განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.02.2018
საქმის ნომერი
330211017001997906
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
08.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/6078-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

08 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ანა გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ქ------- დუგლაძე, ლევან გვარამია

 

სხდომის მდივანი - ოთარ ბუკია

 

პირველი აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - ფ----- გ------ ფ----------ი;

წარმომადგენელი - გ------ი ჟ-------–---–ი;

 

შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი (მოწინააღმდეგე მხარე) - ქ------- ჯ-–--–---–ი;

წარმომადგენელი - ე-----------------ე;

 

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო;

 

დაინტერესებული პირი - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - არამართლზომიერად გადაადგილებული და დაკავებული არასრულწლოვანის ესპანეთში დაბრუნება

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

აპელანტ - ფ----- გ------ ფ----------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

 

1.1. შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა

 

აპელანტ - ქ------- ჯ-–--–---–ის შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - მოპასუხისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში გაღებული საადვოკატო მომსახურების ხარჯი - 1180 ლარისა და დოკუმენტაციის თარგმანის ხარჯი - 85 ლარის დაკისრება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ფ----- გ------ ფ----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. ესპანეთის მოქალაქე, ფ----- გ------ ფ----------ი და საქართველოს მოქალაქე, ქ------- ჯ-–--–---–ი დაქორწინდნენ 2015 წლის 2--------–ს, რაც დარეგისტრირდა კანონით დადენილი წესით. დაქორწინების შემდეგ, მხარეები ცხოვრობდნენ ესპანეთში.

 

2.2. მხარეებს, თანაცხოვრების პერიოდში, 2016 წლის 1------------–ს, ესპანეთში, ქალაქ მადრიდში, შეეძინათ შვილი ნ-----–-ს გ------ ჯ-–--–---–ი, რომელიც არის როგორც საქართველოს, ასევე, ესპანეთის მოქალაქე. არასრულწლოვანი დაბადებიდან 2016 წლის მაისის თვემდე, იზრდებოდა მშობლებთან, ფ----- გ------ ფ----------თან და ქ------- ჯ-–--–---–თან ესპანეთის სამეფოში, ქალაქ მადრიდში; საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 1---------ს ბრძანებულებით, ნ-----–-ს გ------ ჯ-–--–---–ს, ესპანეთის სამეფოს მოქალაქეს აგრეთვე მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა.

 

2.3. ქ------- ჯ-–--–---–ი და ფ----- გ------ ფ----------ი არასრულწლოვან შვილთან, ნ-----–-ს გ------ ჯ-–--–---–თან ერთად საქართველოში ჩამოვიდნენ 2016 წლის 2-------. მითითებული პერიოდიდან მოპასუხე ქ------- ჯ-–--–---–ი არასრულწლოვან შვილთან ერთად უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში. არასრულწლოვანი 2016 წლის 0-----------ს მოინათლა საქართველოში.

 

2.4. არასრულწლოვანის მამა, ფ----- გ------ ფ----------ი 2016 წლის სექტემბრის თვეში დაბრუნდა ესპანეთის სამეფოში. იგი მუდმივად ცხოვრობს ესპანეთში, ქალაქ მადრიდში.

 

2.5. ქ------- ჯ-–--–---–ი 2010 წლის 01 ოქტომბრის ბრძანებით ჩაირიცხა სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტოროს პროგრამაზე. მას 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან, N------ ბრძანების საფუძველზე მიეცა აკადემიური შვებულება, საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლის გამო. მასვე, 2016 წლის 1-------------ს N------- ბრძანების საფუძველზე, 2016-2017 ს/წ შემოდგომის სემესტრიდან აღუდგა სტუდენტის სტატუსი.

 

2.6. მოპასუხე ქ------- ჯ-–--–---–ი, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, 2005 წლიდან რეგისტრირებულია მისამართზე - ქ. თბილისი, ლ-----------ს ქ. N--.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.7. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისის სერვის ცენტრის 2017 წლის 1-----------ს დასკვნით, მოპასუხე ქ------- ჯ-–--–---–ი მამის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში ცხოვრობს მამასთან დ----- ჯ-–--–---–თან, დედასთან, მ----ა კ------------ესთან და შვილთან ნ-----–-ს გ------ ჯ-–--–---–თან ერთად მისამართზე: ქ. თბილისი, ლ-----------ს ქ. N--. ოჯახის ყველა წევრი პრაქტიკულად ჯანმრთელია. ნ-----–-ს გ------ ჯ-–--–---–ი აღირცხვაზე იმყოფება პირველადი ჯანდაცვის ცენტრში ქ. თბილისში, ,,მ-----------–ში“. მას ამ დროისათვის ყველა სავალდებულო აცრა აქვს ჩატარებული. სახლი, სადაც ოჯახი ცხოვრობს, წარმოადგენს 6 ოთხიან ბინას. ოჯახში შეინიშნებოდა პირად ჰიგიენაზე ზრუნვა. სახლი აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთით. ბავშვს აქვს საკუთარი საწოლი და სათამაშოები. ოჯახის ყველა წევრი დასაქმებულია და აქვთ ყოველთვიური შემოსავალი.

 

2.8. მოპასუხე ქ------- ჯ-–--–---–ი დასაქმებულია კომპანია ,,ე-----”-ში საერთაშორისო პროდუქტების მენეჯერად და აქვს სტაბილური მატერიალური შემოსავალი.

 

2.9. ფ----- გ------ ფ----------ი და ქ------- ჯ-–--–---–ი განქორწინებულები არ არიან და უფლებამოსილ ორგანოს მიერ ესპანეთში ან/და საქართველოში არასრულწლოვანი ნ-----–-ს გ------ ჯ-–--–---–ის საცხოვრებელი ადგილი განსაზღვრული არ არის.

 

2.10. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი ნ-----–-ს გ------ ჯ-–--–---–ი ერთ წელზე მეტია, მუდმივად ცხოვრობს დედასთან ერთად მოპასუხის ოჯახში საქართველოს ტერიტორიაზე. მას ამ პერიოდის განმავლობაში საცხოვრებელი ადგილი არ შეუცვლია. არასრულწლოვანი ნ-----–-ს გ------ ჯ-–--–---–ი არ წარმოადგენს ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების შესახებ“ კონცენციის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად დაკავებულ ბავშვს. არ არსებობს არასრულწლოვანის ესპანეთის სამეფოში დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან ნ-----–-ს გ------ ჯ-–--–---–ი ადაპტირებულია გარემოში, სადაც მასზე ზრუნვა ხორციელდება დედის, ქ------- ჯ-–--–---–ის და ამ უკანასკნელის ოჯახის წევრების მიერ და არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ ესპანეთში დაბრუნება ბავშვს დედასთან არსებული პოზიტიური მიჯაჭვულობიდან გამომდინარე, შეუქმნის ფსიქოლოგიურ საფრთხეს, რაც ეწინააღმდეგება ჰააგის კონვენციის მიზნებს.

 

2.11. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის თანახმად, რომელიც ემყარება საქმეში არსებულ მასალებს, მის მიერ ჩატარებულ კვლევას, არასრულწლოვანი ნ-----–-ს გ------ ჯ-–--–---–ი დედის, ქ------- ჯ-–--–---–ის ოჯახში კარგად გრძნობს თავს. მას ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი. ბავშვის ასაკიდან გამომდინარე, მისი ესპანეთში დაბრუნება და დედასთან განშორება უარყოფით გავლენას მოახდენს არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. მცირე ასაკის გათვალისწინებით, ჩვეული გარემოსა და დედისგან მოცილება ბავშვისათვის იქნება მატრავმირებელი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.12. ესპანეთის მოქალაქე, ფ----- გ------ ფ----------ი და საქართველოს მოქალაქე, ქ------- ჯ-–--–---–ი დაქორწინდნენ 2015 წლის 2--------–ს, რაც დარეგისტრირდა კანონით დადენილი წესით. დაქორწინების შემდეგ, მხარეები ცხოვრობდნენ ესპანეთში 2016 წლის მაისის თვემდე. თანაცხოვრების პერიოდში, 2016 წლის 1------------–ს, ესპანეთში, ქალაქ მადრიდში შეეძინათ შვილი ნ-----–-ს გ------ ჯ-–--–---–ი, რომელიც არის როგორც საქართველოს, ასევე, ესპანეთის მოქალაქე; არასრულწლოვანი დაბადებიდან 2016 წლის მაისის თვემდე, იზრდებოდა მშობლებთან, ფ----- გ------ ფ----------თან და ქ------- ჯ-–--–---–თან ესპანეთის სამეფოში, ქალაქ მადრიდში. არასრულწლოვან ნ-----–-ს გ------ ჯ-–--–---–ს საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 1---------ს ბრძანებულების საფუძველზე მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. არასრულწლოვანისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე შეთანხმება მოხდა მშობლების ერთობლივი თანხმობით.

 

სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ ქ------- ჯ-–--–---–ი, ფ----- გ------ ფ----------ი და არასრულწლოვანი ნ-----–-ს გ------ ჯ-–--–---–ი 2016 წლის 2------- ჩამოვიდნენ საქართველოში. 2016 წლის სექტემბრის თვეში, ფ----- გ------ ფ----------ი დაბრუნდა ესპანეთის სამეფოში, ქალაქ მადრიდში მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილას. 2016 წლის მაისის თვიდან, მოპასუხე ქ------- ჯ-–--–---–ი არასრულწლოვან შვილთან ერთად უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში. არასრულწლოვანი 2016 წლის 0-----------ს, მხარეთა შეთანხმებით მოინათლა საქართველოში.

 

,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ კონცენციის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საერთაშორისო დაცვა მათი არამართლზომიერი გადაადგილების ან დაკავების მავნე შედეგებისაგან, რომელიც ემსახურება ბავშვის საერთაშორისო გატაცების ფაქტების აღკვეთას, მათი ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში უსაფრთხო, დროული და სწორად დაბრუნების თვალსაზრისით, თუმცა აღნიშნული პროცედურების განხორციელება, უპირველესაც ეფუძნება ბავშვის ინტერესების უზენაესობას - სადავო საკითხი გადაწყვეტილი იქნეს ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით - რომელიც გულისხმობს მის უფლებას არ აღმოჩნდეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური საფრთხის წინაშე, ან აუტანელ მდგომარეობაში.

 

საქმეში წარმოდგენილი, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის თანახმად, რომელიც ემყარება საქმეში არსებულ მასალებს, მის მიერ ჩატარებულ კვლევას, არასრულწლოვანი ნ-----–-ს გ------ ჯ-–--–---–ი დედის, ქ------- ჯ-–--–---–ის ოჯახში კარგად გრძნობს თავს. მას ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი. სოციალური სამსახურის შეფასებით, მოპასუხე ქ------- ჯ-–--–---–ი მამის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში ცხოვრობს მამათან დ----- ჯ-–--–---–თან, დედასთან, მ----ა კ------------ესთან და შვილთან ნ-----–-ს გ------ ჯ-–--–---–თან ერთად მისამართზე თბილისი, ლ-----------ს ქ. N--. ოჯახის ყველა წევრი პრაქტიკულად ჯანმრთელია. ნ-----–-ს გ------ ჯ-–--–---–ი აღირცხვაზე იმყოფება პირველადი ჯანდაცვის ცენტრში ქ. თბილისში, ,,მ-----------–ში“. მას ამ დროისათვის ყველა სავალდებულო აცრა აქვს ჩატარებული. სახლი, სადაც ოჯახი ცხოვრობს, წარმოადგენს 6 ოთახიან ბინას. ოჯახში შეინიშნებოდა პირად ჰიგიენაზე ზრუნვა. სახლი აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთით. ბავშვს აქვს საკუთარი საწოლი და სათამაშოები. ოჯახის ყველა წევრი დასაქმებულია და აქვს სტაბილური ყოველთვიური შემოსავალი. თავად მოპასუხე მხარე დასაქმებულია კომპანია ,,ე-----“-ში საერთაშორისო პროდუქტების მენეჯერად, თუმცა საქმის მასალების არ დასტურდება მისი შემოსავლის ოდენობა.

 

დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ნ-----–-ს გ------ ჯ-–--–---–ის მშობლებმა ერთად, ურთიერთშეთანხმებით, 2016 წლის მაისის თვეში, ესპანეთის სამეფოდან ჩამოიყვანეს საქართველოს ტერიტორიაზე. აღნიშნულთან მიმართებით, მოსარჩელე ფ----- გ------ ფ----------ს პრეტენზია არ გამოუთქვამს და იგი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მისი თანხმობით მოხდა არასრულწლოვანის საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყვანა.

 

"ბავშვის უფლებათა კონვენციის" მე-12 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულება ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ეხება მას. ამასთან ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფოს შესაბამისად. ამავე კონვენციის მე-13 მუხლის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი. მოცემულ შემთხვევაში, არასრულწლოვანი ნ-----–-ს გ------ ჯ-–--–---–ის ასაკის გათვალისწინებით (დაბადების თარიღი 1--------- წელი) შეუძლებელია მისი შეხედულებისა და მოსაზრების მოსმენა განსახილველ საკითხთან მიმართებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, არასრულწლოვანი წარმოადგენს როგორც საქართველოს, ისე ესპანეთის მოქალაქეს, საქმეში არ არის წარმოდგენილი მეუღლეთა განქორწინების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება, ამასთან, განსაზღვრული არ არის არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილი და ბავშვი 2016 წლის მაისის თვიდან ერთ წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში ჩვეულებრივ იმყოფება საქართველოში. აღნიშნულ მსჯელობაზე დაყრდნობით, სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ არასრულწლოვანი ნ-----–-ს გ------ ჯ-–--–---–ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს ესპანეთის სამეფო და 2016 წლის მაისის თვის შემდეგ მოხდა საქართველოში მისი არამართლზომიერად დაკავება.

 

,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ კონცენციის მე-14 მუხლის მიხედვით: იმის დადგენისას, ჰქონდა თუ არა ადგილი არამართლზომიერ გადაადგილებას ან დაკავებას მე–3 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციულ ორგანოებს შეუძლიათ უშუალოდ იხელმძღვანელონ ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოს კანონით და ამ სახელმწიფოში ოფიციალურად აღიარებული თუ არ აღიარებული სასამართლო ან ადმინისტრაციული გადაწყვეტილებებით ისე, რომ არ მიმართონ სპეციალურ პროცედურებს, გათვალისწინებულს ამგვარი კანონის დასადასტურებლად ან საზღვარგარეთ მიღებული გადაწყვეტილებების საღიარებლად, რომლებიც წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებადი იქნებოდა.

 

სასამართლო მის გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვანი ბავშვი მშობლების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე 2016 წლის მაისის თვეში ჩამოყვანილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე და კანონიერი საფუძვლით, სათანადო მზრუნველობის ქვეშ იმყოფება ერთ-ერთი მშობლის, ქ------- ჯ-–--–---–ის საცხოვრებელ ადგილას, მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი არ წარმოადგენს ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების შესახებ“ კონვენციის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად დაკავებულ ბავშვს. საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სადაც გადმოცემულია მხარეების, ფ----- გ------ ფ----------ის და ქ------- ჯ-–--–---–ის საუბარი თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებით (ინტერნეტის მეშვეობით), მოსარჩელე ფ----- გ------ ფ----------ი პრეტენზიას არ გამოთქვამს არასრულწლოვანი შვილის, ნ-----–-ს გ------ ჯ-–--–---–ის დედასთან ერთად საქართველოში ცხოვრების საკითხთან დაკავშირებით და გამოთქვამს სურვილს ბავშვის ნახვისა და მასთან ხშირი ურთიერთობისა. რასაც არ ეწინააღმდეგე მოპასუხე ქ------- ჯ-–--–---–ი და თანახმაა შეძლებისდაგვარად ხელი შეუწყოს მამა-შვილის ურთიერთობას. ამასთან, არ უნდა მიენიჭოს მნიშვნელობა იმ გარემოებას, თუ რა მიზეზით (იქნება ეს სწავლის გაგრძელება თუ სხვა) გადაწყვიტა მოპასუხე მხარემ საქართველოში დარჩენა და არასრულწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრება. ეს უკანასკნელი წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეს და მისი ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო. ,,უკანონოდ დაკავებული“ ბავშვების მოხსენიება გულისხმობს იმ შემთხვევებს, როდესაც ბავშვი არ იმყოფება თავის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას (იმ პირის თანხმობით, რომელიც, როგორც წესი, ახორციელებს მასზე მეურვეობას) და პირი, ვისთანაც იგი იმყოფება, არ აბრუნებს მას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, არ არსებობს სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი იმისა, რომ არასრულწლოვანი ნ-----–-ს გ------ ჯ-–--–---–ი მიჩნეულ იქნეს "ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ" 1980 წლის ჰააგის კონვენციის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად დაკავებულ ბავშვად.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადგენილად იქნებოდა მიჩნეული გარემოება მასზედ, რომ არასრულწლოვანი ნ-----–-ს გ------ ჯ-–--–---–ი წარმოადგენს ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ კონვენციის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად დაკავებულ ბავშვს, არ არსებობს არასრულწლოვანის ესპანეთის სამეფოში დაბრუნების საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35116-ე მუხლის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია უარი თქვას არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებაზე, თუ: ა) ბავშვის გადაადგილებიდან ან დაკავებიდან გასულია ერთ წელზე მეტი და იგი ინტეგრირებულია თავის ახალ გარემოში.

 

დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ნ-----–-ს გ------ ჯ-–--–---–ი ერთ წელზე მეტია მუდმივად ცხოვრობს დედასთან ერთად მოპასუხის ოჯახში საქართველოს ტერიტორიაზე. მას ამ პერიოდის განმავლობაში საცხოვრებელი ადგილი არ შეუცვლია. სოციალური სამსახურის შეფასებით, არასრულწლოვანი ნ-----–-ს გ------ ჯ-–--–---–ი დედის, ქ------- ჯ-–--–---–ის ოჯახში კარგად გრძნობს თავს. მას შექმნილი აქვს ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის ყველანაირი პირობა. ბავშვის ასაკიდან გამომდინარე, მისი ესპანეთში დაბრუნება და დედასთან განშორება უარყოფით გავლენას მოახდენს არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. მნიშვნელოვანია, ბავშვისათვის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და უწყვეტობის უზრუნველყოფა. არასრულწლოვანს დედასთან, ქ------- ჯ-–--–---–თან აქვს ძლიერ მიჯაჭვულობის გრძნობა, რომლის დარღვევაც აუცილებლად უარყოფით გავლენას მოახდენს არასრულწლოვანის სრულფასოვან განვითარებასა და ემოციურ მდგომარეობაზე. მცირეწლოვანი ნ-----–-ს გ------ ჯ-–--–---–ი მიჩვეულია საყოფაცხოვრებო პირობებს და ადაპტირებულია იმ გარემოში, სადაც იმყოფება ერთ წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში. ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვანი ინტეგრირებულია თავის ახალ გარემოში და მისი, დედის გარეშე, ესპანეთის სამეფოში დაბრუნების საფუძველი არ არსებობს. მით უფრო, ბავშვის მამას, ფ----- გ------ ფ----------ს არ აქვს შეზღუდული ბავშვთან ურთიერთობის უფლება.

 

,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ კონვენცია ემსახურება რა ბავშვების საერთაშორისო გატაცების ფაქტების აღკვეთას, ამავდროულად კონვენციის უმთავრესი მიზანი სწორედ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების დაცვაა. მოცემული დავის გადაწყვეტისათვის, მნიშვნელოვანია, რომ უკანონო ქმედების - ბავშვის გატაცების აღკვეთას მოჰყვეს ბავშვის უფლებების დაცვით მისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. კონვენცია ადგენს გამონაკლისებს ბავშვის დაბრუნებასთან მიმართებით, კერძოდ, ზემოაღნიშნული კონვენციის მე-13 მუხლის მიხედვით, მიუხადავად წინამავალი მუხლის დებულებებისა, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული არ არის, გასცეს განკარგულება ბავშვის თაობაზე თუკი პირი, დაწესებულბა ან სხვა ორგანო, რომელიც მის დაბრუნებას ეწინააღმდეგება, დაადგენს, რომ არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ მისი დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის ან სხვაგვარად ჩააყენებს ბავშვს აუტანელ მდგომარეობაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სოციალური მუშაკის დასკვნის და სოციალური სამსახურის წარმომადგენლის განმარტების ერთობლიობაში შეფასებით ასკვნის, რომ ისეთ პირობებში, როდესაც არასრულწლოვანის გადაადგილებიდან გასულია ერთ წელზე მეტი, იგი ადაპტირებულია ახალ გარემოში, სადაც მასზე ზრუნვა ხორციელდება უშუალოდ დედის, ქ------- ჯ-–--–---–ის მიერ, ბავშვს აქვს პოზიტიური მიჯაჭვულობა დედასთან და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი მიუთითებს, რომ ესპანეთის სამეფოში მისი დაბრუნება ამ ეტაპზე იქნება სერიოზული ფსიქოლოგიურად მატრავმირებელი, არ არსებობს ესპანეთში მცირეწლოვნის დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან, გამოიკვეთა სერიოზული რისკი იმისა, რომ ესპანეთში დაბრუნება ბავშვს ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის, რაც ეწინააღმდეგება თავად კონვენციის მიზნებს და ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს და უფლებას - იზრდებოდეს და ვითარდებოდეს უსაფრთხო კეთილსაიმედო და მისთვის ჩვეულ გარემოში.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა "ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ" 1980 წლის ჰააგის კონვენციის შესაბამისად არასრულწლოვანი ბავშვის გერმანიაში დაბრუნებასთან დაკავშირებით (საქმე Nას-967-916-2015, ). აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ განმარტა: „ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების შესაფერისი მიღება“. ბავშვის საუკეთესო ინტერესების კონცეფციის უზენაესობა ყოველთვის გადასწონის მშობლის უფლებასა და ინტერესს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს არამართლზომიერად გადაადგილებული და დაკავებული არასრულწლოვანის ესპანეთში დაბრუნების თაობაზე მოპასუხე ქ------- ჯ-–--–---–ის მიმართ ფ----- გ------ ფერნადესის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. ფ----- გ------ ფ----------ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

არასრულწლოვანი ნ-----–-ს გ------ ჯ-–--–---–ი წარმოადგენს “ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ” კონვენციის საფუძველზე არამართლზომიერად გადაადგილებულ ბავშვს. იგი დედის თავნებობის გამო მოწყვეტილ იქნა მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მდებარეობის ესპანეთში. აღნიშნულის მიზეზი გახდა, დედის სურვილი გაეგრძელებინა ექვსი წლის წინ შეწყვეტილი სწავლა. შესაბამისად, დაირღვა მამის უფლებები. აპელანტი არ ეთანხმება სოციალური მუშაკის დასკვნას, ვინაიდან, იგი შედგენილია სათანადო კვლევის გარეშე. არ გამოკვლეულა ბავშვის მამასთან მიჯაჭვულობა.

 

3.2. ქ------- ჯ-–--–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

სასამართლოს არ უმსჯელია სასამართლოს გარეშე ხარჯებზე, რაც შეეხება ადვოკატის მომსახურებასა და დოკუმენტაციის თარგმანის ხარჯს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე, 53-ე მუხლების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სახეზე იყო მოსარჩელისათვის ზემოდასახელებული ხარჯის დაკისრების საფუძვლები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzari and Giunta v. Italy [GC], nos. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. The United Kingdom, no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI).

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ერთ-ერთ საქმეში - „ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ გაკეთებულ განმარტებაზე: “ ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება, აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს“.

 

დადგენილია, რომ ქ------- ჯ-–--–---–ი, ფ----- გ------ ფ----------ი და არასრულწლოვანი ნ-----–-ს გ------ ჯ-–--–---–ი 2016 წლის 2------- ჩამოვიდნენ საქართველოში. 2016 წლის სექტემბერში, ფ----- გ------ ფ----------ი დაბრუნდა ესპანეთის სამეფოში, ქალაქ მადრიდში მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილას. 2016 წლის მაისიდან, მოპასუხე ქ------- ჯ-–--–---–ი არასრულწლოვან შვილთან ერთად უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში. არასრულწლოვანი 2016 წლის 6----------ს, მხარეთა შეთანხმებით მოინათლა საქართველოში. მოსარჩელე ფ----- გ------ ფ----------ს პრეტენზია არ გამოუთქვამს და იგი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მისი თანხმობით მოხდა არასრულწლოვანის საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყვანა.

 

ამჟამად, არასრულწლოვანი ბავშვი სათანადო მზრუნველობის ქვეშ იმყოფება ერთ-ერთი მშობლის, ქ------- ჯ-–--–---–ის საცხოვრებელ ადგილას. საქმეში წარმოდგენილია ფ----- გ------ ფ----------ისა და ქ------- ჯ-–--–---–ის საუბარი თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებით (ინტერნეტის მეშვეობით), საიდანაც ირკვევა, რომ მოსარჩელე ფ----- გ------ ფ----------ი პრეტენზიას არ გამოთქვამს არასრულწლოვანი შვილის, ნ-----–-ს გ------ ჯ-–--–---–ის დედასთან ერთად საქართველოში ცხოვრების საკითხთან დაკავშირებით და გამოთქვამს სურვილს ბავშვის ნახვისა და მასთან ხშირი ურთიერთობისა. რასაც არ ეწინააღმდეგება მოპასუხე და იგი თანახმაა ხელი შეუწყოს მამა-შვილის ურთიერთობას. ქ------- ჯ-–--–---–ი წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეს და მისი ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილია საქართველო.

 

“ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ” კონვენციის მესამე მე-3 მუხლი განსაზღვრავს ბავშვის გადაადგილების ან დაკავების არამართლზომიერად მიჩნევის კრიტერიუმებს. კერძოდ: ბავშვის გადაადგილება ან დაკავება არამართლზომიერად უნდა ჩაითვალოს, როდესაც: ა) ეს წარმოადგენს დარღვევას მეურვეობის უფლებებისა, მიკუთვნებულისა პირისთვის, დაწესებულებისთვის ან სხვა ორგანოსთვის, ერთობლივად თუ ცალკე, იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, რომელშიც ბავშვი ჩვეულებრივ ცხოვრობდა უშუალოდ გადაადგილებამდე ან დაკავებამდე; და ბ) გადაადგილების ან დაკავების დროისათვის ეს უფლებები რეალურად გამოიყენებოდა, ერთობლივად თუ ცალკე, ანდა ამგვარად გამოყენებული იქნებოდა, რომ არა გადაადგილება ან დაკავება.

 

ზემოთ, ა) ქვეპუნქტში მოხსენიებული მეურვეობის უფლებანი შეიძლება, კერძოდ, წარმოიქმნას კანონის მოქმედების შედეგად, სასამართლო ან ადმინისტრაციული გადაწყვეტილების საფუძველზე, ანდა ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით კანონიერი ძალის მქონე შეთანხმების საფუძველზე.

 

“ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ” კონვენციის ანალიზით, ცხადია, რომ ,,უკანონოდ დაკავებული“ ბავშვი გულისხმობს იმ შემთხვევებს, როდესაც ბავშვი იმ პირის თანხმობით, რომელიც, როგორც წესი, ახორციელებს მასზე მეურვეობას, არ იმყოფება თავის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას და პირი, ვისთანაც იგი იმყოფება, არ აბრუნებს მას, რასაც, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ აქვს.

 

ზემოდასახელებული ცხადყოფს, რომ სახეზე არ არის კონვენციის სუბიექტი, კერძოდ, არასრულწლოვანი ნ-----–-ს გ------ ჯ-–--–---–ი მიჩნეულ ვერ იქნება "ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ" 1980 წლის ჰააგის კონვენციის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად დაკავებულ ბავშვად. პალატა, კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ არასრულწლოვნის საქართველოში შემოყვანა განხორციელდა მართლზომიერად, მშობლების შეთანხმებით და უფრო მეტიც, მოსარჩელეს არასდროს გაუხდია სადავოდ ბავშვის საქართველოში დარჩენა. შესაბამისად, “ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ” კონვენციის ფარგლებში სარჩელს წარმატების პერსპექტივა არ აქვს.

 

4.2. რაც შეეხება შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნას ფ----- გ------ ფ----------ს დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოში გაღებული საადვოკატო მომსახურების ხარჯი - 1180 ლარისა და დოკუმენტაციის თარგმანის ხარჯი - 85 ლარის დაკისრებას, უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის პრინციპებისა და კოდექსის ნორმათა ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობაში განმარტებით სააპელაციო სასამართლო ასკვნის, რომ გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომელსაც სააპელაციო სასამართლო მიღებული გადაწყვეტილებით/განჩინებით ცვლის ან უცვლელად ტოვებს მას. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ მოიცავს გადაწყვეტას მოპასუხის მოთხოვნაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს შეგებებული სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობაზე. მოპასუხის მიერ სადავო საკითხი პირველი ინსტანციის სასამართლოში ინიცირებული უნდა ყოფილიყო სსსკ-ის 261-ე მუხლით დადგენილი ნორმატიული წინაპირობების გათვალისწინებით, კერძოდ, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი უნდა დაესვა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში (სსსკ-ის 261-ე მუხლის მეორე ნაწილი), რაც მის მიერ არ განხორციელებულა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი და შეგებებული სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ფ----- გ------ ფ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება;

 

3. ქ------- ჯ-–--–---–ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ანა გოგიშვილი

 

მოსამართლეები ქ------- დუგლაძე

 

ლევან გვარამია