გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/35500-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით 03 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი
სხდომის მდივანი - თამარ აკობია
მოსარჩელე - რ----ი მ-–-------ე
წარმომადგენელი - ნ----–------------–---ი, დ-----------–--–-–---–ი
მოპასუხე - სს ,,მ---------------ი’’
წარმომადგენელი - ა--------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს - 5 600 აშშ დოლარის გადახდა;
1.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სარგებლის - 532 აშშ დოლარის გადახდა.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი ს.ფ. 1-13):
1.1.1. 2--- წლის 0------არს მხარეებს შორის დაიდო პროცენტიანი მ-------ი ,,მ–--------------ის’’ შეძენის შესახებ №1--- ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც იმავე დღეს მის მიერ განხორციელდა სარგებლიანი ე---ია 5 600 აშშ დოლარის ოდენობით შემდეგი პირობებით: წლიური საპროცენტო სარგებელი - 9.5%, გადახდის თარიღი - 06.01.2--- წელი;
1.1.2. მიუხედავად ვალდებულების შესრულების ვადის დადგომისა, მოპასუხე უარს აცხადებს როგორც საე---იო თანხის, ისე სარგებლის დაბრუნებაზე გადახდისუუნარობის და ქონების დაყადაღების საფუძვლით;
1.1.3. მ–--------------ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება მის მიმართ შეადგენს თ-------ის თანხას - 5 600 აშშ დოლარს და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს - 532 აშშ დოლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი, თუმცა დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას მხარეთა შორის შესაბამისი ხელშეკრულების დადების თაობაზე.
შესაგებლის საფუძვლები (ს.ფ. 23-31)
2.1.1. მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
2.1.2. იგი წარმოადგენს ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც იმყოფება სასესხო სახელშეკრულებო ურთიერთობებში და აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე მის მიმართ მესამე პირებს შესასრულებელი აქვთ ვალდებულებები;
2.1.3. მესამე პირებისგან თანხების ამოღების მიზნით იგი აწარმოებს დავებს სასამართლოსა და ს----------–-----------ოში, თუმცა ვერ ახერხებს მათგან თანხების დროულად ამოღებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2--- წლის 0------არს მოსარჩელეს, როგორც თ-------ის შემძენს და მოპასუხეს, როგორც თ-------ის ე--------ს შორის გაფორმდა პროცენტიანი მ-------ი ,,მ–--------------ის’’ შეძენის შესახებ №1--- ხელშეკრულება.
ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად თ-------ის ე--------ი ახორციელებს პროცენტიანი თ-------ის ე---იას, ხოლო თ-------ის შემძენი პირი ყიდულობს თ-------ს მხარეთა შორის შეთანხმებულ ფასში.
ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, ე--------ია - სს "მ---------------ი’’, თ-------ის შემძენი პირია - მ-–-------ე რ----ი, საე---იო ღირებულება - 5 600 აშშ დოლარი, წლიური პროცენტი - 9.5%, საპროცენტო სარგებლის გაცე--- პერიოდულობა - ვადის ბოლოს, ხოლო თავად დაფარვის თარიღად განისაზღვრა 2--- წლის 0------არი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- ხელშეკრულება (ს.ფ. 15-16)
3.1.2. 2--- წლის 0------არს მხარეთა შორის გაფორმებული №1--- ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის თ-------ის შესაძენად გადახდილია 5 600 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 17)
3.1.3. 2--- წლის 0------არს მხარეთა შორის გაფორმებული №1--- ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხის მიერ მოსარჩელის სახელზე გაცემულია თ-------ი 5 600 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- თ-------ი (ს.ფ. 14)
3.1.4. 2--- წლის 0------არს მხარეთა შორის გაფორმებული №1--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ვადის მიუხედავად, მოპასუხემ უარი განაცხადა მოსარჩელისთვის თ-------ის თანხის - 5 600 აშშ დოლარის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის - 532 აშშ დოლარის გადახდაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხება დავალიანება თ-------ის თანხის - 5 600 აშშ დოლარის და სარგებლის - 532 აშშ დოლარის ოდენობით.
სსსკ-ის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.
სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისთვის არახელსაყრელი შედეგი. ეს დანაწესი გამომდინარებს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ასევე ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია (იხ. სუსგ, საქმე №ას-1003-964-2016).
განსახილველ შემთხვევაში უდავოა მხარეთა შორის მ–--------------ის შესახებ ხელშეკრულების დადების ფაქტი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხის სასარგებლოდ განახორციელა 5 600 აშშ დოლარის ე---ია, მოპასუხემ კი შესაბამისი სარგებლის დარიცხვის პირობით იკისრა 2--- წლის 0------რისთვის მოსარჩელისთვის აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება და გასცა მის სახელზე შესაბამისი თ-------ი.
მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს მის მიერ ხელშეკრულების დარღვევისა და დავალიანების ოდენობის თაობაზე, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2--- წლის 0------არს მხარეთა შორის გაფორმებული №1--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ვადის დადგომის მიუხედავად, მოპასუხემ უარი განაცხადა მოსარჩელისთვის თ-------ის თანხის - 5 600 აშშ დოლარის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის - 532 აშშ დოლარის გადახდაზე. გასათვალისწინებელია, რომ მხარეთა შორის არსებული შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, მოპასუხეს არ განუხორციელებია არსებითი შედავება როგორც დავალიანების ოდენობის, ასევე მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტთან მიმართებაში. ამასთან, მოპასუხის მითითება მესამე პირების მიერ შესასრულებელ ვალდებულებებზე არ წარმოადგენს მასსა და მოსარჩელის შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე ზეგავლენის მქონე რაიმე არსებით გარემოებას.
შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხება დავალიანება თ-------ის თანხის - 5 600 აშშ დოლარის და სარგებლის - 532 აშშ დოლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 911-ე, 922-ე, 915-ე, 361-ე მუხლები;
,,თ-------ის შესახებ’’ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 911-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ვინმე გასცემს დოკუმენტს, რომლითაც ის დოკუმენტის მფლობელს გადახდას ჰპირდება, მაშინ მფლობელს შეუძლია მოითხოვოს გადახდა დაპირების თანახმად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას ამის უფლება არ ჰქონდა.
ამავე კოდექსის 922-ე მუხლის თანახმად, სავალო დოკუმენტი, რომლითაც ე--------ი დოკუმენტის წარდგენისას გადახდას ჰპირდება დასახელებულ პირს, შეიძლება გაიცეს საორდერო ფასიანი ქაღალდის სახით.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია ფასიანი ქაღალდების ბრუნვიდან წარმოშობილი ურთიერთობის საფუძველზე.
6.2. საქმის მასალების თანახმად, მოპასუხის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ მოთხოვნით ემყარება სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევას, კერძოდ, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისგან თ-------ის თანხის - 5 600 აშშ დოლარის და სარგებლის - 532 აშშ დოლარის გადახდას.
იმ საკითხის დადებითად გადაწყვეტა, საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის: უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას; მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს იმის შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას).
,,თ-------ის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს თ-------ის გაცე---, თავდებობის, გადახდის, გამოყენების, გადაცე--- წესს, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო აქტებთან ერთად-თ-------იდან გამომდინარე შედეგებსა და პრეტენზიებს. ამ კანონში გამოყენებულ სახელწოდებებს, თუ არსებობს განსაკუთრებული მითითება, აქვს შემდეგი მნიშვნელობა: „თ-------ი’’-ფასიანი ქაღალდი, დოკუმენტი, რომლითაც მისი გამცემი პირი კისრულობს უპირობო ვალდებულებას გადაიხადოს თ-------ში ნაჩვენები თანხა პირადად ან სხვა პირს ავალებს მის გადახდას. მ-------ი თ-------ით მისი გამცემი კისრულობს ვალდებულებას თვითონ გადაიხადოს თ-------ში მითითებული თანხა.
სასამართლო მიუთითებს, რომ ზოგადად ფასიანი ქაღალდი, რომლის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს თ-------ი, განსაზღვრული ფორმის მქონე საბუთია (დოკუმენტია), რომლის წარმოდგენაც აუცილებელია მასშივე გამოხატული ვალდებულებითი უფლებით შესრულების მისაღებად. იგი ყოველთვის (თუკი არსებობს მატერიალური ფორმით) გულისხმობს უფლებას საბუთზე (ქაღალდზე, როგორც ნივთზე) ანუ სანივთო უფლებას და უფლებას საბუთიდან, ანუ ვალდებულებით უფლებას.
,,თ-------ის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, თ-------ის გამცემი პასუხისმგებელია თ-------ის გადახდისათვის, მას შეუძლია მოიხსნას პასუხისმგებლობა აქცეპტზე, მაგრამ არ შეუძლია მოიხსნას თ-------ის გადახდის პასუხისმგებლობა. არანაირ პირობას, რომლითაც იგი იხსნის პასუხისმგებლობას გადახდისათვის, ძალა არა აქვს.
ამავე კანონის მე-19 მუხლის თანახმად, თ-------ის გამცემს შეუძლია განსაზღვროს აქცეპტის წარდგენის ვადა. თუ ვადა განსაზღვრული არ არის, თ-------ი, რომელიც ექვემდებარება გადახდას წარდგენიდან ერთ წელზე მეტი დროის განმავლობაში, აქცეპტისათვის უნდა წარედგინოს გაცე--- დღიდან ერთი წლის განმავლობაში.
,,თ-------ის შესახებ’’ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად, თ-------ი შეიძლება გაიცეს გადასახდელად შემდეგი ვადების გათვალისწინებით: ა) წარდგენისთანავე; ბ) წარდგენიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში; გ) გაცემიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში; დ) განსაზღვრულ დღეს.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თ-------ს, რომელშიც მითითებულია გადახდის სხვაგვარი ვადა, ძალა არ აქვს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია მხარეთა შორის როგორც შესაბამისი ხელშეკრულების, ისე აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის საე---იო თანხის - 5 600 აშშ დოლარის გადახდისა და მოპასუხის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ აღნიშნული ოდენობით თ-------ის გაცე--- შესახებ.
,,თ-------ის შესახებ’’ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის თანახმად, მფლობელი თ-------ისა, რომელიც უნდა გადაიხადონ დადგენილ დღეს ან გაცემიდან ან წარდგენიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში, ვალდებულია წარადგინოს ის გადახდის დღეს ან მომდევნო ორი სამუშაო დღიდან ერთ-ერთ დღეს.
,,თ-------ის შესახებ’’ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ თ-------ის მფლობელს თ-------ის გასანაღდებლად წარდგენის უფლება წარმოეშვება და შესაბამისად თ-------ის გამცემს - გადახდის ვალდებულება, თ-------ით დადგენილი ვადის დადგომისას. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიერ ვალდებულების შესრულების თარიღად განისაზღვრა 2--- წლის 0------არი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 915-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ე--------ი მოვალეა შეასრულოს თავისი ვალდებულება მხოლოდ მაშინ, თუ მას გადასცემენ ფასიან ქაღალდს.
დავის განხილვისას მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა და შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მიუხედავად ვადამოსული მოთხოვნისა, მოპასუხეს არ განუხორციელებია მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის გადახდა და მას მოსარჩელის მიმართ ერიცხება დავალიანება.
სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda’’-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმის დანაწესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას. ვალდებულების ჯეროვანი, კეთილსინდისიერი შესრულების სტანდარტი მოქმედებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დროის მიმართაც. ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულებისათვის დროის განსაზღვრა, ნიშნავს მხარეთა ინტერესს აღნიშნულ ვადაში ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში შესრულების მიმართ მტკიცებას არ საჭიროებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე საფუძვლიანია სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის თ-------ის თანხის - 5 600 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. ,,თ-------ის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, თ-------ში, რომლის გადახდა სავალდებულოა წარდგენისთანავე, ანდა წარდგენიდან განსაზღვრულ დროში, თ-------ის გამცემს შეუძლია დათქვას, რომ თ-------ის თანხას დაერიცხება პროცენტები, რომლის განაკვეთიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს თ-------ში. თუ ასეთი აღნიშვნა არ არის, პროცენტის შესახებ ჩანაწერს ძალა არა აქვს.
დადგენილია, რომ თ-------ის ხელშეკრულება ითვალისწინებდა თანხის დაბრუნებისას მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის სარგებლის გადახდას თ-------ის თანხის 5 600 აშშ დოლარის 9.5%-ის ოდენობით.
სასამართლო მიუთითებს, რომ პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა, ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი „დაკავებისათვის“. საპროცენტო ვალდებულება დამატებითი, ანუ აქცესორული ვალდებულებაა და იგი ეფუძნება მთავარ ვალდებულებას, როგორიცაა კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულება. თუ არ წარმოშობილა მთავარი ვალდებულება ანდა იგი ბათილად იქნება ცნობილი, არც საპროცენტო ვალდებულება წარმოიშობა. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში პროცენტის გადახდის ვალდებულება უკავშირდება მთავარ ვალდებულებას და აქცესორული ხასიათისაა წარმოშობის თვალსაზრისით.
დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ თ-------ის თანხის გადახდის ვალდებულება. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, პროცენტის აქცესორული ბუნებიდან გამომდინარე, ასევე საფუძვლიანია სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის - 532 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით (ს.ფ. 19). სარჩელი დაკმაყოფილდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 292-301-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. რ----ი მ-–-------ის სარჩელი სს ,,მ---------------ის’’ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე სს ,,მ---------------ს’’ მოსარჩელე რ----ი მ-–-------ის სასარგებლოდ დაეკისროს 5 600 აშშ დოლარის ანაზღაურება;
3. მოპასუხე სს ,,მ---------------ს’’ მოსარჩელე რ----ი მ-–-------ის სასარგებლოდ დაეკისროს სარგებლის - 532 აშშ დოლარის ანაზღაურება;
4. მოპასუხე სს ,,მ---------------ს’’ მოსარჩელე რ----ი მ-–-------ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა ჯანხოთელი