გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/79-2018
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. სამტრედია
შესავალი ნაწილი
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლევან მეშველიანი
სხდომის მდივანი ქეთევან მეიშვილი
მოსარჩელე - საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველო
წარმომადგენელი - გ---–-- ღ----–----
მოპასუხე - ი/მ ,,ზვ----ი ჩა-------ა“
დავის საგანი - თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს მოპასუხე ი/მ,,ზვ----ი ჩა-------ას“ საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს სასარგებლოდ 336.45 (სამასოცდათექვსმეტი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) ლარის გადახდა.
სარჩელის თანახმად, 2018 წლის 06 მარტს საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს და ი/მ ,,ზვ----ი ჩა-------ას“ შორის გაფორმებულ იქნა №135 ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, დაცვა ვალდებული იყო უზრუნველყო ი/მ ,,ზვ----ი ჩა-------ას“ ობიექტის (სამტრედია, დ. აღ--–-----–ის გამზ. 433) დაცვა პერიმეტრიული სიგნალიზაციის მეშვეობით. რისთვისაც მოპასუხეს ყოველ თვეში უნდა გადაეხადა მომსახურეობის საფასური 70 ლარის ოდენობით. მოპასუხემ დაარღვია თავისი ვალდებულება, კერძოდ, არ გადაიხადა დაცვის მომსახურეობის საფასური, რამაც გამოიწვია დებიტორული დავალიანების წარმოშობა. ი/მ ,,ზვ----ი ჩა-------ასა“ და შსს სსიპ დაცვის პოლიციას შორის 2018 წლის 01 აგვისტოს შეწყდა ხელშეკრულება და დავალიანებამ შეადგინა სულ 336.45 (სამასოცდათექვსმეტი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ი/მ ,,ზვ----ი ჩა-------ას“ წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, იგი არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და შესაბამისად, მოპასუხის პოზიცია სასამართლოსათვის უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 დადგენილია, რომ 2018 წლის 06 მარტს საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს და ი/მ ,,ზვ----ი ჩა-------ას“ შორის გაფორმებულ იქნა №135 ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად შემსრულებელმა აიღო ვალდებულება უზრუნველყო ი/მ ,,ზვ----ი ჩა-------ას“ ობიექტის (სამტრედია, დ. აღ--–-----–ის გამზ. 433) დაცვა. ამავე ხელშეკრულებით მომსახურების ღირებულება ერთ თვეში განისაზღვრა 70 ლარის ოდენობით.
ამავე ხელშეკრულების 6.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნი შესრულების შემთხვევაში მხარეები უფლებამოსილნი არიან ცალმხრივად შეწყვიტონ ხელშეკრულება, რის შესახებ ვალდებულნი არიან ათი დღით ადრე წერილობით აცნობონ ერთმანეთს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 06 მარტის ხელშეკრულება №135.
3.1.2. დადგენილია, რომ 2018 წლის 31 ივლისს მხარეთა შორის მოხდა ურთიერთშეთანხმება N377. საქართველოს შსს საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს უფროსის 2018 წლის 31 ივლისის MIA 9------------ ბრძანებით 2018 წლის 01 აგვისტოდან შეწყვეტილი იქნა იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს დაცვაში მყოფი ი/მ,,ზვ----ი ჩა-------ას“ ობიექტის მდებარე: სამტრედია, დ. აღ--–-----–ის გამზ. 433-ში, ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურეობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 31 ივლისის ურთიერთშეთანხმება N377.
-საქართველოს შსს საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს უფროსის 2018 წლის 31 ივლისის MIA 9------------ ბრძანება.
3.1.3. დადგენილია, რომ ი/მ,,ზვ----ი ჩა-------ას“ (ს/კ 0----------) დებიტორული დავალიანება 2018 წლის 09 აგვისტოს მდგომარეობით საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს მიმართ შეადგენს 336.45 (სამასოცდათექვსმეტი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის 2018 წლის 09 აგვისტოს ცნობა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებები სადავოდ არ არის გამხდარი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სასამართლოს მიერ გამოყენებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილი; 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება მიეკუთვნება ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რის გამოც აღნიშნული დავა ადმინისტრაციული წესით განხილვას ექვემდებარება (იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 24 იანვრის № ბს-1078-1030(გ-07) გადაწყვეტილება).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს, ხოლო ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი/მ ,,ზვ----ი ჩა-------ამ“ ჯეროვნად არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, მის მიერ დაცვის მომსახურების სანაცვლოდ მოსარჩელისათვის არ იქნა გადახდილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა ჯამში - 336.45 (სამასოცდათექვსმეტი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) ლარის ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, რის გამოც არსებობს ხელშეკრულების მოთხოვნათა შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის მოპასუხეზე დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხე ი/მ ,,ზვ----ი ჩა-------ას“ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელე საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ი/მ ,,ზვ----ი ჩა-------ას“ (ს/კ 0----------) სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 336.45 (სამასოცდათექვსმეტი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) ლარის გადახდა.
3. მოპასუხე ი/მ ,,ზვ----ი ჩა-------ას“ (ს/კ 0----------) დაეკისროს საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სამტრედიის რაიონული სასამართლოს (ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქ. №1) მეშვეობით.
მოსამართლე ლევან მეშველიანი