გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/11889-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08.10.201- წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი
სხდომის მდივანი ნინო სეხნიაშვილი
მოსარჩელე თ------ დ-----–----,წარმომადგენელი რ----–-- ა---–----,მოპასუხე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა გ-------,წარმომადგენელი ე--------- ვ-----------,მოპასუხე გ------- კ--–-------,მოპასუხე მ------ ჩ-----,დავის საგანი: ბმა-ს კრების ოქმის ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა გ--------ის 15.08.2016 წლის კრების ოქმი #8.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი მ------ ჩ-----ს და გ------- კ--–-------ს შორის 02.09.2016 წელს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება სარდაფების 5.18 კვ.მ. (რომელიც შესწორებულია 6.19 კვ.მ-ზე) და 9.04 კვ.მ. (რომელიც შესწორებულია 5.23 კვ.მ-ზე) საკუთრებაში გადაცემის ნაწილში.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხეები მ------ ჩ----- და გ------- კ--–------- არ ცნობენ სასარჩელო მოთხოვნას და ითხოვენ მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის და იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო.
2.2. მოპასუხე ბმა გ--------ის წარმომადგენელმა ე--------- ვ-----------მა ცნო სარჩელი, თუმცა საქმის მასალებით არ დგინდება, მისი როგორც ბმა-ს თავმჯდომარის უფლებამოსილება ბმა-ს სახელით ცნოს სასარჩელო მოთხოვნა, რის გამოც სასამართლო არ იზიარებს ბმა-ს სახელით სარჩელის ცნობას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე თ------ დ-----–---- არის უძრავი ქონების, მდებარე: ქ.თ---–--ი, გ----ის ქუჩა #--ში მდებარე, სარდაფი #2-ის ფართით 46.31 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0-.1-.0-.0--.0--.0-.5--, 26.09.2016 წლიდან.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
საჯარო რეესტრის ამონაწერის ასლი ს. ფ. 15.
მხარეთა ახსნა - განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 03.07.2015 წლის გადაწყვეტილებით, ქ. თ---–--ში, გ----ის ქუჩა #--ში მდებარე სარდაფები დაინომრა. კერძოდ, მ------ ჩ-----ს საკუთრებაში არსებულ უნომრო სარდაფს (საკადასტრო კოდი N0-.1-.0-.0--.0--.0-.5--) მიენიჭა #1 და მისამართი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ქ. თ---–--ი, გ----ის ქუჩა #-, სარდაფი #2, ხოლო თ------ დ-----–---ის საკუთრებაში არსებულ უნომრო სარდაფს (საკადასტრო კოდი #0-.1-.0-.0--.0--.0-.5--.) მიენიჭა N2 და მისამართი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ქ. თ---–--ი, გ----ის ქუჩა #-, სარდაფი N2, ასევე მ------ ჩ-----ს საკუთრებაში არსებულ უნომრო სარდაფს (საკადასტრო კოდი N0-.1-.0-.0--.0--.0-.5--) მიენიჭა #10 და მისამართი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ქ. თ---–--ი, გ----ის ქუჩა #-, სარდაფი #10.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების ასლი ს. ფ. 26.
მხარეთა ახსნა - განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.3. მოპასუხე მ------ ჩ----- წარმოადგენდა ქ. თ---–--ში, გ------ის ქუჩა #--ში მდებარე სარდაფი N10-ის 16 კვ.მ.-ის მესაკუთრეს 0-.07.20-5 წლის მდგომარეობით მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0-.1-.0-.0--.0--.0-.5--.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების ასლი ს. ფ. 26.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.4. მ------ ჩ-----ს და გ------- კ--–-------ს შორის 02.09.2016 წელს დაიდო სადაო სარდაფის ნასყიდობის ხელშეკრულება, რითაც მ------ ჩ-----მ გ------- კ--–-------ს მიყიდა სარდაფი, რაც ახალ მესაკუთრეზე გ------- კ--–-------ძე აღირიცხა საჯარო რეესტრში 05.09.2016 წელს.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
საჯარო რეესტრის ამონაწერის ასლი ს. ფ. 17
უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ასლი ს. ფ. 23.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.5. გ------- კ--–-------ს და ბ---- გ-----–-–---–ს შორის 08.11.2016 წელს დაიდო სადაო სარდაფის ნასყიდობის ხელშეკრულება, რითაც გ------- კ--–-------მ ბ---- გ-----–-–---–ს მიყიდა სარდაფი, რაც ახალ მესაკუთრეზე ბ---- გ-----–-–---–ზე აღირიცხა საჯარო რეესტრში 10.11.2016 წელს.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
საჯარო რეესტრის ამონაწერის ასლი ს. ფ. 107.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.6. ბმა გ--------ის თავმჯდომარე გასაჩივრებული კრების მიღების დროისათვის იყო და ამჟამადაც არის ე--------- ვ-----------.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
ბმა-ს აღრიცხვის ფურცელი ს. ფ. 176.
ბმა-ს კრების ოქმი N1 ს.ფ. 177-179.
მთაწმინდის რაიონის გამგეობის წერილი ს.ფ. 180.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.7. 15.08.2016 წლის ბმა გ--------ის #8 კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით რომლითა მოხდა სამეურნეო სათავსოს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურება და რომელსაც კრების თავმჯდომარის სახელით ხელს აწერს ლ---- კ------- 28.22 კვ.მ. სარდაფი აღირიცხა მ------ ჩ-----ს საკუთრებად საჯარო რეესტრში.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
15.08.2016 წლის ბმა გ--------ის კრების ოქმის ასლი ს. ფ. 21-22.
ნასყიდობის ხელშეკრულების ასლი ს. ფ. 23.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე მ------ ჩ----- 2007 წლამდე ფლობდა სადაოდ გამხდარ მოპასუხისათვის მფლობელობა დადასტურებულ ფართს.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლო განმარტავს უდაოა, რომ ბმა-ს მიერ 15.08.2016 წლის კრებაზე ამხანაგობის მიერ დადასტურებულ იქნა ამხანაგობის წევრი მოპასუხისათვის 2007 წლამდე სადავო ფართის ფლობის ფაქტი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სადაო კრების ოქმით ამხანაგობის თანასაკუთრებაში არსებული საერთო სარგებლობის ფართის ფლობის ფაქტობრივი გარემოება, მის მიერ ახსნა - განმარტება აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით არათანმიმდევრული, ურთიერთსაწინააღმდეგო და არადამაჯერებელი იყო. საქმის მასალებით დგინდება, რომ 06.04.2005 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებით მოპასუხემ შეიძინა სადაო უძრავი ქონების ნაწილი, კერძოდ 16.00 კვ.მ. სარდაფი (იხ. ს.ფ. 18-19). საქმის მასალებით, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებებით დგინდება, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებული 16.00 კვ.მ. ფართის მქონე სარდაფის ფლობა 12.2 კვ.მ-ის გარეშე შეუძლებელია, ვინაიდან იგი წლების განმავლობაში იყო ერთადერთი მისასვლელი 16.00 კვ.მ. ფართის მქონე მოპასუხის საკუთრებაში არსებული სარდაფის.
ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე მ------ ჩ----- კანონის ამოქმედების დროისათვის და გასაჩივრებული ოქმის მიღების დროისათვის ფლობდა ამხანაგობის მიერ მოპასუხისათვის დადასტურებულ ფართს.
საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო სხვა სადაო ფაქტობრივი გარემოებები არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არასებობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე, 185-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის პირველი (რეგულირების სფერო) და მე-2 მუხლების (კანონის მიზანი) შესაბამისად ეს კანონი არეგულირებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საკუთრების ფორმებს, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმოშობის, ჩამოყალიბების, საქმიანობის და ლიკვიდაციის ძირითად სამართლებრივ პირობებს და კანონის მიზანია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვის, ექსპლუატაციის და განვითარების სამართლებრივი პირობების უზრუნველყოფა.
ამავე კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა განმარტებულია, როგორც მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის 4.1. მუხლის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საკუთრების საგანია ცალკეულ პირთა საკუთრებაში არსებული ბინა, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.). ამავე კანონის 4.2 მუხლით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა.შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა.
ამავე კანონის 5.1. მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს მრავალბინიანი სახლის ვესტიბიულები, სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სარდაფები, სხვენები და ა.შ., რომლებიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების 3.1.5. პუნქტით დადგენილია, რომ გ------- კ--–-------ს და ბ---- გ-----–-–---–ს შორის 08.11.2016 წელს დაიდო სადაო სარდაფის ნასყიდობის ხელშეკრულება, რითაც გ------- კ--–-------მ ბ---- გ-----–-–---–ს მიყიდა სადაო სარდაფი, რაც ახალ მესაკუთრეზე აღირიცხა საჯარო რეესტრში 10.11.2016 წელს, რაც მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ 08.06.2017 წელს როდესაც მან მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ახალი მესაკუთრის ბ---- გ-----–-–---–ის მიმართ. სასამართლოს მიერ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე არაერთგზის მითითების მიუხედავად მოსარჩელე მხარემ სადაოდ არ გახადა 08.11.2016 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება, რის გამოც თეორიულად მოსარჩელის განსახილველი სარჩელი თუნდაც აღარებითი სარჩელის ფარგლებში, რომც დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მიერ მაინც ვერ მიიღწევა მისი სასარგებლო სამართლებრივი შედეგი, ვინაიდან დღეის მდგომარეობით სადაო უძრავ ქონებას ყავს სხვა მესაკუთრე, რომლის მიმართაც მოსარჩელეს სარჩრელი არ აღუძვრავს, ამდენად სარჩელის თეორიულად დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი იგი ვერ იქნება მოაზრებული მესაკუთრედ და მასზე ვერ გადავა საკუთრების უფლება სადაოდ გამხდარ სარდაფზე, ამდენად მოსარჩელეს სარჩელით დაყენებულ აღიარებით სასარჩელო მოთხოვნებთან მიმართებით არ გააჩნია იურიდიული ინტერესი, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ-ერთი სამართლებრივი საფუძველია.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელით უნდა მიიღწეოდეს იმ სამართლებრივი სიკეთის (უფლების) აღდგენა, რაც კანონმდებლობის მიხედვით მინიჭებული ჰქონდა მოსარჩელეს. მხარემ უნდა დაასაბუთოს ის გარემოება, რომ მხოლოდ ამგვარი სარჩელით აღწევს იგი იმ შედეგს, რასაც მიზნად ისახავს.
იურიდიული ინტერესი უნდა იყოს ნამდვილი, რაც იმას ნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობებში იურიდიული ინტერესი მიღწევადი და განხორციელებადი უნდა იყოს, თანაც, ისე, რომ აღნიშნული მიზნის მიღწევას დამოუკიდებელი მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა არ უნდა სჭირდებოდეს. ერთია, მოსარჩელის სურვილი, ხოლო მეორე კი - სარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რომელთა ერთმანეთთან გაიგივება არ შეიძლება. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 12 ნოემბრის №ას-1261-1190-2012 გადაწყვეტილება). მოსარჩელემ სარჩელში არც ფორმალური თვალსაზრისით არ აღნიშნა დავის იურიდიული ინტერესი და არც რეალურად არ მიუთითა სარჩელის დაკმაყოფილებით რა უფლება იქნება დაცული და რა გარდაუვალი დადებითი შედეგი მოჰყვება მას იმ ფაქტობრივ მოცემულობაში, რომ იგი არასდროს არ ფლობდა და არ ფლობს სადაო ფართს და გასაჩივრებული არ არის ახალ მესაკუთრეზე საკუთრების უფლების მოპოვების სამართლებრივი საფუძველი ნასყიდობის ხელშეკრულება.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესი ნამდვილია იმ შემთხვევაში, თუ სასარჩელო წესით მოთხოვნა მიღწევადი, ხოლო უფლება რეალიზებადია. იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად იურიდიული ინტერესი ვერ მიიღწევა ან მისი მიღწევა სხვა უცნობ მოვლენაზე ან მესამე პირის ნებაზეა დამოკიდებული, ასეთ შემთხვევაში, იურიდიული ინტერესი ნამდვილი არ არის. იურიდიული ინტერესი ნამდვილი არ არის მაშინაც, როდესაც მიუხედავად მოსარჩელისათვის სასარჩელო წარმოებით დამდგარი იურიდიული შედეგისა, აღნიშნული შედეგი, მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებისა, ცვლილებას განიცდის ლეგიტიმურად, მესამე პირთა შეთანხმებისა თუ სხვა ორგანოთა გადაწყვეტილების საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს დაყენებული აქვს მხოლოდ აღიარებითი სასარჩელო მოთხოვნა მიკუთვნებითი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, რის გამოც დაუსაბუთებელია სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით მოსარჩელის რა უფლება იქნება დაცული და რა გარდაუვალი დადებითი შედეგი მოჰყვება მას იმ ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ ამ გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტით დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელე გასაჩივრებული ოქმის მიღების დროისათვის არ ფლობდა სადაო ფართს და არ გაუსაჩივრებია ახალი ნასყიდობის ხელშეკრულება. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველ სასარჩელო მოთხოვნის მიმართ მოსარჩელეს იურიდიული ინტერესი არ გააჩნია, რის გამოც სასამართლო არ ამოწმებს გასაჩივრებული კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას (კრების მოწვევის პროცედურები, უფლებამოსილება და ა. შ.).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.
აღნიშნული ნორმები იცავს რა შემძენის ინტერესებს, ადგენს თუ გამსხვისებელი საჯარო რეესტრში მესაკუთრედ არის რეგისტრირებული, ეს საკმარის საფუძველს წარმოადგენს შემძენისათვის, რომ გამსხვისებელი მესაკუთრედ ჩათვალოს. თუმცა ამ წესიდან გამონაკლისი დადგენილია ამავე ნორმით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც შემძენმა იცის, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული გამსხვისებელი, არ არის მესაკუთრე.
მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სადაო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ზემოთ მითითებული საფუძველი, ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულების მონაწილე პირი გ------- კ--–------- წარმოადგენს უძრავი ქონების კეთილსინდისიერ შემძენს და ამ გარემოების საწინაღმდეგო ფაქტობრივი გარემოება და მტკიცებულება მოსარჩელის მიერ მითითებული და წარმოდგენილი არ ყოფილა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი მოპასუხეს არ დაეკისრება და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვით სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ამდენად უნდა გაუქმდეს თბილსის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.05.2017 წლის #2/11889-17 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
2. საქმეზე სახელმწიფო ბაჟი წინასწარ გადახდილია.
3. გაუქმდეს თბილსის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.05.2017 წლის #2/11889-17 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქლაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი