განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.10.2019
საქმის ნომერი
080211018002601945
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
განცხადება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ
თარიღი
09.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №080211018002601945

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-1320-2018 09 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე(მომხსენებელი) მოსამართლეები: ლაურა მიქავა ირმა პერანიძე თ----- სვანიძე სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენლები მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) წარმომადგენელი არასრულწლოვანი ბავშვი ბავშვის საპროცესო წარმომადგენელი ცენტრალური ორგანო მესამე პირი წარმომადგენელი - ვი--------- ი-–---- - ხვ--- თა----, კო--- ნე---–-------, ირ---–- შა---- - სე----- ილ---- - ილ-- მა------- - სე----- ილ---- (დაბ. 27.04.2013 წ. პ/ნ.: 7-------------) - გუ-–-- დი-–-------- - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრი - მა----- ჭა---------

დავის საგანი - არამართლზომიერად გადაადგილებული და დაკავებული ბავშვის დაბრუნება -

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

- ვი--------- ი-–----ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

- გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს ბრძანება არასრულწლოვანი სე----- სე-----ს ძე ილ----ს (დაბ. 27.04.2013წ. პ/ნ.: 7-------------) გადაადგილების შეზღუდვის შესახებ.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. მოსარჩელე ვი--------- ი-–---- არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე სე----- ი-–---თან. ისინი ერთად ცხოვრობდნენ 2012 წლიდან 2016 წლის აგვისტომდე. მხარეებს ჰყავთ საერთო შვილი სე----- ილ----, დაბადებული 2013 წლის 27 აპრილს;

 

2.2. მხარეებს შორის ურთიერთობა ვერ შედგა, მოსარჩელე ვი--------- ი-–---- არასრულწლოვან ბავშვთან ერთად 2016 წლის აგვისტოში საცხოვრებლად გადავიდა დედამისთან, მისამართზე: მოგილიოვის ოლქი, ქ.შ--–----, დ------------- ქ.N15. მოპასუხე აკითხავდა ბავშვს ბინადრობის ადგილზე მისთვის მოსახერხებელ დროს;

 

2.3. 2017 წლის 12 აპრილს მოპასუხე სე----- ი-–---ა წამოიყვანა მცირეწლოვანი სე----- ი-–--- თავისთან და მას შემდეგ, რაც სე----- ი-–---ს განმარტებით, მცირეწლოვანი სე----- ი-–--- სავაჭრო ცენტრში მეთვალყურეობის გარეშე მიატოვა დედამ - ვი--------- ილინამ, არ ზრუნავდა შვილის ჯანმრთელობაზე, არ დაჰყავდა საბავშვო ბაღში. 2017 წლის 12 აპრილის შემდეგ ბავშვი იმყოფება მამასთან;

 

2.4. 2017 წლის 28 ნოემბერს ქ. მ------ პერვომაისკის რაიონის სასამართლომ საქმეზე N2----------, გამოიტანა გადაწყვეტილება და არასრულწლოვანის სე----- სე-----ს ძე ილ----ს საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრა დედამისის ვი--------- ი-–----ს საცხოვრებელი ადგილი;

 

2.5. 2018 წლის 02 თებერვალს ქ. მ------ პერვომაისკის რაიონის სასამართლომ საქმეზე N2--------- მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც დაწესდა არასრულწლოვან სე----- სე-----ს ძე ილ----ს 27/04/2013 წელს დაბადებულის, რესპუბლიკა ბელარუსის საზღვარგარეთ გასვლის განსაკუთრებული წესი, კერძოდ, მამას სე----- ევგენის ძე ი-–---ს არასრულწლოვნის საზღვარგარეთ გაყვანის ნება დაერთო მხოლოდ დედის, ვი--------- ი-–----ს წერილობითი თანხმობით. მაგრამ აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის არასრულწლოვან სე----- სე-----ს ძე ი-–---ს უკვე დატოვებული ჰქონდა ბელარუსის რესპუბლიკის საზღვრები 2016 წლის 15 ივნისის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის მეშვეობით;

 

2.6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არასრულწლოვანმა სე----- სე-----ს ძე ი-–---მა მართლზომიერად დატოვა ბელარუსის რესპუბლიკის საზღვრები;

 

2.7. ბავშვის დაბრუნების მოთხოვნით მოსარჩელემ წარადგინა განცხადება 2018 წლის 08 აგვისტოს, ანუ კომპეტენტური ორგანოს მიერ ბავშვის დაბრუნების მიზნით საქმისწარმოების დაწყების მომენტში ბავშვის არამართლზომიერი დაკავებიდან გავიდა ერთ წელზე ნაკლები ვადა;

 

2.8. ბავშვის დაბრუნების შესახებ განცხადებაში მოსარჩელე ვი--------- ი-–----მ მიუთითა, რომ ი-–--- ს.ე. ატყუებს ხელისუფლების ორგანოებს, ინფორმაციას აყალბებს, შვილს აშინებს, რომ მას დედა წაიყვანს, ცუდად მოექცევა, სცემს, რომ შვილმა თქვას, რომ მას არ სურს დედასთან ცხოვრება. ის ღელავს, რომ ი-–--- ს.ე. მორალურ ზეწოლას ახდენს შვილზე და მას ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებს. 2017 წლის სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დროს გამოვლინდა, რომ მამამ მის მცირეწლოვან შვილს ფსიქოტრავმა მიაყენა მისი დედასთან დაშორებით;

 

2.9. არასრულწლოვან სე----- ი-–---ს (დაბ. 27.04.2013წ.) ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები - კოგნიტური მხარეები: აღქმა საგნობრივი, სწორი, კარგად ასხვავებს ფიგურებს, ფერებს, გონებრივად განვითარებული, ყურადღების კონცენტრაცია კარგი, სააზროვნო პროცესები ჩქარი, სიტყვათა მარაგი კარგი, ინტელექტუალურ–მნესტური ფუნქციები განვითარებული. ბავშვი იმ ადამიანებთან გრძნობს ემოციურ კავშირს რომელთანაც აქვს ფიზიკური კონტაქტი, გრძნობს მზრუნველობას და იღებს საჭიროებებს, ამ შემთხვევაში მამასთან ბავშვი იყენებს მიჯაჭვუ-–--ბას როგორც ,,სანდო ბაზას.“ სანდო მიჯაჭვუ-–--ბა პოზიტიური ურთიერთობებით ყალიბდება, რაც გამოიხატება ფიზიკური და ემოციური კონტაქტის მოთხოვნილებაში, რა შემთხვევაში ბავშვი თავად ირჩევს ინიციატივებს ურთიერთობებითვის, ან ხალისით პასუხობს მშობლის შეთავაზებულ აქტივობებს. გამოკვლევის პროცესში გამოვლინდა, რომ სე-----ს აქვს ემოციური მიჯაჭვუ-–--ბა მამასთან, რაც გამოიხატა პროექციულ ტესტებში და ქცევაზე დაკვირვებით. ბავშვი კარგად არის მამის გარემოსთან ადაპტირებული და შესაძლებელ-- მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის არ იყოს მზად. კონსულტირების დროს ცდილობდა მამა არ გაეშვა გარეთ, ჯდებოდა მამის კალთაში, ესაუბრებოდა თბილად, გეგმავდა მამასთან ერთად სხვადასხვა აქტივობას;

 

2.10. ფსიქოლოგმა თ----- ქ--------მ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს განჩინებით დასმულ შეკითხვებზე სე----- ი-–---ს (დაბ. 27.04.2013წ.) ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგად გასცა შემდეგი პასუხები: ა) ბავშვი გამოხატავს მამასთან ყოფნის სურვილს, თავისუფლად აფიქსირებს, რომ სადაც არ უნდა ცხოვრობდეს მამა მასთან ერთად აქვს ცხოვრების სურვილი. აზრის გამოთქმისას სავარაუდოდ არ ჩანს მამის გავლენა და ზემოქმედება; ბ) ბავშვის განვითარება შეესაბამება ასაკს. მამის მხრიდან იღებს საჭირო მზრუნველობას და ყურადღებას, ქცევაზე დაკვირვებით და პროექციული მეთოდების გამოყენებით ჩანს მამასთან ემოციური მიჯაჭვუ-–--ბა, შესაძლებელ-- რადიკალურმა ცვლილებებმა ცუდად იმოქმედოს ბავშვის საერთო მდგომარეობაზე; გ) ბავშვი კარგად გრძნობს თავს ახალ გარემოში, ხალისით საუბრობს იმის შესახებ რომ მამასთან ერთად დადის სასეირნოდ, ზღვაზე, ატრაქციონებზე, სათევზაოდ. ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ბავშვის ასეთი განწყობა და დამოკიდებულება მამასთან კომფორტულ მდგომარეობაზე მიუთითებს;

 

2.11. მცირეწლოვანი სე----- ილ---- ამჟამად მამასთან ერთად ცხოვრობს ქ. ბათუმში. აქვს კარგი საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო პირობები. საცხოვრებელს აქვს კეთილმოწყობილი ეზო, ნახევრად ღია აივანი, ეზოში დაცულ-- არასრულწლოვნის უსაფრთხოება. სე----- ილინს აქვს ასაკის და სეზონის შესაბამისი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, პირადი ნივთები, ასაკის შესაბამისი წიგნები, დიდი რაოდენობის სათამაშოები. სე----- ილ---- სათანადო მნიშვნელობას ანიჭებს შვილის მოვლა-მეთვალყურეობის საკითხებს, არასრულწლოვანის კვების რაციონს და ინტერვალს, ზრუნავს შვილის კვებასა და ჰიგიენაზე, ჯანმრთელობაზე, განათლებაზე. არასრულწლოვან სე----- ილინს აქვს ურთიერთობა თანატოლებთან, მეგობრებთან. მამასთან ერთად მონაწილებს სხვადასხვა აქტივობებში;

 

2.12. სე----- ილ---- გეგმავს ქ. ბათუმში ცხოვრების გაგრძელებას. ამჟამად მიმდინარეობს საბავშვო ბაღის შერჩევა. მცირეწლოვანი სე----- ილ---- სწავლობს ქართულ ენას კომპიუტერით. სე----- ი-–---მა იცის ფერები, ციფრები. სე----- ილ----ს გადმოცემით ის მუდმივად იმყოფება შვილის გვერდით, მცირე დროითაც არ ტოვებს მეთვალყურეობის გარეშე. მას აქვს სტაბილური შემოსავალი, ქ.ბათუმში თვეში 2000– 2500 ლარს ხარჯავს საჭიროებისამებრ;

 

2.13. დადგენილ--, რომ ვი--------- ი-–----ს დედის - პინტალიუშკო ვა-–------- ე----------ს 2017 წლის 01 მარტის განცხადების საფუძველზე ქ. შ--–----ს შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების მიერ ჩატარდა შემოწმება და განცხადებაში მითითებული ფაქტები ნაწილობრივ დადასტურდა. მოქალაქე ი-–---- ვ.ს. ჩაუტარდა პროფილაქტიკური სახის საუბარი ანტისაზოგადოებრივი ცხოვრების წესის დაუშვებლობაზე, ალკოჰოლური სასმელების შესახებ, მშობლის მოვალეობების შესრულების აუცილებლობაზე. გაცნობილ და გაფრთხილებულ იქნა მშობლის მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების შესახებ;

 

2.14. სე----- ი-–---მა 2017 წლის 12 აპრილს წამოიყვანა მცირეწლოვანი სე----- ილ---- მასთან, იმის შემდეგ, რაც მცირეწლოვანი სე----- ილ---- სავაჭრო ცენტრში მეთვალყურეობის გარეშე მიატოვა დედამ - ვი--------- ილინამ, არ ზრუნავდა შვილის ჯანმრთელობაზე, არ დაჰყავდა საბავშვო ბაღში. 2017 წლის 12 აპრილის შემდეგ სე----- ილ---- შვილთან – სე----- ი-–---თან ერთად იმყოფებოდა სანატორიუმში (ბავშვთა ფსიქიატრიული ცენტრი) გარკვეული პერიოდი, სადაც ბავშვთან სამედიცი--- რეკომენდაციის მიხედვით მუშაობდნენ ფსიქიატრი, ლოგოპედი, ფსიქოლოგი;

 

2.15. სე----- ილ----ს განმარტებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ყოფილი მეუღლე – ვი--------- ი-–---- არის ერთ-ერთი სექტის წევრი, რომლის ხელმძღვანელი არის ექსტრასენსი მ----- კ------. სწორედ ამ პიროვნებასთან ნაცნობობის შემდეგ დაეწყოთ სე----- და ვი--------- ილინებს ოჯახური კონფლიქტები. სე-----ს გადმოცემით, მცირეწლოვანი სე----- ი-–--- იცნობს ამ პიროვნებას. არსებობს ფაქტები, როდესაც მცირეწლოვან სე----- ილინს კეტავდნენ ცალკე ოთახში, ძალადობდნენ ფიზიკურად, მცირეწლოვანი იმყოფებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ;

 

2.16. მამამ, სე----- ი-–---მა, საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება ამჟამად განხილვის პროცესშია და თავშესაფრის პროცედურის განმავლობაში თავშესაფრის მაძიებელი არ უნდა იყოს რაიმე ფორმით დაბრუნებული ან გაძევებული წარმოშობის ქვეყანაში ან იმ ქვეყნის საზღვარზე, სადაც მისი სიცოცხლე ან თავისუფლება დადგება საფრთხის ქვეშ მისი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მოსაზრებების გამო. დადგენილ--, რომ მამა-შვილი ი-–---ები ამჟამად თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მქონე პირები არიან;

 

2.17. არასრულწლოვანი სე----- ილ---- იმყოფება კანონიერ წარმომადგენელთან - მამასთან სე----- ი-–---თან. მცირეწლოვანი სე----- ილ---- მამასთან თავს გრძნობს კომფორტულად, რომელიც მ-----ალურად იცავს მცირეწლოვანი შვილის უფლებებს. სე----- ი-–---ს აქვს მშობლისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, მ-----ალურად ცდილობს მცირეწლოვანი სე----- ილ---- არ იმყოფებოდეს სტრესულ გარემოში;

 

2.18. მცირეწლოვან სე----- ილ----ს დედას აქვს შვილთან შეუზღუდავი ურთიერთობა ინტერნეტის საშუალებით. ვიზიტის დროს სოციალური მუშაკი ესწრებოდა სე----- ი-–---სა და დედის საუბარს. თავდაპირველად ბავშვს არ უნდოდა დედასთან საუბარი, მაგრამ სე----- ი-–---ს (მამა) თხოვნის შემდეგ დედა-შვილის საუბარი შედგა რამდენიმე წუთით. სე----- ი-–---ს გადმოცემით, თავად არის ინიციატორი ყოველდღიურად ჰქონდეს დედა-შვილს ერთმანეთთან საუბრები;

 

2.19. სოციალური მუშაკის დასკვნის თანახმად, არასრულწლოვნის გამგზავრება ბელორუსიაში ამ ეტაპზე იქნება უფრო მეტად მატრავმირებელი (კონკრეტული ფაქტების გათვალისწინებით), ვიდრე საქართველოში დარჩენა. გასათვალისწინებელ-- ის გარემოებაც, რომ მცირეწლოვანი სე----- ი-–---, მამასთან ერთად რამდენიმე თვეა იმყოფება ქ. ბათუმში, ჯერ კიდევ ეჩვევა ახალ გარემოს. სასურველ-- მიღებული იქნეს ისეთი გადაწყვეტილება, რაც საფრთხეს არ შეუქმნის არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას. სასურველ-- მცირეწლოვანი სე----- ი-–---ს შემზადება მოსალოდნელი ცვლილებებისათვის. აღსანიშნავია, რომ მშობლებმა დავა უნდა გადაწყვიტონ ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, თავდაპირველად, სასურველ-- შეეცადონ ურთიერთობების მოწესრიგებას და მორიგებას, ბავშვი უნდა იზრდებოდეს ჯანსაღ და მზრუნველ გარემოში, სათანადოდ უნდა ზრუნავდნენ მის ჯანმრთელობაზე, კვებაზე, ჰიგიენაზე, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე, არ უნდა განიცდიდეს ფსიქოლოგიურ და ემოციურ ძალადობას, დაცული უნდა იყოს არასრულწლოვანის უფლებები, მცირეწლოვანს უნდა ჰქონდეს ურთიერთობა როგორც მშობლებთან, ასევე მშობლების ნათესავებთან;

 

2.20. სასამართლომ გამოჰკითხა არასრულწლოვანი სე----- ილ---- სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მონაწილეობით, რა დროსაც ბავშვმა კატეგორიული უარი განაცხადა ბელარუსის რესპუბლიკაში დედასთან დაბრუნებაზე.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.21. „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ” კონვენციის პრეამბულაში კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოების მიზანს წარმოადგენს, უზრუნველყონ ბავშვის საერთაშორისო დაცვა მათი არამართლზომიერი გადაადგილების ან დაკავების მავნე შედეგებისაგან და დაადგი---ნ პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ სწორად დაბრუნებას მათი ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში და აგრეთვე იძლევიან ურთიერთობის უფლებათა დაცვის გარანტიას. ამავდროულად, კონვენციის პრეამბულაშივე ხაზგასმით მითითებულ-- ბავშვების ინტერესების უმთავრეს მნიშვნელობაზე. ამდენად, ივარაუდება, რომ კონვენციით მოწესრიგებული ის პროცედურები, რომლებიც ხელს უწყობს არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის სწრაფ დაბრუნებას ჩვეულ საცხოვრებელ ადგილზე და მეურვეობის უფლებათა ეფექტიანად განხორციელებას, ემსახურება მხოლოდ ბავშვის ინტერესების დაცვას.

 

2.22. კონვენცია ემსახურება რა ბავშვების საერთაშორისო გატაცების ფაქტების აღკვეთას, ამავდროულად კონვენციის უმთავრესი მიზანი სწორედ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების დაცვაა. აღნიშნულით კონვენცია განიხილება როგორც ბავშვთა უფლებების დამცველი და არა გატაცებული ბავშვის მშობლის უფლებების დამცველი, ანუ ბავშვის გატაცებისას უპირველესად დაზარალებულ-- ბავშვი, რომელიც ტრავმირებულ-- ჩვეული გარემოდან უცხო სამყაროში მოხვედრით და მშობლებთან (მშობელთან) დაცილებით.

 

2.23. კონვენცია არეგულირებს რა ბავშვთა გატაცების სამოქალაქო ასპექტებს, უდავოა, რომ კონვენციის ფარგლებში განსახილველ ყველა ფაქტს საფუძვლად უდევს მართლსაწინააღმდეგო, უკანონო ქმედება - ბავშვის გატაცება, უკანონო გადაადგილება. არც ის წარმოადგენს სადავოს, რომ ასეთი უკანონო ქმედება უნდა აღიკვეთოს, მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ არის იგი ჩადენილი, თუმცა კონვენციისათვის მნიშვნელოვანს და, მოცემულ დავასთან დაკავშირებით, არსებითს წარმოადგენს, რომ უკანონო ქმედების - ბავშვის გატაცების აღკვეთას მოჰყვეს ბავშვის უფლებების დაცვით მისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. სწორედ ამიტომაც ადგენს დასახელებული კონვენცია გამონაკლისებს ბავშვის დაბრუნებასთან მიმართებით, კერძოდ, კონვენციის მე-13 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული არ არის, გასცეს განკარგულება ბავშვის თაობაზე, თუკი პირი, დაწესებულება ან სხვა ორგანო, რომელიც მის დაბრუნებას ეწინააღმდეგება, დაადგენს, რომ არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ მისი დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის, ან სხვაგვარად ჩააყენებს ბავშვს აუტანელ მდგომარეობაში. ასეთივე შინაარსის ნორმას შეიცავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35116-ე მუხლი, რომლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილ-- უარი თქვას არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებაზე, თუ არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ გარემო, რომელშიც ბავშვი დაბრუნების შემთხვევაში აღმოჩნდება, მას ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის საფრთხეს შეუქმნის ან სხვაგვარად ჩააყენებს მას გაუსაძლის მდგომარეობაში. ამდენად, აღნიშნული ნორმებით დადგენილი გამონაკლისი ეფუძნება ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებას და მიზნად ისახავს მის დაცვას ფიზიკური თუ ფსიქიკური საფრთხის წინაშე ან აუტანელ მდგომარეობაში აღმოჩენისაგან;

 

2.24. „ბავშვის უფლებათა კონვენციის’’ მე-6 მუხლის მეორე პუნქტით მონაწილე სახელმწიფოები შესაძლებლობისამებრ მ-----ალურად უზრუნველყოფენ ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნებასა და ჯანსაღ განვითარებას, ხოლო ამავე კონვენციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელ-- და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების თანახმად, მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. მოცემულ დავაში ბავშვის - მცირეწლოვანი სე----- ილ----ს დაცვის ჭეშმარიტი ინტერესი მისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნაა, რაც მშობლების და ამავდროულად სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების უმთავრესი ზრუნვის საგანს წარმოადგენს;

 

2.25. განსახილველ შემთხვევაში დადგენილ--, რომ მოსარჩელე ვი--------- ი-–---- არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე სე----- ი-–---თან და ერთად ცხოვრობდნენ 2012 წლიდან 2016 წლის აგვისტომდე. მხარეებს ჰყავთ საერთო შვილი სე----- ილ----, დაბადებული 2013 წლის 27 აპრილს. ვინაიდან მხარეებს შორის ურთიერთობა ვერ შედგა, მოსარჩელე ვი--------- ი-–---- არასრულწლოვან ბავშვთან ერთად 2016 წლის აგვისტოში საცხოვრებლად გადავიდა დედამისთან, მისამართზე: მოგილიოვის ოლქი, ქ. შ--–----, დ------------- ქ. N15. 2017 წლის 12 აპრილს მოპასუხე სე----- ი-–---ა წამოიყვანა მცირეწლოვანი სე----- ი-–--- თავისთან და მას შემდეგ, რაც სე----- ი-–---ს განმარტებით, მცირეწლოვანი სე----- ი-–--- სავაჭრო ცენტრში მეთვალყურეობის გარეშე მიატოვა დედამ - ვი--------- ილინამ, არ ზრუნავდა შვილის ჯანმრთელობაზე, არ დაჰყავდა საბავშვო ბაღში. 2017 წლის 12 აპრილის შემდეგ ბავშვი იმყოფება მამასთან;

 

2.26. 2017 წლის 28 ნოემბერს ქ. მ------ პერვომაისკის რაიონის სასამართლომ საქმეზე N2----------, გამოიტანა გადაწყვეტილება და არასრულწლოვანის სე----- სე-----ს ძე ილ----ს საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრა დედამისის ვი--------- ი-–----ს საცხოვრებელი ადგილი. 2018 წლის 2 თებერვალს ქ. მ------ პერვომაისკის რაიონის სასამართლომ საქმეზე N2--------- მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც დაწესდა არასრულწლოვან სე----- სე-----ს ძე ილ----ს 27/04/2013 წელს დაბადებულის, რესპუბლიკა ბელარუსის საზღვარგარეთ გასვლის განსაკუთრებული წესი, კერძოდ, მამას სე----- ევგენის ძე ი-–---ს არასრულწლოვნის საზღვარგარეთ გაყვანის ნება დაერთო მხოლოდ დედის, ვი--------- ი-–----ს წერილობითი თანხმობით. მაგრამ აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის არასრულწლოვან სე----- სე-----ს ძე ი-–---ს უკვე დატოვებული ჰქონდა ბელარუსის რესპუბლიკის საზღვრები 2016 წლის 15 ივნისის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის მეშვეობით. ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არასრულწლოვანმა სე----- სე-----ს ძე ი-–---მა მართლზომიერად დატოვა ბელარუსის რესპუბლიკის საზღვრები. მაშასადამე, მცირეწლოვანი სე----- ილ---- წარმოადგენს „ბავშვთა საერთაშორისო გატაცემის შესახებ“ კონვენციის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად დაკავებულ ბავშვს, რადგანაც ბავშვის მამა - სე----- ილ---- უარს ამბობს მის ბელარუსის რესპუბლიკაში დაბრუნებაზე;

 

2.27. დადგენილ-- ასევე, რომ მეუღლეებს შორის არის დაძაბული, კონფლიქტური ურთიერთობა, რის გამოც სე----- ილ---- შვილთან – სე----- ი-–---თან ერთად იმყოფებოდა სანატორიუმში (ბავშვთა ფსიქიატრიული ცენტრი) გარკვეული პერიოდი, სადაც ბავშვთან სამედიცი--- რეკომენდაციის მიხედვით მუშაობდნენ ფსიქიატრი, ლოგოპედი, ფსიქოლოგი;

 

2.28. მცირეწლოვანი სე----- ილ---- ამჟამად მამასთან ერთად ცხოვრობს ქ. ბათუმში. აქვს კარგი საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო პირობები. მამა სათანადო მნიშვნელობას ანიჭებს შვილის მოვლა-მეთვალყურეობის საკითხებს, არასრულწლოვანის კვების რაციონს და ინტერვალს, ზრუნავს შვილის კვებასა და ჰიგიენაზე, ჯანმრთელობაზე, განათლებაზე. არასრულწლოვან სე----- ილინს აქვს ურთიერთობა თანატოლებთან, მეგობრებთან. მამასთან ერთად მონაწილებს სხვადასხვა აქტივობებში. სე----- ი-–--- გეგმავს ქ. ბათუმში ცხოვრების გაგრძელებას. მას აქვს სტაბილური შემოსავალი. გამოკვლევის პროცესში გამოვლინდა, რომ სე-----ს აქვს ემოციური მიჯაჭვუ-–--ბა მამასთან. ბავშვი კარგად არის მამის გარემოსთან ადაპტირებული და შესაძლებელ-- მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის არ იყოს მზად;

 

2.29. სასამართლოს განმარტებით, არასრულწლოვანი სე----- ილ---- იმყოფება კანონიერ წარმომადგენელთან - მამასთან სე----- ი-–---თან. მცირეწლოვანი სე----- ილ---- მამასთან თავს გრძნობს კომფორტულად, რომელიც მ-----ალურად იცავს მცირეწლოვანი შვილის უფლებებს. სე----- ილინს აქვს მშობლისთვის აუცილებელი უნარჩვევები, მ-----ალურად ცდილობს მცირეწლოვანი სე----- ილ---- არ იმყოფებოდეს სტრესულ გარემოში. მცირეწლოვან სე----- ილ----ს დედას აქვს შვილთან შეუზღუდავი ურთიერთობა ინტერნეტის საშუალებით;

 

2.30. სოციალური მუშაკის დასკვნის თანახმად, არასრულწლოვანის გამგზავრება ბელორუსიაში ამ ეტაპზე იქნება უფრო მეტად მატრავმირებელი (კონკრეტული ფაქტების გათვალისწინებით), ვიდრე საქართველოში დარჩენა. გასათვალისწინებელ-- ის გარემოებაც, რომ მცირეწლოვანი სე----- ილ----, მამასთან ერთად რამდენიმე თვეა იმყოფება ქ. ბათუმში, ჯერ კიდევ ეჩვევა ახალ გარემოს. სასურველ-- მიღებული იქნეს ისეთი გადაწყვეტილება, რაც საფრთხეს არ შეუქმნის არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას. სასურველ-- მცირეწლოვანი სე----- ილ----ს შემზადება მოსალოდნელი ცვლილებებისათვის. სასამართლომ გამოჰკითხა არასრულწლოვანი სე----- ილ---- სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მონაწილეობით, რა დროსაც ბავშვმა კატეგორიული უარი განაცხადა ბელარუსის რესპუბლიკაში დედასთან დაბრუნებაზე;

 

2.31. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მცირეწლოვანი სე----- ილ----ს ბელარუსის რესპუბლიკაში იძულებითი დაბრუნება მიზანშეწონილი არ იყო, რადგან მზრუნველობისა და მეურვეობის ორგანომ, რომელიც ბავშვის ინტერესების დასაცავად იქნა ჩაბმული საქმეში, დაადგინა, რომ არსებობდა იმის სერიოზული რისკი, რომ მისი დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნიდა, ან სხვაგვარად ჩააყენებდა ბავშვს აუტანელ მდგომარეობაში. მცირეწლოვანი სე----- ილ----ს ბელარუსის რესპუბლიკაში დაბრუნება ეწინააღმდეგებოდა მის უპირატეს ინტერესებს, ვინაიდან განვითარების სწორედ არსებულ ეტაპზე ეყრება საფუძველი ბავშვის პიროვნულ ჩამოყალიბებას, რა დროსაც მამასთან - პირთან, რომლის მიმართაც ბავშვს აქვს ძლიერი მიჯაჭვუ-–--ბა, არასაკმარისი სიახლოვე დამღუპველი იქნებოდა და უარყოფითად იმოქმედებდა ინდივიდის ცხოვრების ფორმირებაზე. ასევე დადგენილი იქნა, რომ ბავშვმა ბელარუსის რესპუბლიკაში მშობლების კონფლიქტის გამო მიიღო ფსიქოტრავმა. ამასთან, ბავშვი ამჟამად თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით სარგებლობდა, რაც თავშესაფრის პროცედურის განმავლობაში გამორიცხავდა რაიმე ფორმით დაბრუნებას წარმოშობის ქვეყანაში;

 

2.32. საქმის განხილვის შედეგად არ დადასტურდა მოსარჩელე ვი--------- ი-–----ს მიერ ბავშვის დაბრუნების შესახებ განცხადებაში მითითებული გარემოებები მასზედ, რომ ი-–--- ს.ე. ატყუებს ხელისუფლების ორგანოებს, ინფორმაციას აყალბებს, შვილს აშინებს, რომ მას დედა წაიყვანს, ცუდად მოექცევა, სცემს, რომ შვილმა თქვას, რომ მას არ სურს დედასთან ცხოვრება. ასევე არ დადასტურდა და მთლ--ნად გამოირიცხა, რომ სე----- ილ---- მორალურ ზეწოლას ახდენს შვილზე და მას ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებს. პირიქით, დადგენილი იქნა, რომ არასრულწლოვანის გამგზავრება ბელორუსიაში ამ ეტაპზე იქნება უფრო მეტად მატრავმირებელი, ვიდრე საქართველოში დარჩენა, რადგან მცირეწლოვანი სე----- ილ---- არაა მზად მოსალოდნელი ცვლილებებისათვის;

 

2.33. ყოველივე ზემოხსენებულისა და იმის გათვალისწინებით, რომ „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ” კონვენციის არსებობის მთავარი მიზანია უპირატესად და უპირველესად დაცულ იქნეს ბავშვის ინტერესი, იცხოვროს მისთვის უსაფრთხო, მშვიდ, შესაფერის გარემოში და შესაბამისად, კონვენციით დავის რეგულირებისას სწორედ ეს შედეგი უნდა იქნეს მიღწეული, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო აღნიშნული კონვენციის მე-13 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35116-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, რაც წარმოადგენდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

 

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ვი--------- ი-–----მ

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მითითებით, გადაწყვეტილებაში არასწორადაა მითითებული, რომ თითქოს მან ბავშვი მიატოვა, არ უვლიდა, არ ზრუნავდა შვილის ჯანმრთელობაზე. ეს ფაქტები არის მოწინააღმდეგე მხარის სიტყვიერი განმარტება და არ ასახავს რეალურ გარემოებებს. მას ბელარუსის რესპუბლიკაში არ აქვს მშობლის უფლება შეზღუდული ან ჩამორთმეული. სასამართლოს მტკიცება იმის თაობაზე, რომ იგი არ ასრულებს მშობლის უფლებას უსაფუძვლოა და ლახავს მის უფლებებს;

 

3.2. სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებულ--, რომ 2018 წლის 2 თებერვლის ქ. მ------ პერვომაისკის რაიონის სასამართლომ საქმეზე №2--------- მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც დაწესდა არასრულწლოვან სე----- სე-----ს ძე ილ----ს, 27/04/2013 წელს დაბადებულის, რესპუბლიკა ბელარუსის საზღვარს გარეთ გასვლის განსაკუთრებული წესი, კერძოდ: მამას სე----- ევგენის ძე ი-–---ს არასრულწლოვნის საზღვარგარეთ გაყვანის ნება დაერთო მხოლოდ დედის ვი--------- ილ----ს წერილობითი თანხმობით, მაგრამ აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის სე----- სე-----ს ძე ი-–---ს უკვე დატოვებული ჰქონდა ბელორუსის რესპუბლიკის საზღვრები, 2016 წლის 15 ივნისის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის მეშვეობით. ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არასრულწლოვანმა სე----- სე-----ს ძე ი-–---მა მართლზომიერად დატოვა ბელორუსის რესპუბლიკის სზღვრები. სასამართლო ბავშვის უფლების განხილვისას, რომელიც გამომდინარეობს ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის 25 ოქტომბრის ჰააგის კონვენციის დებულებებიდან, საერთაშორისო თანამშრომლობის საფუძველზე არ არის უფლებამოსილი გადაამოწმოს, გააუქმოს ან სხვაგვარი განმარტება მისცეს ამა თუ სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილებას, სხვა საკითხია გამოიყენებს თუ არა იგი ამ გადაწყვეტილებებს როგორც მტკიცებულებებს;

 

3.3. მნიშვნელოვანია ნოტარიალური თანხმობის საკითხი - აღნიშნული სანოტარო თანხმობით მამას სე----- სე-----ს ძე ი-–---ს არ ენიჭებოდა უფლებამოსილება თვითონ მას გაეყვანა საზღვარგარეთ არასრულწლოვანი სე----- სე-----ს ძე ილ----, არამედ ორივე მშობელი სანოტარო თანხმობას ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის შესახებ გასცემდნენ მესამე პირზე. აღნიშნული სანოტარო აქტი არარა აქტს წარმოადგენს გაფორმებს მომენტიდანვე, ვინაიდან, მასში არ არის დაკონკრეტებული მესამე პირის მაიდენტიფიცერებელი პიროვნული მონაცემები, ვისაც მცირეწლოვანი ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის უფლება აქვს;

 

3.4. სასამართლო მიუთითებს, რომ მამა–შვილი ი-–---ები ამჟამად თავშესაფრის მაძიებელი პირები არიან, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში საერთაშორისო დაცვაზე განცხადება ამჟამად განხილვის პროცესშია და თავშესაფრის მაძიებელი არ უნდა იყოს დაბრუნებული ან გაძევებული წარმოშობის ქვეყანაში. მას არ მოუთხოვია სე----- ილ----ს (მამის), როგორც თავშესაფრის მაძიებლის მიმართ რაიმე იძულებითი პროცედურების განხორციელება, მისი დავის საგანს წარმოადგენს მცირეწლოვანი შვილის გადააგილების მართლზომიერების ფაქტის დადგენა. თუ სასამართლო შეეხო თავშესაფრის საკითხს ასეთ შემთხვევაში უნდა დაედგინა, იდევნება თუ არა მცირეწლოვანი ბავშვი ბელარუსის რესპუბლიკაში, თუ მამა იყენებს ბავშვს თავშესაფრის სტატუსის მოპოვების გამარტივებითვის. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, თუ მამაზე არსებობს თავდასხმის ან დევნის განხორციელების რეალური საფრთხე რა გარანტიაა, რომ იგივე თავდასხმები ან სხვა შურისძიება არ განხორციელდება ბავშვზე. სასამართლო ვალდებული იყო თავშესაფრის მაძიებლად არ მიეჩნია მცირეწლოვანი. ბავშვს არავინ დევნის, სასამართლომ უნდა დაასაბუთოს რა ნიშნით იდევნება მოპასუხე და მცირეწლოვანი 5 წლის ბავშვი;

 

