განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ----- გ-------–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ლ-–- ვ--------- ძე ა---–--- - საქართველოს მოქალაქე, პირადი #6----------, დაბადებული 1--- წლის 2-----–--ს, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ფ--------- ქუჩა #1--–--
ადვოკატი - მ--- ნ-----–-–---–-, ზ---– დ--------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისი ოჯახის წევრის მიმართ); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „კ“ ქვეპუნქტები (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდება:
1.1. ლ-–- ა---–--- 2014 წლიდან ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა ა----------–-ასთან. ისინი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ცხოვრობდნენ თ---–--–-- ფ--------- ქუჩა #1--–--
1.2. თანაცხოვრების მანძილზე, ლ-–- ა---–--- სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს ა----------–-ას, მისი არასრულწლოვანი შვილის - მ-- ა---–---ს თანდასწრებით. შეურაცხყოფის მიყენების სისტემატური ხასიათიდან გამომდინარე ა----------–-ა განიცდიდა ტანჯვას.
1.3. ლ-–- ა---–--- ასევე სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას მეუღლეს ა----------–-ას. ფიზიკური ძალადობა გარკვეულწილად ხდებოდა მაშინ, როდესაც ა----------–-ა იყო ორსული, რაც წინასწარ შეცნობილი ჰქონდა ლ-–- ა---–---ს. ფიზიკური ძალადობის დროს ა----------–-ა განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილსა და ტანჯვას.
1.4. 2017 წლის მაისის თვეში, თ---–--–-- ფ--------- ქუჩა #1--–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ლ-–- ა---–---მ განახორციელა ძალადობა მისთვის წინასწარ შეცნობით ორსული მეუღლის - ა----------–-ას მიმართ, კერძოდ, სახის არეში დაარტყა ხელი, რითაც ა----------–-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
1.5. 2017 წლის სექტემბრის თვეში, თ---–--–-- ფ--------- ქუჩა #1--–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ლ-–- ა---–---მ კვლავ განახორციელა ძალადობა მისთვის წინასწარ შეცნობით ორსული მეუღლის - ა----------–-ას მიმართ, კერძოდ, სახის არეში დაარტყა ხელი, რითაც ა----------–-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
1.6. 2018 წლის იანვრის თვეში, თ---–--–-- ფ--------- ქუჩა #1--–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ლ-–- ა---–---მ კვლავ განახორციელა ძალადობა ა----------–-ას მიმართ, კერძოდ, თმაში ჩაავლო ხელი და თავი რამდენჯერმე მ--რტყმევინა კედელზე, რითაც ა----------–-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
1.7. 2018 წლის 19 მარტს, დაახლოებით 23:00 საათზე ლ-–- ა---–---მ კვლავ განახორციელა ძალადობა მეუღლის, ა----------–-ას მიმართ, კერძოდ: თ---–--–-- ფ--------- ქუჩა #1--–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლ-–- ა---–---მ ხელი დაარტყა ა----------–-ას სახის არეში, რის შედეგადაც საწოლიდან იატაკზე გადმოვარდილს ხელი კვლავ დაარტყა ფეხის არეში, შემდეგ ხელი დაარტყა ზურგისა და ტანის არეში. ლ-–- ა---–---მ ხელის დარტყმით კვლავ გადმოაგდო საწოლიდან მეუღლე, ეჯაჯგურებოდა მას მკლავებზე და ხელებს ურტყამდა მხრებსა და ხელებზე, რის შემდგომაც საფერფლე ესროლა ა----------–-ას ფეხის არეში და ე.წ. პორტატული დამტენი - ზურგის არეში. ხსენებული შეურაცხყოფების მიყენებისას ა----------–-ამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფების მიყენების ფაქტს ესწრებოდა ა----------–-ასა და ლ-–- ა---–---ს ორი წლის შვილი - მ-- ა---–---.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. ლ-–- ა---–--- ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა ა----------–-ასთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდნენ თ---–--–-- ფ--------- ქუჩა #1--–--
2.2. თანაცხოვრების მანძილზე, ლ-–- ა---–--- სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს ა----------–-ას. შეურაცხყოფის მიყენების სისტემატური ხასიათიდან გამომდინარე ა----------–-ა განიცდიდა ტანჯვას.
2.3. 2018 წლის 19 მარტს დაახლოებით 23.30 საათზე თ---–--–-- ფ--------- ქუჩა #1--–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ლ-–- ა---–---მ ა----------–-ას მი--ენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ძალადობის გამო ა----------–-ამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ლ-–- ა---–---ს მიერ ა----------–-ასთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ესწრებოდა მათი ორი წლის შვილი - მ-- ა---–---.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. 2018 წლის 23 მარტს, პოლიციის განყოფილებას წერილობითი განცხადებით (რეგისტრაციის #6-----) მიმართა ა----------–-ამ. ძალადობის მსხვერპლმა განცხადებაში მიუთითა, რომ მეუღლე ლ-–- ა---–--- სისტემატურად აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. 2018 წლის 19 მარტს ლ-–- ა---–---მ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მ--ყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
3.2. განცხადების საფუძველზე, იმავე დღეს დაიწყო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე.
3.3. ოჯახში ძალადობის შესახებ შეტყობინების მიღებიდან მყისიერად, გამომძიებელმა ი---- ტ--–----ემ გამოკითხა მსხვერპლი ა----------–-ა, რომელმაც დაადასტურა შეტყობინებაში მითითებული ინფორმაცია ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით.
ოჯახში ძალადობა ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ
3.4. ა----------–-ას გამოკითხვისთანავე, დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანების კვალის დაფიქსირების მიზნით, გამომძიებელმა თ----–- ფ--–------–---–მა მოახდინა დაზიანებების ფოტოგრაფირება. სასამართლო სხდომაზე დათვალიერდა ფოტოები. ფოტოებზე აშკარად ჩანს, რომ დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანების კვალი.
3.5. ა----------–-ას სხეულზე ფიზიკური დაზიანების კვალის არსებობა ასევე დაადასტურა გამომძიებელმა თ----–- ფ--–------–---–მა, რომელმაც შეტყობინებიდან მცირე დროში პოლიციის განყოფილებაში უშუალოდ ნახა ძალადობის მსხვერპლი. გამომძიებლის ჩვენებით, დაზიანების კვალი იყო ხილული და აშკარა, რის გამოც მან მოახდინა ამ დაზიანებების ფოტოგრაფირება. გამომძიებლის ჩვენებით, მსხვერპლის გადმოცემით, სხეულზე არსებული დაზიანებები მი--ენა მეუღლემ 2018 წლის 19 მარტს, მრავალჯერადი ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების დროს. მოწმე თ----–- ფ--–------–---–მა ჩვენებაში ასევე განმარტა, რომ მსხვერპლი იყო იმდენად შეშინებული, კანკალებდა, რომ გამომძიებლის კითხვაზე, თუ რატომ არ მივიდა პოლიციაში უფრო ადრე, ა----------–-ამ უპასუხა, რომ იმდენად შეშინებული იყო, პირველი რაც გააკეთა დასთან გაიქცა, შემდეგ წავიდა პოლიციაში რადგან ეშინოდა, თუკი ზომებს არ მიიღებდა მეუღლეს შეიძლება მოეკლა.
3.6. მსხვერპლის სხეულზე დაზიანებების არსებობა დაადასტურა ასევე მოწმე ი---- ტ--–----ემ, რომელმაც განცხადების შეტანიდან მცირე დროში გამოკითხა დაზარალებული ა----------–-ა. მოწმის ჩვენების თანახმად, მსხვერპლი იყო აღელვებული და ეტყობოდა დაზიანებები ხელებზე სისხლნაჟღენთების სახით. მსხვერპლი საგამოძიებო ორგანოში ყოფნის დროსაც უჩიოდა ტკივილს ლ-–- ა---–---ს მიერ მიყენებული დაზიანებების გამო.
3.7. დაზარალებული ა----------–-ა დაზიანების კვალის აღმოჩენის მიზნით, 2018 წლის 23 მარტს წარდგენილ იქნა შესამოწმებლად ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით, მოქალაქე ა----------–-ას პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს. პირადი შემოწმების მონაცემების თანახმად შემოწმების მომენტში მსხვერპლი უჩიოდა ტკივილს მარჯვენა მტევნის პირველი თითის მიდამოში, რომელიც შეშუპებული და მტკივნეული იყო. მარცხენა წინა მხრის უკანა ზედაპირზე, შუა მესამედში აღინიშნებოდა მოლურჯო-პერიფერიაზე მომწვანო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 5X2 სმ. ასეთივე ფერის სისხლნაჟღენთები აღინიშნებოდა მარცხენა წინამხრის ზემო მესამედში უკანა ზედაპირზე ზომით 2X1 სმ. მარცხენა თეძოს ფრთის საპროექციოდ ზომით 3X1 სმ; მუცლის მარცხენა გვერდით ზედაპირზე ქვემო მესამედში ზომით 3X2 სმ; მარჯვენა ბარძაყის ქვემო მესამედში წინა ზედაპირზე ზომით 2,5X1 სმ.
3.8. ამავე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია დაზიანების წარმოშობის მექანიზმი, შესამოწმებელი პირის გადმოცემით 2018 წლის 19 მარტს 22:30-23:00 სთ. დროის ინტერვალში მეუღლემ მი--ენა ფიზიკური შეურაცხყოფა. აქვე საყურადღებოა, რომ დაზარალებული შემოწმების დროს უჩიოდა ტკივილს. სამედიცინო ექსპერტმა გ---–----- ტ------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა დასკვნის სისწორე და მასში აღნიშნული შინაარსი, მათ შორის ძალადობის მსხვერპლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია დაზიანების წარმოშობის მექანიზმთან და ტკივილთან მიმართებაში.
3.9. სასამართლო სხდომაზე მოწმეთა დაკითხვის პროცესში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საჯაროდ გამოქვეყნდა დაზარალებულ ა----------–-ას, მოწმეების ხ------- ფ-----–-ას და მ------- გ---–იას გამოკითხვის ოქმები.
3.10. დაზარალებული ა----------–-ა გამოკითხვის ოქმში უთითებს, რომ 2018 წლის 19 მარტს ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს მეუღლემ ლ-–- ა---–---მ მ--ყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მცირეწლოვანი შვილის მ-- ა---–---ს თანდასწრებით. დაზარალებული დეტალურად და მასშტაბურად აღწერს 2018 წლის 19 მარტს მის ოჯახში განვითარებულ მოვლენებს, მეუღლის მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას და გამომძიებელს ქრონოლოგიურად უყვება სხეულის რომელ ადგილებში, რა სახის და რა რაოდენობის დარტყმები მი--ენა ლ-–- ა---–---მ. ამონარიდი დაზარალებულის ა----------–-ას გამოკითხვის ოქმიდან ,,...ვიჯექი საწოლზე, ლ-–-მ სახეში გამარტყა ხელი, დარტყმისგან საწოლიდან გადმოვარდი იატაკზე, წამოვდექი ფეხზე, ლ-–-მ კვლავ დამარტყა ხელი ზურგის არეში, ხელი დამარტყა ტანის არეში, ასევე როდესაც წავიქეცი ხელი დამარტყა ფეხის არეში, აღნიშნული დარტყმის დროს განვიცადე ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ამ დროს ვყვიროდი და ვითხოვდი შველას, რა დროსაც ოთახში შემოვიდა სტუმრად მყოფი მ------- გ---–ია, რომელიც ცდილობდა ჩვენს გაშველებას, მ-------ს თანდასწრებით ლ-–- ა---–---მ კვლავ გამარტყა ხელი სახის არეში და კვლავ გადმოვარდი საწოლიდან..., ...ლ-–- ა---–---მ არ მომცა წასვლის უფლება და მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მაგინებდა უცენზურო სიტყვებით, ასევე მაყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, მკლავებზე მეჯაჯგურეოდა, მირტყამდა მხრებზე და ხელებში, რომ არ ჩამელაგებინა ნივთები პარკში..., ...ლ-–- ა---–--- გამოექანა ჩემი მიმართულებით, მომიქნია ხელი სახის არეში დასარტყმელად, მაგრამ აღნიშნულში ხელი შეუშალა ჩემმა დამ ხ------- ფ-----–-ამ და მ------- გ---–იამ, რომლებმაც ჩემამდე ახლოს არ მოუშვეს, მაგრამ ლ-–- ა---–---მ მესროლა საფერფლე, რომელიც მომხვდა ფეხის არეში, მან ასევე ე.წ. პორტატული დამტენი მესროლა და მომხვდა ზურგის არეში, რა დროსაც განვიცადე ძლიერი ფიზიკური ტკივილი. მსხვერპლის ჩვენებით, ძალადობის დროს მასთან ერთად იმყოფებოდა მისი ორი წლის შვილი მ-- ა---–-ა, რომელიც მთელი ინციდენტის დროს ტიროდა და სთხოვდა მამას ლ-–- ა---–---ს, რომ არ ეცემა ა----------–-ა. დაზარალებული გამოკითხვის ოქმში ასევე უთითებს, რომ ლ-–- ა---–--- სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას რის გამოც მასთან ცხოვრება იყო გაუსაძლისი. 2018 წლის იანვრის თვეში როდესაც იმყოფებოდა საძინებელ ოთახში მარტო თავის მეუღლესთან ლ-–- ა---–---სთან ერთად, მოუვიდათ სიტყვიერი შეკამათება, რამაც გამოიწვია ლ-–- ა---–---ს გაღიზიანება, ჩაავლო თმებში ხელი და თავი რამდენჯერმე მიარტყმევინა კედელზე. დაზარალებული გამოკითხვის ოქმში ასევე უთითებს, რომ 2017 წლის აპრილში ლ-–- ა---–---მ მიანაყე სიტყვიერი შეურაცხყოფა რის შემდეგაც სახის არეში დაარტყა ხელი, აღნიშნულს არავინ შესწრებია ვინაიდან საძინებელ ოთახში იმყოფებოდნენ მარტოები. მეუღლემ ფიზიკური შეურაცხოფა მი--ენა ასევე ფეხმძიმობის პერიოდში, 2017 წლის ოქტომბრის თვეში ფინანსური პრობლემების გამო წარმოშობილი კონფლიქტისას. კერძოდ სახის არეში დაარტყა ხელი რის შემდეგაც დაზარალებული წავიდა თავის დასთან სახლში. აღნიშნულ ინციდენტს არავინ შესწრებია.
