განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/4------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
05 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე გიორგი დარახველიძე,სხდომის მდივანი ნათია კოპალიანი
ბრალდების მხარე
პროკურორი- ზა-------------–---–ი,დაცვის მხარე
ბრალდებული-ილ-------------------------ე - დაბადებული 1----–-–---------–---- საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, მცხოვრები: ხე-–--------ი, ს------–-----------------------------
ბრალდებული- თე-----------------------------ე - დაბადებული 1----–-–----- თებერვალს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N----------7, მცხოვრები: ხე-–--------ი, ს------–--------------
ბრალდებული - შე------–---------------–---–ი - დაბადებული 1----–-–----- თებერვალს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, მცხოვრები: ხე-–--------ი, ს------–--------------
ბრალდებული - ჯა-----–-----------------------ე - დაბადებული 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, მცხოვრები: ხე-–--------ი, ს------–--------------
ადვოკატი - ემ------------ე,კვალიფიკაცია:
ბრალდებული ჯა-----–----------ე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი.
ბრალდებული შე-------------–---–ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი.
ბრალდებული თე----------------ე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი.
ბრალდებული ილ-------------- - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ილ--------------მ, თე----------------ემ, შე-------------–---–მა და ჯა-----–----------მ ჩაიდინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა გამოყენების მიზნით და გამოყენება.
თაღლიღობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით, ქონებრივი უფლების მიღება და სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.
რაც გამოიხატა შემდეგში:
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყალი სახელმწიფო საკუთრებაა და გაიცემა მხოლოდ სარგებლობისთვის. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ფარული ფორმით ხელყოფს წყლის სახელმწიფო საკუთრების უფლებას.
ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდს განეკუთვნება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და გამავალი მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, სხვა ბუნებრივი და ხელოვნური ზედაპირული წყალსატევები, აგრეთვე არხების და ტბორების წყლები. მე-6 პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდს განკარგავენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები, ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
მითითებული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანხმად, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწად საქართველოს მიწის კანონმდებლობის შესაბამისად მიიჩნევა ის მიწა, რომელიც დაკავებულია ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული წყლის ობიექტებით (მიწისქვეშა წყლების გარდა), ჰიდროტექნიკური და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობებით, აგრეთვე მიწა, რომელიც გამოყოფილია წყლის ობიექტის წყალდაცვით ზოლად, სანიტარიული დაცვის ზონად და ა.შ. ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა გამოიყენება იმ ნაგებობათა მშენებლობისა და ექსპლუატაციისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ სასმელი, საყოფაცხოვრებო, სამკურნალო, საკურორტო და წყალზე სხვა საჭირო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო, თევზის მეურნეობის, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და სხვა საჭიროებას.
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წყალდაცვით ზოლებს მიეკუთვნება მდინარეების, ტბების, წყალსაცავების სანაპირო ზოლები, მაგისტრალური და სხვა არხების გასხვისების ზოლი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზოლები.
ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მდინარის წყალდაცვით ზოლად მიჩნეულია მისი მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც მყარდება სპეციალური რეჟიმი წყლის რესურსების გაბინძურების, დანაგვიანების, მოლამვისა და დაშრეტისგან დასაცავად; მე-2 პუნქტის თანხმად, წყალდაცვით ზოლში შეიძლება შეტანილ იქნეს მდინარის მშრალი კალაპოტი, მისი მიმდებარე ტერასები, შემაღლებული და ციცაბოფერდობიანი ბუნებრივი ნაპირები, აგრეთვე ხევები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნება მდინარის ნაპირებს; ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, მდინარის წყალდაცვითი ზოლის სიგანე აითვლება მდინარის კალაპოტის კიდიდან ორივე მხარეს მეტრებში შემდეგი წესით: 25 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისთვის 10 მეტრი, 50 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისთვის-20 მეტრი, 75 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისთვი 30 მეტრი, 75 კილომეტრზე მეტი სიგრძის მდინარისთვის 50 მეტრი.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მონაცემებით, მდინარე ჭ--------- სიგრძე 438 კილომეტრია, ხოლო მდინარე ა-------–--–---90 კილომეტრი. შესაბამისად, ორივე მდინარისთვის წყალდაცვითი ზოლის სიგანე წარმოადგენს მდინარის კალაპოტიდან ორივე მხარეს-50 მეტრს.
2011 წლის 01 ივლისს, საქართველოს მთავრობასა და შპს „ა------------------“-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე აღნიშნული კომპანია ა------ რეგიონში, კერძოდ: მდინარეების ჭ---------ა და ა------წყლის ხეობებში ახორციელებს სამი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. ხსენებული მემორანდუმის თანახმად, მითითებულმა კომპანიამ იკისრა პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე არსებული ყველა მიწის ნაკვეთის შესყიდვის ვალდებულება და შესაბამისად დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით ერთ კვადრატულ მეტრში მოქალაქეებს უხდიდა 20 ლარს.
ხე-–--------ის რაიონის სოფელ მა--------ში მცხოვრებ ილ-------------ის მეუღლეს მე---------------ეს საარქივო მონაცემებით ამავე სოფელში ერიცხებოდა დაურეგისტრირებელი 4000 კვ/მ მიწის ნაკვეთი. ილ--------------მ თაღლითურად დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებისა და ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, განიზრახა ყალბი დოკუმენტების გამოყენების გზით, პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, მდინარე ჭ--------- კალაპოტში ყალბად დაერეგისტრირებინა სახელმწიფოს კუთვნილი ფართი და მასზე მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება. აღნიშნულის შემდეგ კი ხსენებული ფართის შპს „ა------------------“-ზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაუფლებოდა ამავე კომპანიის ფულად თანხას.
ამ მიზნით, ილ--------------მ დახმარებისთვის მიმართა შპს „გ---ს“ ამზომველს და სთხოვა მეუღლის მე---------------ის სახელზე აეზომა სოფელ მა--------ში, მდინარე ჭო-–----ს კალაპოტში არსებული 2060 კვ/მ ფართი. აღნიშნულზე ამზომველი პირი დათანხმდა და 2013 წლის 10 იანვარს, მე---------------ის სახელზე დაამზადა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელშიც აღნიშნული ფართის დანიშნულებად მდინარის კალაპოტის ნაცვლად სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მიუთითა. შემდგომში აღნიშნულ ნახაზში არსებული მონაცემები მცირედით იქნა შეცვლილი.
გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ფართის რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტის - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობის მისაღებად, ილ--------------მ მიმართა ხე-–--------ის რაიონის სოფელ მა--------ის რწმუნებულს ჯე---–--–------ს და სთხოვა საარქივო მონაცემებისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული ფართის ურთიერთშესაბამისობისა და ამავე ფართის მისი მეუღლის მე---------------ის პირად სარგებლობაში არსებობის ფაქტის დადასტურება. აღნიშნულზე ჯე---–--–------მ თანხმობა განუცხადა და 2013 წლის 14 იანვარს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, გასცა ნოტარიულად დამოწმებული ცნობა მე---------------ის პირად სარგებლობაში ზემოაღნიშნული 2060 კვ/მ ფართის არსებობის შესახებ.
2013 წლის 21 იანვარს, ილ--------------მ მის მიერ მოპოვებული ზემოაღნიშნული დოკუმენტები სხვა დოკუმენტებთან ერთად, მეუღლის მე---------------ის მეშვეობით წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხე-–--------ის სარეგისტრაციო სამსახურში. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, აღნიშნული სამსახურის უფროსის და-------------–--ის მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის შედეგად, 2013 წლის 15 თებერვალს, მე---------------ისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე დარეგისტრირდა სოფელ მა--------ში, რეალურად მდინარე ჭ--------- კალაპოტში, კერძოდ: მდინარე ჭ--------- მიმდებარე ციცაბო მთის ფერდობზე, მდინარის წყალდაცვით ზოლში არსებული 2061 კვ/მ ფართი, საკადასტრო კოდით 2------------ ილ--------------მ მე---------------ის სახელზე რეგისტრაციის გზით თაღლითურად მიიღო ქონებრივი უფლება სახელმწიფოს კუთვნილ ფართზე, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა შეცდომაში შეიყვანა შპს „ა------------------“ და მითითებული ფართის ხსენებულ კომპანიაზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაეუფლა შპს „ა------------------“-ის კუთვნილ 41220ლარს აღნიშნული ქმედებით ილ--------------მ სახელმწიფოს და შპს ,,ა------------------“-ს მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი. 2014 წლის 0--------–-, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონსაწინააღმდეგო გზით განხორციელებული, ზემოაღნიშნული 2061 კვ/მ ფართის რეგისტრაცია და შემდგომი ტრანზაქციები ბათილად იქნა ცნობილი.
ხე-–--------ის რაიონის სოფელ მა--------ში მცხოვრებ თე----------------ის მამას - ოთ--------------ეს საარქივო მონაცემებით ამავე სოფელში ერიცხებოდა დაურეგისტრირებელი 5000 კვ/მ მიწის ნაკვეთი. თე----------------ემ თაღლითურად დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებისა და ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, განიზრახა ყალბი დოკუმენტების გამოყენების გზით, პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, მდინარე ჭ--------- კალაპოტში ყალბად დაერეგისტრირებინა სახელმწიფოს კუთვნილი ფართები და მასზე მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება. აღნიშნულის შემდეგ კი ხსენებული ფართის შპს „ა------------------“-ზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაუფლებოდა ამავე კომპანიის ფულად თანხას.
ამ მიზნით, თე-----------------ემ დახმარებისთვის მიმართა ამზომველს და სთხოვა მის სახელზე აეზომა მდინარე ჭ--------- კალაპოტში არსებული 890 კვ/მ და 900 კვ/მ ფართები, რაზედაც მიიღო თანხმობა და 2013 წლის 12 თებერვალს, თე----------------ის სახელზე დაამზადა საკადასტრო აზომვითი ნახაზები, რომელშიც აღნიშნული ფართის დანიშნულებად მდინარის კალაპოტის ნაცვლად მიუთითა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი.
გარდა ამისა,ზემოაღნიშნული ფართების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტის - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობის მისაღებად, თე----------------ემ მიმართა ხე-–--------ის რაიონის სოფელ მა--------ის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელს ნე----------------ეს და სთხოვა საარქივო მონაცემებისა და საკადასტრო აზომვით ნახაზებზე ასახული ფართების ურთიერთშესაბამისობისა და ამავე ფართების მის პირად სარგებლობაში არსებობის დადასტურება. აღნიშნულზე ნე----------------ემ თანხმობა განუცხადა და 2013 წლის 20 თებერვალს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, გასცა ნოტარიულად დამოწმებული ცნობები თე----------------ის პირად სარგებლობაში ზემოაღნიშნული 890 კვ/მ და 900 კვ/მ ფართების არსებობის შესახებ.
ამის შემდეგ, 2013 წლის 21 თებერვალს, თე----------------ემ მის მიერ მოპოვებული ზემოაღნიშნული დოკუმენტები სხვა დოკუმენტებთან ერთად, წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხე-–--------ის სარეგისტრაციო სამსახურში. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, აღნიშნული სამსახურის უფროსის მოადგილის რო----------ის მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის შედეგად, 2013 წლის 27 თებერვალს, თე----------------ისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე დარეგისტრირდა რეალურად მდინარე ჭ--------- კალაპოტში, კერძოდ: ნაწილობრივ მდინარეში და ნაწილობრივ მდინარის რიყეზე არსებული 900 კვ/მ ფართი, საკადასტრო კოდით 2----------- და მდინარის რიყეზე არსებული 891 კვ/მ ფართი, საკადასტრო კოდით 2------------ ამ გზით თე----------------ემ თაღლითურად მიიღო ქონებრივი უფლება სახელმწიფოს კუთვნილ ფართებზე, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა შეცდომაში შეიყვანა შპს „ა------------------“ და მითითებული ფართების ხსენებულ კომპანიაზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაეუფლა შპს „ა------------------“-ს კუთვნილ, ჯამში 35820 ლარს. აღნიშნული ქმედებით თე----------------ემ სახელმწიფოს და შპს „ა------------------“-ს მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი.
2014 წლის 0--------–-, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონსაწინააღმდეგო გზით განხორციელებული, ზემოაღნიშნული 900კვ/მ და 891 კვ/მ ფართების რეგისტრაციები და შემდგომი ტრანზაქციები ბათილად იქნა ცნობილი.
დაბა ხე-–--------ში მცხოვრებ ჯა-----–----------ეს საარქივო მონაცემებით ხე-–--------ის რაიონის სოფელ მა--------ში ერიცხებოდა დაურეგისტრირებელი 5000 კვ/მ მიწის ნაკვეთი. ჯა-----–----------ემ თაღლითურად დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებისა და ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, განიზრახა ყალბი დოკუმენტების გამოყენების გზით, პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, მდინარე ჭ--------- კალაპოტში ყალბად დაერეგისტრირებინა სახელმწიფოს კუთვნილი ფართი და მასზე მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება. აღნიშნულის შემდეგ კი ხსენებული ფართის შპს „ა------------------“-ზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაუფლებოდა ამავე კომპანიის ფულად თანხას.
ამ მიზნით, ჯა-----–----------ემ დახმარებისთვის მიმართა შპს „გ---ს“ ამზომველს და სთხოვა მის სახელზე აეზომა სოფელ მა--------ში, მდინარე ჭ--------- კალაპოტში არსებული 742 კვ/მ ფართი, რაზედაც თანხმობა მიიღო და 2012 წლის დეკემბერში, ჯა-----–----------ის სახელზე დაამზადა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელშიც აღნიშნული ფართის დანიშნულებად მდინარის კალაპოტის ნაცვლად სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მიუთითა.
გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ფართის რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტის - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობის მისაღებად, ჯა-----–----------ემ მიმართა ხე-–--------ის რაიონის სოფელ მა--------ის რწმუნებულს ჯე---–--–------ს და სთხოვა საარქივო მონაცემებისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული ფართის ურთიერთშესაბამისობისა და ამავე ფართის მის პირად სარგებლობაში არსებობის ფაქტის დადასტურება. აღნიშნულზე ჯე---–--–------მ თანხმობა განუცხადა და 2012 წლის 18 დეკემბერს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, გასცა ნოტარიულად დამოწმებული ცნობა ჯა-----–----------ის პირად სარგებლობაში ზემოაღნიშნული 742 კვ/მ ფართის არსებობის შესახებ.
2012 წლის 28 დეკემბერს, ჯა-----–----------ემ მის მიერ მოპოვებული ზემოაღნიშნული დოკუმენტები სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხე-–--------ის სარეგისტრაციო სამსახურში. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, აღნიშნული სამსახურის უფროს და-------------–--ის მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის შედეგად, 2013 წლის 10 იანვარს ჯა-----–----------ისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე დარეგისტრირდა სოფელ მა--------ში, რეალურად მდინარე ჭ--------- კალაპოტში, კერძოდ: მდინარის მიმდებარე ციცაბო მთის ფერდობზე, მდინარის წყალდაცვით ზოლში არსებული 742 კვ/მ ფართი, საკადასტრო კოდით 2------------ ამ გზით ჯა-----–----------ემ თაღლითურად მიიღო ქონებრივი უფლება სახელმწიფოს კუთვნილ ფართზე, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა შეცდომაში შეიყვანა შპს „ა------------------“ და მითითებული ფართის ხსენებულ კომპანიაზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაეუფლა შპს „ა------------------“-ის კუთვნილ, 14840 ლარს. აღნიშნული ქმედებით ჯა-----–----------ემ სახელმწიფოს და შპს „ა------------------“-ს მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი.
2014 წლის 0--------–-, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონსაწინააღმდეგო გზით განხორციელებული, ზემოაღნიშნული 742 კვ/მ ფართის რეგისტრაცია და შემდგომი ტრანზაქციები ბათილად იქნა ცნობილი.
ხე-–--------ის რაიონის სოფელ მა--------ში მცხოვრებ შე-------------–---–ს საარქივო მონაცემებით ამავე სოფელში ერიცხებოდა დაურეგისტრირებელი 4000 კვ/მ მიწის ნაკვეთი. შე-------------–---–მა თაღლითურად დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებისა და ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, განიზრახა ყალბი დოკუმენტების გამოყენების გზით, პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, მდინარე ჭ--------- კალაპოტში ყალბად დაერეგისტირებინა სახელმწიფოს კუთვნილი ფართი და მასზე მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება. აღნიშნულის შემდეგ კი ხსენებული ფართის შპს „ა------------------“-ზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაეუფლებოდა ამავე კომპანიის ფულად თანხას.
ამ მიზნით შე------------–---–მა, შვილის ზა--------------–---–ის მეშვეობით დახმარებისათვის მიმართა ამზომველს და სთხოვა მის სახელზე აეზომა სოფელ მა--------ში, მდინარე ჭ--------- კალაპოტში არსებული 1600 კვ/მ ფართი, რაზედაც თანხმობა მიიღო და 2013 წლის იანვრის შუა რიცხვებში, შე-------------–---–ის სახელზე დაამზადა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელიც აღნიშნული ფართის დანიშნულებად მდინარის კალაპოტის ნაცვლად სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მიუთითა. ნახაზი თავდაპირველად შედგენილ იქნა 1600 კვ/მ ფართზე, ხოლო შემდგომში შემცირებული იქნა 1310 კვ/მ-დე .
2013 წლის 15 იანვარს, შე-------------–---–მა მის მიერ მოპოვებულ ზამოაღნიშნული ყალბი დოკუმენტები წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხე-–--------ის სარეგისტრაციო სამსახურში. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, აღნიშნული სამსახურის უფროსის და-------------–--ის მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის შედეგად, 2013 წლის 22 იანვარს, შე-------------–---–ისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე დარეგისტრირდა სოფელ მა--------ში, რეალურად მდინარე ჭ--------- კალაპოტში, კერძოდ: ნაწილობრივ მდინარეში და ნაწილობრივ მდინარის რიყეზე არსებული 1311 კვ/მ ფართი, საკადასტრო კოდით 2------------ ამ გზით შე-------------–---–მა თაღლითურად მიიღო ქონებრივი უფლება სახელმწიფოს კუთვნილ ფართზე, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა შეცდომაში შეიყვანა შპს „ა------------------“ და მითითებული ფართის ხსენებულ კომპანიაზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაეუფლა შპს „ა------------------“-ის კუთვნილ 26220 ლარს. აღნიშნული ქმედებით შე-------------–---–მა სახელმწიფოს და შპს „ა------------------”-ს მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი.
2014 წლის 0--------–-, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონსაწინააღმდეგო გზით განხორციებული, ზემოაღნიშნული 1311 კვ/მ ფართის რეგისტრაცია და შემდგომი ტრანზაქციები ბათილად იქნა ცნობილი.
თე----------------ე, შე-------------–---–ი, ილ-------------- და ჯა-----–----------ე ზემოაღნიშნული ქმედებისათვის ცნობილ იქნენ ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
წინასასამართლო სხდომებზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულების მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულების ილ-------------ის, თე----------------ის, შე-------------–---–ისა და ჯა-----–----------ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმები).
2018 წლის 05 ოქტომბერს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საქმეში არსებული მტკიცებულებები ცნობილი იქნა უდავოდ. ბრალდებულებმა თე----------------ემ, შე-------------–---–მა, ილ--------------მ და ჯა-----–----------ემ თავი სრულად ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტეს, რომ გულწრფელად აღიარებენ და ინანიებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს.
საქმის არსებითი განხილვის დროს სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ბრალდებულების თე----------------ის, შე-------------–---–ის, ილ-------------ისა და ჯა-----–----------ის მიერ დანაშაულის ჩადენას უტყუარად ადასტურებს საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: დაზარალებულის წარმომადგენლებისა და მოწმეთა ჩვენებები, ბრალდებულების ჩვენებები, საჯარო რეესტრიდან გამოგზავნილი მასალები უკანონო რეგისტრაციებთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრიდან მიღებული სიტუაციური და K-- მონაცემების შემცველი ნახაზები და სურათები, ენერგეტიკის სამინისტროდან მიღებული მასალები, წყლის შესახებ კანონი, საჯარო რეესტრის ინსტრუქცია, ხე-–--------ის რაიონის არქივიდან მიღებული საარქივო მონაცემები და საკომლო ჩანაწერები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება თანდართული მასალებით უკანონო რეგისტრაციების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, სარეგისტრაციო წარმოებები, საკადასტრო აზომვითი ნახაზები და საქმეში არსებული სხვა მასალებისა და ინფორმაციის ერთობლიობა.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
ბრალდებულებმა თე----------------ემ, შე-------------–---–მა, ილ--------------მ და ჯა-----–----------ემ ჩაიდინეს -საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულების ჯა-----–----------ის, ილ-------------ის, შე-------------–---–ისა და თე----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, ის რომ ბრალდებულებმა აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ აქვთ.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მათ ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მათი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზანი მიღწეული იქნება ბრალდებულების მიმართ ისეთი სასჯელის გამოყენებით, რომელიც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თე----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - ჯარიმამ 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და თე----------------ეს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ თე----------------ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს _ სააღსრულებო ბიუროს.
2. შე-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - ჯარიმამ 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და შე-------------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ შე-------------–---–ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს _ სააღსრულებო ბიუროს.
3. ილ-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - ჯარიმამ 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და ილ--------------ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ ილ--------------ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს _ სააღსრულებო ბიუროს.
4. ჯა-----–----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - ჯარიმამ 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და ჯა-----–----------ეს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ ჯა-----–----------ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს _ სააღსრულებო ბიუროს.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - CD დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი დარახველიძე