განაჩენი

სისხლის სამართლის 21.09.2018
საქმის ნომერი
330100118002418317
თარიღი
21.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #---------

#------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

21 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ნინო ჩინჩალაძის მდივნობით

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ--------------–ი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ი-----–--------–---–ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1----–-–---------------–ს, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ს------------------ში.

 

ადვოკატი - ს---–--------–--ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი;

 

დისპოზიცია: ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 აგვისტოს განაჩენით ი-----–--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის ზომად შეეფარდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

ი-----–--------–---–ი სისტემატურად ახორციელებდა ძალადობას მისი ოჯახის წევრის - მასთან არაოფიციალურ ქორწინებაში მყოფი ნ-------------–---–ის მიმართ. 2018 წლის 19 მარტს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, გ-–-------------------------------------------------ში, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ი-----–--------–---–მა მის მეუღლეს ნ-------------–---–ს არაერთგზის მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ რამოდენიმეჯერ ძლიერად დაარტყა ხელი და თავი სახის არეში, ასევე რამოდენიმეჯერ შეაჯანჯღარა, რის გამოც ნ-------------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და სახის არეში მიიღო დაზიანებები. აღნიშნული ქმედებების შედეგად ნ-------------–---–ს მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

2.1. მოწმე გ--------–---------ას განმარტებით, იგი მუშაობს შ-----–-----------–--------------------–-------------------–---ში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 19 მარტს, სამსახურში ყოფნისას მან მიიღო შეტყობინება ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდებოდა ი-----–--------–---–ის მიერ მისი მეუღლის მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ინფორმაციაში ასევე აღნიშნული იყო, რომ მ-----–---–მა შეიტყო მეუღლის მიერ პოლიციაში დარეკვის თაობაზე, რის გამოც იგი აპირებდა მიმალვას. მოწმემ აღნიშნულის თაობაზე პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას.

 

2.2. მოწმე ლ-–------------–---–ის განმარტებით, იგი მუშაობს ქ. თ---–---------–-–------------------------–-----------–--------------------–-------------------–--აში, ინსპექტორ-გამომძიებლად. იგი 2018 წლის 19 მარტს ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მისმა თანამშრომელმა გ--------–---------ამ მიიღო ინფორმაცია ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით. ამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, თანამეწყვილე ბ-----------------–თან ერთად გამოცხადდნენ ქ. თბილისში, გ-–------------------–------------------------------ში. მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ი-----–--------–---–მა საკუთარ მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა, რის გამოც აპირებდა მიმალვას. სადარბაზოში, კორპუსის მ-------------–ზე, სამართალდამცავებს დახვდათ ერთი პიროვნება, რომელიც აღმოჩნდა ი-----–--------–---–ი. ბ-----------------–მა ი-----–--------–---–ს განუმარტა მისი უფლებები, რის შემდეგაც მოხდა მისი დაკავება და პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადაყვანა. მისი განმარტებით, ხსენებულ მისამართზე დაინახა ნ-------------–---–ი, რომელსაც დაზიანებები ვერ შეამჩნია, თუმცა ფსიქოლოგიურად აღელვებული ჩანდა, თავჩაღუნული ტიროდა და სახე გაწითლებული ჰქონდა.

 

2.3. ანალოგიური დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ბ-----------------–მა და დამატებით განაცხადა, რომ ი-----–--------–---–ს განუმარტა უფლებები, რის შემდეგაც მოხდა მისი დაკავება და პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადაყვანა. დაკავებულს სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და არც შენიშვნები დაუფიქსირებია დაკავების ოქმში.

 

2.4. მოწმე ი-–------------ის განმარტებით, 2018 წლის 19 მარტს მუშაობდა შსს ქ. თ---–---------–-–------------------------–-----------–--------------------–-------------------–--ის უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლად. იგი მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოადგენდა ძირითად გამომძიებელს. საქმის გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, ქ. თბილისში, გ-–------------------------------------------------ში ი-----–--------–---–მა საკუთარი მეუღლის - ნ-------------–---–ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა. როგორც ახსოვს, შეტყობინების ავტორი იყო თავად ნ-------------–---–ი. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის დაკითხა ნ-------------–---–ი. შეტყობინების შემდეგ, 2018 წლის 19 მარტს, მასთან შეხვედრისას ნ-------------–---–ი იყო ძლიერ შეშინებული და ითხოვდა დახმარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ი-----–--------–---–ი მას მოკლავდა. ვიზუალურად ნ-------------–---–ს აღენიშნებოდა დაზიანებები ყელისა და სახის არეში. ამასთან დაკავშირებით ნ-------------–---–მა განმარტა, რომ დაზიანებები ი-----–--------–---–თან კონფლიქტის შედეგად მიიღო, კერძოდ, მისმა მეუღლემ რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი სახეში და ხელი მოუჭირა ყელის არეში, ასევე თავი ჩაარტყა სახეში. აღნიშნულის გამო ნ-------------–---–ი განიცდიდა ტკივილს. დაზარალებულმა მას განუმარტა, რომ მსგავს ფაქტს ადრეც ჰქონდა ადგილი, რის გამოც ი-----–--------–---–ის მიმართ გაცემული იყო შემაკავებელი ორდერები. ჩვენების მიცემისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი ასევე დაადასტურეს დაზარალებულის ძმამ - ა-------------–---–მა და არასრულწლოვანმა შვილმა - ა---------------–მა. დაზარალებულისთვის მიყენებულ დაზიანებებთან დაკავშირებით დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა, რომლითაც გაირკვა დაზიანებათა ლოკაცია და ხარისხი. მან ასევე დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერება და დაეთანხმა მათ.

 

2.5. მოწმე მ-----------ის განმარტებით, იგი მუშაობს ქ. თბილისის მ---------------------–------–-----------–------------–-–-------------------–--ის უბნის ინსპექტორ გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მან ჩაატარა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის 2018 წლის 19 მარტს დაზარალებულ ნ-------------–---–ის სხეულის დაზიანებებთან დაკავშირებით დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა.

 

2.6. მოწმე ნ-----–---------–-–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი მუშაობს შსს ქ. თ---–---------–-–------------------------–-----------–--------------------–-------------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მან გამომძიებელ მ-----------ეს გადასცა ი-----–--------–---–ის მიმართ 2017 წელს გამოცემული ორი ცალი შემაკავებელი ორდერი, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად.

 

2.7. მოწმე ა-------------–---–ის განმარტებით, დაზარალებული ნ-------------–---–ი არის მისი და, ხოლო ბრალდებული ი-----–--------–---–ი - ახლო მეგობარი. ი-----–--------–---–სა და ნ-------------–---–ს ერთმანეთთან ჰქონდათ მეგობრული ურთიერთობა და ისინი ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, რომ ი-----–--------–---–ი 1-2 თვის განმავლობაში არ მიდიოდა ნ-------------–---–თან. ისინი ქირით ცხოვრობდნენ დაახლოებით 4-5 წლის განმავლობაში. ი-----–--------–---–ი პერიოდულად მიდიოდა ნ-------------–---–თან, რადგან მას მეუღლე ჰყავდა და ხოლო მის დას ხვდებოდა როგორც მეგობარს. ამის შესახებ იცოდა თავად ნ-------------–---–მაც, კომუნალურ გადასახადებს მხოლოდ ნ---- იხდიდა. ბრალდებულსა და დაზარალებულს ერთად არასდროს უცხოვრიათ, თუმცა ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც ი-----–--------–---–ი რამდენიმე დღით დარჩენილა დაზარალებულთან. 2018 წლის 18 მარტს იგი იმყოფებოდა თავის დასთან სახლში, სახლში ასევე იმყოფებოდნენ ბრალდებული, რომელიც იყო ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, დაზარალებული და ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი შვილი ა---------------–ი. დაძინებიდან დაახლოებით 1 საათის შემდეგ მას მოესმა ი-----–--------–---–ის ყვირილისა და გინების ხმა, - ,,ნ----, რა გჭირს, დამშვიდდი, დაწყნარდიო!“. ასევე ნ-------------–---–იც უყვიროდა ბრალდებულს. იგი შევიდა მათ საძინებელში და იკითხა თუ რა ხდებოდა. მათ შეწყვიტეს ყვირილი და ი-----–--------–---–მა მოწმეს უპასუხა, რომ არაფერი არ ხდებოდა, შემდეგ ისინი გამოვიდნენ საძინებლიდან და შევიდნენ სამზარეულოში სიგარეტის მოსაწევად. ი-----–--------–---–ი უეცრად სახლიდან გავიდა. სახლში კი მივიდნენ პოლიციელები და გამომძიებლები. მოწმის განმარტებით, მის დას რაღაც აწუხებდა, რის გამოც ყვიროდა, თუმცა არ დაინტერესებულა ამით. მოწმეს მისმა დამ განუმარტა, რომ უბრალო შეკამათება იყო. ამ შემთხვევამდე იგი არ შესწრებია ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის მომხდარ კონფლიქტს. მისთვის უცნობია თუ ვინ გამოიძახა პოლიცია. შემთხვევის დღეს თავისი დისთვის დაზიანებები არ შეუმჩნევია.

 

2.8. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა ა---------------–ის 2018 წლის 19 მარტს გამოძიებაში მიცემული ჩვენება, ვინაიდან მოწმედ დასაკითხი პირი არის არასრუწლოვანი და დამოკიდებულია მშობელზე - ნ-------------–---–ზე, თავად ნ-------------–---–ი მოცემულ საქმეში არის დაზარალებული, შესაბამისად გამოძიებისას ა---------------–ს დაენიშნა საპროცესო წარმომადგენელი, თუმცა ბრალდების მხარის და საპროცესო წარმომადგენელის არაერთი მცდელობისა, ვერ მოხდა არასრულწლოვანის დედასთან დაკავშირება, რათა მომხდარიყო ა---------------–ის სასამართლოში წარმოდგენა ჩვენების მისაცემად (აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილია შესაბამისი ოქმები). შესაბამისად ბრალდების მხარემ ამოწურა რა ყველა გონივრული შესაძლებლობა მოწმის წარმოდგენის სასამართლო სხდომაზე, საქმის არსებითი განხილვისას გამოქვეყნდა არასრულწლოვანი მოწმის ა---------------–ის 2018 წლის 19 მარტის გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმადაც დასტურდება, რომ 2018 წლის 18 მარტს, საღამოს გვიან, მან დედასთან ნ---- და ბიძასთან - ა-------------–---–ებთან ერთად წავიდა წყნეთში, სადაც საქეიფოდ იმყოფებოდა მისი მამინაცვალი ი-----–--------–---–ი, რომელიც იყო მთვრალი და საჭირო იყო მისი წამოყვანა წყნეთიდან. როდესაც სახლში მივიდნენ, მათთან ასევე დარჩა მოწმის ბიძა ა-------------–---–ი. იგი შევიდა თავის ოთახში და დაიძინა, ასევე დაიძინა ა-------------–---–მა, ხოლო ნ-------------–---–ი და ი-----–--------–---–ი შევიდნენ თავიანთ საძინებელ ოთახში. 2018 წლის 19 სექტემბერს ღამით, დაახლოებით 03:00 საათზე მას გაეღვიძა ყვირილის ხმაზე, ყვიროდა ი-----–--------–---–ი, იგი ნასვამ მდგომარეობაში იყო და ეჩხუბებოდა დედას, ნ-------------–---–ს. მას გარკვევით ესმოდა მ-----–---–ის ხმამაღალი გინების ხმა, რომელიც გამოდიოდა მათი ოთახიდან. ოთახში კონფლიქტისას შევიდა ა-------------–---–ი, რომელიც ცდილობდა ი-----–--------–---–ის დამშვიდებას. ი-----–--------–---–ის ლანძღვა-გინება გაგრძელდა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, რის გამოც მან გადაწყვიტა შესულიყო ოთახში. ოთახში შესულს დახვდა მამინაცვალი ი-----–--------–---–ი და ბიძა ა-------------–---–ი, ხოლო ნ-------------–---–ი ოთახში აღარ იმყოფებოდა. იგი ი-----–--------–---–ისა და ნ-------------–---–ის კონფლიქტს ადრეც შესწრებია. დაახლოებით 2-3 თვის წინ, როდესაც მათ კონფლიქტი მოუვიდათ ერთმანეთთან, ი-----–--------–---–მა ნ-------------–---–ს დაარტყა სახის არეში. როდესაც ი-----–--------–---–ი ნასვამია, იგი აგრესიული ხდება ნ-------------–---–ის მიმართ (ს.ფ. 79-81).

 

2.9. N6----- შეტყობინების ოქმის (19.03.2018) მიხედვით, 2018 წლის 19 მარტს, 03:23 საათზე, თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში მიიღეს ნ-------------–---–ის შეტყობინება, რომლის განცხადებით, მისმა მეუღლემ ი-----–--------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და იგი ითხოვდა დახმარებას (ს.ფ. 2).

 

2.10. ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 19 მარტს, 04:01 საათზე, ქ. თბილისში, გ-–----------------------------------------------------------------------------–ზე დაკავებული იქნა ი-----–--------–---–ი (ს.ფ. 4-13).

 

2.11. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის N0-------- დასკვნის თანახმად (11.05.2018), პირადი გასინჯვით 19.03.2018 წელს ნ-------------–---–ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები კისრის წინა ზედაპირზე შუა ხაზიდან მარცხნივ ქვედა მესამედში გარდამავალი მარცხენა ლავიწის ძვლის სამკერდე ბოლოზე და ლავიწქვეშა ფოსოზე, გულმკერდის წინა ზედაპირზე მკერდის ძვლის სხეულის საპროექციოდ და მარცხენა მხრის ქვედა მესამედში შიგნითა ზედაპირზე;

დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, თითოეული ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად;

სისხლნაჟღენთები კისრის წინა ზედაპირზე შუა ხაზიდან მარცხნივ ქვედა მესამედში გარდამავალი მარცხენა ლავიწის ძვლის სამკერდე ბოლოზე და ლავიწქვეშა ფოსოზე, გულმკერდის წინა ზედაპირზე მკერდის ძვლის სხეულის საპროექციოდ ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების 19.03.2018წ. თარიღს;

სისხლნაჟღენთები მარცხენა მხრის ქვედა მესამედში შიგნითა ზედაპირზე ხანდაზმულობით ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების 19.03.2018წ-ის თარიღს.

 

2.12. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ს------------–---იამ და დამატებით განმარტა, რომ ნ-------------–---–მა სამედიცინო შემოწმებისას ექსპერტს განუმარტა, რომ 2018 წლის 19 მარტს, მისმა მეუღლემ - ი-----–--------–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მუშტი ჩაარტყა ცხვირის არეში და მიარტყა თავი.

 

2.13. 2017 წლის 20 ივნისის შემაკავებელი ორდერით #0----- დასტურდება, რომ ი-----–--------–---–ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის საფუძველი იყო მის მიერ საკუთარი მეუღლის - ნ-------------–---–ის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობა, რაც გამოიხატა მოძალადის მიერ მსხვერპლის ცემაში, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და იძულებაში (ს.ფ. 159-161).

 

2.14. 2017 წლის 08 ოქტომბრის შემაკავებელი ორდერით #0----- დასტურდება, რომ ი-----–--------–---–ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის საფუძველი იყო მის მიერ საკუთარი მეუღლის - ნ-------------–---–ის მიმართ ჩადენილი ფსიქოლოგიური ძალადობა (ს.ფ. 167-169).

 

2.15. რეაგირების ოქმის (08.10.2017) მიხედვით, 2017 წლის 08 ოქტომბერს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თ---–-----------------–-----------–--------------–----–------------–--------------------------–--–---–ი დ--–----------–---–ის შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდა თბილისში, გ-–---------------------------------------------------ში; გაესაუბრა დ--–----------–---–ს, რომელმაც განმარტა, რომ ტელეფონზე საუბრის დროს გაიგონა ჩხუბის ხმა; ადგილზე ასევე იყო ინიციატორის შვილი - ნ-------------–---–ი, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანება სახის არეში. შეკითხვაზე ნ-------------–---–მა განაცხადა, რომ დაზიანება მიიღო დაცემის შედეგად და ეს ყველაფერი იყო მისი ბრალი. მიუხედავად მისი ასეთი განცხადებისა, პოლიციელებმა ჩათვალეს, რომ ნ-------------–---–ი იყო ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი და ი-----–--------–---–ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი (ს.ფ. 171).

 

2.16. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 აგვისტოს განაჩენით ი-----–--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ნ-------------–---–ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის (ნ-------------–---–ის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, ესე იგი სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) და სასჯელის ზომად შეეფარდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით (ს.ფ. 55-58). თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენით, შევიდა ცვლილება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 აგვისტოს განაჩენში და ი-----–--------–---–ს დაუმძიმდა სასჯელი საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ნაცვლად 6(ექვსი) თვისა, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განაჩენით შევიდა ცვლილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენში და ი-----–--------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლით ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

2.17. ბრალდებულმა ი-----–--------–---–მა არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასამართლოს მოახსენა, რომ კონფლიქტი პროვოცირებული იყო დაზარალებულ ნ-------------–---–ის მიერ, რომელმაც სახლში ჭურჭელი დაამტვრია და იყო ძალიან აღელვებული და ნასვამი, ხოლო ბრალდებული მას ამშვიდებდა და აწყნარებდა, ხოლო ბოლოს ისიც აღელდა და ხმამაღლა შეიგინა. შემდეგ ოთახში შევიდა ა-------------–---–ი, ბრალდებული კი გამოვიდა ოთახიდან და შევიდა სამზარეულოში სიგარეტის მოსაწევად. ამის შემდეგ ოთახში შევიდა დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილი ა---------------–იც. დაზარალებულმა გამოიძახა პოლიცია, რომლებმაც ბრალდებული სადარბაზოში, მ-------------–ზე დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში. ბრალდებულმა დაზარალებულის მიერ პოლიციაში მის საწინააღმდეგოდ შეტანილი არაერთი განცხადება ახსნა მისი სუსტი ნერვებით და არასტაბილური მდგომარეობით, რაც გამოწვეული იყო სტრესული სამსახურით და დედამისის წაქეზებით. ბრალდებულმა ასევე უარყო, რომ ნ-------------–---–თან აკავშირებდა ოჯახური ურთიერთობა, მისი თქმით, იგი ნ-------------–---–თან 1 ღამეზე მეტ ხანს არ დარჩენილა სახლში და მასთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა და ამ დროის განმავლობაში არასდროს უძალადია მასზე.

 

2.18. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, ი-----–--------–---–ის მიერ ნ-------------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით არარელევანტურია და სასამართლო მათ არ მიმოიხილავს.

 

2.19. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

2.20. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.21. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

2.22. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსზე და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში. კერძოდ:

 

2.23. დაცვის მხარემ სადავოდ გახადა, რომ ი-----–--------–---–ი და ნ-------------–---–ი იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის ხმარის პოზიციას და მიაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება ემსახურება ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემსუბუქებას. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებული და დაზარალებული ერთად ცხოვრობდნენ, არაერთი ღამე რჩებოდნენ ერთად და ეწეოდნენ ოჯახურ ცხოვრებას, კერძოდ, არასრულწლოვან ა---------------–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმე ა-----------------–ის ჩვენებით, შემაკავებელი ორდერებით და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ ნ-------------–---–ი და ი-----–--------–---–ი იყვნენ არაოფიციალურ ქორწინებაში.

 

2.24. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის N0-------- დასკვნით (11.05.2018) (დაადასტურა ექსპერტმა ს------------–---იამ), უტყუარად არის დადგენილი, რომ 2018 წლის 19 მარტს, ნ-------------–---–ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები კისრის წინა ზედაპირზე შუა ხაზიდან მარცხნივ ქვედა მესამედში გარდამავალი მარცხენა ლავიწის ძვლის სამკერდე ბოლოზე და ლავიწქვეშა ფოსოზე, გულმკერდის წინა ზედაპირზე მკერდის ძვლის სხეულის საპროექციოდ და მარცხენა მხრის ქვედა მესამედში შიგნითა ზედაპირზე. დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, თითოეული ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. სისხლნაჟღენთები კისრის წინა ზედაპირზე შუა ხაზიდან მარცხნივ ქვედა მესამედში გარდამავალი მარცხენა ლავიწის ძვლის სამკერდე ბოლოზე და ლავიწქვეშა ფოსოზე, გულმკერდის წინა ზედაპირზე მკერდის ძვლის სხეულის საპროექციოდ ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების 19.03.2018წ. თარიღს. სისხლნაჟღენთები მარცხენა მხრის ქვედა მესამედში შიგნითა ზედაპირზე ხანდაზმულობით ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების 19.03.2018წ-ის თარიღს.

ი-----–--------–---–ის მიერ განხორციელებული ძალადობის ჩადენის ფაქტი ასევე დადასტურა ა---------------–ის გამოკითხვის ოქმით. ხოლო მოწმე ა-------------–---–მა დაადასტურა, რომ გაიგო ხმამაღალი ყვირილისა და გინების ხმა იმ საძინებელი ოთახიდან, სადაც იმყოფებოდნენ ი-----–--------–---–ი და ნ-------------–---–ი.

 

2.25. გარდა ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებებისა, სასამართლო, გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელი, მტკიცებულებათა ერთობლიობის ჭრილში, ასევე ითვალისწინებს მოწმეების (გამომძიებლების) - გ--------–---------ას, ბ-----------------–ის, ლ-–------------–---–ის, ნ-----–---------–-–---–ის, მ-----------ისა და ი-–------------ის ჩვენებებს. ი-–------------ემ ნახა დაზარალებული ნ-------------–---–ი ინციდენტიდან მყისიერად, როდესაც ამ უკანასკნელს ჯერ კიდევ თვალნათლივ ეტყობოდა სახეზე ძალადობის კვალი, რაზეც დაზარალებულმა მას განუმარტა, რომ დაზიანებები მიაყენა მისმა მეუღლემ - ი-----–--------–---–მა. ასევე ლ-–------------–---–მა განმარტა, რომ შემთხვევის ადგილას გამოცხადებისას მან ნ-------------–---–ს შეამჩნია, რომ იგი იყო ნამტირალევი, აღელვებული და სახე ჰქონდა აწითლებული. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებანი და პოლიციელთა ჩვენებები ასევე მიჩნეულ უნდა იქნეს როგორც პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებანი, რომლებსაც სასამართლო აფასებს როგორც ზედმიწევნით მყარს და სანდოს.

სასამართლო, ასევე მიმოიხილავს მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის ს------------–---იას ჩვენებას, რომელმაც სასამართლოს დაუდასტურა ის გარემოება, რომ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებისას - ნ-------------–---–მა პირადად განუმარტა მას, რომ დაზიანებები მას მეუღლემ - ი-----–--------–---–მა მიაყენა, კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის N0-------- დასკვნის თანახმად, შესამოწმებელი პირის ნ-------------–---–ის გადმოცემით, 2018 წლის 19 მარტს, დაახლოებით 02:00 – 03:00 სთ-ზე, თბილისში, გ-–---------------------------------------ში მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, გაშლილი ხელი გაარტყა სახის მარჯვენა ნახევარში, მუშტი დაარტყა ცხვირის მიდამოში, რა დროსაც საწოლის ზურგს მიარტყა თავი. ტრამვის მიღების დროს გონება არ დაუკარგავს. გულისრევის შეგრძნება და პირღებინება არ ჰქონია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამედიცინო დაწესებულებისთვის არ მიუმართავს. შემოწმების მომენტშიც უჩიოდა თავის ტკივილს კეფის არეში.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-------------–---–ის ქმედებები ნამდვილად ჰგავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა კლასიკურ საქციელს, რომლებიც ძალადობის შემდგომ მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში განაგრძობენ ცხოვრებას. ამასთან, ნ-------------–---–ის შიში, არის არა ვირტუალური და გამოგონილი, არამედ სავსებით რეალურია, ვინაიდან პოლიციისთვის შეტყობინებების, შემაკავებელი ორდერების და პოლიციის რეაგირების ოქმების საფუძველზე, სასამართლოს მეტად დამაჯერებლად მიაჩნია ის გარემოება, რომ ნ-------------–---–ი იყო სწორედ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. ამდენად, სასამართლო ფაქტად იღებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებული, რომელიც არის ძალადობის მსხვერპლი, უკიდურესად შეშინებულია და მოძალადისგან მომავალი საფრთხის განეიტრალებას (თვითგადარჩენას), მის მიმართ ლმობიერი პოზიციის დაკავებაში ხედავს, რამაც განაპირობა სწორედ მსხვერპლის პირვანდელი მტკიცე ნების - ხელი შეეწყო მართლმსაჯულების განხორციელებისთვის, რადიკალურად შეცვლა და სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმა.

ამასთან სასამართლო უთითებს, რომ დაზარალებულმა სასამართლო სხდომის დარბაზში განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნება საპატიმრო სახის სასჯელი, რამდენი ხანი იქნება დაცული, 1 წელი ან 2 წელი? მას სურს დაცული იყოს ბრალდებულისგან და მასთან აღარ აპირებს არანირ ურთიერთობას.

 

2.26. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ი-----–--------–---–ი სისტემატურად ახორციელებდა ძალადობას მისი ოჯახის წევრის - მასთან არაოფიციალურ ქორწინებაში მყოფი ნ-------------–---–ის მიმართ. 2018 წლის 19 მარტს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, გ-–-------------------------------------------------ში, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ი-----–--------–---–მა მის მეუღლეს ნ-------------–---–ს არაერთგზის მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ რამოდენიმეჯერ ძლიერად დაარტყა ხელი და თავი სახის არეში, ასევე რამოდენიმეჯერ შეაჯანჯღარა, რის გამოც ნ-------------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და სახის არეში მიიღო დაზიანებები. აღნიშნული ქმედებების შედეგად ნ-------------–---–ს მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.

 

2.27. ნ-------------–---–ზე განხორციელებული ძალადობის შესაფასებლად, სასამართლო დაეყრდნო როგორც ობიექტურ, ასევე სუბიექტურ კრიტერიუმებს. კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანება, რაც უტყუარად არის დადასტურებული მოგვიანებით ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და მოწმეების ლ-–------------–---–ისა და ი-–------------ის ჩვენებებით, რომლის თანახმად დაზარალებულს პოლიციაში მისვლისას თვალნათლივ ეტყობოდა სახეზე დაზიანება. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმებს, სასამართლომ ყურადღება მიაქცია იგივე მოწმეთა ჩვენებებს, რითაც დადასტურებულია, რომ დაზარალებული ნ-------------–---–ი შემთხვევის შემდეგ იყო აღელვებული. ამდენად, დაზიანების ლოკაციის და მსხვერპლის დანაშაულის შემდგომი მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ-------------–---–ისთვის მიყენებულმა დაზიანებამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, რაც ასევე დასტურდება ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული პირადი შემოწმების მონაცემებით, რა დროსაც შემოწმების მომენტშიც კი ნ-------------–---–ი უჩიოდა ტკივილს.

