გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.10.2018
საქმის ნომერი
080211018002611444
კატეგორია
დავის ტიპი
0
თარიღი
15.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2947-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15.10.2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ციცინო მოსიძე

სხდომის მდივანი გიორგი ესაძე

მოსარჩელე - კ-----– შ-----–-

მოპასუხე - მ----- შ-----–-

წარმომადგენელი - კ------------- ბ------

ცენტრალური ორგანო - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

მესამე პირი - მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრი

წარმომადგენლები - მ-------- ზ-----, გ---–-- დ--–-------ე და

ი--- დ-------- (სოც. მუშაკი)

ფსიქოლოგი - თ----- ქ--------

თარჯიმანი - ლ------ შ----------

თარჯიმანი - თ------- ლ-----------

დავის საგანი - არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

„ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ’’ 1980 წლის 25 ოქტომბრის ჰააგის კონვენციის შესაბამისად, არამართლზომიერად დაკავებული არასრულწლოვნის - 2--- წლის 29 სექტემბერს დაბადებული დ-----– შ-----–-ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საცხოვრებლად დაბრუნება.

 

მოსარჩელის განმარტებით, ვილჰელმსჰაფენის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 2 მარტს მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე N16 F 827/15 S, მეუღლეების მ----- შ-----–-სა და კ-----– შ-----–-ს ქორწინების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ამასთან ვილჰელმსჰაფენის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 8 ივნისის დახურულ სხდომაზე N16 F 269/17 SO/ 16 F 270/17 SO, რომელიც შეეხებოდა ბავშვისა და მშობლის ურთიერთობის დადგენას და დ-----– შ-----–-სათვის მშობლის მზრუნველობის უფლებას, სასამართლომ შეწყვიტა პროცესი, რადგან არასრულწლოვნის მამა კ-----– შ-----–- არ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე, მაგრამ გამოხატა თანხმობა არასრულწლოვანი დედასთან მ----- შ-----–თან ერთად 2017 წლის 13 ივლისიდან 2017 წლის 1 აგვისტომდე 3 კვირიანი ვადით გამგზავრებულიყო დასასვენებლად. კ-----– შ-----–-ს განმარტებით, მას და მის მეუღლეს ჰქონდათ საერთო მზრუნველობის უფლება ბავშვზე. 2017 წლის 4 აგვისტოს კ-----– შ-----–მა შეიტყო, რომ მისი შვილი იმყოფებოდა საქართველოში და უკან არ ბრუნდებოდა. ამჟამად არასრულწლოვანი დედასთან ერთად ცხოვრობს ქ. ბათუმში, დ-------- თ------------–-- ქ. N83-ში.

 

ჰააგის კონვენციის მე-10 მუხლის შესაბამისად საქართველოს ცენტრალურ ორგანოს დავის მოგვარების უზრუნველყოფის მიზნით, კომუნიკაცია ჰქონდა არასრულწლოვნის მშობელთან მ----- შ-----–თან, რომელმაც 2018 წლის 2 მარტს უარი განაცხადა არასრულწლოვნის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ნებაყოფლობით დაბრუნებასთან დაკავშირებით.

 

ცენტრალური ორგანო - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მომართავს რა შუამდგომლობით განსჯად სასამართლოს, ითხოვს ჰააგის კონვენციით განსაზღვრული ვალდებულებებისა და მიზნების შესასრულებლად, სასამართლომ განიხილოს რამდენად მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ცენტრალური ორგანოს შუამდგომლობა და არასრულწლოვანი დ-----– შ-----–- დაბრუნდეს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საცხოვრებლად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე არ არსებობს არც ფაქტობრივი გარემოება და არც სამართლებრივი საფუძველი მამის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისა, რადგან მისი მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი.

მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, 2011 წლის 04 ივნისიდან მ----- შ-----–- იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში კ-----– შ-----–თან და თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ შვილი - დ-----– შ-----–- (დაბ. 2--------- წელს). მ----- შ-----–ს გერმანიაში ჰყავდა ოჯახი და ამ ქვეყანაში მისი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და მოტივი იყო ოჯახი და ოჯახური გარემოება, რომელიც შეწყდა განქორწინებით. ამასთან ის არაა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე, რაც შეუქმნიდა მყარ განცდას და გარანტიას იმის შესახებ, რომ მისი მოქალაქეობრივი უფლებები იქნებოდა სრულად დაცული და ისარგებლებდა ამ სტატუსის მქონე პირის ყველა უფლებებითა და სიკეთით. ის არ იყო დასაქმებული გერმანიაში და იმყოფებოდა სახელმწიფო დოტაციაზე, ხოლო ყოფილი მეუღლე განქორწინების შემდეგ მიუხედავად კანონიერი ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა, არ ასრულებდა მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობებს და არ უხდიდა მ-----ს შ-----–ს და მის შვილს რჩენა/აღზრდისათვის მასზე დაკისრებულ სარჩო/ალიმენტს, რაც უქმნიდა არასტაბილური გარემოს განცდას. მან გადაწყვიტა თავის მშობლიურ ქალაქ ბათუმში დაბრუნება, სადაც ჰყავს მშობლები, ნათესავები და აქვს ყველა შესაძლებლობა დაიმკვიდროს თავი, როგორც საზოგადოების ღირსეულმა პიროვნებამ, დასაქმდეს და საკუთარი შრომით შეძლოს საკუთარი თავისა და მისი შვილის რჩენა და მისი, როგორც საზოგადოების ღირსეულ წევრად აღზრდა.

 

2017 წლის 13 ივლისს მ----- შ-----–- დაბრუნდა თავის შვილთან ერთად ქ. ბათუმში, შეიქმნა ახალი ოჯახი და იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში ა-–---------- ი------თან, რომელიც საქართველოს მოქალაქეა. დ-----– შ-----–მა საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაცია გაიარა ქ. ბათუმში, დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ბავშვი შეიყვანა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში - შპს „გ---------------------“-სთან არსებულ ბაგა ბაღში - „ABC studio”-ში. დ-----– შ-----–- სკოლამდელი ასაკის ბავშვთა სავალდებულო სამედიცინო მეთვალყურეობის მიზნით, აყვანილია აღრიცხვაზე ქ. ბათუმის ამბულატორიულ დაწესებულებაში - შპს „უნიმედ აჭარის“ პოლიკლინიკაში და სარგებლობს სკოლამდელი ასაკის ბავშვთა სახელმწიფო ამბულატორული პროგრამით. ამასთან, მისი მეუღლე დასაქმებულია. თვითონაც დაიწყო მუშაობა შპს „ბათუმ დენტალ კლინიკაში“ მედდის პოზიციაზე. აქვს სტაბილური შემოსავალი, რათა ღირსეულ წევრად აღზარდოს საკუთარი შვილი, მისცეს მას შესაბამისი განათლება და შეუქმნას მყარი მომავალი.

 

ვინაიდან მ----- შ-----–მა შექმნა ახალი ოჯახი, იმყოფება ქორწინებაში საქართვლოს მოქალაქესთან და აპირებს მუდმივად საქართველოში ცხოვრებას, საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 10 ოქტომბრის N287 ბრძანებულებით მ----- შ-----–ს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა.

 

მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, შვილისა და დედის ურთიერთობა არის განსაკუთრებული ფენომენი, რომელიც ვერ აიხსნება მხოლოდ ბიოლოგიური და გენეტიკური კავშირებით, მათ შორის არსებობს განსაკუთრებული უხილავი ძლიერი სულიერი კავშირი და სიახლოვე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის აღზრდისათვის დედის სოციუმში ყოფნა და მშვიდი გარემო, სადაც არ სუფევს ძალადობა და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამიტომაც მიიღო მ----- შ-----–მა გადაწყვეტილება საქართველოში დაბრუნების, ახალი ოჯახის შექმნის, სტაბილურ გარემოში ბავშვის სულიერი აღზრდის, შესაბამის სწავლა-განათლების მიცემისა და მყარი მომავლის შექმნის თაობაზე.

 

მ----- შ-----–ს არ მოუპარავს საკუთარი შვილი, არ გაქცეულა და არ მალავს მათ ადგილსამყოფელს და საცხოვრებელ მისამართს მიუხედავად იმისა, რომ მისი ყოფილი მეუღლის (ბავშვის მამის) მხრიდან არაერთხელ ჰქონდა ადგილი ფიზიკურ შეურაცხყოფას მისი და მისი შვილის მიმართ, რაც დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებაა გერმანიის სამედიცინო დაწესებულების ექიმის მიერ გაცემული სამედიცინო ცნობითა და პოლიციის შესაბამისი დასკვნით. იგი არაა წინააღმდეგი, რომ ბავშვს ჰქონდეს მამასთან ურთიერთობა. მზად არის სასამართლო წესით, საქართველოს სასამართლომ განსაზღვროს, მათი შეხვედრის დრო და ადგილი საქართველოში.

 

მოპასუხის განმარტებით, ქორწინების შემდეგ კ-----– შ-----–მა თავისი ნამდვილი სახე გამოავლინა. ის დიდი რაოდენობით სვამდა ალკოჰოლურ სასმელებს, იყო ფეთქებადი და აგრესიული მის მიმართ. მას შეეძლო შუაღამის სახლიდან უთქმელად გასულიყო და დაბრუნებულიყო მთვრალი. მას მალევე უნდოდა მიეტოვებინა ის, მაგრამ კ-----–ი არწმუნებდა რომ გამოსწორდებოდა. 2--------- წელს დაიბადა დ-----–ი. ბავშვის დაბადების შემდეგაც კ-----–ს არ შეუწყვეტია დალევა და კამათი. ერთ-ერთი კამათის დროს მიუხედავად იმისა რომ ხელში ბავშვი ეჭირა, მან მაინც დაარტყა. ათი თვის დ-----–მა მიიღო მძიმე ტრავმა. ამ შემთხვევის შემდეგ კ-----–მა აცნობა ბინის მეპატრონეს, რომ ბინას ათავისუფლებდნენ. ის თავად გადავიდა მშობლების სახლში, ხოლო ის შვილთან ერთდ ფაქტობრივად ქუჩაში დატოვა. ეს მოხდა 08.08.2013 წელს. იმავე საღამოს მ----- შვილთან ერთად წაიყვანეს ვილჰემსჰაფენის ქალთა სახლში, სადაც იცხოვრეს სამი თვე და შემდეგ სახელმწიფომ გამოუყო ბინა.

 

სამი თვის შემდეგ შედგა პირველი სასამართლო. მიუხედავად იმისა, რომ კ-----–ი დედა-შვილს აყენებდა ფიზიკურ შეურაცყოფას და მოითხოვა დნმ-ის ტესტის ჩატარება, სასამართლომ დართო ბავშვის მონახულების ნება და შაბათ დღეს წაყვანის უფლება. ხშირ შემთხვევაში თავად კ-----–ი არ აკითხავდა ბავშვს, საჭესთნ სხვა იჯდა, რადგან კ-----–ი ნასვამი იყო. ხანდახან საერთოდ ავიწყდებოდა ბავშვის წაყვანა, ან თავისი პირადი საქმეების გამო ცვლიდა ბავშვთან ურთიერთობისათვის დანიშნულ დღეებს. დ-----–ს უბრუნებდნენ სავსე საფენით და ბინძური ტანსაცმლით. როდესაც მამას დ-----–ი მიჰყავდა გაციებული და თან დასალევ წამლებს ატანდა, დაბრუნებისთანავე ხვდებოდა, რომ ბავშვს წამალი არ მიუღია, რის შესახებაც არაერთხელ აცნობა ბავშვთა ორგანიზაციას. ერთხელ კ-----–მა დაუბრუნა დ-----–ი თვალის გარშემო სისხლჩაქცევით, მაგრამ ამასაც ბავშვთა ორგანიზაციამ ყურადღება არ მიაქცია.

 

კ-----–ს ჰქონდა თავისებური ხედვა ვაჟის აღზრდაზე, იყო ბავშვის მიმართ უხეში. თვლიდა რომ ასე აკაჟებდა შვილის ხასიათს. დ-----–ს ეშინოდა მამის, სულ ეუბნებოდა, რომ კ-----–ი სცემდა და უყვიროდა. სასამართლო გადაწყვეტილებით კ-----–ს ჰქონდა უფლება წაეყვანა ბავშვი შაბათ-კვირას, მაგრამ თავად მამა ბავშვით არ იყო დაკავებული და უტოვებდა დ-----–ს მის დედას (დ-----–ის ბებიას).

გაუთავებელი უთანხმოებების და მუქარების მიუხედავად, ის წავიდა მორიგებაზე, რადგანაც უნდოდა დ-----–ს სრულყოფილი ოჯახი ჰქონოდა, მაგრამ მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ის ისევ ფიზიკურად გაუსწორდა მ-----ს და მის შვილს. პოლიციაში ღებულობდნენ მის ყველა განცხადებას კ-----–ის მხრიდან მორიგ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე მისი და მისი შვილის მიმართ, მაგრამ სასამართლო არ განიხილავდა, გარდა პირველისა, რომელიც განხილული იქნა ქ. ფორელის სასამართლოში.

 

გერმანიაში დ-----–ს რამოდენიმეჯერ ჰქონდა გულყრები, რის გამოც კლინიკაშიც მოხვდნენ. ის ვარაუდობდა რომ ეს გულყრები იყო ალერგიული რეაქცია საბავშვო საღებავზე ან ეპილეფსია, მაგრამ გამოკვლევამ აჩვენა რომ ბავშვი სრულიად ჯანმრთელია. საქართველოში ცხოვრების მანძილზე ბავშვს არცერთხელ არ ჰქონია გულყრა. რაც ნიშნავს იმას, რომ გერმანიაში გულყრები იყო გამოწვეული სტრესული სიტუაციით და შიშით. აქ საქართველოში ბავშვი ცხოვრობს მშვიდად და ლაღად, ჰყავს ბევრი თანატოლი მეგობარი. საბავშვო ბაღში დ-----–ს ძალიან მოწონს. ამ დროის მანძილზე ბავშვი ძალიან განვითარდა, დაიწყო საუბარი სამ ენაზე, ისწავლა ჭადრაკი დაკავებულია სპორტით, ზეიმებზე მღერის და გამოთქვამს ლექსებს. ბავშვი სრულიად ინტეგრირებულია საზოგადოებაში. ასევე ბავშვი დგას აღრიცხვაზე კლინიკა „ევექს“-ში. ადგილობრივი კლიმატი და სიმშვიდე ოჯახში დადებითად აისახა ბავშვზე.

 

მ----- შ-----–-ს განმარტებით, მუდმივი სტრესული სიტუაციების გამო, რომლებსაც კ-----–ი ქმნიდა, მუდმივი სასამართლო გარჩევების გამო, ვერ ახერხებდა კონცენტრირებას სწავლაზე, (გერმანული ენის კურსები), რის გამოც სამსახურის დაწყების არანაირი საშუალება არ ეძლეოდა. ის და მისი შვილი ცხოვრობდნენ ბინაში, რომელიც სახელმწიფომ გამოუყოთ (JADE), იმყოფებოდნენ სახელმწიფოს უზრუნველყოფაზე (JOBCENTR), რადგანაც კ-----–ი არ იხდიდა სასამართლოს მიერ დანიშნულ ალიმენტებს. მას არც კი აინტერესებდა რითი იკვებებოდა მისი შვილი. კ-----–ი პროფესიით არის ელ.შემდუღებელი და ხშირად იმყოფება მივლინებებში. მისთვის ცნობილია, რომ ამჟამად ის მუშაობს შვედეთში. მისი სამსახურიდან და ცხოვრების წესიდან გამომდინარე კ-----–ს არ აქვს დრო დაკავდეს შვილის აღზრდით და მოვლა პატრონობით.

 

21. მესამე პირის პოზიცია

 

დ-----– შ-----–-, დაბადებული 2--------- წელს, დაახლოებით ერთი წელია ცხოვრობს დედასთან ერთად მშვიდ და მზრუნველ გარემოში. სწავლობს ქ. ბათუმის ,,გ-----------------------ს’’ სტუდიაში. მ----- შ-----–- არის მზრუნველი დედა. მას აქვს მშვიდი საუბარი, არის გაწონასწორებული. საუბრის დროს არ არის კონფლიქტური, შეკითხვებს თავს არ არიდებს, ადეკვატურად და ზუსტად პასუხობს მიუხედავად იმისა, რომ მ-----ს აქვს დიდი ტკივილი ყოფილ მეუღლესთან დაკავშირებით. შვილთან თანდასწრებით არ საუბრობს ყოფით პრობლემებზე. ბავშვთან მამას მოიხსენიებს მხოლოდ კარგი მოგონებებით. მ-----ს გადმოცემით, დ-----–ი ხშირად დაჰყავს გასართობ ღონისძიებებზე, სასეირნოდ, აღნიშნავენ დღესასწაულებს და დაბადების დღეებს. დ-----–ს ჰყავს თანატოლი მეგობრები, რომლებთან ერთადაც ხშირად დადიან სასეირნოდ პარკში, ზღვაზე.

 

ბინა, სადაც ამ ეტაპისათვის მ----- შ-----–- შვილთან დ-----–თან და მეუღლე ა-–---------- ი------თან ერთად ცხოვრობს, რეგისტრირებულია მ----- შ-----–-ს სახელზე. ბინა არის დაახლოებით 70 კვ./მ. არის ორი საძინებელი და ერთი სასტუმრო ოთახი. დანელს აქვს საკუთარი ოთახი, რომელიც მოწყობილია ასაკის შესაბამისი უამრავი სათამაშოებით, შემეცნებითი და გასართობი ნივთებით. ოთახის დათვალიერების დროს დ-----–ი სიხალისით აღწერდა თავის საყვარელ მულტფილმის გმირებს, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. დ-----–ი საუბრობს როგორც ქართულ, ასევე რუსულ ენაზე. იცის რამდენიმე გერმანული სიტყვა. მ----- შ-----–- მუშაობს ქ. ბათუმში პ--–----- ქუჩა N118-ში მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკაში მედდის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 250 ლარს. მ-----მის მეუღლე ს-–- ი------ის ხელფასი შეადგენს 700 ლარს. აუცილებელია, რომ უფროსებმა გააცნობიერონ არსებული კონფლიქტის უარყოფითი შედეგები, რომლებიც გავლენას მოახდენენ, როგორც ბავშვის შემდგომ განვითარებაზე, ისე თითოეულ მშობელთან მის ურთიერთობაზე. საჭიროა მშობლებმა ერთმანეთის მიმართ ნეიტრალიტეტი დაიცვან, ბავშვის არაკონფლიქტური და ემოციური სტაბილური გარემო უზრუნველყონ, არ გამოიყენოს რომელიმე მშობელმა დამაშორებელი ქცევა. უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია ორივე მშობლის მხრიდან ნაბიჯების გადადგმა ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე შეთანხმების მიღწევისათვის. (იხ. ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის 14.09.2018წ. დასკვნა).

 

სასამართლოს სხდომაზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა ი--- დ--------მ მხარი დაუჭირა ზემოაღნიშნულ დასკვნას და დამატებით აღნიშნა, რომ დედა-შვილი ცხოვრობს საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ბავშვს აქვს შექმნილი იდიალური საცხოვრებელი პირობები. სოციალური ორგანოს წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ მისი 18 წლიანი სამუშაო გამოცდილების განმავლობაში მსგავსად მოწესრიგებული ბავშვის ოთახი და ბავშვის განვითარებაზე მზრუნველი დედა არ შეხვედრია. დ-----–ი ადაპტირებულია იმ გარემოსთან, სადაც ცხოვრობს. თავს გრძნობს კომფორტულად, შესაბამისად მისი გერმანიაში დაბრუნება არამიზანშეწონილია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არის.

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2011 წლის 04 ივნისიდან მ----- შ-----–- იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში კ-----– შ-----–თან და თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ შვილი - დ-----– შ-----–- (დაბ. 2--------- წელს).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ქორწინების მოწმობის ასლი (ს.ფ. 29-30);

- დაბადების მოწმობის ასლი (იხ. ს.ფ. 31-32)

- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.2. ვილჰელმსჰაფენის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 2 მარტს მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე N16 F 827/15 S, მეუღლეების მ----- შ-----–-სა და კ-----– შ-----–-ს ქორწინების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ვილჰელმსჰაფენის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება (ს.ფ. 56-67).

 

3.2.3. ვილჰელმსჰაფენის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 8 ივნისის დახურულ სხდომაზე N16 F 269/17 SO/ 16 F 270/17 SO, რომელიც შეეხებოდა ბავშვისა და მშობლის ურთიერთობის დადგენას და დ-----– შ-----–-სათვის მშობლის მზრუნველობის უფლებას, სასამართლომ შეწყვიტა პროცესი, რადგან არასრულწლოვნის მამა კ-----– შ-----–- არ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე, მაგრამ გამოხატა თანხმობა არასრულწლოვანი დედასთან მ----- შ-----–თან ერთად 2017 წლის 13 ივლისიდან 2017 წლის 1 აგვისტომდე 3 კვირიანი ვადით გამგზავრებულიყო დასასვენებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ვილჰელმსჰაფენის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 40-47).

 

3.2.4. 2017 წლის 13 ივლისს მ----- შ-----–- დაბრუნდა თავის შვილთან დ-----– შ-----–თან ერთად ქ. ბათუმში. მან შეიქმნა ახალი ოჯახი და იმყოფება ქორწინებაში ა-–---------- ი------თან, რომელიც საქართველოს მოქალაქეა.

 

3.2.5 საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 10 ოქტომბრის N287 ბრძანებულებით მ----- შ-----–ს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა და 2017 წლის 20 ოქტომბერს მასზე გაიცა პირადობის მოწმობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის 14.09.2018წ. დასკვნა).

- პირადობის მოწმობა (ს.ფ. 111).

- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.6. დ-----– შ-----–მა საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაცია გაიარა ქ. ბათუმში, დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ის სწავლობს ქ. ბათუმის შპს „გ----------------------------“ არსებულ საგანმანათლებლო ბაღში - „ABC studio”-ში. 2017 წლის 8 სექტემბრიდან. აქტიურ მონაწილეობას ღებულობს საზეიმო ღონისძიებებში, უყვარს ცეკვა, სიმღერა, ჭადრაკის თამაში, ხელოვნებასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება. დ-----– შ-----–- სკოლამდელი ასაკის ბავშვთა სავალდებულო სამედიცინო მეთვალყურეობის მიზნით, აყვანილია აღრიცხვაზე ქ. ბათუმის ამბულატორიულ დაწესებულებაში - შპს „უნიმედ აჭარის“ პოლიკლინიკაში და სარგებლობს სკოლამდელი ასაკის ბავშვთა სახელმწიფო ამბულატორული პროგრამით. მ----- შ-----–- არის მზრუნველი დედა. დ-----–ი ხშირად დაჰყავს გასართობ ღონისძიებებზე, სასეირნოდ, აღნიშნავენ დღესასწაულებს და დაბადების დღეებს. დ-----–ს ჰყავს თანატოლი მეგობრები, რომლებთან ერთადაც ხშირად დადიან სასეირნოდ პარკში, ზღვაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 160-162).

- გიმნაზიის დირექტორის მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 103);

- „ABC studio”-ს აღსაზრდელის დახასიათება (ს.ფ. 195);

- სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N100/ა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; სტომატოლოგიური პაციენტის სამედიცინო ბარათი (ს.ფ. 202-203; 204-206);

- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.7. მ----- შ-----–- შვილთან დ-----–თან და მეუღლე ა-–---------- ი------თან ერთად ცხოვრობს ქ. ბათუმში, დ-------- თ------------–-- ქ. N83/36-ში, რომელიც რეგისტრირებულია მ----- შ-----–-ს სახელზე. ბინა არის დაახლოებით 70 კვ./მ, რომელშიც არის ორი საძინებელი და ერთი სასტუმრო ოთახი. დანელს აქვს საკუთარი ოთახი, რომელიც მოწყობილია ასაკის შესაბამისი უამრავი სათამაშოებით, შემეცნებითი და გასართობი ნივთებით.

 

3.2.8. მ----- შ-----–- მუშაობს ქ. ბათუმში პ--–----- ქუჩა N118-ში მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკაში მედდის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 250 ლარს. მ-----ს მეუღლე ს-–- ი------ის ხელფასი შეადგენს 700 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 160-162).

- შპს ბათუმი დენტალ კლინიკის დირექტორის მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 105);

- მ----- შ-----–-ს დახასიათება (ს.ფ. 201);

- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.9. ბავშვის დაბრუნების მოთხოვნით მოსარჩელემ წარადგინა განცხადება 2017 წლის 08 აგვისტოს, ანუ კომპეტენტური ორგანოს მიერ ბავშვის დაბრუნების მიზნით საქმისწარმოების დაწყების მომენტში ბავშვის არამართლზომიერი დაკავებიდან გასული იყო ერთ წელზე ნაკლები ვადა.

 

3.2.10. ცენტრალურმა ორგანომ - საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2018 წლის 31 აგვისტოს მომართა სასამართლოს შუამდგომლობით იმ საკითხის გასარკვევად, რამდენად მიზანშეწონილი იყო დ-----– შ-----–-ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაბრუნება,3.2.11. ამჟამად არასრულწლოვან დ-----– შ-----–-ს არამართლზომიერი დაკავებიდან გასულია ერთ წელზე მეტი ვადა, რადგან დადგენილია, რომ 2017 წლის 4 აგვისტოს კ-----– შ-----–მა შეიტყო, რომ მისი შვილი იმყოფებოდა საქართველოში და უკან არ ბრუნდებოდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- განცხადება დაბრუნების შესახებ (ს.ფ. 48-55).

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის შუამდგომლობა (ს.ფ. 2-3).

3.2.12. არასრულწლოვან დ-----– შ-----–-ს (დაბ. 2---------წ.) ფსიქოლოგიური გამოკვლევის პროცესში გამოვლინდა, რომ დ-----–ს აქვს ემოციური მიჯაჭვულობა დედასთან, რაც გამოიხატა პროექციულ ტესტებში და ბავშვის მოქმედებაში. დედის ოთახიდან გასვლის შემთხვევაში, ხშირად საუბრობდა დედაზე, ხატავდა დედას და საკუთარ თავს ერთად. ფსიქოლოგის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ ვისთან და სად ისურვებდა დ-----–ი ცხოვრებას, ბავშვი პასუხობს - დედასთან ერთად ბათუმში. ბავშვს აქვს სანდო მიჯაჭვულობა დედასთან.

 

3.2.13. ფსიქოლოგმა თ----- ქ--------მ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 სექტემბრის განჩინებით დასმულ შეკითხვებზე დ-----– შ-----–-ს ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგად გასცა შემდეგი პასუხები: ა) ბავშვი აფიქსირებს თავის აზრს თავისუფლად, რომ დედასთან უნდა ყოფნა/ცხოვრება. ბავშვს აქვს შიში, რომ თვითმფრინავის ბილეთი არ შეიძინოს დედამ, რაც ასოცირდება წასვლასთან და ბავშვის ემოციებიდან გამომდინარე მას არ უნდა დედის გარემოდან წასვლა. ბ) ბავშვის განვითარება შეესაბამება ასაკს. დედასთან აქვს სანდო ემოციური კავშირი, რა შემთხვევაშიც ბავშვი დედის მხრიდან იღებს საჭირო მზრუნველობას და ყურადღებას. დედასთან მოშორებამ შესაძლებელია ცუდად იმოქმედოს მის საერთო მდგომარეობაზე. გ) გერმანიიდან წამოსვლიდან გასულია გარკვეული პერიოდი (1 წელი და 2 თვე) და ბავშვი ადაპტირებულია ახალ გარემოში. დ-----–ი დედასთან თავს კომფორტულად და მშვიდად გრძნობს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები, დასკვნა (ს.ფ. 180-182).

 

3.2.14. მ----- შ-----–-ს განმარტებით, გერმანიაში დ-----–ის ფიზიკური და ფსიქოლოგიური განვითარება იყო საფრთხეში კ-----–ის მხრიდან მუდმივი აგრესიის, სკანდალების და ფიზიკური შეურაცხყოფის გამო; მას აღელვებდა მისი უსაფრთხოება, რადგან კ-----–ი მუდმივად ემუქრებოდა და ფიზიკურად უსწორდებოდა; არ ჰქონდა სამსახურის დაწყების პერსპექტივა; კ-----–ი არ იხდიდა ალიმენტს, რის გამოც ის და დ-----–ი ცხოვრობდნენ სახელმწიფო კმაყოფაზე; ყველა კამათი ხდებოდა ბავშვის თანდასწრებით და მას არ სურს, რომ დ-----–ი გაიზარდოს კ-----–ის ოჯახში არსებული ნეგატიური გარემოში (ლოთბა, კამათი), სადაც ბავშვს თავისი ლოგინიც კი არა აქვს.

 

3.2.15. მ----- შ-----–-ს განმარტებით, საქართველოში მეგობრული გარემოა; მას აქვს საკუთარი ბინა საყოფაცხოვრებო პირობებით, სადაც დ-----–ს აქვს საკუთარი ოთახი; ბავშვი დადის კარგ საბავშვო ბაღში; აქვს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურეობა; არის საგანმანათლებლო წრეები ბავშვისთვის; მას და მის მეუღლეს აქვთ სტაბილური სამსახური; ოჯახში მეგობრული, მყუდრო და თბილი ურთიერთობა აქვთ. ის ითხოვს, რომ სასამართლომ მისცეს უფლება დარჩეს ბავშვი მასთან ერთად და გაზარდოს შვილი საქართველოში, რადგანაც აქ ბავშვს აქვს კარგი, ხელსაყრელი პირობები, რათა გაიზარდოს ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ჯანსაღ ადამიანად. ამასთანავე ბავშვის მამას შეუძლია ნებისმიერ დროს ჩამოვიდეს და გაატაროს შვილთან ერთად დრო შავი ზღვის სანაპიროზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 160-162).

- ბრუნსის კანცელარიის წერილები (ს.ფ. 224-239);

- მ----- შ-----–-ს ჯანმრთელობის ცნობები (ს.ფ. 230-233; 234-237; 238-241);

- დ-----– შ-----–-ს ჯანმრთელობის ცნობა (ს.ფ. 242-245);

- პოლიციის ცნობები (ს.ფ. 246249; 250-253);

- ფოტომასალა დ-----– შ-----–-ს გამოსახულებით (ს.ფ. 254-256);

- მუქარის შემცველი სმს-ები (ს.ფ 257-260);

- მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.16. კ-----– შ-----–- პროფესიით არის ელ.შემდუღებელი და ხშირად იმყოფება მივლინებებში. ამჟამად მუშაობს შვედეთში, რის გამოც განმარტა, რომ ბავშვის დაბრუნება უნდა მოხდეს გერმანიაში, სადაც ცხოვრობს მისი ოჯახი და დედამისი (ბავშვის ბებია) იზრუნებს დ-----– შ-----–-ს აღზრდასა და მოვლა-პატრონობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს სხომის ოქმი).

 

3.2.17. მ----- შ-----–-ს წარმომადგენლის განმარტებით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ კ-----– შ-----–-ს მშობლების საცხოვრებელი სახლი განთავსებულია გაყიდვის საიტზე, რომელიც შესაძლებელია გაიყიდოს, შესაბამისად, გაურკვეველია სად უნდა იცხოვროს ბავშვმა გერმანიაში დაბრუნების შემთხვევაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მასალა ინტერნეტის ვებ.გვერდიდან (ს.ფ. 273- 283);

- მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლოს სხომის ოქმი).

 

3.2.18. არასრულწლოვანი დ-----– შ-----–- იმყოფება კანონიერ წარმომადგენელთან - დედასთან მ----- შ-----–თან, სადაც თავს გრძნობს მშვიდად და კომფორტულად, ბავშვი ადაპტირებულია ახალ გარემოში.

 

სოციალური მუშაკის დასკვნის თანახმად, აუცილებელია, რომ უფროსებმა გააცნობიერონ არსებული კონფლიქტის უარყოფითი შედეგები, რომლებიც გავლენას მოახდენენ, როგორც ბავშვის შემდგომ განვითარებაზე, ისე თითოეულ მშობელთან მის ურთიერთობაზე. საჭიროა მშობლებმა ერთმანეთის მიმართ ნეიტრალიტეტი დაიცვან, ბავშვის არაკონფლიქტური და ემოციური სტაბილური გარემო უზრუნველყონ, არ გამოიყენოს რომელიმე მშობელმა დამაშორებელი ქცევა. უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია ორივე მშობლის მხრიდან ნაბიჯების გადადგმა ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე შეთანხმების მიღწევისათვის.

