განაჩენი

სისხლის სამართლის 17.09.2018
საქმის ნომერი
160100118002448669
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
17.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160100118002448669

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავა-–- ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

#1/106-18 17 სექტემბერი 2018 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N031030418004)

მოსამართლე - თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი - დიანა ქოჩორაშვილი, თამთა როყვა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: გიორგი სახიაშვილი

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: სულეიმან ისმაილოვი

 

ბრალდებული: ა-–- ა-–-ევი

მამის სახელი: აიდინ

დაბადებული: 1992 წლის 9 მაისი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მარნეულის რაიონი, სოფელი ქვემო სარა-–-

 

თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი, ნაილი იბრაგიმოვა

 

კვა-–-ფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი;

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. ა-–- ა-–-ევს ბრა-–- ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვა-–-სწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 3 აპრილს, დაახლოებით 20:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ ქვემო სარალში, ა-–- ა-–-ევმა ოჯახური უთანხმოების ნიადაგზე, ყელის არეში ხელის წაჭერით, თმებით თრევისა და ბარძაყების არეში ფეხის დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის -რუბაბა ა-–-ევას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც ასევე ესწრებოდნენ მათი არასრულწლოვანი შვილები - ფიდან და ისრაფილ ა-–-ევები.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. 2018 წლის 3 აპრილს, დაახლოებით 20:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ ქვემო სარალში, ა-–- ა-–-ევს, რუბაბა ა-–-ევას მიმართ, მათი არასრულწლოვანი შვილების ფიდან და ისრაფილ ა-–-ევების თანდასწრებით, ძალადობა არ განუხორციელებია.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3.1. ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძა-–-, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქმის მასალებით დადგენილია რომ ა-–- ა-–-ევი არის რუბაბა ა-–-ევას მეუღლე.

 

2013 წლის 18 ივლისის ფიდან ა-–-ევას დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია რუბაბა ა-–-ევა, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია ა-–- ა-–-ევი.

 

2016 წლის 2 ივნისის ისრაფილ ა-–-ევის დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია რუბაბა ა-–-ევა, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია ა-–- ა-–-ევი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა-–- ა-–-ევი, რუბაბა ა-–-ევა, ფიდან ა-–-ევა და ისრაფილ ა-–-ევი არიან ოჯახის წევრები.

 

3.2. ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვა-–-სწინებული შედეგი.

 

დაზარალებულმა რუბაბა ა-–-ევამ (ბრალდებულის მეუღლე) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით (კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული იქნა სონა ა-–-ევა, რომელიც არის ა-–- ა-–-ევის და რუბაბა ა-–-ევას მეზობელი. როგორც მოწმეს ახსოვს იყო გაზაფხული, ზუსტი თარიღი არ ახსოვს, იქნებოდა დღის 6-7 საათი. იგი, შირინ ა-–-ევის დაძახებით მივიდა სტუმრად. ამ დროს რუბაბას ბავშვი(ბიჭი) ეჭირა ხელში და მიდიოდა, რა დროსაც მას მამამთილმა უთხრა არ წასულიყო, მას არავინ ეჩხუბებოდა. მოწმემ განმარტა, რომ მისმა მეუღლემ რუბაბა და ბავშვი წაიყვანა მამამისის სახლში. რუბაბა ა-–-ევას სახლიდან წასვლის მიზეზი მოწმისათვის უცნობია. სონა ა-–-ევას განმარტებით რუბაბა ა-–-ევას და ა-–- ა-–-ევს ერთმანეთთან აქვთ კარგი ურთიერთობა.

