განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1----18
(გამოძიების №0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია კვირიკაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ ონიანი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნი----–------–ი, ირ---–----------ა
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ან-----–-–---–ი (დაბადებული - 1----–-–---------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, კ-------–-------–-----------------------);
ადვოკატი - ნ-----------–-–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (11 ეპიზოდი).
დისპოზიცია: თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (11 ეპიზოდი).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2015 წლის 27 ნოემბერს, ქ. თბილისში, კ----–------------------------------–------------ში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით მა-----------–---–-ს პირადი მონაცემების გამოყენებით, შპს „4---------“ ვებ გვერდზე „v-------“, რეგისტრაცია გაიარა და მა-----------–---–-ს სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შემდეგაც, თაღლითურად დაეუფლა შპს „4ფინანსე“-ს კუთვნილ ფულად თანხას 250 ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ან-----–-–---–მა დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებული ორგანიზაციისათვის შპს „4---------------“ 250 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2015 წლის 01 დეკემბერს, ქ. თბილისში, კ----–------------------------------–------------ში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, მა-----------–---–-ს პირადი მონაცემების გამოყენებით შპს „ტ------“ ვებ გვერდზე „n---------------’’ რეგისტრაცია გაიარა და მა-----------–---–-ს სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შემდეგაც თაღლითურად დაეუფლა შპს „ტ------“ კუთვნილ ფულად თანხას 300 ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ან-----–-–---–მა დანაშაულებრივი ქმედებით, დაზარალებული ორგანიზაციისათვის შპს „ტვინო-სათვის“ 300 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2015 წლის 01 დეკემბერს, ქ. თბილისში, კ----–------------------------------–------------ში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, მა-----------–---–-ს პირადი მონაცემების გამოყენებით, შპს „მ----–-----“ ვებ გვერდზე „m---------’’ და „e--------------’’, რეგისტრაცია გაიარა და მა-----------–---–-ს სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულებები მოტყუებით გააფორმა, რის შემდეგაც თაღლითურად დაეუფლა შპს „მ----–-----“ კუთვნილ ფულად თანხას 200 ლარის და 250 ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ან-----–-–---–ი მოქმედებდა რა ერთიანი დანაშაულებრივი განზრახვით, 2016 წლის 15 იანვარს, ქ. თბილისში, კ----–------------------------------–------------ში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, მა-----------–---–-ს პირადი მონაცემების გამოყენებით შპს „მ----–-----“ ვებ გვერდზე „k------------’’ რეგისტრაცია გაიარა და მა-----------–---–-ს სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შემდეგაც თაღლითურად დაეუფლა შპს „მ----–-----“ კუთვნილ ფულად თანხას 250 ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ან-----–-–---–მა დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებული ორგანიზაციისთვის, შპს „მ----–-----თვის“ სულ 700 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2015 წლის 01 დეკემბერს, ქ. თბილისში, კ----–------------------------------–------------ში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, მა-----------–---–-ს პირადი მონაცემების გამოყენებით, შპს „ს-----–-------“ ვებ გვერდზე „c------------’’ რეგისტრაცია გაიარა და მა-----------–---–-ს სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შემდეგაც თაღლითურად დაეუფლა შპს „ს-----–-------“ კუთვნილ ფულად თანხას 200 ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ან-----–-–---–მა დანაშაულებრივი ქმედებით, დაზარალებული ორგანიზაციისათვის შპს „ს-----–-------ათვის“ 200 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2015 წლის 04 დეკემბერს, ქ. თბილისში, კ----–------------------------------–------------ში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, მა-----------–---–-ს პირადი მონაცემების გამოყენებით, შპს „ქ---------------------“ ვებ გვერდზე, „c-------------’’ რეგისტრაცია გაიარა და მა-----------–---–-ს სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შემდეგაც თაღლითურად დაეუფლა შპს „ქ---------------------“ კუთვნილ ფულად თანხას 200 ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ან-----–-–---–მა დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებული ორგანიზაციისთვის, შპს „ქ---------------------თვის“ 200 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2015 წლის 04 