხეულით და თავად მიეღო შემოსავალი. მოწმე თ-----------ის ჩვენებით სრულად დასტურდება რ------------ს მხრიდან ასეთი განზრახვის არსებობა, რის შესახებაც ა----–----ს ჩამოსვლამდე ერთი კვირით ადრე გაანდო რ------------მ, აჩვენა რა ა----–----ს სურათი და შესთავაზა სურვილის შემთხვევაში მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებაში დახმარება. აზერბაიჯანიდან ჩამოსულ ა----–----ს დახვდა გ--------–----ის ავტომანქანით, წაიყვანა თავის დროებით საცხოვრებელ მისამართზე და პირველი, რაც მოიმოქმედა იყო მოგონილი მიზეზებით ა----–----სთვის პასპორტის ჩამორთმევა. ამის შემდეგ კი დაიწყო დანაშაულებრივი გეგმის რეალიზება: განუცხადა, რომ მისი მოვალე იყო, საქართველოში ჩამოყვანის სანაცვლოდ უნდა მიეცა 10 000 დოლარი და საჭირო იყო მისი გამომუშავება. დაშინებით, რომ მოკლავდა და მის საფლავს ვერავინ მიაგნებდა, ცემით, წარმოდგენის შექნით, რომ ქვეყანაში ახალჩასულს და ადგილობრივი კავშირების არმქონეს სამართალდამცავი ორგანოსთვის მიმართვა საწინააღმდეგოდ შემოუბრუნდებოდა, გადაიბირა და აიძულა უცხო ქვეყანაში მარტო, უპასპორტოდ დარჩენილი, დაბნეული და დაშინებული ა----–---- ჩაბმულიყო პროსტიტუციაში. ნების საწინააღმდეგოდ დაყავდა დისკო-კლუბებში, არ აძლევდა გარეშე პირებთან კომუნიკაციის დამყარების საშუალებას, მუდმივად იმყოფებოდა მის გვერდით, თავად ურიგდებოდა მამაკაცებს ა----–----ს მხრიდან მათთვის სექსუალური მომსახურების გაწევაზე, უთანხმდებოდა ფასზე, იღებდა ფულს და ითვისებდა. ყველა მოწმე, რომლებიც დაიკითხნენ საქმის არსებითი განხილვისას, მიუთითებენ დაზარალებული ა----–----ს დაჩაგრულ მდგომარეობაზე, რომ იყო მუდმივად უტყვი, დაღონებული, უხასიათო, არასდროს უნახავთ რ------------ს გარეშე, ეს უკანასკნელი წუთითაც არ სცილდებოდა გვერდიდან, სასტუმროში მამაკაცთან ერთად წასულს თან მიყვებოდა და ნომრიდან გამოსულს მისაღებში ელოდებოდა, რომ მარტო არ დარჩენილყო და ვინმესთვის თავისი გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ არ მიეწოდებინა ინფორმაცია, არ ეთხოვა დახმარება. რიგ შემთხვევებში ა----–---- მაინც ბედავდა შეწინააღმდეგებოდა რ------------ს, რაც საბოლოოდ მისი ფიზიკური შეურაცხყოფით და დამცირებით სრულდებოდა. ერთ-ერთი მორიგი ცემის და ძალადობის შემდეგ, რომლის შემსწრე პირდაპირი მოწმეები დაიკითხნენ სასამართლოში, ა----–----მ პირველივე ხელსაყრელი შემთხვევა გამოიყენა, გასაღები ამოაცალა აბაზანაში მყოფ რ------------ს და სახლიდან გაიქცა. ეს უკანასკნელი კი, გაიგო რა საქმით სამართალდამცავების დაინტერესების შესახებ, პირადად დაინახა როგორ იპოვეს პოლიციელებმა მის ხელჩანთაში ა----–----ს პასპორტი, პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით ბათუმიდან წავიდა ახალციხეში და იქიდან აპირებდა თურქეთის რესპუბლიკაში უკანონოდ გადასვლას, თუმცა დაკავებული იქნა საზღვრის კვეთის მცდელობისას.

 

27. ტრეფიკინგის, როგორც საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შემადგენლობის დასადგენად სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლით; „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით; ”ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” ევროპის საბჭოს კონვენციით /რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 22 დეკემბრის N 4086–რს დადგენილებით/”და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ” გაეროს კონვენციის ოქმით /რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 7 ივნისის N 3202 – Iს დადგენილებით/ .

