განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117002177927
საქმე N 1-1022/17წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19.10.2018 წელი ქ . ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - და-----------ძე
დაცვის მხარე
ბრალდებული: ოზ--–-----------–უ
მამის სახელი: ონ-----
დაბადებული: 1--02.1982 წელი
პირადი ნომერი: 5---------8
მოქალაქეობა: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე
განათლება: უ-----–---
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტაციის მისამართი: თურქეთის რესპუბლიკა, ქ. სა------.
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, ლე---------------------------------
ბრალდებულის ადვოკატი: მზ----–-------ძე
თარჯიმანი - ქე-------–-----ა
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (სხვისი ნივთის (ფულადი თანხის) მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როცა ის იმყოფებოდა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით)
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N092190917003
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1. ოზ--–-----------–უმ, რომელიც 2017 წლის მარტიდან მუშაობდა შპს „ი--–------------ (Y-----------) -ის გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე, 2017 წლის 27 ივლისს სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა თავის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული შპს „ია-–----------- (Y-----------) -ის კუთვნილი 5000 ლარი, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი;
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როცა ის იმყოფებოდა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით
2.1. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს ( არსებითი განხილვის სხდომის ოქმი).
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.3 სასამართლო, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი უდავო მტკიცებულებებით (შპს „ია-–----------- Y-----------“-ის დირექტორის სე-–--------–---ის განცხადება და გამოკითხვის ოქმი, შპს „აქ-------------ს’’ მენეჯერის აბ-----–-------------ის გამოკითხვის ოქმი, აბ-----–-------------ის განცხადება, თანდართული დოკუმენტები სალაროს გასავალის ორდერი, საკონტროლო სალარო აპარატის ჩეკები, ოზ--–-----------–უს პირადობის მოწმობა (ასლები) და დათვალიერების ოქმი, სე-–--------–---ის 2017 წლის 5 ოქტომბრის განცხადება და თანდართული დოკუმენტები, დათვალიერების ოქმი, შუამდგომლობა, სასამართლოს განჩინება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ, გამოკითხვის ოქმები და გამოთხოვილი ინფორმაცია და საქმეში არსებული სხვა დოკუმენტები) - დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა ოზ--–-----------–უმ ჩაიდინა სხვისი ნივთის (ფულადი თანხის) მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როცა ის იმყოფებოდა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით - დამტკიცებულად მიიჩნია, ოზ--–-----------–უს მიერ იკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული, მხარეთა მიერ შეთანხმებული მტკიცებულებებით სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ოზ--–-----------–უმ, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მის მიერ განხორციელებული ქმედებით მის მართლზომიერ მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული ,,ია-–-----------ის’’ კუთვნილი თანხის მითვისებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”გ” და „დ“ ქ/პუნქტებით და ის ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1 ბრალდებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში;
როგორც ზემოთ აღინიშნა გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
ბრალდებული აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას; დაზარალებულს სრულად აუნაზღაურა ზიანი; დაზარალებულის ნოტარიალურად დამოწმებული განცხადებით დადგენილია, რომ ბრალდებულის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია;
ზემოთაღნიშნული ფაქტიური გარემოებების მხედველობაში მიღებით, ოზ--–-----------–უს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;
სასამართლო სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს ჩადენილი ქმდების ხასიათს, შედეგს, მიყენებულ ზიანს; ბრალდებულის ქცევას დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შემდგომ პერიოდში;
ამდენად, ოზ--–-----------–უს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”გ” და „დ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა; ჯარიმის ოდენობის განსზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის განმარტებით მას საქართველოში ყავს მუღლე და მცირეწლოვანი შვილი; აპირებს საქმიანობის დაწყებას საქართველოში და ცხოვრებას; ამჟამად უმუშევარია; საქმის განხილვის მიმდინარეობის პერიოდში მას აკრძალული ჰქონდა საზღვრის კვეთა და შესაბამისად ვერ მოახერხა საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლა და საქმიანობა;
სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების და მატერიალური მდგომარეობის მხედველობაში დანიშნული სასჯელი და ჯარიმის განსაზღვრული ოდენობა სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;
მასვე, დამატებითი სასჯელის სახით უნდა ჩამოერთვას კერძო საწარმოებში თანამდებობის დაკავების უფლება განსაზღვრული ვადით;
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა
ნივთიერი მტკიცებულებების სახით არსებული: შპს ,,პ----–-------------ან’’ და შპს ,,ლ------------დან’’ გამოთხოვილი ინფორმაცია, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, უნდა დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.
ნივთიერი მტკიცებულება: შპს ,,აქ-------------ს’’ ფინანსური მენეჯერის აბ-----–-------------ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დათვალიერების ოქმი და დათვალიერებული ინფორმაცია და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამსახურეობრივი ბაზის დათვალიერების ოქმი და დათვალიერებული ინფორმაცია, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, უნდა დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ოზ--–-----------–უ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მასვე, 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას კერძო საწარმოებში თანამდებობის დაკავების უფლება.
მსჯავრდებულ ოზ--–-----------–უს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულება: შპს ,,პ----–-------------ან’’ გამოთხოვილი ინფორმაცია, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.
ნივთიერი მტკიცებულება: შპს ,,ლ------------დან’’ გამოთხოვილი ინფორმაცია, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.
ნივთიერი მტკიცებულება: შპს ,,აქ-------------ს’’ ფინანსური მენეჯერის აბ-----–-------------ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დათვალიერების ოქმი და დათვალიერებული ინფორმაცია, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.
ნივთიერი მტკიცებულება: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამსახურეობრივი ბაზის დათვალიერების ოქმი და დათვალიერებული ინფორმაცია, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე