გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.09.2018
საქმის ნომერი
240210018002551478
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
21.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 240210018002551478

(2/645-2018)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21.09.2018 წელი ქ. სენაკი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე

სხდომის მდივანი თეონა ჭანტურია

 

მოსარჩელე - შპს ,,მი----------------------------–----–----ო’’ (ს/კ 4--------)

წარმომადგენელი - ან----------ე

 

მოპასუხე - ზა-----–-–------ა (პ/ნ 3----------)

 

დავის საგანი - საკრედიტო ხაზის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე- ზა-----–-–------ასათვის მოსარჩელე შპს ,,მი----------------------------–----–----ო’’ -ს სასარგებლოდ 2357.57 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხესა და შპს ,,მი----------------------------–----–----ო’’-ს შორის 2016 წლის 26 დეკემბერს გაფორმდა საკრედიტო ხაზით სესხის ხელშეკრულება №U-------, რომლის საფუძველზეც კრედიტორმა გასცა სესხი 700 ლარის ოდენობით, 2017 წლის 25 იანვრამდე. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც ზა-----–-–------ას ერიცხება დავალიანება: 2357.57 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 700 ლარი, პროცენტი 141.99 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ დღეებზე-1515.58 ლარი. მოსარჩელე ასევე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 73.75 ლარისა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული საქმისწარმოების საფასურის 100 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილ შესაგებელში, სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ სესხის ძირითადი თანხის ნაწილში და მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნას არ ეთანხმება, ვინაიდან მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. განსახილველ საქმეზე უდავო ფაქტორივი გარემოებაა სესხის ხელშეკრულება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ზა-----–-–------ას შპს ,,მი----------------------------–----–----ო’’-ს მიმართ ერიცხება დავალიანება: 2357.57 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 700 ლარი, პროცენტი 141.99 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ დღეებზე-1515.58 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა დავალიანების შესახებ

 

3.2.2. 2016 წლის 26 დეკემბერს გაფორმდა საკრედიტო ხაზით სესხის ხელშეკრულება №U-------, რომლის საფუძველზეც კრედიტორმა გასცა სესხი 700 ლარის ოდენობით, 2017 წლის 25 იანვრამდე 30 დღის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 26 დეკემბერის საკრედიტო ხაზით სესხის ხელშეკრულება №U-------;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2.3. მოპასუხე ინფორმირებული იყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, სესხის ყველა არსებითი პირობების, აგრეთვე, შესაძლო სამოქალაქო პასუხისგებლობის ხასიათისა და მოცულობის თაობაზე. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ დაარღვია სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც გამოიხატა სესხის ხელშეკრულებით გრაფიკით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დარღვევაში. მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის არაერთგზის გაფრთხილებისა და სატელეფონო საუბრების მიუხედავად, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- გაფრთხილებები დავალიანების დაფარვის თაობაზე.

 

3.2.4. მოპასუხის მხრიდან საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, სარჩელის აღძვრის პერიოდში ზა-----–-–------ას ერიცხება დავალიანება: 2357.57 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 700 ლარი, პროცენტი 141.99 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ დღეებზე-1515.58 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა დავალიანების შესახებ

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის განხილვის, მოსარჩელის და მოპასუხის ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე, 420–ე, 867-868-ე, მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ხოლო ამავე კოდექსის 868-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისთვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

უდავოა, რომ შპს ,,მი----------------------------–----–----ო’’-სა და მოპასუხე ზა-----–-–------ას შორის 2016 წლის 26 დეკემბერს გაფორმდა საკრედიტო ხაზით სესხის ხელშეკრულება №U-------, რომლის საფუძველზეც კრედიტორმა გასცა სესხი 700 ლარის ოდენობით, 2017 წლის 25 იანვრამდე, ხოლო მოპასუხემ აიღო ვალდებულება მოეხდინა კრედიტის დაბრუნება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით.

 

სასამართლოს, საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ სრულად იქნა შესრულებული ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხეზე გაცემული იქნა კრედიტი, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ დარღვეული იქნა კრედიტის დაფარვის გრაფიკი.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული წერილობითი დოკუმენტები საკმარის მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს და საფუძვლად დაედოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მოსარჩელე შპს ,,მი----------------------------–----–----ო’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად თანხის დაკისრების ნაწილში.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და 1515.58 ლარი უნდა შემცირდეს 200 ლარამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

იმავე კოდექსის 49.2-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამასთან მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელის მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ. შესაბამისად, ის უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების პროპორციულად, რაც შეადგენს 36.88 ლარს. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ის ნაწილი (36.88 ლარი), რომლის გადახდისაგან მოპასუხე გათავისუფლდა სსკ-ის 49.2-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მის მიერ არაღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად, რაც შეადგენს 36.87 ლარის შესატყვის თანხას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.1-ე მუხლის მიხედვით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით კი სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი გამარტივებული საქმისწარმოების საფასური 100 ლარის ოდენობით;

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 230-ე 243-244, 248-249-ე, 257- 259-1, 364-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე შპს ”მი-----------------------------–----–------”-ს მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, მოპასუხე ზა-----–-–------ას მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.

 

1.1. მოპასუხეს ზა-----–-–------ას (პ/ნ 3----------) შპს ,,მი----------------------------–----–----ოს“ (ს/კ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს 1041.99 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 700 ლარი, დარიცხული პროცენტი 141.99 ლარი და პირგასამტეხლო 200 ლარი.

 

2. მოპასუხეს ზა-----–-–------ას (პ/ნ 3----------) შპს ,,მი----------------------------–----–----ოს“ (ს/კ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 36.87 ლარის გადახდა.

 

3. შპს ,,მი----------------------------–----–----ოს“ (ს/კ 4--------) სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს 36.88 (ოცდათექვსმეტი ლარი და ოთხმოცდარვა თეთრი) ლარი.

 

4. მოპასუხეს ზა-----–-–------ას (პ/ნ 3----------) შპს ,,მი----------------------------–----–----ოს“ (ს/კ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი გამარტივებული საქმისწარმოების საფასური 100 ლარის ოდენობით;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე