განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1--------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
10 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე გიორგი დარახველიძე,სხდომის მდივანი ნათია კოპალიანი
ბრალდების მხარე
პროკურორი- ზ--------------------,დაცვის მხარე
ბრალდებული-რ----------------------------------- - დაბადებული 1-----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N6----------- მცხოვრები: ბათუმი, გ-------–-------------------------------------
ბრალდებული- რ-------------------------- - დაბადებული 1----–-–------------------ საქართველოს მოქალაქე, პირადი N6----------- მცხოვრები: ბათუმი, თ---------------–------------------------------
ბრალდებული - მ------------------------------- - დაბადებული 1----–-–--------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი N6----------, მცხოვრები: ბათუმი, ფ------------–--–------------------------------------
ბრალდებული - გ------------------------- - დაბადებული 1----–-–------------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი N6----------- მცხოვრები: ბათუმი, დ-------------------------------------------
ბრალდებული - ზ--------------------------- - დაბადებული 1----–-–------------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი N6----------, მცხოვრები: ბათუმი, ბ-----------------------------------------------
ბრალდებული - ლ-------------------------- - დაბადებული 1----–-–------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი N6----------, მცხოვრები: ბათუმი, ს--–-------–--–---–-----------------------
ბრალდებული - ა---------------------------------- - დაბადებული 1----–-–----------------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი N6----------- მცხოვრები: ბათუმი, მ-----------------
ადვოკატი - ს-------------
კვალიფიკაცია:
ბრალდებული რ----------------- - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი).
ბრალდებული რ-------------- - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი)
ბრალდებული მ-------------------- - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი.
ბრალდებული გ-------------- - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი.
ბრალდებული ზ--------------- - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი.
ბრალდებული ლ-------------- - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი (სამი ეპიზოდი).
ბრალდებული ა--------------------- - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
რ-----------------მ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღებისა და გამოყენების მიზნით.
მანვე ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღებისა და გამოყენების მიზნით.
რ--------------მ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღებისა და გამოყენების მიზნით.
მანვე ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღებისა და გამოყენების მიზნით.
მ--------------------მ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღებისა და გამოყენების მიზნით.
გ--------------მ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღებისა და გამოყენების მიზნით.
ზ---------------მ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღებისა და გამოყენების მიზნით.
ლ--------------მ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღებისა და გამოყენების მიზნით.
მანვე ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღებისა და გამოყენების მიზნით.
მანვე ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღებისა და გამოყენების მიზნით.
ა---------------------მ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღებისა და გამოყენების მიზნით.
რაც გამოიხატა შემდეგში:
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყალი სახელმწიფო საკუთრებაა და გაიცემა მხოლოდ სარგებლობისთვის. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ფარული ფორმით ხელყოფს წყლის სახელმწიფო საკუთრების უფლებას.
ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდს განეკუთვნება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და გამავალი მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, სხვა ბუნებრივი და ხელოვნური ზედაპირული წყალსატევები, აგრეთვე არხების და ტბორების წყლები. მე-6 პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდს განკარგავენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები, ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
მითითებული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანხმად, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწად საქართველოს მიწის კანონმდებლობის შესაბამისად მიიჩნევა ის მიწა, რომელიც დაკავებულია ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული წყლის ობიექტებით (მიწისქვეშა წყლების გარდა), ჰიდროტექნიკური და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობებით, აგრეთვე მიწა, რომელიც გამოყოფილია წყლის ობიექტის წყალდაცვით ზოლად, სანიტარიული დაცვის ზონად და ა.შ. ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა გამოიყენება იმ ნაგებობათა მშენებლობისა და ექსპლუატაციისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ სასმელი, საყოფაცხოვრებო, სამკურნალო, საკურორტო და წყალზე სხვა საჭირო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო, თევზის მეურნეობის, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და სხვა საჭიროებას.
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წყალდაცვით ზოლებს მიეკუთვნება მდინარეების, ტბების, წყალსაცავების სანაპირო ზოლები, მაგისტრალური და სხვა არხების გასხვისების ზოლი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზოლები.
ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მდინარის წყალდაცვით ზოლად მიჩნეულია მისი მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც მყარდება სპეციალური რეჟიმი წყლის რესურსების გაბინძურების, დანაგვიანების, მოლამვისა და დაშრეტისგან დასაცავად; მე-2 პუნქტის თანხმად, წყალდაცვით ზოლში შეიძლება შეტანილ იქნეს მდინარის მშრალი კალაპოტი, მისი მიმდებარე ტერასები, შემაღლებული და ციცაბოფერდობიანი ბუნებრივი ნაპირები, აგრეთვე ხევები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნება მდინარის ნაპირებს; ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, მდინარის წყალდაცვითი ზოლის სიგანე აითვლება მდინარის კალაპოტის კიდიდან ორივე მხარეს მეტრებში შემდეგი წესით: 25 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისთვის 10 მეტრი, 50 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისთვის-20 მეტრი, 75 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისთვის 30 მეტრი, 75 კილომეტრზე მეტი სიგრძის მდინარისთვის 50 მეტრი.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მონაცემებით, მდინარე ჭ--------- სიგრძე 438 კილომეტრია, ხოლო მდინარე ა------ წყლის-90 კილომეტრი. შესაბამისად, ორივე მდინარისთვის წყალდაცვითი ზოლის სიგანე წარმოადგენს მდინარის კალაპოტიდან ორივე მხარეს-50 მეტრს.
2011 წლის 01 ივლისს, საქართველოს მთავრობასა და შპს „ა------------------“-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე აღნიშნული კომპანია ა------ რეგიონში, კერძოდ: მდინარეების ჭ---------ა და ა------------ ხეობებში ახორციელებს სამი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. ხსენებული მემორანდუმის თანახმად, მითითებულმა კომპანიამ იკისრა პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე არსებული ყველა მიწის ნაკვეთის შესყიდვის ვალდებულება და შესაბამისად დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით ერთ კვადრატულ მეტრში მოქალაქეებს უხდიდა 20 ლარს.
ქ. ბა-----–ი მცხოვრებ ი--------------------- საარქივო მონაცემებით ხ------------- რაიონის სოფელ მ----------- ერიცხებოდა დაურეგისტრირებელი 1500 კვ/მ მიწის ნაკვეთი. იცოდა რა აღნიშნულის შესახებ ვლ----------–-------–------მ თაღლითურად დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებისა და ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, განიზრახა ი---------------------- საარქივო ცნობისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების გზით, პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, მდინარე ჭ--------ს კალაპოტში ყალბად დაერეგისტრირებინა სახელმწიფოს კუთვნილი ფართი და ი---------------------- დახმარებით მასზე მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება. აღნიშნულის შემდეგ კი ხსენებული ფართის შპს „ა------------------“-ზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაუფლებოდა ამავე კომპანიის ფულად თანხას.
ამ მიზნით, 2012 წლის ბოლოს, ვლ----------–-----ე დაუკავშირდა ი--------------------- და შესთავაზა, რომ ზემოხსენებული საარქივო ცნობის საფუძველზე ი---------------------- სახელზე დაარეგისტრირებდა მდინარე ჭ--------- კალაპოტში არსებულ სხვა ფართს, რის შემდეგ მოახდენდა მის რეალიზაციას და აღებული თანხის 10 %-ს დახმარების სანაცვლოდ ამ უკანასკნელს მისცემდა. აღნიშნულზე იო-------------–---–მა თანხმობა განაცხადა. ამის შემდეგ, ვ-–------------------ ი---------------------- დახმარებით მიმართა შპს „ბ-----------“-ის დირექტორს რ----------------- და ამზომველს რ--------------ს და სთხოვა ი---------------------- სახელზე აეზომათ მდინარე ჭ--------- კალაპოტში არსებული 1010 კვ/მ ფართი.
რ----------------- და რ--------------მ განიზრახეს გარკვეული ფულადი სარგებლის მიღების მიზნით დაემზადებინათ ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და აღნიშნულზე თანხმობა განაცხადეს. ამის შემდეგ, რ----------------- და რ--------------მ 2013 წლის 3---------ს, ი---------------------- სახელზე დაამზადეს ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი გასაღებისა და გამოყენების მიზნით, რომელშიც რეალურად მდინარე ჭ--------- კალაპოტში არსებული 1010 კვ/მ ფართის დანიშნულებად მდინარის კალაპოტის ნაცვლად სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მიუთითეს.
გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ფართის რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტის -თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობის მისაღებად ვ-–------------------ მიმართა ხ------------- რაიონის სოფელ მა--------ის რწმუნებულ ჯ--------------- და სთხოვა საარქივო მონაცემებისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული ფართის ურთიერთშესაბამისობისა და ამავე ფართის ი---------------------- პირად სარგებლობაში არსებობის ფაქტის დადასტურება. აღნიშნულზე ჯ--------------- თანხმობა განუცხადა და 2013 წლის 3---------ს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამატებით გასცა ნოტარიულად დამოწმებული ცნობა ი---------------------- პირად სარგებლობაში ზემოაღნიშნული 1010 კვ/მ ფართის არსებობის შესახებ.
ამის შემდეგ, 2013 წლის 0------------–-, ვ-–------------------ ი---------------------- დახმარებით მის მიერ მოპოვებული ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტები სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხ------------- სარეგისტრაციო სამსახურში. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, აღნიშნული სამსახურის ასისტენტის ე---------------------ს მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის შედეგად, 2013 წლის 07 თებერვალს, ი---------------------- სახელზე დარეგისტრირდა რეალურად მდინარე ჭ--------- კალაპოტში, კერძოდ: ნაწილობრივ მდინარეში და ნაწილობრივ მდინარის რიყეზე მდებარე 1011 კვ/მ ფართი, სარეგისტრაციო ნომრით 2------------ ამ გზით ვ-–------------------ ი---------------------- დახმარებით, თაღლითურად მიიღო ქონებრივი უფლება სახელმწიფოს კუთვნილ ფართზე, რის შემდეგაც მან შეცდომაში შეიყვანა შპს „ა------------------“ და მითითებული ფართის ხსენებულ კომპანიაზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაეუფლა შპს „ა------------------“-ის კუთვნილ 20220 ლარს, საიდანაც 2000 ლარი, გაწეული დახმარების სანაცვლოდ ი--------------------- გადასცა. აღნიშნული ქმედებით ვ-–------------------ ი---------------------- დახმარებით სახელმწიფოსა და შპს „ა------------------“-ს მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი.
2014 წლის 0--------–-- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონსაწინააღმდეგო გზით განხორციელებული, ზემოაღნიშნული 1011 კვ/მ ფართის რეგისტრაცია და შემდგომი ტრანზაქციები ბათილად იქნა ცნობილი.
ხ------------- რაიონის სოფელ მ----------- მცხოვრებ ემ----------------ის აწგარდაცვლილ დედას სო-------------
ძეს საარქივო მონაცემებით ამავე სოფელში ერიცხებოდა დაურეგისტრირებელი 5000 კვ/მ მიწის ნაკვეთი. ემ------------------ თაღლითურად დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებისა და ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, განიზრახა ყალბი დოკუმენტების გამოყენების გზით, პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, მდინარე ჭ--------- კალაპოტში ყალბად დაერეგისტრირებინა სახელმწიფოს კუთვნილი ფართები და მათზე მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება. აღნიშნულის შემდეგ კი ხსენებული ფართების შპს „ა------------------“-ზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაუფლებოდა ამავე კომპანიის ფულად თანხას.
ამ მიზნით ემ------------------ დახმარებისთვის მიმართა შპს „ბ---------------ის დირექტორს რ----------------- და ამზომველ რ--------------ს, რომლებსაც სთხოვდა დედამისის ს------------------ სახელზე აეზომათ სოფელ მ-----------, მდინარე ჭ--------- კალაპოტში არსებული 525 კვ/მ ფართი.
რ----------------- და რ--------------მ განიზრახეს გარკვეული ფულადი სარგებლის მიღების მიზნით დაემზადებინათ ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და აღნიშნულზე ე------------------- თანხმობა განუცხადეს. ამის შემდეგ, რ----------------- და რ--------------მ 2013 წლის 31 იანვარს, ს------------------ სახელზე დაამზადეს ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი გასაღებისა და გამოყენების მიზნით, რომელშიც რეალურად მდინარე ჭ--------- კალაპოტში არსებული 525 კვ/მ ფართის დანიშნულებად მდინარის კალაპოტის ნაცვლად სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მიუთითეს.
გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ფართის რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტის-თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობის მისაღებად ემ------------------ მიმართა ხ------------- რაიონის სოფელ მა--------ის რწმუნებულს ჯ--------------- და სთხოვა საარქივო მონაცემებისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული ფართის ურთიერთშესაბამისობისა და ამავე ფართის დედამისის ს------------------ პირად სარგებლობაში არსებობის ფაქტის დადასტურება აღნიშნულზე ჯ--------------- თანხმობა განუცხადა და 2013 წლის 04 თებერვალს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით გასცა ნოტარიულად დამოწმებული ცნობა ს------------------ პირად სარგებლობაში ზემოაღნიშნული 525 კვ/მ ფართის არსებობის შესახებ.
2013 წლის 05 თებერვალს, ემ------------------ მის მიერ მოპოვებული ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტები სხვა დოკუმენტებთან ერთად, დედამისის ს------------------ მეშვეობით წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხ------------- სარეგისტრაციო სამსახურში. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, აღნიშნული სამსახურის უფროსის მოადგილის რ-------------- მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის შედეგად, 2013 წლის 11 თებერვალს, ს------------------ სახელზე დარეგისტრირდა სოფელ მ-----------, რეალურად მდინარე ჭ--------- კალაპოტში, კერძოდ: მდინარის რიყეზე არსებული 525 კვ/მ ფართი, საკადასტრო კოდით 2------------ ამ გზით ემ------------------, ფართის დედამისის ს------------------ სახელზე დარეგისტრირების გზით, თაღლითურად მიიღო ქონებრივი უფლება სახელმწიფოს კუთვნილ ფართზე, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა შეცდომაში შეიყვანა შპს „ა------------------“ და მითითებული ფართის და მასთან ერთად ასევე სხვა ფართის ხსენებულ კომპანიაზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაეუფლა შპს „ა------------------“-ის კუთვნილ, ჯამში 24820 ლარს. აღნიშნული ქმედებით ემ------------------ სახელმწიფოსა და შპს „ა------------------“-ს მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი.
2014 წლის 0--------–-- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონსაწინააღმდეგო გზით განხორციელებული, ზემოაღნიშნული 525 კვ/მ ფართის რეგისტრაციები და შემდგომი ტრანზაქციები ბათილად იქნა ცნობილი.
ხ------------- რაიონის სოფელ კ-------–- მცხოვრებ ჯ----------------- საარქივო მონაცემებით ამავე სოფელში ერიცხებოდა დაურეგისტრირებელი 5000 კვ/მ მიწის ნაკვეთი. ჯ----------------- თაღლითურად დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებისა და ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, განიზრახა ყალბი დოკუმეტების გამოყენების გზით, პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, მდინარე ჭ--------- კალაპოტში ყალბად დაერეგისტრირებინა სახელმწიფოს კუთვნილი ფართი და მასზე მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება. აღნიშნულის შემდეგ კი ხსენებული ფართის შპს „ა------------------“-ზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაეუფლებოდა ამავე კომპანიის ფულად თანხას. ამ მიზნით ჯ----------------- დახმარებისათვის მიმართა შპს „ა----“ დირექტორს მ--------------------ს და სთხოვა მის სახელზე აეზომა მდინარე ჭ--------- კალაპოტში არსებული 1600 კვ/მ ფართი.
მ--------------------მ განიზრახა გარკვეული ფულადი სარგებლის მიღების მიზნით დაემზადებინა ყალბი საკადასრო აზომვითი ნახაზი და ჯ----------------- თანხმობა განუცხადა. ამის შემდეგ მ--------------------მ 2013 წლის 28 იანვარს, ჯა-----–--–-----ის სახელზე დაამზადა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი გასაღებისა და გამოყენების მიზნით, რომელშიც რეალურად მდინარე ჭ--------- კალაპოტში არსებული 1600 კვ/მ ფართის დანიშნულებად მდინარის კალაპოტის ნაცვლად სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მიუთითა.
ამის შემდეგ, 2013 წლის 31 იანვარს, ჯ----------------- მის მიერ მოპოვებული ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი სხვა დოკუმენტებთან ერთად, წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხ------------- სარეგისტრაციო სამსახურში. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, აღნიშნული სამსახურის უფროსის დ------------------- მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის შედეგად, 2013 წლის 05 თებერვალს, ჯ-----------------ა და მისი ოჯახის წევრების სახელზე დარეგისტრირდა რეალურად მდინარე ჭ--------- კალაპოტში, კერძოდ: ნაწილობრივ მდინარეში და ნაწილობრივ მდინარის რიყეზე არსებული 1440 კვ/მ ფართი, საკადასრო კოდით 2------------ აღნიშნული შემდგომ ტექნიკური ხარვეზის სახით იქნა კვლავ დ------------------- მიერ გამოსწორებული და საბოლოოდ ჯა-----–--–-----ისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე დარეგისტრირდა 1600 კვ/მ ფართი. ამ გზით ჯ----------------- თაღლითურად მიიღო ქონებრივი უფლება სახელმწიფოს კუთვნილ ფართზე, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა შეცდომაში შეიყვანა შპს „ა------------------“ და მითითებული ფართის ხსენებულ კომპანიაზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაეუფლა შპს „ა------------------“--ის კუთვნილ 32000 ლარს. აღნიშნული ქმედებით ჯ----------------- სახელმწიფოს და შპს „ა------------------“-ს მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი.
2014 წლის 0--------–-- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონსაწინააღმდეგო გზით განხორცილებული, ზემოაღნიშული 1600 კვ/მ ფართის რეგისტრაცია და შემდგომი ტრანზაქციები ბათილად იქნა ცნობილი.
ხ------------- რაიონის სოფელ კ-------–- მცხოვრებ ბ----------------- საარქივო მონაცემებით სოფელ ნ-----------–- ერიცხებოდა დაურეგისტრირებელი 1500 კვ/მ მიწის ნაკვეთი. ბ----------------მ თაღლითურად დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებისა და ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, განიზრახა ყალბი დოკუმენტების გამოყენების გზით, პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, მდინარე ჭ--------- კალაპოტში ყალბად დაერეგისტრირებინა სახელმწიფოს კუთვნილი ფართი და მასზე მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება. აღნიშნულის შემდეგ კი ხსენებული ფართის შპს „ა------------------“-ზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაუფლებოდა ამავე კომპანიის ფულად თანხას.
ამ მიზნით ბ----------------მ დახმარებისთვის მიმართა შპს „დ--------------------“ დირექტორს გ--------------ს და სთხოვა მის სახელზე აეზომა სოფელ ნ-----------–-, მდინარე ჭ--------- კალაპოტში არსებული 1100 კვ/მ ფართი. გ--------------მ განიზრახა გარკვეული ფულადი სარგებლის მიღების მიზნით დაემზადებინა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ბ----------------- თანხმობა განუცხადა. ამის შემდეგ, გ--------------მ 2012 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში, ბ-------–--–----ის სახელზე დაამზადა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი გასაღებისა და გამოყენების მიზნით, რომელშიც რეალურად მდინარე ჭ--------- კალაპოტში არსებული 1100 კვ/მ ფართის დანიშნულებად მდინარის კალაპოტის ნაცვლად სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მიუთითა.
გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ფართის რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტის- თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობის მისაღებად, ბ----------------მ მიმართა ხ------------- რაიონის სოფელ გ-----ს ორგანიზატორს(რწმუნებულს) რო---–--–-----ს და სთხოვა საარქივო მონაცემებისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული ფართის ურთიერთშესაბამისობისა და ამავე ფართის მის პირად სარგებლობაში არსებობის ფაქტის დადასტურება. აღნიშნულზე რო---–--–-----მ თანხმობა განუცხადა და 2012 წლის 15 ოქტომბერს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით გასცა ნოტარიულად დამოწმებული ცნობა ბ-------–--–----ის პირად სარგებლობაში ზემოაღნიშნული 1100 კვ/მ ფართის არსებობის შესახებ.
2012 წლის 15 ოქტომბერს, ბ----------------მ მის მიერ მოპოვებული ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტები სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხ------------- სარეგისტრაციო სამსახურში. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, აღნიშნული სამსახურის უფროსის მოადგილის რ-------------- მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის შედეგად, 2012 წლის 19 ოქტომბერს, ბ-------–--–----ის სახელზე დარეგისტრირდა სოფელ ნ-----------–-, რეალურად მდინარე ჭ--------- კალაპოტში, კერძოდ: მდინარის მიმდებარე ციცაბო მთის ფერდობზე, მდინარის წყალდაცვით ზოლში არსებული 1101 კვ/მ ფართი, საკადასტრო კოდით 2------------ ამ გზით ბ----------------მ თაღლითურად მიიღო ქონებრივი უფლება სახელმწიფოს კუთვნილ ფართზე, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა შეცდომაში შეიყვანა შპს „ა------------------“ და მითითებული ფართის ხსენებულ კომპანიაზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაეუფლა შპს „ა------------------“-ის კუთვნილ 22020 ლარს. აღნიშნული ქმედებით ბ----------------მ სახელმწიფოსა და შპს „ა------------------“-ს მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი.
2014 წლის 0--------–-- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონსაწინააღმდეგო გზით განხორციელებული, ზემოაღნიშნული 1101 კვ/მ ფართის რეგისტრაცია და შემდგომი ტრანზაქციები ბათილად იქნა ცნობილი.
ხ------------- რაიონის სოფელ მ----------- მცხოვრებ შე-------------–---–ს საარქივო მონაცემებით ამავე სოფელში ერიცხებოდა დაურეგისტრირებელი 4000 კვ/მ მიწის ნაკვეთი. შ--------------------- თაღლითურად დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებისა და ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, განიზრახა ყალბი დოკუმენტების გამოყენების გზით, პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, მდინარე ჭ--------- კალაპოტში ყალბად დაერეგისტრირებინა სახელმწიფოს კუთვნილი ფართი და მასზე მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება. აღნიშნულის შემდეგ კი ხსნებული ფართის შპს „ა------------------“-ზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაუფლებოდა ამავე კომპანიის ფულად თანხას.
ამ მიზნით შ---------------------, შვილის ზ---------------------- მეშვეობით დახმარებისთვის მიმართა ამზომველ ზ---------------ს და სთხოვა მის სახელზე აეზომა სოფელ მ-----------, მდინარე ჭ--------- კალაპოტში არსებული 1600 კვ/მ ფართი.
ზ---------------მ განიზრახა გარკვეული ფულადი სარგებლის მიღების მიზნთ დაემზადებინა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და შე-------------–---–ს თანხმობა განუცხადა. ამის შემდეგ, ზ---------------მ 2013 წლის იანვრის შუა რიცხვებში, შე-------------–---–ის სახელზე დაამზადა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი გასაღებისა და გამოყენების მიზნით, რომელშიც რეალურად მდინარე ჭ--------- კალაპოტში არსებული 1600 კვ/მ ფართის დანიშნულებად მდინარის კალაპოტის ნაცვლად სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მიუთითა. ნახაზი თავდაპირველად შედგენილ იქნა 1600 კვ/მ ფართზე, ხოლო შემდგომში შემცირებული იქნა 1310 კვ/მ-მდე.
2013 წლის 15 იანვარს, შ--------------------- მის მიერ მოპოვებული ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტები სხვა დოკუმენტებთან ერთად, შპს „ც-----------------------“-ის (ზ---------------) მეშვეობით წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხ------------- სარეგისტრაციო სამსახურში. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, აღნიშნული სამსახურის უფროსის დ------------------- მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის შედეგად, 2013 წლის 22 იანვარს, შე-------------–---–ისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე დარეგისტრირდა სოფელ მ-----------, რეალურად მდინარე ჭ--------- კალაპოტში, კერძოდ: ნაწილობრივ მდინარეში და ნაწილობრივ მდინარის რიყეზე არსებული 1311 კვ/მ ფართი, საკადასტრო კოდით 2------------ ამ გზით შ--------------------- თაღლითურად მიიღო ქონებრივი უფლება სახელმწიფოს კუთვნილ ფართზე, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა შეცდომაში შეიყვანა შპს „ა------------------“ და მითითებული ფართის ხსენებულ კომპანიაზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაეუფლა შპს „ა------------------“-ის კუთვნილ 26220. აღნიშნული ქმედებით შ--------------------- სახელმწიფოსა და შპს „ა------------------“-ს მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი.
2014 წლის 0--------–-- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონსაწინააღმდეგო გზით განხორციელებული,ზემოაღნიშნული 1311 კვ/მ ფართის რეგისტრაცია და შემდგომი ტრანზაქციები ბათილად იქნა ცნობილი.
ხ------------- რაიონის სოფელ გ-----ში მცხოვრებ მა----–--–--–--ეს საარქივო მონაცემებით ამავე სოფელში ერიცხებოდა დაურეგისტრირებელი 2500 კვ/მ მიწის ნაკვეთი. იცოდნენ რა აღნიშნულის შესახებ, მ---------------- შვილიშვილის ჯი-–----–--–---ს მეუღლემ თა---–-------------მ და ამ უკანასკნელის ძმამ უ–----------------მ თაღლითურად დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებისა და ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, განიზრახეს ყალბი დოკუმენტების გამოყენების გზით, პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, მდინარე ჭ--------- კალაპოტში ყალბად დაერეგისტრირებინათ სახელმწიფოს კუთვნილი ფართი და მასზე მოტყუებით მიეღოთ ქონებრივი უფლება. აღნიშნულის შემდეგ კი ხსენებული ფართის შპს „ა------------------“-ზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაუფლებოდნენ ამავე კომპანიის ფულად თანხას.
აღნიშნული მიზნის განხორციელებისთვის, უშ---- და თ---------------------- ამ უკანასკნელის მამამთილს თ--------------- მიმართეს, რომელსაც სთხოვეს დახმარება დედის მ---------------- სახელზე არსებული საარქივო მონაცემების საფუძველზე, მათ მიერ მდინარის კალაპოტის ტერიტორიაზე შერჩეული ადგილის დარეგისტრირებაში, რაზეც თ--------------მ თანხმობა განუცხადათ. აღნიშნულის შემდეგ, განზრახვის განხორციელების მიზნით, უ–----------------მ დახმარებისთვის მიმართ ამზომველ ლ--------------ს და სთხოვა მ---------------- სახელზე აეზომა სოფელ მ-----------, მდინარე ჭ--------- კალაპოტში არსებული 1500 კვ/მ ფართი.
ლ--------------მ განიზრახა გარკვეული ფულადი სარგებლის მიღების მიზნით დაემზადებინა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და უ–----------------ს თანხმობა განუცხადა. ამის შემდეგ, ლ--------------მ 2013 წლის თებერვლის დასაწყისში, მ---------------- სახელზე დაამზადა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი გასაღებისა და გამოყენების მიზნით, რომელშიც რეალურად მდინარე ჭ--------- კალაპოტში არსებული 1500 კვ/მ ფართის დანიშნულებად მდინარის კალაპოტის ნაცვლად სასოფლო-სამეურნეო მიწინს ნაკვეთი მიუთითა.
ამის შემდეგ, 2013 წლის 06 თებერვალს, უშ---- და თ---------------------- მათ მიერ მოპოვებული ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტები სხვა დოკუმენტებთან ერთად, თ--------------- მეუღლის - თა-----–--–--ის მეშვეობით წარადგინეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხ------------- სარეგისტრაციო სამსახურში. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, აღნიშნული სამსახურის უფროსის დ------------------- მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის შედეგად, 2013 წლის 22 თებერვალს, თ---------------ა და მისი ოჯახის წევრების სახელზე დარეგისტრირდა სოფელ მ-----------, რეალურად მდინარე ჭ--------- კალაპოტში, კერძოდ: ნაწილობრივ მდინარეში და ნაწილობრივ მდინარის რიყეზე მდებარე 1501 კვ/მ ფართი, სარეგისტრაციო ნომრით 2------------ ამ გზით უშ---- და თ----------------------, თ--------------- დახმარებით თაღლითურად მიიღეს ქონებრივი უფლება სახელმწიფოს კუთვნილ ფართზე, რის შემდეგაც მათ შეცდომაში შეიყვანეს შპს „ა------------------“ და მითითებული ფართის ხსენებულ კომპანიაზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაეუფლა შპს „ა------------------“-ის კუთვნილ 30020 ლარს. აღნიშნული ქმედებით უშ---- და თ----------------------, თ--------------- დახმარებით სახელმწიფოსა და შპს „ა------------------“-ს მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი.
2014 წლის 0--------–-- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონსაწინააღმდეგო გზით განხორციელებული,ზემოაღნიშნული 1501 კვ/მ ფართის რეგისტრაცია და შემდგომი ტრანზაქციები ბათილად იქნა ცნობილი.
ხ------------- რაიონის სოფელ ა-----------–- მცხოვრებ მუ--------------ს საარქივო მონაცემებით ამავე რაიონის სოფელ კა--------ში ერიცხებოდა დაურეგისტრირებელი 5000 კვ/მ მიწის ნაკვეთი. მ----------------- თაღლითურად დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებისა და ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, განიზრახა ყალბი დოკუმენტების გამოყენების გზით, პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, მდინარე ა------------ კალაპოტში ყალბად დაერეგისტრირებინა სახელმწიფოს კუთვნილი ფართი და მასზე მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება. აღნიშნულის შემდეგ კი ხსენებული ფართის შპს „ა------------------“-ზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაუფლებოდა ამავე კომპანიის ფულად თანხას.
ამ მიზნით მ----------------- დახმარებისთვის შპს „ც-----------------------“-ის დირექტორის ს---------------------- მეშვეობით მიმართა ამზომველ ლ--------------ს და სთხოვა მის სახელზე აეზომა სოფელ ა-----------–-, მდინარე ა------------ კალაპოტში არსებული 5050 კვ/მ ფართი.
ლ--------------მ განიზრახა გარკვეული ფულადი სარგებლის მიღების მიზნით დაემზადებინა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და აღნიშნულზე თანხმობა განაცხადა. ამის შემდეგ, ლ--------------მ 2013 წლის 28 იანვარს, მ----------------- სახელზე დაამზადა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი გასაღებისა და გამოყენების მიზნით, რომელშიც რეალურად მდინარე ჭ--------- კალაპოტში არსებული 5050 კვ/მ ფართის დანიშნულებად მდინარის კალაპოტის ნაცვლად სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მიუთითა.
2012 წლის 28 იანვარს, მ----------------- მის მიერ მოპოვებული ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტები სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხ------------- სარეგისტრაციო სამსახურში. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, აღნიშნული სამსახურის უფროსის დ------------------- მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის შედეგად, 2013 წლის 29 იანვარს, მ-----------------ა და მისი ოჯახის წევრების სახელზე დარეგისტრირდა სოფელ ა-----------–-, რეალურად მდინარე ა------------ კალაპოტში, კერძოდ: ნაწილობრივ მდინარეში და ნაწილობრივ მდინარის რიყეზე მდებარე 5053 კვ/მ ფართი, საკადასტრო კოდით 2------------ ამ გზით მ----------------- თაღლითურად მიიღო ქონებრივი უფლება სახელმწიფოს კუთვნილ ფართზე, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა შეცდომაში შეიყვანა შპს „ა------------------“ და მითითებული ფართის ხსენებულ კომპანიაზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაეუფლა შპს „ა------------------“-ის კუთვნილ 101060 ლარს. აღნიშნული ქმედებით მ----------------- სახელმწიფოსა და შპს „ა------------------“-ს მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი.
2014 წლის 0--------–-- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონსაწინააღმდეგო გზით განხორციელებული,ზემოაღნიშნული 5053 კვ/მ ფართის რეგისტრაცია და შემდგომი ტრანზაქციები ბათილად იქნა ცნობილი.
ხ------------- რაიონის სოფელ მ----------- მცხოვრები სუ-–---------------–---–ის დედას- ხე------------–---–ს საარქივო მონაცემებით ამავე სოფელში ერიცხებოდა დაურეგისტრირებელი 5000 კვ/მ მიწინს ნაკვეთი. სუ-–---------------–---–მა თაღლითურად დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებისა და ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, განიზრახა ყალბი დოკუმენტების გამოყენების გზით, პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, მდინარე ჭ--------- კალაპოტში ყალბად დაერეგისტრირებინა სახელმწიფოს კუთვნილი ფართი და მასზე მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება. აღნიშნულის შემდეგ კი ხსენებული ფართის შპს „ა------------------“-ზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაუფლებოდა ამავე კომპანიის ფულად თანხას.
ამ მიზნით სუ-–---------------–---–მა დახმარებისთვის ინდმეწარმე ლ--–-------------ის მეშვეობით მიმართა ამზომველ ლ--------------ს და სთხოვა დედის - ხე------------–---–ის სახელზე აეზომა მდინარე ჭ--------- კალაპოტში არსებული 2075 კვ/მ ფართი.
ლ--------------მ განიზრახა გარკვეული ფულადი სარგებლის მიღების მიზნით დაემზადებინა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და აღნიშნულზე თანხმობა განაცხადა. ამის შემდეგ, ლ--------------მ 2012 წლის დეკემბრის დასაწყისში, ხე------------–---–ის სახელზე დაამზადა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი გასაღებისა და გამოყენების მიზნით, რომელშიც რეალურად მდინარე ჭ--------- კალაპოტში არსებული 2075 კვ/მ ფართის დანიშნულებად მდინარის კალაპოტის ნაცვლად სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მიუთითა.
ამის შემდეგ, 2012 წლის 14 დეკემბერს, სუ-–---------------–---–მა მის მიერ მოპოვებული ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტები სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხ------------- სარეგისტრაციო სამსახურში. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, აღნიშნული სამსახურის უფროსის დ------------------- მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის შედეგად, 2013 წლის 19 დეკემბერს, ხე------------–---–ის სახელზე დარეგისტრირდა რეალურად მდინარე ჭ--------- კალაპოტში, კერძოდ: მდინარე ჭ--------- რიყეზე მდებარე 2076 კვ/მ ფართი, საკადასტრო კოდით 2------------ ამ გზით სუ-–---------------–---–მა თაღლითურად მიიღო ქონებრივი უფლება სახელმწიფოს კუთვნილ ფართზე, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა შეცდომაში შეიყვანა შპს „ა------------------“ და მითითებული ფართის ხსენებულ კომპანიაზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაეუფლა შპს „ა------------------“-ის კუთვნილ 415-- ლარს. აღნიშნული ქმედებით სუ-–---------------–---–მა სახელმწიფოსა და შპს „ა------------------“-ს მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი.
2014 წლის 0--------–-- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონსაწინააღმდეგო გზით განხორციელებული,ზემოაღნიშნული 2076 კვ/მ ფართის რეგისტრაცია და შემდგომი ტრანზაქციები ბათილად იქნა ცნობილი.
ხ------------- რაიონის სოფელ მ----------- მცხოვრებ ემ----------------ის აწ გარდაცვლილ დედას ს------------------ საარქივო მონაცემებით ამავე სოფელში ერიცხებოდა დაურეგისტრირებელი 5000 კვ/მ მიწის ნაკვეთი. ემ------------------ თაღლითურად დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებისა და ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, განიზრახა ყალბი დოკუმენტების გამოყენების გზით, პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, მდინარე ჭ--------- კალაპოტში ყალბად დაერეგისტრირებინა სახელმწიფოს კუთვნილ ფართები და მათზე მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება. აღნიშნულის შემდეგ კი ხსენებული ფართების შპს „ა------------------“-ზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაუფლებოდა ამავე კომპანიის ფულად თანხას.
ამ მიზნით ემ------------------ დახმარებისათვის მიმართა შპს „C------------ის დირექტორს ა---------------------ს და სთხოვა დედამისის ს------------------ სახელზე აეზომა სოფელ მ-----------, მდინარე ჭ--------- კალაპოტში არსებული 773 კვ/მ ფართი.
ა---------------------მ განიზრახა გარკვეული ფულადი სარგებლის მიღების მიზნით დაემზადებინა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ე------------------- თანხმობა განუცხადა. ამის შემდეგ, ლ--------------მ 2012 წლის 17 დეკემბერს, ს------------------ თანხმობა განუცხადა. ამის შემდეგ, ლ--------------მ 2012 წლის 17 დეკემბერს, ს------------------ სახელზე დაამზადა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი გასაღებისა და გამოყენების მიზნით, რომელშიც რეალურად მდინარე ჭ--------- კალაპოტში არსებულული 773 კვ/მ ფართის დანიშნულებად მდინარის კალაპოტის ნაცვლად სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მიუთითა.
გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ფართის რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტის თვითმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობის მისაღებად ემ------------------ მიმართა ხ------------- რაიონის სოფელ მა--------ის რწმუნებულს ჯ--------------- და სთხოვა საარქივო მონაცემებისს და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული ფართის ურთიერთშესაბამისობისა და ამავე ფართის დედამისის ს------------------ პირად საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურება. აღნიშნულზე ჯ--------------- თანხმობა განუცხადა და 2012 წლის 18 დეკემბერს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით გასცა ნოტარიულად დამოწმებული ცნობა ს------------------ პირად სარგებლობაში ზემოაღნიშნული 773 კვ/მ ფართის არსებობის შესახებ. 2012 წლის 19 დეკემბერს, ემ------------------ნ მის მიერ მოპოვებული ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტები სხვა დოკუმეტებთან ერთად, დედამისის ს------------------ მეშვეობით, წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხ------------- სარეგისტრაციო სამსახურში. 2012 წლის 27 დეკემბერს საკადასტრო ნახაზი მცირედით შეიცვალა. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, აღნიშნული სამსახურის უფროსის დ------------------- მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის შედეგად, 2013 წლის 03 იანვარს, ს------------------ სახელზე დარეგისტრირდა სოფელ მ-----------, რეალურად მდინარე ჭ--------- კალაპოტში, კერძოდ: მდინარის რიყეზე არსებული 716 კვ/მ ფართი, საკადასტრო კოდით 2-------------. ამ გზით ემ------------------, ფართის დედამისის ს------------------ სახელზე დარეგისტირების გზით, თაღლითურად მიიღო ქონებრივი უფლება სახელმწიფოს კუთვნილ ფართზე, რის შემდეგაც ამ უკანასკნრლმა შეცდომაში შეიყვანა შპს „ა------------------“ და მითითებული ფართის და მასთნ ერთად ასევე სხვა ფართის ხსენებულ კომპანიაზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაეუფლა შპს „ა------------------“-ის კუთვნილ, ჯამში 24820 ლარს. აღნიშნული ქმედებით ემ------------------ სახელმწიფოს და შპს „ა----------------7“-ს მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი.
2014 წლის 0--------–-- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონსაწინააღმდეგო გზით განხორციელებული, ზემოაღნიშნული 716 კვ/მ ფართის რეგისტრაცია და შემდგომი ტრანზაქციები ბათილად იქნა ცნობილი.
რ-----------------, რ-------------- ზემოაღნიშნული ქმედებისათვის ცნობილ იქნენ ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
მ--------------------, გ--------------, ზ---------------, ა--------------------- ზემოაღნიშნული ქმედებისათვის ცნობილ იქნენ ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ლ-------------- ზემოაღნიშნული ქმედებისათვის ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი)
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულების მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულების რ------------------, რ---------------, მ---------------------, გ---------------, ზ----------------, ლ---------------, ა---------------------- მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმები).
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საქმეში არსებული მტკიცებულებები ცნობილი იქნა უდავოდ.
საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულებმა რ-----------------მ, რ--------------მ, მ--------------------მ, გ--------------მ, ზ---------------მ, ლ--------------მ და ა---------------------მ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება მიიჩნიეს უდაოდ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ბრალდებულების რ------------------, რ---------------, მ---------------------, გ---------------, ზ----------------, ლ---------------, ა----------------------, მიერ დანაშაულის ჩადენას უტყუარად ადასტურებს საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: დაზარალებულის წარმომადგენლებისა და მოწმეთა ჩვენებები, ბრალდებულების რ------------------ა და რ--------------- ჩვენებები, საჯარო რეესტრიდან გამოგზავნილი მასალები უკანონო რეგისტრაციებთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრიდან მიღებული სიტუაციური და K-- მონაცემების შემცველი ნახაზები და სურათები, ენერგეტიკის სამინისტროდან მიღებული მასალები, წყლის შესახებ კანონი, საჯარო რეესტრის ინსტრუქცია, ხ------------- რაიონის არქივიდან მიღებული საარქივო მონაცემები და საკომლო ჩანაწერები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება თანდართული მასალებით უკანონო რეგისტრაციების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, სარეგისტრაციო წარმოებები, საკადასტრო აზომვითი ნახაზები და საქმეში არსებული სხვა მასალებისა და ინფორმაციის ერთობლიობა.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
ბრალდებულებმა რ-----------------მ და რ--------------მ ჩაიდინეს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
მ--------------------მ გ--------------მ, ზ---------------მ და ა---------------------მ ჩაიდინეს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
ლ--------------მ ჩაიდინა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულების რ------------------, რ---------------, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, ის რომ ბრალდებულებმა აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ აქვთ.
ბრალდებულებს მ--------------------ს, გ--------------ს, ზ---------------ს, ლ--------------სა და ა---------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამაძიმებელი გარემოებები არ აქვთ.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მათ ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მათი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) მიღწევა შესაძლებელია ბრალდებულების საზოგადოებისაგან იზოლირების გარეშე, სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
რ----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით რ-----------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ რ------------------ მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
მსჯავრდებულ რ------------------ მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს _ სააღსრულებო ბიუროს.
რ-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
რე--------–------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით რ--------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ რ--------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
მსჯავრდებულ რ--------------- მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს _ სააღსრულებო ბიუროს.
მ-------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ მ--------------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
მ--------------------- სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის გადამხდელს.
მსჯავრდებულ მი-----------------ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს _ სააღსრულებო ბიუროს.
გ-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ გ--------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
გ--------------- სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის გადამხდელს.
მსჯავრდებულ გ--------------ს მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს _ სააღსრულებო ბიუროს.
ზ--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ზ---------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
მსჯავრდებულ ზ---------------- მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს _ სააღსრულებო ბიუროს.
ლ-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ლ-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ლ-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ერთმა სასჯელმა შთანთქოს სხვა სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ლ--------------- ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ლ--------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2----–-–------------–-- განჩინებით ბრალდებულ ლ--------------- მიმართ გირაოს სახით განსაზღვრული 3000 (სამი ათასი) ლარის ნაცვლად ს---------------------- (პირადი №6----------) კუთვნილ უძრავი ქონებაზე დადებული ყადაღა. მდებარე ქ.ბათუმი, ა-----------------------–--–------- 755,00 კვ.მ. (საკადასტრო კოდით 0----------- ).
მსჯავრდებულ ლ--------------- მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს _ სააღსრულებო ბიუროს.
ა--------------------- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ა---------------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
მსჯავრდებულ ავ--------–--–-----–---ს მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს _ სააღსრულებო ბიუროს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმკიცებად ცნობილი:
1 ცალი CD დისკი დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი მხარეების მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი დარახველიძე