დეკემბერს, ქ. თბილისში, კ----–------------------------------–------------ში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, მა-----------–---–-ს პირადი მონაცემების გამოყენებით, შპს „ო--–--------------“ ვებ გვერდზე „m--------------’’ რეგისტრაცია გაიარა და მა-----------–---–-ს სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შემდეგაც თაღლითურად დაეუფლა შპს „ო--–--------------“ კუთვნილ ფულად თანხას 500 ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ან-----–-–---–მა დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებული ორგანიზაციისათვის შპს „ო--–--------------ათვის“ 500 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2015 წლის 08 დეკემბერს, ქ. თბილისში, კ----–------------------------------–------------ში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, მა-----------–---–-ს პირადი მონაცემების გამოყენებით, შპს „ფ--------’’ ვებ გვერდზე „i------------’ რეგისტაცია გაიარა და მა-----------–---–-ს სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შემდეგაც თაღლითურად დაეუფლა შპს „ფ--------’’ კუთვნილ ფულად თანხას 500 ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგო მიისაკუთრა. ან-----–-–---–მა დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებული ორგანიზაციისათვის შპს „ფ--------------- 500 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2015 წლის 15 დეკემბერს, ქ. თბილისში, კ----–------------------------------–------------ში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, მა-----------–---–-ს პირადი მონაცემების გამოყენებით, შპს „ვ--------------“ ვებ გვერდზე „w---------------’’ რეგისტრაცია გაიარა და მა-----------–---–-ს სახელით, სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შემდეგაც თაღლითურად დაეუფლა შპს „ვ--------------“ კუთვნილ ფულად თანხას 250 ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ან-----–-–---–მა დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებული ორგანიზაციისთვის შპს „ვ------------------“ 250 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2015 წლის 15 დეკემბერს, ქ. თბილისში, კ----–------------------------------–------------ში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, მა-----------–---–-ს პირადი მონაცემების გამოყენებით, შპს „ქ-------------------------“ ვებ გვერდზე „c--------------’’ რეგისტრაცია გაიარა და მა-----------–---–-ს სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შემდეგაც თაღლითურად დაეუფლა შპს „ქ-------------------------“ კუთვნილ ფულად თანხას 250 ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ან-----–-–---–მა დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებული ორგანიზაციისათვის შპს „ქ-------------------------ათვის“ 250 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2015 წლის 19 დეკემბერს, ქ. თბილისში, კ----–------------------------------–------------ში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, მა-----------–---–-ს პირადი მონაცემების გამოყენებით, შპს „მ-------“ ვებ გვერდზე „m----------’’ რეგისტრაცია გაიარა და მა-----------–---–-ს სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შემდეგაც თაღლითურად დაეუფლა შპს „მ-------“ კუთვნილ ფულად თანხას 300 ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ან-----–-–---–მა დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებული ორგანიზაციისათვის შპს „მ-------ათვის“ 300 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2016 წლის 18 ოქტომბერს, ქ. თბილისში კ----–------------------------------–------------ში, არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, მა---------ს პირადი მონაცემების გამოყენებით, შპს „ო--–--------------“ ვებ გვერდზე „m--------------’’ რეგისტრაცია გაიარა და მა---------ს სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შემდეგაც თაღლითურად დაეუფლა შპს „მ-------“ კუთვნილ ფულად თანხას 500 ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ან-----–-–---–მა დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებული ორგანიზაციისთვის შპს „ო--–--------------ათვის“ 500 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ან-----–-–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ შპს ,,ქ---------------------“ წარმომადგენლის ხა---------–---ს, დაზარალებულ შპს ,,ტ------“ წარმომადგენლის კა-----------–---ს, დაზარალებულ შპს ,,ო--–--------------“ წარმომადგენლის თო------------–------–---–-ს, დაზარალებულ შპს ,,მ----–-----“ წარმოადგენლის’’ ნი----------–----ს, დაზარალებულ შპს ,,ქ-------------------------“ წარმომადგენლის ლა–-------------ს, დაზარალებულ შპს ,,მ-----------------------------–---------------“ წარმომადგენლის და---------------ს, დაზარალებულ შპს ,,ფ--------“ წარმომადგენლის ხა--------------–---–-ს, დაზარალებულ შპს ,,ს-----–-------“ წარმომადგენლის ბა-----------------ს, დაზარალებულ შპს ,,მ-------“ წარმომადგენლის შა-–-----------ს და დაზარალებულ შპს ,,ვ------------ს“ წარმომადგენლის ირ---–----------ს გამოკითხვის ოქმებს, მოწმეების - მა-----------–---–-ს, ნა---------ს, ზა------------–---ს გამოკითხვის ოქმებს, სს ,,ს--–---------ნ“ და შპს ,,4-----------ნ“, შპს ,,ტ--------ნ“, შპს ,,მ----–-------ნ’’, შპს ,,ს-----–---------ნ’’, შპს ,,ქ-----------------------ნ’’, შპს ,,ო--–----------------ნ’’, შპს ,,ფ---------ნ“, შპს ,,ვ------------დან“, შპს ,,ქ--------------------------ან“, შპს ,,მ--------ან“, შპს ,,ო--–----------------ნ“ და სს ,,თ----------------ნ“ გამოთხოვილი ინფორმაციას, ოქმი ან-----–-–---–ისგან გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერების ოქმს, ბრალდებულ ან-----–-–---–ის გამოკითხვის ოქმს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ან-----–-–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ( შემდეგში- სსკ) 180-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია თაღლითობის ჩადენისათვის ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღებისათვის მოტყუებით. თაღლითობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური დანაშაულია. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს სუბიექტის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას, ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე დაზარალებული იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას. გარდა დანაშაულის ჩადენის ხერხისა, თაღლითობის თავისებურება იმაშიც გამოიხატება, რომ გარეგნულად დამნაშავისთვის ქონების გადაცემა ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის/მფლობელის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი. აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანია, ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
მოცემულ შემთხვევაში განაჩენში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ ან-----–-–---–ი თაღლითურად, მოტყუებით (მცდარი ინფორმაციის მიწოდების გზით) დაეუფლა შპს ,,ქ---------------------“, შპს ,,ტ------“, შპს ,,ო--–--------------“, შპს ,,მ----–-----“, შპს ,,ქ-------------------------“, შპს ,,მ-----------------------------–---------------“, შპს ,,ფ--------“, შპს ,,ს-----–-------“, შპს ,,მ-------“ და შპს ,,ვ------------ს“ კუთვნილ ფულად თანხებსს, რის შედეგადაც მათ მიადგათ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი (მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება კანონმდებლის მიერ დადგენილი მნიშვნელოვანი ზიანის 150 ლარიან ზღვარს). ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (თაღლითობის) შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი და აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოება - მნიშვნელოვანი ზიანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ან-----–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (11 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რისთვისაც ან-----–-–---–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ან-----–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „პირველ რიგში, მოტივირებული [უნდა იყოს] თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, რომლითაც ან-----–-–---–ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ან-----–-–---–ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რომელი სახე და ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ან-----–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებები გახადა უდავოდ), იგი გულწრფელად ინანიებს ჩადენილ ქმედებას, დაიწყო მუშაობა გაყიდვების მენეჯერად და გამოხატავს მზაობას აუნაზღაუროს ზიანი დაზარალებულებს. ამასთან, ან-----–-–---–ის განმარტებით დაზარალებულებს აუნაზღაურა ზიანი, კერძოდ შპს ,,მ-------“ 300 ლარის, შპს ,,ს-----–-----ს“ 200 ლარის და შპს ,,ვ-----------ს’’ 250 ლარის ოდენობით. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს, მოტივს/მიზანს, ქმედებების განხორციელების სახესა და ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს (დაზარალებულებს - მიადგათ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი), ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს. სასამართლო დამატებით ითვალისწინებს ან-----–-–---–ის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ან-----–-–---–ის წარსული ცხოვრების უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასჯელის ყველაზე მკაცრი სახის - თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ზემოაღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებებისა და ბრალდებულის დადებითი პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე მიზანშეუწონელია. შესაბამისად, ან-----–-–---–ს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს ჯარიმა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.