3.5. გადაწყვეტილებაში მითითებულ--, რომ სასამართლომ გამოჰკითხა არასრულწლოვანი სე----- ილ---- სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მონაწილეობით, რა დროსაც ბავშვმა კატეგორიული უარი განაცხადა ბელარუსის რესპუბლიკაში დედასთან დაბრუნებაზე. დამაჯერებელ-- თუ არა ბავშვის ნების გამოვლენა, ის ნამდვილად ასე ფიქრობს თუ არა სასამართლო გადაწყვეტილებით დასაბუთებული არ არის. მცირეწლოვნის ინტერესების და პოზიციის გათვალისწინება უპირველესია, მაგრამ სასამართლო ვალდებულ-- ისე შეაფსოს ეს საკითხი, რომ ამით ზიანი არ მიადგეს მცირეწლოვანს. თუ ბავშვს მასთან, როგორც მშობელ დედასთან, ურთიერთობა არ ექნება, უფრო გაუცხოვდება და დაივიწყებს კიდეც, ვინაიდან ის მცირეწლოვანია, ვერ აცნობიერებს ფაქტებს. თავად დამოუკიდებლად არ შეუძლ-- განახორციელოს სამოქალაქო უფლებები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კონვენციის დებულებებიდან გამომდინარე სასამართლო არ იხილავს ბავშვზე მეურვეობის დაწესების ან გაუქმების საკითხს;

 

3.6. სასამართლო მიუთითებს, რომ მაშასადამე სე----- ილ---- წარმოადგენს ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების შესახებ“ კონვენციის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად დაკავებულ ბავშვს, რამდენადაც ბავშვის მამა–სე----- ილ---- უარს ამბობს მის ბელარუსის რესპუბლიკაში დაბრუნებაზე. აღნიშნული ადასტურებს, რომ მამა უზღუდავს მცირეწლოვან შვილს გადადგილების, მიმოსვლის უფლებას და სასამართლო ამას კანონიერად მიიჩნევს. ამასთანავე, სასამართლო ვალდებული იყო დაედგინა მცირეწლოვანი ბავშვის არამართლზომიერი დაკავების ფაქტი, როდესაც ასეთი გამოიკვეთა სასამართლო სხდომაზე. კონვენციის რეგულირების ობიექტი არის არა მხოლოდ ბავშვის საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილება, არამედ მისი არამართლზომიერი დაკავებაც. კონვენციის ორი მთავარი მიზანი განსაზღვრულ-- მის პირველსავე მუხლში: სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოში არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვების სწრაფი დაბრუნების უზრუნველყოფა. კონვენციის მიზანი არის არა იმის განსაზღვრა, თუ რომელ ქვეყანაში ყოფნა შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, არამედ ის, რომ დააბრუნოს ბავშვი იმ ქვეყანაში, სადაც იგი გადაადგილებამდე იმყოფებოდა და სადაც გადაწყდება მისი შემდგომი მომავალი. მოსამართლე, რომელიც მსჯელობს ბავშვის დაბრუნებაზე, არ განსაზღვრავს არასრულწლოვანზე მომავალში მეურვეობის საკითხს. სასამართლო მსჯელობს მხოლოდ კონვენციით გათვალისწინებული რომელიმე გამონაკლისი შემთხვევის არსებობასთან დაკავშირებით. სხვა შემთხვევაში, ბავშვის მუდმივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნება ითვლება მის საუკეთესო ინტერესად;

 

3.7. კონვენციის მე-13 მუხლში ხაზგასმულ--, რომ გამონაკლისი შემთხვევის არსებობის დასაბუთების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ეწინააღმდეგება ბავშვის დაბრუნებას, ანუ პირს, ვინც არამართლზომიერად გადაადგილა ან დააკავა არასრულწლოვანი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კონვენცია და მისი განმარტებითი ანგარიში მე-12 და მე-13 მუხლების კონტექსტში ეხება მხოლოდ მტკიცების ტვირთის გადანაწილებას, ხოლო, რაც შეეხება მტკიცების სტანდარტს, იგი განისაზღვრება მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სამართლით;

 

3.8. სასამართლოს არ უმსჯელ-- მნიშვნელოვან გარემოებაზე - სოციალური სამსახურის დასკვნაში მითითებულ--, რომ 2018 წლის 6 სექტემბერს, განხორციელდა ვიზიტი სე----- ილ----ს საცხოვრებელში (ქ. ბათუმი). სე----- ილ----ს (მამა) სურვილის გათვალისწინებით და არასრულწლოვნის ინტერესებისა და დაცუ-–--ბის გათვალისწინებთ სოციალური მუშაკის დასკვნაში ვერ იქნება მითითებული მამა–შვილის დროებითი საცხოვრებელი მისამართი, რადგან სე----- ილ----ს გადმოცემით მამა–შვილზე ორჯერ განხორციელდა თავდასხმა (საქართველოს საზღვრებს გარეთ). სასამართლომ არ გამოიკვლ-- ბავშვი მამასთან ერთად იმყოფება თუ არა საფრთხის ქვეშ, მართალ-- ბავშვს არავინ დევნის, მაგრამ თუ მამაზე არაერთხელ განხორციელდა თავდასხმა, რამდენად იმყოფება ის უსაფრთხო და დაცულ გარემოში. ამასთანავე, სასამართლო განმარტავს, რომ ,,ვინაიდან სე----- ი-–---ს მინიჭებული აქვს თავშესაფრის მაძიებლის სტსტუსი ეს აძლევს სასამართლოს უფლებას ამ საკითხის განხილვამდე არ დააბრუნოს ბავშვი“. სასამართლოს მხრიდან ასეთი მსჯელობა არასრულწლოვნის უფლების შელახვაა. სასამართლოს არ გამოუთხოვია და არ გამოუკვლევია მტკიცებულებები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტიდან, რითაც დადასტურდებოდა, რა საფუძვლით მიენიჭა სეგეი ილინს (მამას) თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი და უნდა გავრცელდეს თუ არა ამ სტატუსის მოქმედება მცირეწლოვან ბავშვზე, რომლის დაბრუნებაც მოთხოვნლ-- ბელარუსის რესპუბლიკაში ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის 25 ოქტომბრის ჰააგის კონვენციის შესაბამისად.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ამ გადაწყვეტილების 2.1-2.2; 2.4-2.5; 2.7-2.8 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით ადგენს:

 

4.2. დადგენილ--, რომ 2013 წლის 27 აპრილს დაბადებული სე----- სე-----ს ძე ი-–--- (პ/ნ.: 7-------------) არის ბელარუსიის მოქალაქე და მისი ჩვეული საცხოვრებელი ადგილ-- ბელარუსიის რესპუბლიკა;

 

4.3. დადგენილ--, რომ მ------ პერვომაისკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის №2---------- გადაწყვეტილებით - ბავშვის მეურვეობის საკითხი გადაწყდა და სე----- ი-–---ს საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის - ვი--------- ი-–----ს (დაბად.: 24.05.1989წ., პ/ნ.: 4-------------) საცხოვრებელი ადგილი - ქ. შ--–----, მოგილიოვის ოლქი, დ-------------ს ქ. №15 (იხ. ტ. I, ს/ფ.: 12, 27-36);

 

4.4. მ------ პერვომაისკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 თებერლის №2--------- გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მამას - სე----- ევგენის ძე ი-–---ს (დაბად.: 17.02.1973 წ. პ/ნ.: 3-------------) არასრულწლოვნის საზღვარგარეთ გასვლის ნება მხოლოდ დედის - ვი--------- ი-–----ს წერილობითი თანხმობით შეეძლო (იხ. ტ. I, ს/ფ.: 7-9);

 

4.5. დადგენილ--, რომ 2018 წლის ივლისში მამა - სე----- ილ---- შვილთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში და განაცხადა, რომ ის აპირებს იცხოვროს საქართველოში და უარს ამბობს არასრულწლოვნის უკან დაბრუნებაზე, რადგან არ ეთანხმება ბელარუსიის სასამართლოს გადაწყვეტილებას (იხ. ტ. I, ს/ფ.: 2, 08.10.2019 წლის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი);

 

4.6. ამჟამად არასრულწლოვანი მამასთან ერთად ცხოვრობს საქართველოში, ქ. ბათუმში.

 

4.7. დადგენილ--, რომ არასრულწლოვანი - სე----- ი-–--- დაბადებიდან 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ბელარუსიაში, სადაც მას ყავს მამის მხრიდან ძმები (არასრულწლოვნები), მამის მხრიდან ბებია-ბაბუა და დედის მხრიდან - ბებია, ასევე ყავს მამიდა და ბიძა (დედის ძმა), მამიდაშვილები და ბიძაშვილები, რომელთანაც არასრულწლოვანს ჰქონდა ურთიერთობა, დადიოდა ბელარუსიაში საბავშვო ბაღში, იქვე იმყოფებოდა სამედიცი--- აღრიცხვაზე (იხ. სააპელაციო სასამართლოს 08.10.2019 წ. სხდომის ოქმი, ასევე ტ. V, ს/ფ.: 172-175); დღეის მდგომარეობით არასრულწლოვნის საქართველოში ყოფნა მოიცავს 15 თვეს. საქართველოში არ უვლ-- საბავშვო ბაღში, არ იცის ქართული ენა, საქართველოში არ ყავს ნათესავები, ცხოვრობს მამასთან, რომელიც ზრუნავს მასზე, დაახლოებით 1 თვეა, რაც შევიდა ქ. ბათუმში რუსულენობან სკოლაში;

 

4.8. დადგენილ--, რომ ბავშვის მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ დაახლოებით 2016 წლის აგვისტოს თვეში, რომლის შემდგომ დედა - ვი--------- ი-–---- ბავშვთან სე----- ი-–---თან ერთად ცხოვრობდა მშობლების სახლში ქ. შკლოვში, დ-------------ს ქ. №15-ში. საქართველოში ჩამოსვლამდე დედა - ვი--------- ი-–---- შვილზე ვერ ახორციელებდა სრულყოფილ მეურვეობას, რადგან 2017 წლის 12 აპრილს არასრულწლოვანი დედის თანხმობით წაყვანილ იქნა მამის მიერ იმ პირობით, რომ 2017 წლის 17 აპრილს ბავშვს დააბრუნებდა დედასთან. მამამ აღნიშნული პერიოდის (12.04.2017წ.) შემდგომ ბავშვი არ დააბრუნა დედასთან. თუმცა დედას შვილთან ურთიერთობა და კავშირი არ გაუწყვეტია;

 

4.9. დადგენილ--, რომ მამა - სე----- ილ---- საქართველოში ჩამოსვლამდე ბავშვთან ერთად იმყოფებოდა უკრაინასა და ეგვიპტეში დაახლოებით 4 თვე;

 

4.10. დღეის მდგომარეობით დედა - ვი--------- ი-–---- იმყოფება საქართველოში, ის ყოველ დღე ნახუ-–--ბს შვილს და აქვს მასთან ძლიერი ფსიქო-ემოციური კავშირი (იხ. ტ. V, 65-66, 08.10.2019 წლის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი). აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 08 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე მამამ განმარტა, რომ ,,ბავშვმა ეკლესიაში ყოფნისას დაანთო სანთელი და ხმამაღლა შესთხოვა უფალს შეესრულებინა მისთვის სურვილი, რომ დედამისი საცხოვრებლად ჩამოსულიყო საქართველოში და ეცხოვრა მათთან ახლოს’’ (იხ. 08.10.2019 წლის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი). ბავშვის ეს ფსიქო-ემოციური კავშირი დედის მიმართ ნათლად ჩანს 09.08.2019 წლის ფსიქოლოგიური შეფასების დასკვნაშიც, სადაც მითითებულ--, რომ ,,ბავშვი არ არის ასაკისათვის დამახასიათებლად ხალისიანი და სპონტანური. გამოიკვეთა, რომ ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე ასევე გავლენას ახდენს ბავშვის განცდები დედის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ დედა მასთან ერთად არ ცხოვრობს, მისი სურვილ-- იცხოვროს სამივემ (დედა, მამა, შვილი) ერთად. არასრულწლოვანი სე----- ილ---- განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ დედა მოჯადოებულ-- (პალატის აზრით, ბავშვის ეს პოზიცია მამის ზეგავლენით არის განპირობებული, რომელსაც უფრო დაწვრილებით ქვემოთ შევეხებით). იკვეთება დედასთან სიახლოვის ემოციური საჭიროების დომინირება...’’ (იხ. ფსიქოლოგიური შეფასების დასკვნა - ტ. V, ს/ფ.: 309-312); დასკვნის გამცემი ექსპერტ-ფსიქოლოგი ნი--- ლორთქიფანძე დედა-შვილის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას ასევე აფასებს ბავშვის მიმართ სავარაუ-–-- ძალადობის განხორციელების ფონზე და დასკვნაში უთითებს: ,,აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი გარკვეულად ცდილობს დედის ნეგატორულად წარმოჩენას, რაც მამის მხრიდან ბავშვზე ზეგავლენის მოხდენისთვის მიმართული ქმედებების შედეგია, დედის წინააღმდეგ განწყობის მიზნით, არასრულწლოვანი ბავშვი სავარაუდო ძალადობის ირგვლივ საუბრის დროს არ ავლენს ამ ტენდენციას, პირიქით იგი აღწერს დედის მიერ მის მიმართ ,,დამცველ’’ ქცევებს...’’ (იხ. ტ. V, ს/ფ.: 309-312);

 

4.11. საქმეში წარმოდგენილ-- 2018 წლის 14 სექტემბერს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის მა----- ჭა---------ს მიერ შედგენილი დასკვნა, სადაც ძირითადად საუბარია საქართველოში ბავშვის - სე----- ილ----ს საცხოვრებელ პირობებზე, რომ ,,ბავშვის - სე----- ილ----ს ამჟამინდელ საცხოვრებელს წარმოადგენს 2 სართულ--ნი კეთილმოწყობილი სახლის, პირველ სართულზე 2 ოთახიანი ბინა (საძინებელი, მისაღები, სამზარეუ-–--, აბაზანა-ტუალეტი). საცხოვრებელში არის თანამედროვე ავეჯი და ტექნიკა. ოთახები არის ნათელი, მზიანი, საცხოვრებელს აქვს კეთილომოწყობილი ეზო. ნახევრად ღია აივანი, ეზოში დაცულ-- არასრულწლოვნის უსაფრთხოება, კიბის საფეხურებს აქვს მოაჯირი, საცხოვრებელში მოწესრიგებულ-- ელ. გაყვანილობა. საძინებელ ოთახში არის 2 საწოლი, მამა და შვილი იძინებს ერთ ოთახში, მაგრამ ცალ-ცალკე საწოლებში, საძინებელში არის ტანსაცმლის კარადა. სე----- ილინს აქვს ასაკის და სეზონის შესაბამისი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, პირადი ნივთები, ასაკის შესაბამისი წიგნები, დიდი რაოდენობის სათამაშოები... სე----- ილ---- სათანადო მნიშვნელობას ანიჭებს შვილის მოვლა-მეთვალყურეობის საკითხებს, არასრულწლოვნის კვების რაციონში არის ხორცს, თევზის, რძის ნაწარმი, ტკბილეული და ხილი, ჰიგიენური საშუალებები არის საბავშვო, ზრუნავს ჯანმრთელობაზე და განათლებაზე. არასრულწლოვან სე----- ი-–---ს აქვს ურთიერთობა თანატოლებთან (მამის მეგობრების შვილები და მეზობლები), მათთან პერიოდულად დადიან სტუმრები, როგორც საქართველოდან, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან. მოწოდებული ინფორმაციით, სე----- ილ---- თავის არასრულწლოვან შვილთან ერთად დადის სასეირნოდ ზღვაზე, საბავშვო ატრაქციონებზე, ესწრებიან კონცერტებს, მოგზაურობენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, ეცნობიან საქართველოს ღირსშესანიშნაობებს და კულტურას...სე----- ილ---- გეგმავს ქ. ბათუმში ცხოვრების გაგრძელებას, ამჟამად მიმდინარეობს საბავშვო ბაღის შერჩევა, მცირეწლოვანი სე----- ილ---- სწავლობს ქართულ ენას კომპიუტერით...’’ ამავე დასკვნაში სოციალური მუშაკი მა----- ჭა--------- უთითებს მამის გადმოცემულ ფაქტებზე, სადაც მამა საუბრობს შემდეგს: ,,სე----- ი-–---ს გადმოცემით მას აქვს ინფორმაცია, რომ ყოფილი მეუღლე - ვი--------- ი-–---- არის ერთ-ერთი სექტის წევრი, რომლის ხელმძღვანელი არის ექსტრასენსი მ----- კ------. სწორედ ამ პიროვნებასთან ნაცნობობის შემდეგ დაეწყოთ სე----- და ვი--------- ილინებს ოჯახური კონფლიქტები. სე-----ს გადმოცემით, მცირეწლოვანი - სე----- ილ---- იცნობს ამ კონკრეტულ პიროვნებას, არსებობს ფაქტები, როდესაც მცირეწლოვან-სე----- ი-–---ს კეტავდნენ ცალკე ოთახში, ძალადობდნენ ფიზიკურად, მცირეწლოვანი იმყოფებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ’’ ხასიათის (იხ. ტ. I, ს/ფ.: 257-259). პალატა აღნიშნავს, რომ მითითებულ დასკვნაში არ არის საუბარი ბავშვის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაზე, ამ მხრივ არ არის მითითებული კონკრეტულ ფაქებზე, რომელზედაც მოგვიანებით - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხომაზე უთითებდა მამა, შესაბამისად დასკვნაშიც არ არის გამოკითხული ბავშვი და არ არის შეფასებული ამ თვალსაზრისით მისი მდგომარეობა;

 

4.12. საქმეში წარმოდგენილ-- ფსიქოლოგ თ----- ქამადაძის მიერ 2018 წლის 01 ოქტომბერს შედგენილი დასკვნა ბავშვის - სე----- ილ----ს ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების თაობაზე. დასკვნა შედგენილ-- სოციალური მუშაკის მა----- ჭა---------ს მიმართვის საფუძველზე უშუალოდ ბავშვის სე----- ილ----ს ქცევაზე დაკვირვების შედეგად. მითითებულ დასკვნაშიც არ არის საუბარი ბავშვზე ბელარუსიაში სავარაუდოდ განხორციელებული სექსუალური ან/და ფიზიკური ძალადობის შესაძლო კვალზე (იხ. ტ. I, ს/ფ.: 293-295);