 

3.2.19. სასამართლოს სხდომაზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა ი--- დ--------მ მხარი დაუჭირა სოციალური მუშაკის დასკვნას და დამატებით აღნიშნა, რომ დედა-შვილი ცხოვრობს საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ბავშვს აქვს შექმნილი იდიალური საცხოვრებელი პირობები. დ-----–ი ადაპტირებულია იმ გარემოსთან, სადაც ცხოვრობს და თავს გრძნობს კომფორტულად, შესაბამისად, მისი გერმანიაში დაბრუნება არამიზანშეწონილია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის დასკვნა (იხ. ს.ფ. 160-162);

- მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

- მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.20. სასამართლომ გამოჰკითხა არასრულწლოვანი დ-----– შ-----–- სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მონაწილეობით, რა დროსაც ბავშვმა კატეგორიული უარი განაცხადა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მამასთან დაბრუნებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- არასრულწლოვან დ-----– შ-----–-ს განმარტებები (იხ. 2018 წლის 09 ოქტომბრის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ კ-----– შ-----–ს უარი უნდა ეთქვას არასრულწლოვანი დ-----– შ-----–-ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საცხოვრებლად დაბრუნების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ’’ 1980 წლის 25 ოქტომბრის ჰააგის კონვენციის პრეამბულა, მე-13 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35116-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, „ბავშვის უფლებათა კონვენციის’’ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-9 მუხლის პირველი პუნქტი, მე-18 მუხლის პირველი პუნქტი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

„ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ” კონვენციის პრეამბულაში კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოების მიზანს წარმოადგენს, უზრუნველყონ ბავშვის საერთაშორისო დაცვა მათი არამართლზომიერი გადაადგილების ან დაკავების მავნე შედეგებისაგან და დაადგინონ პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ სწორად დაბრუნებას მათი ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში და აგრეთვე იძლევიან ურთიერთობის უფლებათა დაცვის გარანტიას. ამავდროულად, კონვენციის პრეამბულაშივე ხაზგასმით მითითებულია ბავშვების ინტერესების უმთავრეს მნიშვნელობაზე. ამდენად, ივარაუდება, რომ კონვენციით მოწესრიგებული ის პროცედურები, რომლებიც ხელს უწყობს არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის სწრაფ დაბრუნებას ჩვეულ საცხოვრებელ ადგილზე და მეურვეობის უფლებათა ეფექტიანად განხორციელებას, ემსახურება მხოლოდ ბავშვის ინტერესების დაცვას.

 

კონვენცია ემსახურება რა ბავშვების საერთაშორისო გატაცების ფაქტების აღკვეთას, ამავდროულად კონვენციის უმთავრესი მიზანი სწორედ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების დაცვაა. აღნიშნულით კონვენცია განიხილება როგორც ბავშვთა უფლებების დამცველი და არა გატაცებული ბავშვის მშობლის უფლებების დამცველი, ანუ ბავშვის გატაცებისას უპირველესად დაზარალებულია ბავშვი, რომელიც ტრავმირებულია ჩვეული გარემოდან უცხო სამყაროში მოხვედრით და მშობლებთან (მშობელთან) დაცილებით.

 

კონვენცია არეგულირებს რა ბავშვთა გატაცების სამოქალაქო ასპექტებს, უდავოა, რომ კონვენციის ფარგლებში განსახილველ ყველა ფაქტს საფუძვლად უდევს მართლსაწინააღმდეგო, უკანონო ქმედება - ბავშვის გატაცება, უკანონო გადაადგილება. არც ის წარმოადგენს სადავოს, რომ ასეთი უკანონო ქმედება უნდა აღიკვეთოს, მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ არის იგი ჩადენილი, თუმცა კონვენციისათვის მნიშვნელოვანს და, მოცემულ დავასთან დაკავშირებით, არსებითს წარმოადგენს, რომ უკანონო ქმედების - ბავშვის გატაცების აღკვეთას მოჰყვეს ბავშვის უფლებების დაცვით მისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. სწორედ ამიტომაც ადგენს დასახელებული კონვენცია გამონაკლისებს ბავშვის დაბრუნებასთან მიმართებით, კერძოდ, კონვენციის მე-13 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული არ არის, გასცეს განკარგულება ბავშვის თაობაზე, თუკი პირი, დაწესებულება ან სხვა ორგანო, რომელიც მის დაბრუნებას ეწინააღმდეგება, დაადგენს, რომ არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ მისი დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის, ან სხვაგვარად ჩააყენებს ბავშვს აუტანელ მდგომარეობაში.

 

ასეთივე შინაარსის ნორმას შეიცავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35116-ე მუხლი, რომლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია უარი თქვას არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებაზე, თუ არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ გარემო, რომელშიც ბავშვი დაბრუნების შემთხვევაში აღმოჩნდება, მას ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის საფრთხეს შეუქმნის ან სხვაგვარად ჩააყენებს მას გაუსაძლის მდგომარეობაში.

 

ამდენად, აღნიშნული ნორმებით დადგენილი გამონაკლისი ეფუძნება ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებას და მიზნად ისახავს მის დაცვას ფიზიკური თუ ფსიქიკური საფრთხის წინაშე ან აუტანელ მდგომარეობაში აღმოჩენისაგან.

 

„ბავშვის უფლებათა კონვენციის’’ მე-6 მუხლის მეორე პუნქტით მონაწილე სახელმწიფოები შესაძლებლობისამებრ მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნებასა და ჯანსაღ განვითარებას, ხოლო ამავე კონვენციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების თანახმად, მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. მოცემულ დავაში ბავშვის - მცირეწლოვანი დ-----– შ-----–-ს დაცვის ჭეშმარიტი ინტერესი მისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნაა, რაც მშობლების და ამავდროულად სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების უმთავრესი ზრუნვის საგანს წარმოადგენს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2011 წლის 04 ივნისიდან მ----- შ-----–- იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში კ-----– შ-----–თან და თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ შვილი - დ-----– შ-----–- (დაბ. 2--------- წელს).

 

ვილჰელმსჰაფენის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 2 მარტს მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე N16 F 827/15 S, მეუღლეების მ----- შ-----–-სა და კ-----– შ-----–-ს ქორწინების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

 

ვილჰელმსჰაფენის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 8 ივნისის დახურულ სხდომაზე N16 F 269/17 SO/ 16 F 270/17 SO, რომელიც შეეხებოდა ბავშვისა და მშობლის ურთიერთობის დადგენას და დ-----– შ-----–-სათვის მშობლის მზრუნველობის უფლებას, სასამართლომ შეწყვიტა პროცესი, რადგან არასრულწლოვნის მამა კ-----– შ-----–- არ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე, მაგრამ გამოხატა თანხმობა არასრულწლოვანი დედასთან მ----- შ-----–თან ერთად 2017 წლის 13 ივლისიდან 2017 წლის 1 აგვისტომდე 3 კვირიანი ვადით გამგზავრებულიყო დასასვენებლად.

 

2017 წლის 13 ივლისს მ----- შ-----–- დაბრუნდა თავის შვილთან დ-----– შ-----–თან ერთად ქ. ბათუმში. მან შექმნა ახალი ოჯახი და იმყოფება ქორწინებაში ა-–---------- ი------თან, რომელიც საქართველოს მოქალაქეა.

 

2017 წლის 4 აგვისტოს კ-----– შ-----–მა შეიტყო, რომ მისი შვილი იმყოფებოდა საქართველოში და უკან არ ბრუნდებოდა. ბავშვის დაბრუნების მოთხოვნით მოსარჩელემ წარადგინა განცხადება 2017 წლის 08 აგვისტოს, ხოლო ცენტრალურმა ორგანომ - საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სასამართლოს მომართა შუამდგომლობით იმ საკითხის გასარკვევად, რამდენად მიზანშეწონილი იყო დ-----– შ-----–-ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაბრუნება - 2018 წლის 31 აგვისტოს.

 

მაშასადამე, არასრულწლოვანი დ-----– შ-----–- წარმოადგენს „ბავშვთა საერთაშორისო გატაცემის შესახებ“ კონვენციის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად დაკავებულ ბავშვს, რადგანაც ბავშვის დედა - მ----- შ-----–- უარს ამბობს მის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაბრუნებაზე.

 

ასევე დადგენილია, რომ ყოფილ მეუღლეებს შორის არის დაძაბული, კონფლიქტური ურთიერთობა, რის გამოც მ----- შ-----–მა მიიღო გადაწყვეტილება დაბრუნებულიყო საქართველოში. შექმნა ახალი ოჯახი და იმყოფება ქორწინებაში საქართველოს მოქალაქესთან.

 

საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 10 ოქტომბრის N287 ბრძანებულებით მ----- შ-----–ს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა და 2017 წლის 20 ოქტომბერს მასზე გაიცა პირადობის მოწმობა.

 

დადგენილია, რომ დ-----– შ-----–მა საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაცია გაიარა ქ. ბათუმში, დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ის სწავლობს ქ. ბათუმის შპს „გ----------------------------“ არსებულ საგანმანათლებლო ბაღში - „ABC studio”-ში. 2017 წლის 8 სექტემბრიდან. აქტიურ მონაწილეობას ღებულობს საზეიმო ღონისძიებებში, უყვარს ცეკვა, სიმღერა, ჭადრაკის თამაში, ხელოვნებასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება. დ-----– შ-----–- სკოლამდელი ასაკის ბავშვთა სავალდებულო სამედიცინო მეთვალყურეობის მიზნით, აყვანილია აღრიცხვაზე ქ. ბათუმის ამბულატორიულ დაწესებულებაში - შპს „უნიმედ აჭარის“ პოლიკლინიკაში და სარგებლობს სკოლამდელი ასაკის ბავშვთა სახელმწიფო ამბულატორული პროგრამით. მ----- შ-----–- არის მზრუნველი დედა. დ-----–ი ხშირად დაჰყავს გასართობ ღონისძიებებზე, სასეირნოდ, აღნიშნავენ დღესასწაულებს და დაბადების დღეებს. დ-----–ს ჰყავს თანატოლი მეგობრები, რომლებთან ერთადაც ხშირად დადიან სასეირნოდ პარკში, ზღვაზე.

 

მ----- შ-----–- შვილთან დ-----–თან და მეუღლე ა-–---------- ი------თან ერთად ცხოვრობს, ქ. ბათუმში, დ-------- თ------------–-- ქ. N83/36-ში, რომელიც რეგისტრირებულია მ----- შ-----–-ს სახელზე. ბინა არის დაახლოებით 70 კვ./მ. რომელშიც არის ორი საძინებელი და ერთი სასტუმრო ოთახი. დანელს აქვს საკუთარი ოთახი, რომელიც მოწყობილია ასაკის შესაბამისი უამრავი სათამაშოებით, შემეცნებითი და გასართობი ნივთებით.

 

მ----- შ-----–- მუშაობს ქ. ბათუმში პ--–----- ქუჩა N118-ში მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკაში მედდის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 250 ლარს. მ-----ს მეუღლე ს-–- ი------ის ხელფასი შეადგენს 700 ლარს.

არასრულწლოვან დ-----– შ-----–-ს (დაბ. 2---------წ.) ფსიქოლოგიური გამოკვლევის პროცესში გამოვლინდა, რომ დ-----–ს აქვს ემოციური მიჯაჭვულობა დედასთან, რაც გამოიხატა პროექციულ ტესტებში და ბავშვის მოქმედებაში, დედის ოთახიდან გასვლის შემთხვევაში, ხშირად საუბრობდა დედაზე, ხატავდა დედას და საკუთარ თავს ერთად. ფსიქოლოგის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ ვისთან და სად ისურვებდა დ-----–ი ცხოვრებას, ბავშვი პასუხობს - დედასთან ერთად ბათუმში. ბავშვს აქვს სანდო მიჯაჭვულობა დედასთან.

 

ფსიქოლოგმა თ----- ქ--------მ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 სექტემბრის განჩინებით დასმულ შეკითხვებზე დ-----– შ-----–-ს ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგად გასცა შემდეგი პასუხები: ა) ბავშვი აფიქსირებს თავის აზრს თავისუფლად, რომ დედასთან უნდა ყოფნა/ცხოვრება. ბავშვს აქვს შიში, რომ თვითმფრინავის ბილეთი არ შეიძინოს დედამ, რაც ასოცირდება წასვლასთან და ბავშვის ემოციებიდან გამომდინარე მას არ უნდა დედის გარემოდან წასვლა. ბ) ბავშვის განვითარება შეესაბამება ასაკს. დედასთან აქვს სანდო ემოციური კავშირი, რა შემთხვევაშიც ბავშვი დედის მხრიდან იღებს საჭირო მზრუნველობას და ყურადღებას. დედასთან მოშორებამ შესაძლებელია ცუდად იმოქმედოს მის საერთო მდგომარეობაზე. გ) გერმანიიდან წამოსვლიდან გასულია გარკვეული პერიოდი (1 წელი და 2 თვე) და ბავშვი ადაპტირებულია ახალ გარემოში. დ-----–ი დედასთან თავს კომფორტულად და მშვიდად გრძნობს.

 

მ----- შ-----–-ს განმარტებით, გერმანიაში დ-----–ის ფიზიკური და ფსიქოლოგიური განვითარება იყო საფრთხეში კ-----–ის მხრიდან მუდმივი აგრესიის, სკანდალების და ფიზიკური შეურაცხყოფის გამო; მას აღელვებდა მისი უსაფრთხოება, რადგან კ-----–ი მუდმივად ემუქრებოდა და ფიზიკურად უსწორდებოდა; არ ჰქონდა სამსახურის დაწყების პერსპექტივა; კ-----–ი არ იხდიდა ალიმენტს, რის გამოც ის და დ-----–ი ცხოვრობდნენ სახელმწიფო კმაყოფაზე; ყველა კამათი ხდებოდა ბავშვის თანდასწრებით და მას არ სურს, რომ დ-----–ი გაიზარდოს კ-----–ის ოჯახში არსებული ნეგატიური გარემოში (ლოთბა, კამათი ) სადაც ბავშვს თავისი ლოგინიც კი არ აქვს. საქართველოში კი მეგობრული გარემოა; მას აქვს საკუთარი ბინა საყოფაცხოვრებო პირობებით, სადაც დ-----–ს აქვს საკუთარი ოთახი; ბავშვი დადის კარგ საბავშვო ბაღში; აქვს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურეობა; არის საგანმანათლებლო წრეები ბავშვისთვის; მას და მის მეუღლეს აქვთ სტაბილური სამსახური; ოჯახში მეგობრული, მყუდრო და თბილი ურთიერთობა აქვთ. ის ითხოვს, რომ სასამართლომ მისცეს უფლება დარჩეს ბავშვი მასთან ერთად და გაზარდოს შვილი საქართველოში, რადგანაც აქ ბავშვს აქვს კარგი, ხელსაყრელი პირობები, რათა გაიზარდოს ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ჯანსაღ ადამიანად. ამასთანავე ბავშვის მამას შეუძლია ნებისმიერ დროს ჩამოვიდეს და გაატაროს შვილთან ერთად დრო შავი ზღვის სანაპიროზე.

 

კ-----– შ-----–- პროფესიით არის ელ.შემდუღებელი და ხშირად იმყოფება მივლინებებში. ამჟამად მუშაობს შვედეთში, რის გამოც განმარტა, რომ ბავშვის დაბრუნება უნდა მოხდეს გერმანიაში, სადაც ცხოვრობს მისი ოჯახი და დედამისი (ბავშვის ბებია) იზრუნებს დ-----– შ-----–-ს აღზრდასა და მოვლა-პატრონობაზე.

 

მ----- შ-----–-ს წარმომადგენლის განმარტებით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ კ-----– შ-----–-ს მშობლების საცხოვრებელი სახლი განთავსებულია გაყიდვის საიტზე და შეიძლება გაიყიდოს, შესაბამისად, გაურკვეველია სად უნდა იცხოვროს ბავშვმა გერმანიაში დაბრუნების შემთხვევაში.

 

დაგენილია, რომ არასრულწლოვანი დ-----– შ-----–- იმყოფება კანონიერ წარმომადგენელთან - დედასთან მ----- შ-----–თან, სადაც თავს გრძნობს მშვიდად და კომფორტულად, ბავშვი ადაპტირებულია ახალ გარემოში.

 

სოციალური მუშაკის დასკვნის თანახმად, აუცილებელია, რომ უფროსებმა გააცნობიერონ არსებული კონფლიქტის უარყოფითი შედეგები, რომლებიც გავლენას მოახდენენ, როგორც ბავშვის შემდგომ განვითარებაზე, ისე თითოეულ მშობელთან მის ურთიერთობაზე. საჭიროა მშობლებმა ერთმანეთის მიმართ ნეიტრალიტეტი დაიცვან, ბავშვის არაკონფლიქტური და ემოციური სტაბილური გარემო უზრუნველყონ, არ გამოიყენოს რომელიმე მშობელმა დამაშორებელი ქცევა. უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია ორივე მშობლის მხრიდან ნაბიჯების გადადგმა ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე შეთანხმების მიღწევისათვის.

 

ასევე დადგენილია, რომ სასამართლოს სხდომაზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა ი--- დ--------მ მხარი არ დაუჭირა ბავშვის გერმანიაში დაბრუნებას და განმარტა, რომ დ-----–ი ადაპტირებულია იმ გარემოსთან, სადაც ცხოვრობს და თავს გრძნობს კომფორტულად, შესაბამისად, მისი გერმანიაში დაბრუნება არამიზანშეწონილია.

 

სასამართლომ გამოჰკითხა არასრულწლოვანი დ-----– შ-----–- სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მონაწილეობით, რა დროსაც ბავშვმა - დ-----– შ-----–მა კატეგორიული უარი განაცხადა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მამასთან დაბრუნებაზე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი დ-----– შ-----–-ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იძულებითი დაბრუნება მიზანშეწონილი არ არის, რადგან მზრუნველობისა და მეურვეობის ორგანომ, რომელიც ბავშვის ინტერესების დასაცავად იქნა ჩაბმული საქმეში, დაადგინა, რომ არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ მისი დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის, ან სხვაგვარად ჩააყენებს ბავშვს აუტანელ მდგომარეობაში. არასრულწლოვანი დ-----– შ-----–-ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იძულებითი დაბრუნება ეწინააღმდეგება მის უპირატეს ინტერესებს, ვინაიდან განვითარების სწორედ არსებულ ეტაპზე ეყრება საფუძველი ბავშვის პიროვნულ ჩამოყალიბებას, რა დროსაც დედასთან - პირთან, რომლის მიმართაც ბავშვს აქვს ძლიერი მიჯაჭვულობა, არასაკმარისი სიახლოვე დამღუპველი იქნება და უარყოფითად იმოქმედებს ინდივიდის ცხოვრების ფორმირებაზე. ასევე ირკვევა, რომ ბავშვმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მშობლების კონფლიქტის გამო მიიღო ფიზიკური და ფსიქიკური ტრავმა. ამასთან დადგენილია, რომ გერმანიიდან წამოსვლიდან გასულია გარკვეული პერიოდი (1 წელი და 2 თვე) და ბავშვი ადაპტირებულია ახალ გარემოში. დ-----–ი დედასთან თავს კომფორტულად და მშვიდად გრძნობს.

 

ყოველივე ზემოხსენებულისა და იმის გათვალისწინებით, რომ „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ” კონვენციის არსებობის მთავარი მიზანია უპირატესად და უპირველესად დაცულ იქნეს ბავშვის ინტერესი, იცხოვროს მისთვის უსაფრთხო, მშვიდ, შესაფერის გარემოში და შესაბამისად, კონვენციით დავის რეგულირებისას სწორედ ეს შედეგი უნდა იქნეს მიღწეული, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა აღნიშნული კონვენციის მე-13 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35116-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35118 მუხლის თანახმად, განმცხადებელი თავისუფლდება პროცესის ხარჯების ანაზღაურებისაგან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

განსახილველ საქმეზე 2018 წლის 31 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიღო ბრძანება ბავშვის გადაადგილების შეზღუდვის შესახებ, კერძოდ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აეკრძალა დედას - მ----- შ-----–-ს (დაბ. 0---------წ. პ/ნ 6----------) არასრულწლოვანი დ-----– შ-----–-ს (დაბ. 2---------წ. დაბადების სააქტო ნომერი: G 308/2---; პას: № G 0636381) საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანა;

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს ბავშვის გადაადგილების შეზღუდვის საჭიროება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 247-ე-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით, 3519-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. კ-----– შ-----–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს ბრძანება არასრულწლოვანი დ-----– შ-----–-ს (დაბ. 2---------წ. დაბადების სააქტო ნომერი: G 308/2---, პას. № G 0636381) გადაადგილების შეზღუდვის შესახებ.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ორი კვირის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ციცინო მოსიძე