განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------ კ------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ---–-- თ------- ძე დ----–-ა, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------, დაბადებული 1--- წლის 2-----------ერს, რეგისტრირებული: მ--------–-- რაიონის სოფელი ნ--------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ც----------------- ქ. #---- ბინა #7-–-
ადვოკატი - ს------------------, ლ-–- ც--–-------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ნ----- ნ--------ის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია - ქ------- ყ---–--ის ეპიზოდი)
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1.2018 წლის 12 მარტს, დაახლოებით 23:15 საათზე, თ---–--–-- ც----------- ქ.#1---–ი მდებარე სასურსათო მაღაზიაში ოპერატორ ნ----- ნ--------ის მომსახურების გამო მ---–-- დ----–-ამ გამოხატა უკმაყოფილება და იგი სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელებისა და ფეხების დარტყმით სცემა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი. ცემის შედეგად დაზარალებულმა მიიღო თავის ტვინის შერყევა.
1.2. 2018 წლის 12 მარტს, დაახლოებით 23:15 საათზე, თ---–--–-- ც----------- ქ.#1---–ი მდებარე სასურსათო მაღაზიაში კონსულტანტ ქ------- ყ---–--ეს მ---–-- დ----–-ამ სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელებისა და ფეხების დარტყმით მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება - ცხვირის ძვლების მოტეხილობისა და თავის ტვინის შერყევის სახით, რამაც ქ------- ყ---–--ის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.
2.2.სასამართლოს დასკვნა მ---–-- დ----–-ას მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის მხრიდან ბრალის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულების - ნ----- ნ--------ის, ქ------- ყ---–--ის და მოწმეების - ვ------- ყ---–--ის, ც------ ც--–--ის, გ---------------–-–---–-----------------–---–-- გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებს, ბრალდებულის დაკავების ოქმს, დაზარალებულების სამედიცინო დოკუმენტაციას, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია მ---–-- დ----–-ას მიერ დანაშაულის ჩადენა.
3.2. უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულების და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით დადასტურდა, რომ ბრალდებულის მხრიდან საჯარო სივრცეში განხორციელებულმა ძალადობამ არნახულ სისასტიკეს მიაღწია. ამონარიდი დაზარალებულ ქ------- ყ---–--ის გამოკითხვის ოქმიდან ,,...მოქნეული ხელი დამარტყა სახის მარცხენა მხარეს, რა დროსაც მე თავბრუ დამეხვა და ვიგრძენი ძლიერი ფიზიკური ტკივილი..., ...სახის არეში კვლავ დამარტყა ხელი და ასევე ძლიერად მკრა ხელი, რის შედეგადაც მე წავიქეცი იატაკზე..., ...აღნიშნულმა მამაკაცმა წაქცეულზე დამიწყო წიხლების დარტყმით ცემა მუცლის და მკლავის არეში, ასევე ნეკნებზე, რა დროსაც განვიცადე ძლიერი ფიზიკური ტკივილი, კვლავ მცემა გამეტებით..., ...განხორციელებული ძალადობის ფაქტის შემდგომ მე მთელი სხეული და მათ შორის ცხვირიც მტკიოდა“. ამონარიდი დაზარალებულ ნ----- ნ--------ის გამოკითხვის ოქმიდან ,,..მოქნეული ხელი დამარტყა სახის მარცხენა მხარეს, რაც მეტკინა ძლიერ და განვიცადე ძლიერი ფიზიკური ტკივილი..., ...მე ამ დროს შევეცადე მაღაზიის კარის გამოღებას, რა დროსაც მამაკაცი უკანა მხრიდან მწვდა თმებში, რომელიც დამქაჩა რამდენჯერმე ძლიერ, რის გამოც თავის არეში განვიცადე ძლიერი ტკივილი, ამ დროს მან გამომათრია სალაროსთან, რა დროსაც თავი ვერ შევიკავე და წავიქეცი ძირს..., ...ვეცადე ქ------- ყ---–--ისთვის მიხმარებას, რა დროსაც მამაკაცმა ხელი დამარტყა ძლიერად უკან კეფის არეში, რა დროსაც განვიცადე ძლიერი ფიზიკური ტკივილი..., ...გამოვიქეცით გარეთ, სადაც აღნიშნულმა მამაკაცმა გარეთ კედელზე ერთხელ მიმარტყმევინა თავი...’’. უდავო მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ბრალდებულმა ძალადობა განახორციელა არასრულწლოვნის თანდასწრებით, რომელიც პირდაპირ უყურებდა, თუ რა სისასტიკით გაუსწორდა მოძალადე სასურსათო მაღაზიაში მოქალაქეების თანდასწრებით მაღაზიის მუშა პერსონალს. ამონარიდი არასრულწლოვანი მოწმის ც------ ც--–--ის (14 წლის) გამოკითხვის ოქმიდან, ,,...დავინახე თუ როგორ მოუქნია ხელი მამაკაცმა მაღაზიის თანამშრომელ გოგონას... მამაკაცმა აღნიშნულ თანამშრომელ გოგონას ესროლა რაღაც ნივთი... მამაკაცმა გოგონას დაარტყა ხელი თავის არეში, სცემდა ორივე თანამშრომელ გოგონას, ერთ-ერთს რამდენჯერმე დაარტყა ხელი, შემდგომ წააქცია და წაქცეულს ურტყამდა გამეტებით მოქნეულ წიხლს მუცლის და სხეულის სხვადასხვა ადგილებში, მამაკაცი მუშტებით ცემდა ორივე თანამშრომელ გოგონას, მე ამ დროს მოვახერხე და გავიქეცი მაღაზიის გარეთ, რადგან შემეშინდა მეც არ ვეცემე აღნიშნულ მამაკაცს.“ მოწმე ე------ ყ-----–---–ის გამოკითხვის ოქმით ასევე დადასტურდა მ---–-- დ----–-ას მხრიდან სასურსათო მაღაზიაში ძალადობის ჩადენა. დაზარალებულების და დანაშაულის თვითმხილველი მოწმეების ე------ ყ-----–---–ის და ც------ ც--–--ის გამოკითხვის ოქმებით ასევე დგინდება, რომ ძალადობა განხორციელდა არა მხოლოდ ერთი არასრულწლოვნის ც------ ც--–--ის, არამედ მოძალადის მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებითაც.
3.3. უდავო მტკიცებულებით, ალკოტესტზე შემოწმების ოქმით ასევე დადასტურდა, რომ მ---–-- დ----–-ამ დანაშაული ჩაიდინა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, რაც იყო ერთ-ერთი მაპროვოცირებელი გარემოება სასტიკი ძალადობის ჩადენის. ალკოჰოლმა იმდენად უარყოფითად იმოქმედა მოძალადის ქცევაზე, რომ დაკარგა კონტროლი საკუთარ თავზე და საჯარო სივრცეში - სასურსათო მაღაზიაში მყოფმა მოქალაქეებმა ვერ შეძლეს მისი განეიტრალება. ალკოტესტის შემოწმების ოქმის მიხედვით მ---–-- დ----–-ას დაუდგინდა 1,298% პრომილი.
3.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლში კრიმინალიზებულია ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ცემა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ცემად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. დაზარალებულ ნ----- ნ--------ის გამოკითხვის ოქმით დადასტურდა, რომ მსხვერპლმა ცემის შედეგად ფიზიკური ტკივილი განიცადა. რაც შეეხება დანაშაულებრივი ქმედების შედეგს და მიზეზობრივ კავშირს, აღნიშნული დადასტურებულია სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, რომლის მიხედვით ნ----- ნ--------ეს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარჯვენა მხრის უკანა და გარეთა ზედაპირების საზღვარზე ზედა მესამედში და სისხლნაჟღენთი ამავე იდაყვის სახსრის საპროექციოდ უკანა ზედაპირზე, სამედიცინო დოკუმენტაციით პაციენტს დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა. თავის ტვინის შერყევა და მარჯვენა ზედა კიდურზე არსებული სისხლნაჟღენთები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად).
3.5. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლში კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. დანაშაული ობიექტური მხრივ გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გულისხმობს: 1. ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლას; 2. საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარ დაკარგვას. ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლად ითვლება ჯანმრთელობის ისეთი მოშლა, რომელიც გრძელდება 6 დღეზე მეტ ხანს, მაგრამ არა უმეტეს 21 კვირისა. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული მაშინ გვექნება, როცა ქმედებამ ,,გამოიწვია შრომის უნარის უმნიშვნელო (10%-მდე), მაგრამ მყარი დაკარგვა და მაშინაც, როდესაც შრომის უნარის დაკარგვა მნიშვნელოვანია, მაგრამ არამყარია“. მ---–-- დ----–-ას მიერ დაზარალებულ ქ------- ყ---–--ისთვის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანების მიყენებას, მისი ხანმოკლე მოშლით მოწმობს სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნა, რომლის მიხედვითაც დადგენილია, რომ 20.03.18წ-ს, 12:05სთ-ზე პირადი შემოწმებისას ქ------- ყ---–--ეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები- მარცხენა მხრის გარეთა ზედაპირზე ქვედა მესამედში, ამავე მხრის უკანა და გარეთა ზედაპირების საზღვარზე ქვედა მესამედში და მარჯვენა ძუძუს ზედა შიგნითა კვადრატზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს 12.03.18 წ.; თავზე არსებული დაზიანებები (ცხვირის ძვლების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა) ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ხოლო მარცხენა მხრის და მარჯვენა ძუძუს მიდამოებში არსებული სისხლნაჟღენთები იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
3.6. სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 12 მარტს, გვიან ღამით, სასურსათო მაღაზიაში გაწეული მომსახურებით უკმაყოფილო მ---–-- დ----–-ამ ცემა ოპერატორი ნ----- ნ--------ე, ხოლო ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა კონსულტანტ ქ------- ყ---–--ეს. ძალადობის შედეგად ორივე დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. სასამართლოს შეფასებით მოძალადის ქმედება არის ბრალეული, რის გამოც მან პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე.
3.7. სასამართლო ხაზს უსვამს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, იყოს დაცული მისი სხეული ყოველგვარი ძალადობისგან. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს.
3.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.9. სასამართლომ საქმეში არსებული პრეიუდიციული ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ ბრალდებულმა მ---–-- დ----–-ამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ნ----- ნ--------ის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია - ქ------- ყ---–--ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. მ---–-- დ----–-ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა: დანაშაულის აღიარება, გამოძიებასთან თანამშრომლობა, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის მასშტაბი: ძალადობის რამდენიმე ეპიზოდი და მსხვერპლთა რაოდენობა, ასევე ქმედების ჩადენა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ საჯარო ადგილას, არასრულწლოვანთა თანდასწრებით.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3.სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს პასუხისმგებლობის დამძიმების კუთხით ძალადობის სიმძიმეს, მასშტაბს და ხერხს: ნ----- ნ--------ემ ძალადობის შედეგად მიიღო თავის ტვინის შერყევა, ხოლო ქ------- ყ---–--ემ ცხვირის ძვლის მრავლობითი მოტეხილობა, თავის ტვინის შერყევა. საყურადღებოა, რომ ძალადობამ ორი ადამიანის ჯანმრთელობა დააზიანა და დანაშაულის ხერხი იყო სასტიკი - მრავალჯერადად სხეულის სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის თავზე დარტყმების განხორციელება, როგორც ხელით, ასევე ფეხით და ძალადობის შედეგად იატაკზე დაცემული პირების დამატებით ცემა. სასჯელის განსაზღვრის დროს ასევე მხედველობაში იქნება მიღებული სხვა დამამძიმებელი გარემოებაც, როგორიცაა დანაშაულის ჩადენა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ საჯარო ადგილას, მსხვერპლთა პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით. მ---–-- დ----–-ას აგრესიულმა ქმედებამ გამოიწვია სასურსათო მაღაზიის საქმიანობის დროებითი შეწყვეტაც, რაც დამატებით ხაზს უსვამს მისი ქმედების მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას.
5.4. რაც შეეხება საქმეში არსებულ სასჯელის შემამსუბუქებელ გარემოებებს – მ---–-- დ----–-ას მიერ გამოძიებასთან თანამშრომლობასა და მის მიერ ბრალის აღიარებას, ასევე დაზარალებულებთან შერიგებას და მიყენებული ზიანის ანაზღაურებას (სამედიცინო ხარჯები) მიუღებელი განაცდურის ნაწილშიც და მტკიცებულებების გამოკვლევაზე უარის თქმით მართლმსაჯულების რესურსის დაზოგვას, მითითებული გარემოებები შეიძლება გახდეს მხოლოდ ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის 120-ე, 126-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ზომის – თავისუფლების აღკვეთის ფარგლებში მსჯავრდებულისთვის შეღავათის გაწევის და არა მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენების საფუძველი, როგორც ამას დაცვის მხარე ითხოვს. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ სასჯელის განსაზღვრის დროს სავალდებულოდ ბრალდებულის დადებითი დახასიათების მხედველობაში მიღების მოთხოვნას, - სასამართლო არ ეთანხმება, ვინაიდან სასამართლოს შეფასებით, მ---–-- დ----–-ას დადებითად დახასიათება მისი მხრიდან ჩადენილი დანაშაულის ხერხიდან, მასშტაბიდან და საშიშროებიდან გამომდინარე არ ასახავს მოძალადის რეალურ პორტრეტს: 1. მ---–-- დ----–-ა ფიზიკურად გაუსწორდა სასურსათო მაღაზიის თანამშრომლებს რიგში შეყოვნების გამო (ერთ-ერთი დაზარალებული ემსახურებოდა სხვა კლიენტს - არასრულწლოვან ც. ც--–--ეს) და ორივე მათგანს მიაყენა ტვინის შერყევა, ქ------- ყ---–--ეს ცხვირის ძვლებიც კი დაუმსხვრია, ამ პირობებში ბრალდებულის მეზობლების და ახლობლების დახასიათება, როგორც კეთილშობილ, კეთილსინდისიერ და უაღრესად პატიოსან ადამიანად ემსახურება ბრალდებულის არა რეალური პორტრეტის წარმოჩენას, არამედ იგი გათვლილია მხოლოდ მსუბუქი სასჯელის განსაზღვრაზე. 2. სასამართლო ასევე ვერ მიიღებს მხედველობაში დახასიათებას იმ ნაწილში, რომ ბრალდებულ მ---–-- დ----–-ას გააჩნია განსაკუთრებული დამოკიდებულება ბავშვების მიმართ, აღნიშნულ დამოკიდებულებას ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლის მიხედვით ბრალდებულმა სასტიკი ძალადობა განახორციელა მისი მცირეწლოვანი შვილების და არასრულწლოვანი მოწმის ც------ ც--–--ის თანდასწრებით, ამ უკანასკნელს აღქმაში შეექმნა გონივრული მოლოდინი, რომ მოძალადეს შესაძლოა ისიც ეცემა და თავს გაქცევით უშველა.
5.5. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ცალკეული შემთხვევები, როგორიცაა ახალი დანაშაულის აცილება, როგორც ზოგადი და კერძო პრევენცია. კერძო პრევენციის მიზანი მიიღწევა მსჯავრდებულზე სასჯელის ზემოქმედებით, რათა მსჯავრდებულმა მომავალში აღარ ჩაიდინოს იდენტური დანაშაული, ზოგადი პრევენცია როგორც წესი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ თუ ასეთ დანაშაულს ჩაიდენენ, მათ მიმართაც მკაცრი მიდგომა იქნება გამოყენებული.
5.6. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის და დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების დაბალანსებით მ---–-- დ----–-ას დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ უნდა განესაზღვროს თანაზომიერი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად, 2(ორი) ცალი ელექტრონული დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო სისხლის ნიმუშები და ბამბა მოწითალო ფერის ლაქებით - განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ---–-- დ----–-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით.
2. მ---–-- დ----–-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 1 (ერთი) წლის ვადით სრულად შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ---–-- დ----–-ას საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
4. გაუქმდეს მ---–-- დ----–-ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
5.მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 13 სექტემბრიდან. მ---–-- დ----–-ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 12 მარტიდან - 2018 წლის 15 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
6. ნივთიერი მტკიცებულება:
2(ორი) ცალი ელექტრონული დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო სისხლის ნიმუშები და ბამბა მოწითალო ფერის ლაქებით - განადგურდეს.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
8. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა