განაჩენი

სისხლის სამართლის 22.10.2018
საქმის ნომერი
330100118002599241
თარიღი
22.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1----------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

09 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე გიორგი ებანოიძემ,თეონა აბულაძის მდივნობით,სტაჟიორ-პროკურორ - თ--------------------

ბრალდებულ - გ--------–------------

ადვოკატ - მ----–----------- მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ---------------------–---------------------------- - დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები მისამართზე: ქ------–--------------------------------------–-- - ამჟამად პატიმრის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ პუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

გ--------–--------–- ბრალად ედება ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწი--აღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, ჯგუფურად, ავტოსანტრანსპორტო საშუალების წი--აღმდეგ. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2014 წლის 0------------ის თბილისის საქალაქო სასამართლს განაჩენით გ--------–---------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ‘“ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

2018 წლის 0-----–-სს დაახლოებით 02:00 საათზე, ქ.თბილისში, ვ-------------------------------------------------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ--------–---------- გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად ცდილობდა ფარულად, მართლსააწი--აღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა ზ----------------- კუთვნილი „მერსედეს ბენც--------- ფირმის ავტომბილიდან (სახელმწიფო ნომრებით------------) დიზელის ტიპის საწვავს. აღნიშნული ქმედების შედეგად, ზ--------------- შესაძლოა მისდგომოდა 23,90 ლარის მატერიალური ზიანი.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ--------–--------–-- ჩაიდი-- საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.

გ--------–----------- ბრალდების საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების მხარის მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი ბრალდებულს არ გაუხდია სადაოდ და მათში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს, თანახმად საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

ბრალდებულის აღიარებასა და მის მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებებზე (მოწმეების: ლ-------------------------------------------------------------------–----------- გამოკითხვის ოქმები, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ამოღებული ნივთმტკიცება, დათვალიერების ოქმი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 0------------ის განაჩენი და სხვა.) დაყრდნობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს გ--------–----------- მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტს. სასამართლო თვლის, რომ პრეიუდიციულად დადგენილი ზემოაღნიშნული გარემოებები მართლაც ქმნიან საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა შემადგენლობას, რაც გ--------–----------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველია.

სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივ საშიშროებას და იმ ფაქტს, რომ მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ვერ იქნა. რაც შეეხება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის გ-–---------- ნასამართლობას, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, იგი მხედველობაში არ მიიღება, ვი--იდან ამჟამად გ-–----------- მიერ ჩადენილი, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული მოიცავს ნასამართლობას, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანს („არაერთგზისობა“), აღნიშნული კი გამორიცხავს გ------------------- საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად სასჯელის დადგენის, დამძიმების შესაძლებლობას.

ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გ-–----------- მიერ განზრახი დანაშაულები ჩადენილია პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, განაპირობებს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით, განაჩენთა ერთობლიობით, განსაზღვრის აუცილებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ--------–---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 0------------ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ--------–--------–- სასჯელად განესაზღვროს 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

გ--------–--------–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 0--------------

ნივთიერი მტკიცებულებები: 1. დისკი - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით. 2. ,,მიცუბიშ აირტრეკის“ ფირმის ავტომანქანა, 2 ცალი სამსუნგის ფირმის და ერთი ცალი აიფონის ფირმის მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს. 3. მუქი ფერის ნაჭრის ხელთათმანები და ორი ცალი სამ ლიტრიანი, ექვს ლიტრიანი ბოთლი და შლანგი - განადგურდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი ებანოიძე