 

28. „ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად, წინამდებარე კონვენცია ვრცელდება ადამიანებით ვაჭრობის ყველა ფორმაზე, იმისდა მიუხედავად ის მხოლოდ ერთი სახელმწიფოს ფარგლებში ხორციელდება თუ გააჩნია ტრანსნაციონალური ხასიათი, და არის თუ არა ის დაკავშირებული ორგანიზებულ დანაშაულთან.

 

29. ამავე კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად:

 

a) „ადამიანებით ვაჭრობა” ნიშნავს ექსპლოატაციის მიზნით პირთა სამუშაოზე აყვანას, ტრანსპორტირებას, გადაცემას, თავშესაფრის მიცემა ან მიღებას, მუქარის ან ძალის ან იძულების სხვა ფორმების გამოყენებას, მოტაცების, თაღლითობის, მოტყუების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ან უმწეო მდგომარეობით სარგებლობის ან საზღაურის ან სარგებლის მიცემის ან მიღების გზით, რომლის მიზანია იმ პირის თანხმობის მიღება, რომელიც ახორციელებს კონტროლს სხვა პირზე. ექსპლუატაცია, ყველაზე შეზღუდული განმარტებით, მოიცავს სხვა პირთა ექსპლუატაციას პროსტიტუციის მიზნით ან სექსუალური ექსპლოატაციის სხვა ფორმებს, იძულებით შრომას ან მომსახურებას, მონურ ან სხვა მსგავს მდგომარეობაში ჩაყენებას;

 

b) „ადამიანებით ვაჭრობის“ მსხვერპლის თანხმობა გამოყენებულ იქნას ამ მუხლის (a) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის არ ჩაითვლება ნამდვილად, თუ ეს თანხმობა მიღებულ იქნა (a) ქვეპუნქტში მითითებული რამდენიმე საშუალებით;

 

30. ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ გაეროს კონვენციის ოქმის მე-3 მუხლის შესაბამისად, ამ ოქმის მიზნებისათვის:

 

31. „ტრეფიკინგი“ ნიშნავს ადამიანთა გადაბირებას, ტრანსპორტირებას, გადაყვანას, შეფარებას ან მიღებას, მუქარის, ძალის გამოყენების ან იძულების სხვა საშუალებებით, მოტაცებით, თაღლითობით, მოტყუებით, ძალაუფლების ან პირის უმწეობის ბოროტად გამოყენებით ან იმ პირის თანხმობის მისაღწევად თანხის ან სხვა სარგებლის მიცემით ან მიღებით, ვისი დამოკიდებულების ქვეშაც იმყოფება მეორე პირი, ამ ადამიანთა ექსპლუატაციის მიზნით. ექსპლუატაცია, როგორც მინიმუმ, გულისხმობს სხვათა პროსტიტუციის ექსპლუატაციას ან სქესობრივი ექსპლუატაციის სხვა ფორმას, იძულებით შრომას ან მომსახურებას, მონობას ან მონობის მსგავს მდგომარეობას, მონურ შრომას ან ორგანოთა გადანერგვას;

 

32. ”ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს. ამავე კანონის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) – ესაა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 და 1432 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები.

 

33. ამავე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ექსპლუატაცია არის – სექსუალური მომსახურების გაწევის იძულება; პროსტიტუციაში ჩაბმა, მონობის მსგავს მდგომარეობაში ან მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება, სექსუალური ექსპლუატაცია ან სხვა სახის მომსახურების გაწევის იძულება.

 

34. ამავე კანონის თანახმად, სექსუალური ექსპლუატაციაა – პირის ჩაბმა პროსტიტუციაში მის მიმართ მუქარის, ძალადობის, იძულების, შანტაჟის გამოყენებით ან სამუშაოს ხასიათისა და პირობების შესახებ ყალბი ინფორმაციის მიწოდებით;

 

35. ამავე კანონის თანახმად, მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება გულისხმობს – პირისათვის პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ჩამორთმევას, თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვას, ან/და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ან არაადეკვატური ანაზღაურებით მუშაობის იძულებას;

 

36. სავალო კაბალა მონობის მსგავსი მდგომარეობის სახეა და გულისხმობს პირის სტატუსს ან მდგომარეობას, რომელიც აღმოცენდება მოვალის მიერ ვალის უზრუნველყოფის საშუალებად საკუთარი ან მის დამოკიდებულებაში მყოფი პირის მომსახურების გამოყენებით, თუკი ამ მომსახურების ღირებულება, გონივრული შეფასებით, შეუძლებელია გამოყენებულ იქნეს აღნიშნული ვალის აღმოსაფხვრელად ან ასეთი მომსახურების ხანგრძლივობა ან ბუნება არ არის სათანადოდ განსაზღვრული და შეზღუდული.

