გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/706-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე
სხდომის მდივანი ია დვალიშვილი
მოსარჩელე - ლ---- პ---–--ე
მოპასუხეები: 1. სს „ს----------–--------ი“
წარმომადგენელი - გ------- ც------
2. სს „კრ------------------------–--“ (არ გამოცხადდა)
დავის საგანი: სესხის ხელშეკრულების ხანდაზმულად ცნობა, საინფორმაციო ბაზიდან ამოღება და ისტორიის გასუფთავება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. აღიარებულ უქნეს სს „ს----------–--------ის“ მიმართ ლ---- პ---–--ის 23.10.10. წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების არარსებობის ფაქტი. კერძოდ, სს „ს----------–--------ის“ ჩანაწერებში ლ---- პ---–--ის მიმართ 2010 წლის 23 ოქტომბრის №T------------- ხელშეკრულების საფუძველზე არსებული საკრედიტო დავალიანება ცნობილ იქნეს ხანდაზმულად.
1.2. ამოღებულ იქნეს სს „ს----------–--------ის“ მიერ გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე სს „კრ------------------------–--ს“ არაკეთილსინდისიერ გადამხდელთა რეესტრის მონაცემთა ბაზიდან, სს „ს----------–--------ის“ მიმართ ლ---- პ---–--ის 23.10.10. წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების არარსებობის გამო ხანდაზმულობის გათვალისწინებით.
(დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნები)
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2010 წლის 23 ოქტომბერს სს „პ-----------სა“ და ლ---- პ---–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 888.89 ლარით, 24 თვის ვადით. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა ყოველთვიური საკომისიო 3.00%, დაზღვევის საფასური კრედიტის თანხის 3.60%. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა შორის გაფორმდა პირადი დაზღვევის ხელშეკრულება. მოსარჩელის მიერ სრულად იქნა დაფარული სესხის თანხა, თუმცა სს „პ-----------ის“ მიერ გაცემული ინფორმაციით დაფარულია მხოლოდ 688.46 ლარი, ხოლო 200.48 ლარი კი დარჩენილია დავალიანების სახით.
2015 წლის 11 მაისს სს „პ-----------ი“ შეერწყა სს „ს----------–--------ს“ და სარჩელის აღძვრის დროისათვის იგი არის პასუხისმგებელი სს „პ-----------ის“ ვალდებულებებზე. სს „ს----------–--------ს“ ლ---- პ---–--ისთვის დავალიანების გადახდა არ მოუთხოვია და არც სარჩელი აღუძრავს მის წინააღმდეგ.
2017 წლის 13 ოქტომბერს მოსარჩელემ მიმართა სს „ს----------–--------ს“ და მოითხოვა ამოეღოთ საინფორმაციო ბაზიდან ინფორმაცია ლ---- პ---–--ის ვალდებულების და ისტორიის ,,გასუფთავების’’ თაობაზე. რაზეც ეთქვა უარი. სს „ს----------–--------ის“ ქმედებით ხელი ეშლება ურთიერთობა იქონიოს ბანკთან, აიღოს სესხი და ისარგებლოს მათი მომსახურებით.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. სს ,,ს----------–--------მა’’ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეს აქვს ბანკის დავალიანება, რომელიც არ გადაუხდია. 2015 წლის 23 სექტემბერს ბანკმა მიმართ აღსრულების ეროვნულ ბიუროს აპლიკაციის შეტანის გზით და მოითხოვა მოსარჩელეზე რიცხული დავალიანების დაკისრება, რაზეც მის მიერ წარდგენილ იქნა პროტესტი, რაც გახდა ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე კი, ბანკის მოთხოვნა არ წარმოადგენდა ხანდაზმულ მოთხოვნას.
სს „ს----------–--------ის“ წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე კი, სარჩელი ცნო.
2.2. სს „კრ------------------------–--მ“ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ მას და ,,სს ს----------–--------ს’’ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მან მიმართა 2017 წლის 22 ნოემბერს მას და მოითხოვა მოსარჩელის სესხის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოწოდება, თუმცა მათ პასუხი არ მიუღიათ. ბანკმა საბოლოოდ 2017 წლის 27 ნოემბერს დაუდასტურათ მოსარჩელის ვალდებულების არსებობა. შესაბამისად მათ უარი არ უთქვამთ მოსარჩელისათვის რაიმე მომსახურების გაწევაზე უფლებამოსილების ფარგლებში და არც კანონით გათვალისწინებული ვალდებულება დაურღვევიათ, რითც ზიანი მიადგებოდა მოსარჩელის ინტერესებს.
სს „კრ------------------------–--ს“ წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობებია სასამართლოსათვის.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2010 წლის 23 ოქტომბერს სს „პ-----------სა“ და ლ---- პ---–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 888.89 ლარით, 24 თვის ვადით. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა ყოველთვიური საკომისიო 3.00%, დაზღვევის საფასური კრედიტის თანხის 3.60%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სესხის ხელშეკრულება №T------------- (ს/ფ-13);
3.1.2. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა შორის გაფორმდა პირადი დაზღვევის ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-პირადი დაზღვევის ხელშეკრულება (ს/ფ-14-15);
3.1.3. სს „პ-----------ის“ მიერ გაცემული ინფორმაციით ლ---- პ---–--ის მიერ დაფარულია 688.46 ლარი, ხოლო დავალიანება შეადგენს 200.48 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი სს „პ-----------ის ანგარიშიდან“ (ს/ფ-16-20);
3.1.4. 2015 წლის 11 მაისს სს „პ-----------ი“ შეერწყა სს „ს----------–--------ს“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს/ფ-23);
3.1.4. 2017 წლის 13 ოქტომბერს მოსარჩელემ მიმართა სს „ს----------–--------ს“ და მოითხოვა ამოეღოთ საინფორმაციო ბაზიდან ინფორმაცია ლ---- პ---–--ის ვალდებულების თაობაზე, რაზეც უარი ეთქვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ლ---- პ---–--ის განცხადება (ს/ფ-22);
- სს „ს----------–--------ის“ წერილი (ს/ფ-21).
3.1.5. სს ,,ს----------–--------ს’’ და სს ,,კრ------------------------–--ს’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (29.01.2010წ.) მიხედვით, კლიენტი იღებს ვალდებულებას მიაწოდოს ,,კრ------------------------–--ს’’ მონაცემები ფიზიკური და იურიდიული პირების გადაუხდელი და ვადაგადაცილებული ვალებისა და კლიენტის კონტრაქტორთა სხვა შეუსრულებელი ფულადი ვალდებულებების შესახებ, რომელთა მიმდინარე სესხები ერთობლიობაში არ აღემატებოდა 100000 აშშ დოლარს ან მის ეკვივალენტს ნებისმიერ ვალუტაში...ინფორმაცია იმ პირებზე, რომლებიც არ ასრულებენ ან/და არაჯეროვნად ასრულებენ თავიანთ ფულად ვალდებულებებს კლიენტის მიმართ, უნდა გაეგზავნოს სს ,,კრ------------------------–--ს’’ ვადაგადაცილების დადგომის თარიღიდან 30 დღის შემდეგ - ფიზიკური პირების შემთხვევაში და 60 დღის შემდეგ - იურიდიული პირების შემთხვევაში.
რაც სს ,,ს----------–--------ს’’ განსაზღვრულ ვადაში არ განუხორციელებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ხელშეკრულება (ს/ფ 49-66),-ელექტრონული შეტყობინება (ს/ფ 83-86)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ვინაიდან მოპასუხემ, სს „ს----------–--------ის“ წარმომადგენელმა, ცნო სარჩელი, ხოლო მოპასუხე სს „კრ------------------------–--ს“ წარმომადგენელს საქმის ზეპირ განხილვაში არ მიუღია მონაწილეობა, ლ---- პ---–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 144-ე მუხლები,-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 208-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით კი, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით - მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
1.1. ვინაიდან, მოპასუხე სს „ს----------–--------ი“ ცნობს სარჩელს და სადავოდ არ ხდის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობას. ხოლო მოპასუხე სს „კრ------------------------–--“ სხდომაზე არ გამოცხადდა, არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნები საფუძვლიანია, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და შეწყდეს ლ---- პ---–--ესა და სს „პ-----------ს“ შორის 2010 წლის 23 ოქტომბერს დადებული T------------- ხელშეკრულება და ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება აღიარებულ იქნეს არარსებულად ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
დაევალოს სს „კრ------------------------–--ს“ საინფორმაციო ბაზიდან ამოიღოს ინფორმაცია სს „პ-----------ის“ (სს „ს----------–--------ის“) წინაშე ლ---- პ---–--ის ვალდებულების თაობაზე და ამოიღოს იგი ე.წ. ,,შავი სიიდან’’.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოპასუხე სს „ს----------–--------ის“ წარმომადგენელმა ცნო სარჩელი მთლიანად, ხოლო მოპასუხე სს „კრ------------------------–--“ სხდომაზე არ გამოცხადდა, შესაბამისად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის გათვალისწინებით, მას უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 100 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 208.3-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ლ---- პ---–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.2. სს „ს----------–--------ის“ მიმართ ლ---- პ---–--ის 2010 წლის 23 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება აღიარებულ იქნეს არარსებულად. კერძოდ, ხანდაზმულად იქნეს აღიარებული სს „ს----------–--------ის“ ჩანაწერებში ლ---- პ---–--ის მიმართ 2010 წლის 23 ოქტომბრის №T------------- ხელშეკრულების საფუძველზე არსებული საკრედიტო დავალიანება;
1.3. ამოღებულ იქნეს ლ---- პ---–--ე სს „კრ------------------------–--ს“ არაკეთილსინდისიერ გადამხდელთა რეესტრის მონაცემთა ბაზიდან, სს „ს----------–--------ის“ მიმართ ლ---- პ---–--ის 23.10.10. წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების არარსებობის გამო ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით;
2. მოპასუხე სს „კრ------------------------–--ს“ დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 100 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. #11) მხარეებისათვის გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მანანა ნიკაჭაძე
მოსამართლე