ამდენად, განაჩენში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ან-----–-–---–ს თითოეული ქმედებისათვის ჯარიმის ოდენობად განესაზღვროს 5 000 ლარი, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ან-----–-–---–ის მიერ ჩადენილია არაერთი განზრახი დანაშაული, მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, კერძოდ დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
ამასთან, სასჯელის ზომის დანიშვნისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ ან-----–-–---–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–---------–---- განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ხუთი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით (აღნიშნული განაჩენი მხარეთა მიერ არ არის გასაჩივრებული კანონით დადგენილი წესით).
საქმის მასალებით ირკვევა, რომ განსახილველ შემთხვევაში ბრალად შერაცხული ქმედებები ან-----–-–---–ს ჩადენილი აქვს მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–---------–---- განაჩენის გამოტანამდე. შესაბამისად, სასამართლო აღნიშნული განაჩენით ან-----–-–---–ის ნასამართლობას ვერ მიიჩნევს რეციდივად.
ამასთან, ან-----–-–---–ისთვის საბოლოო სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილებით. კერძოდ, ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმადაც, ამ მუხლის მე-2 ან მე‑3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.
ამდენად, ან-----–-–---–ს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების შესაბამისად, კერძოდ ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი უნდა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–---------–---- განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ან-----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (11 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 27 ნოემბრის - დაზარალებული შპს ,,4---------“ ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 1 დეკემბრის - დაზარალებული შპს ,,ტ------“ ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 1 დეკემბრის - დაზარალებული შპს ,,მ----–-----“ ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 1 დეკემბრის - დაზარალებული შპს ,,ს-----–-------“ ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 4 დეკემბრის - დაზარალებული შპს ,,ქ---------------------’’ ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 4 დეკემბრის - დაზარალებული შპს ,,ო--–--------------“ ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 8 დეკემბრის - დაზარალებული შპს ,,ფ--------“ ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 15 დეკემბრის - დაზარალებული შპს ,,ვ------------ს“ ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 15 დეკემბრის - დაზარალებული შპს ,,ქ-------------------------“ ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 19 დეკემბრის - დაზარალებული შპს ,,მ-------“ ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2016 წლის 18 ოქტომბრის - დაზარალებული შპს ,,ო--–--------------“ ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ან-----–-–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2016 წლის 18 ოქტომბრის - დაზარალებული შპს ,,ო--–--------------“ ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 27 ნოემბრის - დაზარალებული შპს ,,4---------“ ეპიზოდი, 2015 წლის 1 დეკემბრის - დაზარალებული შპს ,,ტ------“ ეპიზოდი, 2015 წლის 1 დეკემბრის - დაზარალებული შპს ,,მ----–-----“ ეპიზოდი, 2015 წლის 1 დეკემბრის - დაზარალებული შპს ,,ს-----–-------“ ეპიზოდი, 2015 წლის 4 დეკემბრის - დაზარალებული შპს ,,ქ---------------------’’ ეპიზოდი, 2015 წლის 4 დეკემბრის - დაზარალებული შპს ,,ქ---------------------’’ ეპიზოდი, 2015 წლის 4 დეკემბრის - დაზარალებული შპს ,,ო--–--------------“ ეპიზოდი, 2015 წლის 8 დეკემბრის - დაზარალებული შპს ,,ფ--------“ ეპიზოდი, 2015 წლის 15 დეკემბრის - დაზარალებული შპს ,,ქ-------------------------“ ეპიზოდი, (2015 წლის 19 დეკემბრის - დაზარალებული შპს ,,მ-------“ ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, ან-----–-–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–---------–---- განაჩენით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით) დანიშნულმა სასჯელმა ჯარიმამ - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით შთანთქოს ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ ან-----–-–---–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი