გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.10.2018
საქმის ნომერი
330310018002455503
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
11.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/3094-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 ოქტომბერი, 2--- წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე და-----–--------–-

სხდომის მდივანი ნ---------–---–------

 

მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისან-სამგორის სერვის ცენტრი

წარმომადგენელი - მა-- გო–------

 

მოპასუხე- სე----- ვა–-----

 

დავის საგანი- თანხის ანაზღაურების დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

სე----- ვა–-----ს დაევალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, მისთვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული თანხის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანაზღაურება 5- ლარის ოდენობით;

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე - სე----- ვა–-----ს შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე იგი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის გადაწყვეტილებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სე----- ვა–-----ს დაენიშნა სოციალური პაკეტი.

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს საქალაქო ცენტრის, ისან-სამგორის სერვის-ცენტრის 2--- წლის 3--------–-- №0--------- მოხსენებითი ბარათის თანახმად, სე----- ვა–----- 2--- წლის 2---------------- არის ბრალდებული, გასაცემლის ჩარიცხვა შეუწყდა 2--- წლის პირველი მარტიდან. 2--- წლის პ------–------------- 2--- წლის პ------–------------ ჩარიცხული თანხის გამოთხოვის შემდეგ 2--- წლის აპრილის ბოლოს სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენილ იქნა 1-- ლარი, ხოლო 5- ლარი გატანილია მოთხოვნამდე.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2--- წლის 2---------- №0------------ წერილის მიხედვით, სე----- ვა–----ის ოჯახის წევრს ეცნობა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში დაფიქსირდა ინფორმაცია ბენეფიციარის სე----- ვა–----ის დაკავების ფაქტზე. სახელმწიფო გასაცემელთან დაკავშირებული კანონმდებლობით, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სოციალური პაკეტი შეწყდება ბენეფიციარის დაკავების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და დაკავების შემდგომ ჩარიცხული თანხები ექვემდებარება ბიუჯეტში აღდგენას. ბენეფიციარის დაკავების შესახებ ინფორმაციის კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში განუცხადებლობის გამო, ადგილი აქვს სოციალური პაკეტის არასწორად გაცემას, დასაბრუნებელი თანხის ოდენობა შეადგენს 5- ლარს. ამ თანხის მიმღები პირი ვალდებული, ერთი თვის ვადაში, გამოცხადდეს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისან-სამგორის სერვის ცენტრში. სე----- ვა–----ის მიერ აღნიშნული ვალდებულება არ შესრულებულა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

 

- სოციალური მომსახურების სააგენტოს საქალაქო ცენტრის ისან-სამგორის სერვის-ცენტრის 2--- წლის 3--------–-- №0--------- მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 14);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საქალაქო ცენტრის 2--- წლის 2---------- №0------------ წერილი (ს.ფ. 17-18);

- საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 22);

- მხარის ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები;

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისან-სამგორის რაიონის სოციალური მომსახურების ცენტრის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს, ხოლო 45-ე მუხლის შესაბამისად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

6.2. განსახილველ შემთხვევაში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია მოპასუხე - სე----- ვა–----ისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ არასწორად ჩარიცხული თანხის - 5- ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.

 

სასამართლო მიუთითებს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.

 

მითითებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-121 მუხლის შესაბამისად, სოციალური დახმარების ერთ-ერთი სახეა სოციალური პაკეტი, რომელიც არის ყოველთვიური ფულადი სარგებელი ან/და სარგებლების (ფულადი და არაფულადი სარგებლები) ერთობლიობა, რომლის მოცულობა, მიმღებ პირთა წრე, გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამ კანონის შესაბამისად სოციალური პაკეტის დანიშვნის საფუძვლებია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა, მარჩენალის გარდაცვალება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის დადგენილებით დამტკიცდა „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების თანდართული წესი“.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის გადაწყვეტილებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სე----- ვა–-----ს დაენიშნა სოციალური პაკეტი.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სოციალური პაკეტი შეჩერდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია და მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოპასუხე სე----- ვა–----- 2--- წლის 2---------------- არის ბრალდებული და იგი იმყოფება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №----------–----- დაწესებულებაში. ასევე დადგენილია, რომ სე----- ვა–-----ს გასაცემლის ჩარიცხვა შეუწყდა 2--- წლის პირველი მარტიდან. 2--- წლის პ------–------------- 2--- წლის პ------–------------ ჩარიცხული თანხის გამოთხოვის შემდეგ 2--- წლის აპრილის ბოლოს სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენილ იქნა 1-- ლარი, ხოლო 5- ლარი გატანილია მოთხოვნამდე. სე----- ვა–----ის მიერ აღნიშნული ვალდებულება არ შესრულებულა.

 

ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული კანონის მიხედვით, მოპასუხე სე----- ვა–-----ს სოციალური პაკეტის გაცემა შეუჩერდა 2--- წლის 1------------, თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, შესაბამისი ინფორმაციის გვიან მიღების გამო, მას 2--- წლის 1------------, 1------------, უსაფუძვლოდ ჩაერიცხა სოციალური პაკეტით გათვალისწინებული თანხა, საიდანაც უკან დაბრუნებული არ არის მხოლოდ სადავო 5- ლარი.

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მითითებული კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი, ხოლო 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე სე----- ვა–-----ს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ უსაფუძვლოდ ჩაერიცხა საარსებო შემწეობით გათვალისწინებული თანხა 2--- წლის 1------------, 1------------ და უკან დაბრუნებული თანხების გათვალისწინებით, მან საერთო ჯამში შეადგინა 5- ლარი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის რაიონის სოციალური მომსახურების ცენტრის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე სე----- ვა–-----ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, მისთვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული თანხის ანაზღაურება უნდა დაევალოს 5- ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის რაიონის სოციალური მომსახურების ცენტრის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. სე----- ვა–-----ს დაევალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, მისთვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული თანხის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანაზღაურება 5- ლარის ოდენობით.

 

3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე და-----–--------–-