1. თუ ვინმე გასცემს დოკუმენტს, რომლითაც ის დოკუმენტის მფლობელს გადახდას ჰპირდება, მაშინ მფლობელს შეუძლია მოითხოვოს გადახდა დაპირების თანახმად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას ამის უფლება არ ჰქონდა.
2. გაცემულ დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობა შეიძლება დამოკიდებული გახდეს სპეციალური ფორმის დაცვაზე, რომლის შესახებაც მიეთითება დოკუმენტში. ხელმოწერა შეიძლება შესრულდეს ტექნიკურად შესაძლებელი ნებისმიერი გზით.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
…ამ თანხის 35% და სარგებლის სახით 64%. მოსარჩელის მოსაზრებით, ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა უკვე დადგენილი იყო და სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი სამუშაოების ჩატარების და კომისიის მიერ დასკვნის მიღების აუცილებლობა აღარ არსებობდა. სსკ-ის 911.1 მუხლის თანახმად, „თუ ვინმე გასცემს დოკუმენტს, რომლითაც ის დოკუმენტის მფლობელს გადახდას ჰპირდება, მაშინ მფლობელს შეუძლია მოითხოვო გადახდა დაპირების თანახმად“.
საქმე №3კ/1101-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.11.2002
უნდა გამოეყენებინა სკ-ს 128-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი, 911-ე და 920-ე მუხლები, ასევე 922-ე მუხლი, რომელიც აწესრიგებს მოცემულ მხარეებს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 911-ე, 922-ე, 915-ე, 361-ე მუხლები;,,თ-------ის შესახებ’’ საქართველოს კანონი. 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი…
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 911-ე, 915-ე მუხლები საქართველოს კანონი „თამასუქის შესახებ“ 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,…
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 911-ე, 361-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით;,,თამასუქის შესახებ’ ’ საქართველოს კანონი 6.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 911, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-911/