სასამართლო უფლებამოსილია უარი თქვას არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებაზე, თუ:
ა) ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების თარიღიდან შესაბამისი განცხადების ან სარჩელის წარდგენის მომენტამდე 1 წელზე მეტია გასული და იგი ინტეგრირებულია ახალ გარემოში;
ბ) პირი ან ორგანო, რომელიც ბავშვის დაბრუნებას ითხოვს, ბავშვის საქართველოში არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების მომენტისათვის რეალურად არ ახორციელებდა მეურვეობას ანდა დაეთანხმა ან მოგვიანებით შეეგუა ბავშვის ასეთ გადაადგილებას/დაკავებას;
გ) ბავშვის ასაკი, მისი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გათვალისწინებულ იქნეს მისი აზრი, და იგი ცალსახად უარს აცხადებს დაბრუნებაზე;
დ) არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის ანდა სხვაგვარად ჩააყენებს აუტანელ მდგომარეობაში.
საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №4869 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.
საქართველოს 2020 წლის 10 ივნისის კანონი №6054 – ვებგვერდი, 19.06.2020