განაჩენი

სისხლის სამართლის 18.09.2018
საქმის ნომერი
330100118002558598
თარიღი
18.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1------18

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი

 

სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

სტაჟიორ-პროკურორი - ი-----–---------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ჟ-------------------–------------–---–- - საქართველოს მოქალაქე, პირადი #3----------- დაბადებული 1----–-–---------------ლს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ს-------------------–------------

 

ადვოკატი - ა----–-–---–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი;

 

თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

1.1. 2018 წლის 11 მარტს, ქ.თბილისში, ა-–------–-----–--------------ში მდებარე სავაჭრო ცენტრ „ი------------“-ში განთავსებულ „ე-–------–------------“-ში, საქართველოს ბანკის განვადების მენეჯერმა მ-------------------–--ემ, ლ--------------ს განვადების მენეჯერს ჟ--------------–--ლს, ათხოვა პირადობის მოწმობა განვადების ლიმიტის შესამოწმებლად, რომლის შემოწმების შემდეგ, ჟ--------------–--ლმა განიზრახა მოტყუებით, მ-------------------–--ის პირადი მონაცემების გამოყენებით, დაემტკიცებინა საბანკო განვადება მობილურ ტელეფონზე, რომლითაც ისარგებლებდა თავად. ამ მიზნით მან მ-------------------–--ის პირადობის მოწმობას გადაუღო ასლი და ასევე, ვინაიდან განცხადების შესავსებად საჭირო იყო ფოტოსურათი, მ-------------------–--ეს მოტყუებით გადაუღო ფოტოსურათი, რის შემდგომაც განვადების ხელშეკრულებაზე მ-------------------–--ის ნაცვლად მეგობარს - თ-------------–--ას მოტყუებით მოაწერინა ხელი. აღნიშნული ქმედების შედეგად მ-------------------–--ეს მიადგა 1300 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლოს დასკვნა ჟ--------------–--ლის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ჟ--------------–--ლის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: გ-------------–---–ის, ჟ--------------–--ლის, მ-------------------–--ის და თ-------------–--ას გამოკითხვის ოქმებს, თ-------------–--ას ხელმოწერის ნიმუშის აღების ოქმს, ჟ--------------–--ლის ხელმოწერის ნიმუშის აღების ოქმს, მ-------------------–--ის ხელმოწერის ნიმუშის აღების ოქმს, ლ--------------ს ამონაწერის დათვალიერების ოქმს, საკრედიტო დოკუმენტაციის ამოღების ოქმს და ამოღებულ ნივთმტკიცებას, გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნას, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიიჩნია, რომ ჟ--------------–--ლის მიერ ჩადენილი იქნა ინკრიმინირებული დანაშაული, კერძოდ: საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ადგენს, რომ ჟ--------------–--ლმა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით. აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.

 

3.2. იმისათვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს, როგორც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, საჭიროა არსებობდეს პირის სურვილი და ნება, რომ მას სურს ამ ქმედების ჩადენა. თაღლითობა თავისი არსით გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით. თაღლითობის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აუცილებელია რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს თაღლითის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას. მოცემული დანაშაულის სპეციფიკურ გამოხატულებას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ გარეგნულად ქონების თუ ქონებრივი უფლების გადაცემა დამნაშავისათვის ხორციელდება ნებაყოფლობით, თავად დაზარალებულის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი ან გამოყენებულია დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებული ნდობის ფაქტორი.

 

3.3. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში, რაც გამოიხატება დაზარალებულის კუთვნილი ამა თუ იმ ნივთის ან ქონების დაუფლებაში, რითაც ზიანი ადგება დაზარალებულს.

 

3.4. სასამართლო განმარტავს, რომ: დანაშაულებრივ ქმედებაში, თაღლითობის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოადგენს იმ თანხას, რისი მოტყუებით დაუფლებაც მოახერხა ბრალდებულმა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისას. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულ მ-------------------–--ისათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 1300 (ათას სამასი) ლარს. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.

 

3.5. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა თაღლითობის ჩადენა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით. ამ დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს არა მარტო სახელმწოფო მოხელე, არამედ კომერციული სტრუქტურის წარმომადგენელიც, რომელიც სხვის ნივთს მოტყუებით დაეუფლა. განსახილველ შემთხვევაში საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ჟ--------------–--ლმა შერაცხული დანაშაული განახორციელა სწორედ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

 

3.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და ჟ--------------–--ლის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

3.7. სასამართლოს მიაჩნია, რომ ჟ--------------–--ლის მიერ განხორციელებული ქმედებით მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ჟ--------------–--ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მისი წარსული არაფრით არ არის შებღალული, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც ამჟამად ზრდის თავად, არის ფეხმძიმედ, ასევე, იმ გარემოებას, რომ მან აანაზღაურა დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი და დაზარალებული თანახმაა მის მიმართ გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები.

 

5.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ჟ--------------–--ლის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

6. ნივთიერი მტკიცებულებები:

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- სს „ლ--------------“-დან ამოღებული მ--------------------–აძის სახელზე შედგენილი საბანკო ხელშეკრულება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, რომელიც ინახება ქ.თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე და 277-278-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ჟ--------------–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

2. ჟ--------------–--ლის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

3. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

- სს „ლ--------------“-დან ამოღებული მ--------------------–აძის სახელზე შედგენილი საბანკო ხელშეკრულება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, რომელიც ინახება ქ.თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი