გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.10.2018
საქმის ნომერი
330210018002549619
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
24.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/2---5-18წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28------------ი.2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ცისანა სირბილაძე

სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი

მოსარჩელე -ე-–----------–---–ი

წარმომადგენელი - მ-------------ე

მოპასუხე -სს "მ---------------ი"

წარმომადგენელი -ა--------–---–ი

დავის საგანი- თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სს „მ---------------ს“, ე-–----------–---–ის სასარგებლოდ, დაეკისროს 2016 წლის 04 მაისის პროცენტიანი მარტივი „მწვანე თამასუქის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება N 1--- - ით გადახდილი 10 000 აშშ დოლარი და მასზე დარიცხული პროცენტი 1150 აშშ დოლარი;

1.2. სს „მ---------------ს“ ,ე-–----------–---–ის სასარგებლოდ, დაეკისროს 2016 წლის 04 ივლისის პროცენტიანი მარტივი „მწვანე თამასუქის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება N 1--- - ით გადახდილი 35 000 აშშ დოლარი და მასზე დარიცხული პროცენტი 3850 აშშ დოლარი;

1.3. სს „მ---------------ს“, ე-–----------–---–ის სასარგებლოდ, დაეკისროს 2016 წლის 16 დეკემბრის პროცენტიანი მარტივი „მწვანე თამასუქის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება N1----ით გადახდილი 20 000 აშშ დოლარი და მასზე დარიცხული პროცენტი 2 200 აშშ დოლარი;

1.4. სს „მ---------------ს“, ე-–----------–---–ის სასარგებლოდ, დაეკისროს 2016 წლის 16 დეკემბრის პროცენტიანი მარტივი „მწვანე თამასუქის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება N1----ით გადახდილი 30 000 აშშ დოლარი და მასზე დარიცხული პროცენტი 3 300 აშშ დოლარი;

1.5. სს „მ---------------ს“, ე-–----------–---–ის სასარგებლოდ, დაეკისროს 2017 წლის 02 თებერვლის პროცენტიანი მარტივი „მწვანე თამასუქის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება N1----ით გადახდილი 50 000 აშშ დოლარი და მასზე დარიცხული პროცენტი 5 500 აშშ დოლარი

სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

ე-–----------–---–სა და სს „მ---------------ის“ დირექტორს მა-----------------ს შორის, სხვადასხვა დროს გაფორმდა პროცენტიანი მარტივი - „მწვანე თამასუქის“ შეძენის ხელშეკრულებები. ინდოსატს, ე-–----------–---–ს გადაეცა 145 000 აშშ დოლარის ღირებულების პროცენტიანი მარტივი „თამასუქი“. მხარეები შეთანხმდნენ პროცენტის ოდენობაზე და თანხის გადახდის ვადაზე. როგორც მოსარჩელე განმარტავს, სისტემატიურად ითხოვს თავისი თანხების დაბრუნებას, თამასუქების უკან დაბრუნების სანაცვლოდ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურადაც კი იქნა დაფიქსირებული მოთხოვნა, დღემდე ვერ მოხერხდა მოპასუხის მხრიდან უპირობო ვალდებულების შესრულება.

 

მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სს „მ---------------ი“ წარმოადგენს ფინანსურ ორგანიზაციას, რომელიც თავის მხრივ იმყოფება სასესხო სახელშეკრულებო ურთიერთობებში სხვა პირებთან. მოვალეთა მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო სს „მ---------------ს“ მოვალეების მიმართ უკვე დაწყებული აქვს სასარჩელო და სააღსრულებო წარმოებები. თუმცა, ეს მოითხოვს საკმაოდ დიდ დროს, სასამართლოს გადატვირთული მუშაობიდან გამომდინარე. შესაბამისად კომპანია არათუ თავს არიდებს ვალდებულების შესრულებას, არამედ მსგავსი ტექნიკური შეფერხების გამო ამ ეტაპზე, ძირი თანხის ნაწილში, ვერ ასრულებს ვალდებულებას.

 

ამასთან, მოპასუხე უთითებს, რომ თამასუქის ხელშეკრულება N1--- თამასუქის თანხა შეადგენდა 20 000 აშშ დოლარს, რაზეც სს „მ---------------ს“ 2017 წლის 4 მაისს გაცემული აქვს სარგებელი 692.85 აშშ დოლარის ოდენობით და 2017 წლის 4 ივლისს გაცემულია სარგებელი 349.92 აშშ დოლარის ოდენობით.

 

2016 წლის 16 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება N 1---, რომლითაც საეიმისიო ღირებულება განისაზღვრა 30 000 აშშ დოლარი, სს „მ---------------მა“ 2017 წლის 04 მაისს გასცა სარგებელი 1039.27 აშშ დოლარი, ასევე 2017 წლის 04 ივლისს გაცემულია სარგებელი 523.93 აშშ დოლარი.

 

2017 წლის 02 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება N 1---, რომლითაც საემისიო ღირებულება განისაზღვრა 50 000 აშშ დოლარით, სს „მ---------------ს“ 2017 წლის 04 მაისს გაცემული აქვს სარგებელი 1274.04 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე 2017 წლის 04 ივლისს გაცემული აქვს სარგებელი 873.22 აშშ დოლარის ოდენობით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 04 მაისს, ე-–----------–---–სა და სს „მ---------------ის“ დირექტორს მა-----------------ს შორის, გაფორმდა პროცენტიანი მარტივი - „მწვანე თამასუქის“ შეძენის ხელშეკრულება N 1---. ე-–----------–---–ს გადაეცა პროცენტიანი მარტივი „თამასუქი“ სერია/ნომერი 2016-05-04-1---, ხოლო თამასუქის გამცემმა ინდოსანტმა, სს „მ---------------მა“ მიიღო 10 000 აშშ დოლარი. საემისიო ღირებულება შეადგენდა 10 000 აშშ დოლარს, წლიური საპროცენტო განაკვეთი 11.50 %, დაფარვის თარიღი 2017 წლის 04 მაისი. 2017 წლის 04 მაისს გაფორმდა შეთანხმება პროცენტიანი მარტივი „მწვანე თამასუქის“ შეძენის ხელშეკრულება N 1----ში ცვლილებების შესახებ, რითაც შეიცვალა დაფარვის თარიღი და ნაცვლად 2017 წლის 04 მაისისა ვადამ გადაიწია 2018 წლის 04 მაისამდე. შეთანხმების გაფორმებისთანავე სს „მ---------------მა“ თამასუქის შემძენ პირს, ინდოსატს, ე-–----------–---–ს გადასცა პროცენტიანი მარტივი „თამასუქი“ სერია/ნომერი 2016-05-04-1---, ხოლო თამასუქის გამცემმა ინდოსანტმა, სს „მ---------------მა“ მიიღო 10 000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სს „მ---------------ი“ მარტივი საფინანსო (სოლო) თამასუქი (ს.ფ. 22)

- პროცენტიანი მარტივი „მწვანე თამასუქის“ შეძენის ხელშეკრულება N 1--- (ს.ფ 23 – 25)

- შეთანხმება პროცენტიანი მარტივი „მწვანე თამასუქის“ შეძენის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (ს.ფ. 26)

- სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ 27)

3.1.2. 2016 წლის 04 ივლისს, მხარეებს შორის გაფორმდა პროცენტიანი მარტივი - მწვანე თამასუქის შეძენის ხელშეკრულება N 1---. საეიმისიო ღირებულება შეადგენდა 35 000 აშშ დოლარს, წლიური საპროცენტო განაკვეთი 11.00 %, დაფარვის თარიღი იყო 2017 წლის 04 ივლისი. 2017 წლის 04 ივლისის პროცენტიანი მარტივი „მწვანე თამასუქის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმებით 2016 წლის 04 ივლისის ხელშეკრულება N1----ში შევიდა ცვლილება და თანხის დაფარვის თარიღის ვადად განისაზღვრა 2018 წლის 04 ივლისი. შეთანხმების გაფორმებისთანავე სს „მ---------------მა“ თამასუქის შემძენ პირს, ინდოსატს, ე-–----------–---–ს გადასცა პროცენტიანი მარტივი „მწვანე თამასუქი“ სერია/ნომერი 20----------1---, ხოლო თამასუქის გამცემმა ინდოსანტმა სს „მ---------------მა“ მიიღო 35 000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სს „მ---------------ი“ მარტივი საფინანსო (სოლო) თამასუქი (ს.ფ. 22)

- პროცენტიანი მარტივი „მწვანე თამასუქის“ შეძენის ხელშეკრულება (ს.ფ 29 -31)

- შეთანხმება პროცენტიანი მარტივი „მწვანე თამასუქის“ შეძენის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (ს.ფ 32)

- სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ 33)

3.1.3. 2016 წლის 16 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმდა პროცენტიანი მარტივი მწვანე თამასუქის შეძენის ხელშეკრულება N 1---. საემისიო ღირებულება შეადგენდა 20 000 აშშ დოლარს, წლიური საპროცენტო განაკვეთი 11. %, დაფარვის თარიღი იყო 2017 წლის 16 დეკემბერი. შეთანხმების გაფორმებისთანავე სს „მ---------------მა“ გადასცა პროცენტიანი მარტივი „მწვანე თამასუქი“, ხოლო თამასუქის გამცემმა ინდოსანტმა, სს „მ---------------მა“ მიიღო 20 000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს „მ---------------ი“ მარტივი საფინანსო (სოლო) თამასუქი (ს.ფ. 34)

- პროცენტიანი მარტივი „მწვანე თამასუქის“ შეძენის ხელშეკრულება (ს.ფ 35 – 36)

- სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ 37)

 

3.1.4. 2016 წლის 16 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმდა პროცენტიანი მარტივი „მწვანე თამასუქის“ შეძენის ხელშეკრულება N1---. საემისიო ღირებულება შეადგენდა 30 000 აშშ დოლარს, წლიური საპროცენტო განაკვეთი 11 %, დაფარვის თარიღი იყო 2017 წლის 16 დეკემბერი. შეთანხმების გაფორმებისთანავე ე-–----------–---–ს გადაეცა პროცენტიანი მარტივი „მწვანე თამასუქის“ სერია ნომერი 2---------/1---, ხოლო თამასუქის გამცემმა ინდოსანტმა მიიღო 30 000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს „მ---------------ი“ მარტივი საფინანსო (სოლო) თამასუქი (ს.ფ. 38)

- პროცენტიანი მარტივი „მწვანე თამასუქის“ შეძენის ხელშეკრულება (ს.ფ 39-40)

- სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ 41)

3.1.5. 2017 წლის 02 თებერვალს, მხარეებს შორის გაფორმებული პროცენტიანი მარტივი „მწვანე თამასუქის“ შეძენის ხელშეკრულება N1---. საემისიო ღირებულება შეადგენდა 50 000 აშშ დოლარს, წლიური საპროცენტო განაკვეთი 11 .00 %, დაფარვის თარიღი 2018 წლის 02 თებერვალი. შეთანხმების გაფორმებისთანავე ინდოსატს ე-–----------–---–ს გადაეცა პროცენტიანი მარტივი „მწვანე თამასუქი“ სერია ნომერი 2---------/1---, ხოლო თამასუქის გამცემმა ინდოსანტმა სს „მ---------------მა“ მიიღო 50 000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სს „მ---------------ი“ მარტივი საფინანსო (სოლო) თამასუქი (ს.ფ. 42)

- პროცენტიანი მარტივი „მწვანე თამასუქის“ შეძენის ხელშეკრულება (ს.ფ 43-44)

- სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ 45)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.2. ე-–----------–---–ის მიმართ მოპასუხის ძირითადი ვალდებულება შეადგენს 145 000 აშშ დოლარს, ხოლო სარგებლის 11 248 აშშ დოლარს.

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- ამონაწერები ანგარიშიდან (ს.ფ.92-98)

- პროცენტიანი მარტივი „მწვანე თამასუქის“ შეძენის ხელშეკრულებები (ს.ფ 22-45)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ე-–----------–---–ის სარჩელი საფუძვლიანია: ის უნდა დაკმაყოფილდეს ძირითადი ვალდებულების ნაწილში, ხოლო სარგებლის ნაწილში ნაწილობრივ, ვინაიდან მოპასუხეს გადახდილი აქვს სარგებლის ნაწილი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 911-ე, 361-ე მუხლები

 

,,თამასუქის შესახებ’’ საქართველოს კანონი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია ფასიანი ქაღალდების ბრუნვიდან წარმოშობილი ურთიერთობის საფუძველზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 911-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ვინმე გასცემს დოკუმენტს, რომლითაც ის დოკუმენტის მფლობელს გადახდას ჰპირდება, მაშინ მფლობელს შეუძლია მოითხოვოს გადახდა დაპირების თანახმად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას ამის უფლება არ ჰქონდა.

 

,,თამასუქის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს თამასუქის გაცემის, თავდებობის, გადახდის, გამოყენების, გადაცემის წესს, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო აქტებთან ერთად-თამასუქიდან გამომდინარე შედეგებსა და პრეტენზიებს. ამ კანონში გამოყენებულ სახელწოდებებს, თუ არსებობს განსაკუთრებული მითითება, აქვს შემდეგი მნიშვნელობა: „თამასუქი“-ფასიანი ქაღალდი, დოკუმენტი, რომლითაც მისი გამცემი პირი კისრულობს უპირობო ვალდებულებას გადაიხადოს თამასუქში ნაჩვენები თანხა პირადად ან ან სხვა პირს ავალებს მის გადახდას; მარტივი თამასუქით მისი გამცემი კისრულობს ვალდებულებას თვითონ გადაიხადოს თამასუქში მითითებული თანხა;

 

,,თამასუქის შესახებ’’ საქართველოს კანონის მეშვიდე მუხლის თანახმად, თამასუქის გამცემი პასუხისმგებელია თამასუქის გადახდისათვის, მას შეუძლია მოიხსნას პასუხისმგებლობა აქცეპტზე, მაგრამ არ შეუძლია მოიხსნას თამასუქის გადახდის პასუხისმგებლობა. არანაირ პირობას, რომლითაც იგი იხსნის პასუხისმგებლობას გადახდისათვის, ძალა არა აქვს.

 

,,თამასუქის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3-ე მუხლის თანახმად, თამასუქში, რომლის გადახდა სავალდებულოა წარდგენისთანავე, ანდა წარდგენიდან განსაზღვრულ დროში, თამასუქის გამცემს შეუძლია დათქვას, რომ თამასუქის თანხას დაერიცხება პროცენტები, რომლის განაკვეთიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს თამასუქში. თუ ასეთი აღნიშვნა არ არის, პროცენტის შესახებ ჩანაწერს ძალა არა აქვს.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 2-ე პუნქტის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს შორის სხვადასხვა დროს გაფორმდა პროცენტიანი მარტივი - ,,მწვანე თამასუქის’’ შეძენის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც ე-–----------–---–მა მიიღო 145 000 აშშ დოლარის ღირებულების მარტივი მწვანე თამასუქი. დაპირების თანახმად, სს "მ---------------ი" ვალდებულებას იღებდა ე-–----------–---–ისათვის გადაეხადა თამასუქის ღირებულება და სარგებელი.

 

დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ არ შესრულდა დაპირება.

 

დადგენილია, რომ ე-–----------–---–ის მიმართ მოპასუხის ძირითადი ვალდებულება შეადგენს 145 000 აშშ დოლარს, ხოლო სარგებელი11 248 აშშ დოლარს.

 

შესაბამისად, მოსარჩელეს აქვს მოთხოვნის უფლება, ხოლო მოპასუხე ვალდებულია აუნაზღაუროს თამასუქის მფლობელს როგორც თამასუქის ღირებულება, ისე მასზე დარიცხული პროცენტი.

 

7. შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები. ამავე კოდექსის 268.11-ე მუხლის მიხედვით კი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

 

ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, გამოიწვევს თუ არა გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნება გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, თავისი შინაარსით ემსახურება მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის დაცვას აღუსრულებლობისაგან, რათა სააპელაციო თუ საკასაჩიო საჩივრით მოპასუხე მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, არ მოხდეს გადაწყვეტილების აღუსრულებელ გადაწყვეტილებად ქცევა, რითაც ფაქტიურად აზრი ეკარგება მოსარჩელის უფლებების სასამართლოს გზით დაცვას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა თუ რამ განაპირობა მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღასრულებლად მიქცევა, რამაც შემდგომში შესაძლოა გააძნელოს მისი აღსრულება, ზოგადად ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს კრედიტორისათვის ზინაის მოტანას, თუმცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად გადაცემისათვის ეს მნიშვნელოვანი ზიანი უნდა იყოს, სადაც მხევლელობაში მიიღება გადაწყვეტილებით დადგენილი შესასრულებელი ვალდებულების შინაარსი და ხასიათი. მით უფრო როცა მოსარჩელის მიერ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, სხვა რაიმე უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნა სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 ლარი, რაც უნდა დაეკისროს სს „მ---------------ს“.

 

8. სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 259-1, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ე-–----------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2.სს "მ---------------ს", ე-–----------–---–ის სასარგებლოდ, დაეკისროს 145 000 აშშ დოლარის გადახდა.

 

3.სს "მ---------------ს", ე-–----------–---–ის სასარგებლოდ, დაეკისროს სარგებლის 11 248 აშშ დოლარის გადახდა.

 

4.სს "მ---------------ს", ე-–----------–---–ის სასარგებლოდ, დაეკისროს 100 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ცისანა სირბილაძე