განაჩენი

სისხლის სამართლის 18.10.2018
საქმის ნომერი
330100118002514143
თარიღი
18.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №-------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 ოქტომბერი 2--- წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნინო ნაჭყებია

სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ი-----–-----------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ს----- ივანეს ძე მ----------ი - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: თ---–-----------------------–------------------------–-------------------–----------------------------ში

 

ადვოკატი - მ------------–-–---–ი

 

თარჯიმნები - ი--------------------------–-----------------------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი)

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2--- წლის 26 მაისს 02:00 საათზე, ქ.თბილისში, ლ--–-----------–------------–--------------------------------------------ში, მ------ ს---–--------ს საცხოვრებელ სახლში, ს----- მ----------ი ყოფილ მეუღლეს მ.ს---–--------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც მ------ ს---–--------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

1.2. ს----- მ----------ი და მ------ ს---–-------- 1995 წლიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში, მათ ჰყავთ საერთო შვილი მ------ ს---–--------.

 

თანაცხოვრების პერიოდში, ქ.თბილისში, ლ--–-----------–------------–--------------------------------------------ში, მ------ ს---–--------ს საცხოვრებელ სახლში, ს----- მ----------ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ყოფილ მეუღლეს მ------ ს---–--------ს, მიმართავდა მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით, აგინებდა, ეძახდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს, რა დროსაც მ------ ს---–-------- განიცდიდა ტანჯვას.

 

1.3. 2--- წლის 26 მაისს დაახლოებით 02:00 საათზე, მ------ ს---–--------ს საცხოვრებელ სახლში, თბილისი ლ--–-----------–-----------–-------------------------------------------ში, მ------ ს---–--------ს საცხოვრებელ სახლში, ს----- მ----------მა ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს მ------ ს---–--------ს, კერძოდ თავისა და ზურგის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, რა დროსაც მ------ ს---–-------- შეეცადა გაქცევას, თუმცა ს----- მ----------ი თმაში წვდა და თმით ითრია.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთა ჩვენებები; ბრალდებულის დაკავების ოქმი; ს----- მ----------ის პირადი ჩხრეკის ოქმი; ამოღების ოქმი; ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები; სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნა და სხვ.) ერთობლიობა ს----- მ----------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით დაიკითხნენ მოწმეები: დ-------------–--–--------------------–-------------------- და დაზარალებული მ------ ს---–--------, რომელთაც დაადასტურეს როგორც გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებული ინფორმაცია, ისე მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე, თუმცა შემდეგში დაცვის მხარის მიერ ყველა მტკიცებულება მიჩნეული იქნა არასადავო მტკიცებულებებად, შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები აღარ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ს----- მ----------მა ჩაიდინა:

1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით;

2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გმოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

3.1. ს----- მ----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს;

3.2. ს----- მ----------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ახალი განზრახი დანაშაულების ჩადენა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, დანაშაულის ხასიათისა და საზოგადოებრივი საშიშროების, დაზარალებულის პოზიციისა და ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად, ს----- მ----------ის მიმართ ბრალად წარდგენილ სამივე ეპიზოდში გამოყენებული უნდა იქნეს საპატიმრო სასჯელი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა (დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით), საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად კი უნდა განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებს, რომ ს----- მ----------ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 7 ივლისის განაჩენით მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლისა და სსკ-ის 59-ე მუხლების გამოყენებით, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე. საქართველოს პ------------ის 2--- წლის 27 დეკემბრის №-------- განკარგულებით, მსჯავრდებული ს----- მ----------ი შეწყალებული იქნა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 7 ივლისის განაჩენით მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა. 2--- წლის 9 თებერვლის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს №------------ გადაწყვეტილებით, მსჯავრდებული ს----- მ----------ი გათავისუფლდა პირობით ვადამდე - 3 (სამი) თვითა და 18 (თვრამეტი) დღით ადრე (გამოსაცდელი ვადის დასასრული 2020 წლის 27 ნოემბერი). ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს----- მ----------ის მიმართ სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის საფუძველზე, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ს----- მ----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს----- მ----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ს----- მ----------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 7 ივლისის განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2--- წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 2 (ორი) წელი, 9 (ცხრა) თვე და 18 (თვრამეტი) დღე;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 7 ივლისის განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2--- წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს----- მ----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ ს----- მ----------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2--- წლის 31 მაისიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2--- წლის 26 მაისიდან 2--- წლის 28 მაისის ჩათვლით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება - დანა (ინახება შსს ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო ნაჭყებია