გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №820210018002512634
№2-378/18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი სოფია კ-------ე
მოსარჩელე - აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი
წარმომადგენელი - მ--–---------–----ე
მოპასუხე - შპს ,,ო------ა“
წარმომადგენელი - მ------- კ-------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს ,,ო------ას“ დაეკისროს 2018 წლის 21 თებერვლის №72 სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო გადახდილი შეუსრულებელი სხვაობის - 144 464,96 ლარის აჭარის არ რესპუბლიკურ ბიუჯეტში დაბრუნება.
1.2. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შპს ,,ო------ას“ დაეკისროს პირგასამტეხლოს 7685 ლარის ოდენობით გადახდა.
2.მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ სცნო, ხოლო სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე მან სარჩელი მთლიანად სცნო, შესაბამისად სარჩელში მითითებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას დაეთანხმა და მიიჩნია უდავოდ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 21 თებერვალს გაფორმდა №72 სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება, რომლის თანახმად მიმწოდებელი შპს ,,ო------ა’’ (ს/კ 4--------, იურიდიული მისამართი: თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, I---------, ზემო პ-–-----, კორ. 26, ბინა 9, დირექტორი მ------- კ-------ე) კისრულობდა ვალდებულებას შეესრულებინა სამუშაო - ხულოს მუნიციპალიტეტში ს/გზა ,,ხ---------თ---–---ა-ბ-------------------- მონაკვეთზე გზის რეაბილიტაციის მე-2 ეტაპი (ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე ,,ნატ 1--------“). ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 640 367,99 ლარს
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები - სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება
- შესაგებელი
3.1.2. №72 სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების საფუძველზე, 2018 წლის 27თებერვლის №230 წერილით საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტს მიმართა შპს ,,ო------ას“ დირექტორმა მ------- კ-------ემ წარადგინა სს ,,ბ---------ს“ მიერ 2018 წლის 26 თებერვალს გაცემული საავანსო გადახდის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია (უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია) №კ--------------- და მოითხოვა 188000 ლარის ოდენობის საავანსო ანგარიშსწორება. საბანკო გარანტიის საფუძველზე შემსყიდველმა აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა 2018 წლის 26 თებერვალს განახორციელა 188000 ლარის წინასწარი გადახდა უნაღდო ანგარისსწორებით შპს "ო------ას" ანგარიშზე.
მიმწოდებლის მიერ შესრულებული იქნა მხოლოდ 43535,04 ლარის ღირებულების სამუშაოები.
სასამარათლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები - სასარჩელო განცხადება - შპს ,,ო------ას“ მიმართვა
- 2018 წლის 19 თებერვალს გაცემული საავანსო გადახდის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია (უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია) №კ---------------
- შესაგებელი
3.1.3. 2018 წლის 31 მაისის №1--- წერილით აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა, შპს ,,ო------ას“ მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო (მიმწოდებლის მიერ შესრულებული იქნა მხოლოდ 43535,04 ლარის ღირებულების სამუშაოები), შეწყვიტა მასთან ზემოთაღნიშნული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება და დააკისრა შესაბამისი პირგასამტეხლო 7685 ლარის ოდენობით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები- აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 31 მაისის №1--- წერილი
- შესაგებელი;
3.1.4. 2018 წლის 07 ივნისის აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა №12-- წერილით მიმართა სს ,,------ბანკს“ და საავანსო გადახდის უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის საფუძველზე მოითხოვა ავანსად გადახდილი შეუსრულებელი სხვაობის - 144464,96 ლარისდაბრუნება აჭარის არ რესპუბლიკურ ბიუჯეტში;
2018 წლის 13 ივნისის სს ,,------ ბ----საგან“ მიღებული №13.06/1-ბ3 წერილის თანახმად ბანკმა შეატყობინა, რომ სს ,,------ბ----ს“ მიერ 2018 წლის 26 თებერვალს გაცემული საავანსო გადახდის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია (უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია) №კ--------------- არ არის მის მიერ გაცემული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები- აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 07 ივნისის №12-- წერილი
- სს ,,------ბ----ს“ 2018 წლის 13 ივნისის №13.06/1-ბ3 წერილი - 2018 წლის 19 თებერვალს გაცემული საავანსო გადახდის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია (უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია) №კ--------------- ;
- შესაგებელი;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხე შპს ,,ო------ას“ აჭარის არ რესპუბლიკური ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო გადახდილი შეუსრულებელი სხვაობის - 144 464,96 ლარის დაბრუნება და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს - 7685 ლარის ოდენობით გადახდა.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 394-ე, 417-ე, 418-ე, 629-ე, 394-ე მუხლებით;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 128-ე, 129-ე, მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. . საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს სხდომაზე საქმის განხილვისას მოპასუხემ ცნო სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე შპს ,,ო------ას“ უნდა დაეკისროს 144 464,96 ლარის აჭარის არ რესპუბლიკურ ბიუჯეტში დაბრუნება და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შპს ,,ო------ას“ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს 7685 ლარის ოდენობით გადახდა
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა შეფასდეს.
6.4 საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2018 წლის 21 თებერვალს გაფორმდა №72 სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება, რომლის თანახმად მიმწოდებელი შპს ,,ო------ა’’ (ს/კ 4--------, იურიდიული მისამართი: თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, I---------, ზემო პ-–-----, კორ. 26, ბინა 9, დირექტორი მ------- კ-------ე) კისრულობდა ვალდებულებას შეესრულებინა სამუშაო - ხულოს მუნიციპალიტეტში ს/გზა ,,ხ---------თ---–---ა-ბ-------------------- მონაკვეთზე გზის რეაბილიტაციის მე-2 ეტაპი (ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე ,,ნატ 1-------- . აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, 2018 წლის 27თებერვლის №230 წერილით საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტს მიმართა შპს ,,ო------ას“ დირექტორმა მ------- კ-------ემ და მოითხოვა 188000 ლარის ოდენობის საავანსო ანგარიშსწორება. აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა 2018 წლის 26 თებერვალს განახორციელა 188000 ლარის წინასწარი გადახდა უნაღდო ანგარისსწორებით შპს "ო------ას" ანგარიშზე.
მიმწოდებლის მიერ შესრულებული იქნა მხოლოდ 43535,04 ლარის ღირებულების სამუშაოები.
2018 წლის 31 მაისის №1--- წერილით აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა, შპს ,,ო------ას“ მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო , შეწყვიტა მასთან ზემოთაღნიშნული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება და დააკისრა შესაბამისი პირგასამტეხლო 7685 ლარის ოდენობით;
6.5 სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის დეფინიციით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. როგორც აღინიშნა მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შესრულებული არ არის, კერძოდ წინასწარ გადახდილი თანხიდან შესრულებული იქნა მხოლოდ 43535,04 ლარის ღირებულების სამუშაოები და შეუსრულებელი სხვაობაა - 144 464,96 ლარის ნაწილში, რაც მოპასუხისთვის თანხის დაკისრების და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფლების საფუძველია.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის 2018 წლის 20 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრებას. კერძოდ, ხელშეკრულების 7.1, 7.2 პუნქტების შესაბამისად, პირგასამტეხლო შეადგენს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების-640 367,99 ლარის 1,2 %,როგორც სასამართლომ დაადგინა მოპასუხის მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, რის გამოც მოპასუხის მიმართ დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 7685 ლარს, რაც ხელშეკრულების ჯამური ღირებულების-640 367,99 ლარის 1,2 % შეადგენს და სასამართლოს მოსაზრებით საქმესთან დაკავშირებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი წარმოადგენენ მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლოს ხარჯები შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილს თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისგან. ამავე კოდექსის თანახმად, ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილს თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელი სცნო, ხოლო მოსარჩელე გათავისუფლებულია სახ. ბაჟის გადახდისგან, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.
ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზ/აღნიშნული მუხლის თანახმად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე შპს ,,ო------ას“ დაეკისროს 144 464,96 (ას ორმოცდაოთხი ათას ოთხას სამოცდაოთხი ლარი და 96 თეთრი) ლარის აჭარის არ რესპუბლიკურ ბიუჯეტში დაბრუნება.
3. მოპასუხე შპს ,,ო------ას“ აჭარის არ რესპუბლიკურ ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 7685 (შვიდი ათას ექვსას ოთხმოცდახუთი) ლარის ოდენობით გადახდა.
4. სარჩელის ცნობის გამო მოპასუხე გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი № 358) სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე:
ხვიჩა კიკილაშვილი