 

მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი ბაბეკი ალახვერდიევი, რომლის ჩვენებიდანაც დგინდება რომ იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება და აღნიშნულზე დაიწყეს გამოძიება. ასევე, მის მიერ შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლის თახმადაც ა-–- ა-–-ევს აეკრძალა დაზარალებულთან მიახლოვება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული იქნა გამომძიებელი თეიმურაზ რეხვიაშვილი. მოწმის განმარტებით საქმეზე მის მიერ ჩატარებული იქნა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ გამოკითხული იქნა რუბაბა ა-–-ევა, ა-–- ა-–-ევი და სონა ა-–-ევა. ბრალდებულის სახით დააკავა ა-–- ა-–-ევი და ასევე საქმეზე დანიშნა ექსპერტიზა.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N002265618 დასკვნის თანახმად პირადი გასინჯვის მონაცემებით (04.04.2018 წელი) რუბაბა ა-–-ევას აღენიშნება სისხლჩაქცევები მარცხნივ კისერზე და წინამხარზე, მარჯვენა ბარძაყის არეში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

3.3. ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არასრულწლოვანი არის პირი რომელსაც არ შესრულებია 18 წელი.

 

დაბადების აქტის ჩანაწერების თანხმად ფიდან ა-–-ევა დაბადებულია 2013 წლის 16 ივლისს, ისრაფილ ა-–-ევი დაბადებულია 2016 წლის 31 მაისს, შესაბამისად ისინი არიან 18 წელს მიუღწეველი პირები. ამავე დაბადების აქტის ჩანაწერებით ირკვევა რომ ფიდან ა-–-ევასა და ისრაფილ ა-–-ევის მშობლებად მითითებულია: დედა-რუბაბა ა-–-ევა და მამა - ა-–- ა-–-ევი.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ნაწილი არ გამოკვლეულა ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვა-–-სწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, და-–-ლავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, ცემის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვა-–- არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვა-–-ფიცირებელი მნიშვნელობა, ბრა-–-ს ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა გაანა-–-ზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ა-–- ა-–-ევის მიერ წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული მუხლით წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს ა-–- ა-–-ევის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა ა-–- ა-–-ევის მხრიდან დაზარალებულ რუბაბა ა-–-ევას მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 3 აპრილს, დაახლოებით 20:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ ქვემო სარალში, ა-–- ა-–-ევს მეუღლის - რუბაბა ა-–-ევას მიმართ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ძალადობა არ განუხორციელებია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვა-–-სწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და ასევე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია ა-–- ა-–-ევის დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ ა-–- ა-–-ევის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენას, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა არცერთი პირდაპირი მოწმე და არ გამოკვლეულა არცერთი წერილობითი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ა-–- ა-–-ევის მიერ 2018 წლის 3 აპრილს დაახლოებით 20:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ ქვემო სარალში, მეუღლის მიმართ, მათი არასრულწლოვანი შვილების ფიდან და ისრაფილ ა-–-ევების თანდასწრებით, განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს.

 

დაზარალებულმა რუბაბა ა-–-ევამ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ხოლო საქმეში არ მოიპოვება სხვა მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა რომ ა-–- ა-–-ევმა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი ქმედება.

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა რუბაბა ა-–-ევამ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადგინდა დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტი. სამედიცინო ექსპერტიზის თანახმად რუბაბა ა-–-ევას სხეულზე ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, თუმცა დაზიანების არსებობა ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, ვინაიდან მხოლოდ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ შეიძლება მიჩნეული იქნეს უტყუარ მტკიცებულებად დაზიანების მიმყენებელი პირის იდენტიფიცირების კონტექსტში, ვინაიდან სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შედეგად შესაძლებელია დაზიანების არსებობის, რაოდენობის, მისი სიმძიმისა და ლოკა-–-ზაციის და არა მისი მიმყენებელი პირის განსაზღვრა.

 

ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ ა-–- ა-–-ევის დამნაშავედ ცნობისათვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. შესაბამისად, ა-–- ა-–-ევი მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებებში.

 

საქმის მასალების თანახმად ირკვევა, რომ ა-–- ა-–-ევი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია 2018 წლის 4 აპრილს და დაკავებიდან გათავისუფლდა 2018 წლის 5 აპრილს. ა-–- ა-–-ევს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 270-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბრალდებული ა-–- ა-–-ევი ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

 

ა-–- ა-–-ევის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. ასევე გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილის განჩინება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და ყადაღა მოეხსნას ბაირამ ა-–-ევის უძრავ ქონებას საკადასტრო კოდით 83.09.12.142.

 

ა-–- ა-–-ევს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე