გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.10.2018
საქმის ნომერი
820310018002606936
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
03.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820310018002606936

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

03.10.2018 წელი ქ. ბათუმი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი რუსუდან სანიკიძე

 

განმცხადებელი: სს "სა---------–---------–-–--------–---------------ა",წარმომადგენელი - გ--------–------ა

დაინტერესებული პირები: მ------------ე,დაინტერესებული პირები: ს--–-------------ე,დაინტერესებული პირები: ს----–-------------ე,დაინტერესებული პირები: ს---–---------------ე,დაინტერესებული პირები: ს---–--------------ე,დავის საგანი: ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ

 

აღწერილობითი ნაწილი :

 

1. განმცხადებელი მხარის მოთხოვნა

 

1.1.სს,,სა---------–---------–-–--------–---------------ისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება.

 

განმცხადებლის განმარტებით, საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით, სს ,,სა---------–---------–-–--------–---------------ა“ (შემდგომში ,,სსე“) და შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში, ერთობლივად ახორციელებენ ენერგეტიკის განვითარების პროექტებს, რომლებიც წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 08.12.2017 წ. №2--- განკარგულებით მოწონებული და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 28.12.2017 წ. №1-1/579 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის“ შემადგენელ ნაწილს.

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორცილდება 220 კვ ორჯაჭვა ,,ახალციხე-ბათუმის“ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის (შემდგომში - ,,სეგხ“) მშენებლობა, რათა მოხდეს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ახალი ჰესების (,,შ-------ს“ და ,,კ-------------“ ჰესების) მშენებლობის შედეგად გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემა, განაწილება ან/და ექსპორტი. გარდა ამისა, რეგიონში ახალი 220 კვ სეგხ-ის არსებობა მნიშვნელოვნად გაზრდის მთლიანად აჭარის ენერგომომარაგების სტაბილურობას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და აამაღლებს ავტონომიური რესპუბლიკის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობას. ამდენად, პროექტს გააჩნია სახელმწიფოებრივი და სოციალური დატვირთვა და მის წარმატებით განხორციელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს ენერგოსისტემის პერსპექტიული განვითარებისა და გაძლიერებისათვის, ასევე, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ხსენებულის პარალელურად მიმდინარე პროექტების სრულყოფილი შესრულებისა და სადგურების ქსელთან მიერთების კუთხით.

 

განმცხადებელი მხარე მიუთითებს, რომ ,,ახალციხე-ბათუმი ‘’-ს 220კვ.მ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში- ს---–----, ს--–--, ს---–--------------ეების და მ------------ის თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ განსახლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მე-2 სეგმენტის მე-2 სექციის კმ. 7.7 კმ 40.8 მონაკვეთზე სსე-ს მიერ განთავსებული იქნა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის N312ა ანძა. ამ უკანასკნელის უსაფრთხო ფუნცქიონირებისა და პრევენციული ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, საჭირო გადხა KEC INTERNATIONAL LIMITED-ის მიერ შემუშავებული და ენერგეტიკის სფეროში საერთაშორისო კონსულტანტი intec-GOPA-სა და სსე-ს მიერ შეთანხმებული გაბიონის მოწყობის პროექტის შესაბამისად, განხორციელებულიყო დამცავი გაბიონის აღმართვა-მოწყობა, მოცემულ ტერიტორიაზე არსებული მეწყერსაშიში პროცესებიდან გამომდინარე სულ 202 კვ.მ-ზე საიდანაც, თანამესაკუთრეების მიწის ნაკვეთის ფარგლებში მოქცეული იქნა გაბიონის ნაწილი, რომელმაც დაიკავა თანამესაკუთრეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან მხოლოდ 58 კვ.მ.

 

პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი გახდა სამშენებლო არეალის გასათავისუფლებლად კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა და სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება. შესაბამისად, სსე-ს მიერ დამუშავდა განსახლების სამოქმედო გეგმა, რომლითაც გათვალისწინებული იქნა სეგხ-ის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი უძრავი ქონების შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ. აუდიტ-ექსპერტის მიერ შედგენილი შეფასებითი დოკუმენტაციის საფუძველზე დადგინდა მესაკუთრეების მიმართ შესაბამისი საკომპენსაციო თანხების ანაზღაურება.

 

განმცხადებელი მხარე აღნიშნავს, რომ ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დებულებებიდან გამომდინარე, უძრავი ქონების გამოსყიდვასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მესაკუთრეებთან. მესაკუთრეებთან კი ვერ იქნა მიღწეული შესაბამისი შეთანხმება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. სს ,,სა---------–---------–-–--------–---------------ამ“ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს წერილობით შეატყობინა პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მათი ქონების შეფასების თაობაზე და აცნობა, რომ ნებაყოფლობითი ნასყიდობის განხორცილების შეუძლებლობის შემთხვევაში სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მიმართავდა განსახლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ არანებაყოფლობითი განსახლების პროცედურებს ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

განმცხადებელი ასევე მიუთითებს, რომ ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპოპრიაცია ხორციელდება ს/ს ,,საქართველსო სახელმწიფო ელექტროსისტემა''-ს მიერ აჭარისა და სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე ენერგეტიკული სისტემის განვითარების პროექტების ფარგლებში. რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 08 დეკემბრის N2--- განკარგულებით მოწონებული და საქართველოს ენერგეტიკის მინიდტრის 201 წლის 28 დეკემბრის N1-1/579 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლინი გეგმის შემადგენელ'' ნაწილს.

 

დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით 2018 წლის 16 აგვისტოს ადგილობრივ პრესაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გაზეთ ,,აჭარა’’-ში გამოქვეყნებული იქნა შესაბამისი ინფორმაცია ექსპროპრიაციის შესახებ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის მე– 2 პუნქტის და ამავე კანონის მე–5 მუხლის შესაბამისად, განმცხადებელი მხარე მოითხოვს, სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭოს კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება კერძოდ:

 

ა) მ------------ის (პ/ნ 6----------), ს--–-------------ის (პ/ნ 6----------) ს----–-------------ის (პ/ნ 6----------), ს---–---------------ის (პ/ნ 6----------) და ს---–--------------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - 7330.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის(საკადასტრო კოდი N2--0--3-.0--,) ნაწილზე - 58 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთზე, საქმეზე დართული საკადასტრო ნახაზის მიხედვით .

 

2. მხარეთა პოზიცია

2.1.დაინტერესებულ პირთა პოზიცია:

2.1.1.დაინტერესებული პირები - მ------------ე, ს--–-------------ე, ს---–---------------ე და ს---–--------------ე არ ეთანხმებიან განმცხადებლის მოთხოვნებს და განმარტეს, რომ არ არიან წინააღმდეგი პროექტის განხორცილებაზე, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მათი საკუთრებისა და ინტერესების შეზღუდვის ხარჯზე. განმცხადებლის მოქმედებით მათ მიადგათ ზიანი, ანძის მშენებლობის შედეგად განვითარდა მეწყერი და ჩამოიშალა მათ საკუთრებაში არსებული 794 კვ. მეტრი მიწის ფართობი. მათ სახელმწიფო ელექტრო სისტემას რამდენჯერმე მიმართეს ზიანის ანაზრაურებაზე, ასევე მათ მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის საკითხზე შესაძლო შეთანხმებაზე, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. მიიჩნევენ რომ განმცხადებლის მოთხოვნა უკანონოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. განმცხადებელი სს „სა---------–---------–-–--------–---------------ა“ და შპს აჭარისწყალი ჯორჯია“ აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში, ერთობლივად ახორციელებენ ენერგეტიკის განვითარების პროექტებს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს მთავრობის განკარგულებით მოწონებული და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „ საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის“ შემადგენელ ნაწილს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

- ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტი.

 

3.1.2. ენერგეტიკის განვითარების პროექტის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (IBRD) დაფინანსებით ხორციელდება 220 კვ ორჯაჭვა „ახალციხე-ბათუმი“-ს საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რათა მოხდეს სამხრეთ- დასავლეთ საქართველოში ახალი ჰესების („შ-------“-ს და „კო----------“-ს ჰესების) მშენებლობის შედეგად გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემა, განაწილება ან/და ექსპორტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

- სასესხო ხელშეკრულება.

 

3.1.3. ახალციხე-ბათუმის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის ფარგლებში აუცილებელი გახდა მ------------ის, ს--–-------------ის, ს----–-------------ის, ს---–---------------ის და ს---–--------------ის კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების გამოსყიდვა და სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირება, რასთან დაკავშირებითაც გადაწყდა, ქონების მესაკუთრეებთან შეთანხმება, ამ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.

 

სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს მ------------ეს, ს--–-------------ეს, ს----–-------------ეს, ს---–---------------ეს და ს---–--------------ეს 2018 წლის 7 ივნისის წერილობით შესთავაზა განსახლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული კომპენსაციის მიღება. ამავე წერილით, მესაკუთრე ინფორმირებული იყო, რომ უარის შემთხვევაში სს ,,სა---------–---------–-–--------–---------------ა“ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართავდა სასამართლოს ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

- პროექტის აღწერილობა.

- მოლაპარაკების ოქმები ქონების მესაკუთრეებთან.

- სს ,,სა---------–---------–-–--------–---------------ას“ წერილები უძრავი ქონების მესაკუთრეების მიმართ.

-მიწის ნაკვეთების აზომვითი საკადასტრო ნახაზები.

 

3.1.4. საქმის მასალებში წარმოდგენილი, საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით დასტურდება, რომ ახალციხე-ბათუმის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის ფარგლებში მოქცეული უძრავი ქონებების - 58 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N2--0--3-.0--).მესაკუთრეებს წარმოადგენენ მ------------ე (პ/ნ 6----------), ს--–-------------ე (პ/ნ 6----------) ს----–-------------ე (პ/ნ 6----------), ს---–---------------ე (პ/ნ 6----------) და ს---–--------------ე (პ/ნ 6----------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

- ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტი და პროექტის რუქა.

-ინვენტარიზაციის ფორმა საექსპროპრიაციო ქონების მდებარეობასა და მოცულობის დეტალური აღწერის თაობაზე.

 

3.1.4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს N1-1/390 ბრძანებით, ,,ახალციხე-ბათუმის“ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ცალკეული პირების კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე, მათ შორის მ------------ის (პ/ნ 6----------), ს--–-------------ის (პ/ნ 6----------) ს----–-------------ის (პ/ნ 6----------), ს---–---------------ის (პ/ნ 6----------) და ს---–--------------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „სა---------–---------–-–--------–---------------ას“ მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება.

 

დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით ადგილობრივ პრესაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გაზეთ ,,აჭარა’’-ში გამოქვეყნებული იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს N1-1/390 ბრძანება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს N1-1/390 ბრძანება;

- გაზეთი ,,აჭარა .“

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სადავოა შეთავაზებული საკომპენსაციო თანხის ოდენობა.

 

სამოტივაციო ნაწილი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განმცხადებელმა მხარემ დაადასტურა განცხადების საფუძვლიანობა და ის უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც განცხადება შეესაბამება `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~ საქართველოს კანონს და საქართველოს კონსტიტუციას, წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 04 ნოემბრის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმი; საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კანონი ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“.

 

საკუთრების როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი ჩარევისაგან. თუმცა, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება, 21-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრებაში ჩარევის შესაძლებლობას, კერძოდ კი, საკუთრების უფლების შეზღუდვას და საკუთრების ჩამორთმევას. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განსაზღვრულია, რომ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“.

 

საკუთრებითი წესრიგის სფეროში კერძო და საჯარო ინტერესები კონსტიტუციამ იმგვარად დააბალანსა, რომ ინტერესთა კონფლიქტის ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია საჯარო ინტერესისთვის უპირატესობის მინიჭება და უკიდურეს შემთხვევაში, მესაკუთრემ საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა ითმინოს. თუმცა ხაზგასასმელია, რომ კონსტიტუციამ ამ კონფლიქტის გადაწყვეტა კანონმდებელს კი არ მიანდო, არამედ თავად გადაწყვიტა 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, რომელთა თანახმად, საკუთრებაში სახელმწიფოს ჩარევა შეზღუდვის ან ჩამორთმევის სახით შეიძლება მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისას. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად დასაშვებია: აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით და სათანადო ანაზღაურებით; 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~.

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, მართალია, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა და მე-3 პუნქტით დაშვებული საკუთრების ჩამორთმევა წარმოადგენენ პირველი პუნქტით დადგენილ საკუთრების გარანტიაში ჩარევას, მაგრამ ისინი თავისი შინაარსით პრინციპულად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. უმნიშვნელოვანესი სხვაობა ჩარევის ამ ორ ფორმას შორის არის ის, რომ არსებობს განსხვავებული მოთხოვნები მათი კონსტიტუციურ-სამართლებრივი თვალსაზრისით გამართლებისათვის. ამდენად, საკუთრების უფლების შეზღუდვის დასაბუთების ფორმალურ-იურიდიულ საფუძველს წარმოადგენს: ა) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევების კანონით გათვალისწინება; ბ) შეზღუდვის წესის კანონით დადგენა.

 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების კონკრეტული რეგლამენტაციის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ კანონმდებელს. სწორედ მისი გადასაწყვეტია, თუ რა ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. ის შესაბამის დასკვნებს აკეთებს ეკონომიკური, სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებებისა და მიზნების საფუძველზე.

 

საკუთრების უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის მიერ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების განსაზღვრის დიაპაზონი გაცილებით ფართოა. ამ დროს კანონმდებლის მიერ, პირველ რიგში, მხედველობაში მიიღება საკუთრების მიერ შესასრულებელი ფუნქცია. რაც უფრო მეტად არის საზოგადოება, მისი ნორმალური არსებობა და განვითარება სხვის საკუთრებაზე დამოკიდებული, კანონმდებელს მით მეტი უფლებამოსილება აქვს საკუთრების უფლების შეზღუდვის სფეროში.

 

6.3. საკუთრების ჩამორთმევისას აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევები ამომწურავად არის განსაზღვრული `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში. ექსპროპრიაციად ჩაითვლება მხოლოდ ისეთი ჩამორთმევა, რომელიც ფორმითა და შინაარსით სრულად დააკმაყოფილებს `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. საკუთრების ჩამორთმევისას, კანონმდებელი პირის საკუთრების მიმართ მოქმედებს ინდივიდუალურად, მიზანმიმართულად, ანუ განსაზღვრული საჯარო ინტერესის მიღწევა ხდება კონკრეტული პირის (პირების) საკუთრების ჩამორთმევის ხარჯზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ექსპროპრიაციის უფლება შეიძლება შეეხოს, როგორც პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მთლიანად ასევე მის ნაწილს, ამ შემთხვევაში განმსაზღვრელ კრიტერიუმს წარმოადგენს მისი უცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება.

 

6.4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჩამორთმევისას აუცილებელი პირობაა შესაბამისი ანაზღაურება. მართალია, საზოგადოებრივი საჭიროების გამო, მესაკუთრის შეზღუდვა გამართლებულია, მაგრამ ეს შეზღუდვა ზომაზე მეტად იწვევს პირის საკუთრების უფლებაში ჩარევას. ასეთ დროს შეზღუდვის გაწონასწორების მიზნით, სახელმწიფოსთვის ფულადი ვალდებულების დაკისრება ემსახურება კერძო და საჯარო ინტერესებს შორის თანაზომიერი დამოკიდებულების უზრუნველყოფას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესოა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა.

დასახელებული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი აღიარებს რა ყოველი ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებას საკუთრებით შეუფერხებელ სარგებლობაზე, იმავდროულად, ითვალისწინებს საკუთრებაზე კონტროლის დაწესების შესაძლებლობასაც. კერძოდ, მასში აღნიშნულია, რომ `წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლის ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად~.

ევროპული სასამართლოც, თავის გადაწყვეტილებებში ითვალისწინებს რა თითოეული სახელმწიფოს ასეთ შესაძლებლობას, მიიჩნევს, რომ კანონმდებელი ფართო მიხედულების ზღვარით უნდა სარგებლობდეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა პრობლემებიდან გამომდინარე, პატივს სცემს კანონმდებლის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საერთო ინტერესით არის განპირობებული და აშკარა, გონივრულ საფუძველს არ არის მოკლებული.

 

6.5. `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~ საქართველოს კანონით განმარტებულია ექსპროპრიაციის დეფინიცია, რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლითა და ამ კანონით განსაზღვრული აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის ერთჯერად უფლებას სათანადო კომპენსაციის უზრუნველყოფით. ამასთან, განსაზღვრულია, რომ ექსპროპრიაცია წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლისა და ამ კანონის შესაბამისად საკუთრების ჩამორთმევას, ჩამორთმეული ქონების კომპენსაციით, ხოლო კომპენსაცია განმარტებულია, როგორც მესაკუთრისათვის ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ სათანადო საკომპენსაციო თანხის გადახდა ან ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულების მქონე სხვა ქონების გადაცემა.

 

აღნიშნული კანონის მიზანს წარმოადგენს - განისაზღვროს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. რაც შესაბამისად ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან/და საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. ამავე კანონის მეორე მუხლით დადგენილია, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება იმ სამუშაოების წარმოების მიზნით როგორიცაა - საზოგადოებრივ საჭიროებისათვის ,,ახალციხე-ბათუმის“ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რაც შესაბამისად წარმოადგენს აღნიშნული კანონის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის განხორციელების საფუძველს.

 

6.6. დადგენილია და უდავო, რომ საქართველოს მთავრობა, ენერგეტიკის სამინისტროს და სა---------–---------–-–--------–---------------ის (GSE) მიერ განხორციელებული პროექტის საშუალებით, მიზნად ისახავს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ელექტროსისტემის გაძლიერებას ახალციხისა და ბათუმის ქვესადგურების დამაკავშირებელი 220 კილოვოლტის მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გზით. ახალი ელექტროგადამცემი ხაზი უზრუნველყოფს რეგიონში ელექტროენერგიის უფრო სტაბილურ მიწოდებას, შეამცირებს ელექტროენერგიის გათიშვების რისკს და საშუალებას მისცემს GSE-ს დააკმაყოფილოს მზარდი მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, ასევე გაზარდოს მისი საექსპორტო შესაძლებლობები.

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (IBRD) დაფინანსებით ხორცილდება 220 კვ ორჯაჭვა ,,ახალციხე-ბათუმის“ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რათა მოხდეს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ახალი ჰესების (,,შ-------ს“ და ,,კ-------------“ ჰესების) მშენებლობის შედეგად გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემა, განაწილება ან/და ექსპორტი. გარდა ამისა, რეგიონში ახალი 220 კვ სეგხ-ის არსებობა მნიშვნელოვნად გაზრდის მთლიანად აჭარის ენერგომომარაგების სტაბილურობას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და აამაღლებს ავტონომიური რესპუბლიკის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობას.

 

აღნიშნული ახალციხე-ბათუმის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის ფარგლებში აუცილებელი გახდა დაინტერესებული მხარეების კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების გამოსყიდვა და სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება, რასთან დაკავშირებითაც შეთანხმება, ამ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმების შესახებ ვერ მოხერხდა, რადგანაც ქონების მესაკუთრეებმა შეთავაზებული საკომპენსაციო თანხა მიუღებლად მიიჩნიეს და უარი განაცხადეს მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის გასხვისებაზე.

 

სასამართლო იზიარებს განმცხადებელი მხარის მოსაზრებას, რომ პროექტს გააჩნია სახელმწიფოებრივი და სოციალური დატვირთვა და მის წარმატებით განხორციელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს ენერგოსისტემის პერსპექტიული განვითარებისა და გაძლიერებისათვის, ასევე, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ხსენებულის პარალელურად მიმდინარე პროექტების სრულყოფილი შესრულებისა და სადგურების ქსელთან მიერთების კუთხით, რაც ხელ შეუწყობს ასევე შემოსავლის მიღების და სამუშაო ადგილების შექმნას, შესაბამისად აღნიშნული პროექტის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონისა და მთელი ქვეყნისათვის, იგი მნიშვნელოვანი და მასშტაბურია, რაც ცალსახად ადასტურებს საზოგადოებრივი საჭიროების აუცილებლობას და რაც შესაბამისი კანონით არის დადგენილი და უზრუნველყოფილი.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ განცხადება ექსპროპრიაციის მინიჭების თაობაზე საფუძვლიანია, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციით დასაშვებია საკუთრების ჩამორთმევა ექსპროპრიაციის გზით, ამდენად, სს ,,სა---------–---------–-–--------–---------------ას“ უნდა მიენიჭოს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება - შემდეგი მესაკუთრეების უძრავ ქონებაზე:

 

მ------------ის (პ/ნ 6----------), ს--–-------------ის (პ/ნ 6----------) ს----–-------------ის (პ/ნ 6----------), ს---–---------------ის (პ/ნ 6----------) და ს---–--------------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - 7330.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის(საკადასტრო კოდი N2--0--3-.0--,) ნაწილზე - 58 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთზე.

 

6.7. სასამართლო განმარტავს, რომ `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით დადგენილია, ექსპროპრიაციის აუცილებელი წინაპირობები. კერძოდ, ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება, ამ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად წინასწარ უთანხმდება ქონების მესაკუთრეს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. ექსპროპრიატორი ახორციელებს ყველა სათანადო ღონისძიებას, რათა ქონება მიიღოს მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე. ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორი თავისი ხარჯით, დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით აფასებს ქონებას და განსაზღვრავს კომპენსაციის სახით მესაკუთრისათვის გადასაცემ სავარაუდო საკომპენსაციო თანხას ან სხვა ქონებას საექსპროპრიაციო ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად. მესაკუთრე უფლებამოსილია თავისი ხარჯით ისარგებლოს სხვა დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით.

 

მოცემულ შემთხვევაში ზემოაღნიშნული გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად სასამართლო განმარტავს, რომ სათანადო კომპენსაციის გადახდა წარმოადგენს არა ექსპროპრიაციის უფლების მიჭების, არამედ უფლების მინიჭების შემდგომ ექსპროპრიაციის განხორციელების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მითითებული კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ქონების მესაკუთრესთან საკომპენსაციო თანხის და გადახდის წესის შესახებ წინასწარ შეთანხმებას ახორციელებს ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება.

 

`აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულია ქონების საბაზრო ღირებულების და კომპენსაციის შესახებ დავის შემთხვევაში განსახორციელებელი პროცედურები. კერძოდ, აღნიშნული მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქონების საბაზრო ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხასთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში, კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, მხარეებს უფლება აქვთ სარჩელით მიმართონ სასამართლოს, ასეთ შემთხვევაში სარჩელს თან უნდა დაერთოს სასამართლოს გადაწყვეტილება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე სასამართლო მიჩნევს, რომ სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ განცხადება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს, `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილია, რომ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების წესით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლის აღსასრულებლად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ექსპროპრიატორი ვალდებულია გადაიხადოს მხარეთა მიერ გაღებული ყველა ხარჯი, მათ შორის, სამართალწარმოების ხარჯები, აგრეთვე საექსპროპრიაციო ქონების შეფასებასთან და მის გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები. განმცხადებლის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე, 416-ე, 417-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,სა---------–---------–-–--------–---------------ის“ განცხადება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;

 

2. სს ,,სა---------–---------–-–--------–---------------ას“ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება, შემდეგი მესაკუთრეების უძრავ ქონებაზე:

 

ა) მ------------ის (პ/ნ 6----------), ს--–-------------ის (პ/ნ 6----------) ს----–-------------ის (პ/ნ 6----------), ს---–---------------ის (პ/ნ 6----------) და ს---–--------------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - 7330.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის(საკადასტრო კოდი N2--0--3-.0--,) ნაწილზე - 58 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთზე, საქმეზე დართული საკადასტრო ნახაზის მიხედვით .

 

3. საქმეზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

5. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

 

6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N358 ) მეშვეობით.

 

7.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N358 ) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე