განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1------18
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე შორენა გუნცაძემ,თამარ ფიფიას მდივნობით,პროკურორ დ----------------–---–ის,ადვოკატ ო-----------–---–ის,თარჯიმან ე-–------------ის,ბრალდებულ თ---------------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ---------------ის (პირადი #1----------) - დაბადებულის 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქის, არასრული საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების გ---------- რაიონის ს------–----------–---–-------------------ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით (სამი ეპიზოდი) და სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ თ---------------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება (სამი ეპიზოდი); მანვე ჩაიდინა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
თ---------------მა უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი‘‘, წონით 0,0-- გრამი, რაც 2018 წლის 26 ივნისს, ასევე, უკანონოდ გაასაღა მ-----–-----------–---ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს საქართველოს შ---–--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–------------ სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა მ-----–-----------–----გან, გ---------- რაიონის ს------–----------–---–- გამავალ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე.
თ---------------მა უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი‘‘, წონით 0,1082 გრამი, რაც 2018 წლის 2 ივლისს, ასევე, უკანონოდ გაასაღა მ-----–-----------–---ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა მ-----–-----------–----გან, გ---------- რაიონის ს------–----------–---–- გამავალ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე.
თ---------------მა უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი‘‘, წონით 0,1055 გრამი, რაც 2018 წლის 4 ივლისს, ასევე, უკანონოდ გაასაღა მ-----–-----------–---ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა მ-----–-----------–----გან, გ---------- რაიონის ს------–----------–---–- გამავალ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მდებარე საავტომობილო ხიდთან.
თ---------------მა დაუდგენელ ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ,,В------‘‘ მოდელის, ორლულიანი კომბინირებული სანადირო თოფი, რასაც, ასევე, მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა გ---------- რაიონის ს------–----------–---–-------------------ში მდებარე, თავის საცხოვრებელ სახლში, რაც შ---–--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–------------ სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოღებულ იქნა 2018 წლის 13 ივლისს, მითითებული ბინის ჩხრეკის შედეგად.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებები, რაც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ თ---------------მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გამოიხატა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ უკანონო შეძენასა და შენახვაში და ნარკოტიკული საშუალების სამგზის უკანონო გასაღებაში, ასევე, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მართლაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულ თ---------------ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - ბრალდებულ თ---------------ის, მოწმეების: მ-----–-----------–----, ვ---------------ს, გ----–--------------–----ს, ზ---------------ა და ე-–-------–---–---ის გამოკითხვის ოქმებით; 2018 წლის 2----------------–----- და 4 ივლისის ამოღების ოქმებით; ქიმიური ექსპერტიზის #1------------ქრ და #1--------------- დასკვნებით; ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალით; თ---------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით; ბალისტიკური ექსპერტიზის #1----- დასკვნით - დადასტურებულად მიაჩნია თ---------------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და მ-----–-----------–---ზე სამჯერადად უკანონო გასაღება, ასევე, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
ზემოაღნიშნულის გამო, თ---------------ის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი, იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით (სამ ეპიზოდში) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელები განესაზღვროს ამ მუხლების შესაბამისი ნაწილებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
თ----------------ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ იგი წარსულში არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილი ქმედებას, საქმის არსებითი განხილვისას სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები და ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თ---------------მა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი‘‘, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, დროის მცირე მონაკვეთში, სამჯერ უკანონოდ გაასაღა სხვა პირზე, რითაც შექმნა მისი გავრცელების რეალური საფრთხე.
ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს თ---------------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის ისეთი ზომის გამოყენებას, რაც იქნება ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით იქნება ადეკვატური. ამასთან, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელთა შთანთქმის პრინციპით.
სასამართლო, ასევე, აღნიშნავს, რომ თ---------------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, კანონით დადგენილი ვადით უნდა ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები.
რაც შეეხება ნივთიერ მტკიცებულებებს, მათი ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით (სამ ეპიზოდში), სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 26 ივნისის ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 2 ივლისის ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 4 ივლისის ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და თ---------------ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
თ---------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2018 წლის 13 ივლისიდან.
თ---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
თ---------------ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 20 (ოცი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
ნივთიერი მტკიცებულებები - ერთი ცალი ,,В------‘‘ მოდელის თოფი, #И-----, გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შეირაღების სამსახურს; ერთი ცალი მასრა, ნერწყვის ნიმუში, ნარკოტიკული საშუალებები და მისი შესაფუთი მასალა განადგურდეს, ხოლო დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე შორენა გუნცაძე