3.11. დაზარალებულმა გამოძიებაში მიცემული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის 19 მარტს განხორციელებული ძალადობის თვითმხილველ მოწმეებად დაასახელა მასთან სტუმრად მყოფი მ------- გ---–ია და მოგვიანებით მისული ხ------- ფ-----–-ა. დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიებამ გამოკითხა ა----------–-ას მიერ დასახელებული პირები ხ------- ფ-----–-ა და მ------- გ---–ია. მოწმე ხ------- ფ-----–-ას გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2018 წლის 19 მარტს, ღამის საათებში მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა მამიდაშვილის ფ-------ნ ჯ--------იას მეუღლე მ------- გ---–ია, რომელმაც უთხრა, რომ ა----------–-ას და ლ-–- ა---–---ს ერთმანეთში ჰქონდათ კონფლიქტი და სთხოვა მისულიყო. მოწმე დაუყოვნებლივ მივიდა შემთხვევის ადგილზე. ამონარიდი მოწმის ხ------- ფ-----–-ას გამოკითხვის ოქმიდან ,,...ლ-–- ა---–--- გამოექანა ანას მიმართულებით და ცდილობდა მისთვის ხელის დარტყმას, უქნევდა ხელებს, მაგრამ მე ხელი შევუშალე და ამის საშუალება არ მივეცი, აღნიშნულში მეხმარებოდა მ------- გ---–იაც. ვინაიდან ხელის დარტყმა ლ-–- ა---–---მ ვერ მოახერხა ანას ესროლა საფერფლე რომელიც მოხვდა ფეხის არეში, ასევე ესროლა ე.წ. პორტატული დამტენი, რომელიც ანას მოხვდა ზურგში. ამ ყველაფერს ესწრებოდა ჩემი დისშვილი მ-- ა---–---, რომელიც ტიროდა და ყვიროდა..., ...ანას სხეულზე ეტყობოდა დაზიანებები რომელიც მი--ენა ლ-–- ა---–---მ ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად..., ...კონფლიქტს ლ-–-ს მხრიდან ანას მიმართ აქვს სისტემატური ხასიათი, რა დროსაც ანა განიცდის სულიერ ტანჯვასა და ფიზიკურ ტკივილს.
3.12. მოწმე მ------- გ---–იას გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2018 წლის 19 მარტს მოწმე შვილთან და მეუღლესთან ფ-------ნ ჯ--------იასთან ერთად იმყოფებოდა ა----------–-ას და ლ-–- ა---–---ს საცხოვრებელ სახლში ფ--------- ქუჩა #1--–-- ღამის საათებში, მ------- გ---–იამ ა----------–-ას საძინებელი ოთახიდან გაიგო ბავშვის ტირილის ხმა, რასაც მოყვა ა----------–-ას ყვირილი. ამის შემდეგ ა----------–-ა გამოვარდა საძინებელი ოთახიდან და უკან გამოჰყვა ლ-–- ა---–---. ამონარიდი მოწმე მ------- გ---–იას გამოკითხვის ოქმიდან ,,...ლ-–- ა---–--- ა----------–-ას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და იწევდა, რომ დაერტყა ხელი ა----------–-ასთვის, მაგრამ ანა მე მყავდა ზურგს უკან ამოფარებული, ამ დროს ტიროდა მათი ორი წლის შვილია მ-- ა---–---..., ...ხ-------ს მოსვლის შემდეგ ლ-–-მ რაღაც ნივთი ესროლა ანას ფეხების მიმართულებით და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას..., ... ანამ მითხრა, რომ ლ-–- ა---–--- მას სისტემატურად აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას და უწევს მუდმივი სტრესის ქვეშ ცხოვრება.
3.13. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, დაზარალებულმა ა----------–-ამ, მოწმეებმა ხ------- ფ-----–-ამ და მ------- გ---–იამ შეცვალეს გამოძიებაში ბრალდებულის წინააღმდეგ მიცემული მამხილებელი ჩვენებები.
3.14. დაზარალებულმა ა----------–-ამ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, მეუღლესთან ლ-–- ა---–---სთან ფინანსური პრობლემების გამო ხშირად ჰქონდა კონფლიქტი, თუმცა ბრალდებულს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ მისი მხრიდან სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიმართვა განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ იგი გაბრაზებული იყო მეუღლეზე. ა----------–-ამ განმარტა, რომ გამოძიებაში გამოკითხვის დროს დაამახინჯა ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა დაადასტურა, რომ 2018 წლის 19 მარტს ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც გადაწყვიტა ნივთების ჩალაგება და ბავშვებთან ერთად სახლიდან წასვლა, რის საშუალებასაც ლ-–- ა---–--- არ აძლევდა, უკავებდა ხელებს, ადგილი ჰქონდა ჯაჯგურს და ჭიდაობას, ა----------–-ა ცდილობდა ხელების გაშვებას, რომელსაც მაგრად უჭერდა ლ-–- ა---–---, ამ პროცესში იგი დაეცა.
3.15. დაზარალებულის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში გამოიკვეთა არაერთი ასპექტი რამაც სასამართლო დაარწმუნა, რომ დაზარალებული გამოძიებაში გამოკითხვის დროს 2018 წლის 19 მარტის ეპიზოდთან მიმართებაში ასახელებდა რეალურ ფაქტებს, ხოლო სასამართლოში ცდილობდა მოვლენების დამახინჯებას, რაც გამოიხატა შემდეგში: დაზარალებული გვერდს ვერ უვლის მის სხეულზე დაზიანებების არსებობის ფაქტს, ვინაიდან დაზიანებები დადგენილია როგორც სამედიცინო ექპერტიზის დასკვნით, ასევე დაზიანების ფიქსაციის ოქმითა და გამომძიებლების ჩვენებებით, დაზარალებული დარწმუნებული იყო რა, რომ დაზიანების უარყოფას სასამართლოში მიცემული ჩვენებებით ვერ შეძლებდა, ამიტომ შეეცადა სასამართლოს შეცდომაში შეყვანას დაზიანებების წარმოშობის რამდენიმე შესაძლო ვარიანტის შეთავაზებით. დაზარალებული სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს, პირველი ვერსიით აცხადებდა, 2018 წლის 19 მარტს, ბრალდებულთან სიტყვიერი კონფლიქტის დროს ამ უკანასკნელმა ხელი მოუჭირა მკლავში და ამ გზით მიიღო დაზიანება მკლავის არეში, მეორე ვერსიით ბრალდებული მას მკლავებში უჭერდა ხელებს, იგი ცდილობდა რა ხელების გათავისუფლებას, ამ დროს დაეცა ძირს და მიიღო დაზიანება, მესამე ვერსიით, ტანსაცმლის ჩალაგების დროს დაეცა და ხელი ჩამოარტყა ,,კომოდის“ უჯრას. დაზარალებული სასამართლო სხდომაზე იმდენად ხშირად ცვლიდა პოზიციებს დაზიანებებთან მიმართებაში და იყო უკიდურესად არათანმიმდევრული, რომ სასამართლოს შეექმნა გონივრული ეჭვი, რომ ა----------–-ა ცდილობდა ფაქტების შეგნებულად დამახინჯებას ბრალდებულისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით. დაზარალებულის მიერ დაზიანებებთან მიმართებაში სასამართლოსთვის შეთავაზებულ ვერსიათა არარეალობას ამტკიცებს დაზიანებების ლოკალიზაცია. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით უტყუარად დადგინდა, რომ მსხვერპლს დაზიანებები აღენიშნებოდა მარჯვენა მტევნის პირველი თითის მიდამოში, მარცხენა წინა მხრის უკანა ზედაპირზე, მარცხენა წინამხრის ზემო მესამედში უკანა ზედაპირზე და რაც ყველაზე არსებითია, დაზიანებები მსხვერპლს აღენიშნებოდა მარცხენა თეძოს ფრთის საპროექციოდ, მუცლის მარცხენა გვერდით ზედაპირზე და მარჯვენა ბარძაყის ქვემო მესამედში წინა ზედაპირზე. სასამართლო ხაზს უსვამს იმ მნიშვნელოვან გარემოებას, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი დაზიანებები გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე დაზარალებულის სასამართლოში მიწოდებულ ინფორმაციაში. ა----------–-ამ სასამართლოში ვერ ახსნა დასკვნით დადგენილ ლოკალურ ადგილებში რა მექანიზმით მიიღო დაზიანება.
3.16. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებისას დაზარალებულმა მოითხოვა რუსული ენის თარჯიმნის მომსახურება იმ საფუძვლით, რომ სრულყოფილად არ ფლობდა პროცესის წარმოების ენას. სასამართლომ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა, თუმცაღა მასთან გასაუბრებისას და ჩვენების მიცემის პროცესში დარწმუნდა, რომ დაზარალებული სრულყოფილად ფლობდა ქართულ ენას, სასამართლოს შეფასებით დაზარალებულის მიერ თარჯიმნის ხელოვნურად მოთხოვნა იყო მცდელობა ეჭვ ქვეშ დაეყენებინა გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის ოქმის სისწორე.
3.17. გამოძიების ეტაპზე დაზარალებულის გამოკითხვა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით რომ მოხდა, დასტურდება საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს V--- განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის ი---- ტ--–----ის ჩვენებით. მან უშუალოდ გამოკითხა გამოძიებაში დაზარალებული. მოწმემ განაცხადა, რომ გამოკითხვა ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, დაზარალებულს შეეთავაზა თარჯიმნის და ადვოკატის მომსახურება, რაზედაც მან უარი განაცხადა. დაზარალებული გამოკითხვის დროს ინფორმაციას გადმოსცემდა თანმიმდევრულად, გააზრებულად, მან წაიკითხა გამოკითხვის ოქმი და ქართულ ენაზე დაადასტურა ოქმში არსებული ინფორმაციის სიზუსტე და ნამდვილობა. გამომძიებლის ჩვენების სანდოობას მოწმობს გამოკითხვის ოქმის ბოლოს დაზარალებულის ხელით შესრულებული ქართული ტექსტი ,,გამოკითხვის ოქმი შედგენილია ჩემი კარნახით წავიკითხე სწორია და ვაწერ ხელს. ა. ფ-----–-ა.“ დაზარალებულის მიერ გაკეთებული მინაწერი შესრულებულია გრამატიკული სიზუსტით, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ა----------–-ა სათანადოდ ფლობს ქართულ ენას.
3.18.მოწმე ხ------- ფ-----–-ამ დაზარალებულის მსგავსად არ დაადასტურა გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განაცხადა, რომ 2018 წლის 19 მარტს ლ-–- ა---–---მ და ა----------–-ამ ფინანსური პრობლემების გამო იკამათეს, ბრალდებულის მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მოწმემ დაადასტურა, რომ გამოკითხვის ოქმს ხელი მან მოაწერა, ასევე ოქმის ბოლოს ტექსტი ,,გამოკითხვის ოქმი შედგენილია ჩემი კარნახით წავიკითხე სწორია და ვაწერ ხელს“ თავად დაწერა, თუმცა გამოკითხვის ოქმი არ წაუკითხავს, მოწმის ეს განმარტება კრიტიკას ვერ უძლებს, სასამართლოსთვის არადამაჯერებელია ოქმს ხელი მოაწერო და შინაარსის ნამდვილობა ისე დაადასტურო, რომ ტექსტი არ წაიკითხო. მოწმე ხ------- ფ-----–-ას დაუსაბუთებელმა განცხადებამ, თითქოსდა ისე მოაწერა ხელი ოქმს, რომ არც კი წაუკითხავს, სასამართლოს გაუჩინა გონივრული ეჭვი სასამართლოში მისი ჩვენების სანდოობის კუთხით. საინტერესოა ასევე მოწმის განმარტება დაზარალებულის სხეულზე არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით, ხ------- ფ-----–-ამ განსხვავებით გამოძიებაში მიცემული ჩვენებისა, სადაც კატეგორიულად აცხადებდა, რომ ა----------–-ას სხეულზე ეტყობოდა დაზიანება ლ-–- ა---–---ს მიერ განხორციელებული ძალადობის გამო, სასამართლოს მ--წოდა ალოგიკური ვერსია, თითქოს დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანება შესაძლოა მსხვერპლმა საოჯახო საქმიანობის, სადილის მომზადების დროს ზეთის შხეფების შედეგად მიიღო. მოწმის ამ ვერსიის აბსურდულობას ამტკიცებს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით დაზიანება განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და არა დამწვრობით. ხ------- ფ-----–-ას მიერ ფაქტების განზრახ დამახინჯება ემსახურება მიზანს, ლ-–- ა---–---ს აარიდოს მოსალოდნელი პასუხისმგებლობა.
3.19.მოწმე მ------- გ---–იამ სასამართლო სხდომაზე გამორიცხა ლ-–- ა---–---ს მხრიდან 2018 წლის 19 მარტს მეუღლეზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. მოწმემ დაადასტურა მხოლოდ სიტყვიერი კონფლიქტი. მოწმემ ასევე განაცხადა, რომ კონფლიქტს არ ესწრებოდა არასრულწლოვანი მ-- ა---–-ა. მოწმე მ------- გ---–იამ ჩვენებაში განაცხადა, რომ გამოკითხვის შემდეგ წაიკითხა ოქმი, რომლის შინაარსაც არ ეთანხმებოდა და ეს ზეპირსიტყვიერად განუმარტა გამომძიებელს, თუმცა გამოკითხვის ოქმს ხელი მაინც მოაწერა და დაადასტურა ოქმის სისწორე. მსგავსად ანა და ხ------- ფ-----–-ებისა, მოწმე მ------- გ---–იამ ვერ ახსნა, თუ რატომ არ გააკეთა წერილობითი შენიშვნა - პროტესტი თუკი გამოკითხვის ოქმში ასახული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სინამდვილეს.
3.20.მოწმე მ------- გ---–იას სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების არასანდოობას მოწმობს ჩვენების სხვა ნაწილიც, მ------- გ---–იამ ჩვენებაში განაცხადა, რომ ოჯახური კონფლიქტის მე-2 დღეს ნახა ა----------–-ა, რომელსაც სხეულზე არანაირი დაზიანება არ ეტყობოდა, თავად ხ------- ფ-----–-ა, რომელთანაც 2018 წლის 19 მარტის შემდეგ რამდენიმე დღე ცხოვრობდა ა----------–-ა, არ გამორიცხავს ა----------–-ას სხეულზე დაზიანებების კვალის არსებობას და ვვარაუდობს, რომ დაზარალებულმა დაზიანება სადილის მომზადების დროს ზეთის შხეფის შედეგად მიიღო, საყურადღებოა, რომ მსხვერპლს სხეულზე დამწვრობის კვალი არ აღენიშნებოდა. ხ------- ფ-----–-ამ ჩვენებაში კატეგორიულად გამორიცხა მასთან თანაცხოვრების დროს ა----------–-ას სხეულზე დაზიანების მიღება მკვრივი ბლაგვი საგნით, ამის კვალდაკვალ თავად ძალადობის მსხვერპლი არ უარყოფს, რომ მკლავზე დაზიანება მი--ენა ლ-–- ა---–---მ, ანუ ერთ ფაქტობრივ გარემოებასთან დაზიანების კვალის არსებობასთან და წარმოშობის მექანიზმთან მიმართებაში სამივე მოწმე აბსურდულ და ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს, ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ დაზარალებულს და მოწმეებს არ აქვთ პასუხი მსხვერპლის თეძოზე და მუცელზე არსებულ დაზიანებებთან მიმართებაში.
3.21.სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ოჯახში ძალადობა ლატენტურ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება, ამ დანაშაულისათვის დამახასიათებელია ფაქტების გაუმჟღავნებლობა, დაფარვა, ჩვენების მიცემაზე უარი. ასევე, სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ დაზარალებულები, რომლებიც გამოძიებაში ცხელ კვალზე გაცილებით მეტ ინფორმაციას გასცემენ ძალადობასთან დაკავშირებით, დროთა განმავლობაში ეგუებიან მომხდარ ძალადობას და სხვადასხვა ხერხით (საკუთარი ნებით, თუ ბრალდებულის და მისი ოჯახის წევრების ჩარევით) ცდილობენ ბრალდებულებს აარიდონ ან შეუმსუბუქონ პასუხისმგებლობა, მსგავსია განსახილველი შემთხვევაც. სასამართლომ შეაფასა დაზარალებულის მიერ გამოძიებაში და სასამართლოში მიცემული ჩვენებები და მივიდა დასკვნამდე, რომ სასამართლოში მიცემული ჩვენება არ შეესაბამება სინამდვილეს და მსხვერპლი მოტივირებულია ფაქტების დამალვით. იგივე მოტივაცია ამოძრავებთ მოწმეებს მ------- გ---–იას და ხ------- ფ-----–-ას, ასევე ბრალდებულის მშობლებს ვახტანგ ა---–---ს და თ----- თ------ას, რომლებმაც გამორიცხეს ლ-–- ა---–---ს მხრიდან ოჯახში ძალადობის ჩადენა და შეეცადნენ მსხვერპლის დისკრედიტაციას მისი ზედმეტად გამოხატული ფსიქოემოციურობით. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს დაზარალებულის ჩვენებაში გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც იგი ითხოვს მის მეუღლეს განესაზღვროს ისეთი სასჯელი რაც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან, ეს განცხადება სასამართლოს კიდევ მეტად არწმუნებს, რომ ა----------–-ას მხრიდან სასამართლოში შეცვლილი ჩვენება მოტივირებულია ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემცირებით.
3.22.დაზარალებულის ა----------–-ას, მოწმეების ხ------- ფ-----–-ას და მ------- გ---–იას გამოკითხვის ოქმები, რომლებიც გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე, წარმოადგენს დაშვებულ მტკიცებულებას, შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია იგი შეაფასოს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. გამოძიებაში ა----------–-ას, ხ------- ფ-----–-ას და მ------- გ---–იას მიერ მიწოდებული ინფორმაცია დაზიანების წარმოშობის მექანიზმთან მიმართებაში არის რეალური და სანდო, გამოკითხვის ოქმებში მათ მიერ მითითებული ინფორმაციის სანდოობა დასტურდება სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მსხვერპლის ა----------–-ას სხეულის გარეგნული დათვალიერების ოქმითა და მასზე დართული ფოტოილუსტრაციით, ასევე გამომძიებლის თ----–- ფ--–------–---–ის ჩვენებით, რომელმაც უშუალოდ დაათვალიერა გარეგნულად დაზარალებულის სხეული და ფოტოზე აღბეჭდა დაზიანებები.
3.23.სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე ფ-------ნ ჯ--------ია, რომელიც 2018 წლის 19 მარტს მეუღლესთან და შვილთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა ლ-–- ა---–---ს და ა----------–-ას საცხოვრებელ ბინაში. მოწმის ჩვენებით ღამის საათებში როდესაც ყველა იწვა დასაძინებლად, იგი გააღვიძა ჩხუბის ხმამ. ლ-–- ა---–--- და ა----------–-ა მხოლოდ სიტყვიერად კამათობდნენ. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ კონფლიქტის შემდეგ დაზარალებული მცირეწლოვან შვილებთან ერთად წავიდა თავის დასთან ხ------- ფ-----–-ასთან.
3.24.რაც შეეხება დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას, 2018 წლის 19 მარტს ძალადობის ჩადენას არასრულწლოვნის მ-- ა---–---ს თანდასწრებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ-–- ა---–---ს და ა----------–-ას ჰყავთ შვილი მ-- ა---–--- დაბადებული 2015 წლის 17 ივლისს. დაზარალებულის ა----------–-ას გამოკითხვის ოქმით, რომელიც გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე და მასში ასახული ინფორმაციის სანდოობაზე სასამართლომ ზემოთ იმსჯელა, - დგინდება, რომ 2018 წლის 19 მარტს ოჯახში ძალადობას შეესწრო მცირეწლოვანი მ-- ა---–---, ამონარიდი მსხვერპლის გამოკითხვის ოქმიდან ,,ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების დროს განვიცადე ძლიერი ფიზიკური ტკივილი, აღნიშნული ინციდენტის დროს ჩემთან იმყოფებოდა ჩემი ორი წლის შვილი მ-- ა---–---, რომელიც მთელი ინციდენტის დროს ტიროდა და ყვიროდა, სთხოვდა მამას ლ-–- ა---–---ს, რომ არ ვეცემე, მაგრამ ლ-–- ბავშვს ყურადღებას არ აქცევდა და არც უსმენდა...“. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა დაადასტურა, რომ მცირეწლოვან ბავშვებს მის საძინებელ ოთახში ეძინათ და კონფლიქტის დაწყების შემდეგ ლ-–- ა---–---ს დედამ თ----- თ------ამ გაიყვანა. მოწმე მ------- გ---–იას გამოკითხვის ოქმის მიხედვით, მოწმის ყურადღება გვიან ღამით მიიპყრო სწორედ მ-- ა---–---ს ტირილმა, რასაც შემდგომ მოჰყვა ყვირილი. ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ლ-–- ა---–---მ 2018 წლის 19 მარტს ოჯახში ძალადობა არასრულწლოვანი შვილის მ-- ა---–---ს თანდასწრებით ჩაიდინა, დასტურდება ასევე ხ------- ფ-----–-ას გამოკითხვის ოქმით, რომლის მიხედვით ძალადობას ესწრებოდა მ-- ა---–---, რომელიც ტიროდა.
3.25.არასრულწლოვანი ბავშვის მ-- ა---–---ს ყოფნას 2018 წლის 19 მარტის ძალადობის ეპიზოდში ადასტურებს ლ-–- ა---–---ს დედის თ----- თ------ას სასამართლოზე მიცემული ჩვენების ანალიზი, მოწმის განმარტებით, 2018 წლის 19 მარტს, 2 წლის მ-- ა---–--- მშობლების საძინებელი ოთახიდან გაიყვანა მას შემდეგ რაც ა----------–-ას ოთახიდან გაიგონა ჩხუბისა და ყვირილის ხმა. მოწმე თ----- თ------ამ ასევე განაცხადა, რომ მისი საძინებელი ოთახი ისე არის დაშორებული ა----------–-ასა და ლ-–- ა---–---ს საძინებელ ოთახთან, რომ ხმა არ ისმის, სასამართლომ მოწმის ჩვენებიდან გამომდინარე გააკეთა დასკვნა, რომ ინციდენტი, რომელსაც მოჰყვა ძალადობა იმდენად ხმაურიანი იყო, რომ თ----- თ------ამ გაიგონა ყვირილის ხმა და იძულებული გახდა უკვე დაწყებული კონფლიქტის შემდეგ მ-- ა---–--- მშობლების ოთახიდან განერიდებინა.
3.26. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის (სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ა----------–-ას შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება). ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით - დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა (შესამოწმებელი პირის ა----------–-ას გადმოცემით) და მოწმე ი---- ტ--–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მსხვერპლი ფიზიკური ძალადობის გამო უჩიოდა ტკივილს, რაც მიუთითებს დანაშაულის შემადგენლობაზე - ფიზიკურ ტკივილზე, რაც მსხვერპლმა განიცადა ძალადობის შედეგად. რაც შეეხება ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშანს, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისი ოჯახის წევრის მიმართ, - დაზარალებულის ა----------–-ას, მოწმეების ხ------- ფ-----–-ას, მ------- გ---–იას გამოკითხვის ოქმების და თ----- თ------ას ზეპირი ჩვენების ურთიერთშეჯერებისა და ლოგიკური ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ 2018 წლის 19 მარტს, ლ-–- ა---–---ს მხრიდან ჩადენილ ძალადობას ესწრებოდა მცირეწლოვანი შვილი მ-- ა---–---. ამ დასკვნას ამყარებს ძალადობის შემდეგ განვითარებული მოვლენებიც, რომლის მიხედვით 2018 წლის 19 მარტს, გვიან ღამით, აუცილებელი გახდა მსხვერპლის და მისი მცირეწლოვანი შვილების განრიდება მოძალადისგან, რაც გონივრულად განპირობებული იყო სწორედ ბავშვების საუკეთესო ინტერესით, არ გაგრძელებულიყო მათი ტრავმირება მომხდარი ფაქტის გამო, რომლის უშუალო შემსწრეც გახდა 2 წლის მ-- ა---–---. სასამართლო მ-- ა---–---ს ასაკიდან გამომდინარე მსჯელობს, თუ რამდენად შეიძლებოდა მას აღექვა ფიზიკური ძალადობა და მივიდა დასკვნამდე, რომ ძალადობის მასშტაბიდან, რაც გამოიხატა მრავალჯერად დარტყმებში, გამშველებელი პირების რაოდენობიდან და შექმნილი პანიკური სიტუაციიდან გამომდინარე აღქმა იყო ადეკვატური, მ-- ა---–--- ტიროდა და მამას ეხვეწებოდა არ ეცემა დედა.
3.27. გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობითა და მათი ლოგიკური ანალიზით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ 2018 წლის 19 მარტს, ლ-–- ა---–---მ, ყოფით პრობლემაზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, არასრულწლოვანი შვილის მ-- ა---–---ს თანდასწრებით, განზრახ მრავალჯერადად ფიზიკური შეურაცხყოფა მ--ყენა ა----------–-ას. ამასთან, დადგენილია, რომ ბრალდებულმა ძალადობა განახორციელა პირის მიმართ (მეუღლე), რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ითვლება ბრალდებულის ოჯახის წევრად.
3.28. რა შეეხება სისტემატურ ცემას, ამ ნაწილში ბრალდების მხარე ეყრდნობა დაზარალებულის მხოლოდ გამოქვეყნებულ ჩვენებას - გამოკითხვის ოქმს, რომელმაც სისტემატურ ცემასთან დაკავშირებით სასამართლოში შეცვალა ჩვენება და მოწმეების ხ------- ფ-----–-ას და მ------- გ---–იას გამოკითხვის ოქმებს, რომლის მიხედვით ისინი არ შესწრებიან 2017 წლის მაისის, სექტემბრის და 2018 წლის იანვრის ძალადობის ეპიზოდებს. სისტემატური ძალადობა, განსხვავებით 2018 წლის 19 მარტის ეპიზოდისა არ არის გამყარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ძალადობის კვალი არ არის ასახული ფოტოსურათებზე, არ არის წარმოდგენილი სხვა დამატებითი მტკიცებულება, რაც შექმნიდა გამამტყუნებელი განაჩენისთვის დადგენილი სტანდარტით მტკიცებულებათა საკმარის ერთობლიობას, მხოლოდ გამოქვეყნებული ჩვენებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც ლ-–- ა---–---ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „კ“ ქვეპუნქტებიდან უნდა გადაკვალიფიცრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
სისტემატური შეურაცხყოფა
3.29.დაზარალებულ ა----------–-ას გამოკითხვის ოქმის თანახმად, თანაცხოვრების პერიოდში ლ-–- ა---–--- სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება ლ-–- ა---–---ს მხრიდან გამოიხატებოდა თითქმის ყოველდღიურ ლანძღვასა და გინებაში, რასაც დაბადებიდან ესწრებოდნენ მათი მცირეწლოვანი შვილები. სიტყვიერი შეურაცხყოფის სისტემატურობიდან გამომდინარე ა----------–-ა განიცდიდა ტანჯვასა და სულიერ ტკივილს.
3.30.დაზარალებულმა ა----------–-ამ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მეუღლის მხრიდან სისტემატური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები. სიტყვიერი კონფლიქტის დროს, რაც გამოწვეული იყო ძირითადად ფინანსური პრობლემებით, მეუღლე ლ-–- ა---–--- მას ლანძავდა და უწოდებდა ,,დებილს“. დაზარალებულის ჩვენებით, კონფლიქტის დროს მეუღლის მხრიდან გაკეთებული შეფასება, თითქოს იყო ,,დებილი“ არ მოსწონდა და ბრაზდებოდა. დაზარალებული ყოველი კონფლიქტის დროს ლ-–- ა---–---ს წინაშე გამოთქვამდა პროტესტს მის მიმართ გამოთქმულ სიტყვა ,,დებილზე“, თუმცა ლ-–- ა---–--- მაინც ამ სიტყვით აყენებდა შეურაცხყოფას. ამონარიდი დაზარალებულის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებიდან ,,...რომ მეუბნებოდა დებილი ხარო არ მომწონდა, ვღიზიანდებოდი..., ამ სიტყვების გამო ვნერვიულობდი, მივდიოდი ჩემს მშობლებთან ცოტა ხნით და მოვდიოდი მერე უკან. ის სიტყვიერი შეურაცხყოფა რომელსაც მაყენებდა არ მსიამოვნებდა, ჩემი აღელვების და ნერვიულობის მიზეზი იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა..., ...ვეუბნებოდი მაგ სიტყვას ნუ ეუბნები, ... კონფლიქტის შემდეგ მივდიოდი ხოლმე ჩემს დასთან, გაბრაზებული და გამწარებული რომ ვიყავი მაშინ მივდიოდი ჩემს დასთან“. ა----------–-ას ჩვენებით 2018 წლის 19 მარტს, ლ-–- ა---–---მ მას მ--ყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღავდა უშვერი სიტყვებით. დაზარალებულის ჩვენებით დაახლოებით ექვსჯერ ჰქონდა ადგილი ლ-–- ა---–---ს მხრიდან სიტყვიერ შეურახყოფას, რომელსაც ზოგ შემთხვევაში ბავშვებიც ესწრებოდნენ.
3.31.მოწმე ხ------- ფ-----–-ას გამოკითხვის ოქმის თანახმად, ლ-–- ა---–--- სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ა----------–-ას. კონფლიქტების გამო ა----------–-ა ხშირად მიდიოდა მასთან სახლში. მიუხედავად სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისა ა----------–-ა არ მიმართავდა პოლიციას. სასამართლო სხდომაზე ხ------- ფ-----–-ამ დაადასტურა, რომ ლ-–- ა---–---სა და ა----------–-ას თანაცხოვრების განმავლობაში, პერიოდულად ჰქონდათ ოჯახური კონფლიქტი.
3.32.ბრალდებულმა ლ-–- ა---–---მ განსხვავებით ფიზიკური ძალადობისა დაადასტურა მეუღლესთან ხშირი სიტყვიერი კონფლიქტის არსებობა. ბრალდებულის განმარტებით ყოფილა შემთხვევები, როდესაც დაზარალებულისთვის მიუმართავს სიტყვით „დებილო“, ამ სიტყვას იყენებდა მოფერებით და არა შეურაცხყმყოფელ ფორმაში.
3.33.სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სისტემატური შეურაცხყოფა წარმოადგენს ერთიანი განზრახვით ჩადენილ რამდენიმე ქმედებას, შესაბამისად, არ არის სავალდებულო ცალკეულ ქმედებასთან მიმართებაში მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობა, მთავარი და არსებითია მტკიცებულებების ერთობლიობით სისტემატურობის ჯაჭვის დადგენა. ა----------–-ა, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის აშკარა მსხვერპლია, გარდა ზემოთგანხილული მტკიცებულებებისა, დასტურდება იმ ფაქტითაც, რომ მას სამართალდამცავთათვის მისამართად დასჭირდა რამდენიმე დღე ფსიქოლოგიური მზაობისათვის, ძალადობის ბოლო ფაქტი მოხდა 2018 წლის 19 მარტს, მსხვერპლმა სასწრაფო დახმარებას და პოლიციას მიმართა 2018 წლის 23 მარტს.
3.34. სასამართლო დაზარალებულ ა----------–-ას სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით, რომელიც იყო დადასტურება მასზე განხორციელებული სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფისა, ასევე მისი და ხ------- ფ-----–-ას გამოკითხვის ოქმებითა და ბრალდებულის მიერ გაკეთებული განმარტებით, რომელიც ასევე იყო ერთგვარი დადასტურება სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფისა, რაც გამოიხატებოდა კონფლიქტის დროს ა----------–-ას შეფასებაში, რომ იგი იყო ,,დებილი“, სასამართლო ადგენს, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილია ოჯახში ძალადობა, რაც გამოიხატა სისტემატურ შეურაცხყოფაში მეუღლის ა----------–-ას მიმართ.
3.35. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწლში კრიმინალიზებულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა. სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება. აღნიშნული ქმედება რომ დასჯადად იქნეს მიჩნეული, სავალდებულოა ორი კომპონენტი. ერთი - ის ჩადენილი უნდა იქნეს ოჯახში და მეორე - უნდა გააჩნდეს სისტემატური ხასიათი. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს, რომ შეურაცხყოფის ფაქტს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ადგილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამჯერ დროის მცირე ინტერვალის დაშორებით და ყოველი მომდევნო შეურაცხყოფის დროს მსხვერპლს არ უნდა უნდა ჰქონდეს განელებული წინა შეურაცხყოფის ნიადაგზე განცდილი ტანჯვა. მოცემულ შემთხვევაში როგორც დაზარალებულის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით და გამოძიების ეტაპზე გაცხადებული ინფორმაციით (გამოკითხვის ოქმით), მოწმე ხ------- ფ-----–-ას გამოკითხვის ოქმით და თავად ბრალდებულისვე განმარტებებით დადგენილია, რომ ბრალდებულ ლ-–- ა---–---ს და დაზარალებულ ა----------–-ას შორის ხშირად ჰქონდა ადგილი ოჯახში კონფლიქტს, რასაც ბრალდებულის მხრიდან მოჰყვებოდა მსხვერპლის სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომ იგი იყო ,,დებილი“. დაზარალებულის ჩვენებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულის მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფას დაახლოებით ექვსჯერ მაინც ჰქონდა ადგილი. რიგ შემთხვევაში კონფლიქტის შემდგომ დაზარალებული მიდიოდა სახლიდან. აშკარაა რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო იმდენად დამამცირებელი, რომ მსხვერპლი ამ დამოკიდებულებას მეუღლის მხრიდან არ ეგუებოდა და დროებით მშობლებთან ან დასთან მიდიოდა. სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს ადასტურებს თავად ბრალდებულიც, თუმცაღა იგი ამას უწოდებს ხუმრობას, ამავდროულად აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც მსხვერპლს სწყინდა ეს ფაქტი იგი ბოდიშს იხდიდა ამის გამო. აშკარაა, რომ ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფა მსხვერპლში იწვევდა ტანჯვას. მოცემულ შემთხვევაში სწორედ ოჯახში ჩადენილი დანაშაულების სპეციფიკის გათვალისწინებით, როდესაც ყოველივე აღნიშნული ხდება ერთგვარი რუტინა, ხშირ შემთხვევაში შეუძლებელი ხდება კონკრეტული ძალადობის ფაქტების მითითება თარიღებისა და საათების დაკონკრეტებით.
3.36.აქვე სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ლ-–- ა---–---ს ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებაზე - სისტემატური შეურაცხყოფა ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. იმისათვის, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის ასპექტში დადგინდეს აღნიშნული დამამძიმებელი გარემოება, სავალდებულოა გამოიკვეთოს, რამდენად იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა აღქმადი არასრულწლოვნისთვის. მაშინ როცა თავად ბრალდებული აცხადებს, რომ სიტყვა ,,დებილი“ არ არის შეურაცხმყოფელი და იგი ამ სიტყვას მოფერებით კონტექსტში იყენებდა, ძნელად წარმოსადგენია ამ სიტყვის შეურაცხმყოფელი შინაარსი 6-7 თვის ბავშვს აღექვა (დაზარალებულის ჩვენებით, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების დროს მ-- ა---–--- იყო 6-7 თვის). თუნდაც სასამართლომ გაიზიაროს ბრალდების მხარის პოზიცია, რომ მსხვერპლის მცირეწლოვანი შვილის მ-- ა---–---ს აღქმაში სიტყვა ,,დებილი“ იყო დედის შეურაცხყოფა, იურიდიულ თეორიაში დამკვიდრებული მოსაზრებით სისტემატურობისთვის აუცილებელია შეურაცხყოფის მინიმუმ სამი ეპიზოდის არსებობა, განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულის ა----------–-ას ჩვენებიდან გამომდინარე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ იქნა დადასტურებული ის მატერიალური ფაქტი, რომ ბრალდებულის მიერ მეუღლის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის 6 ეპიზოდიდან მინიმუმ 3 ეპიზოდს ესწრებოდა მათივე მცირეწლოვანი შვილი მ-- ა---–---. ამდენად, ლ-–- ა---–---ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე.
