განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080211018002611444
საქმე№2/ბ-1244-18წ.
განჩინება
საქართველოს სახელით
27 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები : ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ირმა პერანიძე, ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი - ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი - კ-----– შ-----–-
წარმომადგენელი-ა-–---------- თ-----–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - მ----- შ-----–-
წარმომადგენელი-კ------------- ბ------
არასრულწლოვანი ბავშვი-დ-----– შ-----–-
ცენტრალური ორგანო- საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
მესამე პირი - მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბ------ის სოციალური მომსახურების ცენტრი
წარმომადგენელი - ი--- დ-------ე
ფსიქოლოგი - ი---- თ----------–--ე
თარჯიმანი-ტ------- ა---–---ი
დავის საგანი -,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის ჰააგის კონვენციის შესაბამისად არამართლზომიერად დაკავებული არასრულწლოვან დ-----– შ-----–-ს გერმანიაში დაბრუნება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2-18 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება
აღწერილობითი ნაწილი
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2-18 წლის 31 აგვისტოს „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის ჰააგის კონვენციის შესაბამისად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობა მოპასუხე მ----- შ-----–-ს (მოპასუხე, შემდგომში მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ არასრულწლოვანი შვილის - დ-----– შ-----–-ს (დაბადების თარიღი: 2---------; პ/ნ . დაბადების სააქტო ნომერი G------------------------) სავარაუდო არამართლზომიერი დაკავების ფაქტთან დაკავშირებით.
1.1. შუამდგომლობის/ სარჩელის საფუძვლები:
შუამდგომლობაში/სარჩელში მიეთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1.1.1. 2-1- წლის 08 აგვისტოს საქართველოს ცენტრალურ ორგანოს-საქართველოს იუტიციის სამინისტროს „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის 25 ოქტომბრის ჰააგის კონვენციის ფარგლებში განსაზღვრულ საქართველოს ცენტრალურ ორგანოს -საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტს მიმართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის სამსახურმა საქართველოს მოქალაქე მ----- შ-----–-ს მიერ არასრულწლოვანი შვილის - დ-----– შ-----–-ს (დაბადების თარიღი: 2---------; პ/ნ . დაბადების სააქტო ნომერი G------------------------) სავარაუდო არამართლზომიერი დაკავების ფაქტთან დაკავშირებით.
1.1.2. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ცენტრალური ორგანოს მიერ მოწოდებული ინფომაციის თანახმად ვ--–---–--------ის საქალაქო სასამართლომ 2-1- წლის 02 მარტს მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე №16 F 827/15 S, მეუღლეების -მ----- შ-----–-სა და კ-----– შ-----–-ს ქორწინების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ამასთან, ვ--–---–--------ის საქალაქო სასამართლომ 2-1- წლის 08 ივნისის დახურულ სხდომაზე №1-----------------------------O, რომელიც შეეხებოდა ბავშვისა და მშობლის ურთიერთობის დადგენას და დ-----– შ-----–-სათვის მშობლის მზრუნველობის უფლებას, შეწყვიტა პროცესი, რადგან არასრულწლოვნის მამა -კ-----– შ-----–- არ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე, მაგრამ გამოხატა თანხმობა არასრულწლოვანი დ-----– შ-----–- დედასთან - მ----- შ-----–თან ერთად 2-1- წლის 13 ივლისიდან 2-1- წლის 01 აგვისტომდე სამკვირიანი ვადით გამგზავრებულიყო დასასვენებლად. კ-----– შ-----–-ს განმარტებით, მას და მის მეუღლეს ჰქონდათ საერთო მზრუნველობის უფლება ბავშვზე. 2-1- წლის 04 აგვისტოს კ-----– შ-----–მა შეიტყო, რომ მისი შვილი იმყოფებოდა საქართველოში და უკან არ დაბრუნდებოდა.
1.2.3.შუამდგომლობის წარმოდგენის დროისათვის არასრულწლოვანი დედასთან ერთად ცხოვრობს ქ. ბ------ში, დ-------- თ------------–ის ქ. №8--ში.
1.2.4.ჰააგის კონვენციის მე-10 მუხლის შესაბამისად საქართველოს ცენტრალურ ორგანოს დავის მოგვარების უზრუნველყოფის მიზნით, კომუნიკაცია ჰქონდა არასრულწლოვნის მშობელთან - მ----- შ-----–თან, რომელმაც 2-18 წლის 02 მარტს უარი განაცხადა არასრულწლოვნის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ნებაყოფლობით დაბრუნებასთან დაკავშირებით.
1.2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გათვალისწინებულ იქნა რა დედის -მ----- შ-----–-ს თვალსაზრისი, რომელსაც არ სურდა მოცემული საკითხის სასამართლოს ჩართულობის გარეშე გადაწყვეტა, ცენტრალურმა ორგანომ - საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიმართა განსჯად სასამართლოს და მოითხოვა სასამართლოს განეხილა ჰააგის კონვენციით განსაზღვრული ვალდებულებებისა და მიზნების შესასრულებლად არასრულწლოვანი დ-----– შ-----–-ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საცხოვრებლად დაბრუნების მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზანშეწონილობის საკითხი. (იხ.ტომი 1-ლი ს.ფ. 2-3)
1.2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მ----- შ-----–მა განსახილველ მოთხოვნასთან დაკავშირებით თავდაპირველად ახსნა ახსნა-განმარტების წარმოდგენით, შემდეგ კი შესაგებელით დააფიქსირა უარყოფითი პოზიცია და არ ცნო აღნიშნულით დაყენებული მოთხოვნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით:
1.2.1. 2-11 წლის 04 ივნისიდან მ----- შ-----–- იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში კ-----–ლ შ-----–თან (პ/ნ: № 1--------) ,თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ შვილი - დ-----– შ-----–- (დაბადების თარიღი:2---------წ., პას. № G--------).
1.2.2.მიმდინარე წლის 02 მარტს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვ--–---–---------ის სასამართლოს № 1--------- შ გადაწყვეტილებით მ----- შ-----–-ს ქორწინება კ-----–ლ შ-----–თან შეწყდა განქორწინებით და მათი საერთო შვილი ცხოვრობს მ----- შ-----–თან მისი საცხოვრებელი ადგილსამყოფელის მიხედვით.
1.2.3. მ----- შ-----–-ს განმარტებით, მისი დაბრუნება გერმანიიდან საქართველოში განპირობებული იქნა შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
1.2.3.1. მ----- შ-----–ს გერმანიაში ცხოვრების ერთერთი მთავარ მიზეზს წარმოადგენდა ის, რომ მას იქ ჰყავდა ოჯახი, რომელიც დასრულდა განქორწინებით;
1.2.3.2.იგი არ არის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე, რაც შეუქმნიდა მყარ განცდას და გარანტიას (განსხვავებით, მისი მეუღლისაგან, რომელიც არის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე) იმის შესახებ, რომ მისი მოქალაქეობრივი უფლებები იქნებოდა სრულად დაცული და ისარგებლებდა ამ სტატუსის მქონე პირის ყველა უფლებითა და სიკეთით;
1.2.3.3. მ----- შ-----–- არ იყო დასაქმებული გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და ამდენად, არ ჰქონდა სტაბილური შემოსავალი, იმყოფებოდა სახელწიფო დოტაციაზე, შესაბამისად მოკლებული იყო შესაძლებლობას ღირსეულად ერჩინა და აღეზარდა შვილი;
1.2.3.4. მისი ყოფილი მეუღლე განქორწინების შემდეგ ,ოთხწელიწადნახევარის განმავლობაში, მიუხედავად კანონიერ ძალაში შესული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვ--–---–---------ის სასამართლო გადაწყვეტილებებისა (№ 1---------------, თარიღი: 23.01.14წ.; №----------------, თარიღი: 26.04.14წ.), არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს და არ უხდიდა მის შვილს რჩენა-აღზრდისათვის მასზე დაკისრებულ სარჩო-ალიმენტს, რაც უქმნიდა არასტაბილური გარემოს განცდას;
1.2.3.5. მან გადაწყვიტა დაბრუნებულიყო თავის მშობლიურ ქალაქ ბ------ში, სადაც ჰყავს მშობლები, ნათესავები და აქვს ყველა შესაძლებლობა დაიმკვიდროს თავი, როგორც საზოგადოების ღირსეულმა წევრმა, დასაქმდეს და საკუთარი შრომით შეძლოს საკუთარი თავისა და შვილის რჩენა და მისი საზოგადოების ღირსეულ წევრად აღზრდა;
1.2.3.2-1- წლის 13 ივლისს მ----- შ-----–- დაბრუნდა თავის შვილთან ერთად ქ. ბ------ში, სიყვარულით შექმნა ახალი ოჯახი და იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში თავის მეუღლესთან -ა-–---------- ი------თან ერთად, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე;
1.2.4 მ----- შ-----–-ს შვილმა საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაცია გაიარა ქ. ბ------ში, დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით -ქ. ბ------ი, დ-------- თ------------–ის ქ. № 8--ში;
1.2.5. მან თავისი შვილი სავალდებულო წესით სკოლამდელი აღზრდა-განათლების მისაღებად შეიყვანა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში _ შპს ,,გ-------- 2--ე ს--------“-სთან არსებულ ბაგა-ბაღში _,,--------------“-ში;
1.2.6. სკოლამდელი ასაკის ბავშთა სავალდებულო სამედიცინო მეთვალყურეობის მიზნით, მ----- შ-----–მა არასრულწლოვანი შვილი აიყვანა აღრიცხვაზე, ქ. ბ------ის ამბულატორიულ დაწესებულებაში - შპს ,,ე------“ პოლიკლინიკაში, სადაც დ-----– შ-----–- სარგებლობს სკოლამდელი ასაკის ბავშთა სახელმწიფო ამბულატორიული პროგრამით.
1.2.7. მ----- შ-----–- ქორიწინებაში იმყოფება ა-–---------- ი------თან, რომელიც დასაქმებულია შპს ,,ვ--–---–-----–-----------------------–--“-ში ცვლის უფროსის თანამდებობაზე, ხოლო თავად - შპს ,,ბ------ი დენტალ კლინიკა“-ში მედდის პოზიციაზე. აქვს სტაბილური შემოსავალი და ამდენად, შესაძლებლობა იმისა, რომ შვილს მისცეს შესაბამისი განათლება და შეუქმნას მყარი მომავალი.
1.2.8. მას არ სურს ბავშვი დაბრუნებულ იქნეს გერმანიაში, რადგან იქ არ არის ბავშვისთვის უსაფრთხო გარემო, რადგან მისი ყოფილი მეუღლის (ბავშვის მამის) მხრიდან არერთხელ ჰქონდა ადგილი ფიზიკურ შეურცხყოფის მიყენებას მისი და შვილის მიმართ, რაც დადასტურებული ფაქტობრივი გარემობაა გერმანიის სამედიცინო დაწესებულების ექიმების მიერ გაცემული სამედიცინო ცნობებითა და პოლიციის შესაბამისი დასკვნებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის აღზრდისათვის დედის სოციუმში და იმ მშვიდ გარემოში ყოფნა, სადაც არ სუფევს ძალადობა და ფიზიკური შეურაცხყოფა, სადაც ის იზრდება. სწორედ ზემოხსენებულიდან გამომდინარე მიიღო მ----- შ-----–მა გადაწყვეტილება საქართველოში დაბრუნების, ახალი ოჯახის შექმნის, სტაბილურ გარემოში ბავშვის სულიერი აღზრდის, შესაბამისი სწავლა -განათლების მიცემისა და მყარი მომავლის შექმნის თაობაზე.
1.2.9. იგი თავის შვილთან ერთად არ არის წინააღმდეგი მამის შვილთან ურთიერთობის, მათი შეხვედრისა და პაემნის და მზად არის სასამართლო წესით, საქართველოს სასამართლომ განსაზღვროს, მათი შეხვედრის დრო და ადგილი საქართველოში. (იხ. ტომი 1-ლი ს.ფ. 2-7-223)
1.2.10. ზემოხსენებულთან ერთად მ----- შ-----–მა არასრულწლოვნ დ-----– შ-----–-ს სავარაუდო არამართლზომიერი დაკავების საქმესთან დაკავშირებით შესაგებელში დამატებით მიუთითა შემდეგზე:
1.2.10.1. იგი 2-11 წლის 04 ივნისს დაქორწინდა კ-----– შ-----–ზე და მისი გულისთვის დათმო ყველაფერი -კარგი სამსახური, მშობელი მამა, ნათესავები და მეგობრები.
1.2.10.2.ქორწინებიდან მოკლე დროში მეუღლემ გამოავლინა უარყოფითი თვისებები, დაიწყო ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება, რის გამოც გახდა ფეთქებადი და აგრესიული მის მიმართ. მას სურდა გაშორებოდა მას, მაგრამ ეს უკანასკნელი არწმუნებდა, რომ გამოსწორდებოდა. გამოსწორება ატარებდა ხანმოკლე ხასიათს. მორიგი კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ, რომელიც მოხდა კ-----–ის მშობლების სახლში, იგი მზად იყო მიეტოვებინა ის, მაგრამ იმ პერიოდში გაიგო, რომ ფეხმძიმედ იყო და შეეცადა ოჯახის შენარჩუნებას, თუმცა მეუღლე ამ მდგომარეობაში მყოფთან მიმართებაშიც გამოხატავდა აგრესიას და აგრძელებდა მის ფიზიკურ შეურაცყოფას.
1.2.10.3. 2-12 წლის 29 სექტემბერს დაიბადა მათი ვაჟი დ-----–ი, თუმცა არც აღნიშნულს მოუხდენია კ-----– შ-----–ზე დადებითი გავლენა, მან ბავშვის დაბადების შემდეგაც გააგრძელა ალკოჰოლის მიღება და ჩხუბი. ერთ-ერთი ასეთი კამათის დროს მიუხედავად იმისა, რომ ხელში ბავშვი ეჭირა, მან, მაინც დაარტყა, რა დროსაც ათი თვის დ-----–მა მიიღო მძიმე დარტყმა.
1.2.10.4. ზემოხსენებული შემთხვევის შემდეგ, ცხოვრობდნენ რა ნაქირავებ ბინაში, კ-----–მა აცნობა ბინის მეპატრონეს რომ ბინას ათავისუფლებდა და თავად გადავიდა მშობლების სახლში, ხოლო მ----- შ-----–- შვილთან ერთად ფაქტობრივად ქუჩაში დატოვა. ეს მოხდა 08.08.13 წელს, იმავე საღამოს მოპასუხე შვილთან ერთად წაიყვანეს ვ--–---–--------ის ქალთა სახლში, სადაც იცხოვრა სამი თვე და შემდეგ სახელმწიფომ გამოუყო ბინა.
1.2.10.5.სამი თვის შემდეგ შედგა პირველი სასამართლო, რომელმაც კ-----– შ-----–ს დართო ბავშვის მონახულების ნება და შაბათ დღეს წაყვანის უფლება, თუმცა მასთან ყოფნის პერიოდში ბავშვს არ აქცევდა სათანადო ყურადღებას, ავადმყოფურ მდგომარეობაში მყოფს არ ასმევდა წამლებს და ერთხელ დაუბრუნა დ-----–ი თვალის გარშემო სისხლჩაქცევით.
1.2.10.6.კ-----–ს ჰქონდა თავისებური ხედვა ვაჟის აღზრდაზე, იყო ბავშვის მიმართ უხეში, თვლიდა, რომ მკაცრი დამოკიდებულებით აკაჟებდა შვილის ხასიათს, რამაც ბავშვს მამის მიმართ ჩამოუყალიბა შიშის გრძნობა.
1.2.10.7. გაუთავებელი უთანხმოებებისა და მუქარების მიუხედავად, მ----- შ-----–- შეურიგდა კ-----– შ-----ს, რადგან უნდოდა მათ შვილს სრულყოფილი ოჯახი ჰქონოდა, თუმცა მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა, კ-----–ი ისევ ფიზიკურად გაუსწორდა მას და მის შვილს და თავად აღიარა ქ-ნ გრიმმთან სოციალურ სამსახურში, რომ არის თავშეუკავებელი და გაღიზიანებული.
1.2.10.8. გერმანიაში დ-----–ს რამოდენიმეჯერ ჰქონდა გულყრა, რის გამოც კლინიკაშიც მოხვდნენ. მ----- შ-----–- ვარაუდობდა, რომ ეს სავარაუდოთ იყო ალერგიული რეაქცია საბავშვო საღებავებზე, ან ეპილეფსია, მაგრამ გამოკვლევამ აჩვენა, რომ ბავშვი სრულიად ჯანმრთელია. საგულისხმოა ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ მას შემდეგ, რაც ბავშვი საქართველოში ცხოვრობს, არც ერთხელ არ ჰქონია გულყრა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ასეთი გერმანიაში გამოწვეული იყო სტრესული სიტუაციებით და შიშით. აქ, საქართველოში, ბავშვი ცხოვრობს მშვიდად და ლაღად, ჰყავს ბევრი თანატოლი მეგობარი. საბავშვო ბაღში დ-----–ს ძალიან მოწონს. ბავშვი ძალიან განვითარდა, დაიწყო საუბარი სამ ენაზე, ისწავლა ჭადრაკი, დაკავებულია სპორტით, ზეიმებზე მღერის და გამოთქვამს ლექსებს. იგი სრულიად ინტეგრირებულია საზოგადოებაში, აქ არსებულ ოჯახურ გარემოსა და სოციუმში. ასევე ბავშვი დგას აღრიცხვაზე კლინიკა „-----“-ში. ადგილობრივი კლიმატი და სიმშვიდე ოჯახში დადებითად აისახა ბავშვზე.
1.2.10.9.ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მ----- შ----–მა შეადარა რა მისი და დ-----– შ-----–-ს მდგომარეობა გერმანიასა და საქართველოში, რეზიუმეს სახით გადმოსცა შემდეგი:
გერმანიაში:
1) დ-----–ის ფიზიკური და ფსიქოლოგიური განვითარება იყო საფრთხეში კ-----– შ-----–-ს მხრიდან მუდმივი აგრესიის, სკანდალებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის გამო;
2) მას აღელვებდა თავისი უსაფრთხოება, რადგან კ-----– შ-----–- მუდმივად ემუქრებოდა და ფიზიკურად უსწორდებოდა;
3) არ ქონდა სამსახურის დაწყების პერსპექტივა;
4) კ-----–ი არ იხდიდა ალიმენტს, რის გამოც ის და დ-----–ი ცხოვრობდნენ სახელმწიფო კმაყოფაზე;
5) ყველა კამათი ხდებოდა ბავშვის თანდასწრებით;
6) არ სურს, რომ დ-----–ი გაიზარდოს კ-----–ის ოჯახში არსებულ ნეგატიურ გარემოში.
საქართველოში:
1) მეგობრული გარემოა;
2) აქვს საკუთარი ბინა შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობებით, სადაც დ-----–ს აქვს საკუთარი ოთახი;
3) ბავშვი დადის კარგ საბავშვო ბაღში;
4) ბავშვს აქვს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება;
5) ბავშვი ჩართულია საგანმანათლებლო წრეებში;
6) მას და მის მეუღლეს აქვს სტაბილური სამსახური;
7) ბავშვს ოჯახში მეგობრული, მყუდრო და თბილი გარემო აქვს.
(ტომი 1-ლი ს.ფ. 2-3-2--)
1.3. მესამე პირის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს-პოზიცია
1.3.1.არასრულწლოვანი დ-----– შ-----–-, დაბადებული 2--------- წელს, დაახლოებით ერთი წელია ცხოვრობს დედასთან ერთად მშვიდ და მზრუნველ გარემოში. სწავლობს ქ. ბ------ის ,,გ-------- 2-– ე საუკუნის“ სტუდიაში. მ----- შ-----–- არის მზრუნველი დედა. მას აქვს მშვიდი საუბარი, არის გაწონასწორებული. საუბრის დროს არ არის კონფლიქტური, შეკითხვებს თავს არ არიდებს, ადეკვატურად და ზუსტად პასუხობს მიუხედავად იმისა, რომ მ-----ს აქვს დიდი ტკივილი ყოფილ მეუღლესთან დაკავშირებით. შვილთან თანდასწრებით არ საუბრობს ყოფით პრობლემებზე. ბავშვთან მამას მოიხსენიებს მხოლოდ კარგი მოგონებებით. მ-----ს გადმოცემით, დ-----–ი ხშირად დაჰყავს გასართობ ღონისძიებებზე, სასეირნოდ, აღნიშნავენ დღესასწაულებს და დაბადების დღეებს.
დ-----–ს ჰყავს თანატოლი მეგობრები, რომლებთან ერთადაც ხშირად დადის სასეირნოდ პარკში, ზღვაზე.
ბინა, სადაც ამ ეტაპისათვის მ----- შ-----–- შვილთან -დ-----–თან და მეუღლე ა-–---------- ი------თან ერთად ცხოვრობს, რეგისტრირებულია მ----- შ-----–-ს სახელზე. ბინა არის დაახლოებით 70 კვ./მ., სადაც არის ორი საძინებელი და ერთი სასტუმრო ოთახი. დ-----–ს აქვს საკუთარი ოთახი, რომელიც მოწყობილია ასაკის შესაბამისი სათამაშოებით, შემეცნებითი და გასართობი ნივთებით. ოთახის დათვალიერების დროს დ-----–ი ხალისით აღწერდა თავის საყვარელ მულტფილმის გმირებს, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. დ-----–ი საუბრობს როგორც ქართულ, ასევე რუსულ ენაზე. იცის რამდენიმე გერმანული სიტყვა. მ----- შ-----–- მუშაობს ქ. ბ------ში, პუშკინის ქუჩა №118-ში მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკაში მედდის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 250 ლარს. მ-----მის მეუღლე საშა ი------ის ხელფასი შეადგენს 700 ლარს. აუცილებელია, რომ უფროსებმა გააცნობიერონ არსებული კონფლიქტის უარყოფითი შედეგები, რომლებიც გავლენას მოახდენენ, როგორც ბავშვის შემდგომ განვითარებაზე, ისე თითოეულ მშობელთან მის ურთიერთობაზე. საჭიროა მშობლებმა ერთმანეთის მიმართ ნეიტრალიტეტი დაიცვან, ბავშვის არაკონფლიქტური და ემოციური სტაბილური გარემო უზრუნველყონ, არ გამოიყენოს რომელიმე მშობელმა დამაშორებელი ქცევა. უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია ორივე მშობლის მხრიდან ნაბიჯების გადადგმა ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე შეთანხმების მიღწევისათვის. (იხ. ბ------ის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის 13.09.2-18წ. დასკვნა ტომი 1-ლი 161-162).
სასამართლოს სხდომაზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა ი--- დ-------ემ მხარი დაუჭირა ზემოაღნიშნულ დასკვნას და დამატებით აღნიშნა, რომ დედა-შვილი ცხოვრობს საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ბავშვს აქვს შექმნილი იდიალური საცხოვრებელი პირობები. სოციალური ორგანოს წარმომადგენელის განმარტებით, მისი თვრამეტწლიანი სამუშაო გამოცდილების განმავლობაში მსგავსად მოწესრიგებული ბავშვის ოთახი და ბავშვის განვითარებაზე მზრუნველი დედა არ შეხვედრია. დ-----–ი ადაპტირებულია იმ გარემოსთან, სადაც ცხოვრობს. თავს გრძნობს კომფორტულად, შესაბამისად მისი გერმანიაში დაბრუნება არამიზანშეწონილია.
2.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2-18 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კ-----– შ-----–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2-18 წლის 31 აგვისტოს ბრძანება არასრულწლოვანი დ-----– შ-----–-ს (დაბ. 2---------წ. დაბადების სააქტო ნომერი: G 308/2-12, პას. № G--------) გადაადგილების შეზღუდვის შესახებ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არის.
2.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.2.1. 2-11 წლის 04 ივნისიდან მ----- შ-----–- იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში კ-----– შ-----–თან და თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ შვილი - დ-----– შ-----–- (დაბ. 2--------- წელს).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობის ასლი (იხ.ტომი 1-ლი;ს.ფ. 29-30);
- დაბადების მოწმობის ასლი (იხ.ტომი 1-ლი; ს.ფ. 31-32)
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2.2. ვ--–---–--------ის საქალაქო სასამართლომ 2-1- წლის 02 მარტს მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე №16 F 827/15 S, მეუღლეების მ----- შ-----–-სა და კ-----– შ-----–-ს ქორწინების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ვ--–---–--------ის საქალაქო სასამართლოს 2-1- წლის 02 მარტის გადაწყვეტილება (ს.ფ. 56-67).
2.2.3. ვ--–---–--------ის საქალაქო სასამართლომ 2-1- წლის 08 ივნისის დახურულ სხდომაზე №16 F 269/1- S-/ 16 F 270/1- S-, რომელიც შეეხებოდა ბავშვისა და მშობლის ურთიერთობის დადგენას და დ-----– შ-----–-სათვის მშობლის მზრუნველობის უფლებას, შეწყვიტა პროცესი, რადგან არასრულწლოვნის მამა კ-----– შ-----–- არ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე, მაგრამ გამოხატა თანხმობა არასრულწლოვანი დედასთან მ----- შ-----–თან ერთად 2-1- წლის 13 ივლისიდან 2-1- წლის 01 აგვისტომდე სამკვირიანი ვადით გამგზავრებულიყო დასასვენებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ვ--–---–--------ის საქალაქო სასამართლოს 2-1- წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება (იხ.ტომი 1-ლი,ს.ფ. 40-47).
2.2.4 . 2-1- წლის 13 ივლისს მ----- შ-----–- დაბრუნდა თავის შვილთან დ-----– შ-----–თან ერთად ქ. ბ------ში. მან შეიქმნა ახალი ოჯახი და იმყოფება ქორწინებაში ა-–---------- ი------თან, რომელიც საქართველოს მოქალაქეა.
2.2.5. საქართველოს პრეზიდენტის 2-1- წლის 10 ოქტომბრის №287 ბრძანებულებით მ----- შ-----–ს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა და 2-1- წლის 2- ოქტომბერს მასზე გაიცა პირადობის მოწმობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბ------ის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის 14.09.2-18წ.
დასკვნა).
- პირადობის მოწმობა (იხ.ტომი 1-ლი;ს.ფ. 111).
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2.6. დ-----– შ-----–მა საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაცია გაიარა ქ. ბ------ში, დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ის სწავლობს ქ. ბ------ის შპს „გ-------- 2-- ე ს--------სთან“ არსებულ საგანმანათლებლო ბაღში - „A-----------ში. 2-1- წლის 8 სექტემბრიდან. აქტიურ მონაწილეობას ღებულობს საზეიმო ღონისძიებებში, უყვარს ცეკვა, სიმღერა, ჭადრაკის თამაში, ხელოვნებასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება. დ-----– შ-----–- სკოლამდელი ასაკის ბავშვთა სავალდებულო სამედიცინო მეთვალყურეობის მიზნით, აყვანილია აღრიცხვაზე ქ. ბ------ის ამბულატორიულ დაწესებულებაში - შპს „უ--------------“ პოლიკლინიკაში და სარგებლობს სკოლამდელი ასაკის ბავშვთა სახელმწიფო ამბულატორული პროგრამით. მ----- შ-----–- არის მზრუნველი დედა. დ-----–ი ხშირად დაჰყავს გასართობ ღონისძიებებზე, სასეირნოდ, აღნიშნავენ დღესასწაულებს და დაბადების დღეებს. დ-----–ს ჰყავს თანატოლი მეგობრები, რომლებთან ერთადაც ხშირად დადიან სასეირნოდ პარკში, ზღვაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბ------ის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 160-
162).
- გიმნაზიის დირექტორის მიერ გაცემული ცნობა (იხ. ტომი 1-ლი,ს.ფ. 103);
- „A-----------ს აღსაზრდელის დახასიათება (იხ.ტომი 1-ლი; ს.ფ. 195);
- სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №100/ა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; სტომატოლოგიური პაციენტის სამედიცინო ბარათი (იხ.ტომი 1-ლი, ს.ფ. 2-2-2-3; 2-4-2-6);
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2.7. მ----- შ-----–- შვილთან -დ-----–თან და მეუღლე ა-–---------- ი------თან ერთად ცხოვრობს ქ. ბ------ში, დ-------- თ------------–ის ქ. №8-/36-ში, რომელიც რეგისტრირებულია მ----- შ-----–-ს სახელზე. ბინა არის დაახლოებით 70 კვ./მ, რომელშიც არის ორი საძინებელი და ერთი სასტუმრო ოთახი. დანელს აქვს საკუთარი ოთახი, რომელიც მოწყობილია ასაკის შესაბამისი უამრავი სათამაშოებით, შემეცნებითი და გასართობი ნივთებით.
2.2.8. მ----- შ-----–- მუშაობს ქ. ბ------ში პუშკინის ქუჩა №118-ში მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკაში მედდის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 250 ლარს, ხოლო მისი ამჟამინდელი მეუღლის ხელფასი - 700 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბ------ის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის დასკვნა (იხ.ტომი 1-ლი ს.ფ. 160-
162).
- შპს ბ------ი დენტალ კლინიკის დირექტორის მიერ გაცემული ცნობა (იხ. ტომი 1-ლი,ს.ფ. 105);
- მ----- შ-----–-ს დახასიათება (იხ.ტომი 1-ლი,ს.ფ. 2-1);
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2.9. ბავშვის დაბრუნების მოთხოვნით მოსარჩელემ წარადგინა განცხადება 2-1- წლის 08 აგვისტოს, ანუ კომპეტენტური ორგანოს მიერ ბავშვის დაბრუნების მიზნით საქმისწარმოების დაწყების მომენტში ბავშვის არამართლზომიერი დაკავებიდან გასული იყო ერთ წელზე ნაკლები ვადა.
2.2.10. ცენტრალურმა ორგანომ - საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2-18 წლის 31 აგვისტოს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით იმ საკითხის გასარკვევად, რამდენად მიზანშეწონილი იყო დ-----– შ-----–-ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაბრუნება,3.2.11.ამჟამად არასრულწლოვან დ-----– შ-----–-ს არამართლზომიერი დაკავებიდან გასულია ერთ წელზე მეტი ვადა, რადგან დადგენილია, რომ 2-1- წლის 4 აგვისტოს კ-----– შ-----–მა შეიტყო, რომ მისი შვილი იმყოფებოდა საქართველოში და უკან არ ბრუნდებოდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება დაბრუნების შესახებ (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ. 48-55).
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის შუამდგომლობა (იხ.ტომი 1-ლი,ს.ფ. 2-3).
2.2.12. არასრულწლოვან დ-----– შ-----–-ს (დაბ. 2---------წ.) ფსიქოლოგიური გამოკვლევის პროცესში გამოვლინდა, რომ დ-----–ს აქვს ემოციური მიჯაჭვულობა დედასთან, რაც გამოიხატა პროექციულ ტესტებში და ბავშვის მოქმედებაში. დედის ოთახიდან გასვლის შემთხვევაში, ხშირად საუბრობდა დედაზე, ხატავდა დედას და საკუთარ თავს ერთად. ფსიქოლოგის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ ვისთან და სად ისურვებდა დ-----–ი ცხოვრებას, ბავშვი პასუხობს - დედასთან ერთად ბ------ში. ბავშვს აქვს სანდო მიჯაჭვულობა დედასთან.
2.2.13. ფსიქოლოგ თამარ ქამადაძის მიერ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2-18 წლის 03 სექტემბრის განჩინებით დასმულ შეკითხვებზე დ-----– შ-----–-ს ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგად გაიცა შემდეგი პასუხები: ა) ბავშვი აფიქსირებს თავის აზრს თავისუფლად, რომ დედასთან უნდა ყოფნა/ცხოვრება. ბავშვს აქვს შიში, რომ თვითმფრინავის ბილეთი არ შეიძინოს დედამ, რაც ასოცირდება წასვლასთან და ბავშვის ემოციებიდან გამომდინარე მას არ უნდა დედის გარემოდან წასვლა. ბ) ბავშვის განვითარება შეესაბამება ასაკს. დედასთან აქვს სანდო ემოციური კავშირი, რა შემთხვევაშიც ბავშვი დედის მხრიდან იღებს საჭირო მზრუნველობას და ყურადღებას. დედასთან მოშორებამ შესაძლებელია ცუდად იმოქმედოს მის საერთო მდგომარეობაზე. გ) გერმანიიდან წამოსვლიდან გასულია გარკვეული პერიოდი (1 წელი და 2 თვე) და ბავშვი ადაპტირებულია ახალ გარემოში. დ-----–ი დედასთან თავს კომფორტულად და მშვიდად გრძნობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები, დასკვნა (იხ. ტომი 1-ლი,ს.ფ. 180-182).
2.2.14. მ----- შ-----–-ს განმარტებით, გერმანიაში დ-----–ის ფიზიკური და ფსიქოლოგიური განვითარება იყო საფრთხეში კ-----–ის მხრიდან მუდმივი აგრესიის, სკანდალების და ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, მას აღელვებდა მისი უსაფრთხოება, რადგან კ-----–ი მუდმივად ემუქრებოდა და ფიზიკურად უსწორდებოდა, არ ჰქონდა სამსახურის დაწყების პერსპექტივა, კ-----–ი არ იხდიდა ალიმენტს, რის გამოც ის და დ-----–ი ცხოვრობდნენ სახელმწიფო კმაყოფაზე; ყველა კამათი ხდებოდა ბავშვის თანდასწრებით და მას არ სურს, რომ დ-----–ი გაიზარდოს კ-----–ის ოჯახში არსებული ნეგატიური გარემოში (ლოთბა, კამათი), სადაც ბავშვს თავისი ლოგინიც კი არა აქვს.
2.2.15. მ----- შ-----–-ს განმარტებით, საქართველოში მეგობრული გარემოა, მას აქვს საკუთარი ბინა საყოფაცხოვრებო პირობებით, სადაც დ-----–ს აქვს საკუთარი ოთახი,ბავშვი დადის კარგ საბავშვო ბაღში, აქვს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება, ბავსვი ჩართულია საგანმანათლებლო წრეებში, მას და მის მეუღლეს აქვთ სტაბილური სამსახური, ოჯახში მეგობრული, მყუდრო და თბილი ურთიერთობა აქვთ. ის ითხოვს, რომ სასამართლომ მისცეს უფლება დარჩეს ბავშვი მასთან ერთად და გაზარდოს შვილი საქართველოში, რადგანაც აქ ბავშვს აქვს კარგი, ხელსაყრელი პირობები, რათა გაიზარდოს ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ჯანსაღ ადამიანად. ამასთანავე ბავშვის მამას შეუძლია ნებისმიერ დროს ჩამოვიდეს და გაატაროს შვილთან ერთად დრო შავი ზღვის სანაპიროზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბ------ის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის დასკვნა (იხ. ტომი 1-ლი,ს.ფ. 160-162).
- ბრუნსის კანცელარიის წერილები (იხ. ტომი 1-ლი,ს.ფ. 224-239);
- მ----- შ-----–-ს ჯანმრთელობის ცნობები (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ. 230-233; 234-237; 238-241);
- დ-----– შ-----–-ს ჯანმრთელობის ცნობა (იხ.ტომი 1-ლი, ს.ფ. 242-245);
- პოლიციის ცნობები (იხ.ტომი 1-ლი, ს.ფ. 246249; 250-253);
- ფოტომასალა დ-----– შ-----–-ს გამოსახულებით (იხ.ტომი 1-ლი, ს.ფ. 254-256);
- მუქარის შემცველი სმს-ები (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ 257-260);
- მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2.16. კ-----– შ-----–- პროფესიით არის ელ.შემდუღებელი და ხშირად იმყოფება მივლინებებში. ამჟამად მუშაობს შვედეთში, შესაბამისად ბავშვის გერმანიის ფედერაციულ რეპუბლიკაში დაბრუმენის შემთხვევაში მას ცხოვრება მოუწევს არა მამასთან, არამედ ამ უკანსკნელის დედასთან, ბავშვის ბებიასთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს სხომის ოქმი).
2.2.1-. მ----- შ-----–-ს წარმომადგენლის განმარტებით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ კ-----– შ-----–-ს მშობლების საცხოვრებელი სახლი განთავსებულია გაყიდვის საიტზე, რომელიც შესაძლებელია გაიყიდოს, შესაბამისად, გაურკვეველია სად უნდა იცხოვროს ბავშვმა გერმანიაში დაბრუნების შემთხვევაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მასალა ინტერნეტის ვებ.გვერდიდან (იხ. ტომი 1-ლი. ს.ფ. 273- 28-);
- მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლოს სხომის ოქმი).
2.2.18. არასრულწლოვანი დ-----– შ-----–- იმყოფება კანონიერ წარმომადგენელთან - დედასთან მ----- შ-----–თან, სადაც თავს გრძნობს მშვიდად და კომფორტულად, ბავშვი ადაპტირებულია ახალ გარემოში.
სოციალური მუშაკის დასკვნის თანახმად, აუცილებელია, რომ უფროსებმა გააცნობიერონ არსებული კონფლიქტის უარყოფითი შედეგები, რომლებიც გავლენას მოახდენენ, როგორც ბავშვის შემდგომ განვითარებაზე, ისე თითოეულ მშობელთან მის ურთიერთობაზე. საჭიროა მშობლებმა ერთმანეთის მიმართ ნეიტრალიტეტი დაიცვან, ბავშვის არაკონფლიქტური და ემოციური სტაბილური გარემო უზრუნველყონ, არ გამოიყენოს რომელიმე მშობელმა დამაშორებელი ქცევა. უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია ორივე მშობლის მხრიდან ნაბიჯების გადადგმა ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე შეთანხმების მიღწევისათვის.
2.2.19. სასამართლოს სხდომაზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა ი--- დ-------ემ მხარი დაუჭირა სოციალური მუშაკის დასკვნას და დამატებით აღნიშნა, რომ დედა-შვილი ცხოვრობს საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ბავშვს აქვს შექმნილი იდიალური საცხოვრებელი პირობები. დ-----–ი ადაპტირებულია იმ გარემოსთან, სადაც ცხოვრობს და თავს გრძნობს კომფორტულად, შესაბამისად, მისი გერმანიაში დაბრუნება არამიზანშეწონილია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბ------ის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის დასკვნა (იხ. ტომი 1-ლი,ს.ფ.160-162);
- მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
- მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2.2-. სასამართლომ გამოჰკითხა არასრულწლოვანი დ-----– შ-----–- სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მონაწილეობით, რა დროსაც ბავშვმა კატეგორიული უარი განაცხადა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მამასთან დაბრუნებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- არასრულწლოვან დ-----– შ-----–-ს განმარტებები (იხ. 2-18 წლის 09 ოქტომბრის სასამართლოს სხდომის ოქმი).
2.3. გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება
2.3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის 25 ოქტომბრის ჰააგის კონვენციის პრეამბულაზე, მე-13 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35116 მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტზე, მე-9 მუხლის პირველი პუნქტზე, მე-18 მუხლის პირველი პუნქტზე და განმარტა შემდეგი:
2.3.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ„ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ კონვენციის პრეამბულაში კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოების მიზანს წარმოადგენს, უზრუნველყონ ბავშვის საერთაშორისო დაცვა მათი არამართლზომიერი გადაადგილების ან დაკავების მავნე შედეგებისაგან და დაადგინონ პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ სწორად დაბრუნებას მათი ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში და აგრეთვე იძლევიან ურთიერთობისუფლებათა დაცვის გარანტიას. ამავდროულად, კონვენციის პრეამბულაშივე ხაზგასმით მითითებულია ბავშვების ინტერესების უმთავრეს მნიშვნელობაზე. ამდენად, ივარაუდება, რომ კონვენციით მოწესრიგებული ის პროცედურები, რომლებიც ხელს უწყობს არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის სწრაფ დაბრუნებას ჩვეულ საცხოვრებელ ადგილზე და მეურვეობის უფლებათა ეფექტიანად განხორციელებას, ემსახურება მხოლოდ ბავშვის ინტერესების დაცვას.
2.3.3.სასამართლომ განმარტა, რომ კონვენცია ემსახურება რა ბავშვების საერთაშორისო გატაცების ფაქტების აღკვეთას, ამავდროულად კონვენციის უმთავრესი მიზანი სწორედ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების დაცვაა. აღნიშნულით კონვენცია განიხილება როგორც ბავშვთა უფლებების დამცველი და არა გატაცებული ბავშვის მშობლის უფლებების დამცველი, ანუ ბავშვის გატაცებისას უპირველესად დაზარალებულია ბავშვი, რომელიც ტრავმირებულია ჩვეული გარემოდან უცხო სამყაროში მოხვედრით და მშობლებთან (მშობელთან) დაცილებით.
2.3.4. სასამართლომ მიუთითა, რომ კონვენცია არეგულირებს რა ბავშვთა გატაცების სამოქალაქო ასპექტებს, უდავოა, რომ კონვენციის ფარგლებში განსახილველ ყველა ფაქტს საფუძვლად უდევს მართლსაწინააღმდეგო, უკანონო ქმედება - ბავშვის გატაცება, უკანონო გადაადგილება. არც ის წარმოადგენს სადავოს, რომ ასეთი უკანონო ქმედება უნდა აღიკვეთოს, მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ არის იგი ჩადენილი, თუმცა კონვენციისათვის მნიშვნელოვანს და, მოცემულ დავასთან დაკავშირებით, არსებითს წარმოადგენს, რომ უკანონო ქმედების - ბავშვის გატაცების აღკვეთას მოჰყვეს ბავშვის უფლებების დაცვით მისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. სწორედ ამიტომაც ადგენს დასახელებული კონვენცია გამონაკლისებს ბავშვის დაბრუნებასთან მიმართებით, კერძოდ, კონვენციის მე-13 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული არ არის, გასცეს განკარგულება ბავშვის თაობაზე, თუკი პირი, დაწესებულება ან სხვა ორგანო, რომელიც მის დაბრუნებას ეწინააღმდეგება, დაადგენს, რომ არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ მისი დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის, ან სხვაგვარად ჩააყენებს აუტანელ მდგომარეობაში.
2.3.5 სასამართლომ აპელირება გააკეთა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35116-ე მუხლზე, რომლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია უარი თქვას არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებაზე, თუ არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ გარემო, რომელშიც ბავშვი დაბრუნების შემთხვევაში აღმოჩნდება, მას ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის საფრთხეს შეუქმნის ან სხვაგვარად ჩააყენებს მას გაუსაძლის მდგომარეობაში.
2.3.6. სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოთ მოხმობილი ნორმებით დადგენილი გამონაკლისი ეფუძნება ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებას და მიზნად ისახავს მის დაცვას ფიზიკური თუ ფსიქიკური საფრთხის წინაშე ან აუტანელ მდგომარეობაში აღმოჩენისაგან.
2.3.7 სასამართლომ მოუხმო „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-6 მუხლის მეორე პუნქტს, რომლის თანახმადაც, მონაწილე სახელმწიფოები შესაძლებლობისამებრ მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნებასა და ჯანსაღ განვითარებას, ხოლო ამავე კონვენციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების თანახმად, მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ დავაში ბავშვის - მცირეწლოვანი დ-----– შ-----–-ს დაცვის ჭეშმარიტი ინტერესი მისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნაა, რაც მშობლების და ამავდროულად სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების უმთავრესი ზრუნვის საგანს წარმოადგენს.
2.3.8.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლომ დაასკვნა, რომ არასრულწლოვანი დ-----– შ-----–- წარმოადგენს „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების შესახებ“ კონვენციის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად დაკავებულ ბავშვს, რადგან ბავშვის დედა - მ----- შ-----–- უარს ამბობს მის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაბრუნებაზე.
2.3.9.საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ არასრულწლოვანი დ-----– შ-----–-ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იძულებითი დაბრუნება მიზანშეწონილი არ არის, რადგან მზრუნველობისა და მეურვეობის ორგანომ, რომელიც ბავშვის ინტერესების დასაცავად იქნა ჩაბმული საქმეში, დაადგინა, რომ არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ მისი დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის, ან სხვაგვარად ჩააყენებს ბავშვს აუტანელ მდგომარეობაში. არასრულწლოვანი დ-----– შ-----–-ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იძულებითი დაბრუნება ეწინააღმდეგება მის უპირატეს ინტერესებს, ვინაიდან განვითარების სწორედ არსებულ ეტაპზე ეყრება საფუძველი ბავშვის პიროვნულ ჩამოყალიბებას, რა დროსაც დედასთან - პირთან, რომლის მიმართაც ბავშვს აქვს ძლიერი მიჯაჭვულობა, არასაკმარისი სიახლოვე დამღუპველი იქნება და უარყოფითად იმოქმედებს ინდივიდის ცხოვრების ფორმირებაზე. სასამართლომ აღნიშნულის დასაბუთებისას,ასევე მიუთითა იმაზე, რომ ბავშვმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მშობლების კონფლიქტის გამო მიიღო ფიზიკური და ფსიქიკური ტრავმა. ამასთან გერმანიიდან წამოსვლიდან გასულია 1 წელი და 2 თვე და ბავშვი ადაპტირებულია ახალ გარემოში დედასთან, სადაც ის თავს მშვიდად და კომფორტულად გრძნობს.
2.3.10.ყოველივე ზემოხსენებულისა და იმის გათვალისწინებით, რომ „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ კონვენციის არსებობის მთავარი მიზანია უპირატესად და უპირველესად დაცულ იქნეს ბავშვის ინტერესი, იცხოვროს მისთვის უსაფრთხო, მშვიდ, შესაფერის გარემოში და შესაბამისად, კონვენციით დავის რეგულირებისას სწორედ ეს შედეგი უნდა იქნეს მიღწეული, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა აღნიშნული კონვენციის მე-13 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35116-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1.1.აპელანტის მითითებით, მართალია, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ „ვილჰელმსაფენის საქალაქო სასამართლომ 2-1- წლის 08 ივნისის დახურულ სხდომაზე, რომელიც შეეხებოდა ბავშვის და მშობლის ურთიერთობის დადგენას და დ-----– შ-----–-სათვის მშობლის მზრუნველობის უფლებას, შეწყვიტა პროცესი, რადგან არასრულწლოვანის მამა კ-----– შ-----–- არ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე, მაგრამ გამოხატა თანხმობა არასრულწლოვან დედასთან მ----- შ-----–თან ერთად 2-1- წლის 13 ივლისიდან 2-1- წლის 1 აგვისტომდე 3 კვირიანი ვადით გამგზავრებულიყო დასასვენებლად“, თუმცა არ მისცა მას სწორი სამართლებრივი შეფასება.
3.1.2. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად და საქმისათვის მნიშვნელობის მქონედ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ „მ----- შ-----–მა შექმნა ახალი ოჯახი და იმყოფება ქორწინებაში ა. ი------თან, რომელიც საქართველოს მოქალაქეა“ და რომ „ საქართველოს პრეზიდენტის 2-1- წლის 10 ოქტომბრის №287 ბრძანებულებით მასაც მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა“.
3.1.3.აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად და სარჩელის დაკმაყოფილების უარის თქმის საფუძვლად ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე,რომ „დ-----– შ-----–მა საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაცია გაიარა ქ. ბ------ში, დედის საცხოვრებელ ადგილის მიხედვით“, იგი არის მზრუნველი დედა, შვილთან -დ-----–თან და მეუღლე ა. ი------თან ერთად ცხოვრობს, ქ. ბ------ში, დ-------- თ------------–ის ქ. №8-/36-ში, მუშაობს ქ. ბ------ში პუშკინის ქ. №118-ში მდაბარე სტომატოლოგიურ კლინიკაში მედდის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 250 ლარს“, მისი მეუღლის- საშა ი------ის ხელფასი შეადგენს 700 ლარს. ასევე სარჩელის დაკმაყოფილების უარის თქმის საფუძვლად არასწორად იქნა მიჩნეული, რომ არასრულწლოვან დ-----– შ-----–-ს ფსიქოლოგიური გამოკვლევის პროცესში გამოვლინდა, რომ დ-----–ს აქვს ემოციური მიჯაჭვულობა დედასთან (სანდო მიჯაჭვულობა დედასთან), უსაფუძვლოდ გაიზიარა ფსიქოლოგ თამარ ქამადაძის მიერ მომზადებული ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგი და მასში მითითებული ინფორმაცია და მ----- შ-----–-ს განმარტება იმის შესახებ, რომ თითქოდა „დ-----–ის ფიზიკური და ფსიქოლოგიური განვითარება იყო საფრთხეში კ-----–ის მხრიდან მუდმივი აგრესიის, სკანდალის და ფიზიკური შეურაცხყოფის გამო“, რომ „გერმანიაში არ ჰქონდა სამსახურის დაწყების პერსპექტივა; კ-----–ი არ იხდიდა ალიმენტს, რის გამოც ის და დ-----–ი ცხოვრობდნენ სახელმწიფოს კმაყოფაზე; ყველა კამათი ხდებოდა ბავშვის თანდასწრებით და მას არ სურდა, რომ დ-----–ი გაიზარდოს კ-----–ის ოჯახში არსებულ ნეგატიურ გარემოში (ლოთობა, კამათი), სადაც ბავშვს თავისი ლოგინიც კი არა აქვს“, რომ კ-----– შ-----–-ს მშობლების საცხოვრებელი სახლი განთავსებულია გაყიდვის საიტზე, რომელიც შესაძლებელია გაიყიდოს.
3.1.4. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია უდავოდ, რომ ბავშვის დაბრუნების მოთხოვნით მოსარჩელემ წარადგინა განცხადება 2-1- წლის 08 აგვისტოს. ამდენად, კომპეტენტური ორგანოს მიერ ბავშვის დაბრუნების მიზნით საქმის წარმოების დაწყების მომენტში ბავშვის არამართლზომიერი დაკავებიდან გასული იყო ერთ წელზე ნაკლები ვადა.
3.1.5 აპელანტის თვალსაზრისით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონედ სოციალური მუშაკის დასკვნა და მეურვეობისა და მზუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტება იმის თაობაზე, რომ „დ-----– შ-----–- იმყოფება რა დედასთან თავს გრძნობს მშვიდად და კომფორტულად, ბავშვი ადაპტირებულია ახალ გარემოში.
3.1.6 აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ დ-----– შ-----–- კატეგორიული წინააღმდეგია მამასთან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაბრუნებაზე.
3.1.7. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად ფაქტობრივი გარემოება, რომ მ----- შ-----–მა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან ბავშვი საქართველოში წამოიყვანა და 2-1- წლის 04 აგვისტოდან თავისთან ამყოფებს კანონმდებლობის (ჰააგის კონვენციის) მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ.
3.1.8. სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია უდავოდ, რომ დ-----– შ-----–- გერმანიიდან საქართველოში დედის მ----- შ-----–-ს მიერ არამართზომიერად იქნა გადაყვანილი და დაკავებული, რომ არასრულწლოვან დ-----– შ-----–ს საქართველოში არა აქვს განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი, ასევე ის, რომ ბავშვის მშობლებს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ჰქონდათ საერთო მეურვეობის და მზრუნველობის უფლება შვილზე და მამა კ-----– შ-----–- ზრუნავდა შვილზე და რომ მ----- შ-----–მა მოატყუა არამარტო ბავშვის ბიოლოგიური მამა - კ-----– შ-----–-, არამედ შეცდომაში შეიყვანა გერმანიის სახელმწიფო. (სასამართლო).
3.1.9.სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად, რომ ბავშვის მამამ კ-----– შ-----–მა განცხადება წარადგინა 08.08.2-1- წელს და,,ბავშვთა გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის შესაბამისად მოითხოვა გატაცებული ბავშვის უკან დაბრუნება.
3.1.10.აპელანტის თვალსაზრისით, სასამართლომ პროცესუალური ნორმების დარღვევით განიხილა მოცემული დავა, სახელდობრ, სასამართლომ მთავარ სხდომაზე ისე მიიღო მოპასუხე მხარის - მ----- შ-----–-ს შესაგებელი და მტკიცებულებები, რომ არ უმსჯელია მის დასაშვებობაზე, რითაც დარღვეული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2-1-ე, 2-0-ე და 2-5-ე მუხლები.კერძოდ, სასამართლომ მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ დანიშნულ ვადაში მოპასუხეს არ ჰქონდა წარმოდგენილი შესაგებელი, არ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება საქართველოს სსკ-ის 232.1 მუხლის შესაბამისად, სასამართლომ ისე, რომ არ ჰქონდა საქართველოს 284-ე მუხლის შესაბამისად მიღებული განჩინება, სასამართლო სხდომაზე გამოკითხა არასრულწლოვანი. სასამართლოს მიერ არ მომხდარა მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლევა, იგი შეცდა მტიცებულებების შეფასებაში, დაეყრდნო ფსიქოლოგის დასკვნას , რომელიც შედგენილია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რადგან კ-----– შ-----–ს არ მიეცა შესაძლებლობა კითხვები დაესვა ფსიქოლოგისათვის, ხოლო შემდეგ მონაწილეობა მიეღო წერილობითი საბუთის გამოკვლევაში. ამასთან სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ფსიქოლოგის დასკვნა და მას ისე მიეცა მტკიცებულებითი ძალა.
3.1.11. აპელანტის მითითებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს განმარტება, რომ „არასრულწლოვანი დ-----– შ-----–- გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იძულებითი დაბრუნება მიზანშეწონილი არ არის, რადგან მზუნველობისა და მეურვეობის ორგანომ, რომელიც ბავშვის ინტერესების დასაცავად იქნა ჩაბმული საქმეში, დაადგინა, რომ არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ მისი დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის, ან სხვაგვარად ჩააყენებს ბავშვს აუტანელ მდგომარეობაში“ და რომ „ბავშვმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მშობლების კონფლიქტის გამო მიიღო ფიზიკური და ფსიქიკური ტრამვა“.
3.1.11. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ, მართალია, სამართლებრივი შეფასების დროს გამოიყენა მოცემული სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის კონვენცია და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმები,თუმცა არასწორად იქნა განმარტებული ჰააგის კონვენციის მე-13 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 351.16-ე მუხლები, ამასთან სასამართლომ არ გამოიყენა ჰააგის კონვენციის 1-ლი, მე-3, მე-4, მე-10 მე-11, მე-12 და საქართველოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 351.7-ე, 351.11-ე ,351.13-ე და 351.15-ე მუხლები.
3.1.12.ზემოხსენებულთან ერთად კ-----– შ-----–ს მიაჩნია, რომ მის მიმართ დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი - სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლება, რადგან იგი არ ფლობდა რა საქართველოს სახელმწიფო ენას, მას სავალდებულოდ უნდა დანიშვნოდა ადვოკატი, ამასთან მიუხედავად იმისა, რომ პროცესზე წარმოდგენილი იყო თარჯიმანი, მისი განმარტებით, მან ამ მხრივაც ვერ მიიღო სრულყოფილი მომსახურება.
3.2.მოწინააღმდეგე მხარის-მ----- შ-----–-ს მიერ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებელით უარყოფილ იქნა სააპელაციო საჩივრის მოტივები იმავე საფუძვლებით, რაც მის მიერ შესაგებლით იქნა წარმოდგენილი , ამასთან მიეთითა, რომ სასამართლოს მიერ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით მოხდა ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა და მათი შეფასება შინაგანი რწმენის საფუძველზე, რაც საფუძვლად დაედო მიღებულ გადაწყვეტილებას, სახელდობრ,სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტების, სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის დასკვნ(ებ)ის საფუძველზე, ასევე ბავშვის გამოკითხვის შედეგად, აბსოლუტურად სწორად მიიჩნია დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად, რომ დ-----– შ-----–- იმყოფება დედასთან, სადაც თავს გრძნობს მშვიდად და კომფორტულად, ბავშვი ადაპტირებულია ახალ გარემოში. ასევე მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონედ _ სოციალური მუშაკის დასკვნა და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტება, ვინაიდან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო და სოციალური მომსახურების სააგენტო არის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ბავშვთა ინტერესების დამცველი სახელმწიფო ორგანო, რომელიც აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე გამოდის, როგორც მხარე და მესამე პირი და მისი მუშაკის მიერ გაცემული დასკვნა ან მიცემული განმარტება, აღნიშნული კატეგორიის საქმეზე არის საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც სწორად იქნა გაზიარებული სასამართლოს მიერ - სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სამოქალაქო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ, მოცემული გადაწყვეტილების 2.2.1-2.2.2-. პუნქტებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე განსახილველი სამართალურთიერთობის თაობაზე წინამდებარე გადაწყვეტილების 2.3.1.-2.3.10 პუნქტებში გადმოცემულ სამართლებრივ შეფასებებს და ამასთან დამატებით, განსახილველი დავის სპეციფიკიდან გამომდინარე, გამოყოფს და მიუთითებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ შეფასებებზე.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. მხარეები - კ-----– შ-----–- და მ----- შ-----–- 2-11 წლის 04 ივნისიდან 2-1- წლის 02 მარტამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, ხოლო 2-1- წლის 02 მარტს ვ--–---–--------ის საქალაქო სასამართლომ №16 F 827/15 S საქმეზე, მიიღო გადაწყვეტილება მეუღლეების-მ----- შ-----–-სა და კ-----– შ-----–-ს ქორწინების შეწყვეტასთან დაკავშირებით.თანაცხოვრების პერიოდში - 2-12 წლის 29 სექტემბერს, მათ შეეძინათ შვილი - დ-----– შ-----–-;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ქორწინების მოწმობის ასლი (იხ.ს.ფ. 29-30);
- ვ--–---–--------ის საქალაქო სასამართლოს 2-1- წლის 02 მარტის გადაწყვეტილება (იხ. ტომი 1-ლი,ს.ფ. 56-67).
- დაბადების მოწმობის ასლი (იხ. ტომი 1-ლი,ს.ფ. 31-32)
-მხარეთა ახსნა -განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები)
4.2..ბავშვი, არასრულწლოვანი დ-----– შ-----–- დაბადებიდან საქართველოში გადმოადგილებამდე ცხოვრობდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქ. ვ--–---–--------ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები)
4.3. ბავშვი, არასრულწლოვანი დ-----– შ-----–- გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან საქართველოში გადმოადგილდა მეურვეობის უფლების მქონე პირის-კ-----– შ-----–-ს ნებართვის საფუძველზე, სახელდობრ, დადგენილია, რომ ვ--–---–--------ის საქალაქო სასამართლომ 2-1- წლის 08 ივნისის დახურულ სხდომაზე №16 F 269/1- S-/ 16 F 270/1- S-, რომელიც შეეხებოდა ბავშვისა და მშობლის ურთიერთობის დადგენას და დ-----– შ-----–-სათვის მშობლის მზრუნველობის უფლებას, შეწყვიტა პროცესი, რადგან არასრულწლოვნის მამა კ-----– შ-----–- არ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე, მაგრამ გამოხატა თანხმობა არასრულწლოვანი დედასთან მ----- შ-----–თან ერთად 2-1- წლის 13 ივლისიდან 2-1- წლის 01 აგვისტომდე სამკვირიანი ვადით გამგზავრებულიყო დასასვენებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ვ--–---–--------ის საქალაქო სასამართლოს 2-1- წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ. 40-47).
4.4 არასრულწლოვანი დ-----– შ-----–- წარმოადგენს „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების შესახებ“ კონვენციის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად დაკავებულ ბავშვს, რადგან 2-1- წლის 01 აგვისტოს შემდეგ ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის ქვეყანაში (გერმანიის ფდედერაციული რესპუბლიკა) დაბრუნება , მიუხედავად მეურვეობის უფლების მქონე პირის მოთხოვნისა, არ განხორციელდა, ბავშვის დედა - მ----- შ-----–- უარს ამბობს მის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაბრუნებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება დაბრუნების შესახებ (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ. 48-55).
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის სემდრულებლის მიმართვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოსადმი (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ. 2-3)
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.შესაგებელი,სასამართლო სხდომის ოქმები)
4.5. კ-----– შ-----–-ს განცხადების საფუძველზე, 2-1- წლის 08 აგვისტოს საქართველოს ცენტრალურ ორგანოს-საქართველოს იუტიციის სამინისტროს „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის 25 ოქტომბრის ჰააგის კონვენციის ფარგლებში განსაზღვრულ საქართველოს ცენტრალურ ორგანოს -საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტს მიმართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის სამსახურმა საქართველოს მოქალაქე მ----- შ-----–-ს მიერ არასრულწლოვანი შვილის - დ-----– შ-----–-ს (დაბადების თარიღი: 2---------; პ/ნ . დაბადების სააქტო ნომერი G------------------------) სავარაუდო არამართლზომიერი დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, ხოლო ცენტრალური ორგანოს-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ზემოხსენებული მიმართვიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ -2-18 წლის 31 აგვისტოს იქნა წარდგენილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შუამდგომლობა , იმ საკითხის გასარკვევად, რამდენად მიზანშეწონილი იყო დ-----– შ-----–-ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაბრუნება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება დაბრუნების შესახებ (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ. 48-55)
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მიმართვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოსადმი (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ. 2-3)
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.შესაგებელი,სასამართლო სხდომის ოქმები)
4.6. საქართველოს პრეზიდენტის 2-1- წლის 10 ოქტომბრის №287 ბრძანებულებით მ----- შ-----–ს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა და 2-1- წლის 2- ოქტომბერს მასზე გაიცა პირადობის მოწმობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- პირადობის მოწმობა (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ. 111).
4.7. ჩვეული გარემოდან გადმოადგილების დროიდან- 2-1- წლის 13 ივლისიდან გასულია რა 1(ერთი) წელი და 5 (ხუთი) თვეზე მეტი, დ-----– შ-----–- კარგად ინტეგრირებულია ახალ გარემოში, ის ჩართულია წინასასკოლო, დამატებით საგანმანათლებლო ღონისძიებებში, ასევე საზოგადოებრივ, კულტურულ აქტივობებში,სახელდობრ,მან საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაცია გაიარა რა ქ. ბ------ში, დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სწავლობს ქ. ბ------ის შპს „გ-------- 2-- ე ს--------სთან“ არსებულ საგანმანათლებლო ბაღში - „A-----------ში. 2-1- წლის 8 სექტემბრიდან, სწავლობს რუსულ ანბანს, ეუფლება ცეკვას, სიმღერას, ჭადრაკის თამაშს, აქტიურ მონაწილეობას ღებულობს საზეიმო ღონისძიებებში, დადის გასართობ ღონისძიებებზე. გარდა აღნიშნულისა, ბავშვის ემოციურ და სულიერ კავშირზე ახალ გარემოსთან, ამ გარემოში აშკარა ინტეგრირებაზე, ნათლად მეტყველებს თავად მისვე განმარტებები, რომლის თანახმადაც ბ------ი დიდი და ლამაზი ქალაქია, სადაც მას ჰყავს არაერთი თანატოლი, საყვარელი მეგობარი-ნანკა, იურკა, კატიუშა, მიშა, ნასტია, რომლებთან ერთადაც ის სიხარულითა და სიამოვნებით ხშირად დადის სასეირნოდ პარკში, ზღვაზე, თამაშობს სათამაშო მოედანზე, საქანელებზე,ზღვის ბულვარში სეირნობისას კი თამაშობს ჭადრაკს, მოთამაშეებს უგებს და იმარჯვებს,რომლებიც აქებენ და ეფერებიან, სახლში, სამზარეულოს გვერდით აქვს თავისი ოთახი, სადაც ბევრი სათამაშოა. ამდენად, ის ახალ გარემოში თავს გრძნობს ძალზე კომფორტულად და კარგად, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ცხოვრების პერიოდი მის მეხსიერებაში შეიძლება ითქვას, რომ არ არის შემონახული, განმარტავს, რომ არ ახსოვს გერმანია, არ ახსოვს სად ცხოვროდა, განმარტავს, რომ ის არ დადიოდა საბაშვო ბაღში, არ დადიოდა სასეირნოდ, რადგან იქ არ იყო პარკი, მას იქ არ ჰყავს მეგობრები, ვისთანაც ის ითამაშებდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბ------ის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 160-
162).
- გიმნაზიის დირექტორის მიერ გაცემული ცნობა (იხ.ს.ფ. 103);
- „A-----------ს აღსაზრდელის დახასიათება (იხ.ს.ფ. 195);
- სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №100/ა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; სტომატოლოგიური პაციენტის სამედიცინო ბარათი (იხ.ს.ფ. 2-2-2-3; 2-4-2-6);
-ბავშვის-დ-----– შ-----–-ს ახალ გარემოში ინტეგრაციის ამსახველი ფოტოილუსტრაციები (იხ. ტომი 1-ლი. სფ. 198-2-0).
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბ------ის სოციალური მომსახურების ცენტრის წარმომადგენელ ი--- დ-------ის განმარტება(იხ. 2-18 წლის 1- დეკემბრის სასამართლო სხომის ოქმი);
- არასრულწლოვან დ-----– შ-----–-ს განმარტებები (იხ. 2-18 წლის 09 ოქტომბრის სასამართლოს სხდომის ოქმი).
- ბავშვის დ-----– შ-----–-ს სააპელაციო სასამართლოში მიცემული განმარტება (იხ. დ-----– შ-----–თან გასაუბრების 2-18 წლის 1- დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
-ფსიქოლოგ ი---- ბალანჩივაძის განმარტება (იხ., ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სასამართლოს 2-18 წლის 1- დეკემბრის სხდომის ოქმი).
- ფსიქოლოგ თამარ ქამადაძის განმარტება (იხ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2-18 წლის 1- დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
-
4.8. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაბრუნება არასრულწლოვან დ-----– შ-----–ს (დაბ. 2---------წ.) ფსიქოლოგიური ზიანის საფრთხეს შეუქმნის, სახელდობრ, ფსიქოლოგ თამარ ქამადაძის 2-18 წლის 02 ოქტომბრის ფსიქოლოგიური დასკვნით დადგენილია, რომ პროექციული მეთოდების მიხედვით ბავშვისთვის დედა და მასთან ყოფნა ძალიან მნიშნელოვანია. ,,რენე-ჟილის“ პიროვნებათშორისი ურთიერთობების ტესტის მიხედვით ბავშვი სხვადასხვა სიტუაციაში უპირატესობას ანიჭებს დედას. ამ ტესტებთან მიმართებაში ჩანს, რომ ძლიერი ემოციური კავშირი იკვეთება დედის მიმართ, სხვადასხვა სქემატურ გამოსახულებაში დ-----–ი ირჩევს დედასთან ახლოს პოზიციას. თავისი ემოციური მდგომარეობის გაზიარებისთვის, მხარდაჭერისთვის და დახმარებისთვის ირჩევს, რომ მიმართოს დედას, სიტუაციურ კითხვებში, ისეთი როგორიცაა ვისთან ერათად უხარია სეირნობა, ვის გაუმხელს საიდუმლოს და სხვა, ბავშვი კვლავ ყოველთვის ხაზს უსვამს დედის მნიშვნელობას. ამდენად, დ-----–ს აქვს ემოციური მიჯაჭვულობა დედასთან, რაც გამოიხატა პროექციულ ტესტებში და ბავშვის მოქმედებაში. მისივე განმარტებით, დედის ოთახიდან გასვლის შემთხვევაში, დ-----–ი ხშირად საუბრობდა დედაზე, ხატავდა დედას და საკუთარ თავს ერთად. ფსიქოლოგის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ ვისთან და სად ისურვებდა იგი ცხოვრებას, ბავშვი პასუხობს - დედასთან ერთად ბ------ში. ბავშვს აქვს სანდო მიჯაჭვულობა დედასთან. ამავე დასკვნის თანახმად ბავშვი აფიქსირებს თავის აზრს თავისუფლად, რომ დედასთან უნდა ყოფნა/ცხოვრება. ბავშვს აქვს შიში, რომ თვითმფრინავის ბილეთი არ შეიძინოს დედამ, რაც ასოცირდება წასვლასთან და ბავშვის ემოციებიდან გამომდინარე მას არ უნდა დედის გარემოდან წასვლა. დედასთან მას აქვს სანდო ემოციური კავშირი, რაც მიანიშნებს იმაზე,რომ ბავშვი დედის მხრიდან იღებს საჭირო მზრუნველობას და ყურადღებას. დედასთან დაშორებამ კი შესაძლებელია ცუდად იმოქმედოს მის საერთო მდგომარეობაზე. გერმანიიდან წამოსვლიდან გასულია რა ერთ წელზე მეტი, ბავშვი უკვე ადაპტირებულია ახალ გარემოში დედასთან ერთად , სადაც ის თავს კომფორტულად და მშვიდად გრძნობს.
თამარ ქამადაძის სააპელაციო სასამართლოს შეკითხვაზე მიცემული განმარტებით, ბავშვისთვის ნებისმიერი ფორმით საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და ერთ-ერთი მშობლისგან მოცილება არის მატრამვირებელი მანამ , სანამ ის არ შეეგუება ახალ გარემოს და არ მიეცემა საშუალება ორივე გარემოს მახასიათებლებით არ განსაზღვროს ერთ-ერთის უპირატესობა. განსახილველ შემთხვევაში ახალ გარემოში დ-----– შ-----–- უკვე ინტეგრირებულია, ამასთან მან აქ შეიძინა მეგობრები და მოახდინა ადაპტაცია, შესაბამისად დედასთან განშორება მისთვის მატრამვირებელი და ფსიქოლოგიური საფრთხის შემცველი იქნება.
სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მოწვეული ფსიქოლოგის - ი---- ბალანჩივაძის განმარტებით, რომელიც დაესწრო სასამართლოს მიერ არასრულწლოვან დ-----– შ-----–თან გასაუბრებას, აღნიშნულმა ნათლად წარმოაჩინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბავშვი კარგად არის ადაპტირებული ახალ გარემოში- ქალაქ ბ------ში, სადაც ის თავს გრძნობს ძალზე კარგად, დაცულად, უსაფრთხოდ, რაზეც მეტყველებს ის, რომ საუბრისას ის არის ლაღი და თავისუფალი, ღიმილითა და სიყვარულით საუბრობს თავის დედასა და თანატოლ მეგობრებზე,მათთან ერთად საქანელებსა თუ სხვადასხვა თამაშისას, ისეთი როგორიცაა დაჭერობანა, დამალობანა, გატარებულ დროზე, თავის გამარჯვებებზე ბ------ის ბულვარში ჭადრაკის თამაშისას და ასე შემდეგ. მან განსხვავებით გერმანიისაგან, სადაც ვერ გაიხსენა ვერც ქალაქი სადაც ის ცხოვრობდა, ასევე ვერც ერთი მეგობარი და ვერც საცხოვრებელი გარემო, ძალზე სიყვარულით ილაპარაკა ბ------ზე, როგორც დიდ და ლამაზ ქალაქზე, სადაც არის ზღვა და ცხოვრობენ კარგი ადამიანები, რომლებიც მას ეფერებიან გამარჯვების შემდეგ, ჩამოთვალა ყველა მისი კარგი მეგობარი და დეტალურად აღწერა თავისი ამჟამინდელი საცხოვრებელი ოთახი სამზარეულოს გვერდით. აღნიშნული ერთობლიობაში აღებული კი მეტყველებს იმაზე, რომ ბავშვი კარგად ადაპტირებულია ახალ გარემოში და ამ გარემოდან გასვლა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მიზანშეწონილად არ უნდა იქნეს მიჩნეული.
სასამართლოს სხდომაზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა ი--- დ-------ემ მხარი დაუჭირა რა სოციალური მუშაკის დასკვნას დამატებით აღნიშნა, რომ ის რომ ბავშვთან გასაუბრებამ კიდევ ერთხელ გაუმყარა მას რწმენა იმის თაობაზე, რომ არასწრულწლოვანი ბავშვი ძალზე კარგადაა ადაპტირებული იმ გარემოსთან, სადაც ცხოვრობს, აქ ის თავს გრძნობს კომფორტულად, შესაბამისად, მისი გერმანიაში დაბრუნება არამიზანშეწონილია და არ ემსახურება ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს.
არასრულწლოვანი ბავშვის-დ-----– შ-----–თან გასაუბრების შედეგად როგორც 1-ლი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოში გადმოცემული განმარტების თანახმად მან უარი განაცხადა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მამასთან დაბრუნებაზე, განმარტა, რომ მას არ უნდა გერმანიაში წასვლა და მამასთან ცხოვრება, რადგან მან ის ცემა და გააბრაზა.
მ----- შ-----–-ს განმარტებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაბრუნების შემთხვევაში კ-----– შ-----–-ს ალკოჰოლური თრობით განპირობებული ქმედებებით არსებობს არა მხოლოდ მის მიმართ ძალადობის განმეორებით განხორციელების, არამედ ბავშვის მიმართ ზიანის მიყენების რისკიც,რადგან ბავშვის მამის მხრიდან არერთხელ ჰქონდა ადგილი ფიზიკურ შეურცხყოფის მიყენებას მისი და შვილის მიმართ, რაც დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებაა გერმანიის სამედიცინო დაწესებულების ექიმების მიერ გაცემული სამედიცინო ცნობებითა და პოლიციის შესაბამისი დასკვნებით. შესაბამისად, ის ვერ დაბრუნდება იმ გარემოში, სადაც არა მხოლოდ მაისთვის, არამედ უპირველესად ბავშვისთვის არ არის უსაფრთხო გარემო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები, დასკვნა (იხ.ტომი 1-ლი; ს.ფ. 180-182, სააპელაციო სასამართლოს 2-18 წლის 1- დეკემბრის სხდომის ოქმი);
-ფსიქოლოგ ი---- ბალანჩივაძის განმარტება (იხ. 2-18 წლის 1- დეკემბრის სასამართლო სხომის ოქმი;)
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბ------ის სოციალური მომსახურების ცენტრის წარმომადგენელ ი--- დ-------ის განმარტება(იხ. 2-18 წლის 1- დეკემბრის სასამართლო სხომის ოქმი);
- არასრულწლოვან დ-----– შ-----–-ს განმარტებები (იხ. 2-18 წლის 09 ოქტომბრის სასამართლოს სხდომის ოქმი).
- ბავშვის დ-----– შ-----–-ს სააპელაციო სასამართლოში მიცემული განმარტება (იხ. დ-----– შ-----–თან გასაუბრების 2-18 წლის 1- დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
- ბ------ის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის დასკვნა (იხ.ტომი 1-ლი,ს.ფ. 160-162).
- ბრუნსის კანცელარიის წერილები (იხ.ტომი 1-ლი,ს.ფ. 224-239);
- მ----- შ-----–-ს ჯანმრთელობის ცნობები (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ. 230-233; 234-237; 238-241);
- დ-----– შ-----–-ს ჯანმრთელობის ცნობა (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ. 242-245);
- პოლიციის ცნობები (იხ.ს.ფ. ტომი 1-ლი, 246249; 250-253);
- ფოტომასალა დ-----– შ-----–-ს გამოსახულებით (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ. 254-256);
- მუქარის შემცველი სმს-ები (იხ.ტომი 1-ლი, ს.ფ 257-260);
- მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
სამართლებრივი დასაბუთება
4.9.სააპელაციო სასამართლო განსახილველი საკითხის შეფასებისას ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჰააგის 1980 წლის კონვენცია, პირველ რიგში, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს „სტატუს ქვოს“ აღდგენას, როდესაც ითხოვს უკანონოდ გადაადგილებული, ან დაკავებული ბავშვების დაბრუნებას ხელშემ კვრელ ქვეყანაში. (იხ. კონვენციის თაობაზე ელეზა პერეზ-ველეს განმარტებითი მოხსენება-b, კონვენციის მიზნები პ. 16.). ამასთან ერთი მხრივ ნათელია, რომ კონვენცია არ ეხება მეურვეობის უფლების არსს(მუხლი 19), მაგრამ მეორეს მხრივ ასევე აშკარაა, რომ ბავშვის გადაადგილებისა და დაუბრუნებლობის კვალიფიცირება უკანონო ქმედებად, განპირობებულია მეურვეობის უფლებით, რაც იურიდიულ შინაარს ანიჭებს იმ ქმედების გამო შეცვლილ სიტუაციას, რომელთა თავიდან აცილებაც წარმოადგენს სასამართლო განხილვის საგანს.ამავე განმარტების თანახმად ,კონვენციის ორივე მიზანი, ერთი პრევენციული, ხოლო მეორე მიმართული ბავშვის ჩვეულ გარემოში რეინტეგრაციისაკენ მთლიანობაში პასუხობს ბავშვის ინტრესების უზენაესობის კონცეფციას. შესაბამისად კონვენცია უშვებს ზოგიერთ გამონაკლისს უკანონოდ გადაადგილებული, ან დაკავებული ბავშვის დაუყოვნებლივ დაბრუნებასთან დაკავშირებით სახელმწიფოების მიერ აღებული ზოგადი ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით.
4.10. სააპელაციო საამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ბავშვი, დ-----– შ-----–- საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულია მართლზომიერი საფუძვლით, იგი მამის-კ-----– შ-----–-ს თანხმობით ჩამოიყვანა დედამ-მ----- შ-----–მა. შესაბამისად ჰააგის კონვენციით დადგენილი საერთაშორისო გატაცების საკითხი ბავშვის მიმართ არ იხილება.ამდენად, სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტის სააპელაციო საჩივარში გადმოცემულ თვალსაზრისს იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად არ დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში თითქოსდა ადგილი ჰქონდა ბავშვის გატაცებას.
4.11. სააპელაციო სასამართლოს კვლევის საგანია არასრულწლოვან დ-----– შ-----–-ს საქართველოში ყოფნის მართლზომიერება, პირველი ინსტანციის სასსამართლოს მსჯელობისა და დასკვენების მართლზომიერება, რათა ბაშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით , სამართლებრივად შეფასდეს აპელანტის პრეტენზია იმ კონტესტში, რომ ბავშვი არამართლზომიერად არის დაკავებული საქართველოში.
4.12. ზემოაღნიშნულის შეფასებისას, როგორც ანალოგიური კატეგორიის საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, სასამართლოსთვის ამოსავალი პრინციპია ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერსთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესების კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2-00, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2-01, პარ.72).
4.13.სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ევროპული სასამართლოს მსჯელობაზე, რომლის თანახმადაც, ,,ჰააგის კონვენციის მიხედვით, დაბრუნების მოთხოვნის კონტექსტში, რომელიც გამიჯნულია მეურვეობასთან დაკავშირებული სამართალწარმოებისაგან, ბავშვის საუკეთესო ინტერსების კონცეფცია უნდა შეფასდეს ჰააგის კონვენციით დაშვებული გამონაკლისების მიხედვით,რომელიც გულისხმობს დროის გასვლას (მუხლი 12),კონვენციის გამოყენების პირობებს (მუხლი 13.პ.a) და სერიოზული რისკების არსებობას (მუხლი 13.პარ.b), ასევე მხედველობაში უნდა იყოს მიღებული მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებთან შესაბამისობა, რაც გულისმობს ფუნდამენტური თავისუფლების და ადამიანის უფლებების დაცვას (მუხლი 2-). ეს დავალება პირველ რიგში ეკისრება მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს, რომელსაც სხვა დანარჩენთან ერთად აქვს მხარეებთან პირდაპირ ურთიერთობის უპირატესობა.
მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში კ-----– შ-----–მა სარჩელი არასრულწლოვანი შვილის - დ-----– შ-----–-ს დაბრუნების თაობაზე წარადგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ კონვენციის შესაბამისად.
დადგენილია, რომ დ-----– შ-----–-ს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს საქართველოში გადმოადგილებამდე წარმოადგენდა გერმანია, სადაც ის მშობლების განქორწინების შემდეგ ცხოვრობდა დედასთან ერთად, რომელიც მასზე ფაქტობრივად ახორციელებდა მეურვეობას. თუმცა მამას არ ჰქონდა მეურვეობის უფლება დაკარგული და სწორედ მისი თანხმობით მოხდა მ----- შ-----–-ს მიერ დ-----– შ-----–-ს გერმანიიდან საქართველოში გადმოადგილება, ხოლო შემდგომ ამ უკანასკნელის მიერ ბავშვის არამართლზომიერად დაკავება.
შესაბამისად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დ-----– შ-----–- წარმოადგენს ,, ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის ჰააგის კონვენციის (მე-3 მუხლი) საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად დაკავებულ ბავშვს, ვინაიდან იგი დღემდე იმყოფება საქართველოში და დედამ არ უზრუნველყო ბავშვის უკან დაბრუნება მხარეთა შეთანხმებისამებრ.
,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, როდესაც ბავშვი არამართლზომიერად არის გადაადგილებული ან დაკავებული მე-3 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში და იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოს, სადაც ბავშვი იმყოფება, სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარჩევის დაწყების თარიღისათვის გასულია ერთ წელზე ნაკლები ვადა არამართლზომიერად გადაადგილების ან დაკავების თარიღიდან, აღნიშნული ორგანო დაუყონებლივ იძლევა განკარგულებას ბავშვის დაბრუნების თაობაზე, ხოლო იმ შემთხვევაში კი, თუ კონვენციით დადგენილი ერთწლიანი ვადა გავიდა, სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის დაბრუნების თაობაზე, თუ ბავშვის ინტეგრაცია ახალ გარემოში თვალნათლივ არ იქნება ნაჩვენები. ამდენად, კონვენციის მე-12 მუხლი იცავს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს: თუ არასრულწლოვანი ინტეგრირებულია ახალ გარემოში, სასამართლოს აქვს დისკრეციული უფლებამოსილება არ დააბრუნოს იგი უკან.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ მიუხედავად კ-----– შ-----–-ს მხრიდან განაცხადის დროულად წარდგენისა (მართლზომიერად გადაადგილების ვადა ამოიწურა 2-1- წლის 01 აგვისტოს, არამართლზომიერი დაკავების ვადის ათვლა დაიწყო 2-1- წლის 02 აგვიტოს, კ-----– შ-----–მა განაცხადი წარადგინა 08 აგვისტოს) მოცემული დავის განხილვაზე უფლებამოსილ 1-ლი ინსტანციის სასამართლოს - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საქმე განსახილველად გადაეცა 1 (ერთი) წელზე მეტი დროის გასვლის შემდეგ-2-18 წლის 31 აგვისტოს, რაც, როგორც მოცემულ სამოქალაქო საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასება ცხადჰყოფს, საკმარისი დრო აღმოჩნდა ბავშვის (დ-----– შ-----–-) ახალ გარემოში ინტეგრაციისათვის და მიუხედავად იმისა, რომ კონვენციის მიხედვით, არასრულწლოვანის დაბრუნება მის საუკეთესო ინტერესებს შეესაბამება, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სახეზეა გარემოება, როდესაც ბავშვის უკან დაბრუნებამ შეიძლება უფრო მეტი ზიანი გამოიწვიოს და გახდეს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის საწინააღმდეგო.
სააპელაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ კონვენციის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საერთაშორისო დაცვა მისი არამართლზომიერი გადაადგილების ან დაკავების მავნე შედეგებისაგან, რომელიც ემსახურება ბავშვის საერთაშორისო გატაცების ფაქტების აღკვეთას, მისი ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში უსაფრთხო, დროული და სწორად დაბრუნების თავალსაზრისით, თუმცა აღნიშნული პროცედურების განხორციელება, უპირველესად ეფუძნება ბავშვის ინტერესების უზენაესობას - სადავო საკითხი გადაწყვეტილი იქნეს ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით , რომელიც გულისხმობს მის უფლებას არ აღმოჩნდეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური საფრთხის წინაშე, ან აუტანელ მდგომარეობაში.
ამდენად, აღნიშნული კონვენციის განხორციელებისას პრიორიტეტს წარმოადგენს კონვენციის მიზნის (ბავშვის უკანონო გატაცებისა და უკანონო დაკავების აღკვეთა) მიღწევა, უფრო მაღალი ღირებულებების - ბავშვის უფლებების დაცვით, მისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის გათვალისწინებით. სწორედ ამ გარემოებების მხედველობაში მიღებით აღნიშნული კონვენცია ადგენს გამონაკლისებს ბავშვის დაბრუნებასთან მიმართებით. კერძოდ, კონვენციის მე-13 მუხლით, მიუხედავად წინამავალი მუხლის დებულებებისა, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული არ არის, გასცეს განკარგულება ბავშვის თაობაზე, თუკი პირი, დაწესებულება ან სხვა ორგანო, რომელიც მის დაბრუნებას ეწინააღმდეგება, დაადგენს, ამავე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებს - კერძოდ:
ბ) არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ მისი დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის, ან სხვაგვარად ჩააყენებს ბავშვს აუტანელ მდგომარეობაში.
სასამართლოს ან ადმინისტრაციულ ორგანოს აგრეთვე შეუძლია უარი განაცხადოს ბავშვის დაბრუნების შესახებ განკარგულების გაცემაზე, თუკი იგი აღმოაჩენს, რომ ბავშვი მისი დაბრუნების წინააღმდეგია და მან უკვე მიაღწია ისეთ წლოვანებასა და მოწიფულობის ასაკს, როდესაც მიზანშეწონილია მისი აზრის გათვალისწინება.
სწორედ ზემოაღნიშნულ მიზანს ემსახურება საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობაში, სახელდობრ სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (2-.06.2-11 №4869 ) შეტანილი ცვლილებები, რომლითაც კანონმდებელმა სპეციალური თავი XLII2 მიუძღვნა არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან დაკავშირებულ საქმეთა განხილვის თავისებურებებს. სახელდობრ მოცემული საკითხის მომწესრიგებელი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35116 მუხლის თანახმად სასამართლო უფლებამოსილია უარი თქვას არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებაზე, თუ:
ა) ბავშვის გადაადგილებიდან ან დაკავებიდან გასულია ერთ წელზე მეტი და იგი ინტეგრირებულია თავის ახალ გარემოში;
ბ) პირი ან ორგანო, რომელიც ითხოვს ბავშვის დაბრუნებას, ფაქტობრივად არ ახორციელებდა მეურვეობის უფლებას ბავშვის საქართველოში არამართლზომიერი გადაადგილების ან არამართლზომიერი დაკავების მომენტისათვის ანდა დაეთანხმა ან მოგვიანებით შეეგუა ბავშვის ასეთ გადაადგილებას ან დაკავებას;
გ) ბავშვის ასაკი, მისი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გათვალისწინებულ იქნეს მისი აზრი, და იგი ცალსახად უარს აცხადებს დაბრუნებაზე;
დ) არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ გარემო, რომელშიც ბავშვი დაბრუნების შემთხვევაში აღმოჩნდება, მას ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის საფრთხეს შეუქმნის ან სხვაგვარად ჩააყენებს მას გაუსაძლის მდგომარეობაში.
სააპელაციო სასამართლოს მხარეთა განმარტებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ წარმოდგენილი დასკვნის, ამავე ორგანოს წარმომადგენლის განმარტების, ფსიქოლოგის დასკვნის, ფსიქოლოგთა განმარტებების, ბავშვთან უშუალო გასაუბრებებისა და საქმეში არსებული მასალების ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ არასრულწლოვანი ბავშვის - დ-----– შ-----–-ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაბრუნება არ გამომდინარეობს ამ უკანასკნელის ჭეშმარიტი ინტერესებიდან, რადგან ჩვეული გარემოდან გადმოადგილების დროიდან- 2-1- წლის 13 ივლისიდან გასულია რა 1(ერთი) წელი და 5 (ხუთი) თვეზე მეტი, დ-----– შ-----–- კარგად ინტეგრირებულია ახალ გარემოში, ის ჩართულია წინასასკოლო, დამატებით საგანმანათლებლო ღონისძიებებში, ასევე საზოგადოებრივ, კულტურულ აქტივობებში,სახელდობრ, მან საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაცია გაიარა რა ქ. ბ------ში, დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სწავლობს ქ. ბ------ის შპს „გ-------- 2-- ე ს--------სთან“ არსებულ საგანმანათლებლო ბაღში - „ABC studio”-ში. 2-1- წლის 8 სექტემბრიდან, სწავლობს რუსულ ანბანს, აქტიურ მონაწილეობას ღებულობს საზეიმო ღონისძიებებში, სადაც მღერის, ცეკვავს, თამაშობს ჭადრაკს. დ-----–ის განმარტებით, ბ------ი დიდი და ლამაზი ქალაქია, სადაც მას ჰყავს არაერთი თანატოლი მეგობარი, რომლებთან ერთადაც ის სიხარულითა და სიამოვნებით ხშირად დადის სასეირნოდ პარკში, ზღვაზე, თამაშობს სათამაშო მოედანზე, საქანელებზე, მას უყვარს ისინი დ მათი გახსენებისას ღიმილი ეფინება სახეზე, ზღვის ბულვარში სეირნობისას კი ჭადრაკს თამაშობს, მოთამაშეებს უგებს და იმარჯვებს,რომლებიც მას აქებენ, რაც მას ახარებს. სახლში, სამზარეულოს გვერდით აქვს თავისი ოთახი, სადაც ბევრი სათამაშოა, ის ახალ გარემოში თავს გრძნობს ძალზე კომფორტულად, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ცხოვრების პერიოდი მის მეხსიერებაში ფაქტიურად არ არის შემონახული, განმარტავს, რომ არ ახსოვს გერმანია, არ ახსოვს სად ცხოვრობდა, ის არ დადიოდა საბავშვო ბაღში, არ დადიოდა სასეირნოდ, რადგან იქ არ იყო პარკი, მას იქ არ ჰყავს მეგობრები, ვისთანაც ის ითამაშებდა, ხოლო გერმანიაში დაბრუნებით კი შეიძლება დედა-შვილური ურთიერთობა შეიძლება გაუცხოვდეს და ამ ურთიერთობის დანაკლისმა უარყოფითად იმოქმედოს ბავშვის ფსიქო-ემოციურ განწყობაზე, მით უფრო ისეთ ვითარებაში, როდესაც ფსიქოლოგის დასკვნის თანახმად დ-----–ს აქვს ემოციური მიჯაჭვულობა დედასთან და შესაბამისად, მასთან განშორება იქნება უარყოფითი ეფექტის მომცემი, მისთვის მატრამვირებელი და ფსიქოლოგიური საფრთხის შემცველი .
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან არასრულწლოვანი დ-----– შ-----–- ინტეგრირებულია ახალ გარემოში, ამასთან იკვეთება დედასთან ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობა, დ-----– შ-----–-ს ინტეგრირებული გარემოდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაბრუნება დედის გარეშე გაამწვავებს ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას რადგან დედასთან დაშორებით და ინტეგრირებული გარემოდან გასვლის შემთხვევაში, სახეზე იქნება ბავშვისათვის ფსიქოლოგიური საფრთხის შემცველი გარემოებები, რაც ერთმნიშვნელოვნად ნათელია, რომ უარყოფითად იმოქმედებს არასრულწლოვანის განვითარებაზე და დაუშვებელია. შესაბამისად სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს კონვენციით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევას და ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, არ არსებობს დ-----– შ-----–-ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ზემოხსენებულთან ერთად სააპელაციო პალატის შეფასებით, საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა რწმენას, რომ ბავშვის დაკავებამდე არსებულ გარემოში დაბრუნება შესაძლებელია ბავშვის ინტერესების დარღვევის გარეშე. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ მ----- შ-----–მა სათანადო მტკიცებულებებზე აპელირებით მართებულად დაასაბუთა ის არსებითი რისკფაქტორები, რომლებიც კონვენციის მიზნებს უპირისპირდება, ხოლო აპელანტი მხარე ითხოვს რა ბავშვის დაბრუნებას, მისი მოთხოვნა ემყარება ზემოაღნიშნული კონვენციის ვიწრო გაგებას, ვინაიდან, იგი ვერ ადასტურებს მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთით უფრო მაღალი მიზნის მიღწევას და ვერ გამორიცხავს, რომ მცირეწლოვან დ-----– შ-----–-ს დედასთან დაშორებით და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაბრუნებით უფრო მეტად არ დაირღვევა ამ კონვენციით დაცული სუბიექტის - ბავშვის ინტერესები და უფლებები. ამდენად, იმ მთავარი საკითხის გათვალისწინებით, რომ „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ კონვენციის უმთავრესი მიზანი ბავშვის ინტერესების დაცვაა, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა ვერ წარმოადგინა დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე მხარემ შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნას დაუპირისპირა სამართლებრივი შესაგებელი (კონვენციის მე-12 მუხლი, მე-13 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი), რომლის ფაქტობრივი შემადგენლობაც დადასტურებულ იქნა სააპელაციო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, შესაბამისად არ არსებობს საპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობები.
სააპელაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს აპელანტის წარმომადგენლის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლად მითითებულ გარემოებებს და განმარტებას იმის თაობაზე, რომ თითქოსდა საქმე პირველი ინტანციის სასამართლომ განიხლა საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევით, სახელდობრ, საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ, მხარის დაუსწრებლად, კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, კ-----– შ-----–ს არ მიეცა შესაძლებლობა წარმოდგენილ ყოფილიყო კვალიფიციური ადვოკატით, სასამართლომ კანონის ანალოგიის გამოყენებით არ უზრუნველყო მისთვის ადვოკატის სავალდებულო წესით დანიშვნა, თარჯიმნის მომსახურება იყო არაკვალიფიციური და მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ დანიშნულ ვადაში მოპასუხეს არ ქონდა წარმოდგენილი შესაგებელი, არ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება საქართველოს სსკ-ის 232- მუხლის შესაბამისად, რადგან საქმის მასალების შესწავლით, დავის განხილვის თავისებურებებიდან გამომდინარე, არც ზემოხსენებული და არც იმ სახის საპროცესო დარღვევები, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად შეიძლება მიჩნეულ ყოფილიყო, დადგენილ ვერ იქნა.
5. შემაჯამებელი სასამართლოს დასკვნა
5.1. ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით, კ-----– შ-----–-ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან .
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 2591-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ-----– შ-----–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
3. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
5.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. საქართველოს სამოქალაქო საროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლეები: ნანა კალანდაძე
(თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ირმა პერანიძე
ლაურა მიქავა