 

4.13. პალატა ყურადღებას გაამახვილებს მ------ პერვომაისკის რაიონის სასამართლოში ბავშვზე მეურვეობის საკითხის გადასაწყვეტად დედის ვი--------- ი-–----ს სარჩელისა და მემის - სე----- ილ----ს შეგებებული სარჩელის საფუძველზე აღძრულ N2---------- სამოქალაქო საქმის განხილვის ფარგლებში სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე (როგორც ზემოთ აღინიშნა მეურვეობის საკითხზე სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 2017 წლის 28 ბოემბერს, იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 4.3. პუნქტი);

 

მოცემული სამართალწარმოების ფარგლებში სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

· მამამ - სე----- ი-–---მა (მოპასუხემ/შეგებებული სარჩელის ავტორმა) ,,წარადგინა შეგებებული სარჩელი ბავშვის საცხოვრებელ ადგილის განსაზღვრის შესახებ და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ,,ბავშვის საცხობრებელი ადგილი უნდა განისაზღვროს მამასთან, რადგანაც მასთან შექმნილ-- ბავშვისთვის ყველა საჭირო პირობა. მამამ (მოპასუხემ) ასევე მიუთითა, რომ ბავშვის დედა არ ცხოვრობს რეგისტრაციის ადგილზე და მოპასუხისათვის არ გაუწევია მატერიალური დახმარება შვილის აღზრდაში მასთან ყოფნის დროის განმავლობაში. ბავშვის დედასთან ყოფნის პერიოდში დედა არ ზრუნავდა შვილის ჯანმრთელობაზე, მას არ შეუძენია ბავშვისთვის ტანსაცმელი, არ ამზადებდა საკვებს და არ ალაგებდა სახლს. გარდა ამისა სე----- ილ----ს განმარტებით, ვი--------- ილინას უტარდებოდა პროფილაქტიკური საუბრები, რადგანაც იგი ამორალურ ცხოვრებას ეწევა და მიდრეკილ-- ალკოჰოლისადმი...’’;

· არასრულწლოვანი სე----- ილ---- მამის ინიციატივით 21.04.2017წ.-05.05.2017წ. პერიოდში მკურნალობას გადიოდა სდ (სამედიცი--- დაწესებულება) ,,ქალაქის კლინიკური ბავშვთა ფსიქონევროლოგიური დისპანსერის“ დღიური გაჩერების განყოფილებაში. სამედიცი--- საბუთებიდან ამონაწერის მიხედვით მას დაესვა დიაგნოზი: ემოციური აშლილობის ფონზე ადაპტაციის დარღვევა, აქტიურობისა და ყურადღების დარღვევა, სასაუბრო არტიკულაციის დარღვევა. ბავშვს არ ჩატარებია მკურნალობის სრული კურსი, რადგან 2017 წლის 10 მაისიდან 19 მაისამდე, სე----- ი-–---მა შეიძინა 2 საგზური, თავისთვის და შვილისთვის, სანატორიუმ ,,რადონში“. სანატორიუმის ექიმების მიერ დასმული დიაგნოზი - ანალოგიურია ზემოთაღნიშნული დიაგნოზისა;

· ექიმ-ფსიქიატრების განმარტებით ჩანს, რომ არასრულწლოვან სე----- ილ----ს ემოციურ ფონზე ადაპტაციის დაეღვევა, აქტივაციის და ყურადღების დაქვეითება, სასაუბრო არტიკულაციის დარღვევა დიაგნოსტირებულ-- 18.04.2017 წ., რაც დაკავშირებულ-- არასრულწლოვნის ცხოვრების სტილის კარდინალური ცვლილებებასთან. ეს ყოველივე გამოიწვია:

- არასრულწლოვანი ბავშვის ახალმა საცხოვრებელმა პირობებმა;

- დედასთან უეცარმა დაშორებამ;

- ბავშვის სკოლამდელ დაწესებულებაში არყოფნამ.

· არასრულწლოვან სე----- ი-–---ს დედასთან ყოფნოსას არ აღენიშნებოდა სერიოზული დაავადებები, მაშინ, როცა მამასთან ყოფნის დროს არასრულწლოვანს ექიმებმა დაუდგინეს ნევროზული მდგომარეობის განვითარება, რაც (ბელარუსის) სასამართლოს აზრით არ შეესაბამება არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებს;

· არასრულწლოვნის მშობლები ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არ იმყოფებიან;

· ბელარუსიის სასამართლომ გამოიკვლ--, რა სე----- ილ----ს განმარტება ვი--------- ი-–----ს წინააღმდეგ ბავშვის ჯანმრთელობისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით და გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ,,სხვა რაიმე სახის მტკიცებულებები ს.ე.ილინს სასამართლოსათვის არ წარუდგენია და არც სასამართლოს მიერ არ ყოფილა მოპოვებული. ამგვარად სასამართლომ ჩათვალა, რომ ამ ნაწილში ს.ე.ი-–---ს მიერ მოყვანილი განმარტებები არის მხოლოდ სიტყვიერი და უსაფუძვლო;

· ბელარუსიის სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე ჩათვალა, რომ სე----- ილ---- შეფერხებას უქმნიდა ვი--------- ი-–----ს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობაში, რაც გამოიხატება როგორც ბავშვის ადგილსამყოფლის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიუწოდებლობაში, ასევე მოსარჩელისათვის შვილთან ურთიერთობის თანაბარი შესაძლებლობის არ მიცემაში, რაც სასამართლოს წარმოდგენით ასევე ბავშვის ინტერესებს უპირისპირდება;

· სასამართლომ დაადგინა, რომ ორივე მშობლის საცხოვრებელ ადგილზე არასრულწლოვანი ბავშვისთვის სათანადო საცხოვრებელი პირობები იყო შექმნილი;

· სასამართლო პროცესზე მოპასუხის (ს.ი-–---ს) მიერ წარდგენილი არ იქნა და არც სასამართლოს მიერ იქნა მოპოვებული საკმარისი, უდაო და დასაშვები მტკიცებულება იმისა, რომ მოსარჩელე (ვ.ი-–----) არა მარტო ცხოვრობდა უწესო ცხოვრების წესით, არამედ ალკოჰოლის მიმართ დამოკიდებული იყო ან რაიმე სექტაში მონაწილეობდა;

· ბელარუსიის სასამართლომ ამავე გადაწყვეტილებაში მიიჩნია, რომ მოპასუხის (ს.ილ----ს/მამის) ქმედებაში იკვეთება მშობლის უფლებების ბოროტად გამოყენების მცდელობა, როგორც მეორე მშობლის მიმართ, ისე თავად არასრულწლოვანთან მიმართებაში;

· ბელარუსიის სასამართლომ 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებაში ასევე მიუთითა 16.10.2017 წლის კომპლექსური ამბულატორიული ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად: ,,არასრულწლოვანი სე----- ილ---- ქ. შკალოვში (დედასთან) გადასვლისას იქაურ პირობებში კარგად ადაპტირდა, მას არ აღენიშნებოდა ყოფა-ქცევის ცვლილებები, ემოციური აშლილობა ან რაიმე სხვა სახის დარღვევები. საქციელის ცვლილებების პირველი ნიშნები ბავშვს აღენიშნა 2017 წლის აპრილის თვის მეორე ნახევრიდან, როდესაც არასრულწლოვნის მამამ თვითნებურად მიმართა ფსიქიატრს ჩივილებით: ბავშვის ხასიათის ცვალებადობა, ტირილ--ნობა, ცუდი ძილი, ღამის ძილის დროს კოშმარები და ამით გამოწვეული გაღვიძებები. ანალიზების საფუძველზე მამას მიეცა რეკომენდაცია ბავშვის ნერვული სისტემის გასაუმჯობესებლად... ოჯახში უკონფლიქტო სიტუაციების დაცვა. მიუხედავად რეაბილიტაციის არასრული კურსის ჩატარებისა, რომელიც მამის ნებით იყო შეწყვეტილი, არასრულწლოვან სე----- ი-–---ს აღენიშნებოდა მკურნალობისგან გამოწვეული დადებითი დინამიკა დაძაბული ემოციურობის შენარჩუნებით (დაძაბუ-–--ბა, შფოთი) და რეგრესული ქმედების ნიშნებით (თითის წოვა) - როდესც ბავშვს უხსენებდნენ ემოციურად ყველაზე სტრესულ სიტუაციას - დედასთან კავშირის უეცარ გაწყვეტას. ექსპერტ-ფსიქიატრების განმარტებით, ამჟამად სე----- ი-–---მა შეძლო ახალ საცხოვრებელ პირობებში ადაპტირება და რაიმე სახის ფსიქიკური აშლილობის ნიშნები მას არ აღენიშნება;

(იხ. გადაწყვეტილება, ტომი I, ს/ფ 27-35, ტ. V, ს/ფ.: 148-169);

 

ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბელარუსიის სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში 2017 წლის ნოემბრის მდგომარეობით ნათლად ჩანს, რომ სე----- ი-–---ს სასამართლოსათვის არ მიუცია არანაირი განმარტება ბავშვის მიმართ დედის მეგობრის - მ----- კ------ს მხრიდან განხორციელებულ შესაძლო სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაზე, არ წარუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები და ამ საფუძვლით ბელარუსიის სასამართლოსთვის არც მიუთითებია ბავშვის დედასთან ცხოვრების დაუშვებლობაზე, ხოლო 08.10.2019 წელს გამართულ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ამ საკითხზე დასმულ შეკითხვას - თუ რატომ არ მიუთითა ბელარუსიის სასამართლოში აღნიშნულის თაობაზე, ბავშვის მამამ - სე----- ი-–---მა სასამართლოს უპასუხა, რომ ,,მითითებული პერიოდისათვის არ იყო დარწმუნებული, რომ ბავშვის მიმართ ნამდვილად განხორციელდა რაიმე სახის ძალადობა, ხოლო მოგვიანებით მამის მიერ განცხადება შესაძლო ძალადობაზე შესაბამის ორგანოში გაკეთდა მხოლოდ 2017 წლის ნოემბრის თვეში, ანუ მას შემდეგ, რაც ბელარუსიის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ბავშვის საცხოვრებლის დედასთან განსაზღვრის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოსათვის გაცემული პასუხის არადამაჯერებლობაზე მეტყველებს სააპელაციო პალატის მიერ ბავშვზე შესაძლო ძალადობის ფაქტების გამოკვლევის მიზნით ბელარუსიიდან გამოთხოვილი მასალებიც, საიდანაც ჩანს, რომ მამამ ბავშვზე შესაძლო ძალადობის შესახებ, მისივე განმარტებით იცოდა ჯერ კიდევ 2017 წლის აპრილის თვეში (იხ. სე----- ილ----ს განმარტება - ტ. V, ს/ფ.: 187), ხოლო ამ საკითხზე პირველად ზოგადი და მშრალი ხასიათის განცხადებით მამამ მიმართა ქ. მ------, მოსკოვის რეგიონის ადმინისტრაციის განათლების სამმართველოს 2017 წლის 14 ნოემბერს - ე.ი. დაახლოებით 7 (შვიდი) თვის შემდეგ (იხ. ს.ილ----ს განცხადება - ტ.V, ს/ფ.: 102);

 

4.15. დადგენილ-- და მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ ვი--------- ი-–----ს ურთიერთობა ჰქონდა მ----- კ-----თან, რომელიც პროფესიით არის ფსიქოლოგი. ვი--------- ი-–----ს მითითებით, მათი ურთიერთობა იყო ხანმოკლე და დღეის მდგომარეობით ისინი ერთად არ ცხოვრობენ. მ----- კ------ ცხოვროვს მოგილიევში. ვ.ი-–----ს განმარტებით, მომავალში ბავშვთან ერთად ცხოვრებას აპირებს მშობლებთან ბელარუსის რესპუბლიკაში, ქ.შკლოვში, დ-------------ს ქ. №15-ში. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომეზე მხარეებმა ვერ მიუთითეს თუ სად ცხოვრობდა ამჟამად მ----- კ------. საქმეში წარმოდგენილ-- მ----- კ------ს პასპორტი, სადაც მითითებუალ--, რომ მისი საცხოვრებელი ადგილ--: ბელორუსის რესპუბლიკა, ქ.მოგილოვი, ნ.კ. კრუპსკაიას ქ. 122 (იხ. ტომი 5, ს/ფ 113; 08.10.2019 წლის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი);

 

4.16. მოწინააღმდეგე მხარე - სე----- ილ---- უთითებს საქმის I ტომში 126-ე გვერდზე წარმოდგენილ 15.06.2016 წლის ბავშვის მშობლების ,,თანხმობაზე’’, რომლის თანახმად მას (მამას) უფლება ჰქონდა ბავშვი დედის თანხმობის გარეშე გადაეადგილებინა ბელორუსის რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ. მითითებული დოკუმენტის თანახმად მშობლებმა (სე----- ი-–---მა და ვი--------- ი-–----მ) თანხმობა განაცხადეს ბავშვის ბელორუსის რესპუბლიკიდან დროებით გამგზავრებაზე მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ბავშვთა საორგანიზაციო ჯგუფის შემადგენლობაში ჯგუფის ხელმძღვანელის თანხლებით, ან როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა პასუხისმგებელი პირების თანხლებით (იხ. ტომი 1, ს/ფ 126-127). პალატა თვლის, რომ მითითებული დოკუმენტის საფუძველზე მამის მიერ ბავშვის სხვა ქვეყანაში გადაადგილება უნდა მიჩმეულიქნეს არამართზომიერ გადაადგილებად, რადგან წარმოდგენილი ,,თანხმობა’’ არ იყო განკუთვნილი მშობლების ან ერთ-ერთი მშობლისათვის და ის ეხებოდა სულ სხვა მესამე პირს, რომელშიც არ მოიაზრებოდა არცერთი მშობელი და რომელსაც (სხვა მესამე პირს) საჭიროების შემთხვევაში შეეძლო ბავშვის წაყვანა, თუმცა ამის საჭიროება არც დამდგარა, ხოლო ,,თანხმობა’’-ში გამოხატული ნება შემხებლობაში არ იყო მშობლებთან, ბავშვის გადაადგილებასთან მიმართებით. შესაბამისად პალატა უთითებს, რომ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით მოწინააღმდეგე მხარის განმარტება ბავშვის მართლზომიერ გადაადგილებაზე არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და უპირობოდ ადგენს, რომ ბავშვის ბელორუსიის რესპუბლიკიდან გადაადგილება და საქართველოში დაკავება მოხდა არამართლზომიერად;

 

4.17. 25.01.2019 წელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ბავშვისთვის ადაპტირებულ გარემოში (ბავშვთა ოთახში), არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის - გუ-–-- დი-–--------ს, სოციალური მუშაკის - მა----- ჭა---------ს და თარჯიმნის ტა------ ავალ--ნის მონაწილეობით მოსმენილ იქნა არასრულწლოვანი ბავშვი - სე----- ილ----. ბავშვის განმარტებით საქართველოში ჩამოსვლამდე ის მამასთან და დედასთან ერთად ცხოვრობდა ბელარუსიაში, მას დედასთან ყოფნა არ სურს, რადგან ტოვებდა ბებიასთან, სადაც მოწყენილი იყო, ამიტომ აქ (საქართველოში) უფრო მომწონს, რადგან აქ არის ზღვა, მთები, გასართობი, ხოლო ბელარუსიაში ზღვა და მთები არ არის და მოსაწყენია. ბავშვი საქართველოში არ დადის საბავშვო ბაღში და საქართველოში არ ყავს ნათესავები (გარდა მამისა, განსხვავებით ბელარუსიისაგან), არ იცის ქართული, დროს ძირითადად ატარებს სახლში მამასთან ერთად. ბავშვის ყველა საჭიროებებზე ზრუნავს მხოლოდ მამა. ბავშვს უნდა დედასთან წასვლა (ყოფნა) ოღონდ მამასთან ერთად. დედა-შვილს აქვთ თბილი ურთიერთობა (იხ. არასრულწლოვანთან გასაუბრების ოქმი, ტ. III, ს/ფ.: 97-101);

 

4.18. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე (25.01.2019 წ.) მოწინააღმდეგე მხარემ - ბავშვის მამამ სე----- ი-–---მა და მისმა წარმომადგენელმა გააკეთეს განცხადება დედის მეგობრის - მ----- კ------ს მხრიდან ბავშვის მიმართ ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ფაქტებზე, რომლის თაობაზეც ბელორუსის რესპუბლიკაში მისი განცხადებების საფუძველზე აღძრულ-- სისხლის სამართლის საქმე (მითითებული პერიოდისათვის ცალსახად ვერ დადასტურდა ბავშვის დედისა და მ----- კ------ს ცალ-ცალკე ცხოვრების ფაქტები), ასევე ის დასრულდა თუ არა ან/და რა ეტაპზე იყო აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე ბელარუსიაში. მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით აღნიშნული სქმე დღეის მდგომარეობით გამოძიების ეტაპზეა. სხდომაზე წარმოადგენილ იქნა მტკიცებულებები (იხ. ტ. III, ს/ფ.: 10-150). აღნიშნულიდან გამომდინარე მოწინააღმდეგე მხარემ მიუთითა ჰააგის 1980 წლის კონვენციის საგამონაკლისო ნორმაზე - მე-13 (1)(ბ) მუხლზე, რომლის მიხედვით, სასამართლო არ არის ვალდებული გასცეს განკარგულება ბავშვის დაბრუნებაზე, თუკი პირი, დაწესებულება ან სხვა ორგანო, რომელიც მის დაბრუნებას ეწინააღმდეგება, დაადგენს, რომ „არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ მისი დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის, ან სხვაგვარად ჩააყენებს ბავშვს აუტანელ მდგომარეობაში“. სააპელაციო პალატამ მითითებული გარემოების სრულყოფილად კვლევის მიზნით მელარუსიის რესპუბლიკის ჯანდაცვისა და სამართალდამცავი ორგანოებიდან გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია და მასალები, რომელიც ნათარგმნი სახით სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 2019 წლის სექტემბრის თვეში (იხ. ტ. IV, ტ.V);

 

4.19. ბელარუსიიდან გამოთხოვილი მასალებით დადგენილ-- შემდეგი ფაქტები:

 

· 2017 წლის 17 ივნისს სე----- ი-–---მა განცხადებით მიმართა პოლიციას, მასზე ამავე დღეს 2 უცნობი პირის (მამაკაცის) მიერ განხორციელებული თავდასხმის გამოძიების მოთხოვნით, რომლის დროსაც, მისივე განმარტებით თავდამსხმელებმა სცადეს ბავშვის - სე----- სე-----ს ძე ილ----ს გატაცება (იხ. ტ.V, ს/ფ.: 10-16);

· 2017 წლის 17 ივლისის დადგენილებით თავდასხმის საქმეზე სე----- ი-–---ს უარი ეთქვა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე თავდამსხმელ პირთა დაუდგენლობის გამო (იხ. ტ.V, ს/ფ.: 68-79);

· 2017 წლის 08 აგვისტოს ზემოთ მითითებული თავდასხმის ფაქტზე სე----- ი-–---მა განმეორებით მიმართა საგამოძიებო ორგანოებს შედარებით ვრცელი განცხადებით, სადაც დავდამსხმელად მიუთითა მისი ყოფილი მეუღლის - ვი--------- ი-–----ს მეგობარი მ----- კ------ და მისი მძღოლი სახელად ,,ილ--’’ (იხ. ტ.V, ს/ფ.: 80-83);

· 2017 წლის 16 აგვისტოს ქ. ზასლავის მილიციის განყოფილების მიერ გაუქმდა 17.07.2017 წლის დადგენილება და განახლდა თავდასხმის საქმის გამოძიება (იხ. ტ.V, ს/ფ.: 77-79). დაკითხულ იქნენ მოწმეები, თუმცა ამ გამოძიების ფარგლებშიც უტყუარად ვერ დადგინდა თავდამსხმელი პირების ვინაობა და 2017 წლის 04 სექტემბრის დადგენილებით სე----- ი-–---ს საბოლოოდ ეთქვა უარი მასზე თავდასხმის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე (იხ. ტ.V, ს/ფ.: 86-97);

· სწორედ ამ მოვლენების შემდეგ 2017 წლის 14 ნოემბერს სე----- ილ---- განცხადებით მიმართავს ქ. მ------, მოსკოვის რეგიონის ადმინისტრაციის განათლების სამმართველოს, სადაც სიტყვა-სიტყვით უთითებს შემდეგს: ,,მოგმართავთ თხოვნით, გასაუბრების ფორმით ჩაატაროთ სოციალური გამოძიება ფსიქოლოგების თანდასწრებით ჩემი არასრულწლოვანი შვილის სე----- სე-----ს-ძე ი-–---ს მიმართ (დაბ. 28.04.2013წ.) დედამისის ვ.ს.ილინას საყვარლის მ-----ე ალექსანდრეს-ძე კ------ს (ძია მ-----ე) მხრიდან სექსუალური ქმედების ფაქტების დადასტურების მიზნით’’ (მითითებულ ტექსტში გადმოტანილ-- განცხადების შინაარსი სრულად) (იხ. ტ.V, ს/ფ.: 102);

· 2017 წლის 14 ნოემბრის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, დაკითხულ იქნენ მოწმეები..., ვი--------- ი-–----მ უარყო განცხადებაში მითიტებული გარემოება ბავშვზე ფიზიკური და სექსუალური ძალადობის თაობაზე და განმარტა, რომ მხოლოდ ერთი თამე გაატარეს მან და მისმა შვილმა მ----- კ-----თან და ამ ხნის განმავლობაში მას ბავშვი მარტო არ დაუტოვებია. ამ საქმეზე მ----- კ------ ვერ დაიკითხა მისი მოუცლელობის გამო (იხ. ტ.V, ს/ფ.: 141, 143-147);

· საბოლოოდ სე----- ილ----ს 2017 წლის 14 ნოემბრის განცხადებაზე მ----- კ------ს მიმართ შეწყდა სისიხლის სამართლის საქმის გამოძიება 2017 წლის 20 დეკემბრის დადგენილებით (განკარგულებით), რადგან ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით არ დადასტურდა სე----- ილ----ს განცხადება მისი შვილის მიმართ ძალადობრივი სექსუალრი ხასიათის ქმედებების განხორციელების თაობაზე (იხ. ტ.V, ს/ფ.: 176-180);

· აღნიშნულის შემდგომ - 2017 წლის 21 დეკემბერს სე----- ილ---- შედარებით ვრცელი განცხადებით მიმართავს საგამოძიებო ორგანოებს და უთითებს ყოფილი მეუღლის მეგობრის მ----- კ------ს მხრიდან ბავშვის მიმართ ფიზიკური და სექსუალური ძალადობის განხორციელების ახალ ფაქტებზე, რომელთა თაობაზეც მამისთვის, მისივე განმარტებით ცნობილი იყო ჯერ კიდევ 2017 წლის აპრილის თვეში და მით უფრო მის მიერ სამართალდამცველი ორგანოებისადმი პირველი განცხადებით მიმართვის დროისათვის - 2017 წლის 14 ნოემბრისათვის (იხ. ტ.V, ს/ფ.: 183-190);

· 2017 წლის 21 დეკემბრის სე----- ილ----ს მეორე განცხადების საფუძველზე 2018 წლის 16 მარტის განკარგულებით გაუქმდა 2017 წლის 20 დეკემბრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის წარმოებაზე უარის თქმის თაობაზე და განახლდა გამოძიება ბავშვის მიმართ შსაძლო ძალადობის ფაქტზე (იხ. ტ.V, ს/ფ.: 192-193);

· 2017 წლის 21 დეკემბრის სე----- ილ----ს მეორე განცხადებაზე (ბავშვის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე) 2018 წლის 31 მარტის განკარგულებით საბოლოოდ შეწყდა გამოძიება და სე----- ი-–---ს უარი ეთქვა მ----- კ------ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე. განკარგულებაში მითითებულ--, რომ ,,ს.ე.ი-–---ს მოსაზრება მასზედ, რომ მისი შვილის მიმართ ხორციელდებოდა ძალადობრივი სექსუალური სახის ქმედებები ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით არ დასტურდება, უფრო მეტიც, გამოძიების მასალების მიხედვით ისინი აბსოლიტურად ბათილდება. აქედან გამომდინარე, ბელორუსიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, მ.ა.კ------ს ქმედებაში დანაშაულებრივი ქმედების ნიშნები არ აღინიშნება’’(იხ. ტ.V, ს/ფ.: 209-215);

· 31.01.2018 წლის განკარგულებით ასევე შეწყდა გამოძიება და სე----- ი-–---ს უარი ეთქვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე ბავშვის მიმართ ფიზიკური ძალადობის (სხეულის დაზიანების) ფაქტთან დაკავშირებითაც (იხ. ტ.V, ს/ფ.: 2018-225);

· ბელარუსიის საგამოძიებო ორგანოებმა ვერ შეძლეს ბავშვის მიმართ რაიმე სახის ექსპერტიზის ჩატარება, რადგან არასრულწლოვანი მამის მიერ ამ პერიოდისათვის გაყვანილი იყო რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ;

· გამოთხოვილი მასალებიდან ასევე ჩანს, რომ 2017 წლის 01 დეკემბრიდან ბავშვის დედას - ვი--------- ი-–----ს განცხადებით მიმართული აქვს ძერჟინსკის შს საიონულ განყოფილებისათვის, რათა დადგინდეს მისი შვილის სე----- ილ----ს ადგილსამყოლი, რათა აღსრულდეს სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი;

 

4.20. 08.08.2018წ. ბელორუსის რესპუბლიკის მოქალაქე ვი--------- ი-–----მ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის ,,ბავშვთა საერთაშორისო მოტაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ფარგლებში უკანონოდ გადაადგილებული და დაკავებული არასრულწლოვან სე----- ილ----ს დაბრუნების შესახებ. აღნიშნული განცხადება რეაგირების მიზნით გადმოგზავნილი იქნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მომართვაში მითითებულ--, რომ მამამ - სე----- ი-–---მა განაცხადა, რომ ის აპირებს იცხოვროს საქართველოში და უარს აცხადებს არასრულწლოვნის უკან დაბრუნებაზე, რადგან არ ეთანხმება ბელარუსის სასამართლოს გადაწყვეტილებას. ის გარემოება, რომ სე----- ილ---- არ ეთანხმება ბელარუსის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც გადაწყვიტა ბავშვის მიმართ მეურვეობის საკითხი, ასევე დადასტურებული იქნა მის მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე (იხ. განცხადება, ტომი 1, ს/ფ 2, 62-65);

 

4.21. განსახილველ საქმეში წარმოდგენილ-- 09.08.2019 წლის ფსიქოლოგიური შეფასების დასკვნა, გაცემული ააიპ ,,საქართველოს ბავშვები’’-ს ექსპერტ-ფსიქოლოგ ნი--- ლ--------------ის მიერ. აღნიშნული კვლევა ჩატარდა საქმის სააპელაციო წარმოების ეტაპზე დამატებითი ფსიქოლოგიური კვლევის ფარგლებში ბავშვის სე----- ილ----ს ფსიქოლოგიური მდგომარეობის გარკვევის მიზნით, ასევე იმ საკითხის გარკვევის მიზნით, ვლინდებოდა თუ არა ბავშვზე სექსუალური ძალადობის ნიშნები. აღნიშნული კვლევისას ექსპერტ-ფსიქოლოგის მიერ შეფასებულ იქნა ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, სადაც მითითებულ--, რომ ,,ბავშვი არ არის ასაკისათვის დამახასიათებლად ხალისიანი და სპონტანური. გამოიკვეთა, რომ ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე ასევე გავლენას ახდენს ბავშვის განცდები დედის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ დედა მასთან ერთად არ ცხოვრობს, მისი სურვილ-- იცხოვროს სამივემ (დედა, მამა, შვილი) ერთად. არასრულწლოვანი სე----- ილ---- განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ დედა მოჯადოებულ--. იკვეთება დედასთან სიახლოვის ემოციური საჭიროების დომინირება...’’ დასკვნის გამცემი ექსპერტ-ფსიქოლოგი ნი--- ლ--------------ე ასევე იკვლევს ბავშვის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ძალადობის ფაქტსაც და დასკვნაში უთითებს ბავშვის მონაყოლს შემდეგი სახით: ,,თხრობის მომენტში ბავშვი სხეულებრივად გამოხატავს დაძაბუ-–--ბას - იწყებს ღელვას, უხშირდება სუნთქვა, უწევს ხმის ტონს, ხრის თავს. ბავშვი ინტერვიუს დროს ამბობს, რომ როდესაც მ-----მა მას დააბიჯა სასქესო ორგანოზე ფეხი, დედას ეძინა, მან დაიწყო ყვირილი, დედას გაეღვიძა და დაუწყო ცემა მ-----ს. ასევე, ბავშვი საუბრობს იმის შესახებ, რომ მ----- კ-----მა მას მოსთხოვა სასქესო ორგანოს პირში ჩადება’’. ფსიქოლოგი დედა-შვილის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას ასევე აფასებს ბავშვის მიმართ სავარაუ-–-- ძალადობის განხორციელების ფონზე და დასკვნაში უთითებს: ,,აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი გარკვეულად ცდილობს დედის ნეგატორულად წარმოჩენას, რაც მამის მხრიდან ბავშვზე ზეგავლენის მოხდენისთვის მიმართული ქმედებების შედეგია, დედის წინააღმდეგ განწყობის მიზნით, არასრულწლოვანი ბავშვი სავარაუდო ძალადობის ირგვლივ საუბრის დროს არ ავლენს ამ ტენდენციას, პირიქით იგი აღწერს დედის მიერ მის მიმართ ,,დამცველ’’ ქცევებს...’’. ექსპერტმა საბოლოოდ დასკვნის სახით მიუთითა, რომ ,,გამოვლენილი რიგი მნიშვნელოვანი ფაქტორები და გარემოებები მკვეთრად ამცირებს საქმესთან დაკავშირებულ ტენდენციას, რომ მოხდეს ბავშვის ნათქვამის ინვალიდიზაცია გადატანილი სექსუალური ხასიათის ძალადობის შესახებ; ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის მკვეთრი ცვლილება, რომელსაც ადასტურებს ორივე მშობელი, იმ ქცევით და ემოციურ გამოვლინებებში იკვეთება სექსუალური ძალადობის გადატანილი ბავშვის ნიშნები, როგორიცაა გუნება-განწყობილების დაქვეითება, შფოთვა, გაჯიუტება, გრძნობების ქაოსურად გამოვლენა, ძილის დარღვევა, ენურეზი (შარდის შეუკავებლობა); ასევე ამ მომენტისათვის არსებული ფსიქოლოგიური გამოვლინებებანი სტრესული სიტუაციის გასხენებასთანაა დამახასიათებელი, როგორიცაა: დაძაბუ-–--ბა, სირცხვილის განცდა, ღელვა’’. (იხ. ფსიქოლოგიური შეფასების დასკვნა ტ. IV, ს/ფ.: 309-312);

 

4.22. საქმეში ასევე წარმოდგენილ-- 2019 წლის 05 ივლისით დათარიღებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტ-ფსიქოლოგის - ქე------ დ-------ის მიერ შედგენილი დასკვნა არასრულწლოვან სე----- ილ----ს მიმართ, მასზე განხორციელებული შესაძლო ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ემოციური კვალის არსებობის დადგენის მიზნით. ამ დასკვნაში ექსპერტი საბოლოოდ ასკვნის შემდეგს: ,,ამჟამინდელი გამოკვლევისას, სე----- ი-–---ზე განხორციელებული შესაძლო ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ემოციური კვალის არსებობა არასრულად ვლინდება, თუმცა გარემო შედეგების გათვალისწინებით შეიძლება მხედველობაში იქნას მღებული მისი ჩვენება დამატებითი სახით’’ (იხ. ექსპერტის დასკვნა ტ. VI, ს/ფ.: 15-19);

 

· სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ზემოთ მითითებული ექსპერტის დასკვნის კვლევით ნაწილზე, სადაც დეტალურად მოცემულ-- (ასახულ--) ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა (პორტრეტი) და განსაზღვრულ-- ბავშვის მოწიფუ-–--ბის ასაკობრივი მაჩვენებლები (მახასიათებლები), რაც ექსპერტს აძლევს შესაძლებლობას მოცემულ შემთხვევაში დაადგი---ს ბავშვის ,,უმწიფრობა’’. სააპელაციო პალატას საჭიროდ მიაჩნია წინამდებარე გადაწყვეტილებაში მიუთითოს და ასახოს ექსპერტის თვალით დანახული ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, კერძოდ ექსპერტი უთითებს: ,,გამოსაკვლევი პირი სე----- ილ---- (არასრულწლოვანი) მიზანმიმართულ კონტაქტში თავისუფლად ერთვის. გამომეტყველება გამოხატავს ინდიფერენტუ-–--ბას, მისთვის არასასურველ გარემოს, თუმცა მზაობას კომუნიკაციისთვის. მიმიკა, ჟესტიკულაცია საკმარისად გამომსახველ--, ჩაკითხვისას პრაქტიკულად შეკითხვაზე პასუხობს ამომწურავად. საუბრობს გრამატიკულად გამართული წინადადებებით, კარგი ლექსიკით. მეტყველება გამართული, თუმცა გაწელილი მხატვრული ინტერპრეტირებით. ცდილობს იყოს თავაზიანი. შეკთხვა-პასუხის ფორმატში გვაწვდის მონაცემებს. ფრაგმენტულად მოგვითხრობს შექმნილი გარემოების შესახებ. შეიცავს შეფასების ელემენტებსაც. აღნიშნულ გარემოებაზე ყვება მშვიდად, ინდიფერენტული სახის გამომეტყველებით, არასაკმარისად აღწერს თავის ემოციურ მდგომარეობას აღნიშნულ გარემოებასთან მიმართებაში. ემოციური სფერო სეფასების მომენტში საკმარისად გაწონასწორებულ--. პერიოდულად საუბრისას აღენიშნება პაუზები, თითქოს სიზუსტის გარკვევის მიზნით, რა დროსაც ვლინდება დაძაბუ-–--ბის ნიშნები. ექსპერიმენტულ გამოკვლევაში არ სურს ჩართვა. პერიოდულად საუბარში ერთვება პასიურად. აღიზიანებს დეტალების დაზუსტების მიზნით გამეორება პასუხების. შეკითხვაზე არ სურს პასუხის გაცემა, ჭირვეუ-–--ბს. ორიენტირებულ-- საკუთარ თავში, გარემოში ფორმალურად სწორად; დროში - არასრულად. საუბრის მსვლელობისას სიტუაციის დათბობის შემდეგ, პერიოდულად ხალისიანად იწყებს მისთვის საინტერესო თემის ირგვლივ. ადვილად შთაგონებადია. გუნებ-განწყობის ფონი - არამყარი, ადვილად ცვალებადი. მეტყველება - განვითარებაში მყოფი, დეფექტის გარეშე. უჭირს მარჯვენა-მარცხენა მხარეებში ორიენტაცია. გააჩნია ასაკისთვის შესაფერისი, საკმარისი დამოუკიდებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ჩვევები. არ უჭირს თანატოლებთან ურთიერთობა, ნორმალური ადაპტაციური ფუნქციონირების უნარი. ასრულებს თამაშის წესებს. შეუძლ-- თვლა. არსებული სიტუაციის ირგვლივ საუბრობს ზერელედ. არ ესმის პრობლების არსი. ფსიქიკური ფუნქციები შეესაბამება ასაკობრივი განვითარების დონეს: აღქმა საგნობრივი - სწორი, სიტუაციის აღქმა და გააზრება - ზერელე. ყურადღება-კონცენტრაციის მცირე უნარი, ადვილად გადართვადი გარე გამღიზიანებელზე. მეხსიერება - ასაკობრივი ნორმის ფარგლებში. დამახსოვრების უნარი - მექანიკური. აზროვნება: აზროვნების სტილი გამომდინარე ყოველდღიური პრაქტიკული ჩვევებისგან. შეუძლ-- ცალკეული საგნების ამოცნობა. ინტელექტი-ასაკის შესაბამისი. ქცევა - სხვადასხვა სიტუაციაში მიმართულ-- საორიენტაციო საფუძველზე. გ/პ-ს შემეცნებითი და ემოციური სფერო ცამოყალიბების პროცესშია, რომელიც ხასიათდება ასაკობრივი ტავისებურებებით. გამოხატულ-- არამდგრადი, განვითარებადი ფსიქიკური მონაცემები ასაკობრივი ინფანტილიზმის გამო უმწიფრობა’’ (იხ. ექსპერტის დასკვნა ტ. VI, ს/ფ,: 15-16);

· მითირებული ექსტერტიზის დასკვნა ასევე საყურადღებოა ბავშვის საცხოვრებელი პირობებისა და მისი გარემოსთან ადაპტაციის თვალსაზრისით. ამ კუთხით აღნიშნული დასკვნა იმეორებს საქმეში წაროდგენილ სხვა დასკვნაში მითითებულ ფაქტობრივ მოცემუ-–--ბას (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 4.11. პუნქტი); საყურადღეოა ექსპერტის მითითება იმ გარემოებაზე, რომ დასკვნის გაცემის დროისათვის - 2019 წლის 05 ივლისისათვის ბავშვი არ დადის საბავშვო ბაღში. დასკვნაში მითითებულ--, რომ ,,ამჟამად მიმდინარეობს საბავშვო ბაღის შერჩევა, მცირეწლოვანი სე----- ილ---- სწავლობს ქართულ ენას კომპიუტერით, იცის ფერები, ციფრები... ბავშვი მამასთან ერთად რამდენიმე თვეა იმყოფება ქ. ბათუმში, ჯერ კიდევ ეჩვევა ახალ გარემოს... მცირეწლოვანს უნდა ჰქონდეს ურთიერთობა როგორც მშობლებთან, ასევე მშობლების ნათესავებთან’’ (იხ. დასკვნა, ტ. VI, ს/ფ.:17) მითითებული გარემოება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ სხვა ფაქტებტან ერთობლიობაში იძლევა დასკვნის საშუალებას, რომ დღეის მდგომარეობით არასრულწლოვანი სე----- ილ----, მიუხედავად იმისა, რომ ის ერთ წელზე მეტია, რაც საქართველოშია, არ არის ადაპტირებული ახალ გარემოსთან და მისთვის ჩვეული ადგილსამყოფელ-- ისევ ბელორუსიაში არსებული ის მისამართი, საიდანაც მოხდა მისი არამართლზომიერი გადაადგილება;

 

4.23. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, დადგენილ--, რომ სე----- ილ----ს განცხადება თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მინიჭების თაობაზე განხილვის პროცესშია და მას ეს სტატუსი ჯერ მინიჭებული არა აქვს.

 

4.24. ზემოთ მითითებული, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ ბელარუსიის რესპუბლიკიდან არამართლზომიერად გადაადგილებული და შემდგომ (01.04.2018წ.) საქართველოში არამართლზომიერად დაკავებული არასრულწლოვნის - სე----- სე-----ს ძე ილ----ს (დაბ.: 27.04.2013 წ.,პ/ნ.: 7-------------) მიმართ, მისი ჩვეული ადგილსამყოფლის ქვეყანაში - ბელარუსიაში ადგილი არ ქონა რაიმე სახის ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობას და ამ თვალსაზრისით მის პიროვნებას ბელარუსიაში დაბრუნების შემთხვევაში არ ემუქრება ფიზიკური ან ფსიქოლოგიური საფრთხე, ასევე არ არსებობს გარემოფაქტორები, რაც ბავშვის გაუსაძლის მდგომარეობაში ჩაყენების სერიოზული რისკის არსებობას განაპირობებს. რაც პალატას ჰააგის 1980 წლის კონვენციის მე-13(1)(ბ) მუხლის საფუძველზე ჩამოუყალიბებდა რწმენას ბავშვის დაბრუნებაზე უარის თქმის თაობაზე, ხოლო ასეთ შემთხვევაში ბავშვი კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ექვემდებარება დაუყოვნებლივ დაბრუნებას ბელარუსიაში. სადაც მამას შეეძლება გააგრძელოს და განახორციელოს ბავშვზე ზრუნვა, ხოლო სათანადო საფუძვლების არსებობის (ან/და გარემოებების შეცვლის) შემთხვევაში ასევე შეეძლება სამართლებრივად იდავოს, რათა მოიპოვოს ბავშვზე სრულყოფილი მეურვეობა, ბავშვის მასთან ცხოვრების ჩათვლით;

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.25. ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად, კონვენცია გამოიყენება ნებისმიერი იმ ბავშვის მიმართ, რომელიც ჩვეულებრივ ცხოვრობდა ხელშემკვრელ სახელმწიფოში მეურვეობის ან ურთიერთობის უფლებათა დარღვევამდე. კონვენცია აღარ გამოიყენება, როდესაც ბავშვი 16 წლის ასაკს მიარწევს. ამდენად, კონვენცია გამოიყენება მხოლოდ ბავშვებთან მიმართებაში, რომლებიც ჩვეულებრივ ცხოვრობდნენ ერთ-ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მანამ სანამ მოხდებოდა მათ მიმართ მეურვეობის ან ხელმისაწვდომობის უფლებების დარღვევა. ამასთანავე, კონვენცია გამოიყენება მხოლოდ ბავშვების მიმართ, რომლებიც არიან 16 წელს ქვემოთ;

 

4.26. დადგენილ--, რომ როგორც საქართველო, ასევე ბელარუსიის რესპუბლიდა წარმოადგენენ ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის ხელმომწერ სახელმწიფოებს, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ აღებული აქვთ ვალდებულება კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე. ამასთან, არასრულწლოვანი სე----- სე-----ს ძე ი-–--- დაბადებულ-- 2013 წლის 27 აპრილს ანუ არის 6 წლის. ამდენად, სახეზეა ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის ფარგლებში განსახილველი დავა;

 

4.27. ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის პრეამბულაში მითითებულ--, რომ წინანამდებარე კონვენციის ხელმომწერმა სახელმწიფოებმა, მტკიცედ დარწმუნებულებმა, რომ ბავშვების ინტერესებს უმთავრესი მნიშვნელობა აქვს მათზე მზრუნველობასთან დაკავშირებულ საკითხებში, მოწადინებულებმა, უზრუნველყონ ბავშვების საერთაშორისო დაცვა მათი არამართლზომიერი გადაადგილების ან დაკავების მავნე შედეგებისაგან და დაადგი---ნ პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფენ მათს სწრაფ დაბრუნებას მათი ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში და აგრეთვე იძლევიან ურთიერთობის უფლებათა დაცვის გარანტიას;

 

4.28. მითითებული კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, წინამდებარე კონვენციის მიზნებია: ა) რომელიმე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არამართლზომიერად გადაყვენილი ან დაკავებული ბავშვების სწრაფი დაბრუნების უზრუნვლეყოფა; და ბ) უზრუნველყოფა იმისა, რომ მეურვეობისა და ურთიერთობის უფლებანი, გათვალისწინებული ერთ–ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, ეფექტიანად სრულდებოდეს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. ამავე კონვენციის მეორე მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ყველა სათანადო ზომას იღებენ თავიანთი ტერიტორიების ფარგლებში ამ კონვენციის მიზნების რეალიზაციის უზრუნველსაყოფად. ამ მიზნით ისინი იყენებენ ხელთარსებულთაგან უსწრაფეს პროცედურებს. პრაქტიკაში, პირველი ამოცანა უპირატესია, ხოლო მეორე ამოცანა სუბსიდიურია (დამხმარეა). მეურვეობის უფლების დაცვის ერთადერთი მეთოდია ბავშვის სწრაფი დაბრუნების ბრძანება მისი ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის ქვეყანაში. მეორე ამოცანა ასევე დაკავშირებულ-- 1980 წლის კონვენციის 21-ე მუხლთან. 1-ლი მუხლის ამოცანების მისაღწევად, კონვენცია ქმნის ხელშემკვრელი სახელმწიფოების სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების მჭიდრო თანამშრომლობის სისტემას და ავალდებულებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს გამოიყენონ მათი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველაზე მყისიერი დაბრუნების პროცედურა;

 

4.29. წინამდებარე კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე უპირველეს ყოვლისა შესაფასებელ-- ადგილი აქვს თუ არა ბავშვის არამართლზომიერად გადაადგილებას ან/და დაკავებას. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ბავშვის გადაადგილება ან დაკავება არამართლოზმიერად უნდა ჩაითვალოს, როდესაც: ა) ეს წარმოადგენს დარღვევას მეურვეობის უფლებებისა, მიკუთვნებულისა პირისთვის, დაწესებულებისთვის ან სხვა ორგანოსთვის, ერთობლივად თუ ცალკე, იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, რომელშცი ბავშვი ჩვეულებრივ ცხოვრობდა უშუალოდ გადაადგილებამდე ან დაკავებამდე; და ბ) გადაადგილების ან დაკავების დროისათვის ეს უფლებები რეალურად გამოიყენებოდა, ერთობლივად თუ ცალკე, ანდა ამგვარად გამოყენეული იქნებოდა, რომ არა გადაადგილება ან დაკავება. ამ მუხლის „ა“ პუნქტში მოხსენიებული მეურვეობის უფლებანი შეიძლება, კერძოდ, წარმოიქმნას კანონის მოქმედების შედეგად, სასამართლი ან ადმინისტრაციული გადაწყვეტილების საფუძველზე, ანდა იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით კანონიერი ძალის მქონე შეთანხმების საფუძველზე;

 

4.30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3517-ე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილება ან არამართლზომიერი დაკავება არის პირისათვის ან ორგანოსათვის ერთობლივად ან ინდივიდუალურად მიკუთვნებული მეურვეობის უფლების დარღვევა, რომელიც უზრუნველყოფილი იყო იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ბავშვი, ჩვეულებრივ, ცხოვრობდა უშუალოდ არამართლზომიერ გადაადგილებამდე ან არამართლზომიერ დაკავებამდე, და რომელიც გადაადგილების ან დაკავების დროისათვის ფაქტობრივად გამოიყენებოდა ერთობლივად ან ინდივიდუალურად ან/და ამგვარად გამოყენებული იქნებოდა, რომ არა არამართლზომიერი გადაადგილება ან არამართლზომიერი დაკავება;

 

4.31. 1980 წლის კონვენციის ცენტრალური იდეა, რომ ყველა ბავშვი, მათი ეროვნების მიუხედავად, უნდა იყოს დაცული ერთ-ერთი მშობლის მიერ საერთაშორისო საზღვრებს მიღმა ცალმხრივი გადაადგილებისაგან და რომ, როდესაც ამას ადგილი აქვს, იშვითი გამონაკლისების გარდა, ბავშვის საუკეთესო ინტერესებშია ბავშვის დაბრუნება და ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის უფლებამოსილი ორგანოებისათვის შესაძლებლობის მიცემა გადაწვიტონ მეურვეობის საკითხი. ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის ქვეყანა მიჩნეულ--, როგორც ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველაზე მეტი ინფორმაცია ბავშვის და მისი ოჯახური სიტუაციის შესახებ, და ამდენად, უკეთეს მდგომარეობაშია მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის მეურვეობისა და მასთან კონტაქტის შესახებ. ბავშვის დაბრუნება ამ ქვეყანაში ასევე პასუხობს მოთხოვნას მოხდეს სიტუაციის აღდგენა, რომელიც დაირღვა წამყვანი მშობლის ცალმხრივი და იძულებითი ქმედების შედეგად;

 

4.32. 1980 წლის კონვენციის მიხედვით, ჩვეულებრივი საცხოვრებლის განსაზღვრა აუცილებელ--, მაგალითად, იმის გასარკვევად, ვრცელდება თუ არა მასზე ზოგადად კონვენცია, რადგან 1980 წლის კონვენციის მე-4 მუხლის მიხედვით, კონვენცია გამოიყენება ნებისმიერი იმ ბავშვის მიმართ, რომელიც ჩვეულებრივ ცხოვრობდა ხელშემკვრელ სახელმწიფოში მეურვეობის ან ურთიერთობის უფლებათა დარღვევამდე. ამასთანავე, ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი რელევა--------- უფლებადარღვეული მშობლის მეურვეობის უფლებების განსაზღვრისათვის და იმის დასადგენად, ქონდა თუ არა ადგილი მეურვეობის უფლებების დარღვევას და შესაბამისად, გადაადგილება ან დაკავება არამართლზომიერი იყო თუ არა.მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივი საცხოვრებელი მთავარი დამაკავშირებელი ფაქტორია, რაც საერთოა ჰააგის ბავშვთა ყველა თანამედროვე კონვენციისთვის, არც ერთი ამ კონვენციათაგანი არ მოიცავს „ჩვეულებრივი საცხოვრებლის“ განმარტებას. უფრო ზუსტად კი, ჩვეულებრივი საცხოვრებელი თითოეულ შემთხვევაში ფაქტობრივი ელემენტების საფუძველზე უნდა განისაზღვროს შესაბამისი ორგანოების მიერ. იგი ავტონომიური ცნებაა და მისი განმარტება უნდა მოხდეს კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე და არა ადგილობრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვების მიხედვით. ზოგადად, ჩვეულებრივი საცხოვრებელი ისეთ ფაქტობრივ საკითხად ითვლება, რომელიც კონკრეტული საქმის ყველა გარემოებაზე მინიშნებით უნდა გადაწყდეს. ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებლის განსაზღვრისას გასათვალისწინებელი ფაქტორები შეიძლება მოიცავდეს:

- ბავშვის მშობლების განზრახვას საცხოვრებელი ადგილის არჩევისას;

- ბავშვის მოქალაქეობას ან ეროვნებას;

- სხვადასხვა იურისდიქციებში ცხოვრებისას გატარებულ დროს;

- ბავშვის სოციალურ ცხოვრებას და

- სკოლას.

 

ბევრ შემთხვევაში, ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებლის განსაზღვრა მარტივია ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების გათვალისწინებით. მაგალითად, თუ ბავშვმა მთელი თავისი ცხოვრება ერთ ქვეყანაში გაატარა, ვიდრე არ მოხდა მისი გადაადგილება უცხო ქვეყანაში და თუ მშობლებს ამ სიტუაციის შეცვლის ერთობლივი განზრახვა არ გააჩნდათ. როდესაც ერთ-ერთი მშობელი იღებს გადაწყვეტილებს საზღვარგარეთ გადასვლის შესახებ, პრაქტიკაში, ეს ნიშნავს, რომ ბავშვს ეყოლება მშობლები ორ სხვადასხვა ქვეყანაში. ეს გადაწყვეტილება ორივე მშობელმა ერთად უნდა მიიღოს, რაც შეიძლება მოხდეს ურთიერთშეთანხმებით, ან თუკი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, კომპეტენტური სასამართლოს გადაწყვეტილებით. როდესაც მშობელს ხელთ აქვს სასამართლოს გადაწყვეტილება საცხოვრებელი სახლის გადაადგილებამდე, ის თავიდან ირიდებს ბავშვის საერთაშორისო გატაცებას, და შემდეგ, 1980 წლის კონვენციის გამოყენებით, იძულებას, საბოლოოდ დააბრუნოს ბავშვი ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას;

 

დადგენილ--, რომ არასრულწლოვანი სე----- სე-----ს ძე ილ---- ბელორუსის რესპუბლიკის მოქალაქეა, იგი დაიბადა და ცხოვრობდა ბელორუსში დედასთან თითქმის 5 წლის განმავლობაში, ხოლო შემდგომში მამასთან ერთად, სადაც დადიოდა ბაღში, ჰყავს მშობლების მხრიდან ნათესავები, ძმები, ბებია-ბაბუა, მამიდა, ბიძები, მამიდაშვილები, ბიძაშვილები, მეგობრები და ა.შ., განსხვავებით საქართველოსგან, სადაც მიუხედავად 1 წლის გასვლისა ჯერ კიდევ ვერ ისწავლა ქართული, არ დადიოდა საბავშვო ბაღში და ა.შ. (იხ. ამ თვალსაზრისით წინამდებარე გადაწყვეტილებაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები). ბავშვის საქართველოში ჩამოყვანის შემდგომ გარემოსთან მისი ინტეგრაციის და ადაფტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი. ამდენად, ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილს ცალსახად წარმოადგენს ბელორუსის რესპუბლიკა;

 

4.33. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ბავშვის გატაცება მისი უკანონო გადაადგილებაა. იმის განსაზღვრა, მოხდა თუ არა „არამართლზომიერი გადაადგილება“ თუ „არამართლზომიერი დაკავება“ ფუნდამენტურია 1980 წლის კონვენციის მიხედვით სასამართლოს იურისდიქციის განხორციელებისთვის და ეს ეჭვგარეშეა. 1980 წლის კონვენციის მე-3 (ა) მუხლის მიხედვით, ბავშვის გადაადგილება ან დაკავება არამართლზომიერად უნდა ჩაითვალოს, თუ ეს წარმოადგენს დარღვევას მეურვეობის უფლებებისა, მიკუთვნებულისა პირისთვის, დაწესებულებისთვის ან სხვა ორგანოსთვის, ერთობლივად თუ ცალკე, იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, რომელშიც ბავშვი ჩვეულებრივ ცხოვრობდა უშუალოდ გადაადგილებამდე ან დაკავებამდე. ეს მუხლი უნდა წავიკითხოთ 1980 წლის კონვენციის მე-5 მუხლთან ერთად, რომელიც დამატებით აზუსტებს „მეურვეობის უფლებებს“ 1980 წლის კონვენციის მიხედვით, ამ კონვენციის მიზნებისათვის: ა) „მეურვეობის უფლებები“ მოიცავს უფლებებს, რომლებიც შეეხება ბავშვის პიროვნებაზე მზურნველობას და, კერძოდ, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის უფლებას. ბ) „ურთიერთობის უფლება“ მოიცავს უფლებას ბავშვის განსაზღვრული დროით წაყვანისა ისეთ ადგილად, რომელიც არ არის ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი;

 

4.34. დადგენილ--, რომ 2017 წლის 28 ნოემბერს ქ. მ------ პერვომაისკის რაიონის სასამართლომ საქმეზე N2----------, გამოიტანა გადაწყვეტილება და არასრულწლოვანის სე----- სე-----ს ძე ილ----ს საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრა დედამისის ვი--------- ი-–----ს საცხოვრებელი ადგილი. ამდენად, არასრულწლოვან სე----- ი-–---ზე მეურვეობის უფლება უკვე გადაწყვეტილ-- მისი ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის ქვეყნის მიერ;

 

4.35. წინამდებარე გადაწყვეტილებაში პალატის მიერ შეფასებულ იქნა საქმეში წარმოდგენილი სე----- ილ----ს და ვი--------- ი-–----ს მიერ 15.06.2016წ. ხელმოწერილი ,,თანხმობა’’ და ამ დოკუმენტის შეფასებისა და ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სე----- ილ---- და ვი--------- ი-–---- ბავშვის ბელარუსიის რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ გადაადგილებაზე თანხმობას აძლევენ არა ერთმანეთს, არამედ სხვა მესამე პირს და ისიც ბავშვთა საორგანიზაციო ჯგუფის შემადგენლობაში ჯგუფის ხელმძღვანელის თანხლებით, ან როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა პასუხისმგებელი პირების თანხლებით. ვი--------- ი-–---- სადავოდ ხდის სწორედ ბავშვის საქართველოში ჩამოყვანას და მიუთითებს, რომ ეს მისი ნება არ იყო (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 4.16. პუნქტი). ამდენად, მოცემული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ არასრულწლოვან სე----- ილ----ს მხრიდან ადგილი აქვს სე----- სე-----ს ძე ილ----ს როგორც არამართლზომიერ გადაადგილებას, ისე არამართლზომიერ დაკავებას, რაც კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე უკანონოდ გადაადგილებული და დაკავებული ბავშვის მისი ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის ქვეყნაში (ბელორუსი) დაუყოვნებლივ დაბრუნების საფუძველ--;

 

4.36. ჰააგის 1980 წლის კონვენცია, პირველ რიგში, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს „სტატუს ქვოს“ აღდგენას, როდესაც ითხოვს „უკანონოდ გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვების დაბრუნებას ყველა ხელშემკვრელ ქვეყანაში“, (იხ. კონვენციის თაობაზე ელიზა პერეს-ვერას განმარტებითი მოხსენება - ბ. კონვენციის მიზნები, პ.16) ამასთან, „ერთი, მხრივ, ნათელ--, რომ კონვენცია არ ეხება მეურვეობის უფლების არსს (მუხლი 19), მაგრამ, მეორე მხრივ, ასევე აშკარაა, რომ ბავშვის გადაადგილებისა და დაუბრუნებლობის კვალიფიცირება უკანონო ქმედებად, განპირობებულ-- მეურვეობის უფლებით, რაც იურიდიულ შინაარსს ანიჭებს იმ ქმედებების გამო შეცვლილ სიტუაციას, რომელთა თავიდან აცილებასაც ჩვენ ვცდილობთ“ (დასახელებული განმარტებითი მოხსენება - პირველი ნაწილი, კონვენციის ზოგადი მახასიათებლები, პ.9), „ამრიგად, კანონზომიერი იქნება დავასკვნათ, რომ კონვენციის ორივე მიზანი, ერთი პრევენციული, ხოლო მეორე – მიმართული ბავშვის ჩვეულ გარემოში დაუყოვნებელი რეინტეგრაციისაკენ - მთლ--ნობაში პასუხობს "ბავშვის ინტერესების უზენაესობის" კონცეფციას. თუმცა, ამ თვალსაზრისითაც კი, უნდა დავუშვათ, რომ ბავშვის გადაადგილება შეიძლება ზოგჯერ ობიექტური მიზეზებით იქნეს გამართლებული, რომლებიც უკავშირდება ან მის პიროვნებას ან მისთვის უახლოეს გარემოს. შესაბამისად, კონვენცია უშვებს ზოგიერთ გამონაკლისს უკანონოდ გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვების დაუყოვნებლივ დაბრუნებასთან დაკავშირებით სახელმწიფოების მიერ აღებული ზოგადი ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით. მეტწილად ეს გამონაკლისები წარმოადგენს მხოლოდ კონკრეტულ გამოხატულებას იმ მეტისმეტად ბუნდოვანი პრინციპისა, რომელიც აცხადებს, რომ ბავშვის ინტერესების დაცვა წარმმართველი კრიტერიუმია ამ სფეროში“ (იხ. ციტირება საქმიდან „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“, [საჩივარი N 2361/13] სტრასბურგი, 2015 წლის 21 ივლისი, გადაწყვეტილება,საბოლოო გახდა 21/10/2015);

 

4.37. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიქტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულ-- ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ №25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK ანდ KM ვ. UK, №28945/95, 10.05.2001, პარ.72);

 

4.38. ,,ჰააგის კონვენციის მიხედვით, დაბრუნების მოთხოვნის კონტექსტში, რომელიც შესაბამისად გამიჯნულ-- მეურვეობასთან დაკავშირებული სამართალწარმოებისაგან, ბავშვის საუკეთესო ინტერესების კონცეფცია უნდა შეფასდეს ჰააგის კონვენციით დაშვებული გამონაკლისების მიხედვით, რომელიც გულისხმობს დროის გასვლას (მუხლი 12), კონვენციის გამოყენების პირობებს (მუხლი 13 § ა) და სერიოზული რისკების არსებობას (მუხლი 13 § ბ). ასევე, მხედველობაში უნდა იყოს მიღებული მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებთან შესაბამისობა, რაც გულისხმობს ფუნდამენტური თავისუფლების და ადამიანთა უფლებების დაცვას (მუხლი 20). ეს დავალება, პირველ რიგში, ეკისრება მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს, რომელსაც აქვს (იხ.Maumousseau and Washington v. France , no. 39388/05, § 73, 6 December 2007; Lipkowsky and McCormack v. Germany (dec.), no. 26755/10, 18 January 2011 დაDiamante and Pelliccioni v. San Marino, no. 32250/08, § 177, 27 September 2011)[ „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“, (საჩივარი N 2361/13)]“;

 

4.39. წინამდებარე კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, როდესაც ბავშვი არამართლზომიერად არის გადაადგილებული ან დაკავებული მე–3 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში და იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს, სადაც ბავშვი იმყოფება, სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარჩევის დაწყების თარიღისთვის, გასულ-- ერთ წელზე ნაკლები ვადა არამართლზომიერი გადაადგილების ან დაკავების თარიღიდან, აღნიშნული ორგანო დაუყოვნებლივ იძლევა განკარგულებას ბავშვის დაბრუნების თაობაზე. სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო, მაშინაც კი, თუ საქმის გარჩევა დაიწყო წინა პუნქტში მოხსენიებული ერთწლ--ნი ვადის ამოწურვის შემდეგ, აგრეთვე იძლევა განკარგულებას ბავშვის დაბრუნების თაობაზე, თუკი თვალნათლივ არ იქნა ნაჩვენები, რომ ბავშვი ამ დროისათვის ინტეგრირებულ-- თავის ახალ გარემოში;

 

4.40. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35115-ე მუხლის თანახმად, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ, თუ: ა) ბავშვი არამართლზომიერად არის გადაადგილებული ან არამართლზომიერად არის დაკავებული და მისი არამართლზომიერი გადაადგილების ან არამართლზომიერი დაკავების თარიღიდან სარჩელის წარდგენის მომენტამდე გასულ-- ერთ წელზე ნაკლები; ბ) ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების ან არამართლზომიერი დაკავების თარიღიდან სარჩელის წარდგენის მომენტამდე გასულ-- ერთ წელზე მეტი და თვალნათლივ არ იქნა ნაჩვენები, რომ ბავშვი ინტეგრირებულ-- თავის ახალ გარემოში. ამ მუხლის დებულებები არ უზღუდავს სასამართლოს უფლებას, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის დაბრუნების შესახებ, თუ ამგვარი გადაწყვეტილების მიუღებლობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ბავშვის ფიზიკურ ან ფსიქიკურ მდგომარეობას;

 

4.41. სააპელაციო პალატას საქმეში არსებული მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების და არასრულწლოვან სე----- ი-–---თან გასაუბრების შედეგად მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი საქართველოში უკვე იმყოფება 1 წელზე მეტი, არ არსებობს კონვენციის მე-12 მუხლით გათვალისწინებული ისეთი გარემოება, გამონაკლისი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვი ამ დროისათვის იმგვარად, იმ ხარისხით ინტეგრირებულ-- თავის ახალ გარემოში, რომ მის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნებაზე უნდა ეთქვას უარი. აღნიშნული დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა ის გარემოებები, რომ ბავშვმა ჯერ კიდევ არ იცის ქართული ენა; ბავშვი ცხოვრობს მხოლოდ მამასთან ერთად, არ დადიოდა ბაღში, არ ჰყავს აქ ნათესავები, ბავშვის ნათესავები ცხოვრობენ ბელარუსში; ბავშვის ბებია-ბაბუა ასევე ცხოვრობს ბელარუსიაში, ბავშვს ბელარუსიაში ყავს მამიდა და ბიძა, ბიძაშვილები და მამიდაშვილები, რომლებთანაც ურთიერთობდა ბელარუსიაში ყოფნის პერიოდში, საქართველოში დაახლოებით 1 თვეა, რაც შევიდა და სწავლობს რუსულენოვან სკოლაში, ბავშვი მთელ დროს ძირითადად ატარებს მხოლოდ მამასთან და მათთან ერთად მცხოვრებ ქალბატონთან. დღეის მდგომარეობით ბავშვს კავშირი აქვს დედასთან. ვ. ილინას განმარტებით ის ყოველ დღე გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ნახუ-–--ბს შვილს. ბავშვს მოსწონს საქართველოში ცხოვრება იმიტომ, რომ აქ არის ზღვა, მთები, გასართობები, ბელორუსში კი ზღვა და მთები არ არის, რის გამოც იქ მოსაწყენია. ამდენდ, მოცემული გარემოებები არ იძლევა ისეთი დასკვნის გაკეთების საშულებას, რომ ბავშვი იმგვარადაა ინტეგრირებული თავის ახალ გარემოში, რაც იქნებოდა მის დაბრუნებაზე უარის თქმის საფუძველი;

 

4.42. 1980 წლის კონვენციის მე-13 (1)(ბ) მუხლის მიხედვით, სასამართლო არ არის ვალდებული გასცეს განკარგულება ბავშვის დაბრუნებაზე, თუკი პირი, დაწესებულება ან სხვა ორგანო, რომელიც მის დაბრუნებას ეწინააღმდეგება, დაადგენს, რომ „არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ მისი დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის, ან სხვაგვარად ჩააყენებს ბავშვს აუტანელ მდგომარეობაში“. „სერიოზული რისკის გამონაკლისი“ მომდინარეობს ინდივიდუალური ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, ხდება რა ნებისმიერი პირის უპირველესი ინტერესის მხედველობაში მიღება, რომელიც გულისხმობს მის უფლებას, არ აღმოჩნდეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური საფრთხის წინაშე ან აუტანელ მდგომარეობაში (პერეს-ვერას განმარტებითი ანგარიში, პარაგრაფი 29);

 

4.43. ამგვარად 1980 წლის კონვენცია ითვალისწინებს შეზღუდულ გამონაკლისებს იმ შემთხვევებისა, როცა კომპეტენტური სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო არ არის ვალდებული 1980 წლის კონვენციის მე-13 და მე-20 მუხლების შესაბამისად გასცეს ბავშვის დაბრუნების განკარგულება. მე-12 (2) მუხლისგან განსხვავებით, შესაძლებელ-- მე-13 და მე-20 მუხლებში გათვალისწინებული გამონაკლისების მოთხოვნა, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დაწყებული ბავშვის დაბრუნების პროცესი. დაბრუნების ვალდებულების გამონაკლისი ვრცელდება მე-13 და მე-20 მუხლების საფუძველზე: თუ არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ მისი დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის, ან სხვაგვარად ჩააყენებს ბავშვს აუტანელ მდგომარეობაში (მუხლი 13(1)(ბ)); თუ ბავშვი მისი დაბრუნების წინააღმდეგია და მან უკვე მიაღწია ისეთ წლოვანებასა და მოწიფუ-–--ბის ასაკს, როდესაც მიზანშეწონილ-- მისი აზრის გათვალისწინება (მუხლი 13(2)); ან თუ ბავშვის დაბრუნება აკრძალულ--, თანახმად მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ძირითადი პრინციპებისა, რომლებიც ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვას შეეხება (მუხლი 20);

 

4.44. ზემოთ მითითებული გამონაკლისების გზით, კონვენცია აღიარებს, რომ ბავშვის უკანონო გადაადგილება ან დაკავება შესაძლოა ზოგჯერ გამართლებული იყოს ობიექტური მიზეზებით, რომლებიც უკავშირდება ან მის პიროვნებას, ან მისთვის უახლოეს გარემოს. ბავშვის დაბრუნებამ ამ განსაკუთრებულ გარემოებებში შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მას, რაც არ იქნება ბავშვის საუკეთესო ინტერესებში (განმარტებითი ანგარიში, პარაგრაფი 25). შესაბამისად, ზოგადი დაშვება, რომ ბავშვის სწრაფი დაბრუნება მის საუკეთესო ინტერესებშია, შესაძლოა უარყოფილი იქნეს გამონაკლის შემთხვევებში. გამონაკლისების გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება „ [თუ] ისინი გამოყენებული იქნება ამგვარი სახით და არა უფრო ფართოდ“, ანუ, „მათი ინტერპრეტაცია შეზღუდულად უნდა მოხდეს, თუ არ გვინდა, რომ კონვენცია ქაღალდის ნაგლეჯად იქცეს“. “აღნიშნული გამონაკლისების სისტემატური მოხმობა, და ამით ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სასამართლოს ჩანაცვლება გამტაცებლის მიერ არჩეული სასამართლოთი, დაარღვევს კონვენციის მთელ სტრუქტურას და გამოაცლის მას ორმხრივი ნდობის სულს, რასაც იგი ეფუძნებოდა“;

 

4.45. მოცემულ შემთხვევაში სე----- ილ---- მიუთითებს, რომ არასრულწლოვან სე----- ი-–---ს ბელორუსის რესპუბლიკაში დაბრუნება არ არის მიზანშეწონილი, ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის ნებას, ასევე შეიცავს საფრთხეს არასრულწლოვანზე. იგი მიუთითებს, რომ ვი--------- ი-–----ს და მ----- კ------ს მხრიდან ადგილი ჰქონდა ბავშვზე ფიზიკურ დასექსუალური ხასიათის ძალადობის. ამასთან, მ----- კ------ არის ექსტრასენსი და გარკვეული სექტის წევრი. სე----- ილ----სვე მითითებით იგი იდევნება სწორედ ამ სექტის მიერ, რის გამოც მიმართა საქართველოს შესაბამის ორგანოებს თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მინიჭების თაობაზე. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სე----- ილ----ს განცხადება თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მინიჭების თაობაზე განხილვის პროცესშია და მას ეს სტატუსი ჯერ მინიჭებული არა აქვს. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ 2017 წლის 17 ივნისს სე----- ი-–---მა განცხადებით მიმართა ქ.ძერჟინსკის შინაგან საქმეთა რაიონული დეპარტამენტის ხელძღვანელს და ითხოვა გამოძიების დაწყება მასზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, სადაც მიუთითებდა, რომ პარკში მის შვილთან ერთად ყოფნისას, როდესაც ისინი უნდა შეხვედროდნენ ვი--------- ი-–----ს, მას თავს დაესხა 2 მამაკაცი, იქ ასევე იყო მ----- კ------ს მძღოლი და ისინი ცდილობდნენ მისთვის შვილის მოტაცებას, თუმცა ვერ მოახერხეს. სე----- ილ----ს მითითებით, ეს განხორციელდა სწორედ მ----- კ------ს დაკვეთით. გამოძიების მასალებით კი დადგენილ--, რომ აღნიშნული განცხადების საფუძველზე, მასში მითითებულ ყველა ფაქტთან მიმართებაში სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე ითქვა უარი, ქმედებაში დანაშაულებრივი ნიშნების არ არსებობის გამო. გამოძიებამ ვერ მოიპოვა საკმარისი მტკიცებულებები ამ პირების მიმართ. ამდენად, გარდა სე----- ილ----ს ახსნა-განმარტებისა, საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ბავშვი იდევნება მ----- კ------ს ან რაიმე სექტის მიერ, ან კიდევ ბავშვზე განხორციელდა რაიმე სახის ძალადობა, რაც გამორიცხავს მისი განმარტების გაზიარების შესაძლებლობას;

 

4.46. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ 1980 წლის კონვენციის მე-13 მუხლთან მიმართებაში, მტკიცების ტვირთი ანუ, იმის დადასტურების ტვირთი, რომ სამი გამონაკლისიდან ნებისმიერი შეიძლება გამოყენებული იქნას კონკრეტულ სიტუაციაში, ეკისრება პირს, დაწესებულებას ან სხვა ორგანოს, რომელიც ეწინააღმდეგება დაბრუნებას. ეს გამომდინარეობს ფორმულირებიდან, რომელიც მოცემულ-- მე-13 მუხლში „თუკი პირი, დაწესებულება ან სხვა ორგანო, რომელიც მის დაბრუნებას ეწინააღმდეგება, დაადგენს, რომ […]”. პრაქტიკაში, პირი, რომელიც ეწინააღმდეგება დაბრუნებას, ჩვეულებისამებრ გამტაცებელი მშობელ--. მაშინ, როცა მტკიცების ტვირთი დარეგულირებულ-- 1980 წლის კონვენციაში, მტკიცების სტანდარტი გაწერილ-- იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონის შესაბამისად, რომელიც ამ დებულებას იყენებს. შესაბამისად, მე-13 მუხლის გამონაკლისებთან მიმართებაში, გამტაცებელ მშობელს ეკისრება მტკიცების ტვირთი. მას მოეთხოვება მტკიცებულებების წარმოდგენა, რომ დაასაბუთოს გამონაკლისის არსებობა მტკიცების სტანდარტის შესაბამისად, სხვა პროცედურულ მოთხოვნებთან ერთად, რომლებიც გამოიყენება იმ სახელმწიფოში, სადაც განაცხადია შესული;

 

4.47. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ მითითებულ ფაქტებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ ბელორუსის რესპუბლიკიდან გამოთხოვილი იქნა გამოძიების მასალები. აღნიშნული მასალებიდან არ დგინდება ბავშვის მიმართ ფიზიკური და სექსუალური ხასიათის ძალადობის განხორციელების ფაქტები (ხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 4.19. პუნქტი), უფრო მეტიც ამ მასალებიდან დგინდება, რომ თვითონ მამაც კი არ იყო დარწმუნებული ბავშვის მიმართ ასეთი ხასიათის ქმედების განხორცილებაში, იმ პირობებში, როდესაც მამისვე განმარტებით ბავშვისგან ამ ქმედებების თაობაზე ცნობილი გახდა ჯერ კიდევ 2017 წლის აპრილის თვეში, ხოლო მამა შესაბამის ორგანოებს მიმართავს მხოლოდ 7-8 თვის შემდეგ ნოემბრ-დეკემბრის თვეში, მაშინ, როდესავ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მოხდა დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და ამავე სასამართლოს სხდომებზე მამას არაფერი განუცხადებია აღნიშნულის შესახებ. მნიშვნელოვანია და საყურადღებოა ის გარემოება, რომ მამის მითითებით, ბავშვზე ფიზიკური და სექსუალური ხასიათის ქმედებები განხორციელდა სასამართლოს მიერ მეურვეობის საკითხის გადაწყვეტამდე. აღნიშნული ქმედებების თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა 2017 წლის მარტ-აპრილის თვეში, როდესაც მან შვილი წამოიყვანა დედისაგან და შენიშნა ხასიათის ცვლილებები. ამ მხრივ საყურადღებოა ის გარემოება, რომ ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოებისათვის მამას არ მიუმართავს იმთავითვე და არც ბელორუსიაში მეურვეობის საკითხზე გამართულ სასამართლო სხდომაზე მიუთითებია აღნიშნულზე. მეურვეობის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული 2017 წლის 28 ნოემბერს. უმნიშვნელოვანესია ის გარემოება, რომ მოცემული სამართალწარმოების ფარგლებში, იმ პირობებში, როდესაც ბავშვის მიმართ ჩატარდა სამი ფსიქოლოგიური გამოკლევა და მათ შორის ამბულატორიული კომპლექსური სასამართლო ფსიქოლოგ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, არ დადგენილა რაიმე სახის ფაქტი ,,უკვე განხორციელებული ფიზიკური და სექსუალური ხასიათის ქმედებების თაობაზე“, რაც ასეთის არსებობის შემთხვევაში, ცხადია ხელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენებდა სე----- ი-–---ს ბავშვზე მეურვეობის საკითხის გადაწყვეტისას. საყურადღებოა ისიც, რომ ამ საკითხთან მიმართებით სე----- ი-–---ა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე (08.10.2019 წ.) განმარტა, რომ მითითებული პერიოდისათვის (ბელორუსიაში გამართული სასამართლო სხდომის დროისათვის) არ იყო დარწმუნებული, იმაში, რომ ბავშვის მიმართ განხორცილელებული იქო რაიმე ხასიათის ძალადობა, ხოლო ასეთი ქმედებების გამოძიების მოთხოვნით, მხოლოდ მაშინ მიმართა მამამ შესაბამის ორგენოებს, რაც სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება ბავშვის მიმართ მეურვეობის საკითხის თაობაზე. ამდენად, გამოძიების მასალებით და არც წინამდებარე საქმის გამოკვლევისას ამ საქმეზე დადგენილი გარემოებებით არ დასტურდება არასრულწლოვან სე----- სე-----ს ძე ილ----ს მიმართ განხორციელებული სექსუალური და ძალადობრივი ქმედებების ფაქტები. საეჭვოა ის გარემოებაც, რომ სე----- ილ---- კონკრეტულ ფაქტებზე მიუთითებს სწორედ მურვეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, რომელიც მას არ მოსწონს და არ ეთანმება. აქედან გამომდინარე, დღეისათვის სააპელაციო პალატა საფუძვლ--ნად ფიქრობს, რომ მამის მიერ ჰააგის კონვენციის ფარგლებში ბავშვის დაბრუნების შემაფერხებელ საგამონაკლისო ნორმებზე მითითება, ბავშვის მიმართ ბელარუსიაში განხორციელებული შესაძლო ძალადობის გამო, ემსახურებოდა მხოლოდ საქმის განხილვის გაჭიანურებას და არა საფუძვლ--ნ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც პალატის მიერ გამოთხივილი მტკიცებულებების სრულყოფილი კვლევის შედეგადაც იქნა დადგენილი და შეფასებული. რაც საბოლოო ჯამში არ იძლევა საგამონაკლისო ნორმების გამოყენების შესაძლებლობას, რათა უარი ეთქვას ბავშვს მისი ჩვეული ადგილსამყოფლის ქვეყანაში - ბელარუსიაში დაბრუნებაზე;

 

4.48. „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს ეს შეხედულებანი ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, ამასთან, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა ბავშვის ასაკისა და მოწიფუ-–--ბის შესაბამისად. გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში №12 (2009), რომელიც ეხება ბავშვის უფლებას, მითითებულ--, რომ ბავშვის მიერ საკუთარი შეხედულებების თავისუფლად გამოხატვა ნიშნავს იმას, რომ არ უნდა მოხდეს ბავშვის მანიპულირება ან ბავშვი არ უნდა დაექვემდებაროს ზემოქმედებას ან ზეწოლას. ამასთან ერთად, „თავისუფლად“ თავისთავად დაკავშირებულ-- ბავშვის „საკუთარ“ შეხედულებებთან: ბავშვს გააჩნია უფლება, გამოხატოს თავისი შეხედულებები და არა - სხვების შეხედულებები;

 

4.49. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული და საქმეში წარმოდგენილი 09.08.2019წ. ფსიქოლოგიური შეფასების თანახმად, ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს ბავშვის განცდები დედის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ დედა მასთან არ ცხოვრობს, მისი სურვილ-- სამივემ ერთად იცხოვროს. შეფასების პროცესში გამოიკვეთა, რომ ბავშვს როგორც მამის, ასევე დედის მიმართ აქვს ურთიერთობის სურვილი და ემოციური საჭიროება. ბავშვისათვის ორივე მშობელი არის ძალ--ნ მნიშვნელოვანი და ღირებული. რაც შეეხება დედასთან ურთიერთობებსა და დამოკიდებულებებს შეფასების პროცესში განხორციელებული დაკვირვების შედეგად, დედასა და შვილს შორის სკაიპით ურთიერთობების პროცესში, იკვეთებოდა ბავშვის საიამოვნება და დადებითი დამოკიდებულება. ვი--------- ი-–----ს მიერ მიწოდებული აუდიო ჩანაწერებიდან გამოიკვეთა, რომ სე----- ილ---- ცდილობდა ბავშვს ეთქვა უარი დედასთან ურთიერთობაზე, ბავშვის თანდასწრებით შეურაცხმყოფელი, ბილწი სიტყვების მიყენებით. უფროსებს შორის დაძაბული საუბრის შემდეგ ბავშვს უსვამს შეკითხვებს: ,,გინდა დედასთან საუბარი, მე არ მინდა“, ბავშვი პასუხობს, რომ არ სურს დედასთან საუბარი, შემდეგ კი ითხოვს, რომ თავად უთხრას ეს დედას, ბავშვიც ეუბნება. ხოლო ერთ-ერთ ჩანაწერში, როდესაც დედა-შვილის საუბარს არ ესწრება სე----- ილ----, ბავშვი ამბობს, რომ მას სურს დედასთან შეხვედრა, თუმცა მამა არ აძლევს ამის უფლებას;

 

4.50. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ფსიქოლოგთან საუბრისას ბავშვი ყვება, რომ მასზე განხორციელდა სექსუალური ძალადობა მ----- კ------ს მხრიდან. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ბავშვი მიუთითებს მხოლოდ ორ გარემოებაზე: 1) მ----- კ-----მა ფეხი დააბიჯა სასქესო ორგანოზე, დედას ეძინა, მან დაიწყო ყვირილი, რაზეც დედას გაეღვიძა და მ-----ს დაუწყო ცემა; 2) მ----- კ-----მა მას მოსთხოვა სასქესო ორგანოს პირში ჩადება. ამ მხრივ სააპელაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, რომ მეორე ფაქტის თაობაზე გამოძიების მასალებში გაჟღერებული არ ყოფილა. ამდენად, ადგილი აქვს ახალ სექსუალური ქმედების თაობაზე მითითებას, რაც სასამართლოს უქმნის შინაგან რწმენას მოცემული ფაქტის არანამდვილობის შესახებ, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ მცირეწლოვანმა ბავშვმა აღნიშნული ფაქტის დეტალები გაიხსენა ორი წლის შემდეგ და აღნიშნულის თაობაზე არაფერი უთქვამს აქამდე, მეურვეობის საკითხის გადაწყვეტის ფარგლებში ბელორუსში ჩატარებული სამი გამოკვლევის დროს მაშინ, როდესაც სავარაუდო ძალადობის ფაქტები იყო ახალი მომხდარი;

 

4.51. მოცემული გარემოებებიდან გამომდინარე, გარდა სე----- ილ----ას ახსნა-განმარტებებისა, რომელმაც არამართლზომიერად გადაადგილა და დააკავა ბავშვი, ვინაიდან არ ეთანხმება ბელარუსის სასამართლოს გადაწყვეტილებას ვი--------- ი-–----სთვის ბავშვზე მეურვეობის მინიჭების თაობაზე, საქმეში არ არის წარმოდგენილი სარწმუნო და სათანადო მტკიცებულება, რომ არასრულწლოვან სე----- ილ----ს მიმართ ნამდვილად განხორციელდა რაიმე სახის ძალადობრივი და სექსუალური ხასიათის ქმედებები ან კიდევ ასეთს ადგილი ექნება მომავალში. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების შედეგად, პალატას ჩამოუყალიბდა იმის ვარაუდი, რომ არასრულწლოვნის განმარტებები წარმოადგენს მხოლოდ მამის ზეგავლენის შედეგს. ამასთან ბავშვის, ჩვეული ადგილსამყოფლის ქვეყანაში - ბელორუსიაში დაბრუნების შემდგომ, მამას ურჩება ლეგიტიმური უფლება სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დააყენოს ბავშვის მეურვეობის საკითხის გადახედვის საკითხი და აწარმოოს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები ბავშვის მეურვეობის მოსაპოვებლად;

 

4.52. „ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელ-- და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს;

 

4.53. ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესია, ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდა-განვითარებისათვის ყველა პირობა ჰქონდეს, რათა კონტაქტი არ დაიკარგოს მშობელთან, მიუხედავად მშობლების დაშორებისა. „ბავშვები უნდა იყვნენ განხილული არა როგორც მშობლების საკუთრება, არამედ, როგორც საკუთარი უფლებებისა და საჭიროებების მქონე ინდივიდები“ (ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, 31-ე სესია, რეკომენდაციები ბავშვთა უფლებების ევროპულ ქარტიაზე, ტექსტი მიღებული 04.10.1979წ.);

 

4.54. ბავშვთა საერთაშოორისო გატაცებას სერიოზული შედეგები მოსდევს ბავშვზე ფიზიკური და ფსიქიკური ზეგავლენის მხრივ. თუმცა, მშობლები, რომლებიც იტაცებენ ბავშვს, ხშირად ზერელედ განიხილავენ ამ მოუ-–--დნელი გამგზავრების ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ბავშვზე. ,,ბავშვის გატაცების“ ჭეშმარიტი მსხვერპლი არის თავად ბავშვი. სწორედ ის იტანჯება სტაბილურობის უეცარი დაკარგვის გამო, სწორედ ის ღებუ-–--ბს ტრავმას მშობელთან განშორების გამო, განიცდის მისი სტაბილურობის უცაბედ რღვევას, მის აღმზრდელ მშობელთან კონტაქტის ტრავმულ გაწყვეტას, გაურკვევლობას და გაღიზიანებას, რაც მოჰყვება უცხო ენასთან, უცხო კულტურულ პირობებთან, უცნობ ხალხთან შეგუების აუცილებლობას. ბავშვის სხვა ქვეყანაში გატაცებით, წამყვანი მშობელი არა მხოლოდ ართმევს უკან დარჩენილ მშობელს კონტაქტის საშუალებას თავის შვილთან, და საპირისპიროდ (შვილს-მშობელთან), არამედ ასევე ართმევს ბავშვს საშუალებას კონტაქტი ჰქონდეს მისთვის ნაცნობ გარემოსთან (მის „სახლთან“, სკოლასთან, სათამაშოებთან და მეზობლებთან, მის მეგობრებსა და/ან ოჯახთან). ვინაიდან ეს ბავშვები ხშირად მცირეწლოვნები არიან (საშუალოდ 6 წლის), უცაბედი წყვეტა, თუნდაც მცირე დროით, შეიძლება დამაზიანებელი იყოს, სხვათა შორის, ბავშვის ემოციური განვითარების თვალსაზრისით;

 

4.55. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის, უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასა და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულ-- ბავშვის აუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, # 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, # 28945/95, 10.05.2001, პარ.72) - შდრ. ასევე,სუსგ #ას-967-916-2015, 25.02.2016წ);

 

4.56. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ’’ 1980 წლის 25 ოქტომბრის ჰააგის კონვენციის შესაბამისად და მისი მიზნებიდან გამომდინარე, ბელარუსის რესპუბლიკიდან არამართლზომიერად გადაადგილებული და დაკავებული არასრულწლოვნის - 2013 წლის 27 აპრილს დაბადებული სე----- სე-----ს ძე ი-–---ს ბელარუსის რესპუბლიკაში საცხოვრებლად დაბრუნება, სრულად შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. მითითებული კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, ბავშვის ინტერესია არ იყოს მოწყვეტილი მის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილს. ჰააგის კონვენციის მიზანია დაუყოვნებლივ აღდგეს status quo, რომელიც უკანონოდ ირღვევა პირის მიერ, რომელმაც არამართლზომიერად გადაადგილა და დააკავა ბავშვი, ამ უკანასკნელის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის ქვეყანაში დაბრუნების გზით. ამის შემდეგ უკვე ბავშზე ზრუნვის და მისი საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებული დამატებითი პრეტენზიების განხილვა ხდება იმ ქვეყნის სასამართლოში. მიმდინარე სამართალწარმოების მიზანი კი არ არის ამგვარი არსებითი საკითხების განხილვა. ეს საკითხები ხვდება ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის ქვეყნის სასამართლოების ექსკლუზიური იურისდიქციის სფეროში. მეორე მხრივ კი სააპელაციო პალატა ვერ ხედავს ვერანაირ მიზეზს, რომ ბელორისის სასამართლომ ბავშვის მეურვეობის საკითხის გადაწყვეტისას გამოიტანა თვითნებური დასკვნები არგუმენტებიდან, რომლებიც თავისუფლად იქნა წარდგენილი შეჯიბრებითი სამართალწარმოებისას. ხოლო ვინაიდან არ დადასტურდა წინამდებარე კონვენციის საგამონაკლისო წესით დადგენილი რომელიმე გარემოება, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სე----- სე-----ს ძე ილ----ს ბელორისში დაბრუნების დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება;

 

4.57. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;

 

4.58. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულ--, რომ მისი სამართლებრივი საფუძლ--ნობის შეფასება შეუძლებელ--;

 

4.59. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე;

 

4.60. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი საფუძვლ--ნია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ვი--------- ი-–----ს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს; 2013 წლის 27 აპრილს დაბადებული სე----- სე-----ს ძე ილ---- უნდა დაუბრუნდეს დედას 24.05.1989წ. დაბადებულ ვი--------- ი-–----ს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. ვი--------- ი-–----ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ვი--------- ი-–----ს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს; სე----- სე-----ს ძე ილ---- (დაბადებული: 2013 წლის 27 აპრილს, პ/ნ.: 7-------------) უნდა დაბრუნდეს ბელარუსიის რესპუბლიკაში, დედასთან - ვი--------- ი-–----სთან (დაბად.: 24.05.1989წ., პ/ნ.: 4-------------) მცხოვრები ბელარუსის რესპუბლიკა, ქ.შ--–----, დ-------------ს ქ. №15 და სე----- სე-----ს ძე ილ----ს ბელორუსიაში დაბრუნება უნდა უზრუნველყოს დედამ - ვი--------- ი-–----მ (დაბად.: 24.05.1989წ. პ/ნ.: 4-------------).

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ” ქვეპუნქტის საფუძველზე, მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ვი--------- ი-–----ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. ვი--------- ი-–----ს მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;

 

4. სე----- სე-----ს ძე ილ---- (დაბადებული: 2013 წლის 27 აპრილს, პ/ნ.: 7-------------) დაბრუნდეს ბელარუსიის რესპუბლიკაში, დედასთან - ვი--------- ი-–----სთან (დაბად.: 24.05.1989წ., პ/ნ.: 4-------------) მცხოვრები ბელარუსის რესპუბლიკა, ქ.შ--–----, დ-------------ს ქ. №15;

 

5. სე----- სე-----ს ძე ილ----ს ბელორუსიაში დაბრუნება უზრუნველყოს დედამ - ვი--------- ი-–----მ (დაბად.: 24.05.1989წ. პ/ნ.: 4-------------);

 

6. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

8 გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილ-- გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულ-- გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელ--.

 

მოსამართლეები: ლაურა მიქავა (თავმჯდომარე)

 

ირმა პერანიძე

 

თ----- სვანიძე