3.37. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა მოხდეს დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებში მითითებული ინფორმაციის ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება, ვინაიდან, მათ სასამართლო სხდომაზე უარყვეს ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ დაზარალებულმა და მოწმეებმა მართლმსაჯულებას ნამდვილად ორი განსხვავებული ვერსია მიაწოდეს, გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით ისინი დამაჯერებლად და დაბეჯითებით ამხელდნენ ლ-–- ა---–---ს ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ხოლო სასამართლოში საფუძვლიანი არგუმენტების გარეშე შეცვალეს პოზიცია. როგორც ზემოთ ერთხელ უკვე აღინიშნა, სასამართლო სხდომაზე საჯაროდ იქნა წაკითხული დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმები. აღნიშნული ოქმები წინასასამართლო სხდომაზე დაშვებული იქნა, როგორც მტკიცებულება და თითოეულმა ამ ოქმა შეიძინა სხვა მტკიცებულებებთან თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულების ხარისხი, გარდა ამისა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მოხდა ამ ოქმების საჯარო გამოკვლევა. შესაბამისად, გამოკითხვის ოქმს სასამართლო იგივე სტანდარტით აფასებს, რა სტანდარტითაც ფასდება სხვა მტკიცებულებები, თუნდაც მოწმის ზეპირი ჩვენება. სასამართლომ დაზარალებულისა და მოწმეების ხ------- ფ-----–-ასა და მ------- გ---–იას ორი განსხვავებული ჩვენება შეაფასა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და გამოიტანა დასკვნა, რომ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები არის სარწმუნო, ვინაიდან გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და ობიექტური ფაქტებიდან.
3.38. დაცვის მხარის არგუმენტაციას მოწმე გამომძიებლების ჩვენებების გაუზიარებელობის შესახებ იმ მოტივით, რომ ისინი წარმოადგენენ ირიბ მოწმეებს, სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა, იმდენად, რამდენადაც გამომძიებლები ი---- ტ--–----ე და თ----–- ფ--–------–---–ი არიან ის პირდაპირი მოწმეები რომლებმაც უშუალოდ ნახეს მსხვერპლის სხეულზე ძალადობის კვალი. მოწმე თ----–- ფ--–------–---–ი არის პირი, რომელსაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა დაზარალებულთან სხეულის გარეგანი დათვალიერების დროს, მან როგორც ამ ნაწილში პირდაპირმა მოწმემ სასამართლოზე დამაჯერებლად გადმოსცა მსხვერპლის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, დაზარალებული იყო იმდენად შეშინებული, რომ კანკალებდა, თან ამბობდა, რომ თუკი ზომებს არ მიიღებდა მეუღლეს შეიძლება მოეკლა. რაც შეეხება ი---- ტ--–----ეს, ისიც იყო თვითმხილველი მოწმე იმისა, რომ მსხვერპლი გამოკითხვის დროს იყო აღელვებული, რაც სასამართლოს შეფასებით იყო შედეგი ძალადობისა. გარდა ამისა, ი---- ტ--–----ე არის მოწმე იმისა, რომ დაზარალებულმა ა----------–-ამ, მოწმეებმა ხ------- ფ-----–-ამ და მ------- გ---–იამ გამოძიებაში გამოკითხვის პროცესში ლ-–- ა---–--- ამხილეს ოჯახში ძალადობის ჩადენისთვის, მათ აღნიშნული ინფორმაცია გამოძიებას მიაწოდეს ნებაყოფლობით, საკუთარი სურვილით, გარეშე პირების ან გამომძიებლის ჩარევის გარეშე. აღნიშნულის მიუხედავად, დასახელებული მოწმეების ჩვენებები სასამართლომ რომც განიხილოს ირიბ მტკიცებულებად, ეს არ გამორიცხავს მათ გამოყენებას ლ-–- ა---–---ს ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის #№1/1/548 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე. მითითებულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ არ გამორიცხა, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება. ასეთი გამონაკლისის დაშვება, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი როგორც მოწმის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ - მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და სწორედ ამიტომ, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობს. მოცემულ საქმეში სახეზეა ის საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც მსხვერპლმა შეცვალა სასამართლო სხდომაზე ჩვენება მოძალადის ,,გადარჩენის“ მიზნით ან/და მის მიმართ არსებული შიშის გამო ან/და სხვა რაიმე პირადი მოტივით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.2. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლომ ჩათვალა, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა, რომ ლ-–- ა---–---მ ჩაიდინა ორი დამოუკიდებელი დანაშაული - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მანვე 2018 წლის 19 მარტს ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
4.3. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან. საქართველოს კონსტიტუცია ასევე იცავს ადამიანის პატივს და ღირსებას, რომელიც ასევე წარმოადგენს ხელშეუვალ უფლებას, შესაბამისად, ამ უფლებების ხელყოფა, თუნდაც ოჯახის წევრის მიერ, აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ’’, რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისგან. კონვენცია აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.
4.4. სასამართლომ მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ლ-–- ა---–---მ 2018 წლის 19 მარტს ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახისწევრის მიმართ. შესაბამისად, წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-126 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „კ“ ქვეპუნქტებიდან უნდა გადაკვალიფიცრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე. მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, შესაბამისად წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე და იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ლ-–- ა---–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ეპიზოდთა სიმრავლე და დაზარალებულისთვის მიყენებული დაზიანებების მასშტაბი.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
6.3. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მხრიდან მსხვერპლის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები გრძელდებოდა წლების განმავლობაში. საგულისხმოა, რომ ძალადობის აქტს ადგილი ჰქონდა მცირეწლოვანი ბავშვის მ-- ა---–---ს თანდასწრებით რამაც შესაძლოა წარუშლელი კვალი დატოვოს მის ფსიქიკაზე. აღნიშნული კიდევ ერთხელ არწმუნებს სასამართლოს ლ-–- ა---–---ს ქმედებების მომეტებულ საშიშროებაში. შესაბამისად მის მიმართ არასაპატირმო სასჯელი ვერ იქონიებს პრევენციულ გავლენას. დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით სასამართლო ზომიერად მიიჩნევს მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.
6.4. სასამართლოს შეფასებით, ზომიერად მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში ლ-–- ა---–---ს სათანადო ქცევას, რათა მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობიდან გამომდინარე (მეუღლეები) მომავალშიც არ გაგრძელდეს მეუღლის მიმართ ძალადობა და მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ-–- ა---–---ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე, ხოლო საქართველოს სისხლის 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „კ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
2. ლ-–- ა---–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.
3. ლ-–- ა---–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ლ-–- ა---–---ს საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 მარტის განჩინებით ლ-–- ა---–---ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 23 მარტიდან.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა