გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.09.2018
საქმის ნომერი
330210017002081266
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
21.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/23803-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

 

მოსარჩელე შპს „ს-----------------“

წარმომადგენელი ცი-------------, სუ-–------------

 

მოპასუხე მხარე შპს „თ---–---------------------------------“

წარმომადგენლები რო---------------–-- ნი-----–-------–-

 

დავის საგანი ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე

ფულადი ვალდებულების შესრულება,პირგასამტეხლოს დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1.სასარჩელო მოთხოვნაა

 

1.1. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N0---------- ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე შპს „თ---–---------------------------------ს“ მოსარჩელე შპს „ს-----------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 25 105.89 ლარისა და პირგასამტეხლოს 3104.12 ლარის გადახდა.

 

1.2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N0---------- ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე შპს „თ---–---------------------------------ს“ მოსარჩელე შპს „ს-----------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 362.06 ლარისა და პირგასამტეხლოს 36.12 ლარის გადახდა.

 

1.3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N0---------- ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე შპს „თ---–---------------------------------ს“ მოსარჩელე შპს „ს-----------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 6395.90 ლარისა და პირგასამტეხლოს 767.30 ლარის გადახდა.

 

2017 წლის 02 მარტს შპს „თ---–---------------------------------სა“ და შპს „ს-----------------“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N0----------, რომლის საგანს წარმოადგენდა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბოგდან 092 ავტობუსის ჩობალების სახელმწიფო შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებაზე წარდგენილი დანართის შესაბამისად და შეადგინა 17 336 ლარი.

 

ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.3 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება განხორციელდება 15 სამუშაო დღის განმავლობაში, ხელშეკრულების შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენის საფუძველზე, მაგრამ არაუმეტეს ყოველ ჯერზე მიწოდებული საქონლის ღირებულების 70%-ისა.

 

ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.2 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ვადის დარღვევისათვის გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველი გადაცილებული დღისათვის.

 

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N0---------- ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 18 მაისს შპს ,,ს----------------’’- მა შპს ,, თ---–---------------------------------ს“ მიაწოდა 1275 ლარის საქონელი ( 250 ცალი -გენერატორის ჩობალი), რაც დასტურდება სასაქონლო ზედნადებით Nელ0305743732 და საქონლის მომსახურების, სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი N0----------.

 

2017 წლის 18 მაისს მიწოდებული საქონლის ღირებულების 70% შეადგენს 892.5 ლარს. (1275 ლარის 70%). მოპასუხეს ანგარიშსწორება არ განუხორციელებია. ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.2. პუნქტის შესაბამისად, გადაუხდელ თანხას დაერიცხა პირგასამტეხლო 2017 წლის 02 ივნისიდან 2017 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდზე ყოველ ვადაგადაცილები,დღეზე 0.89 ლარის ოდენობით, რამაც ჯამში შეადგინა 80.2 ლარი.

 

ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,ს----------------’’-მა შპს „თ---–---------------------------------ს“ 2017 წლის 20 აპრილს მიაწოდა 5880 ლარის ღირებულების საქონელი (1400 ცალი - უკანა მორგვის ჩობალი შიდა), რაც დასტურდება სასაქონლო ზედნადებითა Nელ 0300229961 და გაფორმებული საქონლის მომსახურების, სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტით N0----------. მიწოდებული საქონლის ღირებულების 70% შეადგენს 4116 ლარს, რაც მოპასუხეს არ გადაუხდია. ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.2. პუნქტის შესაბამისად, 2017 წლის 06 მაისიდან 2017 წლის 01 აგვისტომდე დაერიცხა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგაცილებულ დღეზე 4.11 ლარი, რაც ჯამში შეადგენს 472. 3 ლარს.

ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,ს----------------’’- მა შპს ,, თ---–---------------------------------“- ს 2017 წლის 10 აპრილს მიაწოდა ჯამში 1982 ლარის ღირებულების საქონელი: 800 ლარის ( 200 ცალი - საჭის მექანიზმის ჩობალი 22*35*7); 510 ლარის (100 ცალი - გენერატორის ჩობალი 15*32*7.5); 672 ლარის ( 320 ცალი - კოპრესორის ჩობალი 30*47*7), რაც დასტურდება სასაქონლო ზედნადებითა Nელ 0298731879 და გაფორმებული საქონლის მომსახურების, სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტით N0----------. ამ შემთხვევაშიც, შპს „თ---–---------------------------------ს“ არ გადაუხდია მიწოდებული საქონლის ღირებულების 70%, რაც შეადგენს 1387.4 ლარს. ხელშეკრულების შესაბამისად, 2017 წლის 25 აპრილიდან 2017 წლის 01 სექტემბრამდე ყოველდღიურად გადაუხდელ თანხას 1387.4 ლარს დაერიცხა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.38 ლარი, რამაც ჯამში შეადგინა 214.8 ლარი.

 

ამდენად, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N0---------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადასახდელია მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან ჯამში 6395.90 ლარი და პირგასამტეხლო 767.30 ლარი.

 

იმავე მხარეებს შორის 2017 წლის 15 მარტს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N0---------- ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბოგდან 092 ძარისა და კარების ნაწილების სახელმწიფო შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებაზე წარდგენილი დანართის შესაბამისად და შეადგინა 94 990 ლარი.

ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ს----------------’’- მა შპს ,, თ---–---------------------------------“- ს 2017 წლის 10 აპრილს მიაწოდა ჯამში 31 069.7 ლარის საქონელი: 1. 20 ცალი პანელი ტორბედოს მარცხენა - სულ 988 ლარი; 10 ცალი ბამპერი მარჯვენა წინა-268.9 ლარი; 100 ცალი სარკე უკანა ხედვის - 1491 ლარი; 30 ცალი სახელური შიგნითა მძღოლის კარების - 627 ლარი; 50 ცალი ხრახნი ქანჩით კარების სარეგულირებელი - 430 ლარი; 830 ცალი სახსარი - 16600 ლარი; 100 ცალი სარემონტო კომპლექტი კარების გაქმღები ჰაერის ცილინდრის - 3200 ლარის; 350 ცალი ამძრავი მექანიზმის სარემონტო კომპლექტი (პნევმოგამანაწილებელი) კარებისათვის - 6387.5 ლარი; 9 ცალი კრონშტეინი სარჯკის სამაგრი- 1077.3 ლარი, რაც დასტურდება სასაქონლო ზედნადებითა Nელ 0298731819 და გაფორმებული საქონლის მომსახურების, სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტით N0----------. მიწოდებული საქონლის ღირებულების 70% - 21 748.79 ლარის ოდენობით მოპასუხეს არ გადაუხდია. გადაუხდელ თანხას დაერიცხა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 21.06 ლარის ოდენობით, 2017 წლის 25 აპრილიდან 2017 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდზე, რამაც შეადგინა 3241.56 ლარი.

 

ამავე ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ს----------------’’- მა შპს ,, თ---–---------------------------------“- ს 2017 წლის 02 ივნისს მიაწოდა ჯამში, 16 734.56 ლარის საქონელი: 1. 60 ცალი საკიდი პეტლი მძღოლის კარებინის - ცალი 12.45 ლარი - ჯამში 747 ლარი; 200 ცალი კრონშტეინი გორგოლაჭით კარების - ერთ.პასასი - 21.66 ლარი/ჯამში 4332 ლარი; 8 ცალი კარების ღერძი- ერთ.ფასი - 66.5/ ჯამში - 540 ლარი; 1 ცალი კრონშტეინი სარკის სამაგრი - 119.7 / ჯამში 119.7 ლარი; 270 ცალი კარების ქვედა რეზინი - ერთ.ფასი:4.56 ლარი/ ჯამში - 1231.2 ლარი; 50 ცალი რეზინი შემამჭიდროვებელი კარების ძარაზე დასამაგრებელი - ერთ. ფასი- 18 ლარი/ ჯამი - 900 ლარი; 200 ცალი რეზინი შემაჭიდროებელი კარების - ერთ. ფასი - 29.95 ლარი / ჯამი 5990 ლარი; 30 ცალი სახელური გარე მძღოლის კარების - ერთ. ფასი 20.33 ლარი / ჯამი - 609.9 ლარი; 30 ცალი საკეტი მძღოლის კარების - ერთ. ფასი 8.26 ლარი / ჯამი 247.8 ლარი;22 ცალი ბამპერი უკანა - ერთ. ფასი 77.9 ლარი, სულ 1713 ლარი, საფარი წინა ფარების მარჯვენა რაოდენობა 22, ერთეულის ღირებულება 13.78, სულ ღირებულება 303.16 ლარი. აღნიშნული დასტურდება სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი N0----------. მოპასუხემ არ გადაიხადა მიწოდებული საქონლის ღირებულების 16 734.56 ლარის 70%, რამაც შეადგინა 11 714.19 ლარი. შპს „თბილისის ტრანსპორტის კომპანიამ“ ამ თანხაზეც არ განახორციელა ანგარისწორება.

 

ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.2. პუნქტის შესაბამისად, გადაუხდელ თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხა პირგასამტეხლო 0.1%-3.35 ლარი, რამაც გადაცილებულ პერიოდზე 2017 წლის 17 ივნისიდან 2017 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში შეადგინა 251.56 ლარი.

 

ამდენად, ჯამში, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიწოდებულია 47 804.26 ლარის ღირებულების საქონელი, რომლის 70% შეადგენს 33 462.98 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო 3493.12 ლარს. აქედან გადახდილია 8 357.09 ლარი და გადასახდელად დარჩენილია 25 105.89 ლარი და პირგასამტეხლო 3493.12 ლარი.

 

2017 წლის 11 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N0---------- ხელშეკრულება, რომლის საგანია ავტობუსის ბაგირების სახელმწიფო შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებაზე წარდგენილი დანართის შესაბამისად და შეადგინა 28 575 ლარი.

 

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N0---------- ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 18 მაისს შპს ,,ს----------------“-მა შპს ,,თ---–---------------------------------’’- ს მიაწოდა ჯამში, 196 ლარის ღირებულების საქონელი: ფიქსატორი გადაცემის გადამრთველი ბაგირის - 70 ცალი; თანხა ჯამში - 196.00 ლარი. ფიქსატორი გადაცემის გადამრთველი ბაგირის პატარა 70 ცალი - 70 ლარი, ჯამში 266 ლარის ღირებულების საქონელი, რაც დასტურდება სასაქონლო ზედნადებით Nელ 0305758647 და გაფორმებული საქონლის მომსახურების, სამუშაოს მიღება - ჩაბარების აქტით N0----------. მიწოდებული საქონლის ღირებულების 70% შეადგენს 186.2 ლარს. ანგარისწორება არ განხორციელდა. გადაუხდელ თანხას 2017 წლის 02 ივნისიდან 2017 წლის 01 სექტემბრამდე დაერიცხა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგაცილებულ დღეზე 0.18 ლარი, ჯამში 16.57ლარი.

 

ამავე ხელშეკრულების საფუძველზე 20.04.2017 წელს შპს ,,ს----------------’’- მა შპს ,,თ---–---------------------------------ს“ მიაწოდა 252 ლარის საქონელი ( 35 ცალი ბაგირი აქსელერატორის ა-092), რაც დასტურდება სასაქონლო ზედნადებითა Nელ 0300245973 და გაფორმებული საქონლის მომსახურების, სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტით N0----------. მიწოდებული საქონლის ღირებულების 70% შეადგენს 176.4 ლარს. ანგარიშსწორება არ განხორციელდა. გადაუხდელ თანხას 2017 წლის 06 მაისიდან 2017 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში, ყოველ ვადაგაცილებულ დღეზე დაერიცხა პირგასამტეხლო 0.17 ლარი, ჯამში 19.55 ლარი.

 

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N0---------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „თ---–----------------------------------“ მიერ გადასახდელია 362.06 ლარი და პირგასამტეხლო 36.12 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელში მითითებული ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ჯამში გადასახდელი 31 863.85 ლარის ნაწილში, ვალდებულება შეწყვეტილია, ურთიერთმოთხოვნების გაქვითვით, კერძოდ, მის მიერ გადასახდელი სადავო თანხა გაიქვითა შპს „თ---–---------------------------------სა“ და შპს „ს-----------------“ შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 04 ოქტომბერს გაფორმებული N0---------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძველზე შპს „ს-----------------ს“ მიერ გადასახდელი პირგასამტეხლოს თანხაში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 02 მარტს შპს „თ---–---------------------------------სა“ და შპს „ს-----------------“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N0----------, რომლის საგანს წარმოადგენდა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბოგდან 092 ავტობუსის ჩობალების სახელმწიფო შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებაზე წარდგენილი დანართის შესაბამისად და შეადგინა 17 336 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4).

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 19-22).

 

3.1.2. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.3 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება განხორციელდება 15 სამუშაო დღის განმავლობაში, ხელშეკრულების შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენის საფუძველზე, მაგრამ არაუმეტეს ყოველ ჯერზე მიწოდებული საქონლის ღირებულების 70%-ისა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4).

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 20).

 

3.1.3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N0---------- ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ს----------------’’- მა შპს ,,თ---–---------------------------------“- ს 2017 წლის 10 აპრილს მიაწოდა ჯამში 1982 ლარის ღირებულების საქონელი: 800 ლარის ( 200 ცალი - საჭის მექანიზმის ჩობალი 22*35*7); 510 ლარის (100 ცალი - გენერატორის ჩობალი 15*32*7.5); 672 ლარის ( 320 ცალი - კოპრესორის ჩობალი 30*47*7), რაც დასტურდება სასაქონლო ზედნადებითა Nელ 0298731879 და გაფორმებული საქონლის მომსახურების, სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტით N0----------. მიწოდებული საქონლის ღირებულების 70% შეადგენს 1387.4 ლარს.

 

2017 წლის 20 აპრილს მიაწოდა 5880 ლარის ღირებულების საქონელი (1400 ცალი - უკანა მორგვის ჩობალი შიდა), რაც დასტურდება სასაქონლო ზედნადებითა Nელ 0300229961 და გაფორმებული საქონლის მომსახურების, სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტით N0----------. მიწოდებული საქონლის ღირებულების 70% შეადგენს 4116 ლარს.

 

2017 წლის 18 მაისს შპს ,,ს----------------’’- მა შპს ,,თ---–---------------------------------ს“ მიაწოდა 1275 ლარის საქონელი ( 250 ცალი -გენერატორის ჩობალი), რაც დასტურდება სასაქონლო ზედნადებით Nელ0305743732 და საქონლის მომსახურების, სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი N0----------. 2017 წლის 18 მაისს მიწოდებული საქონლის ღირებულების 70% შეადგენს 892.5 ლარს. (1275 ლარის 70%).

 

ჯამში, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მიწოდებულია 9137 ლარის ღირებულების საქონელი, რომლის 70% შეადგენს 6395.90 ლარს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმატება.

2017 წლის 10 აპრილის სასაქონლო ზედნადები (ს.ფ.28).

2017 წლის 20 აპრილის სასაქონლო ზედნადები (ს.ფ.27).

2017 წლის 18 მაისის სასაქონლო ზედნადები (ს.ფ.26).

2017 წლის 10 აპრილის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს

მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 23).

2017 წლის 20 აპრილის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს

მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 24).

2017 წლის 18 მაისის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს

მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 25).

3.1.4. იმავე მხარეებს შორის 2017 წლის 15 მარტს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N0---------- ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბოგდან 092 ძარისა და კარების ნაწილების სახელმწიფო შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებაზე წარდგენილი დანართის შესაბამისად და შეადგინა 94 990 ლარი.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (ს.ფ.38-42).

3.1.5. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.3 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება განხორციელდება 15 სამუშაო დღის განმავლობაში, ხელშეკრულების შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენის საფუძველზე, მაგრამ არაუმეტეს ყოველ ჯერზე მიწოდებული საქონლის ღირებულების 70%-ისა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4).

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N0---------- (ს.ფ. 39).

 

3.1.6. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ს----------------’’- მა შპს ,, თ---–---------------------------------“- ს 2017 წლის 10 აპრილს მიაწოდა ჯამში 31 069.70 ლარის საქონელი: 1. 20 ცალი პანელი ტორბედოს მარცხენა - სულ 988 ლარი; 10 ცალი ბამპერი მარჯვენა წინა-268.9 ლარი; 100 ცალი სარკე უკანა ხედვის - 1491 ლარი; 30 ცალი სახელური შიგნითა მძღოლის კარების - 627 ლარი; 50 ცალი ხრახნი ქანჩით კარების სარეგულირებელი - 430 ლარი; 830 ცალი სახსარი - 16600 ლარი; 100 ცალი სარემონტო კომპლექტი კარების გაქმღები ჰაერის ცილინდრის - 3200 ლარის; 350 ცალი ამძრავი მექანიზმის სარემონტო კომპლექტი (პნევმოგამანაწილებელი) კარებისათვის - 6387.5 ლარი; 9 ცალი კრონშტეინი სარჯკის სამაგრი- 1077.3 ლარი, რაც დასტურდება სასაქონლო ზედნადებითა Nელ 0298731819 და გაფორმებული საქონლის მომსახურების, სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტით N0----------. მიწოდებული საქონლის ღირებულების 70% შეადგენს 21 748.79 ლარს.

 

ამავე ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ს----------------’’- მა შპს ,,თ---–---------------------------------“- ს 2017 წლის 02 ივნისს მიაწოდა ჯამში, 16 734.56 ლარის საქონელი: 1. 60 ცალი საკიდი პეტლი მძღოლის კარებინის - ცალი 12.45 ლარი - ჯამში 747 ლარი; 200 ცალი კრონშტეინი გორგოლაჭით კარების - ერთ.პასასი - 21.66 ლარი/ჯამში 4332 ლარი; 8 ცალი კარების ღერძი- ერთ.ფასი - 66.5/ ჯამში - 540 ლარი; 1 ცალი კრონშტეინი სარკის სამაგრი - 119.7 / ჯამში 119.7 ლარი; 270 ცალი კარების ქვედა რეზინი - ერთ.ფასი:4.56 ლარი/ ჯამში - 1231.2 ლარი; 50 ცალი რეზინი შემამჭიდროვებელი კარების ძარაზე დასამაგრებელი - ერთ. ფასი- 18 ლარი/ ჯამი - 900 ლარი; 200 ცალი რეზინი შემაჭიდროებელი კარების - ერთ. ფასი - 29.95 ლარი / ჯამი 5990 ლარი; 30 ცალი სახელური გარე მძღოლის კარების - ერთ. ფასი 20.33 ლარი / ჯამი - 609.9 ლარი; 30 ცალი საკეტი მძღოლის კარების - ერთ. ფასი 8.26 ლარი / ჯამი 247.8 ლარი;22 ცალი ბამპერი უკანა - ერთ. ფასი 77.9 ლარი, სულ 1713 ლარი, საფარი წინა ფარების მარჯვენა რაოდენობა 22, ერთეულის ღირებულება 13.78, სულ ღირებულება 303.16 ლარი. აღნიშნული დასტურდება სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი N0----------. მიწოდებული საქონლის ღირებულების 16 734.56 ლარის 70% შეადგენს 11 714.19 ლარს.

 

ამდენად, ჯამში, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიწოდებულია 47 804.26 ლარის ღირებულების საქონელი, რომლის 70% შეადგენს 33 462.98 ლარს, საიდანაც გადახდილია 8357.09 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

2017 წლის 10 აპრილის სასაქონლო ზედნადები (ს.ფ. 44-45).

2017 წლის 10 აპრილის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს

მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 43).

2017 წლის 02 ივნისის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს

მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 44).

 

3.1.7. 2017 წლის 11 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N0---------- ხელშეკრულება, რომლის საგანია ავტობუსის ბაგირების სახელმწიფო შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებაზე წარდგენილი დანართის შესაბამისად და შეადგინა 28 575 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N0300/30-087 (ს.ფ. 29-33).

 

3.1.8. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.3 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება განხორციელდება 15 სამუშაო დღის განმავლობაში, ხელშეკრულების შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენის საფუძველზე, მაგრამ არაუმეტეს ყოველ ჯერზე მიწოდებული საქონლის ღირებულების 70%-ისა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4).

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N0---------- (ს.ფ. 30).

 

3.1.9. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N0---------- ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ს----------------’’- მა შპს ,,თ---–---------------------------------ს“ 2017 წლის 20 აპრილს მიაწოდა 252 ლარის საქონელი (35 ცალი ბაგირი აქსელერატორის ა-092), რაც დასტურდება სასაქონლო ზედნადებითა Nელ 0300245973 და გაფორმებული საქონლის მომსახურების, სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტით N0----------. მიწოდებული საქონლის ღირებულების 70% შეადგენს 176.4 ლარს.

 

ამ ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 18 მაისს შპს ,,ს----------------“-მა შპს ,,თ---–---------------------------------’’- ს მიაწოდა ჯამში, 196 ლარის ღირებულების საქონელი: ფიქსატორი გადაცემის გადამრთველი ბაგირის - 70 ცალი; თანხა ჯამში - 196.00 ლარი. ფიქსატორი გადაცემის გადამრთველი ბაგირის პატარა 70 ცალი - 70 ლარი, ჯამში 266 ლარის ღირებულების საქონელი, რაც დასტურდება სასაქონლო ზედნადებით Nელ 0305758647 და გაფორმებული საქონლის მომსახურების, სამუშაოს მიღება - ჩაბარების აქტით N0----------. მიწოდებული საქონლის ღირებულების 70% შეადგენს 186.2 ლარს.

 

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N0---------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „თ---–----------------------------------“ მიერ მიწოდებულია 518 ლარის ღირებულების საქონელი, რომლის 70% შეადგენს 362.06 ლარს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

2017 წლის 20 აპრილის სასაქონლო ზედნადები (ს.ფ.37).

2017 წლის 18 მაისის სასაქონლო ზედნადები (ს.ფ.36).

2017 წლის 20 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 35).

2017 წლის 18 მაისის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ.34).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2017 წლის 02 მარტის N0---------- ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.2 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ვადის დარღვევისათვის გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველი გადაცილებული დღისათვის.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

ხელშეკრულება (ს.ფ. 21).

 

3.2.2. 2017 წლის 15 მარტის N0---------- ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.2 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ვადის დარღვევისათვის გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველი გადაცილებული დღისათვის.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

ხელშეკრულება (ს.ფ. 41).

 

3.2.3. 2017 წლის 11 აპრილის N0300/30-087 ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.2 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ვადის დარღვევისათვის გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველი გადაცილებული დღისათვის.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

ხელშეკრულება (ს.ფ. 32).

 

3.2.4. მხარეთა შორის ვალდებულება ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით არ შეწყვეტილა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რომლის შესაბამისად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. (სსსკ-ის 102-ე მუხლი).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. თუმცა, რიგ შემთხვევებში, მტკიცებულების არჩევის აუცილებლობას თვით მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა ითვალისწინებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, შპს „თ---–---------------------------------სა“ და შპს „ს-----------------“ შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 04 ოქტომბერს გაფორმებული N0---------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო, შპს „ს-----------------“ დაერიცხა პირგასამტეხლო 31 863.88 ლარის ოდენობით. შპს „თ---–---------------------------------მ“ N0----------, N0---------- და N0---------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე 31 864.89 ლარის ოდენობის მიწოდებული საქონლის ასანაზღაურებელი თანხა, გაუქვითა პირგასამტეხლოს თანხაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის მიხედვით, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელია მაშინაც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერს გაქვითვას. ვალდებულებათა გაქვითვა ხორციელდება მეორე მხარისათვის შეტყობინებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 51-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა. ნების გამოვლენა არ ჩაითვლება ნამდვილად, თუ მეორე მხარე წინასწარ ან მაშინვე განაცხადებს უარს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ურთიერთმოთხოვნების გაქვითვა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებულ გარიგებას, რომლის ნამდვილობისათვის საჭიროა ორი პირობის არსებობა: ერთი მხარის მიერ გამოვლენილი ნების მიღება მეორე მხარის მიერ და მხარეთა ნების თანხვედრა. შესაბამისად, გარიგების ერთი სუბიექტის მიერ გამოვლენილი ნება ურთიერთმოთხოვნების გაქვითვის თაობაზე, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა მეორე მხარეს მიუვა და წინასწარ ან მაშინვე არ განაცხადებს უარს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი შპს „თ---–----------------------------------“ 2017 წლის 24 მაისის N01/3554 წერილის თანახმად, შპს „თ---–----------------------------------“ ფინანსური დირექტორი აცნობებს შპს „ს-----------------“ ურთიერთმოთხოვნების გაქვითვის ნების არსებობას. (ს.ფ. 72). მოპასუხემ სადავოდ გახადა ამ წერილის მიღება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდება შპს „ს-----------------ს“ მიერ ამ წერილის მიღების ფაქტი. აქედან გამომდინარე, არ დასტურდება შპს „თ---–----------------------------------“ მიერ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის თაობაზე გამოვლენილი ნების მიღება მეორე მხარის მიერ. გარდა ამისა, სასამართლო დამატებით მიუთითებს, საქმეში წარმოდგენილ შპს „ს-----------------ს“ 2017 წლის 30 ივნისს შედგენილ წერილზე, რომლის მიხედვით, შპს „ს-----------------“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად ითხოვს შპს „თ---–----------------------------------აგან“ დარიცხულ პირგასამტეხლოსთან ერთად სადავო თანხის ჩარიცხვას. (ს.ფ.47-48). ამ წერილის შინაარსიდან გამომდინარე, ცალსახად დგინდება, რომ შპს „ს-----------------“ არ ჰქონდა ურთიერთმოთხოვნების გაქვითვის განზრახვა. ამდენად, იმ შემთხვევაშიც, თუ მოპასუხის მიერ ურთიერთმოთხოვნების გაქვითვის თაობაზე გამოვლენილი ნება შპს „ს----------------მა“ მიიღო, ცალსახაა, რომ მან უარი განაცხადა ურთიერთმოთხოვნების გაქვითვაზე, ასეთი გარიგების დადებაზე მისი უარი დასტურდება, 2017 წლის 11 სექტემბერს სარჩელი აღძვრითაც.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „თ---–----------------------------------“ მიერ გამოვლენილ ნებას ურთიერთმოთხოვნების გაქვითვის შესახებ, არ დაეთანხმა შპს „ს-----------------“, რის გამოც მოპასუხის მიერ ცალმხრივად გამოვლენილი ნება არ არის ნამდვილი.

 

3.2.5. 2017 წლის 02 მარტის N0---------- ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.2. პუნქტის შესაბამისად, 2017 წლის 10 აპრილს მიწოდებული საქონლის გადაუხდელ თანხას 1387.4 ლარს, 2017 წლის 25 აპრილიდან 2017 წლის 1 სექტემბრამდე, ყოველ ვადაცილებულ დღეზე, დაერიცხა 1387.4 ლარის 0.1%-1.38 ლარი, სულ 214.8 ლარი. 2017 წლის 20 აპრილს მიწოდებული საქონლის გადაუხდელ თანხას - 4116 ლარს, 2017 წლის 06 მაისიდან 2017 წლის 1 აგვისტომდე, ყოველდღიურად 4,11 ლარი, სულ 472,3 ლარი. 2017 წლის 18 მაისს მიწოდებული საქონლის გადაუხდელ თანხას - 892. 5 ლარს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2017 წლის 2 ივნისიდან 2017 წლის 1 სექტემბრამდე, სულ 80.2 ლარი. ჯამში, დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 767.30 ლარს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

ხელშეკრულება.

 

3.2.6. 2017 წლის 15მარტის N0---------- ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.2. პუნქტის შესაბამისად, 2017 წლის 10 აპრილს მიწოდებული საქონლის გადაუხდელი თანხიდან 21 748.79 ლარს დაერიცხა 2017 წლის 25 აპრილიდან 2017 წლის 1 სექტემბრამდე, ყოველ ვადაცილებულ დღეზე 21.06 ლარი, სულ 3241.56 ლარი. 2017 წლის 02 ივნისს მიწოდებული საქონლის გადაუხდელ თანხას 11 714.19 ლარს, 2017 წლის 17 ივნისიდან 2017 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხა 3.35 ლარი, სულ 251.56 ლარი. ჯამში, დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 3493.12 ლარს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

ხელშეკრულება.

 

3.2.7. 2017 წლის 11 აპრილის N0---------- ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.2. პუნქტის შესაბამისად, 2017 წლის 20 აპრილს მიწოდებული საქონლის ასანაზღაურებელ თანხას 176,4 ლარს, 2017 წლის 06 მაისიდან 2017 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში, დაერიცხა ყოველდღიური პირგასამტეხლო 0.17 ლარი, სულ 19.55 ლარი. 2017 წლის 18 მაისს მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან გადასახდელ 186.2 ლარს, 2017 წლის 02 ივნისიდან 2017 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით დაერიცხა ყოველდღიურად 0.18 ლარი, სულ 16.57 ლარი. ჯამში, პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 36.12 ლარი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 361-ე, მე-400, 361-ე, 442-ე, 417-ე, 418-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ ძირითად კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა ეფუძნებოდეს ვალდებულების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

ფულადი ვალდებულების შესრულების გადაცილება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განიხილება ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად.

 

შპს „ს-----------------ა“ და შპს „თ---–---------------------------------ს“ შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელთა შესაბამისად, შპს „ს----------------მა“ გადასცა საკუთრებად ქონება შპს „თ---–---------------------------------ს“, ხოლო მყიდველი ვალდებული იყო გადაეხადა შეთანხმებული ფასი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის მიხედვით, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელია მაშინაც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერს გაქვითვას. ვალდებულებათა გაქვითვა ხორციელდება მეორე მხარისათვის შეტყობინებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის შესაბამისად, შპს „ს-----------------ს“ მოთხოვნა შპს „თ---–----------------------------------“ მიმართ, 2017 წლის 02 მარტის, 15 მარტისა და 11 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ნასყიდობის ფასის 31 863.85 ლარის ოდენობით ანაზღაურების შესახებ, არ გაქვითულა იმავე მხარეებს შორის 2016 წლის 04 ოქტომბერს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „ს-----------------ს“ ვალდებულებაში შპს „თ---–----------------------------------“ მიმართ. (ამ შემთხვევაში, ასეთი ვალდებულების არსებობის ფაქტიც არ დგინდება). შესაბამისად, შპს "თ---–----------------------------------" ვალდებულება შპს "ს-----------------ს" მიმართ, ზეამოღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ნასყიდობის ფასის გადახდის შესახებ შეწყვეტილი არ არის.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე შპს „თ---–---------------------------------ს“ მოსარჩელე შპს „ს-----------------ს“ წინაშე ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს შპს „თ---–---------------------------------ს“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, კერძოდ მას გადასახდელი აქვს 2017 წლის 2 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასყიდობის საფასური 6395.90 ლარი, 2017 წლის 15 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 25 105.89 ლარი, 2017 წლის 11 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 362.06 ლარი და მას უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის გადახდა კრედიტორის სასარგებლოდ.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, შპს ”თ---–----------------------------------” მიერ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა, კერძოდ, ნასყიდობის ფასის გადახდის ვადების დარღვევა. კონკრეტულ შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულებების მე-12 მუხლების 12.2. პუნქტებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ნასყიდობის ფასის გადახდის ვადების დარღვევისათვის. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1075 ლარის ანაზღაურების ვალდებულება უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „ს-----------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N0---------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე შპს „თ---–---------------------------------ს“ მოსარჩელე შპს „ს-----------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 25 105.89 ლარისა და პირგასამტეხლოს 3104.12 ლარის გადახდა;

 

1.2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N0---------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე შპს „თ---–---------------------------------ს“ მოსარჩელე შპს „ს-----------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 362.06 ლარისა და პირგასამტეხლოს 36.12 ლარის გადახდა.

 

1.3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N0---------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე შპს „თ---–---------------------------------ს“ მოსარჩელე შპს „ს-----------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 6395.90 ლარისა და პირგასამტეხლოს 767.30 ლარის გადახდა.

 

2. შპს „თ---–---------------------------------ს“ მოსარჩელე შპს „ს-----------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 1075 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაკა ჭედია