 

37. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა დანაშაულებრივი ქმედების ტრეფიკინგად დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელი ელემენტების ერთობლიობა. როგორც უკვე აღინიშნა, მოტყუებით უცხო ქვეყანაში ჩამოსულ მსხვერპლს ბრალდებულმა ჩამოართვა პასპორტი, შეუზღუდა თავისუფალი გადაადგილება, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში, დააშინა, ისარგებლა მისი მარტოობით, საქართველოში კავშირების არარსებობით, დაარწმუნა პოლიციისთვის მიმართვის შემთხვევაში მისთვის უარყოფითი შედეგების გამოწვევაში, იძალადა და გადაიბირა სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, რითაც თავად იღებდა მატერიალურ სარგებელს. შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი სასამართლომ გაიზიაროს დაცვის მხარის პოზიცია და მოთხოვნა ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობასთან დაკავშირებით, რადგან სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებებით დადასტურდა სრულიად საპირისპირო. დაცვის მხარის ძირითადი აპელირება იმაზე, რომ დაზარალებულის ჩვენების რეალობის შემთხვევაში მას შეეძლო შესაბამისი ზომების მიღება თავის დასაცავად, რომ პოლიციასთან ახლოს ცხოვრობდნენ, პირველ სართულზე მდებარე ბინის აივნიდან შეეძლო გაპარვა და პოლიციაში გამოცხადება - აბსოლუტურად ვერ გამორიცხავს ასეთი შესაძლებლობის არსებობის დროსაც კი, მუქარის, დაშინების, პოლიციაზე უარყოფითი წარმოდგენის შექმნის პირობებში, დაზარალებულის მიერ ჩვენებაში მითითებული გარემოებების არსებობას, მით უფრო, რომ ამ გარემოებების სისწორე გამყარებულია მოწმეთა ჩვენებებით.

 

38. ამდენად, სასამართლოს მიერ ზემოთ განხილული, ურთიერთთავსებადი, შეჯერებული და სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობით, ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დ--–------- რ------------ს ბრალდების დადასტურება.

 

ქმედება, ჩადენილი დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით :

 

39. დაზარალებულმა დ--–------ ა----–----მ სასამართლოს განუმარტა, რომ 2016 წლის ოქტომბერში სამუშაოდ წავიდა აზერბაიჯანში ქ. ბაქოში, სადაც მზარეულად მოეწყო. გაიცნო ქალბატონი, სახელად ზ---–----, რომელსაც შესჩივლა, რომ მცირე ხელფასის გამო ოჯახის რჩენა უჭირდა, ეს უკანასკნელი კი დაპირდა საქართველოში მყოფ მეგობართან დაკავშირებას, რომელსაც საკუთარი რესტორანი ჰქონდა ბათუმში და მაღალანაზღაურებად სამუშაოზე დაასაქმებდა. ზ---–----ს მეგობარი ქალი აღმოჩნდა ბრალდებული დ--–------- რ------------, იგივე დ----, რომელიც 2017 წლის ივლისის დასაწყისში თავად დაუკავშირდა ინტერნეტ-ქსელით - ე.წ. "იმოთი" და დაარწმუნა ჩასულიყო საქართველოში, კერძოდ კი ქ. ბათუმში, სადაც დაახვედრებდა კარგ სამსახურს, კარგი ანაზღაურებით, მისსავე რესტორანში მოაწყობდა მზარეულად. დაპირებებით დაიმედებული ა----–---- დათანხმდა შეთავაზებას. გზის ფული 150 დოლარი დ--–-------მ გადასცა ზ---–----ს ხელით. 26 ივლისს ავტობუსით რ------------ ჩამოვიდა ქ. ბათუმში.

 

40. მოწმე გ--------–----ემ სასამართლოს განუმარტა, რომ 2017 წლის ივლისის ბოლოს რ------------ ინტერნეტ ქსელის „ვატსაპის“ საშუალებით დაუკავშირდა და თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში მისვლა სთხოვა, რომელიც მდებარეობდა გონიოს დასახლებაში. როდესაც მიაკითხა, შეიტყო, რომ დ--–------- საქართველოში ჩამოსულ ნათესავს უნდა დახვედროდა და წამოეყვანა თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში. მართლაც შეხვდნენ ამ ქალბატონს, სახელად დ--–------ს, რომელიც თავისი ბარგით მიიყვანა და დატოვა რ------------ს ბინაში.

 

41. მოწმე თ-----------მა სასამართლოს განუმარტა, რომ ჯერ კიდევ ა----–----ს საქართველოში ჩამოსვლამდე, რ------------სგან შეიტყო, რომ ერთ კვირაში აზრებაიჯანიდან საქართველოში უნდა ჩამოეყვანა თავისი დეიდაშვილი, აჩვენა მისი სურათი და უთხრა, რომ თუ ექნებოდა მასთან სქესობრივი კავშირის სურვილი, დაეხმარებოდა. ეს ქალბატონი აღმოჩნდა დ--–------ ა----–----, რომელთანაც რ------------სთვის გადახდილი საზღაურის სანაცვლოდ, არაერთხელ ჰქონდა სექსუალირი ურთიერთბა.

 

42. დაზარალებული დ--–------ ა----–----ს მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ საქმეში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ა----–---- საქართველოში შემოვიდა 2017 წლის 26 ივლისს, სასაზღვრო პუნქტი - „წითელი ხიდის“ გავლით.

 

43. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”ი” ქვეპუნქტის თანახმად, სასაზღვრო გამტარი პუნქტია - საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული გზატკეცილის ან გზის მონაკვეთი, რკინიგზის სადგურის, პორტის, ნავსადგურის, აეროპორტის (აეროდრომის) ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სახის კონტროლი;

 

44. საზღვარგარეთ გაყვანა ნიშნავს პირის ერთი ქვეყნის ტერიტორიიდან საზღვრის გავლით სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე წაყვანას იმ მიზნით რომ, მიყვანილ იქნეს იმ ადგილას, სადაც მოხდება მისი ჩაბმა ექსპლუატაციაში.

 

45. დ--–------- რ------------მ დ--–------ ა----–---- სექსუალური ექსპლუატაციისთვის გაიყვანა საზღვარგარეთ, კერძოდ, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოში, სადაც განხორციელდა მისი ექსპლუატაცია, რაც დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

46. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, წარმოადგენს ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა იმ ერთობლიობას, რომლის საფუძველზე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ--–------- რ------------მ ჩაიდინა ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით.

47. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. იგივეს მიუთითებს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

48. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

49. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულების მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

50. "ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას" (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

51. ამასთან, "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის" მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

52. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

 

სამართლებრივი შეფასება :

 

53. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა დ--–------- რ------------მ, დაზარალებულ დ--–------ ა----–----ს მიმართ განხორციელებული უკანონო გარიგებით, მუქარით, ძალადობით, მოტყუებით, მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენებით, სავალო კაბალას დადებით, სექსუალური ექსპლუატაციის და ამით შემოსავლის მიღების მიზნით, დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით - ჩაიდინა ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) - დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის მესამე ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები :

 

54. დ--–------- რ------------ს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოებება არ გააჩნია.

 

55. დ--–------- რ------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება :

 

56. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

 

57. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

58. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

59. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

60. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

61. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

62. საქართველოს სსკ-ის 1431 მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ვადით თორმეტიდან თხუთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

63. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნების განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ბრალდებულის პიროვნების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, დ--–------- რ------------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს - თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით. მასვე სსკ-ის 43-ე მუხლის შესაბამისად, 01 (ერთი) წლით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

 

64. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის სწორედ აღნიშნული სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში ბრალდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს დ--–------- რ------------ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა :

 

65. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებებად ცნობილი - 2018 წლის 16 იანვარს, დ--–------- რ------------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული დ--–------ ა----–----ს #--------- პასპორტი და დ--–------- რ------------ს შავი ფერის ხელჩანთა, რომლებიც ინახება საქართველოს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებაში - უნდა დაუბრუნდეს მფლობელებს, მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 280-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული: დ--–------- ა-----------ის ასული რ------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.

 

მასვე სსკ-ის 43-ე მუხლის შესაბამისად, 01 (ერთი) წლით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

 

დ--–------- რ------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 20 თებერვლიდან.

 

ნივთმტკიცებები: 2018 წლის 16 იანვარს, დ--–------- რ------------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული დ--–------ ა----–----ს №--------- პასპორტი და დ--–------- რ-----------ს შავი ფერის ხელჩანთა, რაც ინახება საქართველოს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების გამომძიებელ ზვიად აბაშიძესთან - დაუბრუნდეს მფლობელებს, მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი