გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210019003129679
#2/1960-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15.11.2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთასის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე- დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი- სოფიო ბრეგვაძე
ცენტრალური ორგანო- საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;
მოსარჩელე- ო--------------ა;
წარმომადგენელი- ლ------–-------ა;
მოპასუხე- ს-----------------ი;
წარმომადგენელი-ვ--–----------------ე;
დაინტერესებული პირი- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრი;
წარმომადგენელი- გ---–-------–-------ე;
დავის საგანი - არამართლზომიერად გადაადგილებული და დაკავებული არასრულწლოვანის უკრაინაში დაბრუნება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის, 2013 წლის 06 აპრილს დაბადებული ა--------------ის უკრაინაში დაბრუნება.
2019 წლის 10 ივნისს "ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ ჰააგის 1980 წლის კონვენციის ფარგლებში განსაზღვრულ საქართველოს ცენტრალურ ორგანოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტს მიმართა უკრაინის ცენტრალურმა ორგანომ, უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს მოქალაქის ს-----------------ის მიერ არასრულწლოვანი შვილის, ა--------------ის სავარაუდო არამართლზომიერი გადაადგილების ფაქტთან დაკავშირებით. უკრაინის ცენტრალური ორგანოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად ა--------------ი დაიბადა საქართველოში, 2018 წლიდან 2019 წლის შუა რიცხვებამდე ის მშობლებს შორის არსებული ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მუდმივად ცხოვრობდა დედასთან – ო--------------ასთან ერთად უკრაინაში, ქ. კ---–-. 2019 წლის 19 იანვარს მამამ, ს-----------------მა არასრულწლოვანი დედის თანხმობის გარეშე გადაადგილა საქართველოს მიმართულებით.
მოსარჩელე ო--------------ას განმარტებით, მისი არასრულწლოვანი ქალიშვილი ა--------------ი 2018 წლის სექტემბრიდან, 2019 წლის იანვრის შუა რიცხვებამდე მუდმივად ცხოვრობდა დედასთან, უკრაინაში ქ. კ---–-. ვ---–--–----------------------. 2019 წლის 12 იანვარს, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე მოსარჩელემ არასრულწლოვანი შვილი დროებით, 2019 წლის 21 იანვრამდე გადასცა მეუღლეს – 1978 წლის 05 აგვისტოს დაბადებულ, საქართველოს მოქალაქე ს-----------------ს, რომელიც დროებით იმყოფებოდა უკრაინაში, ქ. კ---–-. ბავშვის ყველა დოკუმენტი, კერძოდ საზღვარგარეთის პასპორტი, დედამ დაიტოვა მასთან, რაიმე ფორმით თანხმობა ბავშვის ქალაქგარეთ ან უკრაინის სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ გაყვანის თაობაზე მეუღლისათვის არ მიუცია. ს-----------------ი საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო 2019 წლის 22 იანვარს, თუმცა ქალიშვილის დასაბრუნებლად შეხვედრის ადგილისა და დროის შესათანხმებლად დაკავშირების მცდელობისას მან უარი განაცხადა საუბარზე. ხოლო მას შემდეგ, რაც ო--------------ამ მოითხოვა ბავშვის დაბრუნება და გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მიმართავდა პოლიციას, ს-----------------მა შეწყვიტა ტელეფონზე პასუხი, ასევე არ პასუხობდა შეტყობინებებს. 2019 წლის 23 იანვარს, მოპასუხემ გამოუგზავნა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ მისი ქალიშვილი იმყოფებოდა საქართველოში, ქ. ბათუმში. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ მეუღლემ ქალიშვილთან ერთად გადაკვეთა უკრაინის სახელმწიფო საზღვარი და დაბრუნდა საქართველოში, ჯერ კიდევ 2019 წლის 19 იანვარს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სავარაუდოდ 2019 წლის 19 იანვარს ს-----------------მა უკანონოდ, დედის თანხმობის გარეშე გაიტაცა არასრულწლოვანი ა--------------ი, გადაკვეთა უკრაინის საზღვარი და გადაიყვანა ბავშვი საქართველოში, ქ. ბათუმში.
ო--------------ა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ბავშვის ყველა დოკუმენტი, კერძოდ კი, საზღვარგარეთის პასპორტი იყო დედის განკარგულებაში, მისთვის არ არის ცნობილი თუ რა დოკუმენტის საფუძველზე გადაკვეთა უკრაინის საზღვარი ა--------------მა.
უკრაინის სამოქალაქო კოდექსის 242–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მშობლები არიან კანონიერი წარმომადგენლები თავიანთი მცირეწლოვანი და არასრულწლოვანი შვილებისა. შესაბამისად, დედას ჰქონდა უფლება, მიეღო ინფორმაცია თავისი მცირეწლოვანი ქალიშვილის - ა--------------ის შესახებ.
უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უკრაინის ტერიტორიაზე ბინადრობის ვადის გაგრძელების ან დროებითი ბინადრობის ვადის შემცირების შესახებ, 2012 წლის 15 თებერვლის უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებული N150 დადგენილების 11–ე პუნქტის დებულებებით დადგენილი წესის თანახმად, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის დამადასტურებელი საპასპორტო დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში საჭიროა დაუყონებლივ წერილობით ეცნობოს დმს- სახელმწიფო მიგრაციული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს ან ქვედანაყოფს, რომელიც ვალდებულია გასცეს ცნობა და გაგზავნოს შესაბამისი შეტყობინება სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ადმინისტრაციაში. ასეთ შემთხვევაში, უკრაინის ტერიტორიაზე უცხოელის და მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნის ვადის გაგრძელების ან მათი უკრაინიდან გამგზავრების საკითხი გადაწყდება მას შემდეც, რაც ისინი მიიღებენ მოქალაქეობის ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ან წარმოშობის ან უცხოელის მუდმივ საცხოვრებელ საპასპორტო დოკუმენტს ან დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს მოქალაქეობის არმქონეს პირადობას პირადი განცხადების, სახელმწიფო მიგრაციული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს ან ქვედანაყოფის მიერ გაცემული ცხნობის ასლს, ასეთი დოკუმენტის დაკარგვის შესახებ და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ადმინისტრაციის მიერ გაცემული, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ ცნობის წარდგენის საფუძველზე (იმ შემთხვევაში, თუ ყოფნის ვადა უკანასკნელი შესვლის დროს არ გაგრძელებულა).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 მოპასუხე ს-----------------მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2011 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოსარჩელე ო--------------ასთან. აღნიშნული დროიდან ისინი ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ ქ. ბათუმში, ს-----------------ის საკუთრებაში არსებულ ბინაში. 2013 წლის 6 აპრილს შეეძინათ ქალიშვილი ა--------------ი. შვილის შეძენის შემდეგ მეუღლეები ცხოვრებას აგრძელებდნენ საქართველოში, ს-----------------ის საკუთრებაში არსებულ ბინაში. ს-----------------ი არის სტომატოლოგი და გააჩნია თავისი სტომატოლოგიური კლინიკა, კერძოდ შპს „რ-----–-------- +“. თავისი საქმიანობიდან გამომდინარე იგი საქმიანი ვიზიტით მიემგზავრება ხოლმე საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის უკრაინაში. მოპასუხე ოქსანა სკრინსკა უკრაინის მოქალაქეა და იგი წარმოშობით უკრაინიდანაა, კერძოდ ქალაქ კიევიდან. როდესაც დაიბადა ა--------------ი, ო--------------ას ხშირად ჩაყავდა იგი უკრაინაში თავისი ნათესავებისა და ახლობლების მოსანახულებლად. მათი უკრაინაში ყოფნის პერიოდი ხშირად არ აღემატებოდა 1 თვეს, იშვიათ შემთხვევაში 45 დღეს. მოცემული ფაქტი დასტურდება ა--------------ის მიერ როგორც უკრაინის ასევე საქართველოს საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციით. წარმოდგენილი ინფორმაცია ცხადყოფს, რომ ა--------------ს, მისი დაბადებიდან 2015 წლის 10 მარტამდე, დროის უდიდესი ნაწილი საქართველოში აქვს გატარებული. 2015 წლის 6 თებერვლიდან მოსარჩელე ს-----------------ი და მოპასუხე ო--------------ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან. 2015 წლის მარტი თვის შემდეგ ა--------------ი 8 ჯერ არის შესული უკრაინაში და დაბრუნებული საქართველოში და წლის განმავლობაში მისი უკრაინაში ყოფნის დრო არ აღემატება საერთო ჯამში 3 თვეს. რაც შეეხება ო--------------ას, იგი გაცილებით მეტი სიხშირით კვეთდა საქართველო უკრაინის საზღვარს, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ა--------------ს იგი ხშირად ტოვებდა საქართველოში.
ა--------------ის საქართველოში და უკრაინაში ყოფნის დროის ხანგრძლივობის ურთიერთ შედარებით აშკარად დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ა--------------ის ჩვეულებრივი, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი დაბადებიდან დღემდე იყო და არის საქართველო და არა უკრაინა. მოცემული ასევე დასტურდება ო--------------ასა და ს-----------------ის 2018 წლის 14 ივნისით დათარიღებული და ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით. უკრაინაში გამგზავრებამდე 2 დღით ადრე მშობლების მიერ გაცემული ზემოთაღნიშნული განცხადება თანხმობა, ცალსახად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ა--------------ის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი ყოველთვის იყო საქართველო, კერძოდ ქ. ბათუმი.
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, 2018 წლის 4 სექტემბერს ს-----------------ი თავის ძმასთან ვ---------------თან ერთად საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა სტომატოლოგიურ გამოფენაზე და კონგრესში მონაწილეობის მისაღებად უნდა გამგზავრებულიყო უკრაინაში ქალაქ კ---–-, მასთან ერთად გამგზავრებისა და მშობლების მონახულების სურვილი გამოთქვა ო--------------ამაც. ისინი მათ არასრულწლოვან შვილთან ა--------------თან ერთად გაემგზავრენ უკრაინაში, კერძოდ ქ. კ---–-. კ---–- ჩასვლის შემდეგ ო--------------ამ თავდაპირველად სურვილი გამოთქვა ცოტახნით დარჩენილიყო უკრაინაში, რადგან დედას ოპერაცია უნდა გაეკეთებინა ფეხზე და ოპერაციის შემდეგ მოუვლიდა მას. გამოფენის დასრულების შემდეგ ს-----------------ი თავის ძმასთან ვ---------------თან ერთად დაბრუნდა საქართველოში, ხოლო ო--------------ა ა--------------თან ერთად დარჩა უკრაინაში ოპერაციის შემდგომ პერიოდისათვის დედის მოვლის მოტივით.
2018 წლის 27 ოქტომბერს ს-----------------მა ჩააკითხა უკრაინაში მეუღლესა და შვილს, საიდანაც ერთად უნდა დაბრუნებულიყნენ საქართველოში. ო--------------ამ განუცხადა, რომ დაკარგა ბავშვის პასპორტი, რაც შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენდა მის საქართველოში დაბრუნებისათვის. ისინი შეთანხმდნენ, რომ ო--------------ა და ა--------------ი ახალწელს უკრაინაში შეხვდებოდნენ ო--------------ას მშობლებთან ერთად, უკრაინაში ყოფნის პერიოდში ო--------------ა შეეცდებოდა მოეძებნა ბავშვის პასპორტი. ს-----------------ი საქართველოში დაბრუნდა 2018 წლის 03 ნოემბერს.
შეთანხმებისამებრ 2019 წლის 12 იანვარს ს-----------------ი ჩავიდა უკრაინაში, ქალაქ კ---–-. ო--------------ამ განუცხადა, რომ ბავშვის პასპორტი ვერ იპოვა. ს-----------------ი იძულებული გახდა მიემართა საქართველოს საკონსულოსათვის, ბავშვის საქართველოში გამგზავრებისათვის საჭირო საბუთის მიღების მიზნით. იმ დროისათვის უკრაინაში ჩავიდნენ ს-----------------ის მშობლებიც, რომლებსაც სურდათ საახალწლოდ რამდენიმე დღე შვილიშვილთან ერთად გაეტარებინათ კ---–-, ხოლო შემდეგ ერთად დაბრუნებულიყვნენ საქართველოში. ო--------------ამ ს-----------------ს განუცხადა, რომ იგი ცოტახნით კიდევ დარჩებოდა უკრაინაში მშობლებთან, ხოლო ს-----------------ი შვილთან ა--------------თან ერთად დაბრუნებულიყო საქართველოში და რომ ისიც მალე დაუბრუნდებოდა ოჯახს საქართველოში. 2019 წლის 19 იანვარს ს-----------------ი, შვილთან და მშობლებთან ერთად დაბრუნდა საქართველოში. მოგვიანებით ო--------------ა დაუკავშირდა ს-----------------ს, აცნობა რომ აღარ აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას და ცხოვრებას, სთხოვა მათი შვილი ა--------------ი დაებრუნებინა უკრაინაში. მოცემული ფაქტი მოულოდნელი იყო ს-----------------ისათვის. ს-----------------მა შვილის უკრაინაში ჩაყვანაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ს-----------------ი წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეს და შესაბამისად ა--------------მაც საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვა დაბადებით. ა--------------ი არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც 2018 წლის 16 ივნისიდან რეგისტრირებულია ქ. ბათუმში, ვ------------------–-----------------ში მდებარე N92 ბინაში, ასევე ა--------------ზე 2015 წელს გაცემული იქნა საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
ს-----------------ისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა ო--------------ას მიერ წარგდგენილი ცნობა, გაცემული ქ. ბათუმში უკრაინის საკონსულოს სააგენტოს მიერ 2013 წლის 29 აპრილს, რომლის თანახმად ა--------------ი რეგისტრირებულია უკრაინის მოქალაქედ.
ს-----------------ს სურს, რომ ა--------------ი ცხოვრობდეს საქართველოში, რადგან მიაჩნია, რომ ბავშვის ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის სწორედ საქართველოშია შექმნილი იდეალური გარემო. კერძოდ, ა--------------ი არის 6 წლის, იგი საქართველოს მოქალაქეა, დაბადებიდან ცხოვრობს ბათუმში, მამის ოჯახში, სადაც თავს გრძნობს კარგად, უზრუნველყოფილია საუკუთესო საცხოვრებელი პირობებით, სურს ბათუმში მამასთან ცხოვრება, ბათუმში დადის სკოლაში, ეუფლება ინგლისურ ენას და ჰყავს მეგობრები. ამავდროულად მამას, ს-----------------ს გააჩნია საკმარისი შემოსავლები, რათა უზრუნველყოს შვილის აღზრდა-განვითარებისათვის საუკეთესო პირობების არსებობა.
რაც შეეხება დედას ო--------------ას, შესაძლებელია მას მართლაც ქონდეს იმის ფინანსური შესაძლებლობა, რომ უზრუნველყოს ბავშვის ნორმალური საცხოვრებელი პირობები, მაგრამ ჩნდება დასაბუთებული ეჭვი იმის შესახებ, თუ რამდენად შეძლებს ან/და მოისურვებს იგი შექმნას ასეთი პირობები. ამასთანავე მნიშვნელოვანია ის გარემოებაც რომ თავად ა--------------ი გამოთქვამს სურვილს ცხოვრება გააგრძელოს საქართველოში, რადგან აქ თავს გაცილებით უკეთ გრძნობს, ვიდრე უკრაინაში ყოფნისას 2018 წლის 04 სექტემბრიდან, 2019 წლის 19 იანვრამდე.
ს-----------------ი უარყოფს რაიმე შეთანხმების არსებობას ო--------------ასთან ა--------------ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად უკრაინაში დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ. ასეთი შეთანხმების შემთხვევაში ისინი გააუქმებდნენ ა--------------ის რეგისტრაციას ქ. ბათუმში მამის საცხოვრებელ ადგილსა და ა--------------ს დაარეგისტრირებდნენ დედის საცხოვრებელ ადგილას ქ. კ---–-. მოპასუხე მხარის განმარტებით მხარეთა შორის ზემოთხსენებულ შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია.
მოპასუხე მხარის განმარტებით საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომ ს-----------------ს, როგორც ა--------------ი მამას შეზღუდული ქონდა ა--------------ის მეურვეობის უფლება და ეს უფლება მინიჭებული ქონდა დედას ო--------------ას. ასევე არ არსებობს შეთანხმება ო--------------ასა და ს-----------------ს შორის ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დედის ო--------------ას საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ. მოცემულის ნათელი დადასტურებაა ის ფაქტი, რომ ა--------------ს რეგისტრაცია უკრაინაში არ გააჩნია და იგი დღემდე რეგისტრირებულია საქართველოში, ქ. ბათუმში მამის საცხოვრებელ ადგილზე, მამის საკუთრებაში არსებულ ბინაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ს-----------------ს სრული უფლება ქონდა უკრაინიდან საქართველოში გამომგზავრებულიყო თავის შვილთან ა--------------თან ერთად ო--------------ას თანხმობის გარეშეც კი. მოცემულის ნათელი დადასტურებაა ისიც, რომ მან თავის შვილთან ერთად თავისუფლად გადაკვეთა როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს საზღვარი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, რომ ა--------------ის არამართლზომიერ გადაადგილებას ადგილი არ ქონია და არ არსებობს მისი უკრაინაში დაბრუნების საფუძველი ზემოაღნიშნული კონვეციის შესაბამისად. (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
2019 წლის 06 სექტემბრის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის თანახმად, 2019 წლის 18 აგვისტოს ა--------------ის სოციალური გარემოს და საცხოვრებელი პირობების შეფასების მიზნით განხორციელდა ვიზიტი ს-----------------ის საცხოვრებელ მისამართზე: ქ. ბათუმში, გ---------–----------------------.
ვიზიტის დროს სახლში იმყოფებოდა ს-----------------ი თავის არასრუწლოვან შვილთან- ა--------------თან (დაბ. 06.04.13წ.) ერთად.
ს-----------------ის გადმოცემით, იმის შემდეგ რაც დამოუკიდებლად ცხოვრობს შვილთან-ა--------------თან ერთად, უფრო მეტად არის ჩართული შვილის ცხოვრებაში (კვება, ჰიგიენის მოწესრიგება, სეირნობა, პედაგოგთან ტარება), თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ნაწილობრივ ეხმარებიან თავისი მშობლები და ნათესავები (ა--------------ის სადილი, პედაგოგთან მიყვანა ან წამოყვანა), რომლებიც ცხოვრობენ ქ. ბათუმში, ს-----------------ის საცხოვრებელთან ახლოს. სათანადო მნიშვნელობას ანიჭებს შვილის მოვლა-მეთვალყურეობის საკითხებს. ს-----------------ი თვლის, რომ ა--------------ი დაცული იქნება ქ. ბათუმში, მოვლა და მეთვალყურეობა ექნება სათანადო, სადაც გოგონა დაიბადა, დადიოდა საბავშვო ბაღში, ჰყავს ნათესავები და მეგობრები, ა--------------ი ამჟამად არის სკოლა „ე----------“-ის პირველი კლასის მოსწავლე.
შემთხვევის შესწავლის ფარგლებში დადგინდა, რომ საქართველო, ქ. ბათუმი არ არის ა--------------ისთვის დროებითი საცხოვრებელი ადგილი, გოგონა ადაპტირებულია ამ გარემოში, ქ. ბათუმი არის ბავშვისთვის მშობლიური გარემო.
სოციალური მუშაკის ვიზიტს ა--------------ი შეხვდა დადებითად, შეკითხვებს პასუხობდა ადეკვატურად, გამოხატავდა დადებით ემოციებს მამის მიმართ, ბავშვის მხრიდან არ ჰქონდა ადგილი აგრესიას, ტირილს, სიჯიუტეს, ისაუბრა თავის სურვილებზე და ინტერესებზე.
დასკვნის თანახმად, სასურველია, მშობლები გაგებით მოეკიდონ შვილზე ზრუნვის საკითხებს, არასრულწლოვანის გამგზავრება უკრაინაში ამ ეტაპზე იქნება უფრო მეტად მატრავმირებელი (კონკრეტული ფაქტების გათვალისწინებით), ვიდრე საქართველოში დარჩენა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ უკრაინის რესპუბლიკაში გოგონა იმყოფებოდა პერიოდულად და მცირე დროის განმავლობაში. სასურველია მცირეწლოვანი ა--------------ის ეტაპობრივად შემზადება მოსალოდნელი ცვლილებებისათვის. (იხ. ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის დასკვნა).
სასამართლოს სხდომაზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სოციალურმა მუშაკმა მხარი დაუჭირა ზემოაღნიშნულ დასკვნას.
სასამართლოს სხდომაზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა გ---–-------–-------ემ განმარტა, რომ ა--------------ი დაბადების შემდეგ მშობლებთან ერთად ცხოვრობდა ქ. ბათუმში. ორივე მშობელი სათანადოდ ზრუნავს შვილზე და ა--------------ს მშობლის მიმართ აქვს განსაკუთრებული ემოციური კავშირი. წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომელიმე მშობელი დამოუკიდებლად ახორციელებდა მეურვეობის უფლებას. ასევე არ აქვთ შეზღუდული მშობლის უფლება. ბავშვი მუდმივად ცხოვრობდა ბათუმში, პერიოდულად იმყოფებოდა უკრაინაში. მისი საცხოვრებელი ადგილი არის ბათუმი. ა--------------ი ქ. ბათუმში დადიოდა ბაღში, წრეებში, ამჟამად სკოლაშიც რეგისტრირებულია ქ. ბათუმში. ბავშვი ადაპტირებულია ბათუმში. ადგილი არ აქვს ა--------------ის არამართლზომიერად დაკავებას. მამას ქონდა სამართლებრივი უფლება გადმოეკვეთა საზღვარი ბავშვთან ერთად, შესაბამისად არამართლზომიერად გადაადგილებასაც ადგილი არ აქვს.
ფსიქოლოგის განმარტებით: ბავშვის მცირე ასაკიდან გამომდინარე რთულია დამოკიდებულების დანახვა, მისთვის ორივე მშობელი თანაბრად მნიშვნელოვანია, ბავშვმა არ იცის მშობლების განქორწინების შესახებ, ა---ს აზრი და სურვილია ორივე მშობელთან ჯანსაღი ურთიერთობა, რაც უნდა იქნას გათვალისწინებული. დედასთან არასაკმარისი ურთიერთობა ბავშვის განვითარებაზე და ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე ცუდად იმოქმედებს. კვლევის პროცესში მოპოვებული ინფორმაციით და ამჟამინდელი მდგომარეობით ა--- ადაპტირებულია ბათუმში, დადის სკოლაში, სკოლამდელ პერიოდში დადიოდა ბაღში, სხვადასსხვა წრეებზე, ყავს ნათესავები და თავად ბავშვი აფიქსირებს, რომ აქ მისი სახლია.
ბავშვმა ინდივიდუალური შეხვედრისას დააფიქსირა, რომ ბათუმში ძალიან მოსწონს, აქ მისი სახლია, მამა, სკოლა, მეგობრები, ზღვა, ბებია, ბაბუა. დედასთან ვიზიტისას, იგივე კითხვასთან მიმართებაში, თუ სად მოსწონს ბათუმში თუ უკრაინაში, ბავშვმა უპასუხა, რომ უკრაინაში, პაუზის შემდეგ აღნიშნა რომ ბათუმშიც მოსწონს, ორივე მოსწონს.
ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების თანახმად ბავშვის დამოკიდებულება მშობლების მიმართ თანაბარია, მნიშვნელოვანია არ აღმოჩნდეს გაორებულ მდგომარეობაში, არ გამოიყენოს რომელიმე მშობელმა დამაშორებელი ქცევები, ხანგრძლივი დროით რომელიმე მშობელთან განშორება მისთვის სავარაუდოდ იქნება მატრავმირებელი, რადგან გარემოს ადაპტაციაზე მნიშვნელოვანი ბავშვისთვის მშობლებთან ჯანსაღი ურთიერთობის ხარისხია, მათი თანაბარი ზრუნვა და ასევე მშობლების ერთმანეთთან შეთანხმებული დამოკიდებულება.
ბავშვს აქვს ემოციური კავშირი ორივე მშობელთან, ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით ა--- ადაპტირებულია მამის გარემოში, თუმცა დედა აფიქსირებს, რომ ბავშვი უკრაინაშიც კარგად გრძნობდა თავს. ბავშვისათვის მამის გარემოდან წასვლა შესაძლებელია არ იყოს ადვილი, რადგან ბავშვი თავს კარგად გრძნობს მამასთან საქართველოში. თუმცა დედასთან ურთიერთობა ამ ასაკის გოგონასთვის არის მნიშვნელოვანი, დედასა და გოგონას შორის ამ ასაკში კარგია უწყვეტი ემოციური და ფიზიკური მხარდაჭერა.
2019 წლის 30 ოქტომბრის დამატებითი ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების თანახმად, ბავშვი არ არის შიშის გავლენის ქვეშ. ა---ს შიშისთვის დამახასიათებელი არცერთი სიმპტომი არ აქვს. ანა კონტაქტური, ლაღი და თავისუფალია. ტესტის დროს სქემატურ გამოსახულებაში გამოავლინა ლიდერი ბავშვის დამოუკიდებლობას და თვისებებს. ორივე მშობლის გარემოში ა--- თავისულად და ლაღად იქცევა. ბავშვის ინტერესები დაცულია. დედ-მამა ზრუნავს და სიყვარულს გამოხატავს. ბავშვს უქმნიან მისთვის საინტერესოს და განვითარებისთვის შესაფერის გარემოს. ბავშვს აქვს დედასთან ემოციური კავშირი, თუმცა განსაკუთრებული მიჯაჭვულობა არაა გამოხატული. ბავშვს ორივე მშობელთან თანაბრად აქვს სანდო ემოციური კავშირი, რაც უნდა შენარჩუნდეს, რადგან დიდწილად ამ ემოციურ საჭიროებებზეა დამოკიდებული ბავშვის განწყობა მზრუნველ პირებთან/მშობლებთან.
ბავშვისთვის ბათუმი არ არის უცხო გარემო, ფაქტობრივად ბავშვი დაიბადა ბათუმში, დედ-მამის თანაცხოვრების დროს ბავშვი ძირითადად ცხოვრობდა ბათუმში, დადიოდა საბავშვო ბაღში. კვლევის დროს დასმულ კითხვებზე, პასუხის მიხედვით, ანა თავის სახლად ბათუმის სახლს აღიქვამს, ცვალებად გარემოსთან მიმართებაში შიში სავარაუდოდ უსაფუძვლოა. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია მშობელთან ჯანსაღი ურთიერთობის ხარისხი და მშობლების ერთმანეთთან შეთანხმებული დამოკიდებულება ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არის.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ო--------------ა და ს-----------------ი 2011 წლიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ, ხოლო 2015 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში, 2013 წლის 06 აპრილს, შეეძინათ შვილი, ა--------------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა #7----------;
- დაბადების მოწმობა #7----------;
3.2.2. ა--------------ი არის, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის მოქალაქე.
ა--------------ი 2018 წლის 14 ივნისიდან რეგისტრირებულია მისამართზე - ქ. ბათუმი, ვ------------------–-------------------.
.სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა პირის უკრაინის მოქალაქედ რეგისტრაციის შესახებ;
- სსგს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2019 წლის 14 თებერვალს ივლისს გაცემული არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი;
-ა--------------ის პასპორტის ასლი;
3.2.3. ო--------------ა და ს-----------------ი შვილთან ერთდ ცხოვრობდნენ საქართველოში ქ. ბათუმში. ო--------------ა პერიოდულად მიემგზავრებოდა უკრაინაში, ქ. კ---–- და ბრუნდებოდა საქართველოში. 2018 წლის სექტემბრის თვეში კვლავ გაემგზავრა უკრაინაში, საიდანაც დაბრუნდა 2019 წლის 06 აპრილს. ო--------------ას განმარტებით იგი მუდმივად ცხოვრობს უკრაინაში, ქ. კ---–-, პერიოდულად ჩამოდის საქართველოში შვილის მოსანახულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა;
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.2.4. ს-----------------ი მუშაობს საქართველოში, ქ. ბათუმში, შპს „რ-----–-------„-ში თერაპევტ - სტომატოლოგის თანამდებობაზე, მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 600 ლარს. ს-----------------ი ასევე მუშაობს შპს ო-----–ი, თერაპევტ - სტომატოლოგის თანამდებობაზე, მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 600 ლარს.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 2019 წლის 06 სექტემბრის დასკვნის თანახმად, ს-----------------ი ცხოვრობს ქ. ბათუმში, გ---------–----------------------, თავის არასრუწლოვან შვილთან- ა--------------თან (დაბ. 06.04.13წ.) ერთად.
ს-----------------ის საცხოვრებელი წარმოადგენს 168 კვ.მ ბინას, სადაც განლაგებულია 2 საძინებელი, 1 საბავშვო ოთახი, მისაღები სამზარეულოთი, საცხოვრებელში არის კარგი საყოფაცხოვრებო პირობები, აქვთ თანამედროვე რემონტი და ავეჯი, ოთახები არის ნათელი, მზიანი, საცხოვრებელში არის აუცილებელი ავეჯი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, საცხოვრებელს აქვს ნახევრადღია აივნები, დაცულია არასრულწლოვნის უსაფრთხოება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „რ----–-------„-ის და შპს ო------ს მიერ გაცემული ცნობები;
-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 2019 წლის 06 სექტემბრის დასკვნა;
3.2.5. მოსარჩელე ო--------------ა მუშაობს უკრაინაში, ქ. კ---–-, კერძო საწარმო სრტომატოლოგიურ კლინიკაში „ა----„-ის მთავარი ექიმის თანამდებობაზე. აქვს სტაბილური შემოსავალი, რითაც შეძლებს იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე. ცხოვრობს ქ. კ---–-, ვ---–--–--------------------. ბინა მდებარეობს 10 სარულიანი სახლის მე-6 სართულზე, შედგება 4 ოთახისაგან: საერთო ფართი 122 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი 72 კვ.მ. ბინა არის კეთილმოწყობილი, სანიტარული და ჰიგიენური მდგომარეობა შეესაბამება ნორმის ფარგლებს, ბინაში არის თანამედროვე რემონტი, მოწყობილია საჭირო აქვეჯით, აღჭირვილია საყოფაცხოვრებო ტექნიკით, ინტერიერის ნივთებით და სხვ. მცირეწლოვანი ა--------------ისათვის გამოყოფილია ცალკე ოთახი, სადაც ბავშვს გააჩნია სასწავლო კუთხე (მაგიდა, თაროები,) და სათამაშო კუთხე, უზრუნველყოფილია ტანსაცმლით ყველა სეზონისათვის, აქვს სათამაშოები და წიგნები, აქვს საძინებელი (ორადგილიანი საწოლი, დედასთან ერთად) საგარდერობო კარადა და სხვ. ბავშვისთვის შექმნილია სათანადო პირობები ცხოვრებისთვის და ჰარმონიული განვითარებისთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. კიევის პოდოლის რაიონის სახ. ადმინისტრაციის ბავშვთა და საოჯახო საქმეთა სამსახურის მიერ 2019 წლის 15 აპრილს შედგენილი საცხოვრებელი პირობების დათვალიერების აქტი.
3.2.6. პოდილსკის რაიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ფიზიკური პირების საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის საკითხების განყოფილების მიერ გაცემული ცნობის თანახმად, საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის შესახებ - ო--------------ა რეგისტრირებულია მისამართზე- ქ. კიევი, პოდილსკის რაიონი, ვ---–------------------–-----------------. 2004 წლის 28 დეკემბრიდან დღემდე. ცნობა გაცემულია 2019 წლის 04 თებერვალს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ო--------------ას საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა- პირის საცხოვრებელი ადგილის შესახებ.
- იუსტიციის სამინისტროს 12.09.2019წ გადაწყვეტილება.
3.2.7. 2018 წლის 14 ივნისს ნოტარიუს ნ-------------ას მიერ დამოწმებულ იქნა ო--------------ასა და ს-----------------ის განცხადება, რომლის თანახმად მხარეები თანხმობას აცხადებნენ მათი მცირეწლოვანი შვილი - 2013 წლის 06 აპრილს დაბადებული ა--------------ი გაემზავროს საზღვარგარეთ, ნებისმიერი მიმართულებით და დაბრუნდეს უკან საქართველოში, მ----–------------ის და ა---------------ის თანხლებით, განცხადება ძალაშია 2023 წლის 14 ივლისის ჩათვლით და განკუთვნილია მრავალჯერადი გამოყენებისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 14 ივნისის სანოტარო აქტი;
3.2.8. 2018 წლის 27 აგვისტოს ა--------------ის სახელით ო--------------ას და შპს სპორტს პაკს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, სპორტულ-გამაჯანსაღებელი მომსახურების მიწოდების თაობაზე.
ა--------------ი 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის იანვრის ჩათვლით იყო უკრაინაში, ქ. კ---–- ბავშვთა სივრცე „B--------”-ის აღსაზრდელი, სადაც იმყოფებოდა დილის 8 საათიდან 19 საათამდე, გარდა სტანდარტული მეცადინეობებისა ა--- ესწრებოდა ჰიპ-ჰოპის, ინგლისური ენის, სამეჯლისო ცეკვის, მუსიკის, ვოკალის, კაპოიერას, ტანვარჯიშისა და ფერწერის გაკვეთილებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს „B--------”-ის მიერ 2019 წლის 26 აპრილს გაცემული ცნობა;
-27.08.2018წ ხელშეკრულება;
3.2.9. ა--------------ი 2016 წლის სექტემბრიდან, 2018 წლის 28 ივნისამდე საქართველოში, ქ. ბათუმში იყო სტუდია „ჩ---------–ის“ აღსაზრდელი. 2019 წლის 23 იანვრიდან სკოლა ლიცეუმ მ---------–--ის, სტუდია მ---------–--ის აღსაზრდელი.
2019 წლის 28 იანვრიდან სწავლობდა მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების და დამატებითი განათლების ცენტრში „G-------------------------”.
2019 წლის 10 თებერვლიდან ა--------------ი გადიოდა პროგრამას „ინგლისური ენა“ მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების და დამატებითი განათლების ცენტრში „G-------------------------”.
ა--------------ი ამჟამად არის შპს „ს----–-------------“-ის პირველი კლასის მოსწავლე.
ა--------------ი აღრიცხვაზე იმყოფება შპს ქ. ბათუმი #12 პოლიკლინიკაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სასწავლო აღმზრდელობითი ცენტრი „ჩ---------–ი“-ის მიერ გაცემული ცნობა;
- შპს ს----–---–-–----------------–ასის მიერ გაცემული ცნობა;
- შპს „„G-------------------------”-ის მიერ გაცემული ცნობა;
-შპს „ს----–-------------“-ის მიერ 2019 წლის 19 ივლისს გაცემული ცნობა;
- შპს ქ. ბათუმის #1 პოლიკლინიკის მიერ გაცემული ცნობა.
3.2.10. დადგენილია, რომ ა--------------ი, დედასთან ო--------------ას და ვ-------------ასთან ერთად 2019 წლის 15 თებერვალს, 2019 წლის 19 თებერვლამდე მიემგზავრებოდა რომში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ავიაბილეთები.
-მოწმე ვ-------------ას ჩვენება (სხდომის ოქმი).
3.2.11. დადგენილია, რომ ა--------------ი 2019 წლის 19 იანვარს მამასთან ს-----------------თან ერთად დაბრუნდა უკრაინიდან საქართველოში. ს-----------------ი არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს საქართველოში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
-შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაცია;
3.2.12. ო--------------ა და ს-----------------ი არ არიან განქორწინებულები, უფლებამოსილ ორგანოს მიერ უკრანაში ან/და საქართველოში არასრულწლოვანი ა--------------ის საცხოვრებელი ადგილი განსაზღვრული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
3.2.13. ბავშვის დაბრუნების მოთხოვნით მოსარჩელემ საქართველოს საელჩოს საკონსულო განყოფილებაში- უკრაინაში, განცხადება წარადგინა 2019 წლის 25 აპრილს. ცენტრალურმა ორგანომ - საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2019 წლის 02 აგვისტოს მომართა სასამართლოს შუამდგომლობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება ბავშვის დაბრუნების შესახებ;
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის შუამდგომლობა.
3.2.14. ო--------------ას განმარტებით, ს-----------------ი გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით შვილთან და მეუღლესთან, აღნიშნა, რომ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს ბავშვზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული გარემოებები საქმის მასალებით არ დასტურდება.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი ა--------------ი დაიბადა საქართველოში. ა--------------ი დაბადებიდან, 2013 წლის 06 აპრილიდან, მშობლების თანაცხოვრების განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში, ქ. ბათუმში. 2018 წლის სექტემბერში, მშობლებთან ერთად გაემგზავრა უკრაინაში, საიდანაც მამასთან და ბებია პაპასთან ერთად დაბრუნდა საქართველოში 2019 წლის 19 იანვრას და მას შემდეგ მუდმივად ცხოვრობს მამასთან ერთად, მამის ს-----------------ის ოჯახში საქართველოს ტერიტორიაზე ქ. ბათუმში, მას ამ პერიოდის განმავლობაში საცხოვრებელი ადგილი არ შეუცვლია. იგი 2018 წლის 14 ივნისიდან რეგისტრირებულია მისამართზე - ქ. ბათუმი, ვ------------------–-------------------. სასამართლო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი ა--------------ი არ წარმოადგენს ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების შესახებ“ კონცენციის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად გადაადგილებულ ან არამართლზომიერად დაკავებულ ბავშვს. არ არსებობს არასრულწლოვანის უკრაინაში დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საქართველო, ქ. ბათუმი არის ა--------------ისთვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ა--- ადაპტირებულია ამ გარემოში, ქ. ბათუმი არის ბავშვისთვის მშობლიური გარემო, სადაც მასზე ზრუნვა ხორციელდება მამის ს-----------------ის და ამ უკანასკნელის ოჯახის წევრების მიერ.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის თანახმად, რომელიც ემყარება საქმეში არსებულ მასალებს, არასრულწლოვანი ა--------------ი მამის, ს-----------------ის ოჯახში კარგად გრძნობს თავს. ხანგრძლივი დროით რომელიმე მშობელთან განშორება მისთვის სავარაუდოდ იქნება მატრავმირებელი, ბავშვს აქვს ემოციური კავშირი ორივე მშობელთან, ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით ა--- ადაპტირებულია მამის გარემოში, თუმცა დედა აფიქსირებს, რომ ბავშვი უკრაინაშიც კარგად გრძნობდა თავს. ბავშვისათვის მამის გარემოდან წასვლა შესაძლებელია არ იყოს ადვილი, რადგან ბავშვი თავს კარგად გრძნობს მამასთან საქართველოში. თუმცა დედასთან ურთიერთობა ამ ასაკის გოგონასთვის არის მნიშვნელოვანი, დედასა და გოგონას შორის ამ ასაკში კარგია უწყვეტი ემოციური და ფიზიკური მხარდაჭერა. დასკვნის თანახმად ქ. ბათუმი არ არის ა--------------ისთვის დროებითი საცხოვრებელი ადგილი, გოგონა ადაპტირებულია გარემოში, ქ. ბათუმი არის ბავშვისთვის მშობლიური გარემო. არასრულწლოვანის გამგზავრება უკრაინაში ამ ეტაპზე იქნება უფრო მეტად მატრავმირებელი (კონკრეტული ფაქტების გათვალისწინებით), ვიდრე საქართველოში დარჩენა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ უკრაინის რესპუბლიკაში გოგონა იმყოფებოდა პერიოდულად და მცირე დროის განმავლობაში. დასკვნის თანახმად სასურველია მცირეწლოვანი ა--------------ის ეტაპობრივად შემზადება მოსალოდნელი ცვლილებებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35113 მუხლის თანახმად, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, გასაუბრება განხორციელდა არასრულწლოვან ა--------------თან. გასაუბრებისას ა--------------მა განმარტა, რომ სწავლობს და ცხოვრობს ბათუმში, არის პირველ კლასში, ბათუმი მოსწონს. უკრაინაში ხანდახან დადის, არ მოსწონს უკრაინა. მისი სახლი ბათუმშია, სადაც ბევრი მეგობარი ჰყავს. მისი სურვილია იცხოვროს ბათუმში ყველამ ერთად, სურს ჰყავდეს და და ძმა. ამჟამად ბათუმში მამასთან ერთად ცხოვრობს. უკრაინიდან დაბრუნებისას დაემშვიდობა დედას. წამოიღო ტანსაცმელი, სათამაშოები, ჩემოდანი თავად ჩაალაგა, დედა ეხმარებოდა ნივთების შერჩევაში.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვ-------------ამ (ო--------------ას ძმის ცოლი) განმარტა, რომ ო--------------ა და ს-----------------ი შეთანხმებული იყვნენ, რომ ა--------------ი იცხოვრებდა დედასთან ერთად უკრაინაში ქ. კ---–-. 2013 წლის შემოდგომას ო--------------ა დაბრუნდა უკრაინაში ა---სთან ერთად, მოგვიანებით შეურიგდა ს-----------------ს და დაბრუნდა საქართველოში. 2018 წლის სექტემბრის თვეში ო--------------ა კვლავ დაბრუნდა უკრაინაში ა---სთან ერთად. 2019 წლის 19 იანნვარს ა--------------ის საქართველოში დაბრუნების შესახებ ო--------------ამ არ იცოდა, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ს-----------------მა არასრულწლოვანი შვილი წაიყვანა 5 დღით. მოწმემ აღნიშნა, რომ 2019 წლის 15 თებერვალს ა--------------ი, ო--------------ა და თავად მიემგზარებოდნენ რომში, ბილეთები მის მიერ იქნა შეძენილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოწმე ვ-------------ას ჩვენება; (01.11.2019 სასამართლოს სხდომის ოქმი) )
სასამართლო სხდომაზე მოწმე ა----------------მა (ს-----------------ის მამა) და ვ---------------მა (ს-----------------ის ძმა) განმარტეს, რომ 2018 წლის სექტემბრის თვეში ს-----------------ი მეუღლესთან, შვილთან და ძმასთან ერთად გაემგზავრა უკრანაში, მათი ინფორმაციით ა---ს სამშობლოში დაბრუნება ვერ მოხდა პასპორტზე შექმნილი პრობლემის გამო, 2019 წლის იანვრის თვეში ა----------------ი მეუღლესთან და ს-----------------თან ერთად წავიდა უკრაინაში, 3 დღით და უკან დაბრუნდნენ ა--------------თან ერთად. 2018 წლის 13 ივლისს ა--------------ის ბებიასა და ბაბუაზე მინდობილობა გაიცა იმ მიზნით, რომ ისინი შვილიშვილთან ერთად წასულიყვნენ სომხეთში. მათი უკრაინაში ჩასვლის შემდეგ, იმის გამო, რომ ო--------------ა იყო დაკავებული, მინდობილობის კუთვნილი ეგზემპლარი გადასცა ს-----------------ს, აღნიშნული მინდობილობით მიმართეს ადგილობრივ საკონსულოს ა--------------ის პასპორტის თაობაზე არსებული პრობლების გამო და გაიცა დროებითი დოკუმენტი ა--------------ის სამშობლოში დაბრუნებისათვის. ა----------------ის ინფორმაციით ო--------------ა ინფორმირებული იყო მათი საქართველოში დაბრუნების თაობაზე. დედამ თავად ჩაულაგა ა--------------ს ჩემოდანი საქართველოში გამომგზავრებისთვის.
ვ---------------მა ასვე აღნიშნა, რომ ძმასთან, ძმიშვილთან და რძალთან ერთად გაემგზავრა კ---–-, გამოფენაზე, იცოდა რომ უკან ყველა ერთად უნდა დაბრუნებულიყვნენ. 2019 წლის იანვრის თვეში ს-----------------ი მშობლებთან ერთად გაემგზავრა უკრაინაში და 19 იანვარს დაბრუნდნენ ა---სთან ერთად. მისი ინფორმაციით აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო ო--------------ა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოწმე ა----------------ის ჩვენება; (08.11.2019 სასამართლოს სხდომის ოქმი)
- მოწმე ვ-------------იანის ჩვენება; (08.11.2019 სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ’’ 1980 წლის 25 ოქტომბრის ჰააგის კონვენცია;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13051-ე;
“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-6, მე-9 მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35116-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. “ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ” კონვენციის პირველი მუხლის თანახმად: კონვენციის მიზნებია: ა) რომელიმე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არამართლზომიერად გადაყვანილი ან დაკავებული ბავშვების სწრაფი დაბრუნების უზრუნველყოფა; ბ) უზრუნველყოფა იმისა, რომ მეურვეობისა და ურთიერთობის უფლებანი, გათვალისწინებული ერთ–ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, ეფექტიანად სრულდებოდეს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.
კონვენციის მე-2 მუხლით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ყველა სათანადო ზომას იღებენ თავიანთი ტერიტორიების ფარგლებში ამ კონვენციის მიზნების რეალიზაციის უზრუნველსაყოფად. ამ მიზნით ისინი იყენებენ ხელთ არსებულთაგან უსწრაფეს პროცედურებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13051-ე მუხლის თანახმად, კონვენციის მიზნებისათვის ცენტრალური ორგანოს ფუნქცია აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
კონვენციის მე-3 მუხლი განსაზღვრავს ბავშვის გადაადგილების ან დაკავების არამართლზომიერად მიჩნევის კრიტერიუმებს. კერძოდ: ბავშვის გადაადგილება ან დაკავება არამართლზომიერად უნდა ჩაითვალოს, როდესაც: ა) ეს წარმოადგენს დარღვევას მეურვეობის უფლებებისა, მიკუთვნებულისა პირისთვის, დაწესებულებისთვის ან სხვა ორგანოსთვის, ერთობლივად თუ ცალკე, იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, რომელშიც ბავშვი ჩვეულებრივ ცხოვრობდა უშუალოდ გადაადგილებამდე ან დაკავებამდე; და ბ) გადაადგილების ან დაკავების დროისათვის ეს უფლებები რეალურად გამოიყენებოდა, ერთობლივად თუ ცალკე, ანდა ამგვარად გამოყენებული იქნებოდა, რომ არა გადაადგილება ან დაკავება.
ზემოთ, ა) ქვეპუნქტში მოხსენიებული მეურვეობის უფლებანი შეიძლება, კერძოდ, წარმოიქმნას კანონის მოქმედების შედეგად, სასამართლო ან ადმინისტრაციული გადაწყვეტილების საფუძველზე, ანდა ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით კანონიერი ძალის მქონე შეთანხმების საფუძველზე.
კონვენციის მე-4 მუხლით, კონვენცია გამოიყენება ნებისმიერი იმ ბავშვის მიმართ, რომელიც ჩვეულებრივ ცხოვრობდა ხელშემკვრელ სახელმწიფოში მეურვეობის ან ურთიერთობის უფლებათა დარღვევამდე. მე-5 მუხლის თანახად, ამ კონვენციის მიზნებისათვის „მეურვეობის უფლებები“ მოიცავს უფლებებს, რომლებიც შეეხება ბავშვის პიროვნებაზე მზრუნველობას და, კერძოდ, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის უფლებას.
,,ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-6 მუხლის მეორე ნაწილით, მონაწილე სახელმწიფოები შესაძლებლობისამებრ მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნებას და ჯანსაღ განვითარებას, ხოლო ამავე კონვენციის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.
,,ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-6 მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, მშობლებს ან შესაბამის შემთხვევაში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის საგანს.
მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ო--------------ამ სარჩელი არასრულწლოვანი შვილის - ა--------------ის დაბრუნების თაობაზე, წარადგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით “ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ” ჰააგის კონვენციის შესაბამისად.
დადგენილია, რომ ო--------------ა და ს-----------------ი 2011 წლიდან იყოფებიან არარეგისტრირებულ, ხოლო რეგისტრირებულ ქორწინებაში 2015 წლის 06 თებერვალიდან. თანაცხოვრებისას 2013 წლის 06 თებერვალს საქართველოში შეეძინათ შვილი ა--------------ი, რომელიც არის, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის მოქალაქე. ა--------------ისათვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება მოხდა დედის მოთხოვნის საფუძველზე. ა--------------ი დაბადებიდან მშობლებთან ერთად ცხოვრობდა ქ. ბათუმში. მოსარჩელე ო--------------ა პერიოდულად ხანმოკლე ვიზიტებით მიემგზავრებოდა უკრაინაში, მშობლების მოსანახულებლად. სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ ა--------------ი 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის იანვრის თვემდე დედასთან ერთად იმყოფებოდა უკრაინაში, ქ. კ---–-. 2019 წლის 19 იანვარს არასრულწლოვანი მამასთან ერთად დაბრუნდა საქართველოში, ქ. ბათუმში, სადაც დღემდე ცხოვრობს უწყვეტად. იგი რეგისტრირებულია შპს „ს----–-------------“-ის პირველ კლასში, დადის სხდვადასხვა წრეებზე.
ასევე დადგენილია, რომ ა--------------ი 2016 წლის სექტემბრიდან, 2018 წლის 28 ივნისამდე საქართველოში, ქ. ბათუმში იყო სტუდია „ჩ---------–ის“ აღსაზრდელი. 2019 წლის 23 იანვრიდან სკოლა ლიცეუმ მ---------–--ის, სტუდია მ---------–--ის აღსაზრდელი. 2019 წლის 28 იანვრიდან სწავლობდა მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების და დამატებითი განათლების ცენტრში „G-------------------------”. 2019 წლის 10 თებერვლიდან ა--------------ი გადიოდა პროგრამას „ინგლისური ენა“ მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების და დამატებითი განათლების ცენტრში „G-------------------------”. ა--------------ი ამჟამად არის შპს „ს----–-------------“-ის პირველი კლასის მოსწავლე. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს, რომ საქართველო, ქ. ბათუმი არ არის ა--------------ისთვის დროებითი საცხოვრებელი ადგილი, გოგონა ადაპტირებულია ამ გარემოში, ქ. ბათუმი არის ბავშვისთვის მშობლიური გარემო.
,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ კონცენციის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საერთაშორისო დაცვა მათი არამართლზომიერი გადაადგილების ან დაკავების მავნე შედეგებისაგან, რომელიც ემსახურება ბავშვის საერთაშორისო გატაცების ფაქტების აღკვეთას, მათი ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში უსაფრთხო, დროული და სწორად დაბრუნების თვალსაზრისით, თუმცა აღნიშნული პროცედურების განხორციელება, უპირველესაც ეფუძნება ბავშვის ინტერესების უზენაესობას - სადავო საკითხი გადაწყვეტილი იქნეს ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით - რომელიც გულისხმობს მის უფლებას არ აღმოჩნდეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური საფრთხის წინაშე, ან აუტანელ მდგომარეობაში.
საქმეში წარმოდგენილი, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის თანახმად, რომელიც ემყარება საქმეში არსებულ მასალებს, არასრულწლოვანი ა--------------ი მამის, ს-----------------ის ოჯახში კარგად გრძნობს თავს. ს-----------------ის საცხოვრებელს წარმოადგენს ბინა (168კვ.მ), სადაც განლაგებულია 2 საძინებელი, 1 საბავშვო ოთახი, მისაღები სამზარეულოთი, საცხოვრებელში არის კარგი საყოფაცხოვრებო პირობები, აქვთ თანამედროვე რემონტი და ავეჯი, ოთახები არის ნათელი, მზიანი, საცხოვრებელში არის აუცილებელი ავეჯი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, საცხოვრებელს აქვს ნახევრადღია აივნები, საცხოვრებელში დაცულია არასრულწლოვნის უსაფრთხოება. საცხოვრებელში სოციალური მუშაკის ვიზიტის დროს იყო სისფუთავე და წესრიგი. ს-----------------ის გადმოცემით, იმის შემდეგ რაც დამოუკიდებლად ცხოვრობს შვილთან-ა--------------თან ერთად, უფრო მეტად არის ჩართული შვილის ცხოვრებაში (კვება, ჰიგიენის მოწესრიგება, სეირნობა, პედაგოგთან ტარება), თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ნაწილობრივ ეხმარებიან თავისი მშობლები და ნათესავები (ა--------------ის სადილი, პედაგოგთან მიყვანა ან წამოყვანა), რომლებიც ცხოვრობენ ქ. ბათუმში, ს-----------------ის საცხოვრებელთან ახლოს. ს-----------------ი არის დასაქმებული. სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, აქვს თავისუფალი დრო იზრუნოს თავის შვილზე.
სოციალური მუშაკის, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, საქართველო, ქ. ბათუმი არ არის ა--------------ისთვის დროებითი საცხოვრებელი ადგილი, გოგონა ადაპტირებულია ამ გარემოში, ქ. ბათუმი არის ბავშვისთვის მშობლიური გარემო.
"ბავშვის უფლებათა კონვენციის" მე-12 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულება ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ეხება მას. ამასთან ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფოს შესაბამისად. ამავე კონვენციის მე-13 მუხლის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი. მოცემულ შემთხვევაში, ა--------------მა გასაუბრებისას აღნიშნა, რომ მისი სახლი ბათუმშია, მოსწონს სადაც ცხოვრობს. ბათუმში ბევრი მეგობარი ყავს, მისი სურვილია იცხოვროს ბათუმში ყველამ ერთად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი.
როგორც ზემოთ აღინიშნა, არასრულწლოვანი წარმოადგენს როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მოქალაქეს, საქმეში არ არის წარმოდგენილი მეუღლეთა განქორწინების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება, ამასთან, განსაზღვრული არ არის არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილი. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ო--------------ას და ს-----------------ი შეთანხმდნენ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შესახებ. დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ა--------------ი დაიბადა საქართველოში. ა--------------ი დაბადებიდან, 2013 წლის 06 აპრილიდან, მშობლების თანაცხოვრების განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში, ქ. ბათუმში. 2018 წლის სექტემბერში, მშობლებთან ერთად გაემგზავრა უკრაინაში, საიდანაც მამასთან და ბებია პაპასთან ერთად დაბრუნდა საქართველოში 2019 წლის 19 იანვარს და მას შემდეგ მუდმივად ცხოვრობს მამასთან ერთად, მამის ს-----------------ის ოჯახში საქართველოს ტერიტორიაზე ქ. ბათუმში, მას ამ პერიოდის განმავლობაში საცხოვრებელი ადგილი არ შეუცვლია. იგი 2018 წლის 14 ივნისიდან რეგისტრირებულია მისამართზე - ქ. ბათუმი, ვ------------------–-------------------.
მხარეთა შორის 2018 წლის 14 ივნისს გაფორმებული, ნოტარიულად დამოწმებული განცხადება-თანხმობა, ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ა--------------ის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი ყოველთვის იყო საქართველო, კერძოდ ქ. ბათუმი. აღნიშნულ მსჯელობაზე დაყრდნობით, სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ არასრულწლოვანი ა--------------ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს უკრაინის სახელმწიფო და რომ 2019 წლის 19 იანვარს მოხდა საქართველოში მისი არამართლზომიერად გადაადგილება და შემდეგ დაკავება.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი ა--------------ი არ წარმოადგენს ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების შესახებ“ კონცენციის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად გადაადგილებულ ან არამართლზომიერად დაკავებულ ბავშვს. არ არსებობს არასრულწლოვანის უკრაინაში დაბრუნების საფუძველი.
,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ კონცენციის მე-14 მუხლის მიხედვით: იმის დადგენისას, ჰქონდა თუ არა ადგილი არამართლზომიერ გადაადგილებას ან დაკავებას მე–3 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციულ ორგანოებს შეუძლიათ უშუალოდ იხელმძღვანელონ ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოს კანონით და ამ სახელმწიფოში ოფიციალურად აღიარებული თუ არ აღიარებული სასამართლო ან ადმინისტრაციული გადაწყვეტილებებით ისე, რომ არ მიმართონ სპეციალურ პროცედურებს, გათვალისწინებულს ამგვარი კანონის დასადასტურებლად ან საზღვარგარეთ მიღებული გადაწყვეტილებების საღიარებლად, რომლებიც წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებადი იქნებოდა.
სასამართლო იმის გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვანი ბავშვი 2019 წლის 19 იანვარს დაბრუნდა საქართველოს ტერიტორიაზე და კანონიერი საფუძვლით, სათანადო მზრუნველობის ქვეშ იმყოფება ერთ-ერთი მშობლის, ს-----------------ის საცხოვრებელ ადგილას, მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი არ წარმოადგენს ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების შესახებ“ კონვენციის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად დაკავებულ ბავშვს.
,,უკანონოდ დაკავებული“ ბავშვების მოხსენიება გულისხმობს იმ შემთხვევებს, როდესაც ბავშვი არ იმყოფება თავის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას (იმ პირის თანხმობით, რომელიც, როგორც წესი, ახორციელებს მასზე მეურვეობას) და პირი, ვისთანაც იგი იმყოფება, არ აბრუნებს მას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, არ არსებობს სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი იმისა, რომ არასრულწლოვანი ა--------------ი მიჩნეულ იქნეს "ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ" 1980 წლის ჰააგის კონვენციის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად გადაადგილებულ ან დაკავებულ ბავშვად.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადგენილად იქნებოდა მიჩნეული გარემოება მასზედ, რომ არასრულწლოვანი ა--------------ი წარმოადგენს ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ კონვენციის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად გადაადგილებულ ან დაკავებულ ბავშვს, არ არსებობს არასრულწლოვანის უკრაინის სახელმწიფოში დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან ა--------------ი ადაპტირებულია საქართველოში,.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35116-ე მუხლის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია უარი თქვას არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებაზე, თუ: ა) ბავშვის გადაადგილებიდან ან დაკავებიდან გასულია ერთ წელზე მეტი და იგი ინტეგრირებულია თავის ახალ გარემოში.
დადგენილია, რომ ო--------------ა და ს-----------------ი შვილთან ერთად ცხოვრობდნენ საქართველოში ქ. ბათუმში. ო--------------ა პერიოდულად მიემგზავრებოდა უკრაინაში, ქ. კ---–- და ბრუნდებოდა საქართველოში. 2018 წლის სექტემბრის თვეში კვლავ გაემგზავრა უკრაინაში, საიდანაც დაბრუნდა 2019 წლის 06 პარილს. არასრულწლოვანი ა--------------ი 2019 წლის იანვრიდან მუდმივად ცხოვრობს მამასთან ერთად მოპასუხის ოჯახში საქართველოს ტერიტორიაზე. მას ამ პერიოდის განმავლობაში საცხოვრებელი ადგილი არ შეუცვლია. სოციალური მომსახურების სააგენტის დასკვნის თანახმად არასრულწლოვანი ა--------------ი მამის, ს-----------------ის ოჯახში კარგად გრძნობს თავს. ხანგრძლივი დროით რომელიმე მშობელთან განშორება მისთვის სავარაუდოდ იქნება მატრავმირებელი, ბავშვს აქვს ემოციური კავშირი ორივე მშობელთან, ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით ა--- ადაპტირებულია მამის გარემოში. ბავშვისათვის მამის გარემოდან წავსლა შესაძლებელია არ იყოს ადვილი, რადგან ბავშვი თავს კარგად გრძნობს მამასთან საქართველოში. თუმცა დედასთან ურთიერთობა ამ ასაკის გოგონასთვის არის მნიშვნელოვანი, დედასა და გოგონას შორის ამ ასაკში კარგია უწყვეტი ემოციური და ფიზიკური მხარდაჭერა. დასკვნის თანახმად ქ. ბათუმი არ არის ა--------------ისთვის დროებითი საცხოვრებელი ადგილი, გოგონა ადაპტირებულია გარემოში, ქ. ბათუმი არის ბავშვისთვის მშობლიური გარემო. ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვანი ინტეგრირებულია თავის გარემოში და მისი, მამის გარეშე, უკრაინის სახელმწიფოში დაბრუნების საფუძველი არ არსებობს. მით უფრო, ბავშვის დედას ო--------------ას არ აქვს შეზღუდული ბავშვთან ურთიერთობის უფლება.
,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ კონვენცია ემსახურება რა ბავშვების საერთაშორისო გატაცების ფაქტების აღკვეთას, ამავდროულად კონვენციის უმთავრესი მიზანი სწორედ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების დაცვაა. მოცემული დავის გადაწყვეტისათვის, მნიშვნელოვანია, რომ უკანონო ქმედების - ბავშვის გატაცების აღკვეთას მოჰყვეს ბავშვის უფლებების დაცვით მისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. კონვენცია ადგენს გამონაკლისებს ბავშვის დაბრუნებასთან მიმართებით, კერძოდ, ზემოაღნიშნული კონვენციის მე-13 მუხლის მიხედვით, მიუხედავად წინამავალი მუხლის დებულებებისა, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული არ არის, გასცეს განკარგულება ბავშვის თაობაზე თუკი პირი, დაწესებულბა ან სხვა ორგანო, რომელიც მის დაბრუნებას ეწინააღმდეგება, დაადგენს, რომ არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ მისი დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის ან სხვაგვარად ჩააყენებს ბავშვს აუტანელ მდგომარეობაში.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სოციალური მუშაკის დასკვნის და სოციალური სამსახურის წარმომადგენლის განმარტების ერთობლიობაში შეფასებით ასკვნის, რომ ისეთ პირობებში, როდესაც არასრულწლოვანი ა--------------ი დაბადებიდან, მშობლების თანაცხოვრების პერიოდში ცხოვრობდა საქართველოში ქ. ბათუმში, უკრაინაში მიემგზავრებოდა დედასთან ერთად, პერიოდულად, ხანმოკლე ვიზიტებით, იგი ადაპტირებულია გარემოში, სადაც მასზე ზრუნვა ხორციელდება უშუალოდ მამის ს-----------------ის მიერ, მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი მიუთითებს, რომ უკრაინაში მისი დაბრუნება ამ ეტაპზე შეიძლება იყოს მატრამვირებელი. არასრულწლოვანმა დაადასტურა, რომ თავს კარგად გრძნობს ბათუმში, ურაინაში ცხოვრება არ მოსწონს და სურს ყველამ ერთად იცხოვრონ საქართველოში, ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიიჩნევს, რომ არ არსებობს უკრაინაში მცირეწლოვნის დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან, შესაძლოა უკრაინაში მუდმივად საცხოვრებლად გადასვლამ ბავშვს ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის, რაც ეწინააღმდეგება თავად კონვენციის მიზნებს და ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს და უფლებას - იზრდებოდეს და ვითარდებოდეს უსაფრთხო კეთილსაიმედო და მისთვის ჩვეულ გარემოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა "ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ" 1980 წლის ჰააგის კონვენციის შესაბამისად არასრულწლოვანი ბავშვის გერმანიაში დაბრუნებასთან დაკავშირებით (საქმე Nას-967-916-2015). აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ განმარტა: „ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების შესაფერისი მიღება“. ბავშვის საუკეთესო ინტერესების კონცეფციის უზენაესობა ყოველთვის გადასწონის მშობლის უფლებასა და ინტერესს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzari and Giunta v. Italy [GC], nos. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. The United Kingdom, no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI).
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ერთ-ერთ საქმეში - „ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ გაკეთებულ განმარტებაზე: “ ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება, აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს“.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს არამართლზომიერად გადაადგილებული და დაკავებული არასრულწლოვანის უკრაინაში დაბრუნების თაობაზე მოპასუხე ს-----------------ის მიმართ ო--------------ას სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35118 მუხლის თანახმად, განმცხადებელი თავისუფლდება პროცესის ხარჯების ანაზღაურებისაგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები − არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მხარეები გათავისუფლებული არიან პროცესის ხარჯების ანაზღაურებისაგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეზე 2019 წლის 03 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიღო ბრძანება ბავშვის გადაადგილების შეზღუდვის შესახებ, კერძოდ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აეკრძალა მამას - ს-----------------ს (დაბ. 05.08.1978 ნწ. პ/ნ 6----------, არასრულწლოვანი ა--------------ის (დაბ. 06.04.2013 წ. პ/ნ 6----------, დაბადების აქტის ჩანაწერის #7----------, პას: № 1--------) საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანა;
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს ბავშვის გადაადგილების შეზღუდვის საჭიროება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, მუხლებით, 3519 -ე მუხლის მე-3 ნაწილით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ო--------------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მხარეები გათავისუფლებული არიან პროცესის ხარჯების ანაზღაურებისაგან.
3. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 აგვისტოს ბრძანება არასრულწლოვანი ა--------------ის (დაბ. 06.04.2013წ. პ/ნ 6----------) გადაადგილების შეზღუდვის შესახებ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ორი კვირის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: დარინა აბულაძე