გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3-------
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 სექტემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - თამარ ჩიხლაძე
სხდომის მდივანი - ანი ნადარეიშვილი
მოსარჩელე - ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–---------------–----------------------–-–-ა
წარმომადგენელი - კა---------------ი
მოპასუხე - შპს „დ---–-----------------“
წარმომადგენელი - ან--------–-ა
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „დ---–-----------------“-ს, ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–---------------–----------------------–-–-ის სასარგებლოდ, დაეკისროს პირგასამტეხლოს 20 916.63 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2----–-–------------–ს, ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–---------------–----------------------–-–-ას და შპს „დ---–-----------------“-ს შორის, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-------- ხელშეკ-რულება. აღნიშნული ხელშეკრულებისა და 2--- წლის 17 მ----- N------- წერილის საფუძველზე 20---–-–-----------ს ჩათვლით უნდა მიეწოდებინა 20 000 კგ საქონლის ხორცის (ძროხა) კონსერვი, აღნიშნული პროდუქტის მიწოდება განხორციელდა 21 დღის დაგვიანებით. კერძოდ, 20---–-–-----------ს ჩათვლით მოსაწოდებელი პროდუქციის მიწოდება დაიწყო 20---–-–--------------ან ეტაპობრივად: 20---–-–----------ს მიწოდებულ იქნა 9 548.00 ლარის ღირებულების საქონლის ხორცის კონსერვი; 20---–-–----------ს მიწოდებულ იქნა 2 666.50 ლარის ღირებულების საქონლის ხორცის კონსერვი; 20---–-–----------ს მიწდებულ იქნა 95480.00 ლარის ღირებულების საქონლის ხორცის კონსერვი; 20---–-–-----------ს მიწოდებულ იქნა 52080.00 ლარის ღირებულების საქონლის ხორცის კონსერვი; 20---–-–-----------ს მიწოდებულ იქნა 13 825.50 ლარის ღირებულების საქონლის ხორცის კონსერვი.
მხარეებს შორის 20---–-–-----------–-ს N-------- ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების N1 დანართით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორე-ბისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრება პირგასამეტხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით, რამაც ჯამში შეადგინა 20 916.63 ლარი.
საურავის შესახებ მოპასუხეს ეცნობა 20---–-–--------------------- წერილით. საურავი უნდა ჩარიცხულიყო სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე და წარდგენილიყო შესაბამისი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც დღემდე არ განხორციელებულა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადაოდ ხდის იმ ფაქტს, თითქოს მოპასუხემ დაარღვია მხარეთა შორის ხელშეკრულების ძირითადი ვალდებულება და 20---–-–-----------ს წერილში მითითებული ვადა. 20---–-–----------ს მოსარჩელეს მისწერეს წერილი, რომლის თანახმადაც მოითხოვეს მისაწოდებელი პროდუქციის მიწოდებისთვის დამატებითი ვადა, 20---–-–--------------ე. ამავე დღეს, მხარეთა წარმომადგენლებს შორის შედგა შეხვედრა, სადაც მხარეები ზეპირსიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ მოპასუხეს დამატებით ექნებოდათ ათი დღიანი ვადა პროდუქციის მისაწოდებლად.
ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი თუ სასამართლო ჩათვლის, რომ მოპასუხეს დარღვეული აქვს ძირითადი ვალდებულება, პირგასამტეხლოს გამოთვლა ხელშეკრულების საერთო თანხიდან არის მართებული ვინაიდან, საქმის გარემოებებით არ დასტურდება, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არაჯეროვნად შეასრულა მისი საერთო ოდენობის ნაწილში. მოპასუხეს ვალდებულების დარღვევის ფაქტი შესაძლოა დაუდასტურდეს მხოლოდ ხელშეკრულების ნაწილის 173 600 ლარის ნაწილში, შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაანგარიშებაც უნდა მოხდეს აღნიშნული თანხიდან. ამასთან, თავად პირგასამტეხლოს პროცენტი 0.15 % არის შეუსაბამოდ მაღალი და ექვემდებარება შემცირებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს „დ---–-----------------“-ს და ს----------–----------------------–-–-ას შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2----–-–------------–ის N-------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს 20---–-–-----------ს ჩათვლით უნდა მიეწოდებინია 20 000 კგ საქონლის ხორცის (ძროხა) კონსერვი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--------- (ს.ფ 13-18);
3.1.2. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა 664 020.00 ლარი. ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდე-ბის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.15 % - ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--------- (ს.ფ 13-18);
3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს „დ---–-----------------“-ს მხრიდან პროდუქტის მიწოდება განხორციელდა 21 დღის დაგვიანებით;
3.2.2. შპს „დ---–-----------------“-ს გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს დაგვიანებით მიწოდებული პროდუქციის ღირებულების (173 600 ლარი) 0.15%-ს რაც შეადგენს 5 468.4 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალ-წარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითო-ეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე, მხარეები სარგებ-ლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო მიუთითებს, რომ მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალში მტკიცებულებათა სახეებად განსაზღვრულია მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტანტაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტთა დასკვნა. ამავე კოდექსის 105-ე მუხლით კი დადგენილია წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების სტანდარტი, კერძოდ, განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოპასუხის წარმომადგენელი პროდუქციის დაგვიანებით მიწოდების საპატიო მიზეზად უთითებს ობიექტური მიზეზების გამო შესაბამისი ლაბორატირიული დასკვნის არარსებობას. კერძოდ, 14 მაისს აკრედიტაცია შეუჩერდა ლაბორატორიას და გაჭიანურდა მოთხოვნის დაკმაყოფილება - მისაწოდებელი პროდუქციის თითოეულ პარტიაზე წარედგინათ ლაბორატორიული დასკვნა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მიერ მითითებულ საპატიო მიზეზს და მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება შესრულებულია (დასრულებულია), დაგვიანებით არის მიწოდებული მხოლოდ 173 600 ლარის პროდუქცია, რაც სადავო არ არის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯარიმა გამოთვლილი უნდა იქნეს ხელშეკრულების დაგვიანებით მიწოდებული ნაწილიდან, რაც შეადგენს 173 600 ლარს (შეუსრულებელი ღირებულების - 173600 ლარის 0.15% = 5 468.4 ლარს). წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმწოდებელს მოუწევს ჯარიმის გადახდა ხელშეკრულების იმ ნაწილზეც, რომელიც უკვე შესრულებული აქვს, რაც ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპს და შესაბამისად, სასამართლოს დაუშვებლად მიაჩნია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--------- (ს.ფ 13-18);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსი 477-ე მუხლები, 417-420-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. მოხმობილი ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არის ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება. დასახელებული ხელშეკრულების ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება, კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.
სა---------–----–------------------------------------–-–-------------–---ო დაწესებულება - ს----------–----------------------–-–-ა ითხოვს შპს „დ---–-----------------“-ს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 20 916.63 ლარის გადახდა. შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა, სასამათლოს მსჯელობის საგანია შესრულდა თუ არა გამყიდველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ისე, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც კრედიტორს ჰქონდა, კერძოდ, სრულად, ჯეროვნად, კეთისინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
განსახილველ შემთხვევაში, შპს „დ---–-----------------“-ს და ს----------–----------------------–-–-ას შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2----–-–------------–ს. აღნიშნული ხელშეკრულებისა და ს------------ პ---–-–-ის უფროსის 20---–-–-----------ს N------- წერილის საფუძველზე, მოპასუხეს ს----------–----------------------–-–-ისათვის, 20---–-–-----------ს ჩათვლით უნდა მიეწოდებინა 20 000კგ საქონლის ხორცის კონსერვი. დადგენილია, რომ მოპასუხემ მხოლოდ 173 600 ლარის ნაწილში დააგვიანა ვალდებულების შესრულება 21 დღით.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთან-ხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
დასახელებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან, მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
დადგენილ გარემოებას წარმოადგენს ფაქტი, რომ მოპასუხემ 173 600 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება განახორციელა 21 დღის დაგვიანებით. მოსარჩელე პირგასამტეხლოს დაკისრებას ითხოვს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან რაც შეადგენს 664 020 ლარს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო ამ მოცულობით არ შეესაბამება გონივრულობის სტანდარტს და მოპასუხეს მხოლოდ დაგვიანებით მიწოდებული პროდუქციის ღირებულების 0.15% უნდა დაეკისროს, რაც შეადგენს 5 468.4 ლარს. ( 173 600*0.15% =260.4; 260.4*21=5468.4)
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ვინაიდან, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 5 468,4 ლარის ნაწილში, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს 169.45 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39--ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე-250-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–---------------–----------------------–-–-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
შპს „დ---–-----------------“-ს ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–---------------–----------------------–-–-ის სასარგებლოდ დაეკისროს - 5 468.4 ლარის გადახდა;
2. შპს „დ---–-----------------“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 169.45 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე