განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.02.2020
საქმის ნომერი
080210019003129679
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210019003129679

საქმე №2/ბ-1318-2019

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 თებერვალი, 2020 წელი ქ. ქ-------ი

 

ქ-------ის სააპელაციო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: თამარ სვანიძე

მოსამართლეები: ლაურა მიქავა

თეიმურაზ სიხარულიძე

 

სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე

 

აპელანტი - ო----- ს--------

წარმომადგენელი- ლ---- ლ--------

 

მოწინააღმდეგე მხარე - ს------ ო--------ი

წარმომადგენელი- ვ--–------ გ--------ე

 

თანამოპასუხე არასრულწლოვანი - ა--- ო--------ი

არასრულწლოვნის საპროცესო წარმომადგენელი (მესამე პირი) - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

 

ცენტრალური ორგანო- საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

 

დავის საგანი - არამართლზომიერად გადაადგილებული და დაკავებული ბავშვის დაბრუნება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. 2019 წლის 02 აგვისტოს, ქ-------ის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (შემდგომში: სამინისტრო; ცენტრალური ორგანო), არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის, 2013 წლის 06 აპრილს დაბადებული ა--- ო--------ის უკრაინაში დაბრუნების საკითხის გადაწყვეტის თხოვნით.

2. სამინისტროს განმარტებით: 2019 წლის 10 ივნისს, "ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის კონვენციის ფარგლებში განსაზღვრულ საქართველოს ცენტრალურ ორგანოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტს მიმართა უკრაინის ცენტრალურმა ორგანომ, უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს მოქალაქის ს------ ო--------ის მიერ არასრულწლოვანი შვილის, ა--- ო--------ის სავარაუდო არამართლზომიერი გადაადგილების ფაქტთან დაკავშირებით. უკრაინის ცენტრალური ორგანოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად ა--- ო--------ი დაიბადა საქართველოში; 2018 წლიდან 2019 წლის შუა რიცხვებამდე ის მშობლებს შორის არსებული ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მუდმივად ცხოვრობდა დედასთან – ო----- ს--------სთან ერთად უკრაინაში, ქ. კ---ში. 2019 წლის 19 იანვარს მამამ, ს------ ო--------მა არასრულწლოვანი დედის თანხმობის გარეშე გადაადგილა საქართველოს მიმართულებით.

3. ო----- ს--------ს განმარტებით, მისი არასრულწლოვანი ქალიშვილი ა--- ო--------ი 2018 წლის სექტემბრიდან, 2019 წლის იანვრის შუა რიცხვებამდე მუდმივად ცხოვრობდა დედასთან, უკრაინაში ქ. კ---ში. ვ---–--–--- ქ. ს.N 50/38 ბ. 61. 2019 წლის 12 იანვარს, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე მოსარჩელემ არასრულწლოვანი შვილი დროებით, 2019 წლის 21 იანვრამდე გადასცა მეუღლეს – 1978 წლის 05 აგვისტოს დაბადებულ, საქართველოს მოქალაქე ს------ ო--------ს, რომელიც დროებით იმყოფებოდა უკრაინაში, ქ. კ---ში. ბავშვის ყველა დოკუმენტი, კერძოდ საზღვარგარეთის პასპორტი, დედამ დაიტოვა თავისთან. რაიმე ფორმით თანხმობა ბავშვის ქალაქგარეთ ან უკრაინის სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ გაყვანის თაობაზე მეუღლისათვის არ მიუცია.

4. ს------ ო--------ი საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო 2019 წლის 22 იანვარს, თუმცა ქალიშვილის დასაბრუნებლად შეხვედრის ადგილისა და დროის შესათანხმებლად დაკავშირების მცდელობისას მან უარი განაცხადა საუბარზე. ხოლო მას შემდეგ, რაც ო----- ს--------მ მოითხოვა ბავშვის დაბრუნება და გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მიმართავდა პოლიციას, ს------ ო--------მა შეწყვიტა ტელეფონზე პასუხი, ასევე არ პასუხობდა შეტყობინებებს. 2019 წლის 23 იანვარს, მოპასუხემ გამოუგზავნა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ მისი ქალიშვილი იმყოფებოდა საქართველოში, ქ. ბ------ში. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ მეუღლემ ქალიშვილთან ერთად გადაკვეთა უკრაინის სახელმწიფო საზღვარი და დაბრუნდა საქართველოში, ჯერ კიდევ 2019 წლის 19 იანვარს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სავარაუდოდ 2019 წლის 19 იანვარს ს------ ო--------მა უკანონოდ, დედის თანხმობის გარეშე გაიტაცა არასრულწლოვანი ა--- ო--------ი, გადაკვეთა უკრაინის საზღვარი და გადაიყვანა ბავშვი საქართველოში, ქ. ბ------ში.

5. ო----- ს--------ს განმარტებით: ბავშვის ყველა დოკუმენტი, კერძოდ კი, საზღვარგარეთის პასპორტი იყო დედის განკარგულებაში, მისთვის არ არის ცნობილი თუ რა დოკუმენტის საფუძველზე გადაკვეთა უკრაინის საზღვარი ა--- ო--------მა.

6. უკრაინის სამოქალაქო კოდექსის 242–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მშობლები არიან კანონიერი წარმომადგენლები თავიანთი მცირეწლოვანი და არასრულწლოვანი შვილებისა. შესაბამისად, დედას ჰქონდა უფლება, მიეღო ინფორმაცია თავისი მცირეწლოვანი ქალიშვილის - ა--- ო--------ის შესახებ.

7. უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უკრაინის ტერიტორიაზე ბინადრობის ვადის გაგრძელების ან დროებითი ბინადრობის ვადის შემცირების შესახებ, 2012 წლის 15 თებერვლის უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებული N150 დადგენილების მე-11 პუნქტის დებულებებით დადგენილი წესის თანახმად, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის დამადასტურებელი საპასპორტო დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში საჭიროა დაუყონებლივ, წერილობით ეცნობოს დმს - სახელმწიფო მიგრაციული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს ან ქვედანაყოფს, რომელიც ვალდებულია გასცეს ცნობა და გაგზავნოს შესაბამისი შეტყობინება სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ადმინისტრაციაში. ასეთ შემთხვევაში, უკრაინის ტერიტორიაზე უცხოელის და მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნის ვადის გაგრძელების ან მათი უკრაინიდან გამგზავრების საკითხი გადაწყდება მას შემდეც, რაც ისინი მიიღებენ მოქალაქეობის ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ან წარმოშობის ან უცხოელის მუდმივ საცხოვრებელ საპასპორტო დოკუმენტს ან დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს მოქალაქეობის არმქონეს პირადობას პირადი განცხადების, სახელმწიფო მიგრაციული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს ან ქვედანაყოფის მიერ გაცემული ცხნობის ასლს, ასეთი დოკუმენტის დაკარგვის შესახებ და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ადმინისტრაციის მიერ გაცემული, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ ცნობის წარდგენის საფუძველზე (იმ შემთხვევაში, თუ ყოფნის ვადა უკანასკნელი შესვლის დროს არ გაგრძელებულა).

მოპასუხის პოზიცია:

8. მოპასუხე ს------ ო--------მა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2011 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოსარჩელე ო----- ს--------სთან. აღნიშნული დროიდან ისინი ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ ქ. ბ------ში, ს------ ო--------ის საკუთრებაში არსებულ ბინაში. 2013 წლის 6 აპრილს შეეძინათ ქალიშვილი ა--- ო--------ი. შვილის შეძენის შემდეგ მეუღლეები ცხოვრებას აგრძელებდნენ საქართველოში, ს------ ო--------ის საკუთრებაში არსებულ ბინაში.

9. ს------ ო--------ი არის სტომატოლოგი და გააჩნია თავისი სტომატოლოგიური კლინიკა, კერძოდ შპს „რ-----–----------“. თავისი საქმიანობიდან გამომდინარე იგი საქმიანი ვიზიტით მიემგზავრება ხოლმე საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის უკრაინაში. მოპასუხე ო----- ს-------- უკრაინის მოქალაქეა და იგი წარმოშობით უკრაინიდანაა, კერძოდ ქალაქ კ---იდან. როდესაც დაიბადა ა--- ო--------ი, ო----- ს--------ს ხშირად ჩაყავდა იგი უკრაინაში თავისი ნათესავებისა და ახლობლების მოსანახულებლად. მათი უკრაინაში ყოფნის პერიოდი ხშირად არ აღემატებოდა 1 თვეს, იშვიათ შემთხვევაში 45 დღეს. მოცემული ფაქტი დასტურდება ა--- ო--------ის მიერ როგორც უკრაინის ასევე საქართველოს საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციით. წარმოდგენილი ინფორმაცია ცხადყოფს, რომ ა--- ო--------ს, მისი დაბადებიდან 2015 წლის 10 მარტამდე, დროის უდიდესი ნაწილი საქართველოში აქვს გატარებული. 2015 წლის 6 თებერვლიდან მოსარჩელე ს------ ო--------ი და მოპასუხე ო----- ს-------- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან. 2015 წლის მარტის თვის შემდეგ ა--- ო--------ი 8 ჯერ არის შესული უკრაინაში და დაბრუნებული საქართველოში და წლის განმავლობაში მისი უკრაინაში ყოფნის დრო არ აღემატება საერთო ჯამში 3 თვეს. რაც შეეხება ო----- ს--------ს, იგი გაცილებით მეტი სიხშირით კვეთდა საქართველო უკრაინის საზღვარს, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ თავის შვილს, ა--- ო--------ს იგი ხშირად ტოვებდა საქართველოში.

10. ა--- ო--------ის საქართველოში და უკრაინაში ყოფნის დროის ხანგრძლივობის ურთიერთ შედარებით აშკარად დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ა--- ო--------ის ჩვეულებრივი, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი დაბადებიდან დღემდე იყო და არის საქართველო და არა უკრაინა. მოცემული ასევე დასტურდება ო----- ს--------სა და ს------ ო--------ის 2018 წლის 14 ივნისით დათარიღებული და ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით. უკრაინაში გამგზავრებამდე 2 დღით ადრე მშობლების მიერ გაცემული ზემოთაღნიშნული განცხადება თანხმობა, ცალსახად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ა--- ო--------ის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი ყოველთვის იყო საქართველო, კერძოდ ქ. ბ------ი.

11. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, 2018 წლის 4 სექტემბერს ს------ ო--------ი, თავის ძმასთან, ვ---- ო--------თან ერთად, საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა სტომატოლოგიურ გამოფენაზე და კონგრესში მონაწილეობის მისაღებად უნდა გამგზავრებულიყო უკრაინაში ქალაქ კ---ში, მასთან ერთად გამგზავრებისა და მშობლების მონახულების სურვილი გამოთქვა ო----- ს--------მაც. ისინი მათ არასრულწლოვან შვილთან ა--- ო--------თან ერთად გაემგზავრენ უკრაინაში, კერძოდ ქ. კ---ში. კ---ში ჩასვლის შემდეგ ო----- ს--------მ თავდაპირველად სურვილი გამოთქვა ცოტახნით დარჩენილიყო უკრაინაში, რადგან დედას ოპერაცია უნდა გაეკეთებინა ფეხზე და ოპერაციის შემდეგ მოუვლიდა მას. გამოფენის დასრულების შემდეგ ს------ ო--------ი თავის ძმასთან ვ---- ო--------თან ერთად დაბრუნდა საქართველოში, ხოლო ო----- ს-------- ა--- ო--------თან ერთად დარჩა უკრაინაში ოპერაციის შემდგომ პერიოდისათვის დედის მოვლის მოტივით.

12. 2018 წლის 27 ოქტომბერს, ს------ ო--------მა ჩააკითხა უკრაინაში მეუღლესა და შვილს, საიდანაც ერთად უნდა დაბრუნებულიყვნენ საქართველოში. ო----- ს--------მ განუცხადა, რომ დაკარგა ბავშვის პასპორტი, რაც შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენდა მის საქართველოში დაბრუნებისათვის. ისინი შეთანხმდნენ, რომ ო----- ს-------- და ა--- ო--------ი ახალწელს უკრაინაში შეხვდებოდნენ ო----- ს--------ს მშობლებთან ერთად. უკრაინაში ყოფნის პერიოდში ო----- ს-------- შეეცდებოდა მოეძებნა ბავშვის პასპორტი. ს------ ო--------ი საქართველოში დაბრუნდა 2018 წლის 03 ნოემბერს.

13. შეთანხმებისამებრ, 2019 წლის 12 იანვარს ს------ ო--------ი ჩავიდა უკრაინაში, ქალაქ კ---ში. ო----- ს--------მ განუცხადა, რომ ბავშვის პასპორტი ვერ იპოვა. ს------ ო--------ი იძულებული გახდა მიემართა საქართველოს საკონსულოსათვის, ბავშვის საქართველოში გამგზავრებისათვის საჭირო საბუთის მიღების მიზნით. იმ დროისათვის უკრაინაში ჩავიდნენ ს------ ო--------ის მშობლებიც, რომლებსაც სურდათ საახალწლოდ რამდენიმე დღე შვილიშვილთან ერთად გაეტარებინათ კ---ში, ხოლო შემდეგ ერთად დაბრუნებულიყვნენ საქართველოში. ო----- ს--------მ ს------ ო--------ს განუცხადა, რომ იგი ცოტა ხნით კიდევ დარჩებოდა უკრაინაში მშობლებთან, ხოლო ს------ ო--------ი შვილთან ა--- ო--------თან ერთად დაბრუნებულიყო საქართველოში და რომ ისიც მალე დაუბრუნდებოდა ოჯახს საქართველოში. 2019 წლის 19 იანვარს ს------ ო--------ი, შვილთან და მშობლებთან ერთად დაბრუნდა საქართველოში. მოგვიანებით ო----- ს-------- დაუკავშირდა ს------ ო--------ს, აცნობა რომ აღარ აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას და ცხოვრებას, სთხოვა მათი შვილი ა--- ო--------ი დაებრუნებინა უკრაინაში. მოცემული ფაქტი მოულოდნელი იყო ს------ ო--------ისათვის. ს------ ო--------მა შვილის უკრაინაში ჩაყვანაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ს------ ო--------ი წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეს და შესაბამისად ა--- ო--------მაც საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვა დაბადებით. ა--- ო--------ი არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც 2018 წლის 16 ივნისიდან რეგისტრირებულია ქ. ბ------ში, ვ------- გ---------–-----------------ში მდებარე N9- ბინაში, ასევე ა--- ო--------ზე 2015 წელს გაცემული იქნა საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

14. ს------ ო--------ისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა ო----- ს--------ს მიერ წარდგენილი ცნობა, გაცემული ქ. ბ------ში უკრაინის საკონსულოს სააგენტოს მიერ, 2013 წლის 29 აპრილს, რომლის თანახმადაც ა--- ო--------ი რეგისტრირებულია უკრაინის მოქალაქედ.

15. ს------ ო--------ს სურს, რომ ა--- ო--------ი ცხოვრობდეს საქართველოში, რადგან მიაჩნია, რომ ბავშვის ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის სწორედ საქართველოშია შექმნილი იდეალური გარემო. კერძოდ, ა--- ო--------ი არის 6 წლის, იგი საქართველოს მოქალაქეა, დაბადებიდან ცხოვრობს ბ------ში, მამის ოჯახში, სადაც თავს გრძნობს კარგად, უზრუნველყოფილია საუკუთესო საცხოვრებელი პირობებით, სურს ბ------ში მამასთან ცხოვრება, ბ------ში დადის სკოლაში, ეუფლება ინგლისურ ენას და ჰყავს მეგობრები. ამავდროულად მამას, ს------ ო--------ს გააჩნია საკმარისი შემოსავლები, რათა უზრუნველყოს შვილის აღზრდა-განვითარებისათვის საუკეთესო პირობების არსებობა.

16. რაც შეეხება დედას ო----- ს--------ს, შესაძლებელია მას ქონდეს იმის ფინანსური შესაძლებლობა, რომ უზრუნველყოს ბავშვის ნორმალური საცხოვრებელი პირობები. თუმცა თავად ა--- ო--------ი გამოთქვამს სურვილს ცხოვრება გააგრძელოს საქართველოში, რადგან აქ თავს გაცილებით უკეთ გრძნობს, ვიდრე უკრაინაში ყოფნისას 2018 წლის 04 სექტემბრიდან, 2019 წლის 19 იანვრამდე.

17. მხარეები არასდროს შეთანმებულან ა--- ო--------ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად უკრაინაში, დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ.

18. მოპასუხე მხარის განმარტებით საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ს------ ო--------ს, როგორც ა--- ო--------ი მამას შეზღუდული აქვს ა--- ო--------ის მეურვეობის უფლება და ეს უფლება მინიჭებული აქვს მხოლოდ დედას.

19. მოპასუხის მითითებით, მას სრული უფლება ქონდა უკრაინიდან საქართველოში გამომგზავრებულიყო თავის შვილთან ა--- ო--------თან ერთად ო----- ს--------ს თანხმობის გარეშეც კი. მოცემულის ნათელი დადასტურებაა ისიც, რომ მან თავის შვილთან ერთად თავისუფლად გადაკვეთა როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს საზღვარი.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, რომ ა--- ო--------ის არამართლზომიერ გადაადგილებას ადგილი არ ქონია და არ არსებობს მისი უკრაინაში დაბრუნების საფუძველი ზემოაღნიშნული კონვეციის შესაბამისად.

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია:

21. 2019 წლის 06 სექტემბრის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის თანახმად, 2019 წლის 18 აგვისტოს, ა--- ო--------ის სოციალური გარემოს და საცხოვრებელი პირობების შეფასების მიზნით განხორციელდა ვიზიტი ს------ ო--------ის საცხოვრებელ მისამართზე: ქ. ბ------ში, გ---------–-------------- ბინა N9-. ვიზიტის დროს სახლში იმყოფებოდა ს------ ო--------ი თავის არასრუწლოვან შვილთან - ა--- ო--------თან (დაბ. 06.04.13წ.) ერთად.

22. ს------ ო--------ის გადმოცემით, იმის შემდეგ რაც დამოუკიდებლად ცხოვრობს შვილთან-ა--- ო--------თან ერთად, უფრო მეტად არის ჩართული შვილის ცხოვრებაში (კვება, ჰიგიენის მოწესრიგება, სეირნობა, პედაგოგთან ტარება), თუმცა ნაწილობრივ ეხმარებიან თავისი მშობლები და ნათესავები (ა--- ო--------ის სადილი, პედაგოგთან მიყვანა ან წამოყვანა), რომლებიც ცხოვრობენ ქ. ბ------ში, ს------ ო--------ის საცხოვრებელთან ახლოს. ის სათანადო მნიშვნელობას ანიჭებს შვილის მოვლა - მეთვალყურეობის საკითხებს. ს------ ო--------ი თვლის, რომ ა--- დაცული იქნება ქ. ბ------ში, მოვლა და მეთვალყურეობა ექნება სათანადო, სადაც გოგონა დაიბადა, დადიოდა საბავშვო ბაღში, ჰყავს ნათესავები და მეგობრები, ა--- ო--------ი ამჟამად არის სკოლა „ე----------“-ის პირველი კლასის მოსწავლე.

23. საქართველო, ქ. ბ------ი არ არის ა--- ო--------ისთვის დროებითი საცხოვრებელი ადგილი, გოგონა ადაპტირებულია ამ გარემოში, ქ. ბ------ი არის ბავშვისთვის მშობლიური გარემო.

24. სოციალური მუშაკის ვიზიტს ა--- ო--------ი შეხვდა დადებითად, შეკითხვებს პასუხობდა ადეკვატურად, გამოხატავდა დადებით ემოციებს მამის მიმართ, ბავშვის მხრიდან არ ჰქონდა ადგილი აგრესიას, ტირილს, სიჯიუტეს, ისაუბრა თავის სურვილებზე და ინტერესებზე.

25. დასკვნის თანახმად, სასურველია, მშობლები გაგებით მოეკიდონ შვილზე ზრუნვის საკითხებს, არასრულწლოვანის გამგზავრება უკრაინაში ამ ეტაპზე იქნება უფრო მეტად მატრავმირებელი (კონკრეტული ფაქტების გათვალისწინებით), ვიდრე საქართველოში დარჩენა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ უკრაინის რესპუბლიკაში გოგონა იმყოფებოდა პერიოდულად და მცირე დროის განმავლობაში. სასურველია მცირეწლოვანი ა--- ო--------ის ეტაპობრივად შემზადება მოსალოდნელი ცვლილებებისათვის.

26. მეურვეობისა და მზრუნველყობის ორგანოს წარმომადგენელმა, პირველი ინსტანციიის სასამართლოს სხდომაზე დამატებით განმარტა, რომ ა--- ო--------ი დაბადების შემდეგ მშობლებთან ერთად ცხოვრობდა ქ. ბ------ში. ორივე მშობელი სათანადოდ ზრუნავს შვილზე და ა--- ო--------ს მშობლის მიმართ აქვს განსაკუთრებული ემოციური კავშირი. არ დასტურდება, რომ რომელიმე მშობელი დამოუკიდებლად ახორციელებდა მეურვეობის უფლებას. ასევე არ აქვთ შეზღუდული მშობლის უფლება. ბავშვი მუდმივად ცხოვრობდა ბ------ში, პერიოდულად იმყოფებოდა უკრაინაში. მისი საცხოვრებელი ადგილი არის ბ------ი. ა--- ო--------ი ქ. ბ------ში დადიოდა ბაღში, წრეებში, ამჟამად სკოლაშიც რეგისტრირებულია ქ. ბ------ში. ბავშვი ადაპტირებულია ბ------ში. ადგილი არ აქვს ა--- ო--------ის არამართლზომიერად დაკავებას. მამას ქონდა სამართლებრივი უფლება გადმოეკვეთა საზღვარი ბავშვთან ერთად, შესაბამისად არამართლზომიერად გადაადგილებასაც არ აქვს ადგილი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

27. ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით: ო----- ს--------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 აგვისტოს ბრძანება, არასრულწლოვანი ა--- ო--------ის (დაბ. 06.04.2013წ. პ/ნ 6----------) გადაადგილების შეზღუდვის შესახებ.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

28. ო----- ს-------- და ს------ ო--------ი 2011 წლიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ ხოლო 2015 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში, 2013 წლის 06 აპრილს, შეეძინათ შვილი, ა--- ო--------ი.

29.ა--- ო--------ი არის, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის მოქალაქე. ა--- ო--------ი 2018 წლის 14 ივნისიდან რეგისტრირებულია მისამართზე - ქ. ბ------ი, ვ------- გ---------–-ს ქ. # 1---- ბ. 9-.

30.ო----- ს-------- და ს------ ო--------ი შვილთან ერთად ცხოვრობდნენ საქართველოში ქ. ბ------ში. ო----- ს-------- პერიოდულად მიემგზავრებოდა უკრაინაში, ქ. კ---ში და ბრუნდებოდა საქართველოში. 2018 წლის სექტემბრის თვეში კვლავ გაემგზავრა უკრაინაში, საიდანაც დაბრუნდა 2019 წლის 06 აპრილს. ო----- ს--------ს განმარტებით იგი მუდმივად ცხოვრობს უკრაინაში, ქ. კ---ში, პერიოდულად ჩამოდის საქართველოში შვილის მოსანახულებლად.

31. ს------ ო--------ი მუშაობს საქართველოში, ქ. ბ------ში, შპს „რ-----–-------ში“ თერაპევტ - სტომატოლოგის თანამდებობაზე, მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 600 ლარს. ს------ ო--------ი ასევე მუშაობს შპს ო-----ში, თერაპევტ - სტომატოლოგის თანამდებობაზე, მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 600 ლარს.

32. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბ------ის სოციალური მომსახურების ცენტრის, 2019 წლის 06 სექტემბრის დასკვნის თანახმად, ს------ ო--------ი ცხოვრობს ქ. ბ------ში, გ---------–-ს ქ. N------ ბინა N9-, თავის არასრუწლოვან შვილთან - ა--- ო--------თან (დაბ. 06.04.13წ.) ერთად.

33. ს------ ო--------ის საცხოვრებელი წარმოადგენს 168 კვ.მ ბინას, სადაც განლაგებულია 2 საძინებელი, 1 საბავშვო ოთახი, მისაღები სამზარეულოთი, საცხოვრებელში არის კარგი საყოფაცხოვრებო პირობები, აქვთ თანამედროვე რემონტი და ავეჯი, ოთახები არის ნათელი, მზიანი, საცხოვრებელში არის აუცილებელი ავეჯი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, საცხოვრებელს აქვს ნახევრადღია აივნები, დაცულია არასრულწლოვნის უსაფრთხოება.

34. მოსარჩელე ო----- ს-------- მუშაობს უკრაინაში, ქ. კ---ში, კერძო საწარმო სტომატოლოგიურ კლინიკაში „ა----„-ის მთავარი ექიმის თანამდებობაზე. აქვს სტაბილური შემოსავალი, რითაც შეძლებს იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე. ცხოვრობს ქ. კ---ში, ვ---–--–--- ქ. N----------. ბინა მდებარეობს 10 სარულიანი სახლის მე-6 სართულზე, შედგება 4 ოთახისაგან: საერთო ფართი 122 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი 72 კვ.მ. ბინა არის კეთილმოწყობილი, სანიტარული და ჰიგიენური მდგომარეობა შეესაბამება ნორმის ფარგლებს, ბინაში არის თანამედროვე რემონტი, მოწყობილია საჭირო ავეჯით, აღჭირვილია საყოფაცხოვრებო ტექნიკით, ინტერიერის ნივთებით და სხვ. მცირეწლოვანი ა--- ო--------ისათვის გამოყოფილია ცალკე ოთახი, სადაც ბავშვს გააჩნია სასწავლო კუთხე (მაგიდა, თაროები,) და სათამაშო კუთხე, უზრუნველყოფილია ტანსაცმლით ყველა სეზონისათვის, აქვს სათამაშოები და წიგნები, აქვს საძინებელი (ორადგილიანი საწოლი, დედასთან ერთად) საგარდერობო კარადა და სხვ. ბავშვისთვის შექმნილია სათანადო პირობები ცხოვრებისთვის და ჰარმონიული განვითარებისთვის.

35. პ------–---ს რაიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ფიზიკური პირების საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის საკითხების განყოფილების მიერ გაცემული, საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის შესახებ ცნობის თანახმად- ო----- ს-------- რეგისტრირებულია მისამართზე- ქ. კ---ი, პ------–---ს რაიონი, ვ---–------ ქუჩა, სახლი N--------------, 2004 წლის 28 დეკემბრიდან დღემდე. ცნობა გაცემულია 2019 წლის 04 თებერვალს.

36. საქართველოს იუსტიციის სამინისტრის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, 2019 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ო----- ს--------ს საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

37.2018 წლის 14 ივნისს, ნოტარიუს ნ----- ფ------ს მიერ დამოწმებულ იქნა ო----- ს--------სა და ს------ ო--------ის განცხადება, რომლის თანახმად მხარეები თანხმობას აცხადებნენ მათი მცირეწლოვანი შვილი - 2013 წლის 06 აპრილს დაბადებული ა--- ო--------ი გაემზავროს საზღვარგარეთ, ნებისმიერი მიმართულებით და დაბრუნდეს უკან საქართველოში, მარიცა ო--------ის და ა-----------------ს თანხლებით, განცხადება ძალაშია 2023 წლის 14 ივლისის ჩათვლით და განკუთვნილია მრავალჯერადი გამოყენებისათვის.

38. 2018 წლის 27 აგვისტოს, ა--- ო--------ის სახელით ო----- ს--------ს და შპს სპორტს პაკს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, სპორტულ-გამაჯანსაღებელი მომსახურების მიწოდების თაობაზე. ა--- ო--------ი 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის იანვრის ჩათვლით იყო უკრაინაში, ქ. კ---ში ბავშვთა სივრცე „B--------”-ის აღსაზრდელი, სადაც იმყოფებოდა დილის 8 საათიდან 19 საათამდე, გარდა სტანდარტული მეცადინეობებისა ა--- ესწრებოდა ჰიპ- ჰოპის, ინგლისური ენის, სამეჯლისო ცეკვის, მუსიკის, ვოკალის, კაპოიერას, ტანვარჯიშისა და ფერწერის გაკვეთილებს.

39. ა--- ო--------ი 2016 წლის სექტემბრიდან, 2018 წლის 28 ივნისამდე საქართველოში, ქ. ბ------ში იყო სტუდია „ჩ---------–--“ აღსაზრდელი. 2019 წლის 23 იანვრიდან სკოლა ლიცეუმ მასტერკლასის, სტუდია მასტერკლასის აღსაზრდელი. 2019 წლის 28 იანვრიდან სწავლობდა მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების და დამატებითი განათლების ცენტრში „G-------------------------”.

40. 2019 წლის 10 თებერვლიდან ა--- ო--------ი გადიოდა პროგრამას „ინგლისური ენა“ მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების და დამატებითი განათლების ცენტრში „G-------------------------”.

41. ა--- ო--------ი ამჟამად არის შპს „სკოლა ე----------“-ის პირველი კლასის მოსწავლე. ა--- ო--------ი აღრიცხვაზე იმყოფება შპს ქ. ბ------ი N-- პოლიკლინიკაში.

42.დადგენილი იქნა, რომ ა--- ო--------ი, დედასთან ო----- ს--------ს და ვიტა ს--------სთან ერთად, 2019 წლის 15 თებერვალს, 2019 წლის 19 თებერვლამდე მიემგზავრებოდა რომში.

43.დადგენილი იქნა, რომ ა--- ო--------ი 2019 წლის 19 იანვარს, მამასთან ს------ ო--------თან ერთად დაბრუნდა უკრაინიდან საქართველოში.ს------ ო--------ი არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს საქართველოში.

44.ო----- ს-------- და ს------ ო--------ი არ არიან განქორწინებულები.

45. უფლებამოსილი ორგანოს მიერ, უკრანაში ან/და საქართველოში არასრულწლოვანი ა--- ო--------ის საცხოვრებელი ადგილი განსაზღვრული არ არის.

46.ბავშვის დაბრუნების მოთხოვნით მოსარჩელემ საქართველოს საელჩოს საკონსულო განყოფილებაში - უკრაინაში, განცხადება წარადგინა 2019 წლის 25 აპრილს. ცენტრალურმა ორგანომ - საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, 2019 წლის 02 აგვისტოს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით.

47. ო----- ს--------ს განმარტებით, ს------ ო--------ი გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით შვილთან და მეუღლესთან, აღნიშნა, რომ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს ბავშვზე.

48. სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული გარემოებები საქმის მასალებით არ დასტურდება.

49. სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ არასრულწლოვანი ა--- ო--------ი დაიბადა საქართველოში. ა--- ო--------ი დაბადებიდან, 2013 წლის 06 აპრილიდან, მშობლების თანაცხოვრების განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში, ქ. ბ------ში. 2018 წლის სექტემბერში, მშობლებთან ერთად გაემგზავრა უკრაინაში, საიდანაც მამასთან და ბებია პაპასთან ერთად დაბრუნდა საქართველოში 2019 წლის 19 იანვრას და მას შემდეგ მუდმივად ცხოვრობს მამასთან ერთად, მამის ს------ ო--------ის ოჯახში საქართველოს ტერიტორიაზე ქ. ბ------ში. მას ამ პერიოდის განმავლობაში საცხოვრებელი ადგილი არ შეუცვლია. იგი 2018 წლის 14 ივნისიდან რეგისტრირებულია მისამართზე - ქ. ბ------ი, ვ------- გ---------–-ს ქ. N1---- ბ.9-.

50. სასამართლოს მითითებით: არასრულწლოვანი ა--- ო--------ი არ წარმოადგენს ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების შესახებ“ კონცენციის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად გადაადგილებულ ან არამართლზომიერად დაკავებულ ბავშვს. არ არსებობს არასრულწლოვანის უკრაინაში დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საქართველო, ქ. ბ------ი არის ა--- ო--------ისთვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ა--- ადაპტირებულია ამ გარემოში, ქ. ბ------ი არის ბავშვისთვის მშობლიური გარემო, სადაც მასზე ზრუნვა ხორციელდება მამის ს------ ო--------ის და ამ უკანასკნელის ოჯახის წევრების მიერ.

51. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის თანახმად, რომელიც ემყარება საქმეში არსებულ მასალებს, არასრულწლოვანი ა--- ო--------ი მამის, ს------ ო--------ის ოჯახში კარგად გრძნობს თავს. ხანგრძლივი დროით რომელიმე მშობელთან განშორება მისთვის სავარაუდოდ იქნება მატრავმირებელი, ბავშვს აქვს ემოციური კავშირი ორივე მშობელთან, ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით ა--- ადაპტირებულია მამის გარემოში, თუმცა დედა აფიქსირებს, რომ ბავშვი უკრაინაშიც კარგად გრძნობდა თავს. ბავშვისათვის მამის გარემოდან წასვლა შესაძლებელია არ იყოს ადვილი, რადგან ბავშვი თავს კარგად გრძნობს მამასთან საქართველოში. თუმცა დედასთან ურთიერთობა ამ ასაკის გოგონასთვის არის მნიშვნელოვანი, დედასა და გოგონას შორის ამ ასაკში კარგია უწყვეტი ემოციური და ფიზიკური მხარდაჭერა.

52. დასკვნის თანახმად ქ. ბ------ი არ არის ა--- ო--------ისთვის დროებითი საცხოვრებელი ადგილი, გოგონა ადაპტირებულია გარემოში, ქ. ბ------ი არის ბავშვისთვის მშობლიური გარემო. არასრულწლოვანის გამგზავრება უკრაინაში ამ ეტაპზე იქნება უფრო მეტად მატრავმირებელი (კონკრეტული ფაქტების გათვალისწინებით), ვიდრე საქართველოში დარჩენა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ უკრაინის რესპუბლიკაში გოგონა იმყოფებოდა პერიოდულად და მცირე დროის განმავლობაში. დასკვნის თანახმად სასურველია მცირეწლოვანი ა--- ო--------ის ეტაპობრივად შემზადება მოსალოდნელი ცვლილებებისათვის.

53. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35113 მუხლის თანახმად, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, გასაუბრება განხორციელდა არასრულწლოვან ა--- ო--------თან. გასაუბრებისას ა--- ო--------მა განმარტა, რომ სწავლობს და ცხოვრობს ბ------ში, არის პირველ კლასში, ბ------ი მოსწონს. უკრაინაში ხანდახან დადის, არ მოსწონს უკრაინა. მისი სახლი ბ------შია, სადაც ბევრი მეგობარი ჰყავს. მისი სურვილია იცხოვროს ბ------ში ყველამ ერთად, სურს ჰყავდეს და და ძმა. ამჟამად ბ------ში მამასთან ერთად ცხოვრობს. უკრაინიდან დაბრუნებისას დაემშვიდობა დედას. წამოიღო ტანსაცმელი, სათამაშოები, ჩემოდანი თავად ჩაალაგა, დედა ეხმარებოდა ნივთების შერჩევაში.

54. სასამართლომ მიუთითა მოწმის ვიტა ს--------ს ჩვენებაზე (ო----- ს--------ს ძმის ცოლი), რომელმაც განმარტა, რომ ო----- ს-------- და ს------ ო--------ი შეთანხმებული იყვნენ, რომ ა--- ო--------ი იცხოვრებდა დედასთან ერთად უკრაინაში ქ. კ---ში. 2013 წლის შემოდგომას ო----- ს-------- დაბრუნდა უკრაინაში ა---სთან ერთად, მოგვიანებით შეურიგდა ს------ ო--------ს და დაბრუნდა საქართველოში. 2018 წლის სექტემბრის თვეში ო----- ს-------- კვლავ დაბრუნდა უკრაინაში ა---სთან ერთად. 2019 წლის 19 იანნვარს ა--- ო--------ის საქართველოში დაბრუნების შესახებ ო----- ს--------მ არ იცოდა, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ს------ ო--------მა არასრულწლოვანი შვილი წაიყვანა 5 დღით. მოწმემ აღნიშნა, რომ 2019 წლის 15 თებერვალს ა--- ო--------ი, ო----- ს-------- და თავად მიემგზარებოდნენ რომში, ბილეთები მის მიერ იქნა შეძენილი.

55. მოწმეებმა არსენ ო--------მა (ს------ ო--------ის მამა) და ვ---- ო--------მა (ს------ ო--------ის ძმა) განმარტეს, რომ 2018 წლის სექტემბრის თვეში ს------ ო--------ი მეუღლესთან, შვილთან და ძმასთან ერთად გაემგზავრა უკრანაში, მათი ინფორმაციით ა---ს სამშობლოში დაბრუნება ვერ მოხდა პასპორტზე შექმნილი პრობლემის გამო, 2019 წლის იანვრის თვეში ა----------------- მეუღლესთან და ს------ ო--------თან ერთად წავიდა უკრაინაში, 3 დღით და უკან დაბრუნდნენ ა--- ო--------თან ერთად. 2018 წლის 13 ივლისს ა--- ო--------ის ბებიასა და ბაბუაზე მინდობილობა გაიცა იმ მიზნით, რომ ისინი შვილიშვილთან ერთად წასულიყვნენ სომხეთში. მათი უკრაინაში ჩასვლის შემდეგ, იმის გამო, რომ ო----- ს-------- იყო დაკავებული, მინდობილობის კუთვნილი ეგზემპლარი გადასცა ს------ ო--------ს, აღნიშნული მინდობილობით მიმართეს ადგილობრივ საკონსულოს ა--- ო--------ის პასპორტის თაობაზე არსებული პრობლების გამო და გაიცა დროებითი დოკუმენტი ა--- ო--------ის სამშობლოში დაბრუნებისათვის. ა-----------------ს ინფორმაციით ო----- ს-------- ინფორმირებული იყო მათი საქართველოში დაბრუნების თაობაზე. დედამ თავად ჩაულაგა ა--- ო--------ს ჩემოდანი საქართველოში გამომგზავრებისთვის. ვ---- ო--------მა ასვე აღნიშნა, რომ ძმასთან, ძმიშვილთან და რძალთან ერთად გაემგზავრა კ---ში, გამოფენაზე, იცოდა რომ უკან ყველა ერთად უნდა დაბრუნებულიყვნენ. 2019 წლის იანვრის თვეში ს------ ო--------ი მშობლებთან ერთად გაემგზავრა უკრაინაში და 19 იანვარს დაბრუნდნენ ა---სთან ერთად. მისი ინფორმაციით აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო ო----- ს--------.

56. სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლომ იხელმძღვანელა: ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ’’ 1980 წლის 25 ოქტომბრის ჰააგის კონვენციით; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13051-ე; “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-6, მე-9 მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35116-ე მუხლით.

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

57. დასახელებული გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრით იქნა გასაჩივრებული ო----- ს--------ს მიერ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და შუამდგომლობის დაკმაყოფილება ითხოვა.

58. აპელანტის განმარტებით: გადაწყვეტილება გამოტანილია "ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ" კონვენციის ნორმების სრული ინგნორირებით და არასწორი განმარტებით.

59. სასამართლომ არასწულწლოვანს დაუნიშნა წარმომადგენელი, როდესაც კონვენცია აღნიშნულს არ ითვალისწინებს. მოსამართლემ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლითაც ოჯახური დავის დროს მშობელს ეზღუდება საპროცესო უფლება იყოს ბავშვის წარმომადგენელი, რაც წინააღმდეგობაშია ზემოაღნიშნული კონვენციის ნორმებთან და საერთაშორისო პრაქტიკასთან.

60. სასამართლომ არასწორად დაადგინა გარემოება იმის თაობაზე, რომ ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილს 2019 წლის იანვარს (როცა მოხდა ბავშვის გატაცება) წარმოადგენდა საქართველო, მაშინ როდესაც 5 თვე ბავშვი ჩვეულებრივ ცხოვრობდა მხოლოდ დედასთან უკრაინაში, მხარეებს შორის ოჯახური კონფლიქტისა და მათი დაშორების გამო.

61. გადაწყვეტილება გამოტანილია სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლის უგულებელყოფით, მოსამართლის სუბიექტური შეხედულებით, და არაუფლებამოსილი პირების (ბავშვის ე.წ წარმომადგენლისა და საქმეზე დაინტერესებული სოციალური მუშაკის) დასკვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე. სასამართლოს ასევე არ უნდა გაეთვალისწინებინა ბავშვის "სურვილი", რადგან ფსიქოლოგის დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ ბავშვს არ აქვს სათანადო ცნობიერება გაერკვეს რეალობაში.

ამ და სხვა გარემოებათა გამო აპელანტი ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას.

მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:

62. საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლით, ს------ ო--------მა სააპელაციო საჩივარი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლი:

63. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

64. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

65. სააპელაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს ო----- ს--------ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული, ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლო მთლიანად იზიარებს 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

66. დადგენილია, რომ ო----- ს-------- და ს------ ო--------ი 2011 წლიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ ხოლო 2015 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში. (ტ.1. ს.ფ.149);

67. მეუღლეებს თანაცხოვრების პერიოდში, 2013 წლის 06 აპრილს, შეეძინათ შვილი, ა--- ო--------ი. (ტ.1. ს.ფ.150);

68.ა--- ო--------ი არის, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის მოქალაქე.

69. ა--- ო--------ი 2018 წლის 14 ივნისიდან რეგისტრირებულია მისამართზე - ქ. ბ------ი, ვ------- გ---------–-ს ქ. N 1---- ბ. 9-. (ტ. 1. ს.ფ.151);

70.მხარეთა განმარტებებითა და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ო----- ს-------- და ს------ ო--------ი შვილთან ერთად ცხოვრობდნენ საქართველოში ქ. ბ------ში. ო----- ს-------- პერიოდულად მიემგზავრებოდა უკრაინაში, ქ. კ---ში და ბრუნდებოდა საქართველოში. 2018 წლის სექტემბრის თვეში კვლავ გაემგზავრა უკრაინაში, საიდანაც დაბრუნდა 2019 წლის 06 აპრილს. ო----- ს--------ს განმარტებით იგი მუდმივად ცხოვრობს უკრაინაში, ქ. კ---ში, პერიოდულად ჩამოდის საქართველოში შვილის მოსანახულებლად.

71. ს------ ო--------ი მუშაობს საქართველოში, ქ. ბ------ში, შპს „რ-----–-------ში“ თერაპევტ - სტომატოლოგის თანამდებობაზე, მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 600 ლარს. ს------ ო--------ი ასევე მუშაობს შპს ო-----ში, თერაპევტ - სტომატოლოგის თანამდებობაზე, მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 600 ლარს. (ტ.1. ს.ფ.183-184);

72. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბ------ის სოციალური მომსახურების ცენტრის, 2019 წლის 06 სექტემბრის დასკვნის თანახმად, [ს------ ო--------ი ცხოვრობს ქ. ბ------ში, გ---------–-ს ქ. N------ ბინა N9-, თავის არასრუწლოვან შვილთან - ა--- ო--------თან (დაბ. 06.04.13წ.) ერთად. ს------ ო--------ის საცხოვრებელი წარმოადგენს 168 კვ.მ ბინას, სადაც განლაგებულია 2 საძინებელი, 1 საბავშვო ოთახი, მისაღები სამზარეულოთი, საცხოვრებელში არის კარგი საყოფაცხოვრებო პირობები, აქვთ თანამედროვე რემონტი და ავეჯი, ოთახები არის ნათელი, მზიანი, საცხოვრებელში არის აუცილებელი ავეჯი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, საცხოვრებელს აქვს ნახევრადღია აივნები, დაცულია არასრულწლოვნის უსაფრთხოება.მცირეწლოვან ა--- ო--------ს უყვარს მულტიპლიკაციური და საბავშვო ფილმების, კომპიუტერული თამაშების ყურება, თამაშობს თოჯინებით, ემზადება სკოლისთვის პედაგოგთან. . . . ს------ ო--------ი აქტიურად თანამშრომლობდა სოციალურ მუშაკთან, ხშირად ინტერესდებოდა სასამართლო დავის მსვლელობით, ფსიქოლოგის ჩართულობის საკითხით, მზად იყო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით მიეღო ფსიქოლოგის კონსულტაცია ქ.ქ-------ში. ს------ ო--------ის გადმოცემით, განიცდის მეუღლესთან დაშორებას, გათვითცნობიერებული აქვს , რომ ეს უკვე აისახა და თანხდათან უფრო მეტად აისახება მცირეწლოვანი ა--- ო--------ის ფსიქო - ემოციურ მდგომარეობაზე. გოგონა დარეგისტრირებუია სკოლა „ე-----------ში“, მამამ მას შეუძინა სასკოლო პირადი ნივთები, გოგონას შეუკერეს სკოლის ფორმა. შემთხვევის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქართველო, ქ.ბ------ი არ არის ა--- ო--------ისათვის დროებითი საცხოვრებელი ადგილი, გოგონა ადაპტირებულია ამ გარემოში, ქ. ბ------ი არის ბავშვისთვის მშობლიური გარემო. ა--- ო--------ი არის სამედიცინო აღრიცხვაზე ქ. ბ------ში, შპს „N-------–---–-----ში“. გოგონას ჩატარებული აქვს გეგმიური აცრები, არ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, არ ესაჭიროება დიეტა და განსაკუთრებული კვება. სოციალური მუშაკის ვიზიტს ა--- ო--------ი შეხვდა დადებითად, შეკითხვებს პასუხობდა ადეკვატურად, გამოხატავდა დადებით ემოციებს მამის მიმართ, ბავშვის მხრიდან არ ჰქონდა ადგილი აგრესიას, ტირილს, სიჯიუტეს, ისაუბრა თავის სურვილებზე და ინტერესებზე. ა--- ო--------ის საცხოვრებელში ვიზიტის დროს განხორციელდა ა--- ო--------ის და დედის ა--------------ს საუბარზე დაკვირვება. ა--------------ს და ა--- ო--------ის საუბარიმიმდინარეობდა მშვიდად, უმეტესად საუბრობდა ა--------------, დაიმტერესდა ამინდით, ისაუზმა შვილმა თუ არა. საუბარში გამოხატავდა სითბოს შვილის მიმართ. აღსანიშნავია, რომ დედა - შვილის საუბარი დასრულდა მცირე დროში. . . . ს------ ო--------ს აქვს მშობლისთვის აუცილებელი უნარჩვევები, მაქსიმალურად ცდილობს მცირეწლოვანი ა--- ო--------ი არ იმყოფებოდეს სტრესულ გარემოში, მაქსიმალურად ხელს უწყობს დედა - შვილის ურთიერთობას. სასურველია, მშობლები გაგებით მოეკიდონ შვილზე ზრუნვის საკითხებს. არასრულწლოვანის გამგზავრება უკრაინაში ამ ეტაპზე იქნებაუფრო მეტად მატრამვირებელი, ვიდრე საქართველოში დარჩენა. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ უკრაინის რესპუბლიკაში გოგონა იმყოფებოდა პერიოდულად და მცირე დროის განმავლობაში. სასურველია მიღებული იქნეს ისეთი გადაწყვეტილება, რაც საფრთხეს არ შეუქმნის არასრულწლოვანის ფსიქო - ემოციურ მდგომარეობას. სასურველია მცირეწლოვანი ა--- ო--------ის ეტაპობრივად შემზადება მოსალოდნელი ცვლილებებისათვის. . . . ] (ტ.2 ს.ფ. 17-20);

73. მოსარჩელე ო----- ს-------- მუშაობს უკრაინაში, ქ. კ---ში, კერძო საწარმო სტომატოლოგიურ კლინიკაში „ა----„-ის მთავარი ექიმის თანამდებობაზე. აქვს სტაბილური შემოსავალი.

74. პოდოლსის რაიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ფიზიკური პირების საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის საკითხების განყოფილების მიერ გაცემული, საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის შესახებ ცნობის თანახმად- ო----- ს-------- რეგისტრირებულია მისამართზე- ქ. კ---ი, პ------–---ს რაიონი, ვ---–------ ქუჩა, სახლი N--------------, 2004 წლის 28 დეკემბრიდან დღემდე. ცნობა გაცემულია 2019 წლის 04 თებერვალს.

75. საქართველოს იუსტიციის სამინისტრის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, 2019 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ო----- ს--------ს საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. (ტ.2. ს.ფ.159-160);

76. ქალაქ კ---ის პ-------–-ს რაიონის სახელმწიფო ადმინისტრაციის ბავშვთა და საოჯახო საქმეების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 15 აპრილის საცხოვრებელი პირობების დათვალიერების აქტით დადგენილია, რომ: [ო----- ს-------- ცხოვრობს ქ. კ---ში, ვ---–--–--- ქ. N-----------ში. ბინა მდებარეობს 10 სარულიანი სახლის მე-6 სართულზე, შედგება 4 ოთახისაგან: საერთო ფართი 122 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი 72 კვ.მ. ბინა არის კეთილმოწყობილი, სანიტარული და ჰიგიენური მდგომარეობა შეესაბამება ნორმის ფარგლებს, ბინაში არის თანამედროვე რემონტი, მოწყობილია საჭირო ავეჯით, აღჭირვილია საყოფაცხოვრებო ტექნიკით, ინტერიერის ნივთებით და სხვ. მცირეწლოვანი ა--- ო--------ისათვის გამოყოფილია ცალკე ოთახი, სადაც ბავშვს გააჩნია სასწავლო კუთხე (მაგიდა, თაროები,) და სათამაშო კუთხე, უზრუნველყოფილია ტანსაცმლით ყველა სეზონისათვის, აქვს სათამაშოები და წიგნები, აქვს საძინებელი (ორადგილიანი საწოლი, დედასთან ერთად) საგარდერობო კარადა და სხვ. ბავშვისთვის შექმნილია სათანადო პირობები ცხოვრებისთვის და ჰარმონიული განვითარებისთვის. . . ბავშვს არ აქვს რეგისტრაცია მოცემულ მისამართზე. . . ამჟამად იგი მამასთან ერთად იმყოფება ბ------ში.] (ტ.1. ს.ფ.26-27);

77. ა--- ო--------ი 2016 წლის სექტემბრიდან, 2018 წლის 28 ივნისამდე საქართველოში, ქ. ბ------ში იყო სტუდია „ჩ---------–--“ აღსაზრდელი. (ტ.1. ს.ფ.156);

78. 2019 წლის 23 იანვრიდან ა--- ო--------ი არის სკოლა ლიცეუმ მასტერკლასის, სტუდია მასტერკლასის აღსაზრდელი. (ტ.1. ს.ფ. 157); 2019 წლის 28 იანვრიდან სწავლობდა მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების და დამატებითი განათლების ცენტრში „G-------------------------”. (ტ.1. ს.ფ.158);

79. 2019 წლის 10 თებერვლიდან ა--- ო--------ი გადიოდა პროგრამას „ინგლისური ენა“ მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების და დამატებითი განათლების ცენტრში „G-------------------------”. (ტ.1. ს.ფ.159);

80.დადგენილია, რომ ა--- ო--------ი ამჟამად არის შპს „სკოლა ე----------“-ის მოსწავლე. (ტ.1. ს.ფ.160);

81. დადგენილია, რომ ა--- ო--------ი აღრიცხვაზე იმყოფება შპს ქ. ბ------ი N-- პოლიკლინიკაში.

82. მხარეთა განმარტებებით, ასევე მოწმეების ვ---- და არსენ ო--------ების ჩვენებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 4 სექტემბერს ს------ ო--------ი, თავის ძმასთან, ვ---- ო--------თან ერთად, საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა სტომატოლოგიურ გამოფენაზე და კონგრესში მონაწილეობის მისაღებად უნდა გამგზავრებულიყო უკრაინაში ქალაქ კ---ში, მასთან ერთად გამგზავრებისა და მშობლების მონახულების სურვილი გამოთქვა ო----- ს--------მაც. ისინი მათ არასრულწლოვან შვილთან ა--- ო--------თან ერთად გაემგზავრენ უკრაინაში, კერძოდ ქ. კ---ში. კ---ში ჩასვლის შემდეგ ო----- ს--------მ თავდაპირველად სურვილი გამოთქვა ცოტახნით დარჩენილიყო უკრაინაში, რადგან დედას ოპერაცია უნდა გაეკეთებინა ფეხზე და ოპერაციის შემდეგ მოუვლიდა მას. გამოფენის დასრულების შემდეგ ს------ ო--------ი თავის ძმასთან ვ---- ო--------თან ერთად დაბრუნდა საქართველოში, ხოლო ო----- ს-------- ა--- ო--------თან ერთად დარჩა უკრაინაში ოპერაციის შემდგომ პერიოდისათვის დედის მოვლის მოტივით.

83. მშობლების მონახულების მიზნით, 2018 წლის სექტემბრის თვეში,უკრაინაში დროებით გამგზავრება დაადასტურა ქ-------ის სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის ო----- ს--------ს წარმომადგენელმა ლ---- ლ--------მ.

84.2018 წლის 27 აგვისტოს, ა--- ო--------ის სახელით ო----- ს--------ს და შპს სპორტს პაკს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, სპორტულ-გამაჯანსაღებელი მომსახურების მიწოდების თაობაზე. ა--- ო--------ი 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის იანვრის ჩათვლით იყო უკრაინაში, ქ. კ---ში ბავშვთა სივრცე „B--------”-ის აღსაზრდელი, სადაც იმყოფებოდა დილის 8 საათიდან 19 საათამდე, გარდა სტანდარტული მეცადინეობებისა ა--- ესწრებოდა ჰიპ- ჰოპის, ინგლისური ენის, სამეჯლისო ცეკვის, მუსიკის, ვოკალის, კაპოიერას, ტანვარჯიშისა და ფერწერის გაკვეთილებს.

85. 2018 წლის 14 ივნისს, ნოტარიუს ნ----- ფ------ს მიერ დამოწმებულ იქნა ო----- ს--------სა და ს------ ო--------ის განცხადება, რომლის თანახმად მხარეები თანხმობას აცხადებნენ მათი მცირეწლოვანი შვილი - 2013 წლის 06 აპრილს დაბადებული ა--- ო--------ი გაემზავროს საზღვარგარეთ, ნებისმიერი მიმართულებით და დაბრუნდეს უკან საქართველოში, მარიცა ო--------ის და არსენ ოვანესინის თანხლებით, განცხადება ძალაშია 2023 წლის 14 ივლისის ჩათვლით და განკუთვნილია მრავალჯერადი გამოყენებისათვის. (ტ.2. ს.ფ.163)

86. დადგენილია, რომ ა--- ო--------ი 2019 წლის 19 იანვარს, მამასთან ს------ ო--------თან, პაპასთან და ბებიასთან მარიცა ო--------თან ერთად დაბრუნდა უკრაინიდან საქართველოში.ს------ ო--------ი არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს საქართველოში.

87.ო----- ს-------- და ს------ ო--------ი არ არიან განქორწინებულები.

88. უფლებამოსილი ორგანოს მიერ, უკრანაში ან/და საქართველოში არასრულწლოვანი ა--- ო--------ის საცხოვრებელი ადგილი განსაზღვრული არ არის.

89. საქმეში განთავსებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ფსიქოლოგის თამარ ქამადაძის დასკვნა; დასკვნის თანახმად: [ბავშვის მცირე ასაკიდან გამომდინარე რთულია დამოკიდებულების დანახვა, მისთვის ორივე მშობელი თანაბრად მნიშვნელოვანია, ბავშვმა არ იცის მშობლების განქორწინების შესახებ; ბავშვის მცირე ასაკიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია სენზიტიური მიდგომა, ა---ს აზრი და სურვილი ორივე მშობელთან ჯანსაღი ურთიერთობაა, რაც უნდა იქნას გათვალისწინებული; დედასთან არასაკმარისი ურთიერთობა ბავშვის განვითარებაზე და ფსიქო - ემოციურ მდგომარეობაზე ცუდად იმოქმედებს. კვლევის პროცესში მოპოვებული ინფორმაციით და ამჟამინდელი მდგომარეობით ა--- ადაპტირებულია ბ------ში, დადის სკოლაში, სკოლამდელ პერიოდში დადიოდა ბაღში, სხვადასხვა წრეებზე, ყავს ნათესავები და თავად ბავშვი აფიქსირებს, რომ აქ მისი სახლია. . . . ბავშვს დედაც უყვარს და მამაც, ამიტომ მნიშვნელოვანია არ მოხდეს გაორებულ მდგომარეობაში, არ გამოიყენოს რომელიმე მშობელმა დამაშორებელი ქცევები, ხანგრძლივი დროით რომელიმე მშობელთან განშორება მისთვის სავარაუდოდ იქნება მატრავმირებელი, რადგან გარემოს ადაპტაციაზე მნიშვნელოვანი ბავშვისთვის მშობლებთან ჯანსაღი ურთიერთობის ხარისხია, მათი თანაბარი ზრუნვადა ასევე მშობლების ერთმანეთთან შეთანხმებული დამოკიდებულება; ბავშვს აქვს ემოციური კავშირი ორივე მშობელთან, ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებითა--- ადაპტირებულია მამის გარემოში, თუმცა დედა აფიქსირებს, რომ ბავშვი უკრაინაშიც კარგად გრძნობს თავს. ბავშვისთვის მამის გარემოდან წასვლა შესაძლებელია არ იყოს ადვილი, რადგან ბავშვი თავს კარგად გრძნობს მამასთან საქართველოში, თუმცადედასთან ურთიერთობა ამ ასაკისგოგოასათვის არის მნიშვნელოვანი, დედასა და გოგონას შორის ამ ასაკში კარგია უწყვეტი ემოციური და ფიზიკური მხარდაჭერა. . .] (ტ. 2 ს.ფ. 114-118).

90. საქმეში განთავსებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ფსიქოლოგის თამარ ქამადაძის დამატებითი დასკვნა; დასკვნის თანახმად: [არასრულწლოვანი ა--- ო--------ი თავისუფლად კონტაქტირებს, მისი სხეულებრივი გამოვლინებით, ქცევით და დამოკიდებულებებით თუ ვიმსჯელებთ ბავშვი არ არის შიშის გავლენის ქვეშ. ა---ს შიშისთვის დამახასიათებელი არცერთი სიმპტომი არ აქვს. ის კონტაქტურია, ლაღი და თავისუფალი. ტესტის დროს სქემატურ გამოსახულებაში ავლენს ლიდერი ბავშვის დამოკიდებულებას და თვისებებს. ორივე მშობლის გარემოში ა--- თავისუფლად და ლაღად იქცევა. ბავშვის ინტერესები დაცულია, დედ - მამა ზრუნავს და სიყვარულს გამოხატავს. უქმნიან ბავშვს მისთვის საინტერესო და განვითარებისთვის შესაფერის გარემოს. ბავშვს აქვს დედასთან ემოციური კავშირი. თუმცა განსაკუთრებული მიჯაჭვულობა არაა გამოხატული. ბავშვს ორივე მშობელთან თანაბრად აქვს სანდო ემოციური კავშირი, რაც უნდა შენარჩუნდეს, რადგან დიდწილად ამ ემოციურ საჭიროებაზეა დამოკიდებული ბავშვის განწყობა მზრუნველ პირებთან/მშობლებთან. დედასთან ხანგრძლივი დროით ურთიერთობის არქონა, რათქმაუნდა იწვევს ემოციურ ცვლილებებს, მონატრების გამძაფრებას, ურთიერთობის და ნახვის მოთხოვნილებას. ბავშვი გამოხატავს სურვილს, რომ დედა, მამა და თავად იყვნენ ერთად. თუმცა რაიმე ფსიქოლოგიური პრობლემები არ შეინიშნება. დამატებითი კვლევის პერიოდში ა--- რამდენიმე დღით იმყოფებოდა დედასთან, ამ მხრივ მამა არ უშლიდა ხელს დედასთან სტაბილურ გარემოეში ურთიერთობას, რაც რათქმა უნდა დადებითად იმოქმედებს ბავშვის საერთო მდგომარეობაზე და მშობლებთან ურთიერთობაზე. ბავშვისთვის ბ------ი არ არის უცხო გარემო, ბავშვი დაიბადა ბ------ში, მამა ბ------ელია (მამის ოჯახიც). დედ - მამის თანაცხოვრების დროს ბავშვი ძირითადად ცხოვრობდა ბ------ში, დადიოდა საბავშვო ბაღში. კვლევის დროს დასმული კითხვისას, პასუხის მიხედვით, ანა მის სახლად ბ------ის სახლს აღიქვამს; . . . რაც შეეხება ქართული ენის არცოდნას, ის არ შეუქმნის დისკომფორს, რადგან ბავშვი დადის სკოლაში, სადაც რუსული სექტორია. ბებია, ბაბუა, ბიძაშვილები, მამა, ბიძა და ა.შ. ვისთანაც ბავშვს აქვს ყოველდღიურუი ურთიერთობა საუბრობენ მისთვის მისაღებ ენაზე, საგულისხმოა, რომ ბავშვი ქართულ ენას, როგორც საგანს სწავლობს სკოლაში და ამ მხრივ ჩანს ბავშვის ინტერესი. ვიზიტის დროს ა---ს გაუჩნდა სურვილი, რამდენიმე მარტივი სიტყვა გადაეთარგმნა, აზრობრივადაც იგებს სხვადასხვა სიტყვებს კარგად. დედა - შვილის შეხვედრის დროს, კვლევის პროცესში და დამატებითი კითხვარის დროს ვიზიტისას, არ ჩანდა დედის მანიპულაციური მოქმედებები, დედა ცდილობს ბავშვთან ქონდეს თბილი დედა - შვილური ურთიერთობა, საუბრისას დედა არ ამბობდა ცუდს მამის შესახებ, პირიქით რამდენჯერმე აღნიშა, რომ სერგეი კარგი მამაა. კვლევის პროცესში დედის არც ერთი ქმედება არ იყო ისეთი, რაც გვაფიქრებინებდა, რომ ა--- დედის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას განიცდის. . .] (ტ.3. ს.ფ.70-73);

91. სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეჯამების სახით მიუთითებს, რომ არასრულწლოვანი ა--- ო--------ი დაიბადა საქართველოში. ა--- ო--------ი დაბადებიდან, 2013 წლის 06 აპრილიდან, მშობლების თანაცხოვრების განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში, ქ. ბ------ში. 2018 წლის სექტემბერში, მშობლებთან ერთად დროებით გაემგზავრა უკრაინაში, საიდანაც მამასთან და ბებია პაპასთან ერთად დაბრუნდა საქართველოში 2019 წლის 19 იანვარს, მას შემდეგ მუდმივად ცხოვრობს მამასთან ერთად საქართველოს ტერიტორიაზე ქ. ბ------ში. მას ამ პერიოდის განმავლობაში საცხოვრებელი ადგილი არ შეუცვლია და ის 2018 წლის 14 ივნისიდან რეგისტრირებულია მისამართზე - ქ. ბ------ი, ვ------- გ---------–-ს ქ. N1---- ბ.9-. შესაბამისად სახეზე არ არის არასრულწლოვანი ა--- ო--------ის უკანონოდ გადაადგილებისა თუ უკანონოდ დაკავების ფაქტი;

სამართლებრივი შეფასება:

92. უმრავლეს შემთხვევაში, პირი, რომელმაც არამართლზომიერად გადააადგილა/დააკავა ბავშვი, მის ოჯახურ წრეს განეკუთვნება, ძირითადად, ეს არის მისი მშობელი.იგი იმედოვნებს, რომ იმ სახელმწიფოში, სადაც ბავშვი გადაჰყავს, მიმართავს შესაბამის სასამართლოს, მოიპოვებს ბავშვზე მეურვეობას და ასე დააკანონებს მის მიერ შექმნილ უკანონო ფაქტობრივ მდგომარეობას.პირი, რომელიც არამართლზომიერად გადააადგილებს ან დააკავებს ბავშვს, არის პრივილეგირებულ მდგომარეობაში, ვინაიდან თვითონ აქვს საშუალება, აირჩიოს მისი საქმის განმხილველი სასამართლო, რომელიც, მაღალი ალბათობით, დააკმაყოფილებს მის მოთხოვნებს.სწორედ ამ მდგომარეობის აღმოფხვრას ისახავს მიზნად კონვენცია – აღადგინოს status quo, რომელიც გულისხმობს არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის დაუყოვნებლივ დაბრუნებას თავის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას.

93. „ბავშვთა საერთაშორისო გგატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციით განსახილველ ყველა შემთხვევაში ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების დროს ხდება მისი ჩვეული საცხოვრებელი ადგილიდან და გარემოსგან მოწყვეტა და იმ პირის/პირებისგან (ფიზიკური ან იურიდიული) ჩამოშორება, რომლებიც რეალურად ახორციელებდნენ მასზე მეურვეობასა და მზრუნველობას. შედეგად, არასრულწლოვანი ხვდება უცხო სახელმწიფოში – მისთვის განსხვავებულ სოციალურ, სამართლებრივ, კულტურულ ან/და ენობრივ გარემოში. საბოლოოდ,ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილებისას/დაკავებისას მნიშვნელოვანი ზიანი ადგება როგორც არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს, მათ შორის, მის ფსიქოემოციურ სტაბილურობასა და განვითარებას, ისე იმ პირს,რომლის მეურვეობის უფლებაც დაირღვა. ბავშვთა არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების ფაქტების გახშირების კვალდაკვალ ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა მიზნად დაისახეს, დაეცვათ არასრულწლოვნები ზემოთ აღნიშნული მავნე შედეგებისგან და ბავშვთა დაბრუნების ან მათთან ურთიერთობის უფლების უზრუნველყოფის მიზნით დაედგინათ ყველაზე სწრაფი პროცედურები.

94. მიუხედავად კონვენციით დადგენილი და განსაზღვრული მიზნებისა, მხარეები ცალკეულ შემთხვევებში ცდილობენ ამ მიზნების ფართო განმარტებას, რამაც განაპირობა არაერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის დანერგვა.

95. კონვენციის მიზნებთან დაკავშირებით საინტერესო განმარტება გააკეთა შოტლანდიის სააპელაციო სასამართლომ, რომელმაც განაცხადა, რომ კონვენციის მიზანი არის არა იმის განსაზღვრა, თუ რომელ ქვეყანაში ყოფნა შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, არამედ ის, რომ დააბრუნოს ბავშვი იმ ქვეყანაში, სადაც იგი

გადაადგილებამდე იმყოფებოდა და სადაც გადაწყდება მისი შემდგომი მომავალი. მსგავსი განმარტება გააკეთა ნიდერლანდების სამეფოს სააპელაციო სასამართლომაც და განაცხადა, რომ პასუხი კითხვაზე – თუ რა არის ბავშვის საუკეთესო ინტერესი, იმ ქვეყნის კომპეტენტურმა ორგანომ უნდა განსაზღვროს, სადაც ბავშვს ჩვეული საცხოვრებელი ადგილი ჰქონდა გადაადგილებამდე. მოსამართლე, რომელიც მსჯელობს ბავშვის დაბრუნებაზე, არ განსაზღვრავს არასრულწლოვანზე მომავალში მეურვეობის საკითხს.სასამართლო მსჯელობს მხოლოდ კონვენციით გათვალისწინებული რომელიმე გამონაკლისი შემთხვევის არსებობასთან დაკავშირებით. სხვა შემთხვევაში, ბავშვის მუდმივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნება ითვლება მის საუკეთესო ინტერესად.

96. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – Maumousseau and Washington v. France – მიუთითა, რომ კონვენციის მე-13 მუხლში დადგენილი გამონაკლისები უნდა განიმარტოს შეზღუდულად, რათა აღსრულდეს კონვენციის მიზანი, რაც შეიძლება, სწრაფად მოხდეს ბავშვის უკან დაბრუნება და თავიდან იქნეს

აცილებული პირის (რომელმაც არამართლზომიერად გადააადგილა ან დააკავა არასრულწლოვანი) მიერ იმ de facto სიტუაციის კანონიერად აღიარება, რომელიც მისივე მიზეზით შეიქმნა.ეს მიდგომა შემდგომში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განავითარა სხვა საქმეებშიც – ლატვიის რესპუბლიკისა და შვეიცარიის კონფედერაციის წინააღმდეგ.

97. კონვენციის მე-12(1)მუხლიდან გამომდინარე,ბავშვის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება აქვს იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციულ ორგანოს, სადაც ბავშვი იმყოფება. ამასთან, კონვენციის ამოსავალი წერტილი არის ის, რომ არასრულწლოვნის მეურვეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს არა მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს, არამედ იმ ქვეყანას, სადაც არის არასრულწლოვნის ჩვეული საცხოვრებელი ადგილი.

ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილი რომ საქართველოა, ქ. ბ------ი უდავოდ დასტურდება საქმეში არსებული მასალებიდან: ა--- ო--------ი დაიბადა ქ. ბ------ში, იგი არის საქართველოს მოქალაქე, 7 წლის განმავლობაში დროის უმეტესი ნაწილი გატარებული აქვს ქ. ბ------ში, ბ------ი მისთვის მშობლიური გარემო და ადაპტირებული ადგილია, სკოლაში დადის ქ. ბ------ში, ჰყავს მეგობრები და ნათესავები, რომლებსაც და-ძმას უწოდებს.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე -სასამართლოს შეკითხვაზე თუ რატომ მოხდა ა--- ო--------ის წაყვანა ქ. კ---ში-ო----- ს--------ს წარმომადგენლის პასუხი იყო რომ წაყვანა მოხდა დროებით ანუ მიზანი ა--- ო--------ის კ---ში გაყვანისა იყო დროებით მისი გადაადგილება მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან ბ------იდან და კვლავ უკან დაბრუნება.

სააპელაციო სასამართლომ მოახდინა ბავშვთან ა--- ო--------თან გასაუბრება:

ა--- ო--------მა გამარტა, რომ სწავლობს რუსულად, მაგრამ იცის ქართულიც.

ბ------ში ჰყავს მეგობრები: პ---–----------------------------- ასევე ბიჭი მეგობარიც ო-–---.

ა---ს ბ------ი ძალიან მოწონს,განსაკუთრებით მოწონს ზღვა, პალმები, უყვარს ბულვარში სეირნობა. იგი ბულვარში მამიკოსთან ერთად სეირნობს.

ოჯახში იგი ცხოვრობს ძმასთან, და დაიკოსთან ერთად, განსაკუთრებით უყვარს პატარა ბიძაშვილი გოგო რომელმაც ჯერ არ იცის ლაპარაკი.(და-ძმას იგი უწოდებს ბიძაშვილებს).

ა---მ სასამართლოს უთხრა, რომ კ---ში ყოფნის დროს დაამახსოვრდა კ---ი, მაგრამ ბ------ი უფრო მოსწონს, რადგან კ---ში ზღვა არ არის, ხოლო ბ------ში ზღვა არის.

კ---ში იყო ზამთარში, იგი დადიოდა ბაღში და მაღაზიებში.

დედა კ---ში მარტო ცხოვრობს კრივოი როგში, როცა დედა ბ------ში ჩამოდის იგი ა---ს სიურპრიზებს უკეთებს.

ა--- ამბობს, რომ ბ------ში ურჩევნია ყოფნა, სადაც ყავს ზაზუნა.

დილით მოწესრიგებაში დედა და მამა ეხმარებიან. სულ აგვიანებენ.

სკოლაში კარგად სწავლობს, ყავს მასწავლებელი რ---------------- რომელიც გაკვეთილებს აკეთებინებს, ასევე ყავს ბუნების მასწავლებელი ა------------.

 

პალატა განმარტავს, რომ რომც ქონდეს ადგილი ა--- ო--------ის არამართლზომიერ გადაადგილებას ან დაკავებას, (რაც რა თქმა უნდა სრულიად დაუდასტურებელია) უდავოა, რომ ა--- ამჟამად მთლიანად არის ადაპტირებული იმ გარემოში სადაც იგი ამჟამად ცხოვრობს, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

კონვენცია არ ეხება ბავშვზე მეურვეობის უფლების განსაზღვრას. ამ უფლების არსებობა მხედველობაში მიიღება არასრულწლოვნის გადაადგილების ან დაკავების არამართლზომიერების დადგენის პროცესში. როგორც Re E. (Children)-სსაქმეში დიდი ბრიტანეთის სასამართლომ განაცხადა, კონვენციის ფარგლებში მიმდინარე პროცედურები არ ეხება არასრულწლოვნის აღზრდის საკითხებს. ეს არის პროცედურები, რომლებიც განსაზღვრავს იმ ქვეყანას, სადაც უნდა გადაწყდეს ზემოაღნიშნული საკითხები მშობლებს შორის შეთანხმებით, სამართლებრივი პროცედურებით ან სხვა გზით.

98. კონვენცია განსაზღვრავს კრიტერიუმებს არასრულწლოვნის გადაადგილების ან დაკავების არამართლზომიერების დასადგენად, რომელთა არსებობა უნდა დაადგინოს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სასამართლომ.კონვენციის მე-12 მუხლით დადგენილია არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული არასრულწლოვნის დაბრუნების ზოგადი ვალდებულება, თუმცა, ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბავშვის გადაადგილების/დაკავების არამართლზომიერების დადგენას a priori არ მოჰყვება ბავშვის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ეს უკანასკნელი კი კონვენციით გათვალისწინებული იმ გამონაკლისი შემთხვევების არსებობითაა განპირობებული, როცა სასამართლოს აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის ქვეყანაში დაბრუნებაზე უარის თქმის შესახებ.

99. რა კრიტერიუმები უნდა არსებობდეს გადაადგილების/დაკავების არამართლზომიერების დასადგენად? 1. გადაადგილებით/დაკავებით დარღვეულია განმცხადებლის მეურვეობის უფლება (მე-3(1)(ა)) მუხლი; 2. გადაადგილებამდე/დაკავებამდე განმცხადებელი რეალურად ახორციელებდა მეურვეობის უფლებას (მე-3(1)(ბ) მუხლი).

100. ბავშვის გადაადგილების/დაკავების არამართლზომიერების კრიტერიუმები კონვენციის მე-3 და მე-4 მუხლებშია თავმოყრილი და ასახულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3517-ე მუხლში [ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს, ამავე თავის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა: თ) ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილება ან არამართლზომიერი დაკავება − პირისათვის ან ორგანოსათვის ერთობლივად ან ინდივიდუალურად მიკუთვნებული მეურვეობის უფლების დარღვევა, რომელიც უზრუნველყოფილი იყო იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ბავშვი, ჩვეულებრივ, ცხოვრობდა უშუალოდ არამართლზომიერ გადაადგილებამდე ან არამართლზომიერ დაკავებამდე, და რომელიც გადაადგილების ან დაკავების დროისათვის ფაქტობრივად გამოიყენებოდა ერთობლივად ან ინდივიდუალურად ან/და ამგვარად გამოყენებული იქნებოდა, რომ არა არამართლზომიერი გადაადგილება ან არამართლზომიერი დაკავება.]

101. კონვენცია იყენებს ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის კონცეფციას და მის დადგენას მიიჩნევს კონვენციის დებულებების გამოყენების ერთ-ერთ წინაპირობად. მიუხედავად მისი მნიშვნელობისა, ინსტრუმენტი არ განსაზღვრავს ამ კონცეფციის დეფინიციას. კონვენციის პრეამბულის მიხედვით, ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ბავშვის სწრაფი დაბრუნება მისი ჩვეული საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში. დამატებით, კონვენციის მე-3 მუხლში აღნიშნულია, რომ გადაადგილების არამართლზომიერება ასევე გამოიხატება ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილიდან გადაადგილებაში, სადაც განმცხადებელი ახორციელებდა მეურვეობის უფლებას.

102. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ ჰააგის კონფერენციის ფარგლებში მიღებული და დამკვიდრებული კონცეფციის თანახმად, ჩვეული საცხოვრებელი ადგილი განსხვავდება ტერმინისგან – „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი” (ე.წ. Domicile), რადგანმუდმივი საცხოვრებელი ადგილის კვალიფიკაციისთვის საჭიროა,არსებობდეს კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილას მუდმივად ცხოვრების განზრახვა, ან ვადის განსაზღვრის გარეშე კონკრეტულ ადგილას ცხოვრება შესაბამისი განზრახვით. ჩვეული საცხოვრებელი ადგილის კვალიფიკაციისთვის ასეთი კრიტერიუმები არ არის დადგენილი. კონვენციის საფუძველზე განხილულ საქმეებში ეს ტერმინი, ძირითადად, შემდეგ სამ თეორიაზე დაყრდობით განიმარტება – ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ: 1. სად ცხოვრობდა რეალურად ბავშვი;2. სად აქვთ მშობლებს განზრახული, რომ იცხოვროს;

3. ორივე კრიტერიუმის ერთობლიობით.

წინარე სამოქალაქო დავაში უდავოდ იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები: რომ ბავშვზე ა--- ო--------ზე მეურვეობის უფლება არც ერთ მშობელს არ აქვს განსაზღვრული, ბავშვის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს საქართველო, ქ. ბ------ი (ა--- აქ დაიბადა, აქ დადიოდა ბაღში, აქ სწავლობს სკოლაში) და წელიწადის უმეტეს დროს დაბადებიდან (დაახლოებით წელიწადში 9-10 თვეს) ატარებს ბ------ში, კ---ში მისი გამგზავრების მიზანი არ ყოფილა მისი მუდმივ საცხოვრებლად კ---ში წასვლა, არამედ -,,იგი დროებით“-იქნა მშობლებთან ერთად კ---ში გამგზავრებული....

პალატა კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ

103. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ უფლებამოსილი ორგანოს მიერ, უკრანაში ან/და საქართველოში არასრულწლოვანი ა--- ო--------ის საცხოვრებელი ადგილი და მეურვეობის საკითხი განსაზღვრული არ არის. შესაბამისად სახეზე არ არის განმცხადებლის მეურვეობის უფლების დარღვევა;

104. უდავოა, რომ ა--- ო--------ის ჩვეული საცხოვრებელი ადგილი არის საქართველო, ქ.ბ------ი. სადაც დროებით უკრაინაში მყოფი შვილი დააბრუნა მამამ. შესაბამისად არ არსებობს სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი იმისა, რომ არასრულწლოვანი ა--- ო--------ი მიჩნეულ იქნეს" ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ" 1980 წლის ჰააგისკონვენციის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად გადაადგილებულ ან დაკავებულ ბავშვად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დაადგინა:

 

1. ო----- ს--------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე: თამარ სვანიძე

 

მოსამართლეები: ლაურა მიქავა

 

თეიმურაზ სიხარულიძე