 

2.28. სასამართლოს ასევე ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ი-----–--------–---–მა ნ-------------–---–ის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა არაერთგზის, შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 აგვისტოს განაჩენით ი-----–--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის ზომად შეეფარდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენით, შევიდა ცვლილება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 აგვისტოს განაჩენში და ი-----–--------–---–ს დაუმძიმდა სასჯელი საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ნაცვლად 6(ექვსი) თვისა, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განაჩენით შევიდა ცვლილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენში და ი-----–--------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლით ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს, წინათ ნასამართლევი პირის მიერ საქართველოს სსკ-ის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

ი-----–--------–---–ი ნასამართლევი პირია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის - 2018 წლის 19 მარტის მდგომარეობით იგი იყო პირობითი მსჯავრის ქვეშ და მას ნასამართლობა მოხსნილი, ან გაქარწყლებული არ ჰქონდა. ამდენად მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს არაერთგზისობით.

 

2.29. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43). ამდენად, სასამართლო იმსჯელებს დაცვის მხარის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

2.30. დაცვის მხარის პოზიციით: ბრალდება ემყარება მხოლოდ ირიბ, მათ შორის ძირითადად საქმის შედეგით დაინტერესებული პოლიციელების ჩვენებებს. ასევე, მარტო ექსპერტიზის დასკვნა, როდესაც არ არსებობს სხვა პირდაპირი მტკიცებულება (მათ შორის დაზარალებულის ჩვენება), ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.

 

2.31. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548, თანახმად, ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და მხოლოდ ირიბი ჩვენებები არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. თუმცა, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამომძიებლების - ი-–------------ისა და ლ-–------------–---–ის ჩვენებებს ვერ განვიხილავთ როგორც ირიბი ხასიათის მტკიცებულებად, რადგან ეს მოწმეები ადასტურებენ, რომ დაზარალებული მათგან ითხოვდა დახმარებას, იყო აღელვებული, ტიროდა, სახეზე ეტყობოდა სიწითლეები, ამავდროულად ჭ---------–---–ი მყისიერად გავიდა დაზარალებულთან შემთხვევის ადგილზე, სადაც მას და მის თანამეწყვილეს სადარბაზოს მ-------------–ზე შეხვდათ ი-----–--------–---–ი, რომელიც დააკავეს ძალადობის ბრალდებით. ასევე პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულების ჭრილში განხილული უნდა იქნეს დაზარალებულის განაცხადი ექსპერტთან მომხდარი ფაქტის ირგვლივ, რომელთან გასაუბრებაც მომხდარი ფაქტის შემდეგ, რამოდენიმე საათში მოხდა.

სასამართლო აქვე მიუთითებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის კონვენციაზე (სტამბულის კონვენცია), რომლის 55-ე მუხლის მიხედვით, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის 35-ე, 36-ე, 37-ე, 38-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.

სასამართლო, ეთანხმება დაცვის მხარის მითითებას, რომ პოლიციელების ჩვენება არ არის პრეზუმფცია და მხოლოდ მათი სტატუსიდან გამომდინარე არ შეიძლება მათი ჩვენების ერთმნიშვნელოვნად გაზიარება საპირწონე არგუმენტების შეფასების გარეშე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მის გადაწყვეტილებაში მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ შენიშნა, რომ ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებებიდან აშკარად ჩანდა, რომ ისინი დაეყრდნენ, ძირითადად, ინციდენტში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებებს. შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლომ არ მიიჩნია, რომ განმცხადებლის ჩვენება მის მიმართ არააუცილებელი და არათანაბარზომიერი ძალის გამოყენებაზე იყო სანდო, ვინაიდან ეს ჩვენება ასახავდა პირად აზრს და ბრალდებულის მიერ პოლიციელების დადანაშაულებას წარმოადგენდა. თუმცა იმავდროულად, ეროვნული სასამართლოებისათვის მისაღები იყო პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა ისე, რომ ამასთან დაკავშირებით დამაჯერებელი დასაბუთება არ მოუყვანიათ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ პოლიციელთა ჩვენებები, ასევე შესაძლოა, რომ სუბიექტური ყოფილიყო და, სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა მათი მხრიდან ბრალდებულის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. ამ თვალსაზრისით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა ასევე უნდა დამდგარიყო კითხვის ნიშნის ქვეშ, ვინაიდან გამოძიებას უნდა დაედგინა, იყვნენ თუ არა პოლიციელები არასათანადო მოპყრობაზე პასუხისმგებლები (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Mikiashvili v. Georgia, განაცხადი no. 18996/06, 2012 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება §82). ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, სასამართლომ, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, კრიტიკულად შეისწავლა იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც დეტალურად აღწერდნენ ნ-------------–---–ის კონფლიქტის შემდეგ მდგომარეობას, მის დაზიანებებს, იმას, თუ რას აცხადებდა დაზარალებული, ასევე თავად დაზარალებულის მიერ გაკეთებულ შეტყობინებას, შემაკავებელ ორდერებსა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და მიაჩნია, რომ სასამართლოსთვის მნიშვნელოვან დეტალებთან დაკავშირებით მოწმეები იძლევიან თანმიმდევრულ ჩვენებებს, რომელთა შორის არსებული უმნიშვნელო განსხვავებები, ვერ დაუკარგავს მათ სანდოობას.

 

2.32. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულების ერთობლიობით, რომლებიც არის ურთიერთთავსებადი, დამაჯერებელი და მათ სანდოობაში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ არსებობს, უტყუარად დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 აგვისტოს განაჩენით ი-----–--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის ზომად შეეფარდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

ი-----–--------–---–ი სისტემატურად ახორციელებდა ძალადობას მისი ოჯახის წევრის - მასთან არაოფიციალურ ქორწინებაში მყოფი ნ-------------–---–ის მიმართ. 2018 წლის 19 მარტს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, გ-–-------------------------------------------------ში, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ი-----–--------–---–მა მის მეუღლეს ნ-------------–---–ს არაერთგზის მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ რამოდენიმეჯერ ძლიერად დაარტყა ხელი და თავი სახის არეში, ასევე რამოდენიმეჯერ შეაჯანჯღარა, რის გამოც ნ-------------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და სახის არეში მიიღო დაზიანებები. აღნიშნული ქმედებების შედეგად ნ-------------–---–ს მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

4.3. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

4.4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. აღნიშნული დანაშაულის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია: ქმედება ჩადენილი არაერთგზის;

 

4.5. სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ი-----–--------–---–მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ნ-------------–---–ს, არაერთგზის მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ რამოდენიმეჯერ ძლიერად დაარტყა ხელი და თავი სახის არეში, ასევე რამოდენიმეჯერ შეაჯანჯღარა, რის გამოც ნ-------------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და სახის არეში მიიღო დაზიანებები. აღნიშნული ქმედებების შედეგად ნ-------------–---–ს მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) შემადგენლობის ყველა ნიშანი. ამასთან, ი-----–--------–---–ის მიერ ოჯახური ძალადობა ჩადენილია არაერთგზის, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რისთვისაც ი-----–--------–---–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. ი-----–--------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით, არ დადგენილა.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

6.3. შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს, რომ ი-----–--------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით, არ დადგენილა.

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს ი-----–--------–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

6.5. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, კერძოდ: საქმეში ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey, No. 33401/02, 9.06.09), სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან,..რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ.

 

6.6. სასამართლო ასევე მიუთითებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.

 

6.7. ამდენად, სასამართლო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებების პირობებში, ითვალისწინებს ი-----–--------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადობრივ საშიშროებასა და ხასიათს, რაც მისი გავრცელების მასშტაბების/სპეციფიკის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია, ქმედების განხორციელების სახეს, (ფიზიკურად ძალადობდა მის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე - ნ-------------–---–ზე, რის გამოც დაზარალებული განიცდიდა ტკივილს, ტიროდა, იყო შეშინებული და არ ჰქონდა მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა). ამდენად, ჩადენილი ქმედების საშიშროებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება ი-----–--------–---–ის მიმართ სასჯელის სახით მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით, რაც დააფიქრებს ბრალდებულს ჩადენილი ქმედების ირგვლივ და ამასთანავე დამნაშავის მიმართ დანიშნულმა სასჯელმა აუცილებლად უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება, ყველა სხვა უფრო მსუბუქი ხასიათის სასჯელი კი იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რაც ხელს ვერ შეუწყობს მსჯავრდებულს გააცნობიეროს და პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის რეალურ შედეგებზე. ასევე ვინაიდან ი-----–--------–---–ი დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ - გამოსაცდელ ვადაში, მას სასჯელი უნდა დაენიშნოს განაჩენთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 59-ე და 67-ე მუხლების გამოყენებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ი-----–--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი 3(სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი აქვს პირობით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ი-----–--------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ ი-----–--------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და ი-----–--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 19 მარტიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ელენე გოგუაძე