გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3-----------------
საქმე №3/8164-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
9 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე
სხდომის მდივანი ეკატერინე კალმახელიძე
მოსარჩელე - ც---------------ე
წარმომადგენელი - პ-------------
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ც-------------
მესამე პირები: სსიპ ქონების ეროვნული სააგენტო, გ--------------ე
მესამე პირი - მ--------------ე
წარმომადგენელი - გ------------–------
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 ივლისის №8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 5 საქტემბრის №8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 3 ნოემბრის №4----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
1.4. დაევალოს მოპასუხეს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ც---------------ის 2017 წლის 10 ივლისის განცხადებით მოთხოვნილი უძრავი ნივთის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე;
2. მოპასუხის პოზიცია
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და და მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს.
3. მესამე პირების პოზიცია.
მესამე პირის - მ--------------ის წარმომადგენელმა სარჩელს მხარი არ დაუჭირა და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
მესამე პირებს - სსიპ ქონების ეროვნულ სააგენტოსა და გ--------------ეს პოზიცია არ წარმოუდგენიათ.
4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 2 ივლისის N01.1--გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა გ--------------ის საკუთრების უფლება სახელმწიფოს მიერ პრივატიზების წესით გადაცემულ ქონებაზე. რეგისტრაციას საფუძველად დაედო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის მიერ 27.10.1995 წ. გაცემული N------- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და საპრივატიზაციო მასალები.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, გ--------------ის საკუთრებად დარეგიტრირდა ქ. თბილისი, დასახლება ვ---------–----------------------------ში, 1-- კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი (ს.კ. 0---------------------).
ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 2008 წლის 14 მაისის N----- დადგენილებით დაკმაყოფილდა გ--------------ის თხოვნა და ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვ---------–--------------- 4-- კორპუსში გ------------ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული 1-- კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი ჩაირიცხა საცხოვრებელ ფართში.
ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 2008 წლის 13 ივნისის N----- დადგენილებით დაკმაყოფილდა გ--------------ის თხოვნა და თანახმად ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 20 ივლისის N15.05.4-- დადგენილებისა, თბილისის ტერიტორიაზე ქუჩების, პროსპექტების (გამზირების), ხეივნების, გზატკეცილების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების, მრავალბინიანი სახლების, სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე, მის საკუთრებაში არსებულ ფართობს, მდებარე ვ---------–--------------- 4-- კორპუსში, მიენიჭა 195ა ბინის ნომერი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 1 ივლისის N8-------------- გადაწყვეტილებით გ--------------ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ვ---------–----------------------------ში მდებარე 1-- კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის მონაცემებში შევიდა ცვლილება, ბინას მიენიჭა N----. სარეგისტრაციოდ წარდგენილი იქნა ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის ხსენებული დადგენილებები.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 7 ივლისის N8-------------- გადაწყვეტილებით გასწორდა ტექნიკური ხარვეზი რეგისტრირებულ მონაცემებში, კერძოდ გ--------------ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ვ---------–----------------------------ში მდებარე 1-- კვ.მ. ბინა N---- აღირცხა საცხოვრებელ ფართად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 2 ივლისის N01.1--გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო მასალა (ტ. 2, ს.ფ. 16-32);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, უძრავი ნივთის 0--------------------- საკადასტრო კოდი მომზადების თარიღი 02.07.2007 წ. (ტ. 2, ს.ფ. 33);
- ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 2008 წლის 14 მაისის N----- დადგენილება (ტ. 2, ს.ფ. 38);
- ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 2008 წლის 13 ივნისის N----- დადგენილება (ტ. 2. ს.ფ. 39-40);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 1 ივლისის N8-------------- გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო მასალა, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ. 2, 35-45);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 7 ივლისის N8-------------- გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო მასალა, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ. 2, ს.ფ. 47-53);
4.1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 14 ივლისის N8-------------- გადაწყვეტილებით უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ვ---------–----------------------------ში მდებარე 1-- კვ.მ. N---- ბინა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა ც---------------ის საკუთრებად.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 5 იანვრის N8-------------- გადაწყვეტილებით უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ვ---------–----------------------------ში მდებარე ბინა, N-----ს ქვეშ მდებარე 2- კვ.მ. სარდაფი აღირიცხა ც---------------ის საკუთრებად.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 იანვრის საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ N8-------------- გადაწყვეტილების შესაბამისად მომზადებული ამონაწერის თანახმად, ც---------------ის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ვ---------–----------------------------ში მდებარე ბინა, N-----ის ფართი განისაზღვრა 92 კვ. მეტრით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 14 ივლისის N8-------------- გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო მასალა, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ. 2, ს.ფ. 55-63);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 5 იანვრის N8-------------- გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო მასალა, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ. 2, ს.ფ. 64-91);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 იანვრის N8-------------- გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ. 2, ს.ფ. 97-101);
4.1.3. 2017 წლის 10 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ც---------------ის განცხადება რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე. განმცხადებელმა წარადგინა შიდა აზომვითი ნახაზი, რომლითაც ც---------------ის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ვ---------–----------------------------ში მდებარე ბინა, N-----ის ფართი შეადგენს 1-- კვ. მეტრს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 ივლისის N8-------------- გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. დამატებით მოთხოვნილ იქნა ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან სართულებრივი გეგმა, რომელზეც მითითებული იქნებოდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი ფართის მდებარეობა და კონფიგურაცია.
ც---------------ემ 2017 წლის 2- ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დამატებით წარუდგინა სართულებრივ გეგმაზე მონიშნული სარეგისტრაციო ფართის ამსახველი დოკუმენტი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 ივლისის N8-------------- გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. გადაწყვეტილებით მოთხოვნილ იქნა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ზედმეტად დაკავებულ ფართზე (აზომვით ნახაზზე მითითებული ფართითა და კონფიგურაციით). აღნიშნული გადაწყვეტილება დაეფუძნა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის N-------, გაფორმების თარიღი 21.10.1995 წ., ასევე 8----------- სარეგისტრაციო წარმოებისას წარდგენილ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს N-------- მიმართვის შინაარსს. მიმართვით დგინდებოდა, რომ სააგენტოში არ არის დაცული ინფორმაცია, რა ფორმით გასხვისდა საკუთრების მოწმობით N------- განკარგული ფართი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 5 სექტემბრის N8-------------- გადაწყვეტილებით ც---------------ის სარეგისტრაციო განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 3 ნოემბრის N4----- გადაწყვეტილებით ც---------------ის ადმინისტრაციული საჩივარი, 2017 წლის 31 ივლისის N8-------------- სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და 2017 წლის 5 სექტემბრის N8-------------- სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარეგისტრაციო განცხადება (ტ. 1, ს.ფ. 147-154);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 ივლისის N8-------------- გადაწყვეტილება (ტ. 1, ს.ფ. 155-156);
- განცხადება, თანდართული დოკუმენტით (ტ. 1, ს.ფ. 157-160);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 ივლისის N8-------------- გადაწყვეტილება (ტ. 1, ს.ფ. 161);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 5 სექტემბრის N8-------------- გადაწყვეტილება (ტ. 1, ს.ფ. 162);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 3 ნოემბრის N4----- გადაწყვეტილება (ტ. 1, ს.ფ. 168-172);
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. ც---------------ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ქონების შიდა აზომვითი ნახაზი ზედდებაში მოდის მ--------------ის კუთვნილი უძრავი ქონების ნაწილთან.
4.2.2. ც---------------ის მიერ 10.07.2017 წ. წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციით მოთხოვნილ იქნა ერთ სივრცეში გაერთიანებული, იზოლირებული ფართის შესაბამისად რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია.
ქ. თბილისში, ვ---------–----------------------------ში არსებული ლიტ „ა“-ში მდებარე უძრავი ქონების, პირველ სართულზე მდებარე 8-,66 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართისა და 35,28 კვ.მ. ფართის სარდაფის სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, სახელმწიფოს სახელზე აღნიშნული ქონება აღრიცხული იყო 2-.06.2003 წლიდან, ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ 2003 წლის 28 მარტს გადაცემული ტექნიკური პასპორტისა და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 2003 წლის 24 აპრილის N------- წერილის საფუძველზე.
საქართველოს ეკონომიკური სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს საკუთრების დამადასტურებელი N------- მოწმობით უძრავი ქონება მდებარე, ქ. თბილისში, ვ---------–----------------------------ში არსებული ლიტ „ა“-ში მდებარე უძრავი ქონება, 1--,94 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი (მათ შორის 35,28 კვ.მ. ფართის სარდაფი) გადაეცა ფიზიკურ პირს პ-------------------.
ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქონება, მდებარე თბილისი, დასახლება ვ---------–--3, მ/რ. მე-4, კორპ. 4---ში მდებარე 8-,66 კვ.მ. ფართის არასაცხოვრებელი ფართი (ს.კ. 0----------------------) 2016 წლის 17 თებერვალს მიღებული სარეგისტრაციო გადაწყვეტილებით აღირიცხა მ--------------ის საკუთრებად.
დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტის 2017 წლის 17 მაისს მომზადებული N-- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტისათვის წარდგენილი მასალებისა და შიდა აზომვითი ნახაზების მიხედვით მ--------------ის N---- ბინის 21,81 კვ.მ. ფართის ოთახის მხრიდან 11,2- კვ.მ. ფართი მიერთბულია ც---------------ის N---- ბინის 17,89 კვ.მ. ოთახის ფართზე.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 31 მაისს გაცემული ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად: 1. ქ. თბილისში, ვ---------–-------------–------ მიკრორაიონში მდებარე N4-- კორპუსში, ექსპერტიზაზე წარდგენილი მ--------------ის საკუთრებაში არსებული ბინის (ს.კ. 0-----------------------) საცხოვრებელი და დამხმარე ოთახების ჯამური ფართი შეადგენს 75,33 კვ.მ.-ს, მათ შორის: N1 ოთახი ფართით 17,97 კვ.მ., N2 ოთახი ფართით 1---- კვ.მ., N3 ჰოლი ფართით 8--- კვ.მ., N4 სამზარეულო ფართით 9--- კვ.მ., N5 საპირფარეშო ფართით 2--- კვ.მ., N6 სააბაზანო ფართით 3--- კვ.მ., N7 ოთახი ფართით 21,23 კვ.მ.; 2. ქ. თბილისში, ვ---------–-------------–------ მიკრო რაიონში მდებარე N4-- კორპუსში, ექსპერტიზაზე წარდგენილ გენ-გეგმაზე დატანილი სართულებრივი გეგმის მიხედვით (ლიტ ა I სართული) მ--------------ის საკუთრებაში არსებული ბინის (ს.კ. 0-----------------------) საცხოვრებელი და დამხმარე ოთახების ჯამური ფართი შეადგენს 8-,76 კვ.მ.-ს, მათ შორის N1 ოთახი ფართით 12,74 კვ.მ. (4.90მX2.6მ), N2 ოთახი ფართით 10,56 კვ.მ. (3.20X3.3მ), N3 ოთახი ფართით 5,54 კვ.მ. (3.20მX1.70მ), N4 ოთახი ფართით 8.64 კვ.მ. (3.20მX2.70მ), N5 ოთახი ფართით 12.80 კვ.მ. (3.20მX4მ), N6 ოთახი ფართით 36,48 კვ.მ. (6.4მX5,7მ); 4. ქ. თბილისში, ვ---------–-------------–------ მიკრორაიონში მდებარე N4-- კორპუსში, ექსპერტიზაზე წარდგენილი მ--------------ის საკუთრებაში არსებული ფართის შიდა სტრუქტურული მდგომარეობა (ტიხრები, კედლები და სხვა) არ შეესაბამება ექსპერტიზაზე წარდგენილ გენ-გეგმაზე და სართულებრივ გეგმაზე (ლიტ ა I სართული) დატანილ იმავე ფართის შიდა სტრუქტურულ მდგომარეობას, კერძოდ: შეცვლილია ტიხრების ადგილმდებარეობა, სართულებრივ გეგმაზე (ლიტ ა I სართული) N6 ოთახში გაუქმებულია კიბე, მოწყობილია ორი ოთახი და დამაკავშირებელი ჰოლი (იხ. დანართი N1 და დანართი N2), ასევე ნაწილობრივ გაერთიანებულია სართულებრივ გეგმაზე (ლიტ ა I სართული) N1 N2 და N3 ოთახები და შეცვლილია ოთახის კონფიგურაცია. მ--------------ის საკუთრებაში მყოფი ბინის ჯამური ფართი ამჟამინდელი მდგომარეობით შემცირებულია გეგმაზე (ლიტ ა I სართული) მითითებული ოთახების ჯამურ ფართებთან მიმართებაში და სხვაობა შეადგენს 1---- კვ.მ.-ს, რაც შესაძლებელია გამოწვეული იყოს ტიხრების ადგილმდებარეობის ცვლილებით და ახალი ტიხრების მოწყობით.
საქართველოს სამოქალაქო სპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-? ?????? ????????? ????? , მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში. ამავეკოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქმეში დაცული ორივე ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ვ---------–-------------–------ მიკრორაიონში მდებარე N4-- კორპუსში, არსებული მ--------------ის კუთვნილი ბინის (ს.კ. 0-----------------------) ამჟამინდელი ფართი, 2003 წელს განხორციელებული რეგისტრაციის ფარგლებში მომზადებული გენ-გეგმის მონაცემებთან შედარებით შემცირებულია 11.43/11.2- კვ.მეტრით. ექსპერტიზის დაკვნების მიხედვით შემცირებული ფართის ცდომილება შეადგენს 0.18 კვ.მ-ს. ამავე დასკვნების დანართის სახით მომზადებული მ--------------ის კუთვნილი ფართის ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი ნახაზებისა და ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული პირველი სართულის გეგმის მიხედვით შეცვლილია გენ-გეგმაზე N1-ოთახის კონფიგურაცია ფასადის მხარეს შეჭრილი მართკუთხა სივრცის ფორმით (იხ. პირველი სართულის გეგმა, ტ. 1, ს.ფ. 199; ამავე გეგმის ასლი, რომელიც სარეგისტრაციოდ წარდგენილ იქნა ც---------------ის მიერ 2-.07.2017 წ. შეჩერების საფუძვლის აღმოსაფხვრელად, ტ. 1, ს.ფ. 160; ფართის გენ-გეგმა, ტ. 1, ს.ფ. 209 და ექსპერტიზის დასკვნების დანართები, ტ. 2, ს.ფ. 139, 198, ფოტოსურათი, ტ. 2, ს.ფ. 216).
გარდა ამისა, უდავოა, რომ ც---------------ის საკუთრებაში არსებული ფართის პრივატიზების დროს გენ-გეგმა ან რაიმე სახის აზომვითი ნახაზი მომზადებული არ ყოფილა. აღნიშნული გარემოება, გარდა საპრივატიზებო დოკუმენტებისა, დასტურდება ასევე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 აგვისტოს N------- წერილით. წერილით დადასტურებულია, რომ საპრივატიზებო მასალებში დაცული არ არის დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რა კონფიგურაციით გასხვისდა აღნიშნული ფართი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 100); მიუხედავად აღნიშნულისა, საპრივატიზებო მასალითა და ტექნიკური აღრიცხვის არქივში არსებული ნახაზების მიხედვით უდავოდ დგინდება, რომ ქ. თბილისში, ვ---------–-------------–------ მიკრორაიონში მდებარე N4-- კორპუსში მდებარე არასაცხოვრებელი ფართები პრივატიზებულ იქნა ამავე ფართების ქვეშ მდებარე სარდაფებთან ერთად, მათ შორის გ--------------ის მიერ 92 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზება განხორციელდა და მის ქვეშ არსებულ 2- კვ.მ. სარდაფთან ერთად (იხ. ტ 2, ს.ფ. 109, 130).
საქმეზე სპეციალისტის სახით დაკითხული ტექბიუროს არქივის თანამშრომლის - თ-----------–---ს განმარტებით დგინდება, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული ქ. თბილისში, ვ---------–-------------–------ მიკრორაიონში მდებარე N4-- კორპუსის პირველი სართულისა და სარდაფის გეგმის თანახმად, გ--------------ის მიერ პრივატიზებული ორი ოთახის საერთო ფართი ნახაზის მიხედვით შეადგენს 99 კვ. მეტრს. ამასთან, პირველ სართულზე მდებარე მე-10 ოთახის გვერდით არსებულ ჩაკეტილ სივრცესთან დამაკავშირებელი კარი ნახაზზე დატანილია 2003 წლიდან. სპეციალისტმა ასევე განმარტა, რომ ტექბიუროს არქივში დაცული მასალა არ შეიცავს იმ ფაქტზე მითითებას, თუ რა კონფიგურაციით იქნა პრივატიზებული გ--------------ის სახელზე ფართი (ტ. 1, ს.ფ. 199, სპეციალისტის განმარტება, იხ. 03.08.2018 წ. სასამართლო სხდომის ოქმი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1515-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ფუნქციების შესრულება დაევალათ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებს, „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ და „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია იყო უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ხოლო „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, “მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, ყოფილი მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ზონის რეგისტრატურებში რეგისტრირებული უფლებები მიიჩნეოდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულად, ამავე კანონის მე-5 პუნქტის თანახმად კი, ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურებში ლიკვიდაციამდე რეგისტრირებული უფლებები მიიჩნეოდა საჯარო რეესტრში პირველადი რეგისტრაციის განხორციელების საფუძვლად.
აღნიშნული გარემოებების ურთიერთშეჯერებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ც---------------ის მიერ 10.07.2018 წ. სარეგისტრაციოდ წარდგენილ ნახაზზე ასახული 1-- კვ.მ. ფართი წარმოადგენს ერთ სივრცეში გაერთიანებულ, იზოლირებულ ფართს, რომლის გარშემოწერილობა, 17,89 კვ.მ. ოთახის კვადრატული ნაწილის ჩათვლით, ემთხვევა ტექბიუროს არქივში დაცულ სართულებრივ გეგმაზე დატანილ მე-9, მე-10 ოთახებსა და მე-10 ოთახის გვერდით უნომრო იზოლირებული ფართის გარშემოწერილობას. ამასთან, ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ სართულებრივ გეგმაზე ასახული 2 ოთახის (მე-9 და მე-10) საერთო ფართი აღემატება პრივატიზების მასალაში დაფიქსირებულ არასაცხოვრებელი ფართის (გარდა სარდაფისა) კვადრატულობას. ასევე, სადღეისოდ პრივატიზების მასალებით უტყუარად ვერ დგინდება, თუ რა კონფიგურაციით იქნა გასხვისებული სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართი გ--------------ის საკუთრებად, აღნიშნულის საწინააღმედგოდ ტექნიკური აღრიცხვის მასალების მიხედვით, გ--------------ისა და მ--------------ის ფართებს შორის არსებული სივრცე ინვენტარიზაციის შედეგად ფიქსირდება გ--------------ის ფართთან დაკავშირებულ სივრცედ 2003 წლიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარეგისტრაციო მასალა (ტ. 1, ს.ფ. 200-243);
- დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტის 2017 წლის 17 მაისს მომზადებული N-- ექსპერტიზის დასკვნა (ტ. 2, ს.ფ. 136-139);
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 31 მაისს გაცემული ექსპერტიზის N0-------- დასკვნა (ტ. 2, ს.ფ. 179-189, 197-199);
- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 აგვისტოს N------- წერილი (ტ. 1, ს.ფ. 100);
- საბინაო-საექსპლოატაციო ტრესტის 1995 წლის 4 ოქტომბრის Nზ-4 ცნობა (ტ. 1, ს.ფ. 130).
- საინვენტარიზაციო გეგმა (ტ. 1, ს.ფ. 199);
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანება.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ??????????? განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ იძლევა ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის საგნისა და სუბიექტის ან/და საგნის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის იდენტიფიკაციის საშუალებას;
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 ივლისის N8-------------- გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. დამატებით მოთხოვნილ იქნა ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან სართულებრივი გეგმა, რომელზეც მითითებული იქნებოდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი ფართის მდებარეობა და კონფიგურაცია. დადგენილია, რომ ც---------------ემ 2017 წლის 2- ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დამატებით წარუდგინა სართულებრივ გეგმაზე მონიშნული სარეგისტრაციო ფართის ამსახველი დოკუმენტი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 ივლისის N8-------------- გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. გადაწყვეტილებით მოთხოვნილ იქნა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ზედმეტად დაკავებულ ფართზე (აზომვით ნახაზზე მითითებული ფართითა და კონფიგურაციით). აღნიშნული გადაწყვეტილება დაეფუძნა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის N-------, გაფორმების თარიღი 21.10.1995 წ., ასევე 8----------- სარეგისტრაციო წარმოებისას წარდგენილ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს N-------- მიმართვის შინაარსს. მიმართვით დგინდებოდა, რომ სააგენტოში არ არის დაცული ინფორმაცია, რა ფორმით გასხვისდა საკუთრების მოწმობით N------- განკარგული ფართი.
საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტების შეფასების შედეგად ირკვევა, რომ ც---------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ვ---------–----------------------------ში მდებარე ბინა, N-----ის ფართი რეგისტრირებულია იყო 92 კვ. მეტრი მაშინ, როცა ტექბიუროს არქივში დაცული მონაცემების მიხედვით, 2003 წლის ინვენტარიზაციის შედეგად გ--------------ის სახელზე აღრიცხული ქონება შედგებოდა სამი ერთმანეთთან დაკავშირებული ოთახისაგან. მათგან, ორი ოთახის (მე-9 და მე-10) ფართი (რომელიც მოპასუხის მიერ მიჩნეულია პრივატიზებულ ფართად) შეადგენს 99.68 კვ.მეტრს (35.84+63.84). ამასთან, როგორც საქმის განხილვისას დადგინდა, აღნიშნულ ორ ოთახთან კარით დაკავშირებულია მე-10 ოთახის გვერდით არსებული უნომრო ოთახი, რომელშიც სხვა მხრიდან შესასვლელი ტექნიკური აღრიცხვის მასალების მიხედვით არ ფიქსირდება.
სასამართლო ასევე არ იზიარებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 ივლისის N8-------------- გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად იმ გარემოებაზე მითითებას, რომ ც---------------ის წინამორბედი მესაკუთრის მიერ უძრავი ქონების პრივატიზებისას, 92 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართთან ერთად 2- კვ.მ. ფართის სარდაფის პრივატიზება გამორიცხავს დღევანდელი მდგომარეობით წარდგენილ შიდა აზომვით ნახაზზე ასახულ 1-- კვ.მ. ფართის რეგისტრაციის შესაძლებლობას, ნამეტ 2- კვ.მეტრ ფართზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის არარსებობის გამო. სასამართლოს მოსაზრებით აღნიშნული ფაქტის საწინააღმდეგოდ საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ--------------ის მიერ პრივატიზებული 2- კვ.მ. სარდაფი მდებარეობდა ამავე პრივატიზების მასალებში არასაცხოვრებელ ფართად აღწერილ, პირველ სართულზე მდებარე ფართის ქვემოთ. შესაბამისად, სარდაფის პრივატიზების ფაქტს მოცემული დავისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან სარდაფი არ შედიოდა პირველ სართულზე არსებული ფართის შემადგენლობაში და იგი საპრივატიზაციო მასალაში ცალკე ობიექტად არის დასახელებული.
აღნიშნული დასკვნა ასევე გამომდინარეობს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N-- დადგენილებით დამტკიცებულ მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების მე-3 მუხლის 68-ე პუნქტის დანაწესიდან, კერძოდ სარდაფი – მიწისქვეშა სართულში განთავსებული სათავსი/სადგომი, რომლის ჭერის ამოწევის საშუალო სიმაღლე მიწის ზედაპირიდან არ აღემატება 0.7მ-ს;
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ არც პრივატიზების მასალები და არც შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული რაიმე დოკუმენტი არ შეიცავს გ--------------ის მიერ ფართის პრივატიზებისას სახელმწიფოს მიერ გასხვისებული უძრავი ნივთის აღწერის დამადასტურებელ სხვა რაიმე მონაცემს, გარდა ფართის კვადრატულობისა და დანიშნულების აღმნიშვნელი მონაცემებისა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის ან მისი ერთეულის ფართობი სარეგისტრაციო დოკუმენტში მითითებულ, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ან ტექნიკური აღრიცხვის სააღრიცხვო ბარათში დაფიქსირებულ დაუზუსტებელ ფართობზე მეტი ან ნაკლებია, თანამესაკუთრეთა/ბინამესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა თანხმობის შემთხვევაში რეგისტრაცია წარმოებს საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით დადგენილი ფართობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი აზომვითი ნახაზით დგინდება, რომ უძრავი ნივთი წარმოადგენს ერთ სისტემაში გაერთიანებულ, ურთიერთდაკავშირებულ და იზოლირებულ ფართს, რეგისტრაციის განსახორციელებლად ბინამესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა თანხმობა არ მოითხოვება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის მოსთხოვოს განმცხადებელს წარადგინოს სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული საბუთის ან ინფორმაციის გარდა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 ივლისის N8-------------- გადაწყვეტილებით ც---------------ის მიერ 14.07.20018 წ. შეჩერების საფუძვლის აღმოსაფხვრელად წარდგენილი დოკუმენტისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ერთობლიობლივად შეფასების შედეგად მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გარემოებათა არასრულად გამოკვლევის შდეგად. კერძოდ, მარეგისტრირებელმა ორგანომ ხსენებულ საკანონმდებლო ნორმათა უგულვებელყოფით ც---------------ეს მოსთხოვა ზედმეტად დაკავებულ ფართზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენა მაშინ, როცა ტექნკური აღრიცხვის არქივში დაცული ინვენტარიზაციის ამსახველი დოკუმენტაცია, ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესი იძლეოდა შესაძლებლობას ც---------------ის საკუთრების უფლება დადგენილიყო ტექნიკური აღრიცხვის მასალებში სართულებრივ გეგმაზე დატანილი პირველი სართულის მე-9, მე-10 და მე-10 ოთახის გვერდით არსებულ ფართზე.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ დადგენილ სადავო გარემოებაზე, რომ ც---------------ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ქონების შიდა აზომვითი ნახაზი ზედდებაში მოდის მ--------------ის კუთვნილ უძრავ ქონების ნაწილთან. აღნიშნული ნაწილი მოიცავს სარეგისტრაციოდ წარდგენილი ბინის შიდა აზომვით ნახაზზე 17,89 კვ.მ. ოთახის გაგრძელებაზე ასახულ შენობის მართკუთხა ნაწილს, რომელიც მოიცავს (ზედდებაშია) მ--------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირველადი რეგისტრაციის დროს მომზადებულ სართულებრივი გეგმის ნაწილთან, კერძოდ აღნიშნულ გეგმაზე ასახული N1 ოთახის ნაწილთან, ფასადის მხარეს (ტ. 1, ს.ფ. 209). აღნიშნული ოთახის სადავო ნაწილი ასევე ასახულია ექსპერტიზის დასკვნების დანართში ასახულ ნახაზებზე, თუმცა მოსარჩელე მხარის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეიცავს ფართის ამ ნაწილზე საკუთრების უფლების დამდგენ რაიმე დოკუმენტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 31 მაისს გაცემული ექსპერტიზის N0-------- დასკვნის ის პუნქტი, რომელიც გამოთქვამს ვარაუდს ფართში განხორციელებული რეკონსტრუქციის გამო ტიხრების გადანაცვლებით მ--------------ის კუთვნილი უძრავი ქონების რეგისტრირებული 8-,66 კვ.მ. შემცირების თაობაზე, სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება. საქმეში დაცული შიდა აზომვითი ნახაზების ურთიერთშედარებით უტყუარად დგინდება, რომ მ--------------ის საკუთრებაში არსებული ფართის ერთ-ერთი ოთახის ნაწილს მოიცავს ც---------------ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი ფართის ნაწილი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-9 პუნქტი ემსახურება სწორედ იმ მიზანს, რომ წინა რეგისტრციის შედეგად დარეგისტრირებული ფართის ცდომილება, ფართის გაზრდით გასწორდეს მხოლოდ აზომვითი ნახაზის საფუძველზე სხვა დოკუმენტაციის მოთხოვნის გარეშე, თუ ეს ფართი ერთ სივრცეში გაერთიანებული, იზოლირებული სარეგისტრაციო ობიექტია. თუმცა სასამართლო ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ერთ სივრცეში გაერთიანებული, იზოლირებული ფართის სხვა ფართის მესაკუთრეთა თანხმობის გარეშე რეგისტრაციის წესი, რასაკვირველია, არ გულისხმობს უკვე რეგიტრირებულ მონაცემებში შეჭრას, სხვის საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონების ფართის შემცირების ხარჯზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებული იყო ც---------------ის მიერ 2017 წლის 2- ივლისს დამატებით წარდგენილ სართულებრივ გეგმაზე მონიშნული სარეგისტრაციო ფართის ამსახველი დოკუმენტის ტექნიკური აღრიცხვის მასალებში დაცულ სართულებრივ გეგმასა და მომიჯნავედ არსებული ფართის რეგისტრირებულ მონაცემებთან შედარების შედეგად მიეღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების გადაწყვეტილება. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების გადაწყვეტილებით მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა მოეთხოვა არა მთლიან ნამეტ (1---92) ფართზე საკუთების უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენა, არამედ ერთ სისტემაში გაერთიანებული, იზოლირებული ფართის მომიჯნავე ფართთან დაფიქსირებული ზედდების გათვალისწინებით განმცხადებლისათვის უნდა მოეთხოვა მხოლოდ ამ ნაწილზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის, ან კორექტირებული შიდა აზომვითი ნახაზის წარდგენა.
7.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიადუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
სასამართლოს მოსაზრებით სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 ივლისის N8-------------- გადაწყვეტილება გამოცემულია გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის არასწორი შეფასების შედეგად. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 5 სექტემბრის N8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულია ამავე გარემოებათა შეფასების გარეშე. სასამართლო მიიჩნევს, რომ ც---------------ეს აქვს კანონიერი ინტერესი, სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 ივლისის N8-------------- და 2017 წლის 5 სექტემბრის N8-------------- გადაწყვეტილებები და მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაევალოს გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ მიიღოს ახალი გადაწყვეტილება ც---------------ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ 10.07.2017 წ. განცხადებასთან დაკავშირებით. ამგვარი გამოკვლევის შედეგად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების შესაბამის ეტაპზე დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს, მის მიერ ერთ სივრცეში გაერთიანებული იზოლირებული ფართის იმ ნაწილზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელიც უკვე რეგისტრირებულ მომიჯნავე ფართს მოიცავს, ან მოსთხოვოს კორექტირებული შიდა აზომვითი ნახაზის წარდგენა, რომელიც ტექნიკური აღრიცხვის არქივში ინვენტარიზაციის შედეგად ასახულ მონაცემებსა და მომიჯნავე ფართის რეგისტრირებულ მონაცემებთან ზედდებას აღარ შექმნის.
7.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ?? ???????? VI ????? გათვალისწინებული დებულებანი.
საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებისა და ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებისა, რომლის მიღების წინაპირობა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საჩივრით მიმართა ც---------------ეს და სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 31 ივლისის N8-------------- სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების და 2017 წლის 5 სექტემბრის N8-------------- სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 3 ნოემბრის N4----- გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 3 ნოემბრის N4----- გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია ის ფაქტობრივი გარემოებები, რამაც სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის სადავო გადაწყვეტილებების ბათილობის საფუძველი გახდა. შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 3 ნოემბრის N4----- გადაწყვეტილება გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
ამდენად, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია მოსარჩელეს აუნაზღაუროს მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-13, 22-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 2-7-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ც---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 ივლისის N8-------------- სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების და 2017 წლის 5 სექტემბრის N8-------------- სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები და დაევალოს სააგენტოს საკითხის ხელახლა გამოკვლევის შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ც---------------ის 10.07.2017 წ. განცხადებასთან დაკავშირებით;
3. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 3 ნოემბრის N4----- გადაწყვეტილება;
4. მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, თანხის 100 ლარის მოსარჩელის - ც---------------ის სასარგებლოდ ანაზღაურება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების დღიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე