გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2946-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
09.10.2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ციცინო მოსიძე
სხდომის მდივანი ბორენა იობიძე
მოსარჩელე - ვ---------- ი-–----
მოპასუხე - ს------ ი-–----
წარმომადგენელი - ი-–-- მ--------
ცენტრალური ორგანო - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
მესამე პირი - მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრი
წარმომადგენლები - მ-------- ზ-----, გ---–-- დ--–-------- და
მ------ ჭ---------- (სოც. მუშაკი)
ფსიქოლოგი - თ----- ქ--------
თარჯიმანი - ლ------ შ----------
დავის საგანი - არამართლზომიერად გადაადგილებული და დაკავებული ბავშვის დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
„ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ’’ 1980 წლის 25 ოქტომბრის ჰააგის კონვენციის შესაბამისად ბელარუსის რესპუბლიკიდან არამართლზომიერად გადაადგილებული არასრულწლოვნის - 2----–-–------------–- დაბადებული ს------ ს------ს ძე ი-–---- ბელარუსის რესპუბლიკაში საცხოვრებლად დაბრუნება.
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 28 ნოემბერს ქ. მინსკის რაიონულმა სასამართლომ საქმეზე N2-3110/2017, გამოიტანა გადაწყვეტილება და არასრულწლოვანის ს------ ს------ს ძე ი-–---- საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრა დედამისის ვ---------- ი-–---- საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, 2018 წლის 2 თებერვალს ქ. მინსკის რაიონულმა სასამართლომ საქმეზე N2-206-2018 მიიღო გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ მამას ს------ ე------ ძე ი-–--- არასრულწლოვნის საზღვარგარეთ გასვლის ნება მხოლოდ დედის, ვ---------- ი-–---- წერილობითი თანხმობით შეეძლო. აღნიშნულის მიუხედავად, ბავშვის მამა ს------ ი-–---- არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება და საქართველოში ჩამოიყვანა ბავშვი ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრებიდან რუსეთის ფედერაციის საზღვრის გავლით.
2018 წლის 1 აპრილს კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ინტერპოლის) სამსახურმა დაადგინა, რომ მამა ს------ ი-–--- შვილთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში, თბილისში. 2018 წლის ივლისში მამამ ს------ ი-–---- განაცხადა, რომ ის აპირებს იცხოვროს საქართველოში და უარს აცხადებს არასრულწლოვნის უკან დაბრუნებაზე, რადგან არ ეთანხმება ბელარუსის სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამჟამად არასრულწლოვანი მამასთან ერთად ცხოვრობს ქ. ბათუმში. ვინაიდან არასრულწლოვანი ბავშვი დედის თანხმობის გარეშე იქნა ბელარუსის რესპუბლიკიდან გაყვანილი, დედა ვერ ახორციელებს ბავშვზე მეურვეობისა და ურთიერთობის უფლებას, რითაც ირღვევა ჰააგის კონვენციის მოთხოვნები.
ცენტრალური ორგანო - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მომართავს რა შუამდგომლობით განსჯად სასმართლოს, ითხოვს ჰააგის კონვენციით განსაზღვრული ვალდებულებებისა და მიზნების შესასრულებლად, სასამართლომ განიხილოს რამდენად მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს ბელარუსის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობა და არასრულწლოვანი ს------ ი-–--- დაბრუნდეს ბელარუსის რესპუბლიკაში საცხოვრებლად.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, არასრულწლოვან ს------ ი-–---- ბელორუსის რესპუბლიკაში დაბრუნება არ არის მიზანშეწონილი, ეწინააღმდეგება არასრულწლოვანის ნებას, შეიცავს საფრთხეს არასრულწლოვანზე, როგორც ნეგატიური ფსიქოლოგიური ასევე ფიზიკური ზემოქმედებისა. ამასთან არასრულწლოვანი კანონიერად იმყოფება მამასთან, როგორც ბელორუსის რესპუბლიკის, ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ს------ ი-–----ა და მისი მამის მიერ მოხდა კანონმდებლობის სრული დაცვით. არასრუწლოვანი ს------ ი-–--- სრულად არის ინტეგრირებული და ადაპტირებული ახალ საცხოვრებელ გარემოში. არსებობს სხვა გარემოებებიც, რომლებიც გამორიცხავს, არასრულწლოვან, ს------ ი-–---- ბელორუსის რესპუბლიკაში დაბრუნების შესაძლებლობის მიზანშეწონილობას. კერძოდ, არასრულწლოვან ს------ ი-–--- აქვს მკვეთრად გამოხატული ნება, რომ დარჩეს მამასთან ერთად საქართველოში. მას არ სურს ბელორუსის რესპუბლიკაში დაბრუნება. ის კარგად გრძნობს თავს ახალ საცხოვრებელ გარემოში. მას არს სურს დედასთან კონტაქტი და მხოლოდ მამის თხოვნით ესაუბრება დედას. იმის გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვანი ს------ ი-–--- კარგად გრძნობს თავს მამასთან, არის უზრუნველყოფილი, აპირებს ქართულ საბავშვო ბაღში შესვლას, სწავლობს ქართულს და აქვს მკვეთრად გამოყოფილი ნება დარჩეს ამ ქვეყანაში. მისი სურვილი სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს. ამასთან მამამ, ს------ ი-–----, უკვე მიმართა შესაბამის ორგანოებს საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თხოვნით. საკითხი განხილვის სტადიაშია.
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, არასრულწლოვან ს------ ი-–---- ბელორუსის რესპუბლიკაში დაბრუნების შემთხვევაში არსებობს რეალური საფრთხე მასზე ნეგატიური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედებისა, რადგან არასრულწლოვანი ს------ ი-–--- სრულად არის ადაპტირებული და ინტეგრირებული ახალ გარემოში. ის თავს გრძნობს ლაღად და ბედნიერად, ჰყავს მეგობრები. ემზადება საბავშვო ბაღისთვის, სწავლობს ქართულს. მამასთან ერთად, საკუთარი ავტოტრანსპორტით მოგზაურობს საქართველოს მასშტაბით, დადის გასართობ ცენტრებში, კონცერტებსა თუ სხვა ღონისძიებებზე. მამის მატერიალური მდგომარეობა იძლევა აღნიშნულის თავისუფლად განხორციელების შესაძლებლობას. საჭიროების შემთხვევაში დროულად იღებს სამედიცინო დახმარებას. ამჟამად მართალია ქირით ცხოვრობს, მაგრამ უკვე მამა, ს------ ი-–---, ინტენსიურად ეძებს შესაბამის საცხოვრებელ ბინას შეძენის მიზნით.
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, არასრულწლოვან ს------ ი-–--- არ სურს დედასთან საუბარი. ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში კატეგორიული წინააღმდეგი იყო ჰქონოდა დედასთან ვიდეო საუბრები. ამბობდა, რომ ეშინოდა. მხოლოდ მამის აქტიური ქმედებებით გახდა შესაძლებელი კონტაქტის აღდგენა. თუმცა მხოლოდ გარკვეული თხოვნით და პირობით, რომ დიდხან არ ისაუბრებს. არასრულწლოვან ს------ ი-–---- ქცევას აქვს საფუძველი. მართალია ბავშვს შესაძლოა დედა ენატრებოდეს და ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ მას აქვს საკმაო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტრავმაც მიღებული იმ პერიოდში, როდესაც დედასთან და ვ-------- ი-–---- ახალ მეგობართან, მ----- კ--------- ერთად გაატარა გარკვეული პერიოდი. არასრულწლოვანს ამ პერიოდის შემდეგ შესაბამისი მკურნალობაც ჩაუტარდა მამის დახმარებით, თუმცა მნიშვნელოვანია და ყურადსაღები არასრულწლოვანის განცხადება, რომ ადგილი ჰქონდა სასქესო ორგანოებზე არამართლზომიერ შეხებას, სხვა ნეგატიურ ფიზიკურ შეხებას. იქ სადაც იმყოფებოდა ინტენსიურად ხდებოდა ალკოჰოლის მიღება, ერთხელ მასაც გაასინჯეს. ანუ ის იყო ძალადობის მსხვერპლი.
არასრულწლოვანის ასეთი განცხადება შესაძლოა პირდაპირ სარწმუნოდ არ იქნეს მიღებული, თუმცა ასეთის შეთხზვაც შეუძლებელია. გაცილებით საგანგაშოა სახელმწიფო ორგანოების ქმედებები. მამამ, ს------ ი-–----, როდესაც შეიტყო აღნიშნულის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობა შესაბამის ორგანოებს, მაგრამ მინსკის საგამოძიებო კომიტეტმა უპასუხა, რომ მსგავსი საკითხი მისი განხილვის კომპეტენციაში არ შედიოდა და ამით დაასრულა ქმედება. ანუ სახელმწიფო ორგანომ შეიტყო შესაძლო დანაშაულის შესახებ (განსაკუთრებით არასრულწლოვანის წინააღმდეგ მიმართული) და არ მოახდინა არავითარი რეაგირება. თუ მისი კომპეტენცია არ იყო, შეეძლო გადაეცა კომპეტენციის მქონე შესაბამისი უწყებისათვის, რაც არ გააკეთა. სწორედ ასეთი ქმედებები აღძრავს საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა არასრულწლოვანი ს------ ი-–--- ბელარუსის რესპუბლიკაში დაბრუნების შემთხვევაში დარჩეს დაუცველი ნეგატიური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედებისაგან. ის მარტივად შეიძლება იქცეს ძალადობის მსხვერპლად.
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, მნიშვნელოვანია დაზუსტდეს ის საცხოვრებელი ადგილი, სადაც დაბრუნებას ითხოვს ვ---------- ი-–---, არის თუ არა მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი და რეალურად დღეს რა პირობებში ცხოვრობს ბავშვის დედა. ვ---------- ი-–---- დედა - ვ--–------- პ------–--–--- ადასტურებს, რომ უკვე დიდი ხანია (თვეებია) მისი შვილი ვ---------- ი-–--- მასთან და მის მეუღლესთან მისამართზე მ----–------ ოლქი, ქ. შ--–----, დ------------ ქუჩა 15, არ ცხოვრობს და ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია. მხოლოდ იმაზე დაყრდნობა, რომ დედას სურს დააბრუნოს შვილი ბელარუსის რესპუბლიკაში არ არის საკმარისი საიმისოდ, რათა დადგინდეს გარემოება თუ რამდენად არის ეს გარემო ბავშვისათვის ადეკვატური და მისაღები, როგორ ფსიქოლოგიურ გავლენას იქონიებს არასრულწლოვანზე, როგორ წარიმართება ადაპტაციის პროცესი ჩვეული გარემოდან და მამისაგან ბავშვის მოწყვეტის შემთხვევაში. ვ---------- ი-–---- სურვილი არ გასჩენია და არც უცდია საქართველოში შვილის სანახავად ჩამოსვლა, რათა თუნდაც ბელორუსის რესპუბლიკაში შესაძლო დაბრუნების შემთხვევაში არასრულწლოვანს არ გაუჩნდეს გაუცხოებისა და ადაპტაციის (ფსიქოლოგიური) პრობლემა. რაც შეეხება არასრულწლოვან ს------ ი-–---- ბელორუსის რესპუბლიკიდან განრიდებას, ს------ ი-–---- მიერ ეს ქმედება განპირობებულია აუცილებლობით და ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე.
21. მესამე პირის პოზიცია
ს------ ი-–---- ამჟამინდელ საცხოვრებელს (ქ. ბათუმში) წარმოადგენს 2 სართულიანი კეთილმოწყობილი სახლის პირველ სართულზე 2 ოთახიანი ბინა (საძინებელი, მისაღები - სამზარეულო, აბაზანა-ტუალეტი). საცხოვრებელში არის თანამედროვე რემონტი, კარგი საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო პირობები, აქვთ თანამედროვე ავეჯი და ტექნიკა, ოთახები არის ნათელი, მზიანი, საცხოვრებელს აქვს კეთილმოწყობილი ეზო, ნახევრად ღია აივანი, ეზოში დაცულია არასრულწლოვნის უსაფრთხოება, კიბის საფეხურებს აქვს მოაჯირი, საცხოვრებელში მოწესრიგებულია ელ. გაყვანილობა. საძინებელ ოთახში არის 2 საწოლი, მამა და შვილი იძინებს ერთ ოთახში, მაგრამ ცალ-ცალკე საწოლებში, საძინებელში არის ტანსაცმლის კარადა. ს------ ი-–--- აქვს ასაკის და სეზონის შესაბამისი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, პირადი ნივთები, ასაკის შესაბამისი წიგნები, დიდი რაოდენობის სათამაშოები. ს------ ი-–--- სათანადო მნიშვნელობას ანიჭებს შვილის მოვლა-მეთვალყურეობის საკითხებს, არასრულწლოვანის კვების რაციონს და ინტერვალს, ზრუნავს შვილის კვებასა და ჰიგიენაზე, ჯანმრთელობაზე, განათლებაზე. არასრულწლოვან ს------ ი-–--- აქვს ურთიერთობა თანატოლებთან, მათთან პერიოდულად დადიან სტუმრები, როგორც საქართველოდან, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან. მოწოდებული ინფორმაციით, ს------ ი-–--- თავის არასრულწლოვან შვილთან ერთად დადის სასეირნოდ, ზღვაზე, საბავშვო ატრაქციონებზე, ესწრებიან კონცერტებს, მოგზაურობენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, ეცნობიან საქართველოს ღირშესანიშნაობებს და კულტურას. ს------ ი-–---- გადმოცემით, ვ---------- ი-–----თან ერთად 5 წელიწადი ცხოვრობდნენ მშვიდად, ერთმანეთთან ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. ერთად ცხოვრება დაიწყეს 2012 წლიდან ქირით, 2014 წლიდან კი ცხოვრობდნენ მის საცხოვრებელში. მას აქვს სტაბილური საცხოვრებელი. მის მფლობელობაში დღემდე არის სავაჭრო ცენტრი, რესტორანი, კაფე, მაღაზია. ვ---------- ი-–----, ს------ ი-–------ თანაცხოვრების პერიოდში ჰყავდა ძიძა შვილისათვის, მებაღე, სახლში ჰყავდათ დამხმარე პერსონალი. ს------ს არ ჰქონდა ფინანსური პრობლემები, ცხოვრობდნენ კომფორტულ სახლში, ს------ ი-–--- ზრუნავდა ცოლშვილზე, დადიოდნენ სამოგზაუროდ. მისი თანადგომით ვ---------- ი-–---მ მიიღო განათლება, იყო ერთერთი კოოპერატივის თავმჯდომარე. ვ---------- ქმარ-შვილთან ცხოვრების პერიოდში არ იყო დატვირთული შვილზე მზრუნველობით, მცირეწლოვან ს------ ი-–--- დაბადებიდან ჰყავდა ძიძა. ს------ ი-–--- ბელორუსიაში არ ჰქონდა გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, სახლიდან, ინტერნეტისა და ტელეფონის საშუალებით აგვარებდა ბიზნესის საკითხებს, თავისუფალ დროს უმეტესად იმყოფებოდა სახლში ცოლ-შვილთან ერთად, დაჰყავდა დასასვენებლად და სასეირნოდ როგორც ბელორუსიაში, ასევე საზღვარგარეთ. ს------ ი-–---- გადმოცემით, 2016 წლის თებერვლის თვეში ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს, ს------ და ვ---------- ილინებმა მიმართეს ფსიქოლოგს, უტარდებოდათ კონსულტაციები ოჯახის შენარჩუნების მიზნით. 2016 წლის აგვისტოს თვეში ვ---------- ი-–---მ მორიგი ოჯახური კონფლიქტის შემდეგ, წაიყვანა თავისი არასრულწლოვანი შვილი - ს------ ი-–--- და საცხოვრებლად გადავიდა დედასთან. მიუხედავად ამისა, მას შვილთან ჰქონდა შეუზღუდავი ურთიერთობა. ასევე ვ----------მ წერილობით დააფიქსირა ნოტარიალურად, რომ მამა-შვილს ექნებოდათ ერთმანეთთან შეუზღუდავი ურთიერთობა. მცირეწლოვანი ს------ ი-–--- 9 თვის განმავლობაში ცხოვრობდა დედასთან ერთად, ამ პერიოდის განმავლობაში ის იხდიდა ალიმენტს, ზრუნავდა მცირეწლოვან შვილზე მატერიალურად, ცდილობდა ბავშვს არ ეგრძნო მშობლების დაშორება. ს------ ი-–---- გადმოცემით, 2017 წლის 12 აპრილს, წამოიყვანა მცირეწლოვანი ს------ ი-–--- მასთან, იმის შემდეგ, რაც მცირეწლოვანი ს------ ი-–--- სავაჭრო ცენტრში მეთვალყურეობის გარეშე მიატოვა დედამ - ვ---------- ი-–---მ, არ ზრუნავდა შვილის ჯანმრთელობაზე, არ დაჰყავდა საბავშვო ბაღში. 2017 წლის 12 აპრილის შემდეგ ს------ ი-–--- შვილთან – ს------ ი-–------ ერთად იმყოფებოდა სანატორიუმში (ბავშვთა ფსიქიატრიული ცენტრი) გარკვეული პერიოდი, სადაც ბავშვთან სამედიცინო რეკომენდაციის მიხედვით მუშაობდნენ ფსიქიატრი, ლოგოპედი, ფსიქოლოგი. მოწოდებული ინფორმაციით, ვ---------- ი-–---- არ უცდია სტაციონარში შვილის ნახვა. ს------ ი-–---- გადმოცემით აქვს ინფორმაცია, რომ ყოფილი მეუღლე – ვ---------- ი-–--- არის ერთ-ერთი სექტის წევრი, რომლის ხელმძღვანელი არის ექსტრასენსი მ----- კ------. სწორედ ამ პიროვნებასთან ნაცნობობის შემდეგ დაეწყოთ ს------ და ვ---------- ი-–----- ოჯახური კონფლიქტები. ს------ს გადმოცემით, მცირეწლოვანი ს------ ი-–--- იცნობს ამ პიროვნებას. არსებობს ფაქტები, როდესაც მცირეწლოვან ს------ ი-–--- კეტავდნენ ცალკე ოთახში, ძალადობდნენ ფიზიკურად, მცირეწლოვანი იმყოფებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. ს------ ი-–---- გადმოცემით, თავდაპირველად შვილთან ერთად იმყოფებოდა ბელარუსის რესპუბლიკაში, შემდეგ უკრაინის რესპუბლიკაში, 3 თვის შემდეგ ეგვიპტეში, შემდეგ საქართველოში (ქ. თბილისში) 2018 წლის 1 აპრილს, ბათუმში 2018 წლის 4 მაისს. ს------ ი-–---- გადმოცემით, საქართველოში ჰყავს მეგობრები, მოგზაურობს სხვადასხვა კუთხეებში, საქართველოში ეწევა ქველმოქმედებას, ქ. ბათუმში გეგმავს ცხოვრებას, აქვს ბიზნეს-პერსპექტივები. საქართველოში ყოფნის პერიოდში (ქ. თბილისში) ს------ ი-–---- შვილს გადაუხადა დაბადების დღე. მან დაპატიჟა ვ---------- ი-–--- შვილის დაბადების დღეზე, მაგრამ ვ---------- არ ჩამოვიდა. ს------ ი-–---- გადმოცემით ვ---------- ი-–---- შესთავაზა, რომ მგზავრობის და საქართველოში ცხოვრების ხარჯებს თავის თავზე იღებდა. ს------ ი-–--- გეგმავს ქ. ბათუმში ცხოვრების გაგრძელებას. ამჟამად მიმდინარეობს საბავშვო ბაღის შერჩევა. მცირეწლოვანი – ს------ ი-–--- სწავლობს ქართულ ენას კომპიუტერით. ს------ ი-–---- იცის ფერები, ციფრები. ს------ ი-–---- გადმოცემით ის მუდმივად იმყოფება შვილის გვერდით, მცირე დროითაც არ ტოვებს მეთვალყურეობის გარეშე. ს------ ი-–---- გადმოცემით არის კანონმორჩილი პიროვნება, თანამშრომლობს სამართალდამცავებთან. ს------ ი-–---- დედამ ყოველთვის იცის თუ სად იმყოფებოდა მისი შვილი და ყოფილი მეუღლე. მან არაერთხელ შესთავაზა ყოფილ მეუღლეს ჩამოვიდეს ქ. ბათუმში და ჰქონდეს ურთიერთობა შვილთან, მაგრამ უშედეგოდ. ს------ ი-–---- გადმოცემით, ის უზრუნველყოფს ვ---------- ი-–---- მგზავრობისა ხარჯებს, დაეხმარება ფინანსურად ქ. ბათუმში ყოფნის პერიოდში. მას აქვს სტაბილური შემოსავალი, ქ. ბათუმში თვეში 2000– 2500 ლარს ხარჯავს საჭიროებისამებრ.
აღნიშნული ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანი ს------ ი-–--- იმყოფება კანონიერ წარმომადგენელთან. მცირეწლოვანი ს------ ი-–--- მამასთან თავს გრძნობს კომფორტულად, რომელიც მაქსიმალურად იცავს მცირეწლოვანი შვილის უფლებებს. მცირეწლოვან ს------ ი-–---- დედას აქვს შვილთან შეუზღუდავი ურთიერთობა ინტერნეტის საშუალებით. ვიზიტის დროს სოციალური მუშაკი ესწრებოდა ს------ ი-–----ა და დედის საუბარს. თავდაპირველად ბავშვს არ უნდოდა დედასთან საუბარი, მაგრამ ს------ ი-–---- (მამა) თხოვნის შემდეგ დედა-შვილის საუბარი შედგა რამდენიმე წუთით. ს------ ი-–---- გადმოცემით, თავად არის ინიციატორი ყოველდღიურად ჰქონდეს დედა-შვილს ერთმანეთთან საუბრები. ს------ ი-–---- გადმოცემით, ვ---------- ი-–--- ბოლო პერიოდში გადიოდა მკურნალობის კურსს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ვ---------- ი-–---- ოჯახის წევრებმა არ იციან ვ---------- ი-–---- ზუსტი ადგილსამყოფელი. უცნობია რა რესურსით და ვისი დახმარებით გეგმავს ვ---------- ი-–--- შვილის მოვლა-მეთვალყურეობას. ს------ ი-–--- ინტერესდება, ივლის თუ არა ს------ ი-–--- საბავშვო ბაღში, დაცული იქნება თუ არა მისი უფლებები და ინტერესები, როგორია ვ---------- ი-–---- ყოველდღიური ცხოვრება. აღსანიშნავია, რომ ს------ ი-–--- აქვს მშობლისთვის აუცილებელი უნარჩვევები, მაქსიმალურად ცდილობს მცირეწლოვანი ს------ ი-–--- არ იმყოფებოდეს სტრესულ გარემოში. აღსანიშნავია, რომ მშობლები გაგებით უნდა მოეკიდონ შვილზე ზრუნვის საკითხებს, არასრულწლოვანის გამგზავრება ბელორუსიაში ამ ეტაპზე იქნება უფრო მეტად მატრავმირებელი (კონკრეტული ფაქტების გათვალისწინებით), ვიდრე საქართველოში დარჩენა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მცირეწლოვანი ს------ ი-–---, მამასთან ერთად რამდენიმე თვეა იმყოფება ქ. ბათუმში, ჯერ კიდევ ეჩვევა ახალ გარემოს. სასურველია მიღებული იქნეს ისეთი გადაწყვეტილება, რაც საფრთხეს არ შეუქმნის არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას. სასურველია მცირეწლოვანი ს------ ი-–---- შემზადება მოსალოდნელი ცვლილებებისათვის. აღსანიშნავია, რომ მშობლებმა დავა უნდა გადაწყვიტონ ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, თავდაპირველად, სასურველია შეეცადონ ურთიერთობების მოწესრიგებას და მორიგებას, ბავშვი უნდა იზრდებოდეს ჯანსაღ და მზრუნველ გარემოში, სათანადოდ უნდა ზრუნავდნენ მის ჯანმრთელობაზე, კვებაზე, ჰიგიენაზე, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე, არ უნდა განიცდიდეს ფსიქოლოგიურ და ემოციურ ძალადობას, დაცული უნდა იყოს არასრულწლოვანის უფლებები, მცირეწლოვანს უნდა ჰქონდეს ურთიერთობა როგორც მშობლებთან, ასევე მშობლების ნათესავებთან. (იხ. ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის 14.09.2018წ. დასკვნა).
სასამართლოს სხდომაზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა მ------ ჭ----------მ მხარი დაუჭირა ზემოაღნიშნულ დასკვნას და დამატებით აღნიშნა, რომ ბავშვის ბელარუსის რესპუბლიკაში საცხოვრებლად დაბრუნება არ შეესაბამება მის ინტერესებს, ვინაიდან ბავშვი ადაპტირებულია გარემოსთან, თავს გრძნობს კომფორტულად, მამასთან აქვს მიჯაჭვულობა და მისი ბელარუსის რესპუბლიკაში დაბრუნება ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არის.
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე ვ---------- ი-–---- არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ს------ ი-–------- და ერთად ცხოვრობდნენ 2012 წლიდან 2016 წლის აგვისტომდე. მხარეებს ჰყავთ საერთო შვილი ს------ ი-–----, დაბადებული 2----–-–------------–-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობის ასლი (ს.ფ. 37-43);
- მამობის დადგენის მოწმობის ასლი (იხ. ს.ფ. 121-123)
- განცხადება დაბრუნების შესახებ (ს.ფ. 62-65).
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.2. ვინაიდან მხარეებს შორის ურთიერთობა ვერ შედგა, მოსარჩელე ვ---------- ი-–---- არასრულწლოვან ბავშვთან ერთად 2016 წლის აგვისტოში საცხოვრებლად გადავიდა დედამისთან, მისამართზე: მ-----–-----ს ოლქი, ქ. შ--–----, დ------------- ქ. N15. მოპასუხე აკითხავდა ბავშვს ბინადრობის ადგილზე მისთვის მოსახერხებელ დროს.
3.2.3. 2017 წლის 12 აპრილს მოპასუხე ს------ ი-–---- წამოიყვანა მცირეწლოვანი ს------ ი-–--- თავისთან და მას შემდეგ, რაც ს------ ი-–---- განმარტებით, მცირეწლოვანი ს------ ი-–--- სავაჭრო ცენტრში მეთვალყურეობის გარეშე მიატოვა დედამ - ვ---------- ი-–---მ, არ ზრუნავდა შვილის ჯანმრთელობაზე, არ დაჰყავდა საბავშვო ბაღში. 2017 წლის 12 აპრილის შემდეგ ბავშვი იმყოფება მამასთან.
3.2.4. 2017 წლის 28 ნოემბერს ქ. მინსკის პერვომაისკის რაიონის სასამართლომ საქმეზე N2-3110/2017, გამოიტანა გადაწყვეტილება და არასრულწლოვანის ს------ ს------ს ძე ი-–----ს საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრა დედამისის ვ---------- ი-–----ს საცხოვრებელი ადგილი.
3.2.5. 2018 წლის 2 თებერვალს ქ. მინსკის პერვომაისკის რაიონის სასამართლომ საქმეზე N2-206-2018 მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც დაწესდა არასრულწლოვან ს------ ს------ს ძე ი-–----ს 2--------- წელს დაბადებულის, რესპუბლიკა ბელარუსის საზღვარგარეთ გასვლის განსაკუთრებული წესი, კერძოდ, მამას ს------ ე------ ძე ი-–---- არასრულწლოვნის საზღვარგარეთ გაყვანის ნება დაერთო მხოლოდ დედის, ვ---------- ი-–----ს წერილობითი თანხმობით. მაგრამ აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის არასრულწლოვან ს------ ს------ს ძე ი-–---- უკვე დატოვებული ჰქონდა ბელარუსის რესპუბლიკის საზღვრები 2016 წლის 15 ივნისის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის მეშვეობით. ამდენად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანმა ს------ ს------ს ძე ი-–----- მართლზომიერად დატოვა ბელარუსის რესპუბლიკის საზღვრები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. მინსკის პერვომაისკის რაიონის სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბერს გადაწყვეტილება (ს.ფ. 14-36);
ქ. მინსკის პერვომაისკის რაიონის სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის დადგენილება (ს.ფ. 10-13);
- ქ. მინსკის პერვომაისკის რაიონის სასამართლოს 2018 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 4-9).
- 2016 წლის 15 ივნისის მშობლების ერთობლივი თანხმობა არასრულწლოვანი შვილის ბელორუსის რესპუბლიკიდან გამგზავრებაზე (ს.ფ. 124-127).
3.2.6. ბავშვის დაბრუნების მოთხოვნით მოსარჩელემ წარადგინა განცხადება 2018 წლის 08 აგვისტოს, ანუ კომპეტენტური ორგანოს მიერ ბავშვის დაბრუნების მიზნით საქმისწარმოების დაწყების მომენტში ბავშვის არამართლზომიერი დაკავებიდან გასულია ერთ წელზე ნაკლები ვადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება დაბრუნების შესახებ (ს.ფ. 62-65).
3.2.7. ბავშვის დაბრუნების შესახებ განცხადებაში მოსარჩელე ვ---------- ი-–----მ მიუთითა, რომ ილიინ ს.ე. ატყუებს ხელისუფლების ორგანოებს, ინფორმაციას აყალბებს, შვილს აშინებს, რომ მას დედა წავიყვანს, ცუდად მოექცევა, სცემს, რომ შვილმა თქვას, რომ მას არ სურს დედასთან ცხოვრება. ის ღელავს, რომ ილიინ ს.ე. მორალურ ზეწოლას ახდენს შვილზე და მას ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებს. 2017 წლის სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დროს გამოვლინდა, რომ მამამ მის მცირეწლოვან შვილს ფსიქოტრავმა მიაყენა მისი დედასთან დაშორებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება დაბრუნების შესახებ (ს.ფ. 62-65).
3.2.8. არასრულწლოვან ს------ ი-–---- (დაბ. 2---------წ.) ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები - კოგნიტური მხარეები: აღქმა საგნობრივი, სწორი, კარგად ანსხვავებს ფიგურებს, ფერებს, გონებრივად განვითარებული, ყურადღების კონცენტრაცია კარგი, სააზროვნო პროცესები ჩქარი, სიტყვათა მარაგი კარგი, ინტელექტუალურ–მნესტური ფუნქციები განვითარებული.
ბავშვი იმ ადამიანებთან გრძნობს ემოციურ კავშირს რომელთანაც აქვს ფიზიკური კონტაქტი, გრძნობს მზრუნველობას და იღებს საჭიროებებს, ამ შემთხვევაში მამასთან ბავშვი იყენებს მიჯაჭვულობას როგორც ,,სანდო ბაზას.“ სანდო მიჯაჭვულობა პოზიტიური ურთიერთობებით ყალიბდება, რაც გამოიხატება ფიზიკური და ემოციური კონტაქტის მოთხოვნილებაში, რა შემთხვევაში ბავშვი თავად ირჩევს ინიციატივებს ურთიერთობებითვის, ან ხალისით პასუხობს მშობლის შეთავაზებულ აქტივობებს. გამოკვლევის პროცესში გამოვლინდა, რომ ს------ს აქვს ემოციური მიჯაჭვულობა მამასთან, რაც გამოიხატა პროექციულ ტესტებში და ქცევაზე დაკვირვებით. ბავშვი კარგად არის მამის გარემოსთან ადაპტირებული და შესაძლებელია მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის არ იყოს მზად. კონსულტირების დროს ცდილობდა მამა არ გაეშვა გარეთ, ჯდებოდა მამის კალთაში, ესაუბრებოდა თბილად, გეგმავდა მამასთან ერთად სხვადასხვა აქტივობას.
3.2.9. ფსიქოლოგმა თ----- ქ--------მ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს განჩინებით დასმულ შეკითხვებზე ს------ ი-–---- (დაბ. 2---------წ.) ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგად გასცა შემდეგი პასუხები: ა) ბავშვი გამოხატავს მამასთან ყოფნის სურვილს, თავისუფლად აფიქსირებს, რომ სადაც არ უნდა ცხოვრობდეს მამა მასთან ერთად აქვს ცხოვრების სურვილი. აზრის გამოთქმისას სავარაუდოდ არ ჩანს მამის გავლენა და ზემოქმედება. ბ) ბავშვის განვითარება შეესაბამება ასაკს. მამის მხრიდან იღებს საჭირო მზრუნველობას და ყურადღებას, ქცევაზე დაკვირვებით და პროექციული მეთოდების გამოყენებით ჩანს მამასთან ემოციური მიჯაჭვულობა, შესაძლებელია რადიკალურმა ცვლილებებმა ცუდად იმოქმედოს ბავშვის საერთო მდგომარეობაზე. გ) ბავშვი კარგად გრძნობს თავს ახალ გარემოში, ხალისით საუბრობს იმის შესახებ რომ მამასთან ერთად დადის სასეირნოდ, ზღვაზე, ატრაქციონებზე, სათევზაოდ. ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ბავშვის ასეთი განწყობა და დამოკიდებულება მამასთან კომფორტულ მდგომარეობაზე მიუთითებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები, დასკვნა (ს.ფ. 293-295).
3.2.10. მცირეწლოვანი ს------ ი-–---- ამჟამად მამასთან ერთად ცხოვრობს ქ. ბათუმში. აქვს კარგი საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო პირობები. საცხოვრებელს აქვს კეთილმოწყობილი ეზო, ნახევრად ღია აივანი, ეზოში დაცულია არასრულწლოვნის უსაფრთხოება. ს------ ი-–--- აქვს ასაკის და სეზონის შესაბამისი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, პირადი ნივთები, ასაკის შესაბამისი წიგნები, დიდი რაოდენობის სათამაშოები. ს------ ი-–---- სათანადო მნიშვნელობას ანიჭებს შვილის მოვლა-მეთვალყურეობის საკითხებს, არასრულწლოვანის კვების რაციონს და ინტერვალს, ზრუნავს შვილის კვებასა და ჰიგიენაზე, ჯანმრთელობაზე, განათლებაზე. არასრულწლოვან ს------ ი-–--- აქვს ურთიერთობა თანატოლებთან, მეგობრებთან. მამასთან ერთად მონაწილებს სხვადასხვა აქტივობებში.
3.2.11. ს------ ი-–---- გეგმავს ქ. ბათუმში ცხოვრების გაგრძელებას. ამჟამად მიმდინარეობს საბავშვო ბაღის შერჩევა. მცირეწლოვანი ს------ ი-–---- სწავლობს ქართულ ენას კომპიუტერით. ს------ ი-–----- იცის ფერები, ციფრები. ს------ ი-–----ს გადმოცემით ის მუდმივად იმყოფება შვილის გვერდით, მცირე დროითაც არ ტოვებს მეთვალყურეობის გარეშე. მას აქვს სტაბილური შემოსავალი, ქ. ბათუმში თვეში 2000– 2500 ლარს ხარჯავს საჭიროებისამებრ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოციალური მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 256-259);
- მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლოს სხომის ოქმი).
3.2.12. დადგენილია, რომ ვ---------- ი-–----ს დედის - პ------–---–--- ვ--–------- ეგოროვნას 2017 წლის 01 მარტის განცხადების საფუძველზე ქ. შ--–----ს შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების მიერ ჩატარდა შემოწმება და განცხადებაში მითითებული ფაქტები ნაწილობრივ დადასტურდა. მოქალაქე ი-–---- ვ.ს. ჩაუტარდა პროფილაქტიკური სახის საუბარი ანტისაზოგადოებრივი ცხოვრების წესის დაუშვებლობაზე, ალკოჰოლური სასმელების შესახებ, მშობლის მოვალეობების შესრულების აუცილებლობაზე. გაცნობილ და გაფრთხილებულ იქნა მშობლის მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. შკლოვის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების უფროსის წერილი (ს.ფ. 153-155);
- მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლოს სხომის ოქმი).
3.2.13. ს------ ი-–----- 2017 წლის 12 აპრილს წამოიყვანა მცირეწლოვანი ს------ ი-–---- მასთან, იმის შემდეგ, რაც მცირეწლოვანი ს------ ი-–---- სავაჭრო ცენტრში მეთვალყურეობის გარეშე მიატოვა დედამ - ვ---------- ი-–---მ, არ ზრუნავდა შვილის ჯანმრთელობაზე, არ დაჰყავდა საბავშვო ბაღში. 2017 წლის 12 აპრილის შემდეგ ს------ ი-–---- შვილთან – ს------ ი-–------- ერთად იმყოფებოდა სანატორიუმში (ბავშვთა ფსიქიატრიული ცენტრი) გარკვეული პერიოდი, სადაც ბავშვთან სამედიცინო რეკომენდაციის მიხედვით მუშაობდნენ ფსიქიატრი, ლოგოპედი, ფსიქოლოგი.
3.2.14. ს------ ი-–----ს განმარტებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ყოფილი მეუღლე – ვ---------- ი-–---- არის ერთ-ერთი სექტის წევრი, რომლის ხელმძღვანელი არის ექსტრასენსი მ----- კ------. სწორედ ამ პიროვნებასთან ნაცნობობის შემდეგ დაეწყოთ ს------ და ვ---------- ი-–----- ოჯახური კონფლიქტები. ს------ს გადმოცემით, მცირეწლოვანი ს------ ი-–--- იცნობს ამ პიროვნებას. არსებობს ფაქტები, როდესაც მცირეწლოვან ს------ ი-–--- კეტავდნენ ცალკე ოთახში, ძალადობდნენ ფიზიკურად, მცირეწლოვანი იმყოფებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოციალური მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 256-259);
- მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლოს სხომის ოქმი).
3.2.15. მამამ, ს------ ი-–-----, საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება ამჟამად განხილვის პროცესშია და თავშესაფრის პროცედურის განმავლობაში თავშესაფრის მაძიებელი არ უნდა იყოს რაიმე ფორმით დაბრუნებული ან გაძევებული წარმოშობის ქვეყანაში ან იმ ქვეყნის საზღვარზე, სადაც მისი სიცოცხლე ან თავისუფლება დადგება საფრთხის ქვეშ მისი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მოსაზრებების გამო. დადგენილია, რომ მამა-შვილი ილიინები ამჟამად თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მქონე პირები არიან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავშესაფრის მაძიებლის ცნობა (ს.ფ. 281-282);
- სამახსოვრო ბარათი დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის შესახებ (ს.ფ. 283).
- მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლოს სხომის ოქმი).
3.2.16. არასრულწლოვანი ს------ ი-–---- იმყოფება კანონიერ წარმომადგენელთან - მამასთან ს------ ი-–-------. მცირეწლოვანი ს------ ი-–---- მამასთან თავს გრძნობს კომფორტულად, რომელიც მაქსიმალურად იცავს მცირეწლოვანი შვილის უფლებებს. ს------ ი-–---- აქვს მშობლისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, მაქსიმალურად ცდილობს მცირეწლოვანი ს------ ი-–---- არ იმყოფებოდეს სტრესულ გარემოში.
მცირეწლოვან ს------ ი-–----ს დედას აქვს შვილთან შეუზღუდავი ურთიერთობა ინტერნეტის საშუალებით. ვიზიტის დროს სოციალური მუშაკი ესწრებოდა ს------ ი-–----ა და დედის საუბარს. თავდაპირველად ბავშვს არ უნდოდა დედასთან საუბარი, მაგრამ ს------ ი-–---- (მამა) თხოვნის შემდეგ დედა-შვილის საუბარი შედგა რამდენიმე წუთით. ს------ ი-–---- გადმოცემით, თავად არის ინიციატორი ყოველდღიურად ჰქონდეს დედა-შვილს ერთმანეთთან საუბრები.
სოციალური მუშაკის დასკვნის თანახმად, არასრულწლოვანის გამგზავრება ბელორუსიაში ამ ეტაპზე იქნება უფრო მეტად მატრავმირებელი (კონკრეტული ფაქტების გათვალისწინებით), ვიდრე საქართველოში დარჩენა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მცირეწლოვანი ს------ ი-–---, მამასთან ერთად რამდენიმე თვეა იმყოფება ქ. ბათუმში, ჯერ კიდევ ეჩვევა ახალ გარემოს. სასურველია მიღებული იქნეს ისეთი გადაწყვეტილება, რაც საფრთხეს არ შეუქმნის არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას. სასურველია მცირეწლოვანი ს------ ი-–---- შემზადება მოსალოდნელი ცვლილებებისათვის. აღსანიშნავია, რომ მშობლებმა დავა უნდა გადაწყვიტონ ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, თავდაპირველად, სასურველია შეეცადონ ურთიერთობების მოწესრიგებას და მორიგებას, ბავშვი უნდა იზრდებოდეს ჯანსაღ და მზრუნველ გარემოში, სათანადოდ უნდა ზრუნავდნენ მის ჯანმრთელობაზე, კვებაზე, ჰიგიენაზე, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე, არ უნდა განიცდიდეს ფსიქოლოგიურ და ემოციურ ძალადობას, დაცული უნდა იყოს არასრულწლოვანის უფლებები, მცირეწლოვანს უნდა ჰქონდეს ურთიერთობა როგორც მშობლებთან, ასევე მშობლების ნათესავებთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის 14.09.2018წ. დასკვნა (იხ. ს.ფ. 256-259);
- მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
- მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.17. სასამართლომ გამოჰკითხა არასრულწლოვანი ს------ ი-–---- სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მონაწილეობით, რა დროსაც ბავშვმა კატეგორიული უარი განაცხადა ბელარუსის რესპუბლიკაში დედასთან დაბრუნებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მცირეწლოვან ს------ ი-–----ს განმარტებები (იხ. 2018 წლის 09 ოქტომბრის სასამართლოს სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვ---------- ი-–----ს უარი უნდა ეთქვას მცირეწლოვანი ს------ ი-–----ს ბელარუსის რესპუბლიკაში საცხოვრებლად დაბრუნების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ’’ 1980 წლის 25 ოქტომბრის ჰააგის კონვენციის პრეამბულა, მე-13 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35116-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, „ბავშვის უფლებათა კონვენციის’’ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-9 მუხლის პირველი პუნქტი, მე-18 მუხლის პირველი პუნქტი
6. სამართლებრივი შეფასება
„ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ” კონვენციის პრეამბულაში კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოების მიზანს წარმოადგენს, უზრუნველყონ ბავშვის საერთაშორისო დაცვა მათი არამართლზომიერი გადაადგილების ან დაკავების მავნე შედეგებისაგან და დაადგინონ პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ სწორად დაბრუნებას მათი ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში და აგრეთვე იძლევიან ურთიერთობის უფლებათა დაცვის გარანტიას. ამავდროულად, კონვენციის პრეამბულაშივე ხაზგასმით მითითებულია ბავშვების ინტერესების უმთავრეს მნიშვნელობაზე. ამდენად, ივარაუდება, რომ კონვენციით მოწესრიგებული ის პროცედურები, რომლებიც ხელს უწყობს არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის სწრაფ დაბრუნებას ჩვეულ საცხოვრებელ ადგილზე და მეურვეობის უფლებათა ეფექტიანად განხორციელებას, ემსახურება მხოლოდ ბავშვის ინტერესების დაცვას.
კონვენცია ემსახურება რა ბავშვების საერთაშორისო გატაცების ფაქტების აღკვეთას, ამავდროულად კონვენციის უმთავრესი მიზანი სწორედ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების დაცვაა. აღნიშნულით კონვენცია განიხილება როგორც ბავშვთა უფლებების დამცველი და არა გატაცებული ბავშვის მშობლის უფლებების დამცველი, ანუ ბავშვის გატაცებისას უპირველესად დაზარალებულია ბავშვი, რომელიც ტრავმირებულია ჩვეული გარემოდან უცხო სამყაროში მოხვედრით და მშობლებთან (მშობელთან) დაცილებით.
კონვენცია არეგულირებს რა ბავშვთა გატაცების სამოქალაქო ასპექტებს, უდავოა, რომ კონვენციის ფარგლებში განსახილველ ყველა ფაქტს საფუძვლად უდევს მართლსაწინააღმდეგო, უკანონო ქმედება - ბავშვის გატაცება, უკანონო გადაადგილება. არც ის წარმოადგენს სადავოს, რომ ასეთი უკანონო ქმედება უნდა აღიკვეთოს, მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ არის იგი ჩადენილი, თუმცა კონვენციისათვის მნიშვნელოვანს და, მოცემულ დავასთან დაკავშირებით, არსებითს წარმოადგენს, რომ უკანონო ქმედების - ბავშვის გატაცების აღკვეთას მოჰყვეს ბავშვის უფლებების დაცვით მისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. სწორედ ამიტომაც ადგენს დასახელებული კონვენცია გამონაკლისებს ბავშვის დაბრუნებასთან მიმართებით, კერძოდ, კონვენციის მე-13 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული არ არის, გასცეს განკარგულება ბავშვის თაობაზე, თუკი პირი, დაწესებულება ან სხვა ორგანო, რომელიც მის დაბრუნებას ეწინააღმდეგება, დაადგენს, რომ არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ მისი დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის, ან სხვაგვარად ჩააყენებს ბავშვს აუტანელ მდგომარეობაში.
ასეთივე შინაარსის ნორმას შეიცავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35116-ე მუხლი, რომლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია უარი თქვას არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებაზე, თუ არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ გარემო, რომელშიც ბავშვი დაბრუნების შემთხვევაში აღმოჩნდება, მას ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის საფრთხეს შეუქმნის ან სხვაგვარად ჩააყენებს მას გაუსაძლის მდგომარეობაში.
ამდენად, აღნიშნული ნორმებით დადგენილი გამონაკლისი ეფუძნება ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებას და მიზნად ისახავს მის დაცვას ფიზიკური თუ ფსიქიკური საფრთხის წინაშე ან აუტანელ მდგომარეობაში აღმოჩენისაგან.
„ბავშვის უფლებათა კონვენციის’’ მე-6 მუხლის მეორე პუნქტით მონაწილე სახელმწიფოები შესაძლებლობისამებრ მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნებასა და ჯანსაღ განვითარებას, ხოლო ამავე კონვენციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების თანახმად, მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. მოცემულ დავაში ბავშვის - მცირეწლოვანი ს------ ი-–----ს დაცვის ჭეშმარიტი ინტერესი მისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნაა, რაც მშობლების და ამავდროულად სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების უმთავრესი ზრუნვის საგანს წარმოადგენს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ვ---------- ი-–---- არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ს------ ი-–------- და ერთად ცხოვრობდნენ 2012 წლიდან 2016 წლის აგვისტომდე. მხარეებს ჰყავთ საერთო შვილი ს------ ი-–----, დაბადებული 2----–-–------------–-. ვინაიდან მხარეებს შორის ურთიერთობა ვერ შედგა, მოსარჩელე ვ---------- ი-–---- არასრულწლოვან ბავშვთან ერთად 2016 წლის აგვისტოში საცხოვრებლად გადავიდა დედამისთან, მისამართზე: მ-----–-----ს ოლქი, ქ. შ--–----, დ------------- ქ. N15. 2017 წლის 12 აპრილს მოპასუხე ს------ ი-–---- წამოიყვანა მცირეწლოვანი ს------ ი-–--- თავისთან და მას შემდეგ, რაც ს------ ი-–---- განმარტებით, მცირეწლოვანი ს------ ი-–--- სავაჭრო ცენტრში მეთვალყურეობის გარეშე მიატოვა დედამ - ვ---------- ი-–---მ, არ ზრუნავდა შვილის ჯანმრთელობაზე, არ დაჰყავდა საბავშვო ბაღში. 2017 წლის 12 აპრილის შემდეგ ბავშვი იმყოფება მამასთან.
2017 წლის 28 ნოემბერს ქ. მინსკის პერვომაისკის რაიონის სასამართლომ საქმეზე N2-3110/2017, გამოიტანა გადაწყვეტილება და არასრულწლოვანის ს------ ს------ს ძე ი-–----ს საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრა დედამისის ვ---------- ი-–----ს საცხოვრებელი ადგილი. 2018 წლის 2 თებერვალს ქ. მინსკის პერვომაისკის რაიონის სასამართლომ საქმეზე N2-206-2018 მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც დაწესდა არასრულწლოვან ს------ ს------ს ძე ი-–----ს 2--------- წელს დაბადებულის, რესპუბლიკა ბელარუსის საზღვარგარეთ გასვლის განსაკუთრებული წესი, კერძოდ, მამას ს------ ე------ ძე ი-–---- არასრულწლოვნის საზღვარგარეთ გაყვანის ნება დაერთო მხოლოდ დედის, ვ---------- ი-–----ს წერილობითი თანხმობით. მაგრამ აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის არასრულწლოვან ს------ ს------ს ძე ი-–---- უკვე დატოვებული ჰქონდა ბელარუსის რესპუბლიკის საზღვრები 2016 წლის 15 ივნისის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის მეშვეობით. ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არასრულწლოვანმა ს------ ს------ს ძე ი-–----- მართლზომიერად დატოვა ბელარუსის რესპუბლიკის საზღვრები.
მაშასადამე, მცირეწლოვანი ს------ ი-–---- წარმოადგენს „ბავშვთა საერთაშორისო გატაცემის შესახებ“ კონვენციის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად დაკავებულ ბავშვს, რადგანაც ბავშვის მამა - ს------ ი-–---- უარს ამბობს მის ბელარუსის რესპუბლიკაში დაბრუნებაზე.
დადგენილია ასევე, რომ მეუღლეებს შორის არის დაძაბული, კონფლიქტური ურთიერთობა, რის გამოც ს------ ი-–---- შვილთან – ს------ ი-–------- ერთად იმყოფებოდა სანატორიუმში (ბავშვთა ფსიქიატრიული ცენტრი) გარკვეული პერიოდი, სადაც ბავშვთან სამედიცინო რეკომენდაციის მიხედვით მუშაობდნენ ფსიქიატრი, ლოგოპედი, ფსიქოლოგი.
მცირეწლოვანი ს------ ი-–---- ამჟამად მამასთან ერთად ცხოვრობს ქ. ბათუმში. აქვს კარგი საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო პირობები. მამა სათანადო მნიშვნელობას ანიჭებს შვილის მოვლა-მეთვალყურეობის საკითხებს, არასრულწლოვანის კვების რაციონს და ინტერვალს, ზრუნავს შვილის კვებასა და ჰიგიენაზე, ჯანმრთელობაზე, განათლებაზე. არასრულწლოვან ს------ ი-–--- აქვს ურთიერთობა თანატოლებთან, მეგობრებთან. მამასთან ერთად მონაწილებს სხვადასხვა აქტივობებში. ს------ ი-–--- გეგმავს ქ. ბათუმში ცხოვრების გაგრძელებას. მას აქვს სტაბილური შემოსავალი. გამოკვლევის პროცესში გამოვლინდა, რომ ს------ს აქვს ემოციური მიჯაჭვულობა მამასთან. ბავშვი კარგად არის მამის გარემოსთან ადაპტირებული და შესაძლებელია მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის არ იყოს მზად.
არასრულწლოვანი ს------ ი-–---- იმყოფება კანონიერ წარმომადგენელთან - მამასთან ს------ ი-–-------. მცირეწლოვანი ს------ ი-–---- მამასთან თავს გრძნობს კომფორტულად, რომელიც მაქსიმალურად იცავს მცირეწლოვანი შვილის უფლებებს. ს------ ი-–--- აქვს მშობლისთვის აუცილებელი უნარჩვევები, მაქსიმალურად ცდილობს მცირეწლოვანი ს------ ი-–---- არ იმყოფებოდეს სტრესულ გარემოში. მცირეწლოვან ს------ ი-–----ს დედას აქვს შვილთან შეუზღუდავი ურთიერთობა ინტერნეტის საშუალებით.
სოციალური მუშაკის დასკვნის თანახმად, არასრულწლოვანის გამგზავრება ბელორუსიაში ამ ეტაპზე იქნება უფრო მეტად მატრავმირებელი (კონკრეტული ფაქტების გათვალისწინებით), ვიდრე საქართველოში დარჩენა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მცირეწლოვანი ს------ ი-–----, მამასთან ერთად რამდენიმე თვეა იმყოფება ქ. ბათუმში, ჯერ კიდევ ეჩვევა ახალ გარემოს. სასურველია მიღებული იქნეს ისეთი გადაწყვეტილება, რაც საფრთხეს არ შეუქმნის არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას. სასურველია მცირეწლოვანი ს------ ი-–----ს შემზადება მოსალოდნელი ცვლილებებისათვის. აღსანიშნავია, რომ მშობლებმა დავა უნდა გადაწყვიტონ ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, თავდაპირველად, სასურველია შეეცადონ ურთიერთობების მოწესრიგებას და მორიგებას, ბავშვი უნდა იზრდებოდეს ჯანსაღ და მზრუნველ გარემოში, სათანადოდ უნდა ზრუნავდნენ მის ჯანმრთელობაზე, კვებაზე, ჰიგიენაზე, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე, არ უნდა განიცდიდეს ფსიქოლოგიურ და ემოციურ ძალადობას, დაცული უნდა იყოს არასრულწლოვანის უფლებები.
სასამართლომ გამოჰკითხა არასრულწლოვანი ს------ ი-–---- სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მონაწილეობით, რა დროსაც ბავშვმა კატეგორიული უარი განაცხადა ბელარუსის რესპუბლიკაში დედასთან დაბრუნებაზე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მცირეწლოვანი ს------ ი-–----ს ბელარუსის რესპუბლიკაში იძულებითი დაბრუნება მიზანშეწონილი არ არის, რადგან მზრუნველობისა და მეურვეობის ორგანომ, რომელიც ბავშვის ინტერესების დასაცავად იქნა ჩაბმული საქმეში, დაადგინა, რომ არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ მისი დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის, ან სხვაგვარად ჩააყენებს ბავშვს აუტანელ მდგომარეობაში. მცირეწლოვანი ს------ ი-–----ს ბელარუსის რესპუბლიკაში დაბრუნება ეწინააღმდეგება მის უპირატეს ინტერესებს, ვინაიდან განვითარების სწორედ არსებულ ეტაპზე ეყრება საფუძველი ბავშვის პიროვნულ ჩამოყალიბებას, რა დროსაც მამასთან - პირთან, რომლის მიმართაც ბავშვს აქვს ძლიერი მიჯაჭვულობა, არასაკმარისი სიახლოვე დამღუპველი იქნება და უარყოფითად იმოქმედებს ინდივიდის ცხოვრების ფორმირებაზე. ასევე დადგენილია, რომ ბავშვმა ბელარუსის რესპუბლიკაში მშობლების კონფლიქტის გამო მიიღო ფსიქოტრავმა. ამასთან, ბავშვი ამჟამად თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით სარგებლობს, რაც თავშესაფრის პროცედურის განმავლობაში გამორიცხავს რაიმე ფორმით დაბრუნებას წარმოშობის ქვეყანაში.
საქმის განხილვის შედეგად არ დადასტურდა მოსარჩელე ვ---------- ი-–----ს მიერ ბავშვის დაბრუნების შესახებ განცხადებაში მითითებული გარემოებები მასზედ, რომ ილიინ ს.ე. ატყუებს ხელისუფლების ორგანოებს, ინფორმაციას აყალბებს, შვილს აშინებს, რომ მას დედა წაიყვანს, ცუდად მოექცევა, სცემს, რომ შვილმა თქვას, რომ მას არ სურს დედასთან ცხოვრება. ასევე არ დადასტურდა და მთლიანად გამოირიცხა, რომ ს------ ი-–---- მორალურ ზეწოლას ახდენს შვილზე და მას ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებს. პირიქით, დადგენილი იქნა, რომ არასრულწლოვანის გამგზავრება ბელორუსიაში ამ ეტაპზე იქნება უფრო მეტად მატრავმირებელი, ვიდრე საქართველოში დარჩენა, რადგან მცირეწლოვანი ს------ ი-–---- არაა მზად მოსალოდნელი ცვლილებებისათვის.
ყოველივე ზემოხსენებულისა და იმის გათვალისწინებით, რომ „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ” კონვენციის არსებობის მთავარი მიზანია უპირატესად და უპირველესად დაცულ იქნეს ბავშვის ინტერესი, იცხოვროს მისთვის უსაფრთხო, მშვიდ, შესაფერის გარემოში და შესაბამისად, კონვენციით დავის რეგულირებისას სწორედ ეს შედეგი უნდა იქნეს მიღწეული, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა აღნიშნული კონვენციის მე-13 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35116-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35118 მუხლის თანახმად, განმცხადებელი თავისუფლდება პროცესის ხარჯების ანაზღაურებისაგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეზე 2018 წლის 29 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიღო ბრძანება ბავშვის გადაადგილების შეზღუდვის შესახებ, კერძოდ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აეკრძალა მამას - ს------ ე------ ძე ი-–--- (დაბ. 1---------წ. პ/ნ 3-------------) არასრულწლოვანი ს------ ს------ს ძე ი-–---- (დაბ. 2---------წ. პ/ნ 7-------------) საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანა;
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს ბავშვის გადაადგილების შეზღუდვის საჭიროება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 247-ე-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით, 3519-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ვ---------- ი-–----ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს ბრძანება არასრულწლოვანი ს------ ს------ს ძე ი-–----ს (დაბ. 2---------წ. პ/ნ 7-------------) გადაადგილების შეზღუდვის შესახებ.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ორი კვირის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4-5 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ციცინო მოსიძე